გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/24813-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: გა---------------–-–---–ი, პ/ნ 0----------
წარმომადგენელი: თე--------------ი
მოპასუხე: სა---–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი: სა-–--------–--ე
დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მოსარგებლისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 აგვისტოს ცნობა დახასიათებით მი----–------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გუ----------–-------, კერძოდ - ლიტ ,,ა'' - 85.70 კვ.მ., ლიტ. ,,ბ'' - 22.00 კვ.მ., ლიტ. ,,გ'' - 7.00 კვ.მ., ლიტ. ,,ე'' - 28.00 კვ.მ., ლიტ. ,,ვც'' - 1.00 კვ.მ., და აღნიშნული საცხოვრებელი სადგომი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს გა---------------–-–---–ს.
მოსარჩელის განმარტებით, ის თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, გუ----------–-------ში მდებარე საცხოვრებელ სადგომში. აღნიშნული ქონება მოსარჩელის ოჯახს 1970 წლებში შეძენილი აქვს მი----–------------სგან. სადავო მისამართზე მოსარჩელე რეგისტრირებულია 1979 წლიდან დღემდე და იხდის კომუნალურ გადასახადებს. მი----–------------ს არ ჰყავს არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები და მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, მოითხოვოს სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მისი უსასყიდლოდ მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–-------------მ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გუ----------–-------ში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ - ლიტ ,,ა'' - 85.70 კვ.მ., ლიტ. ,,ბ'' - 22.00 კვ.მ., ლიტ. ,,გ'' - 7.00 კვ.მ., ლიტ. ,,ე'' - 28.00 კვ.მ., ლიტ. ,,ვც'' - 1.00 კვ.მ., სააღრიცხვო ბარათი N------, აღრიცხულია მი----–------------ს სახელზე (ს.ფ. 15-16).
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, გუ----------–------, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 14).
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ მი----–------------ გარდაიცვალა 1--- წელს (ს.ფ. 17).
3.1.4. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 10 აგვისტოს ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 1--- წელს გარდაცვლილი მი----–------------ს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე (ს.ფ. 19).
3.1.5. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 10 აგვისტოს ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 1--- წელს გარდაცვლილი მი----–------------ს სამკვიდრო ქონების თაობაზე (ს.ფ. 18).
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათითა და საბინაო წიგნის ჩანაწერით დადგენილია, რომ გა---------------–-–---–ი 1979 წლის პირველი აგვისტოდან რეგისტრირებულია მისამართზე ქალაქი თბილისი, გუ----------–--------ში (ს.ფ. 20-21, 22-24).
3.1.7 საქმეში წარმოდგენილი სს ,,თელასის'' ცნობით დასტურდება, რომ 1996 წალამდე მასალები ხანდაზმულობის გამო სს ,,თელასში'' არ ინახება. სს „თელასის“ მონაცემთა ბაზაში N------- სააბონენტო ბარათზე 1996 წლის პირველადეი მასალებით აბონენტად რეგისტრირებული იყო ფი--------–---–---------ი. 2007 წლის იანვრის მონაცემებით N------- სააბონენტო ბარათზე სს ,,თელასის'' აბონენტად რეგისტრირებული იყო გა----------–-------–---–ი. 1999-2007 წლებში მასალები ზემოაღნიშნული აბონენტის შესახებ სს ,,თელასში'' არ ინახება. 08/08/2017 წ. მდგომარეობით ზემოაღნიშნულ სააბონენტო ბარათზე სს ,,თელასის'' აბონენტად რეგისტრირებულია გა-----------------–---–ი: მის, გუ----------–------- (ს.ფ 26).
3.1.8. მოსარჩელე გა---------------–-–---–ის დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ გი----------------–-–---–ი არის მოსარჩელის მამა (ს.ფ. 27).
3.1.9. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ მოსარჩელის მამა, გი----------------–-–---–ი, გარდაიცვალა 2--- წლის 2 თებერვალს (ს.ფ. 28).
3.1.10. საქმეში წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გა---------------–-–---–ი არის ქ. თბილისში, გუ----------–--------ში მდებარე, მი----–------------ს სახელზე რიცხული უძრავ ნივთის სარგებლობასთან დაკავშირებული კომუნალური გადასახადების გადამხდელი პირი (ს.ფ. 25).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, სადავო მისამართზე რეგისტრაციის ფაქტით, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებისა და საქმეზე გამოკვლეული უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გა---------------–-–---–მა სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება ამ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრისაგან მოიპოვა 1979 წელს და მოსარჩელე არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლეა პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო ფართს ფლობს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე, რაც დასტურდება სადავო საცხოვრებელ სადგომში 1979 წლიდან რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით.
6.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან. ამდენად, ქ. თბილისში, გუ----------–--------ში მდებარე, მი----–------------ს სახელზე რეგისტრირებული სადავო საცხოვრებელი სადგომი ცნობილ უნდა იქნეს უმკვიდროდ.
6.3. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - უმკვიდროდ უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით ქ. თბილისში, გუ----------–--------ში მდებარე, მი----–------------ს სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომი და ის უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მხარეებს არ ეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე,243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გა---------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 აგვისტოს ცნობა დახასიათებით მი----–------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გუ----------–-------, კერძოდ - ლიტ ,,ა'' - 85.70 კვ.მ., ლიტ. ,,ბ'' - 22.00 კვ.მ., ლიტ. ,,გ'' - 7.00 კვ.მ., ლიტ. ,,ე'' - 28.00 კვ.მ., ლიტ. ,,ვც'' - 1.00 კვ.მ., და აღნიშნული საცხოვრებელი სადგომი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს გა---------------–-–---–ს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე