გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №02031001-002744759 (3/214-1-)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 201- წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - სალომე ქობალია
მოსარჩელე - ერთ-------–------–----------------ის წარმომადგენელი №---------------------–------------------------ში - ან--–----–--ე
წარმომადგენლები: გი------------ია, კო---------–---–ია, მი--------------ხია
მოპასუხე - №---------------------–------------------------
წარმომადგენლები: ას----------ია, ნა-------ვა
სას კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირები: №-------------------------------------------------------------------------------------- საუბნო სა----------------ია, ასევე, სალ--------------–-ილი, გრ-----–---–აძე
დავის საგანი: ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების გახორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.№---------------------–------------------------ში ერთ-------–------–----------------ის წარმომადგენლის - ან--–----–--ის საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ №6--------------------–----------------------იის 201- წლის 01 დეკემბრის №5------ განკარგულების ბათილად ცნობა;
1.2.№6--------------------–----------------------იისათვის №---------------------–------------------------ში ერთ-------–------–----------------ის წარმომადგენლის - ან--–----–--ის საჩივრების განხილვის დავალდებულება;
1.3.№6--------------------–----------------------იისათვის დავალდებულება, გადაითვალოს №----------------------------------------------------------------------------------------- საარჩევნო უბნებს ბათილი ბიულეტენები და გადასინჯოს შედეგები.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3.მესამე პირის პოზიცია
3.1.სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ მესამე პირები და მათ არც შესაგებელი წარმოუდგენიათ, ამიტომ მათი პოზიცია სასამართლოსათვის.
4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება საქმეზე არ არის
4.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. 201- წლის 2- ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა 201- წლის 2- ნოემბერს №----------------------------------------------------------------------------------------- საარჩევნო უბნებზე, რის შედეგადაც 201- წლის 2- ნოემბერს და 2- ნოემბერს საუბნო სა----------------იების მიერ შედგა შემაჯამებელი ოქმები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-შესაგებელი;
-სარეგისტრაციო ჟურნალების ასლები;
-შემაჯამებელი ოქმების ასლები;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.2. 201- წლის 3- ნოემბერს №---------------------–------------------------ს №1-- და №1-- საჩივრებით მიმართა ამავე საოლქო სა----------------იაში ერთიანი ნაცილონალური მოძრაობის წარმომადგენელმა - ან--–----–--ემ, რომელმაც საჩივრებით მოითხოვა №----------------------------------------------------------------------------------------- საარჩევნო უბნის შედეგების გადასინჯვა და იმავე უბნებზე ბათილი ბიულეტენების გადათვლა იმ მოტივით, რომ საარჩევნო პროცესი უბნებზე წარიმართა კანონის დარღვევით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ან--–----–--ის საჩივარები;
-სადავო განკარგულება;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.3.ზუგდიდის საოლქო სა----------------იამ კანონით დადგენილი წესით შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და 201- წლის 01 დეკემბერს მიიღო №5------ განკარგულება საარჩევნო სუბიეტის ,,ერთ-------–------–----------------ის’’ წარმომადგენლის - ან--–----–--ის საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე.
საოლქო სა----------------იამ მიიჩნია, რომ საჩივრები მასთან წარდგენილი იქნა მათი შეტანის ვადისა და წესის დარღვევით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ან--–----–--ის საჩივარების ასლები;
-სადავო განკარგულების ასლი;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო და შესაბამისად, კერძოდ, სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-შესაგებელი;
-საჩივრების ასლები;
-სადავო განკარგულების ასლი;
-შემაჯამებელი ოქმების ასლები;
-სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი ჟურნალის ასლები;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, მოწმის ჩვენების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საარჩევნო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7.სამართლებრივი შეფასება
7.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საარჩევნო კოდექსის 3--ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტია საოლქო სა----------------იის განკარგულება და საუბნო სა----------------იის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე საარჩევნო კოდექსთან და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის პირობები. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. თავის მხრივ, კანონით გათვალისწინებულ ,,არსებით დარღვევად” მიიჩნევა ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე; ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით; გ) კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობა სადავო აქტის ბათილად ცნობასთან მიმართებით სწორედ ზემოთ მითითებული პირობების არსებობის, თუ არარსებობის დადგენით უნდა განისაზღვროს.
7.2.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 2- მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
გამომდინარე აქედან, ზუგდიდის რაიონული სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ საქმის განხილვის შედეგად გამოკვეთილ არსებით საკითხებზე და მისცემს მათ სამართლებრივ შეფასებას.
7.3.ცნობილია, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად უდევს მოსარჩელის მოსაზრება მასზედ, რომ მისი საჩივრები დარჩა განუხილველი უკანონოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა იცნობს საყოველთაობის, თავისუფლების, პირდაპირობის, თანასწორობისა და ფარულობის საარჩევნო პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 2--ე მუხლის პირველი პუნქტით და 70-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომელთა თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 1- წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება; საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით.
უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მისწრაფებაა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანახმად, აღნიშნულ პროცესში აქტიურ მონაწილედ სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტო - სასამართლო გვევლინება, მით უფრო, იმ პირობებში, როცა სადავო სამართლებრივი ურთიერთობების რეგულაციები მოითხოვს განმარტებას და რომლითაც მას უხდება ამ ურთიერთობების აყვანა თანამედროვე დონეზე და როცა მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. ამ მიმართულებით, სადავო საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მოხმობა, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პრინციპების ნორმატიულ შინაარსს. უპირველეს ყოვლისა სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ კომისია ემსახურება სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობით წარმოშობილი პრობლემების განხილვას, მათ გამყარებასა და განვითარებას. კომისია პრიორიტეტულად მიიჩნევს იმ საქმიანობას, რომელიც შეეხება კონსტიტუციურ, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ პრინციპებსა და ტექნიკას, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობასა და მათ გაძლიერებას, ძირითად ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლის (კანონის) უზენაესობის პრინციპების დაცვა კომისიის მიერ ხორციელდება ოთხი მიმართულებით: 1. კონსტიტუციური სამართლის სფეროს ხელშეწყობა; 2. არჩევნები და რეფერენდუმები, 3. საკონსტიტუციო სასამართლოებთან თანამშრომლობა; 4. კვლევებისა და სემინარების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ კომისის არაერთი რეკომენდაციაა გაზიარებული საქართველოს მიერ.
ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის სახით სახელმძღვანელო მითითებები არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ვენეციის კომისიის 51-ე სხდომაზე (ვენეცია, 5-6 ივლისი, 2002), რომლის პირველი პუნქტი მთლიანად იზიარებს საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულ პრინციპებს და განმარტავს, რომ ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის ძირითადი პრინციპები ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის ხუთი ფუძემდებლური პრინციპია: საყოველთაო, თანასწორი, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი კენჭისყრა.
აღნიშნული კოდექსის 3.3. პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ საჩივრებს უნდა განიხილავდეს სა----------------ია ან სასამართლო; გასაჩივრების პროცედურა და შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილება და მოვალეობები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კანონმდებლობით. უნდა არსებობდეს კანონით მკაცრად განსაზღვრული, რეგულირებული პროცედურა, რათა თავიდან იქნას აცილებული პოზიტიურ თუ ნეგატიურ კომპეტენციების გადანაწილებასთან დაკავშირებული ყველანაირი კონფლიქტი; საჩივრის შეტანისა და გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადები უნდა იყოს მოკლე.
აღნიშნულ რეკომენდაციებს სრულად მიესადაგება საქართველოს საარჩევნო კოდექსი, კერძოდ, კოდექსის 72-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის მიხედვით, განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო სა----------------იის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი; საუბნო სა----------------იის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო სა----------------იის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო სა----------------იაში.
იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით.
საარჩევნო კოდექსის მითითებული ნორმები განსაზღვრავენ საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევის გასაჩივრების წესსა და ვადას სა----------------იაში განცხადების/საჩივრის წარდგენის ფორმით.
მოსარჩელემ სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, რომ მას სადავო უბნებზე არ მიეცა საჩივრის დაწერის შესაძლებლობა, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთან, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სარეგისტრაციო ჟურნალებში და ჩანაწერთა წიგნებში ბათილი ბიულეტინების გადათვლასთან (კენჭისყრის შედეგების გადასინჯვასთან) დაკავშირებით მოსარჩელის მხრიდან საჩივარი არ ფიქსირდება. უფრო მეტიც, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ საუბნო სა----------------იაში ერთი წევრი მისი პარტიის წარმომადგენელია. აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისე შედგა საუბნო სა----------------იის წევრების მიერ შემაჯამებელი ოქმები, რომ ამავე კომისიის არცერთ წევრს კენჭისყრის შედეგების შესახებ განსხვავებული აზრი არ დაუფიქსირებია.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმებს, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-101 მუხლის მიხედვით, განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უბნებზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები შედგენილია 201- წლის 2- ნოემბერს და 2- ნოემბერს, ხოლო კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით მოსარჩელემ საოლქო სა----------------იას მიმართა 201- წლის 3- ნოემბერს ანუ შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდგომ, რაც ნიშნავს იმას, რომ მის მიერ დარღვეულია სა----------------იაში საჩივრების წარდგენის ვადა. ეს გარემოება კი შესაბამისად იქნა შეფასებული საოლქო სა----------------იის მიერ, რამაც საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ ნორმებზე მითითებით მართებულად განაპირობა საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე სადავო განკარგულების მიღება.
7.4.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. კანონით განსაზღვრული ამ ვალდებულების შესრულება მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, ვერ წარმოადგინა სარჩელში და სასამართლოს სხდომაზე მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
8.1.სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს სსს კოდექსის 178-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, სარჩელს უნდა დაერთოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) საგადახდო დავალებისა და სალაროს შემოსავლის ორდერის სახით (დედანი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელზე გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი კანონით დადგენილი წესით. თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა, არაქონებრივ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რამდენადაც სარჩელზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-13, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.№---------------------–------------------------ში ერთ-------–------–----------------ის წარმომადგენლის - ან--–----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 01 დღის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა