გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
330210018002349346
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №2/7800-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ლ--–-----------–ი“

წარმომადგენელი - თ------ მ----–---–ი

 

მოპასუხეები - ზ----- გ----------ი, თ----- დ--–---–---–ი, ა----- გ-------------ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ზ----- გ----------სა და თ----- დ--–---–---–ს, მოსარჩელე შპს ,,ლ--–-----------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5078.19 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 3104.71 ლარი, პროცენტი - 1396.07 ლარი, პირგასამტეხლო - 577.41 ლარი.

1.2. მოპასუხეებს ზ----- გ----------სა და ა----- გ-------------ს, მოსარჩელე შპს ,,ლ--–-----------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1321.81 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 600 ლარი, პროცენტი - 144.39 ლარი, პირგასამტეხლო - 577.42 ლარის ოდენობით.

1.3. მოსარჩელე ითხოვს ხარჯების - 20 ლარის ოპასუხეებზე დაკისრებას.

1.4. მოსარჩელე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2014 წლის 23 იანვარს, შპს ,,ლ--–-----------–სა“ და ზ----- გ----------ს შორის დაიდო სესხისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება #------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე კრედიტის სახით გაიცა 3500 ლარი. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა თანხა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 3%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს 2%-ის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 18 თვეს. ამონაწერის მიხედვით სესხზე ბოლო გადახდა ფიქსირდება 2014 წლის 07 მაისს, რის შემდეგაც მსესხებელს თანხა აღარ გადაუხდია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, იგი იმყოფება ვადაგადაცილებაში კრედიტორის მიმართ და ერიცხება დავალიანება 99 192.03 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3104.71 ლარი, პროცენტი 1396.07 ლარი, პირგასამტეხლო 94 691.25 ლარი. რაც შეეხება დარიცხულ პირგასამტეხლოს, იგი დაანგარიშებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 23 იანვრიდან 2017 წლის 23 დეკემბრამდე ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით.

 

2014 წლის 23 იანვარს, შპს ,,ლ--–-----------–ს“ და თ----- დ--–---–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა ან/და ვადაგადაცილების შემთხვევაში, სრულად დაეფარა დავალიანება.

 

მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 2014 წლის 08 აპრილს შპს ,,ლ--–-----------–სა“ და მოპასუხე ზ----- გ----------ს შორის დაიდო სესხისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე კრედიტის სახით გაიცა 600 ლარი. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა თანხა, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა თვიური საპროცენტო განაკვეთი 4 %, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 2 %. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 6 თვეს. ამონაწერის მიხედვით, სესხის დაფარვა საერთოდ არ ფიქსირდება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ მოხდა ხელშეკრულების დარღვევა, იგი იმყოფება ვადაგადაცილებაში კრედიტორის მიმართ და ერიცხება დავალიანება 18933.54 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 600 ლარი, პროცენტი 144.39 ლარი და პირგასამტეხლო 18189.15 ლარი.

 

2014 წლის 08 აპრილს, შპს ,,ლ--–-----------–სა“ და ა----- გ-------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა ან/და ვადაგადაცილების შემთხვევაში სრულად დაეფარა დავალიანება. მსესხებელი კრედიტორის მხრიდან არაერთხელ იქნა გაფრთხილებული აღნიშნული დავალიანების შესახებ, თუმცა მსესხებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

 

მხარის წარმომადგენლის განმარტებით, ორივე სესხის ვადაგადაცილებაშია 2014 წლიდან, რის გამოც მომართეს სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ზ----- გ----------მა და ა----- გ-------------მა შესაგებელი არ წარმოადგინეს, ამასთან, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ, შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია მათი პოზიცია შპს ,,ლ--–-----------–ის“ სარჩელთან დაკავშირებით.

2.2. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე თ----- დ--–---–---–მა განმარტა, რომ საერთოდ არ იცნობს მოპასუხეებს ზ----- გ----------ს და ა----- გ-------------ს, ამ სასესხო ურთიერთობაში, მას თავდების სტატუსით მონაწილეობა არ მიუღია, ხელშეკრულებაზე არ არის მისი ხელმოწერა. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს მოთხოვნის ადრესატს და მის მიმართ შპს ,,ლ--–-----------–ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2014 წლის 23 იანვარს, შპს ,,ლ--–-----------–სა“ და ზ----- გ----------ს შორის დაიდო სესხისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება #------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე კრედიტის სახით გაიცა 3500 ლარი. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა თანხა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 3%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს 2%-ის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 18 თვეს.

 

ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,ლ--–-----------–სა“ და თ----- დ--–---–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა ან/და ვადაგადაცილების შემთხვევაში, სრულად დაეფარა დავალიანება.

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გათვალისწინებული მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შსრულება უზრუნველყოფილია მსესხებლის და სოლიდარული თავდების მთელი ქონებით; ამასთან, ერთად, თუ სესხი უზრუნველყოფილი იქნება იპოთეკის ან/და გირავნობის საგნით და მისი რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება მოთხოვნის სრულად დასაფარად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლის და/ან სოლიდარული თავდები საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია არსებული/დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით.

 

ხელშეკრულების 5.1. პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ან/და სოლიდარული თავდები ვალდებულია ა) დააბრუნოს მიღებული სესხი დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად თანახმად ხელშეკრულებისა; ბ) აუნაზღაუროს კრედიტორს მსესხებლის დავალიანების იძულებითი წესით ამოეღებისათვის გაწეული ნებისმიერი დანახარჯი და ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად კრედიტორისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი, რომელიც მიადგა ან მიადგება კრედიტორს წინამდებარე ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ გათვალისწინებული ნებისმიერი პირობების დარღვევით.

 

ხელშეკრულების 7.1 პუნქტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას, პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება (მათ შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დაექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 23 იანვრის სესხისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება #------ (ს.ფ. 19-21)

- თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნების გრაფიკი (ს.ფ. 22)

 

4.2. 2014 წლის 08 აპრილს შპს ,,ლ--–-----------–სა“ და მოპასუხე ზ----- გ----------ს შორის დაიდო სესხისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე კრედიტის სახით გაიცა 600 ლარი. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა თანხა, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა თვიური საპროცენტო განაკვეთი 4%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 2%. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 6 თვეს.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად, ა----- გ-------------მა, როგორც თავდებმა იკისრა ვალდებულება ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა ან/და ვადაგადაცილების შემთხვევაში სრულად დაეფარა დავალიანება.

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გათვალისწინებული მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შსრულება უზრუნველყოფილია მსესხებლის და სოლიდარული თავდების მთელი ქონებით; ამასთან, ერთად, თუ სესხი უზრუნველყოფილი იქნება იპოთეკის ან/და გირავნობის საგნით და მისი რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება მოთხოვნის სრულად დასაფარად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლის და/ან სოლიდარული თავდები საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია არსებული/დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით.

 

ხელშეკრულების 5.1. პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ან/და სოლიდარული თავდები ვალდებულია ა) დააბრუნოს მიღებული სესხი დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად თანახმად ხელშეკრულებისა; ბ) აუნაზღაუროს კრედიტორს მსესხებლის დავალიანების იძულებითი წესით ამოეღებისათვის გაწეული ნებისმიერი დანახარჯი და ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად კრედიტორისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი, რომელიც მიადგა ან მიადგება კრედიტორს წინამდებარე ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ გათვალისწინებული ნებისმიერი პირობების დარღვევით.

 

ხელშეკრულების 7.1 პუნქტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას, პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება (მათ შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დაექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 08 აპრილის სესხისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 25-27)

- თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნების გრაფიკი (ს.ფ. 28)

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ლ--–-----------–ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წამოდგენილ შემთხვევაში შპს ,,ლ--–-----------–სა“ და მოპასუხე ზ----- გ----------ს შორის 2014 წლის 23 იანვარსა და ასევე 2014 წლის 08 აპრილის სესხის ხელშეკრულებების დადებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბდა უფლება-მოვალეობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამევე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

 

სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც ათავისუფლებს მხარეებს სამომავლო ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2014 წლის 23 იანვარს, შპს ,,ლ--–-----------–ს“ და ზ----- გ----------ს შორის დაიდო სესხის ხეშეკრულება #------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე კრედიტის სახით გაიცა 3500 ლარი. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა თანხა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 3%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 2%-ის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 18 თვეს. სესხის გათვალისწინებული პირობები მოპასუხე ზ----- გ----------ის მიერ დარღვეული იქნა და ვალდებულება 2014 წლიდან შესრულებული არ არის.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 08 აპრილს, შპს ,,ლ--–-----------–სა“ და მოპასუხე ზ----- გ----------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N------, რომლის თანახმად მსესხებელზე კრედიტის სახით გაიცა 600 ლარი. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა თანხა, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა თვიური საპროცენტო განაკვეთი 4%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 2%. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 6 თვეს. სესხის გათვალისწინებული პირობები მოპასუხე ზ----- გ----------ის მიერ დარღვეული იქნა და ვალდებულება 2014 წლიდან შესრულებული არ არის.

 

საქმეში წარმოდგენილი დავალიანების ცნობის თანახმად, მსესხებელმა ზ----- გ----------მა დაარღვია შპს ,,ლ--–-----------–თან“ 2014 წლის 23 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში მისი დავალიანება შეადგენს 5078.19 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 3104.71 ლარს, პროცენტი 1396.07 ლარი, პირგასამტეხლო 94 691.25 ლარის 0.6% 577.41 ლარი, ხოლო 2014 წლის 08 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში 1321.81 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 600 ლარი, პროცენტი 144.39 ლარი, პირგასამტეხლო 18189.15 ლარის 3.17% 577.42 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა მსესხებლის მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის 2014 წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3104.71 ლარს, ხოლო 2014 წლის 08 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 600 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხები, 577.41 ლარი და 577.52 ლარი დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, 2014 წლის 23 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე ზ----- გ----------ს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა 300 ლარის, ხოლო 2014 წლის 08 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 80 ლარის ოდენობით, რაც სასამართლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების ძირი თანხისა და სარგებლის ოდენობის გათვალისწინებით.

 

7.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასესხო ურთიერთობის ფარგლებში არ არის დაცული, თავდებობისთვის კანონით დადგენილი ფორმა. კერძოდ, შპს ,,ლ--–-----------–ის“ სარჩელს არ ერთვის თავდები პირების - თ----- დ--–---–---–ის და ა----- გ-------------ის წერილობითი განცხადებები ზ----- გ----------ის მიმართ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, პასუხისმგებლობის აღების თაობაზე. ამასთან, სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებში არ არის მითითებული თავდები პირების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რაც კანონის იმპერატიულ დანაწესს წარმოადგენს.

რაც შეეხება მოპასუხე თ----- დ--–---–---–ის ზეპირ განმარტებას იმის თაობაზე, რომ იგი საერთოდ არ იცნობს მოპასუხეებს ზ----- გ----------ს და ა----- გ-------------ს, ასევე მითითებულ სასესხო ურთიერთობაში, მას თავდების სტატუსით მონაწილეობა არ მიუღია და არც ხელშეკრულებაზე არ არის მისი ხელმოწერა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის აღნიშნული ზეპირსიტყვიერი განმარტება საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ გარემოებას დადგენილად ვერ მიიჩნევს.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილ ორივე ხელშეკრულებაში სოლიდარულად თავდები პირების უფლება-მოვალეობებზე, ასევე პასუხისმგებლობის ზღვრულ თანხაზე არსად არის მითითება, შესაბამისად, აღნიშნული არის თ----- დ--–---–---–ისა და ა----- გ-------------ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს 2014 წლის 08 აპრილის ხელშეკრულებაზე, რომელზეც ხელი მოწერილი არ აქვს თავდებად დასახელებულ პირს - ა----- გ-------------ს (ხელმოწერა არ ფიქსირდება არცერთ გვერდზე, ასევე ხელშეკრულების ბოლოსაც), რაც ამ უკანასკნელის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ლ--–-----------–ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, დაკმაყოფილდეს მხოლოდ ერთი მოპასუხის ზ----- გ----------ის მიმართ და ისიც ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე ზ----- გ----------ს შპს ,,ლ--–-----------–ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 23 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში უნდა დაეკისროს დავალიანების ძირი თანხის 3104.71 ლარის, პროცენტის 1396.07 ლარის და პირგასამტეხლოს 300 ლარის, ხოლო 2014 წლის 08 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში დავალიანების ძირი თანხის 600 ლარის, პროცენტის 144.39 ლარის და პირგასამტეხლოს 80 ლარის გადახდა. რაც შეეხება სოლიხდარულად თავდებ პირებს - ა----- გ-------------ს და თ----- დ--–---–---–ს, მათ მიმართ შპს ,,ლ--–-----------–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 23 იანვრის და 2014 წლის 08 აპრილის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის მოხდა წერილობითი შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც, შესაბამისად, წარმოადგენს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, შპს ,,ლ--–-----------–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ----- გ----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 168.76 ლარის ოდენობით. ამასთან, მოპასუხე ზ----- გ----------ს უნდა დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის, საფოსტო მომსახურების ღირებულების 20 ლარის გადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს ,,ლ--–-----------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ზ----- გ----------ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე შპს ,,ლ--–-----------–ის“ (ს/ნ N4--------) სასარგებლოდ დაეკისროს, 2014 წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 3104.71 ლარის, პროცენტის - 1396.07 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს - 300 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე ზ----- გ----------ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე შპს ,,ლ--–-----------–ის“ (ს/ნ N4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 08 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 600 ლარის, პროცენტის - 144.39 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს - 80 ლარის გადახდა.

 

1.3. მოპასუხე ზ----- გ----------ს მოსარჩელე შპს ,,ლ--–-----------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 168.76 ლარისა და საფოსტო ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება.

 

2. არ დაკმაყოფილდეს შპს ,,ლ--–-----------–ის“ სარჩელი მოპასუხეების ზ----- თ----- დ--–---–---–ისა და ა----- გ-------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

3. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 192 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი საჩივრდება კერძო საჩივრით მხარეთათვის ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე