გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.11.2018
საქმის ნომერი
100210018002644786
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210018002644786

#2/ 354-18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19.11.2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: მ------ ფ--–-------–---–ი

წარმომადგენელი: გ-- ფ---–----–---–ი

 

მოპასუხე: ვ-–- ს--–----ე, თ------- ს--–----ე, რ--------- მ--------ე

წარმომადგენელი: თ---------- ბ----ე

 

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა 1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - მ------ ფ--–-------–---–ის (პ/ნ 0----------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ვ-–- ს--–----ის (პ/ნ 0----------), თ------- ს--–----ის (პ/ნ 0----------) და რ--------- მ--------ის (პ/ნ 0----------) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით; სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე მ------ ფ--–-------–---–მა იძულებითი საჯარო აუქციონზე 2017 წლის 06 მარტს შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ს-------, ა-–---------- ჭ-------ის ქ. # 1- საკადასტრო კოდით 3-.01.4-.1--. რის შესახებაც 2017 წლის 13 მარტს გაცემულ იქნა ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განკარგულება და ფაქტი, ასევე მ------ ფ--–-------–---–ი საჯარო რეესტრში გატარდა აღნიშნული ქონების მესაკუთრედ. მოსარჩელე ითხოვს გამოთხოვილ იქნეს მოპასუხეების ვ-–- ს--–----ის, თ------- ს--–----ის და რ--------- მ--------ის უკანონო მფლობელობიდან მ------ ფ--–-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ს-------, ა-–---------- ჭ-------ის ქ. #1-, ს/კ 3-.01.4-.1-- და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს. მოსარჩელე ასევე ითხოვს, გადაწყვეტილება უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ვინაიდან მსგავსი სახის გადაწყვეტილებები, როგორც წესი დაკავშირებულია უძრავი ქონების მესაკუთრისათვის ზიანის მიყენების ფაქტთან. როდესაც ჭიანურდება ქონების მესაკუთრისათვის გადაცემა, ამ უკანასკნელს ეზღუდება შესაძლებლობა, გამოიყენოს მის საკუთრებაში არსებული ქონება დანიშნულებისამებრ. მოცემულ შემთხვევაშიც მესაკუთრე ვერ იყენებს მის საკუთრებას და რა თქმა უნდა, ადგება ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე ვ-–- ს--–----ის მიერ შესაგებელი შემოტანილი არ ყოფილა, თუმცა მას გზავნილი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მოპასუხეები, თ------- ს--–----ემ და რ--------- მ--------ემ, სარჩელს წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმებიან და მიუთითებენ, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაგებელში განმარტავენ, რომ 2013 წლის 18 ოქტომბერსს დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრაციის ნომერი #131211821. მხარეებს: რ--------- მ--------ე, თ------- ს--–----ე, ვ-–- ს--–----ე, ნატო აბაშიძესა და ნელი ნარჩემაშვილს შორის. ნატო აბაშიძის მიერ გაცემული სესხის თანხა შეადგენდა 3500 აშშ დოლარს. ხოლო ნელი ნარჩემაშვილის მიერ გაცემული სესხის თანხა შეადგენს 3000 აშშ დოლარს. ნატო აბაშიძემ გაიტანა ქონება აუქციონზე და გასხვისდა. ქონების შემძენი იყო ნატო აბაშიძის დედა მ------ ფ--–-------–---–ი.

მოპასუხე რ--------- მ--------ე განმარტავს, რომ მოსარჩელესთან სცადა მოლაპარაკება არაერთხელ შეთავაზა თანხის აღება და ქონების დაბრუნება, ის ყოველთვის უარს აცხადებდა. მათ სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია, ეს ქონება იპოთეკით დატვირთა, რომ მისი მეუღლის მკურნალობის გამო.

მოპასუხე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, აღნიშნული მოთხოვნა ზღუდავს მის კანონიერ უფლებებს.

მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ თუ მის წინააღმდეგ მიიღებს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ერთი მხრივ ერთმევა სადაო ნივთით სარგებლობის უფლება და შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი განიცადოს იმ შემთხვევაში, თუ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ გამოვა. ბუნებრივია, არც იმ პირს, რომელსაც ქონება გადაეცა სადაო ნორმის საფუძველზე, არ აქვს განცდა იმისა, რომ საბოლოოდ შესაძლოა მას დარჩეს სადაო ნივთი. შესაბამისად, არც აღნიშნული პირი იქნება იმით დაინტერესებული, რომ სათანადოდ მოუფრთხილდეს ქონებას დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე. ყოველივე ამას შესაძლოა მოყვეს ქონების გაუვარგისება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1..1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. მხარეებს მიეცათ დამატებითი ვადა მორიგებისათვის, მათი მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე მ------ ფ--–-------–---–მა იძულებითი საჯარო აუქციონზე 2017 წლის 06 მარტს შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ს-------, ა-–---------- ჭ-------ის ქ. # 1- საკადასტრო კოდით 3-.01.4-.1--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.13-15)

- მხარეთა ახსნა- განმარტება

 

3.2.2. დადგენილია, რომ აღნიშნულის შესახებ 2017 წლის 13 მარტს გაცემულ იქნა ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განკარგულება და ფაქტი, მ------ ფ--–-------–---–ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განკარგულება (ს.ფ.16)

- მხარეთა ახსნა -განმარტებები

 

3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხეები ვ-–- ს--–----ე და თ------- ს--–----ე არიან მოპასუხე რ--------- მ--------ის შვილები. ისინი დღემდე ფლობენ მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ქონებას-საკადასტრო კოდით 3-.01.4-.1--. და უარს აცხადებენ მის დატოვებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა -განმარტებები

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.13-15)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ უძრავი ქონება - ქ. ს-------, ა-–---------- ჭ-------ის ქუჩა #1- (ს.კ. N 3-.01.4-.1--), საიდანაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთა გამოსახლებას, წარმოადგენს მოსარჩელე - მ------ ფ--–-------–---–ის საკუთრებას. მოპასუხეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საწინააღმდეგო გარემოებას.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 129-131-ე,170-ე, 172-ე, 312-ე, მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს A16129145-015/001 განკარგულების (დამოწმების თარიღი: 13/103/2017) საფუძველზე მ------ ფ--–-------–---–ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება - ქ. ს-------, ა-–---------- ჭ-------ის ქუჩა #1- (ს.კ. N 3-.01.4-.1--),6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამი პირობის არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი ; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება. სადავო შემთხვევაში სამივე პირობა სახეზეა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად ,,თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მ------ ფ--–-------–---–ი არის უძრავი ნივთის (ს.კ. N 3-.01.4-.1--) მესაკუთრე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკავებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მოპასუხებს კანონის შესაბამისად გაცემული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოცემულ უძრავ ქონებაზე არ გააჩნია. ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხეები დღემდე ფლობენ მოსარჩელე - მ------ ფ--–-------–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული უძრავი ქონების ფლობის უფლება არ გააჩნიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრედ აღრიცხულია მოსარჩელე.

 

6.5.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

 

6.6.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

ამდენად სასამართლო თვლის, არსებობს სათანადო სამართლებრივი საფუძვლები სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

წარმოდგენილი ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლოს ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს. მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის თანხა 120 ლარის ოდენობით(ს.ფ.20)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------ ფ--–-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და ვ-–- ს--–----ის, თ------- ს--–----ის, რ--------- მ--------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას (გამოსახლებული იქნას) უძრავი ქონება მდებარე: ქ.ს-------, ა-–---------- ჭ-------ის ქ.1-, ს/კ 3-.01.4-.1-- და მ------ ფ--–-------–---–ს ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.

 

2. მ------ ფ--–-------–---–ის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

3. ვ-–- ს--–----ეს, თ------- ს--–----ეს, რ--------- მ--------ეს მ------ ფ--–-------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 120 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით.

 

4. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით(მდებარე: ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ.№3). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივანე ყიფიანი