განაჩენი

სისხლის სამართლის 20.08.2018
საქმის ნომერი
010100117002222543
დავის ტიპი
260 3 ა , 260 1
თარიღი
20.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 01-1-011700-222543

საქმე N1-11-5/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

20 აგვისტო, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ნესტან მარჯანიშვილი

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ა----–----–---------

ადვოკატები - ნ--------------------–-------------–---

თარჯიმანი - ქ--------–-----------------

 

1. ბრალდებული: ა-–--------------

მამის სახელი: ბ------

დაბადების თარიღი: 14.0-.1-----–--–-

მოქალაქეობა: თურქეთის მოქალაქე

განათლება: საშუალო განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის მისამართი: თ--------------------–-------------–------–-----

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------–--–-------------------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილი.

 

2. ბრალდებული: ჰ-----------------

მამის სახელი: ა------

დაბადების თარიღი: 1-.0-.1-----–--–-

მოქალაქეობა: თურქეთის მოქალაქე

განათლება: საშუალო განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის მისამართი: თ--------------------–-----------–-----–--

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა-–--------------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში: ა-–--------------მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0, 0-601 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. 2017 წლის 22 ნოემბერს, დილის საათებში, ა-–--------------ს დროებით საცხოვრებელ ბინაში (მისამართი: ქ------------–--–------------------------ ა-–--------------მ ზ------–------- უკანონოდ გაასაღა (საზღაურის გარეშე) ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი.

 

ა-–--------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

ა-–--------------ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:

 

ა) მოწმე მ--------------------- ჩვენების თანახმად, მუშაობს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. სამსახურიდან გამომდინარე მისთვის ცნობილი იყო, რომ ზ------–----- რომლის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და აცხადებდა, რომ ეს ნარკოტიკული საშუალებები შეძენილი ქონდა თურქი მოქალაქისაგან, ქ. ბათუმში შავშეთის ქუჩა N24, ბინა N64-ში დროებით მცხოვრები, ა-–--------------საგან. 2017 წლის 22 ნოემბერს, ზ------–---- აპირებდა შეეძინა ნარკოტიკული საშუალება ა-–--------------სგან ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში. ზ------–---- აღიჭურვა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით შეხვედრის აუდიო და ვიდეო ჩაწერის მიზნით. ზ------–----სთვის მიცემული ინსტრუქციის მიხედვით, მას ნარკოტიკული საშუალებები უნდა შეეძინა და ამის შემდეგ ბინიდან გამოსვლის შესახებ მობილური ტელეფონით მისთვის ეცნობებინა, რის შემდეგ ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც აღნიშნული ბინის კართან ელოდებოდნენ, დაუყოვნებლივ უნდა შესულიყვნენ ა-–--------------ს საცხოვრებელ ბინაში, რათა მას ან მასთან მყოფ სხვა პირებს ვერ მოესწროთ ნივთმტკიცებების განადგურება. 2017 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე ზ------–---- შევიდა ქ. ბათუმში, შავშეთის ქ. N24-ში მდებარე ა-–--------------ს დროებით საცხოვრებელ ბინა N64-ში. რამდენიმე წუთის შემდეგ დაურეკა მას და აცნობა ბინიდან გამოსვლის შესახებ, რაც ეცნობა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ზ------–----ს გამოსვლის შემდეგ, შევიდნენ ა-–--------------ს ბინაში (უდავო მტკიცებულება).

 

ბ) ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს, ქ. ბათუმში, შავშეთის ქ. N24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში ზ------–----სგან ამოღებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ფერის ფხვნილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, ჯ----------–---- რომელმაც დაადასტურა ამოღების ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

გ) საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, 2017 წლის 23 ნოემბერს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №ქ/496 დასკვნის თანახმად, ზ------–----სგან ამოღებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 3, 9447 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,0-601 გრამი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, ბ-----------------–---–---

 

დ) ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა 1-ლი სიის 181-ე გრაფაში შეტანილია ჰეროინი.

 

ე) საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, 2017 წლის 22 ნოემბერს გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №9011306 დასკვნის თანახმად, ა-–--------------ს დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, რუსუდან ხალვაშმა.

 

ვ) მოწმე ზ------–----ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში თავის სახლთან ახლოს გაიცნო ა-–--------------, რომელთანაც ერთად მოიხმარა ნარკოტიკი - ,,ექსტაზი.’’ რადგან არის მეტადონის მომხმარებელი, მისი თხოვნის საფუძველზე, ალი 150 ლარად თითო აბი ,,სუბოქსინის“ შოვნას დაპირდა. აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა. მეორე დღეს მივიდა მასთან სახლში, სადაც ალიმ გადასცა 3 აბი. ასევე უთხრა, რომ შესაძლებელი იყო ,,სირეცის“ ჩამოტანა უცხოეთიდან და ამისათვის საჭირო იყო ფულის ნაწილი. 1143 ლირა იშოვა და ალის მიუტანა. შეთანხმდნენ, ნარკოტიკი, რომ ჩამოვიდოდა ალი დაურეკავდა და ეტყოდა, რომ სასწორი წამოეღო. იმ დღეს ალიდან კიდევ 4 აბი ,,სუბოქსინი" წამოიღო და წამოვიდა. გზაში დააკავეს პოლიცის თანამშრომლებმა. ნებაყოფლობით აღიარა ყველაფერი და გადაწყვიტა ეთანამშრომლა გამოძიებასთან. ერთ კვირაში, 22 ნოემბერს დაურეკა ქოჯათეფემ და უთხრა, რომ ჩამოვიდა ნარკოტიკი და წამოეღო სასწორი, რის გამოც წავიდა პოლიციაში და ნებაყოფლობით აღიჭურვა ვიდეო კამერით. პოლიციელებმა მიიყვანეს შავშეთის ქუჩაზე, ა-–--------------ს სახლთან. ავიდა მე-7 სართულზე, ქოჯათეფეს ბინაში. შევიდა საძინებელში, სადაც ქოჯათეფეს გარდა იყო მეორე კაცი, რომელსაც არ იცნობს. ალის მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი ცალკე ოთახში იყვნენ. ალი ეწეოდა ფოლგაში გახვეულ ,,სირეცს". პატარა მაგიდაზე დადებული იყო ცელოფნის პარკში შეხვეული ,,სირეცი“. ალიმ გადასცა ნარკოტიკი, წამოიღო და წამოვიდა. კარები, რომ გაიღო შემოვიდნენ სამმართველოს თანამშრომლები. ქვემოთ, რომ ჩამოვიდა, დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც გადასცა ნარკოტიკული საშუალება.

 

ზ) ზ------–----ს მიერ ა-–--------------საგან ნარკოტიკების შეძენის ფაქტი ასახულია ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში. აღნიშნული აუდიო-ვიდეო მასალა კრებსით ამონაწერთან ერთად გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე. ვიდეო ჩანაწერის თანახმად, ა-–--------------ს დროებით საცხოვრებელ სახლში (ქ------------–--–------------------ N--- ყოფნისას, ა-–-------------- ზ------–----ს უდასტურებს, რომ ნარკოტიკთან დაკავშირებით ახდა მისი ოცნება და უხსნის, რომ ,,სირეცის“ მოწევაც შეიძლება და ყველაზე კარგი ნარკოტიკია - ,,ერთ რამეს გეტყვი. ეს ყველაზე უკეთესი ნარკოტიკია. ყველაზე კარგი“. შემდეგ ზ------–----ს ეუბნება, რომ წაიღოს ნარკოტიკი - ,,წეიღე, და..’’, ხოლო წასვლისას ზ------–----ს უხსნის, რომ ამ ნარკოტიკს ,,ლიმონმჟავა და წყალი უნდა’’, რაზეც ზ------–---- პასუხობს, რომ იცის აღნიშნულის თაობაზე - ,,ვიცი, ვიცი. დავაი, ბიჭები. გლახათ ვარ, გლახათ. მტკივა’’.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა-–-------------- ,,სირეცის“ გარდა ახსენებს სხვა ნარკოტიკებსაც, კერძოდ, ,,სუბოქსინს“ და ,,ექსტაზს“ და ამბობს, რომ ,,სუბოქსინი ზეგე“ იქნება, ხოლო ,,ექსტაზი ხუთი დღე უნდა’’.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეო ჩანაწერში არ ჩანს ნარკოტიკების სანაცვლოდ ფულის გადაცემის ფაქტი (ზ------–----ს განცხადებით, ფული ნარკოტიკის ჩამოტანამდე გადასცა ა-–--------------ს), თუმცა ეს გარემოება არ გამორიცხავს ნარკოტიკის გასაღებას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინებაზე (N345 აპ-11), სადაც განმარტებულია, რომ ,,კანონმდებლობით უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის სხვა პირთათავის უკანონო გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში, გასესხება და ა. შ).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა გულისხმობს როგორც ნარკოტიკის გამსაღებლის მიერ გარკვეული მოქმედების შესრულებას (მაგალითად, ნარკოტიკის ხელიდან ხელში გადაცემას), ასევე შემთხვევას, როდესაც ნარკოტიკის გამსაღებელი უთითებს უკანონო შემძენს, რომ მან კონკრეტული ადგილიდან აიღოს ნარკოტიკული საშუალება, რომლის გადაცემის თაობაზე მათ შორის არსებობს შეთანხმება და ნარკოტიკის შემძენი ამ მოქმედებას რეალურად ახორციელებს.

 

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა-–--------------მ ზ------–------- გაასაღა ის ნარკოტიკული საშუალება, რომლის კანონიერად შეძენის ნებართვა მას არ ჰქონდა, ხოლო უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას, სანამ გადასცემდა ზ------–----ს, ინახავდა თავისივე საცხოვრებელ ბინაში (ქ------------–--–------------------ N---.

1.2 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა-–--------------მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ა-–--------------მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0, 21586 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. 2017 წლის 22 ნოემბერს, ა-–--------------ს დროებით საცხოვრებელ ბინაში (მისამართი: ქ------------–--–------------------ N--- ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

ა-–--------------ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:

 

ა) ა-–--------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 22 ნოემბერს, ა-–--------------ს დროებით საცხოვრებელ ბინაში (მისამართი: ქ------------–--–------------------ N--- ჩატარდა ა-–--------------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი სპორტული შარვლის მარჯვენა წინა ჯიბიდან ამოღებულ იქნა სიგარეტის კოლოფი, რომელშიც აღმოჩნდა ოთხ ცალად დაფასოებული პოლიეთილენის პარკში შეხვეული ფხვიერი მასა, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

ბ) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ: საგამოძიებო მოქმედების (ა-–--------------ს პირადი ჩხრეკა) ჩამტარებელი პირი - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი, ჯ----–-–-–--–--- და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლები - ჯ-------–------ და ს---–------------- მათ დაადასტურეს ა-–--------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

გ) საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, 2017 წლის 23 ნოემბერს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №ქ/ 497 დასკვნის თანახმად, ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ა-–--------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოთხ ცალ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, მოყავისფრო ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით - 16, 2712 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0, 21586 გრამს. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ფხვნილი დაილუქა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, ბ-----------------–---–---

 

დ) ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებათა 1-ლი სიის 181-ე გრაფაში შეტანილია - ჰეროინი.

 

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის 189-ე გრაფისა და შენიშვნების პირველი პუნქტის ბ. ა ქვეპუნქტის შესაბამისად, 0, 21586 გრამი ჰეროინი წარმოადგენს დიდ ოდენობას.

 

ე) სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში იგულისხმება, რომ პირმა იგი შეიძინა და შეინახა კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

უკანონო შეძენა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით (მაგ: ყიდვა, სესხის სანაცვლოდ მიღება, საჩუქრად მიღება, პოვნა), ხოლო უკანონო შენახვა - ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას (შენახვა ბინაში, მანქანაში, ჯიბეში და ა. შ).

 

2017 წლის 22 ნოემბერს შედგენილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ა-–-------------- დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინის შემცველ ფხვნილს ინახავდა მისი ტანთმოსილი სპორტული შარვლის მარჯვენა წინა ჯიბეში. მას ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის შეძენა-შენახვის სპეციალური ნებართვა არ გააჩნია.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–--------------მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინს. მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაული და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

1.3 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ჰ-----------------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ჰ-----------------მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,00997 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. 2017 წლის 22 ნოემბერს, ა-–--------------ს დროებით საცხოვრებელ ბინაში (მისამართი: ქ------------–--–------------------ N--- ჩატარებული ჰ-----------------ს პირადი ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

ჰ-----------------ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:

 

ა) ჰაირათი ბაირაქჯის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 22 ნოემბერს, ა-–--------------ს დროებით საცხოვრებელ ბინაში (მისამართი: ქ------------–--–------------------ N--- ჩატარდა ჰაირათი ბაირაქჯის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის მარჯვენა წინა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ქაღალდის სალფეთქში შეხვეული ფხვიერი მასა, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

ბ) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ: საგამოძიებო მოქმედების (ჰ-----------------ს პირადი ჩხრეკა) ჩამტარებელი პირი - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი, ა----------------- და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი - ჯ----–------–---–-- მათ დაადასტურეს ჰ-----------------ს პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

გ) საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, 2017 წლის 23 ნოემბერს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №ქ/495 დასკვნის თანახმად, ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ჰაირათი ბაირაქჯის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სალფეთქში შეხვეული, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით - 0,7408, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,00997 გრამს. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ფხვნილი დაილუქა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, ბ-----------------–---–---

 

დ) ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებათა 1-ლი სიის 181-ე გრაფაში შეტანილია - ჰეროინი.

 

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის 189-ე გრაფისა და შენიშვნების პირველი პუნქტის ა.ა ქვეპუნქტის შესაბამისად, 0, 00997 გრამი ჰეროინი, წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.

 

ე) სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში იგულისხმება, რომ პირმა იგი შეიძინა და შეინახა კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

უკანონო შეძენა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით (მაგ: ყიდვა, სესხის სანაცვლოდ მიღება, საჩუქრად მიღება, პოვნა), ხოლო უკანონო შენახვა - ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას (შენახვა ბინაში, მანქანაში, ჯიბეში და ა. შ).

 

2017 წლის 22 ნოემბერს შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ჰ----------------- დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინის შემცველ ფხვნილს ინახავდა მისი ტანთმოსილი შარვლის მარჯვენა წინა ჯიბეში. მას ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის შეძენა-შენახვის სპეციალური ნებართვა არ გააჩნია.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჰ-----------------მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინს. მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაული და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება უკავშირდება არა სასჯელის სიმკაცრეს, არამედ მის გარდაუვალობას. არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი მხოლოდ დასჯის მიზნის მქონეა და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

ა-–--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ა-–--------------ს პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი), მის ოჯახურ მდგომარეობას (ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი) და თვლის, რომ ა-–--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმი.

 

ჰ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი) და თვლის, რომ ჰ------------------- სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი.

 

3. გირაოს საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლის თანახმად, ბრალდებულმა ჰ-----------------მ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობა (არ ცხადდებოდა სასამართლოში), რის გამოც გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 5000 ლარი, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, ჰ-----------------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით.

 

გირაოს შემტანის გაფრთხილების ოქმით დასტურდება, რომ გირაოს შეტანის წინ, მისი შემტანი, მურად ჭაღალიძე გაფრთხილებულ იქნა, რომ თუ ბრალდებული ჰ----------------- ჩაიდენდა ახალ დანაშაულს ან მიიმალებოდა და არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, მის მიმართ შეფარდებული გირაო შეიცვლებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაირიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების (გაცნობის) შესახებ ოქმის მიხედვით, ჰ-----------------ს განემარტა, რომ თუ ბრალდებული დაარღვევდა გირაოს პირობებს (არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მისი სათანადო ქცევა, დროულად არ გამოცხადდებოდა სასამართლოში) ან კანონს (ჩაიდენდა დანაშაულს), მის მიმართ შეფარდებული გირაო შეიცვლებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა ჰ-----------------ს დაუსწრებლად, ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით. ბრალდებულმა თავი აარიდა სასამართლო სხდომებზე გამოცხადებას. ჰ-----------------ს და მის ადვოკატს, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსთვის არ უცნობებიათ.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჰაიათი ბაირაქჯიმ, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, დაარღვია გირაოს პირობები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 5 000 ლარის ოდენობით, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა-–-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 თვის ვადით.

 

2. ა-–-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ხუთი) წლის ვადით.

 

3. ა-–-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ა-–--------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად, ა-–--------------ს 0- (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები ჩამოერთვას 15 წლის ვადით, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით.

 

6. ა-–--------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2017 წლის 22 ნოემბრიდან.

 

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, ა-–--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

8. ჰ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 თვის ვადით.

 

9. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად, ჰ-----------------ს 0- (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 1- (ათი) წლის ვადით.

 

1-. მსჯავრდებულ ჰ------------------- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

11. ჰაიათი ბაირაქჯის სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

 

12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, ჰ-----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ჰ-----------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო 5000 ლარის ოდენობით, გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

13. ნივთმტკიცებები - ზ------–----ს პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოები, ზ------–----ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტოები, ა-–--------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოები, ა-–--------------ს ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტოები, ჰ------------------- პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოები - ერთ ცალ დისკზე და ფარული აუდიო ვიდეო გადაღების ამსახველი აუდიო - ვიდეო ფაილი ჩაწერილი ერთ ცალ სიდი დიკზე დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

14. ზ------–----ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ზ------–----სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ზ------–----ს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ა-–--------------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ჰ------------------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

15. ა-–--------------ს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

16. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

17. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

18. მსჯავრდებულ ჰ-----------------ს მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი