გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002485654
საქმე № 3/387-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - ნ----- ც---–--ე
წარმომადგენელი - დ-----------–--ე
მოპასუხე - შპს „ა----------------------–---–--------–--------–----–--------–-------ი“
დირექტორი - ც------------–-----ი
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
წარმომადგენელი - პ-–---------------–---–ი
მესამე პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებული იქნეს ნ----- ც---–--ის მიერ 2004 წელს შპს „ა-----------------------–---–-----–----–--------–ა ი----–ი“ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ნ----- ც---–--ემ 2004 წელს დაასრულა ქ. ქუთაისში, ლ. ასათიანის ქ. N96-ში მდებარე ს-–----–--------–-------ის (ამჟამინდელი შპს ა-----------------------–---–--------–---ის ს-–----–--------–-------ი) სრული კურსი და მასზე გაიცა საშუალო განათლების ატესტატი N0004761. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების მიზნით, 2018 წლის 12 აპრილს ნ----- ც---–--ემ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზემოაღნიშნული ატესტატის აპოსტილით დამოწმების მოთხოვნით, რაზეც ეთქვა უარი იმ მიზეზით, რომ ატესტატში მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულების (საშუალო) სკოლის დასახელება არ შეესაბამებოდა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 2000 წლის 28 ივლისს გაცემული ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია N00033689-ის მიმღებ ადრესატის დასახელებას. კერძოდ, აღნიშნული ლიცენზია გაიცა შპს შუამავალზე, რომელსაც 2004 წლის 17 ნოემბრიდან შეეცვალა სახელწოდება და ნაცვლად შპს „შ--------–-სა“ ეწოდა შპს „ა-----------------------–---–--------–---ის ს-–----–--------–-------ი“. აღნიშნულის შემდგომ, ნ----- ც---–--ემ მიმართა შპს „ა----------------------–---–--------–--------–----–--------–-------ის“ დირექციას ატესტატში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით, რაზეც შპს „აკადემიკოს ივ.ჯავახიშვილის სახელობის ს-–----–--------–-------მა“ უპასუხა, რომ იმ შემთხვევაში თუ მართვის სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება მოსწავლის მონაცემები, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მეშვიდე მუხლი განსაზღვრავს აუცილებელ დოკუმენტთა ნუსხას, რომელიც უნდა წარედგინოს ტერიტორიულ სამსახურებს.
ნ----- ც---–--ემ მიმართა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დუბლიკატის გაცემის მოთხოვნის მიზნით და წარადგინა ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, ვინაიდან სხვა დოკუმენტები, განადგურებულ იქნა წვიმის შედეგად. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ნ----- ც---–--ეს უარი ეთქვა ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ვერ მოხერხდა მოქალაქე ნ----- ც---–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შპს „ა-----------------------–---–--------–---ის ს-–----–--------–-------ის“ დირექტორმა ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ნ----- ც---–--ემ 2004 წელს დაასრულა საგანმანათლებლო პროგრამა, რაც დასტურდება მისთვის გაცემული ატესტატით. ატესტატს დასმული აქვს ბეჭედი, სადაც მითითებულია, დოკუმენტის გამცემი დაწესებულების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი, ასევე დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას დაწესებულების დირექტორის შესახებ. წარმომადგენელმა ასევე, მიუთითა დოკუმენტში ტექნიკური ხარვეზის არსებობაზე.
2. მესამე პირის პოზიცია
2.2. მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2018 წლის 01 მაისს მიმართა ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა ნ----- ც---–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. 2018 წლის 02 მაისს რესურს ცენტრის წერილით გადმოგზავნილი იქნა მხოლოდ ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, ამავე წერილის თანახმად, ირკვევა, რომ სკოლის დოკუმენტაცია განადგურდა წვიმის შედეგად.
მესამე პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც საქმის განხილვაზე გამოცხადდა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ 20.10.1987 წელს დაბადებული ნ----- ც---–--ე სწავლობდა ს-–----–--------–-------ში (ამჟამად ქალაქ ქუთაისის შპს „ა-----------------------–---–--------–---ის ს-–----–--------–-------ში“), 2004 წელს დაასრულა ქალაქ ქუთაისის შპს „ა----------------------–---–--------–--------–----–--------–-------ი“, რის საფუძველზეც გაიცა N0004761 ატესტატი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი (იხ. ს.ფ. 14-15)
3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 12 აპრილს ნ----- ც---–--ემ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა შპს „ა-----------------------–---–--------–---ის კერძო სკოლა იმედის“ მიერ 2004 წელს გაცემული საშუალო განათლების N0004761 ატესტატის აპოსტილით დამოწმება.
2018 წლის 24 აპრილის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის N1323167 წერილის თანახმად ირკვევა, რომ 2004 წელს 17 ნოემბრიდან შპს „შუამავალს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა - შპს ა-----------------------–---–--------–---ის საშუალო სკოლა „იმედი“, შესაბამისად ნ----- ც---–--ის სახელზე 2004 წელს გაცემულ საშუალო განათლების N 0004761 ატესტატში ფიქსირდება საგანმანათლებლო დაწესებულების არასწორი დასახელება.
დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 აპრილის N01/129821/გ გადაწყვეტილებით, ნ----- ც---–--ეს უარი ეთქვა 2004 წელს გაცემული საშუალო განათლების N0004761 ატესტატის აპოსტილით დამოწმებაზე.
დადგენილია, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 30 მაისს მიმართა ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა ინფორმაცია ნ----- ც---–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ. სკოლის მიერ წარმოდგენილი იქნა N4-1070 და N4-1072 წერილები, რომლის მიხედვითაც, ნ----- ც---–--ემ 2004 წელს დაასრულა შპს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა იმედის სრული კურსი და გაიცა საშუალო განათლების ატესტატი N 0004761, რადგან იმ დროისათვის ატესტატების შევსება ხდებოდა სკოლებში, დოკუმენტის შევსების დროს დაშვებული იქნა შეცდომა სკოლის დასახელებაში ნაცვლად შპს „შ--------–-სა“ მითითებულია ზოგად საგანმანათლებლო ს-–----–--------–-------ი. სკოლის მიერ წარდგენილ იქნა ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის დადგენილება, რომლის თანახმადაც, შპს ,,შ--------–-ს“ საფირმო სახელწოდება შეიცვალა და დადგინდა შემდეგი სახელწოდებით: შპს აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა ,,იმედი“. ამავე საზოგადოების ახალ იურიდიულ მისამათათ ჩაითვალა ქ. ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. N96.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 24.04.2018 წლის წერილი (იხ. ს.ფ. 16);
- N01/129821/გ გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 17-18);
- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 30 მაისის N MES 6 18 00645436 წერილი (იხ. ს.ფ. 19-20).
- N4-1070 წერილი (იხ. ს.ფ. 21-22)
- ცნობა (იხ. ს.ფ. 23)
- აქტი N1 (იხ. ს.ფ. 24)
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის დადგენილება (იხ. ს.ფ. 25)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ----- ც---–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა არის - ნ----- ც---–--ის მიერ 2004 წელს შპს „აკადემიკოს ივ.ჯავახიშვილის ს-–----–--------–-------ში“ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ნ----- ც---–--ემ 2004 წელს დაასრულა შპს „ს-–----–--------–-------ის“ სრული კურსი და მიიღო ატესტატი.
საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ ნ----- ც---–--ეს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, იმ საფუძვლით, ვერ მოხერხდა მოქალაქე ნ----- ც---–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე გააგრძელოს სწავლა, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე, მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ----- ც---–--ემ 2004 წელს დაასრულა შპს „აკადემიკოს ივ.ჯავახიშვილის ს-–----–--------–-------ი“ (ქ. ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა „იმედი“) და მასზე გაიცა ატესტატი N 0004761.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----- ც---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს ნ----- ც---–--ის მიერ (პ/ნ 01029016660) 2004 წელს შპს „ა-----------------------–---–-----–----–--------–ა ი----–ი“ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
3. ნ----- ც---–--ეს დაუბრუნდეს ვალერიანე ბოდოკიას მიერ სარჩელზე 2018 წლის 08 ივნისს სს "ლიბერთი ბანკი" გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (გადახდის ქვითარი №16806049, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300183150);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი