გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.10.2018
საქმის ნომერი
330310018002481427
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------

საქმე №3/3--3-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე

 

მოსარჩელე - ი-------------–--ე

წარმომადგენელი - ტ---------–---

 

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მ--–------–---–----

 

მესამე პირები - შპს „მ----–---“

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (იხ. 12.10.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 აპრილის ბრძანება №------------------ დავალიანების გადახდევინების შესახებ;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2015 წლის 12 სექტემბერს ი-------------–--ესა და შპს „K---“-ის შორის ონლაინ მოთხოვნის მეშვეობით დაიდო სესხის ხელშეკრულება.

 

2017 წლის 7 აპრილს ერთის მხრივ შპს „K---“-ის და მეორეს მხრივ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მ----–---“-ს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის (გასხვისების) შესახებ შეთანხმება.

 

2017 წლის 5 ივლისს ი-------------–--ეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მ----–---“-ის მიერ გაეგზავნა შეტყობინება, როგორც მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე, ასევე ის, რომ მას შეტყობინების გაგზავნის დღის მდგომარეობით ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება შეადგენდა 2---.09 ლარს

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სესხის ხელშეკრულება და საგადასახადო დავალება (ს.ფ. 82-89);

- 2017 წლის 7 აპრილს მოთხოვნის დათმობის (გასხვისების) შესახებ შეთანხმება (ს.ფ. 90-91);

- 2017 წლის 5 ივლისის შეტყობინება (ს.ფ. 97);

 

4.2. 2018 წლის 12 მარტს აპლიკანტმა შპს „მ----–---“-მა განცხადებით №----------------- მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა 2015 წლის 12 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება. განცხადების შეტანის დღისათვის სრულ მოთხოვნა აპლიკანტის - შპს „მ----–---“-ის, მხრიდან, რესპოდენტის - ი-------------–--ის მიმართ წარმოადგენდა 3---,18 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 3--.04 ლარი და პირგასამტეხლო 2---.14 ლარი და აღნიშნულს დამატებული დაკისრებული სააპლიკაციო საფასური 1-- ლარი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 12 მარტის №----------------- განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 76-81);

 

4.3. 2018 წლის 26 აპრილს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიიღო იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ განცხადება, რომლითაც მოვალე ი-------------–--ის მიმართ მოთხოვნას წარმოადგენს 3---.18 ლარის დაკისრება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 26 აპრილის განცხადება, იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ, განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 105-106);

 

4.4. 2018 წლის 26 მარტს მოვალე ი-------------–--ეს გაეგზავნა №------------------ შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომლითაც ი-------------–--ეს ეცნობა, რომ 2018 წლის 12 მარტს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სადაც აპლიკანტს წარმოადგენს შპს „მ----–---ი“ და აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნა შეადგენს 3---.18 ლარს. ამასთან ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მას შეეძლო განაეხორციელებინას შეტყობინებაში ჩამოთვლილი ერთ-ერთი მოქმედება. აღნიშნული შეტყობინება გაეგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით მოვალე ი-------------–--ეს, შემდეგ ორ მისამართზე ქ.ბათუმი ი-–--------------------------------, რომელიც ადრესატს ვერ ჩაბარდა, ხოლო მერე მისამართზე, ქ.ბათუმი, ე-----------------------–----ლში, ი-------------–--ის მამას, ს---–--------------–--ეს 2018 წლის 29 მარტს ჩაბარდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 26 მარტის №------------------ შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ (ს.ფ. 70-71);

- საქართველოს ფოსტის გზავნილები (ს.ფ. 72-73);

 

4.5. 2018 წლის 16 აპრილს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა ბრძანება №------------------ დავალიანების გადახდევინების შესახებ, აღნიშნული ბრძანებით რესპოდენტ ი-------------–--ეს (პ/ნ: 6----------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 3---.18 ლარის ოდენობით აპლიკანტის შპს „მ----–---“-ის (ს/ნ: 4--------) მიმართ, ამასთან განემარტა გასაჩივრების წესი და ვადა. აღნიშნული ბრძანება ქ.ბათუმი, ე-----------------------–----ში ჩაბარდა ი-------------–--ის დედას დ--–-----------–--ეს 2018 წლის 2 მაისს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 16 აპრილის ბრძანება №------------------ დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 74);

- საქართველოს ფოსტის გზავნილი (ს.ფ. 75);

 

4.6. 2018 წლის 27 აპრილს მოვალე ი-------------–--ეს გაეგზავნა №----------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ი-------------–--ეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაეხადა დაკისრებული თანხა. ამასთან ისიც რომ თანხის გადახდის შემთხვევაში გადასახდელი ექნებოდა მხოლოდ მისთვის დაკისრებული თანხა და კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური - მოთხოვნის 2% არანაკლებ 50 ლარისა. ამასთან მოვალე ი-------------–--ეს ეცნობა, რომ იგი რეგისტრირებული არის მოვალეთა რეესტრში, რის შედეგადაც მას შეეზღუდება რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის (გასხვისების უფლებრივად დატვირთვის) უფლება. ამავე წინადადებაში, მოვალეს განემარტა, რომ მის მიმართ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაყადაღება საბანკო ანგარიშების; აღირიცხება, დაყადაღდება და შეფასება მის საკუთრებაში არსებული ქონება. ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ჩატარდება პირველი იძულებითი აუქციონი. აღნიშნული წინადადება გაიგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით და ი-------------–--ეს პირადად ჩაბარდა ქ.ბათუმი, ე-----------------------–----ში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 27 აპრილის №----------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 108-112);

- საქართველოს ფოსტის გზავნილი (ს.ფ. 113);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და აღსრულების შესახებ ბრძანება. ამავე კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XVI1 თავით დადგენილი გამარტივებული წარმოების პროცედურა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მოცემული დავის ფარგლებში შემოწმებას ექვემდებარება მისი გამოცემის კანონით დადგენილი პროცედურა ანუ აქტის გამოცემის ფორმალური საფუძვლები.

 

7.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

ზემოხსენებული კანონის 912 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამავე კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტით დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო ატყობინებს რესპოდენტს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც მითითებული კანონის 917 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ზემოაღნიშნული ქმედებებიდან ერთ-ერთს. ამავე კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება ??????????? ?????????? ????????? ???????? დადგენილი წესით.

 

7.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 მარტს მოვალე ი-------------–--ეს გაეგზავნა №------------------ შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომლითაც ი-------------–--ეს ეცნობა, რომ 2018 წლის 12 მარტს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სადაც აპლიკანტს წარმოადგენს შპს „მ----–---ი“ და აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნა შეადგენდა 3---.18 ლარს. ამასთან ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მას შეუძლია განახორციელოს შეტყობინებაში ჩამოთვლილი ერთ-ერთი მოქმედება. აღნიშნული შეტყობინება გაეგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით მოვალე ი-------------–--ეს, შემდეგ ორ მისამართზე ქ.ბათუმი ი-–---------------------------------ში, რომელიც ვერ ჩაბარდა ადრესატს, ხოლო მერე მისამართზე, ქ.ბათუმი, ე-----------------------–----ში, ჩაბარდა ი-------------–--ის მამას, ს---–--------------–--ეს 2018 წლის 29 მარტს.

 

ხოლო, 2018 წლის 16 აპრილს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა ბრძანება №------------------ დავალიანების გადახდევინების შესახებ, აღნიშნული ბრძანებით რესპოდენტ ი-------------–--ეს (პ/ნ: 6----------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 3---.18 ლარის ოდენობით, აპლიკანტის შპს „მ----–---“-ის (ს/ნ: 4--------) მიმართ, ამასთან განემარტა გასაჩივრების წესი და ვადა. აღნიშნული ბრძანება ქ.ბათუმი, ე-----------------------–----ში ჩაბარდა ი-------------–--ის დედას დ--–-----------–--ეს 2018 წლის 2 მაისს.

 

ამასთან 2018 წლის 27 აპრილს მოვალე ი-------------–--ეს გაეგზავნა №----------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ი-------------–--ეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაეხადა დაკისრებული თანხა. ამასთან ისიც რომ თანხის გადახდის შემთხვევაში გადასახდელი ექნებოდა მხოლოდ მისთვის დაკისრებული თანხა და კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური - მოთხოვნის 2% არანაკლებ 50 ლარისა. ამასთან მოვალე ი-------------–--ეს ეცნობა, რომ იგი რეგისტრირებული არის მოვალეთა რეესტრში, რის შედეგადაც მას შეეზღუდება რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის (გასხვისების უფლებრივად დატვირთვის) უფლება. ამავე წინადადებაში, მოვალეს განემარტა, რომ მის მიმართ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაყადაღება საბანკო ანგარიშების; აღირიცხება, დაყადაღდება და შეფასება მის საკუთრებაში არსებული ქონება. ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ჩატარდება პირველი იძულებითი აუქციონი. აღნიშნული წინადადება გაიგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით და ი-------------–--ეს ჩაბარდა ქ.ბათუმი, ე-----------------------–----ში.

 

მოსარჩელეს, 2018 წლის 26 მარტის №------------------ შეტყობინების გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში არ წარმოუდგენია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ერთი ღონისძიება, რაც 2018 წლის 16 აპრილს გახდა მის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ №------------------ ბრძანების გამოცემის საფუძველი.

 

სასამართლო კვლავ უთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება ??????????? ?????????? ????????? ???????? დადგენილი წესით, რაც გულისხმობს გამარტივებული წარმოების პროცესში გამოცემული დოკუმენტების მხარეებისათვის ჩაბარებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-77-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტით დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 -ე მუხლებით ხელმძღვანელობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს რომელი მისამართით და რა თანმიმდევრობით იხელმძღვანელებს.

 

დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ გაეგზავნა ორ მისამართზე კერძოდ ქ. ბათუმი ი-–---------------------------------ში, რომელიც ვერ ჩაბარდა ადრესატს, ხოლო მერე მისამართზე, ქ.ბათუმი, ე--------------–- ჩიხი, სახლი 1-ში, ჩაბარდა ი-------------–--ის მამას, ს---–--------------–--ეს, ამდენად ოჯახის წევრზე შეტყობინების ჩაბარება ითვლება ჩაბარებულად, ვინაიდან მამა მოცემულ შემთხვევაში არის ოჯახის წევრი. მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა ის თუ რატომ არ ითვლება მამა მასთან მცხოვრებ პირად, მითუმეტეს, რომ ბოლო გზავნილი მოსარჩელემ იმავე მისამართზე თავად ჩაიბარა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დადასტურებდნენ მის მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიმართ არ დარღვეულა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამარტივებული წარმოების პროცედურა ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, იგი გამოცემულია კანონით დადგენილი პროცედურების საფუძველზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება. საქმის მასალების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა, დაცულია სადავო აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა, ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და შეესაბამება სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი თანხა - 1-- ლარი, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13, 32-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე 2018 წლის 4 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1-- ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე