გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.10.2018
საქმის ნომერი
330310017002190024
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5811-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ--------------–--ე

წარმომადგენელი - თ-----------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების უკანონოდ ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. უკანონოდ იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალება (ქმედება), სამუშაო ადგილის შეცვლის თაობაზე;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 18 ივლისის №1----------- ბრძანება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - „საყვედურის“ შეფარდების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 19 სექტემბრის №1----------- ბრძანება;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 24 ოქტომბრის №2----------- ბრძანება;

 

1.5. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ--------------–--ის სამსახურში აღდგენის თაობაზე;

 

1.6. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნ--------------–--ისათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის უ------------–---–----ის თანამდებობაზე. 2017 წლის 7 ივლისს, სამუშაო დღის ბოლოს უფროსისაგან მიიღო ელექტრონული შეტყობინება 10 ივლისიდან ადმინისტრაციის უფროსის პ------–-----------–-ს მისაღებში გადაყვანასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა შინაარსობრივად განსხვავებული ფუნქციების მქონე სამუშაოზე გადაყვანას, რაც არსობრივად შეესაბამებოდა ადმინისტრაციის უფროსის პ------–-----------–-----------თანაშემწის ფუნქციებს. შესაბამისად, მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა განხორციელდა პროცედურების დარღვევით, მათ შორის, არ არსებობდა მისი თანხმობა.

 

მოსარჩელეს უსაფუძვლოდ მიაჩნია მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება და თვლის, რომ თუ ფუნქციების შეცვლას ადგილი არ ჰქონდა, მაშინ არც სხვა ოთახში გადასვლის აუცილებლობა არ არსებობდა. მისი განმარტებით, სადავო პერიოდში ხელმძღვანელობისაგან კონკრეტული დავალება არ მიუღია. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მან სადავოდ გახადა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება, ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი წარმოება აღარ უნდა დაეწყო. შესაბამისად, ნ--------------–--ე უკანონოდ მიიჩნევს გასაჩივრებულ აქტებს, მიაჩნია, რომ ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოსარჩელის მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებლებში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №------------ ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2016 წლის 30 დეკემბრის №----------- ბრძანებაში, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 140 საშტატო ერთეულით. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა ბრძანების დანართების შესაბამისად (№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13).

 

ბრძანების №4 დანართის თანახმად, საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი განისაზღვრა 32 საშტატო ერთეულით, მათ შორის, პ------–--------------- უ------------–---–----ის - 15 ერთეულით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №------------ ბრძანება, დანართებით (ტ.1. ს.ფ. 148-158).

 

3.2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის (უშუალო დაქვემდებარებაშია დეპარტამენტის ხელმძღვანელთან) ფუნქციებად განისაზღვრა: ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ანალიზი; საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ საჭირო ინფორმაციის ანალიზი; კომპეტენციის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრებში მონაწილეობა; სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით ინფორმაციის პერიოდული მოძიება, დამუშავება და ანალიზი; ადმინისტრაციის უფროსის, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ღონისძიებების (საპროტოკოლო ღონისძიებების გარდა) ორგანიზება/განხორციელება/ მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ინფორმაციის პერიოდული მოძიება, დამუშავება და ანალიზი; ხელმძღვანელთან შეთანხმებით სტრუქტურულ ერთეულში არსებული ქვედა კატეგორიის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში; შუალედური გადაწყვეტილებების მიღება, დასახული ამოცანების შესრულებისას და რეკომენდაციების შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში; პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ღონისძიების უზრუნველყოფის გეგმის პროექტების ფარგლებში კომუნიკაცია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და პროექტის დროულად გამოცემის კონტროლი; საქართველოს პრეზიდენტის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად; კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურულ ერთეულებზე გაცემული დავალებების შესრულებისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაცია და ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში; დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპოდენციის განხილვა და სათანადო დროული რეაგირება, კომპეტენციის ფარგლებში; საჭიროების შემთხვევაში თარგმნა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; პრესისა და სატელევიზიო გადაცემების ყოველდღიური მიმოხილვა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის; ორგანიზებულ სამუშაო ჯგუფებთან, ინეტერსჯგუფებთან, სამეცნიერო და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში, წარმართვა; საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მომზადება; ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; საკონსულტაციო ჯგუფების ჩართვა ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებში; ღონისძიებების განხორციელების პროცესში ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, გადაწყვეტილების მიღება; დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი აქტების პროექტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია; ადმინისტრაციაში დაგეგმილი მივლინებების ინიცირება შესაბამისი ელექტრონული მოდულის მეშვეობით; ინიცირებული მივლინების პროცესის შემდგომი კონტროლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამუშაოს აღწერილობა - ამონარიდი ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემიდან (ტ.2. ს.ფ. 69-74).

 

3.3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №------------- ბრძანებით საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს აპარატის მთავარ მრჩეველი ნ--------------–--ე, მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის მ----------------–ად, 2017 წლის 29 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №------------- ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №------------- ბრძანებაში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის მ----------------–ის - ნ--------------–--ის თანამდებობა გარდაიქმნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის თანამდებობად, 2017 წლის 1 ივლისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №------------- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 77-78);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №------------- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 80-81).

 

3.4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის უფროსმა გ--------–-------–მა, 2017 წლის 6 ივლისს ნ--------------–--ეს სამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობა, რომ 10 ივლისიდან უნდა შეესრულებინა ადმინისტრაციის უფროსის პ------–-----------–-ს დავალებები, რისთვისაც მისი სამუშაო ადგილის გამოყოფა დაგეგმილი იყო ადმინისტრაციის უფროსის პ------–-----------–-ს მისაღებში.

 

ნ--------------–--ეს 2017 წლის 9 ივლისის ელექტრონული შეტყობინებით გაგზავნილი მოთხოვნის შესაბამისად, გ--------–-------–მა დეტალურად განუმარტა ძველი და ახალი ფუნქცია-მოვალეობები, მათი შეცვლის საფუძვლები.

 

ნ--------------–--ემ 2017 წლის 10 ივლისს კვლავ ელექტრონული შეტყობინებით მიმართა გ--------–-------–ს და აცნობა, რომ მითითებულ დღეს გამოცხადდა სამსახურში, მისთვის განკუთვნილ ოთახში, თუმცა სამუშაო მაგიდაზე მასზე განპიროვნებული პერსონალური კომპიუტერი აღარ დახვდა. მან მოითხოვა აღნიშნულ ფაქტზე უფროსის რეაგირება, სამუშაო ტექნიკის შესაბამის ადგილას დაბრუნება და მისთვის თანამდებობრივი ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.

 

ნ--------------–--ეს 2017 წლის 10 ივლისს გ--------–-------–ის ელექტრონული შეტყობინების მეშვეობით ეცნობა, რომ მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა პირადად აცნობა ნივთების, მათ შორის, კომპიუტერის ოთახიდან გატანის შესახებ. ამასთან, უშუალოდ გ--------–-------–ისგანაც იყო ინფორმირებული სამუშაო ოთახის ცვლილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მისი საოფისე ინვენტარი იმავე მდგომარეობაში იყო განთავსებული მის სამუშაო ოთ--–-------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ--------------–--ისა და გ--------–-------–ის ელექტრონული ფოსტიდან ამონარიდები (ტ.1. ს.ფ. 84-90).

 

3.5. ნ--------------–--ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მოითხოვა მისი გადაყვანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე, მოითხოვა ისეთი ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება, რომელიც გამოიწვევდა მისი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებული უფლებების დარღვევას. ამასთან, მან მოითხოვა გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება სამართლებრივი დავის დასრულებამდე.

 

ნ--------------–--ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2017 წლის 17 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართა ზეპირის მოსმენის სხდომა, საჩივრის ავტორის - ნ--------------–--ის წარმომადგენელის ქ----------------–ის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის - გ--------–-------–ისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის - ვ--------–-–--–--ის მონაწილეობით.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 18 ივლისის №1----------- ბრძანებით ნ--------------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ--------------–--ის 2017 წლის 10 ივლისს №------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1. ს.ფ. 104-106);

- ნ--------------–--ის 2017 წლის 11 ივლისს №------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1. ს.ფ. 108-109);

- ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (ტ.1. ს.ფ. 117-124);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 18 ივლისის №1----------- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 125-131).;

3.6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ 2017 წლის 4 აგვისტოს №---- მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე ადმინისტრაციის უფროსს და აცნობა, რომ მითითებულ პერიოდამდე ნ--------------–--ე არ გამოცხადებულა სამუშაო ადგილას და არ დაუწყია თავისი მოვალეობების შესრულება.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა 2017 წლის 4 აგვისტოს №---- მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და აცნობა, რომ დროებითი შრომისუუნარობის გამო ნ--------------–--ეს 2017 წლის 21 ივლისიდან 2017 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილება (საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე), ხოლო 2017 წლის 3 აგვისტოს კი დაფიქსირდა საპატიო გამოუცხადებლობა (წინასწარ უცნობი, გაუთვალისწინებელი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ შეტყობინებისა და მისი თანხმობის საფუძველზე). ამასთან, 2017 წლის 4 აგვისტოს ნ--------------–--ე დაგვიანების გარეშე გამოცხადდა ადმინისტრაციის შენობაში (ტაბელში დაფიქსირებული შენობაში შესვლის დრო - 2017 წლის 4 აგვისტო, 09:49სთ), მაგრამ მისი შენობაში შესვლიდან მოხსენებითი ბარათის მომზადების მომენტამდე (2017 წლის 4 აგვისტო, 16:41 სთ) არ შესულა №----- ოთახში და არ დაუწყია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პ------–-----------–-ს 2017 წლის 4 აგვისტოს №---- მოხსენებითი ბარათი (ტ.1. ს. ფ. 206-207);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2017 წლის 4 აგვისტოს №---- მოხსენებითი ბარათი (ტ.1. ს.ფ. 208);

 

3.7. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 4 აგვისტოს №----------- ბრძანებით დისციპლინური წარმოების განხორციელების მიზნით შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 25 აგვისტოს №----------- ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პ------–-----------–-ს ი-----------–-–---–ისა და ამავე ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2017 წლის 4 აგვისტოს მოხსენებითი ბარათების საფუძველზე დაიწყო დისციპლინური წარმოება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის - ნ--------------–--ის მიმართ.

 

დისციპლინური წარმოების ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უფროს სპეციალისტს - ნ--------------–--ესა და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელს გ--------–-------–ს.

ამასთან, გ--------–-------–მა 2017 წლის 7 სექტემბრის ახსნა-განმარტებაში განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 18 ივლისის ბრძანება საჩივარზე უარის თქმის შესახებ ნ--------------–--ეს ჩაბარდა 2017 წლის 19 ივლისს. იმავე დღესვე, შეუძლოდ ყოფნის გამო აიღო ე.წ. „დეი-ოფი“, შემდეგ მოითხოვა საავადმყოფო ფურცლის გახსნა. 2017 წლის 4 აგვისტოს, მას შემდეგ რაც დახურა საავადმყოფო ფურცელი, მიუხედავად მის მიერ გაცემული დავალებისა, იმყოფებოდა რა ადმინისტრაციის შენობაში არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები. აღნიშნულის შემდეგ მან მოითხოვა შვებულება, შემდეგ კიდევ ე.წ. „დეი-ოფი“. 2017 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 7 სექტემბრამდე ნ--------------–--ე დროულად მიდიოდა ადმინისტრაციის შენობაში, მაგრამ პრინციპულად არ გადადიოდა ახალ ოთახში, სადაც იდგა მასზე მიმაგრებული კომპიუტერი და ასრულებდა არაერთგზის განმეორებულ დავალებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 4 აგვისტოს №----------- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 204-205);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 25 აგვისტოს №----------- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 209-210);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 4 სექტემბრის №---- წერილი (ტ.1. ს.ფ. 211);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 4 სექტემბრის №---- წერილი (ტ.1. ს.ფ. 213);

- ნ--------------–--ის 2017 წლის 12 სექტემბრის №------- ახსნა-განმარტება (ტ.1. ს.ფ. 218);

- გ--------–-------–ის 2017 წლის 7 სექტემბრის №---- წერილი (ტ.1. ს.ფ. 216-217).

 

3.8. ნ--------------–--ის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების შედეგად მომზადდა დასკვნა, რომლითაც დადასტურდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის ნ--------------–--ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რაც გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობების განზრახ შეუსრულებლობაში. ამავე დასკვნით, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უფროს სპეციალისტის ნ--------------–--ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იყო თანამდებობრივი სარგოს 40%-ით დაკავება, 5 თვის ვადით.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 19 სექტემბრის №1----------- ბრძანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უფროს სპეციალისტს ნ--------------–--ეს შეეფარდა დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაზე მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის დასკვნა (ტ.1. ს.ფ. 219-225);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 19 სექტემბრის №1----------- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 228-229).

 

3.9. ნ--------------–--ემ 2017 წლის 26 სექტემბრის №------- და 2017 წლის 28 სექტემბრის №------- წერილებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის უფროსს გ--------–-------–ს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს ი-----------–-–---–ს აცნობა, რომ იგი არ ეთანხმებოდა მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ--------------–--ის 2017 წლის 26 სექტემბრის №------- მიმართვა (ტ.1. ს.ფ. 179);

- ნ--------------–--ის 2017 წლის 28 სექტემბრის №------- წერილი (ტ.1. ს.ფ. 180).

 

3.10. ნ--------------–--ემ 2017 წლის 20 ოქტომბრის №------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 19 სექტემბრის №1----------- ბრძანების ბათილად ცნობისა და ამავე დროს, მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2017 წლის 23 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებით ნ--------------–--ეს უკან დაუბრუნდა ადმინისტრაციული საჩივარი, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ იყო საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ--------------–--ის 2017 წლის 20 ოქტომბრის №------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1. ს.ფ. 181-182);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2017 წლის 23 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 183-184).

 

3.11. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის უფროსმა - გ--------–-------–მა 2017 წლის 25 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ნ--------------–--ეს მოუწოდა მოვალეობების შესრულებისკენ, კერძოდ, გადასულიყო 2---- სამუშაო ოთახში და დაეწყო ადმინისტრაციის უფროსის პ------–-----------–-ს დავალებების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მის მიმართ ადგილი ჰქონოდა ახალი დისციპლინური წარმოების დაწყებას.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის უფროსმა გ--------–-------–მა 2017 წლის 2 ოქტომბრის №----- მოხსენებითი ბარათით, რეაგირების მიზნით მიმართა ამავე ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ი-----------–-–---–ს და აცნობა, რომ 2017 წლის 25 სექტემბრის დამატებითი გაფრთხილების მიუხედავად, ნ--------------–--ე არ გამოცხადდა თავის სამუშაო ოთახში და არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ--------–-------–ის ელექტრონული ფოსტიდან ამონარიდი (ტ.2. ს.ფ. 48);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის უფროსის გ--------–-------–ის 2017 წლის 2 ოქტომბრის №----- მოხსენებითი ბარათი (ტ.2. ს.ფ. 49).

 

3.12. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 2 ოქტომბრის №------------ ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაიწყო დისციპლინური წარმოება შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის ნ--------------–--ის მიმართ.

 

დისციპლინური წარმოების ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ნ--------------–--ეს. ამავე წარმოების ფარგლებში, 2017 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, ნ--------------–--ისა და მისი წარმომადგენელის მონაწილეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 2 ოქტომბრის №------------ ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 50-51);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 2 ოქტომბრის №----- წერილი (ტ.2. ს.ფ. 52-53);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის ნ--------------–--ის 2017 წლის 9 ოქტომბრის №------- ახსნა-განმარტება (ტ.2. ს.ფ. 57-59);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2017 წლის 13 ოქტომბრის ზეპირის მოსმენის სხდომის ოქმი (ტ.2. ს.ფ. 61-68).

 

3.13. ნ--------------–--ის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების შედეგად 2017 წლის 18 ოქტომბერს მომზადდა დასკვნა, რომლითაც დადასტურდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის ნ--------------–--ის მიერ განმეორებითი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რაც გამოიხატა სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობაში დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. ამავე დასკვნით, კომისიამ მიიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უფროს სპეციალისტის ნ--------------–--ის მიერ ჩადენილი მძიმე დისციპლინური გადაცდომის შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 24 ოქტომბრის №------------ ბრძანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უფროს სპეციალისტს ნ--------------–--ეს შეეფარდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2017 წლის 18 ოქტომბრის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2017 წლის 18 ოქტომბრის დასკვნა (ტ.2. ს.ფ. 95-104);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 24 ოქტომბრის №------------ ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 106-108).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ--------------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 18 ივლისის №1----------- ბრძანება; ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 19 სექტემბრის №1----------- და 2017 წლის 24 ოქტომბრის №2----------- ბრძანებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნ--------------–--ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახლებული მუხლების საფუძველზე, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს უკანონოდ იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალება (ქმედება), ნ--------------–--ისათვის სამუშაო ადგილის შეცვლის თაობაზე; ასევე, დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ--------------–--ის სამსახურში აღდგენის შესახებ და აუნაზღაუროს იძულებით განაცდური, სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ--------------–--ე წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირს, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უფროს სპეციალისტს. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული ნორმატიული აქტებით დადგენილი რეგულაციები.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

ამავე ბრძანებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველადი სტრუქტურული ერთეულია - საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი. ამავე ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ადმინისტრაციის საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური გამოყენების, ინფორმაციისა და ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვის მექანიზმების შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების მომზადება; ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგისა და კოორდინაციის მიზნით, ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; გ) ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი; დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა; ე) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება; საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვის მონიტორინგი და ანგარიშგება ადმინისტრაციის უფროსის წინაშე; ვ) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად; ზ) ქვეყნის შიგნით საქართველოს პრეზიდენტის (საპროტოკოლო ღონისძიებების გარდა), ასევე ადმინისტრაციის უფროსის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში; თ) ადმინისტრაციის მართვის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა; ი) ადმინისტრაციის სტრატეგიული განვითარების სხვადასხვა მიმართულების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, ახალი პროცესების/პროდუქტების დანერგვა კომპეტენციის ფარგლებში; კ) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №------------- ბრძანებით საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს აპარატის მთავარ მრჩეველი ნ--------------–--ე, მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის მ----------------–ად, 2017 წლის 29 ივნისიდან. ასევე, დადგენილია, რომ მითითებულ ბრძანებაში ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №------------- ბრძანებით, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის მ----------------–ის ნ--------------–--ის თანამდებობა გარდაიქმნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის თანამდებობად, 2017 წლის 1 ივლისიდან.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის (რომელიც უშუალო დაქვემდებარებაშია დეპარტამენტის ხელმძღვანელთან) ფუნქციებად განისაზღვრა: ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ანალიზი; საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ საჭირო ინფორმაციის ანალიზი; კომპეტენციის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრებში მონაწილეობა; სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით ინფორმაციის პერიოდული მოძიება, დამუშავება და ანალიზი; ადმინისტრაციის უფროსის, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ღონისძიებების (საპროტოკოლო ღონისძიებების გარდა) ორგანიზება/ განხორციელება/ მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ინფორმაციის პერიოდული მოძიება, დამუშავება და ანალიზი; ხელმძღვანელთან შეთანხმებით სტრუქტურულ ერთეულში არსებული ქვედა კატეგორიის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში; შუალედური გადაწყვეტილებების მიღება, დასახული ამოცანების შესრულებისას და რეკომენდაციების შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში; პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ღონისძიების უზრუნველყოფის გეგმის პროექტების ფარგლებში კომუნიკაცია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და პროექტის დროულად გამოცემის კონტროლი; საქართველოს პრეზიდენტის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად; კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურულ ერთეულებზე გაცემული დავალებების შესრულებისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაცია და ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში; დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპოდენციის განხილვა და სათანადო დროული რეაგირება, კომპეტენციის ფარგლებში; საჭიროების შემთხვევაში თარგმნა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; პრესისა და სატელევიზიო გადაცემების ყოველდღიური მიმოხილვა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის; ორგანიზებულ სამუშაო ჯგუფებთან, ინტერესჯგუფებთან, სამეცნიერო და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში, წარმართვა; საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მომზადება; ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; საკონსულტაციო ჯგუფების ჩართვა ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებში; ღონისძიებების განხორციელების პროცესში ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, გადაწყვეტილების მიღება; დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი აქტების პროექტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია; ადმინისტრაციაში დაგეგმილი მივლინებების ინიცირება შესაბამისი ელექტრონული მოდულის მეშვეობით; ინიცირებული მივლინების პროცესის შემდგომი კონტროლი.

 

ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის უფროსმა გ--------–-------–მა, 2017 წლის 6 ივლისს ნ--------------–--ეს სამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობა, რომ 10 ივლისიდან უნდა შეესრულებინა ადმინისტრაციის უფროსის პ------–-----------–-ს დავალებები, რისთვისაც მისი სამუშაო ადგილის გამოყოფა დაგეგმილი იყო ადმინისტრაციის უფროსის პ------–-----------–-ს მისაღებში. ასევე, დადგენილია, რომ მითითებულ გარემოებას არ დაეთანხმა მოსარჩელე და გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 18 ივლისის №1----------- ბრძანებით ნ--------------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ--------------–--ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანას, მათ შორის, ჰორიზონტალურ გადაყვანას, ადგილი არ ჰქონია. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უშუალო უფროსის მიერ მიღებული ახალი დავალების პირობებში შეიცვალა მხოლოდ თანამდებობის პირი, რომლის სასარგებლოდაც უნდა შეესრულებინა ნ--------------–--ეს მის უფლებამოსილებაში შემავალი მოვალეობები, ასევე შეიცვალა სამუშაო ადგილი, ოთახი. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე სხვა თანამდებობაზე არ გადაუყვანიათ და არ შეცვლილა მისი ფუნქციები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტში პ------–--------------- უ------------–---–----ის თანამდებობა განსაზღვრული იყო 15 საშტატო ერთეულით და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით თითოეულ მათგანს, მათ შორის, ნ--------------–--ეს ინდივიდუალურად არ ჰქონდა სამუშაო ფუნქციები გაწერილი, ასევე, არ ჰქონდა დაკისრებული ადმინისტრაციის ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის დავალებების შესრულება. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილი იყო დავალება გაეცა ნ--------------–--ის მიმართ, რომელსაც თავის მხრივ გააჩნდა ვალდებულება დავალების შესრულებაზე.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნის შინაგან რწმენას მის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების - ნ--------------–--ისათვის სამუშაო ადგილის შეცვლის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალების (ქმედება) - უკანონობასთან დაკავშირებით. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოსაზრება სამუშაო ოთახის შეცვლით თითქოს დასტურდება მისათვის ახალი ფუნქციების განსაზღვრა და შესაბამისად, მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა, ხოლო 86-ე მუხლის შესაბამისად, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი გამოსცემს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (მისი არსებობის შემთხვევაში), დისციპლინური წარმოების ვადა და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას.

 

ამავე კანონის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული უფლებამოსილია: ა) შეაგროვოს და შეისწავლოს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული გარემოებებისა და მასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია; ბ) მიიღოს და გააანალიზოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები; გ) მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა; დ) განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა; ე) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. ამავე კანონის 93-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 21 ივლისიდან 2017 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით ნ--------------–--ეს სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებითი შრომისუუნარობის გამო (საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე) შეჩერებული ჰქონდა, ხოლო 2017 წლის 3 აგვისტოს დაფიქსირდა საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა. ამასთან, 2017 წლის 4 აგვისტოს ნ--------------–--ე ადმინისტრაციის შენობაში გამოცხადდა დაგვიანების გარეშე, 09:49 სთ, მაგრამ ამავე დღის 16:41 სთ-მდე, იგი არ შევიდა თავის ახალ სამუშაო ოთახში, მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის უფროსმა გ--------–-------–მა, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ ი-----------–-–---–მა 2017 წლის 4 აგვისტოს უფლებამოსილ პირთან წარადგინეს მოხსენებითი ბარათები.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 4 აგვისტოს №----------- ბრძანებით დისციპლინური წარმოების განხორციელების მიზნით შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 25 აგვისტოს №----------- ბრძანების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პ------–-----------–-სა და ამავე ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2017 წლის 4 აგვისტოს მოხსენებითი ბარათების საფუძველზე დაიწყო დისციპლინური წარმოება შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის ნ--------------–--ის მიმართ.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ნ--------------–--ის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უფროს სპეციალისტს ნ--------------–--ესა და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელს გ--------–-------–ს. ამასთან, საკითხთან დაკავშირებით მომზადდა დასკვნა, რომლითაც დადასტურდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის ნ--------------–--ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რაც გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობების განზრახ შეუსრულებლობაში. ამავე დასკვნით, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის ნ--------------–--ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად იყო თანამდებობრივი სარგოს 40%-ით დაკავება, 5 თვის ვადით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში) და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 19 სექტემბრის №1----------- ბრძანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უფროს სპეციალისტს ნ--------------–--ეს შეეფარდა დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაზე მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა ნ--------------–--ის სამუშაო ადგილის შეცვლასა და კონკრეტული დავალების მიცემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა, მოსარჩელე ვალდებული იყო დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით გამოცხადებულიყო მისთვის განკუთვნილ ახალ სამუშაო ადგილზე. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების შესაბამისდ, ძველი სამუშაო ადგილი სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებით აღარ იყო უზრუნველყოფილი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამუშაო მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ მოამზადა დასკვნა და გადასცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ნ--------------–--ათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის შეფარდების თაობაზე.

 

6.5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი, ხოლო მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა, ხოლო 101-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

 

ამავე კანონის 91-ე მუხლი კი ადგენს, რომ თუ დისციპლინური წარმოების მოსალოდნელი შედეგია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდება, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მონაწილეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი უარს აცხადებს ზეპირ მოსმენაში მონაწილეობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის უფროსმა გ--------–-------–მა 2017 წლის 25 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ნ--------------–--ეს მოუწოდა მოვალეობების შესრულებისკენ, კერძოდ, გადასულიყო 2---- სამუშაო ოთახში და დაეწყო ადმინისტრაციის უფროსის პ------–-----------–-ს დავალებების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მის მიმართ ახალი დისციპლინური წარმოება დაწყებულიყო. აღნიშნული გაფრთხილების მიუხედავად, ნ--------------–--ე სამუშაო ადგილზე არ გამოცხადებულა. აღნიშნულის შესახებ 2017 წლის 2 ოქტომბერს ეცნობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 2 ოქტომბრის №------------ ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე დისციპლინური წარმოება დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის ნ--------------–--ის მიმართ. ახალი დისციპლინური წარმოების ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ნ--------------–--ეს. ამასთან, ამავე წარმოების ფარგლებში, 2017 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, ნ--------------–--ისა და მისი წარმომადგენელის მონაწილეობით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ ნ--------------–--ემ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ კვლავ ჩადინა იგივე დისციპლინური გადაცდომა და სამსახურებრივი მოვალეობები განზრახ არ შეასრულა. ამასთან, ვინაიდან მოსალოდნელი იყო ყველაზე მძიმე სახდელის შეფარდება - სამსახურიდან გათავისუფლება, ადმინისტრაციულ ორგანოში მხარეთა მონაწილეობით გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც მხარეებს მიეცათ ახსნა-განმარტებების დაფიქსირების შესაძლებლობა.

 

სასამართლო კვლავ მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძველია მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა რა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, კომისიამ იმსჯელა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომასთან დაკავშირებით და ნ--------------–--ის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების შედეგად 2017 წლის 18 ოქტომბერს მოამზადა დასკვნა. დასკვნაში აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უ------------–---–----ის ნ--------------–--ის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიხატა სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობაში დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. ამავე დასკვნით, კომისიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უფროს სპეციალისტის ნ--------------–--ის მიერ ჩადენილი მძიმე დისციპლინური გადაცდომის შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იყო სამსახურიდან გათავისუფლება.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 24 ოქტომბრის №------------ ბრძანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პ------–--------------- უფროს სპეციალისტს ნ--------------–--ეს შეეფარდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2017 წლის 18 ოქტომბრის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სახდელის დადების დროს გაითვალისწინა გადაცდომის სიმძიმე, მისი სისტემატური ხასიათი, უშუალოდ ამ პირის დამოკიდებულება დარღვევასთან მიმართებით და სწორად განსაზღვრა სახდელის ზომა. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელის შერჩევისა და შეფარდების ნაწილში მოპასუხის მიერ კანონიერად არის გადაწყვეტილება მიღებული და მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი შეესაბამება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს.

ამასთან, რაც შეეხება იმ გარემოებაზე აპელირებას, რომ პირველი დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ მიღებული გადაწვეტილების გასაჩივრების გამო, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლებამოსილება დაეწყო ახალი დისციპლინური წარმოება, სასამართლო ვერ გაიზიარებს. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსზე, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლას უკავშირებს მხარის მიერ მის გაცნობას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 19 სექტემბრის №1----------- ბრძანება, რომლითაც ნ--------------–--ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ გამოყენებული იქნა „საყვედური“, ძალაში შევიდა მისთვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა დაკავშირებულია მის გაცნობასთან და არა გასაჩივრებასთან (გასაჩივრების ვადებთან), დაუსაბუთებელია იმ გარემოებაზე აპელირება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლებამოსილება ახალი დისციპლინური წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--------------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 18 ივლისის №1-----------, 2017 წლის 19 სექტემბრის №1----------- და 2017 წლის 24 ოქტომბრის №2----------- ბრძანებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის - ნ--------------–--ის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

აქედან გამომდინარეობს, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში. ამასთან, ვინაიდან სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება, ნ--------------–--ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაევალოს მოსარჩელე ნ--------------–--ისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე