განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
120100118002707518
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/418-2707518

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ა--------

 

ახ-----ხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–ი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ს-------------------, დაბადებული 1--- წლის 2- დ--------ს, პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქ, ა--------, ბო--------ს ქუჩა, სახლი/კორპუსი N-- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ა--------, 9-------–-ს ქუჩა, სახლი/კორპუსი N1, ბინა N--.

 

ადვოკატი - შა-–----------–--ე

 

თარჯიმანი- ლ---------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 21 სექტემბერს ქ. ა--------–- 9-------–-ს ქუჩა N-----ში მცხოვრებმა სა-----------------მა არასრულწლოვან 2--------- წელს დაბადებულ შვილს ნი----------ს ხელის რამდენჯერმე დარტყმით თავისა და ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობრივი ქმედების შედეგად არასრულწლოვანმა ნი----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

წარდგენილი ბრალდება.

 

2018 წლის 2- სექტემბერს ს------------------- წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

 

ახ-----ხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ს-------------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 3 000 ლარის ოდენობით.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სა-----------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

სო----------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 21 სექტემბერს სო----------------ი იმყოფებოდა ქ. ა--------–- 9-------–-ს ქუჩა N1----ში მცხოვრებ ნა-------------ნთან საცხოვრებელ სახლში სტუმრად. სწორედ ამ დროს მას სადარბაზოდან მოესმა ბავშვის ტირილის ხმა და სომხურ ენაზე ქალის ყვირილის ხმა, რამაც მიიქცია სო----------------ის ყურადღება. იგი ავიდა ზედა სართულზე, სადაც მეოთხე სართულზე ასასვლელ პირველ საფეხურთან დაინახა ს------------------- ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა თავის 5 წლის შვილს, კერძოდ ხელს ურტყამდა თავის არეში, ასევე ბავშვის ტანზე მიყრილი ჰქონდა ტანსაცმლები და ჩუსტები, აღნიშნულის დანახვაზე სო----------------მა ს------------------- შეეწინააღმდეგა, რის შედეგადაც მან პასუხად მიიღო რომ მისი საქმე არ იყო და ამასთანავე ს------------------- კვლავ აგრძელებდა ბავშვის ცემას და ორივე ხელის ძლიერად მკლავებზე მოჭერით არყევდა ბავშვს და აქეთ იქით აქნევდა.

იხ. ს.ფ. 4-8;

 

2018 წლის 21 სექტემბერს შსს ახ-----ხის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის ლე-----------ის შემაკავებელი ორდერის N0----- თანახმად, 2018 წლის 21 სექტემბერს ქ. ა--------–- 9-------–-ს ქუჩაზე სა-----------------მა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა 5 წლის შვილს ნი----------ს.

იხ. ს.ფ. 39-40;

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 24 სექტემბრის N7--------- დასკვნა, რომლის თანახმად ნი----------ს სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

იხ. ს.ფ. 79-82;

 

ახ-----ხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის 2018 წლის 2- სექტემბრის დადგენილებით ნი---------- ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღმდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ სა-----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს------------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ს------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო თვლის, რომ ს------------------- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ს-------------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს------------------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით. ს------------------- საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 02 წელი.

 

2. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;

 

3.ს-------------------ს (პ/ნ 4----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად 3000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ა-–------------- (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ 25000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე დ. ა------- ს---------- ქ. N1- ს.კ. 6------------------ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახ-----ხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე