გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6020-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - მაი--------რია;
მოპასუხე - სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემა’’;
წარმომადგენელი - გი----–---–--ლი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემას’’ მოსარჩელე - საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე - სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემას’’ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა (,,დაცვა’’) და სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემას’’ (,,დამკვეთი’’) შორის 2016 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, დაცვამ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა დამკვეთის ავტომობილებისა და ტვირთების დაცვა-გაცილება, მის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების დროს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო დამკვეთის ერთი არაგაბარიტული ავტომანქანის გარდაბნიდან თბილისის მიმართულებით დაცვა-გაცილება. დათქმულ დროს დაცვის პოლიციის ეკიპაჟი გა--------ში გამოცხადდა, მათ შეადგინეს სათანადო ადგილზე გამოცხადების და დათვალიერების აქტი. გაცილება გადაიდო, ვინაიდან დამკვეთს სათანადო საბუთები წესრიგში არ ჰქონდა, კერძოდ, საპარტულო პოლიციის მიერ გაცემულ ნებართვაში არ იყო ასახული გასაცილებელი ავტომანქანის მისაბმელის ნომერი. თავის მხრივ ხელშეკრულების 2.2.6 პუნქტის თანხმად, დაცვა უფლებამოსილი იყო არ განეხორციელებიმა ავტომობილისა და ტვრითის დაცვა-გაცილება, თუ დამკვეთის მიერ არ შესრულდებოდა ხელშეკრულების 2.1.4 პუნქტის მოთხოვნები. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხები. 4.1. პუნქტის თანახმად, გამოძახების საფუძველზე ან მხარეებს შორის შეთანხმებულ დროს დაცვის ეკიპაჟის გასაცილებელი ავტომანქანისა და ტვირთის ადგილსამყოფელზე გამოცხადების შემდეგ (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამის აქტზე მხარეთა ხელმოწერით), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომანქანისა და ტვირთის დაცვა-გაცილების დამკვეთის, დამკვეთის წარმომადგენლის ან გასაცილებელი ავტომანქანის მძღოლის მიზეზით (მათ შორის ტვირთის წონასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერების გამო), 2 საათზე მეტი ვადით დაცვა-გაცილების გადადების (შეფერხების) შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო 300 ლარის ოდენობით. ცალსახაა, რომ დაცვამ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა პირნათლად და ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო დამკვეთის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულება. ამდენად, სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემას’’ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ეკისრება დავალიანება 300 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შესახებ მოპასუხე წერილობით იქნა გაფრთხილებული 12.12.2017 წელს N------- წერილით, თუმცა უშედეგოდ.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემა’’ წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შემადგენლობა. სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემამ’’ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიმართა გამართული განცხადებით, სადაც მითითებული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალების და ნახევრად მისაბმელის სახელმწიფო ნომრები, ხოლო შეცდომა აქტის გამოცემისას დაუშვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომლის მიერ გამოცემული აქტის მიმართაც მოპასუხე სარგებლობს კანონიერი ნდობით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, კანონიერი ნდობა ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმია, რომელიც პირს იცავს ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომისგან, ასეთი შეცდომის დროს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემა’’ (ს/ნ 2--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 22-26)
3.1.2. 2016 წლის 12 დეკემბერს სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემასა’’ (დამკვეთი) და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (დაცვა) შორის გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება. 1.1. პუნქტის თანახმად, დაცვამ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა დამკვეთის ავტომობილებისა და ტვირთების დაცვა-გაცილება, მის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების დროს. 2.1.4. პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია დაცვას შეუქმნას სამუშაო პირობები. 2.2.6 პუნქტის თანხმად, დაცვა უფლებამოსილი იყო არ განეხორციელებინა ავტომობილისა და ტვირთის დაცვა-გაცილება, თუ დამკვეთის მიერ არ შესრულდება ხელშეკრულების 2.1.4 პუნქტის მოთხოვნები. 4.1. პუნქტის თანახმად, გამოძახების საფუძველზე ან მხარეებს შორის შეთანხმებულ დროს დაცვის ეკიპაჟის გასაცილებელი ავტომანქანისა და ტვირთის ადგილსამყოფელზე გამოცხადების შემდეგ (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამის აქტზე მხარეთა ხელმოწერით), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომანქანისა და ტვირთის დაცვა-გაცილების დამკვეთის, დამკვეთის წარმომადგენლის ან გასაცილებელი ავტომანქანის მძღოლის მიზეზით (მათ შორის ტვირთის წონასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერების გამო), 2 საათზე მეტი ვადით დაცვა-გაცილების გადადების (შეფერხების) შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო 300 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.12.2016 წლის N------ ხელშეკრულება (ს.ფ. 12-15)
3.1.3. სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემის’’ 03.08.2017 წლის N------- წერილით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ეცნობა, რომ სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემა’’ თბილისი-გა--------ი და უკან - გზაზე ა/მანქანა სახ. N---------ით ახორციელებს არაგაბარიტული ტვირთის (ზეთის რეგენერაციის ქარხნის) ნახევრადმისაბმელი სახ N--------ის გადატანას. ადრესატს ეთხოვა ტექნიკური პირობისა და შესაბამისი ნებართვის გაცემა (3 თვის ვადით) აღნიშნული ტვირთის გადაადგილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემის’’ 03.08.2017 წლის N------- წერილი (ს.ფ. 47-48);
3.1.4. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსის 18.10.2017 წლის N M------------- პატაკიდან ირკვევა, რომ 12.12.2016 წლის N------ ხელშეკრულების საფუძველზე, 18.10.2017 წელს უნდა მოხდეს სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემის’’ ერთი არაგაბარიტული ავტომანქანის დაცვა-გაცილება გარდაბნიდან თბილისის (დიდუბე) მიმართულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსის 18.10.2017 წლის N M------------- პატაკი (ს.ფ. 16);
3.1.5. 18.10.2017 წელს შედგა ადგილზე გამოცხადებისა და დათვალიერების აქტი, რომლის თანახმადაც, მხარეთა შორის 12.12.2016 წელს გაფორმებული N------ ხელშეკრულების საფუძველზე, 18.10.2017 წელს, დამკვეთის მოთხოვნით გამოცხადდა დაცვის პოლიციის ეკიპაჟი გა--------ში, დამკვეთის კუთვნილი ერთი ავტომანქანის გა--------ი-თბილისის მიმართულებით დაცვა-გაცილების მიზნით. დაცვა-გაცილება დამკვეთის მოთხოვნით გადაიდო 18.10.2018 წელის 23:20 საათზე. დამკვეთის მიზეზით ავტომანქანების დაცვა-გაცილება შეწყდა.
შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსის 19.10.2017 წლის N M------------- პატაკიდან ირკვევა, რომ 18.10.2018 წელს უნდა განხორციელებულიყო სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემის’’ ერთი არაგაბარიტული ავტომანქანის დაცვა-გაცილება გარდაბნიდან თბილისის მიმართულებით. ეკიპაჟი გამოცხადდა დანიშნულების ადგილზე, მაგრამ ზემოთხსენებული ავტომანქანის დაცვა-გაცილება გადაიდო გაურკვეველი ვადით, რადგან დამკვეთს სათანადო საბუთები არ ჰქონდა წესრიგში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადგილზე გამოცხადებისა და დათვალიერების 18.10.2017 წლის აქტი (ს.ფ. 17)
- შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსის 19.10.2017 წლის N M------------- პატაკი (ს.ფ. 18);
3.1.6. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 12.12.2017 წლის N MIA 41702982695 წერილით სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემას’’ ეცნობა, რომ ურთიერთშორის გაფორმებული N------ დაცვა-გაცილების ხელშეკრულების საფუძველზე, ერიცხება 2017 წლის ოქტომბრის თვის ,,დაცვა-გაცილების’’ მომსახურების დავალიანების - 300 ლარი. ადრესატს ეთხოვა აღნიშნული დავალიანების უმოკლეს ვადაში დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 12.12.2017 წლის N MIA 41702982695 წერილი (ს.ფ. 21);
3.1.7. 13.12.2017 წლის ცნობის თანახმად, სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემას’’ 13.12.2017 წლის მდგომარეობით შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება დაცვა-გაცილების მომსახურების დებიტორული დავალიანება 300 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.12.2017 წლის ცნობა (ს.ფ. 19);
- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 20);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემას’’ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 300 (სამასი) ლარის გადახდა, ვინაიდან სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემას’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ აქვს შესრულებული.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემას’’ შორის 12.12.2016 წელს გაფორმებული N------ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემას’’ შორის 2016 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, დაცვამ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა დამკვეთის ავტომობილებისა და ტვირთების დაცვა-გაცილება, მის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების დროს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო დამკვეთის ერთი არაგაბარიტული ავტომანქანის გარდაბნიდან თბილისის მიმართულებით დაცვა-გაცილება. დათქმულ დროს დაცვის პოლიციის ეკიპაჟი გა--------ში გამოცხადდა, მათ შეადგინეს სათანადო ადგილზე გამოცხადების და დათვალიერების აქტი. გაცილება გადაიდო, ვინაიდან დამკვეთს სათანადო საბუთები წესრიგში არ ჰქონდა, კერძოდ, საპარტულო პოლიციის მიერ გაცემულ ნებართვაში არ იყო ასახული გასაცილებელი ავტომანქანის მისაბმელის ნომერი. თავის მხრივ ხელშეკრულების 2.2.6 პუნქტის თანხმად, დაცვა უფლებამოსილი იყო არ განეხორციელებიმა ავტომობილისა და ტვრითის დაცვა-გაცილება, თუ დამკვეთის მიერ არ შესრულდებოდა ხელშეკრულების 2.1.4 პუნქტის მოთხოვნები. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხები. 4.1. პუნქტის თანახმად, გამოძახების საფუძველზე ან მხარეებს შორის შეთანხმებულ დროს დაცვის ეკიპაჟის გასაცილებელი ავტომანქანისა და ტვირთის ადგილსამყოფელზე გამოცხადების შემდეგ (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამის აქტზე მხარეთა ხელმოწერით), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომანქანისა და ტვირთის დაცვა-გაცილების დამკვეთის, დამკვეთის წარმომადგენლის ან გასაცილებელი ავტომანქანის მძღოლის მიზეზით (მათ შორის ტვირთის წონასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერების გამო), 2 საათზე მეტი ვადით დაცვა-გაცილების გადადების (შეფერხების) შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო 300 ლარის ოდენობით.
შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსის 19.10.2017 წლის N M------------- პატაკის საფუძველზე დგინდება, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემის’’ ერთი არაგაბარიტული ავტომანქანის დაცვა-გაცილება გარდაბნიდან თბილისის მიმართულებით. ეკიპაჟი გამოცხადდა დანიშნულების ადგილზე, მაგრამ ზემოთხსენებული ავტომანქანის დაცვა-გაცილება გადაიდო გაურკვეველი ვადით, რადგან დამკვეთს სათანადო საბუთები არ ჰქონდა წესრიგში.
დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს წელს შედგა ადგილზე გამოცხადებისა და დათვალიერების აქტი, რომლის თანახმადაც, მხარეთა შორის 2016 წლის 12 დეკემბერს 12.12.2016 წელს გაფორმებული N------ ხელშეკრულების საფუძველზე, 18.10.2017 წელს, დამკვეთის მოთხოვნით გამოცხადდა დაცვის პოლიციის ეკიპაჟი გა--------ში, დამკვეთის კუთვნილი ერთი ავტომანქანის გა--------ი-თბილისის მიმართულებით დაცვა-გაცილების მიზნით. დაცვა-გაცილება დამკვეთის მოთხოვნით გადაიდო 18.10.2018 წელის 23:20 საათზე. დამკვეთის მიზეზით ავტომანქანების დაცვა-გაცილება შეწყდა.
სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ დაცვამ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა პირნათლად და ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო დამკვეთის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 2.1.4. პუნქტის მოთხოვნები - ,,შეექმნა დაცვისათვის სათანადო პირობები".
ამასთან, სასამართლო ვერ გაზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ სახეზეა არა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევა, არამედ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შეცდომა, რომელმაც 2017 წლის 07 აგვისტოს გაცემულ N------- ნებართვაში არ მიუთითა ნახევრადმისაბმელი (------), ვინაიდან აღნიშნული ვერ გახდება განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემას’’ მოსარჩელე - საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 300 (სამასი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხე - სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემა’’ (ს/კ 2--------) მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემას’’ (ს/კ 2--------) მოსარჩელე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 300 (სამასი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე - სს ,,საქა-------–---------–-–--------–----------სტემას’’ (ს/კ 2--------) მოსარჩელე - შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი