გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.10.2018
საქმის ნომერი
330310116001559042
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/7589-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: თ---------------;

მოპასუხე: ე-–----- ე--------ი (6----------);

მოპასუხე: ს--–---- ე--------ი (6----------);

წარმომადგენელი: შ--------–-----ე;

მოპასუხე: შ--------–-----ე (პ/ნ 0----------);

მოპასუხე: შპს “D-------” (ს/ნ 4--------);

წარმომადგენელი: ე-–----- ე--------ი (დირექტორი);

მოპასუხე: შპს „O---------” (ს/ნ 4--------);

წარმომადგენელი: შ--------–-----ე (დირექტორი);

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად იქნენ აღიარებული ი.მ ე-–----- ე--------ი (6----------), შპს ,,D-------” (ს/ნ 4--------), ფ/პ ს--–---- ე--------ი (6----------), შპს ,,O---------“ (4--------) და ფ/პ შ--------–-----ე (პ/ნ 0----------) .

 

სარჩელში აღინიშნა, რომ ი/მ „ე-–----- ე--------ი-ს" სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 04 მარტის N5--- ბრძანების საფუძველზე, რის შედეგადაც გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ფასებით 256 091,99 ლარი, რაც დაექვემდებარა საგადასახადო სანქციას თანხით 25 609.2 ლარი, რაზედაც გაეგზავნა „საგადასახადო მოთხოვნა“. საკონტროლო სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერების მონაცემების შესაბამისად ე-–----- ე--------იმ საქმიანობა შეწყვიტა 2015 წლის ნოემბერში. 2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის სექტემბრამდე ე-–----- ე--------ის ბიუჯეტში თანხა არ გადაუხდია, მიუხედავად იმისა, რომ სალარო აპარატის ბრუნვა ამავე პერიოდში შეადგენს 550 000 ლარს. საქმიანობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში გადამხდელმა მოახდინა მის სახელზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდება ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებზე. კერძოდ, 2015 წლის ნოემბრის თვეში ე-–----- ე--------მა 21 508.87 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები მიაწოდა შპს “D-------”-ს (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორი არის თავად, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი - მისი შვილი ს--–---- ე--------ია (პ/ნ 6----------). აღნიშნული ოპერაცია ე-–----- ე--------მა არ დაადეკლარირა, ხოლო შპს “D-------”-მა (ს/ნ 4--------) შესაბამისად შეიმცირა გადასახდელი თანხა (ჩაითვალა დღგ). ი.მ. „ე-–----- ე--------ი“ და “D-------” (ს/ნ 4--------) ფუნქციონირებდნენ ერთსა და იგივე მისამართზე: ქალაქი თ---–------------–-------------------------------, კვ-------–----, სასტუმრო „არ-–-----------" შპს „დ----------“ (ს/ნ 01.12.02.022.0---, სადაც ე-–----- ე--------ის მიერ ფაქტობრივი საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ იჯარის ხელშეკრულება გააფორმა შპს D--------მა 2015 წლის 09 ნოემბერს. ანალოგიურად, 2016 წლის იანვრის თვეში 4500 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები მიაწოდა შპს „O---------”-ს (ს/ნ 4--------), სადაც დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ე-–----- ე--------ის სიძე, შვილის - ს--–---- ე--------ის მეუღლე, შ--------–-----ე. ე-–----- ე--------ის მიერ არ მომხდარა არც ამ ოპერაციის დაბეგვრა (არ წარადგინა დეკლარაცია). 2016 წლის 29 ივნისს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------- ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო ი/მ ე-–----- ე--------ი-ს (პ/ნ 6----------) მთელ ქონებას აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით, ე-–----- ე--------ის (ს/ნ 6----------) საკუთრებაში გააჩნია მხოლოდ ერთი ერთეული ცეცხლსასროლი I------- და 1986 წელს გამოშვებული M------ სედანი, რაც არ არის საკმარისი საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ ე-–----- ე--------ის მიერ დეკლარაციების დროულად წარუდგენლობა, ასევე ძირითადი საშუალებების ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებზე გადაწერა მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე ე-–----- ე--------ი (6----------), აგრეთვე, როგორც შპს „D-------”-ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელის მოტხოვნას და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მოპასუხე შ--------–-----ე, ამასთან, როგორც ს--–---- ე--------ის და შპს „O----------ის" წარმომადგენელი, წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული პოზიციაში, არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

დამატებით განმარტა, რომ, რომ ე-–----- ე--------ი არის მისი მეუღლის მამა ( სიმამრი), რომელიც 1998 წლიდან ეწეოდა სხვასხვა ტიპის სამეწარმეო საქმიანობას, ძირთადად სურსათისა და ვაჭრობის სფეროში. ს--–---- ემხუარზე იქორწინა 2006 წელს. 1999-2012 წლებში მსახურობდა სხვასახვა საჯარო სამსახურში და არანაირი შეხება არ ჰქონია სამეწარმეო საქმიანობასთან. 2013 წლიდან საქმიანობს განათლების სფეროში. არის კ-------ს უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი და კ-------ს აკადემიის დირექტორი. 2013 წელს დააფუძნა შპს „O---------", რომლის საქმიანობა დაკავშირებული იყო ინფორმაციული ტქნოლოგიების და სხვადასხვა ტიპის ტექნიკის ვაჭრობასთან, რაც მალევე შეაჩერა. არანაირი შეხება ე-–----- ე--------ის ბიზნესთან არ ჰქონია. წინაპრების დატოვებული 4 ოთახიანი ბინა დიდუბის რაიონში გაყიდა, იყიდა 2 ბინა, ასევე იყიდა მიწის ნაკვეთი იპოთეკური სესხით. არც ე-–----- ე--------ს არ ჰქონია შეხება მათ უძრავ ქონებასთან და სესხებთან. (დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი აქვს). ს--–---- ე--------ის დაფუძნებულმა კომპანიამ საქმიანობა დაიწყო ე-–----- ე--------ის მიერ იჯარით აღებულ ფართის ერთ ნაწილში, ხოლო ე-–----- ე--------ი საქმიანობას აგრძელებდა იჯარით აღებულ ფართის მეორე ნაწილში (ნახევარ-სარდაფი). ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ე-–----- ე--------მა შეამცირა ბიზნესი და ს--–---- ე--------მა მისგან შეიძინა გარკვეული პროდუქცია. აღნიშნული ოპერაცია განახორციელდა ი/მ ე-–----- ე--------ის ინვენტარიზაციის ჩატარებამდე, საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე, ქონებაზე ყადაღის დადებამდე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ს--–---- ემხუარმა დაფუძნებული კომპანიის მართვა გადასცა ე-–----- ე--------ს. შპს “D--------ისთვის" პროდუქციის მიწოდების პერიოდში ე-–----- ე--------ი არ გახლდათ ამ კომპანიის დირექტორი. დირექტორად დაინიშნა მხოლოდ 7 თვის შემდეგ. ამარიგად, სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 30/12/2010წ) თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე ე-–----- ე--------ის სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 21/09/1998 წელი.

 

3.2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 02/06/2016) თანახმად, შპს ,,D--------ის" (4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 12.04.2013 წელი, 100% წილი მესაკუთრე - ს--–---- ე--------ი (პ/ნ 6----------), დირექტორი 12.04.2013 წლის მდგომარეობით ს--–---- ემუვარი, 02/06.206 წლის მდგომარეობი - ე-–----- ე--------ი (პ/ნ 6----------). ყადაღა/აკრძალვა რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია 17/03/2016წელს, შპს ,,D--------ის" მთელ ქონებაზე. საფუძველი: შეტყობინება N0------, 17.03.2016წ. შემოსავლების სამსახური.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 აგვისტოს N1----- წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ს--–---- ე--------ი (პ/ნ 6----------) რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “D--------ის" (ს/ნ 4--------) კაპიტალში 100%-ანი წილის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (იხ. ს.ფ. 33-34);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.08.2016 წლის წერილი (იხ. ს.ფ. 35);

 

3.3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 12/04/2013) თანახმად, შპს “O----------ის" (4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 12.04.2013 წელი, 100% წილის მფლობელი, პარტნიორი და დირექტორია შ--------–-----ე (პ/ნ 0----------). ყადაღა/აკრძალვ,ა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 აგვისტოს N1----- წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შ--------–-----ე (პ/ნ 0----------) რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “O----------ის" (ს/ნ 4--------) კაპიტალში 100%-ანი წილის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (იხ. ს.ფ. 37-38);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.08.2016 წლის წერილი (იხ. ს.ფ. 24);

 

3.4. სსიპ შემოსავლების სამსხურის 2016 წლის 29 ივნისის N0------- ბრძანების - ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ - თანახმად, ყადაღა დაედო ე-–----- ე--------ის (ს/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსხურის 29.06.2016 წლის N0------- ბრძანება (იხ. ს.ფ. 18);

3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

ამავე სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე სსიპ შემოსავლების სასმსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

 

3.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით, 1) სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდა. 2) გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის და 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებები. 3) ყადაღა დაედო შ--------–-----ის (პ/ნ 0----------) ქონებას: 1. უძრავი ქონება: მისამართი: თბილისი, ვ---------–---------------, საკადასტრო კოდი: N8-----------; ნაკვეთის წინა ნომერი: 8-----------; დაზუსტებული ფართობი 900 კვ.მ. 2. უძრავი ქონება: მისამართი: თბილისი, კ-----–----------–-------–-----------------–---------–-----------–-------–------ საკადასტრო კოდი: N0-------------------------. ს--–---- ე--------ის ქონება: 1) 100%-იანი წილი შპს “D-------”-ში. გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინნისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2016 წლის 18 ოქტომბრის და 25 ოქტომბრის განჩინებები (იხ. ს.ფ. 48-51; 61-62) );

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება (იხ. ს.ფ. 70-79);

- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 103);

 

3.7. საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის მიხედვით, (02.01.2016-16.09.2016) 2016 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, ე-–----- ე--------ის (პ/ნ 6----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს ძირითადი - 34324.96 ლარი; ჯარიმა - 27680 ლარი; საურავი - 4289.66 ლარი;.

 

საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის მიხედვით, (01.01.2018-18.10.2018) 2018 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, ე-–----- ე--------ის (პ/ნ 6----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს ძირითადი - 34324.96 ლარი; ჯარიმა - 27680 ლარი; საურავი - 17367.5 ლარი. დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული - 90665.81 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შედარების აქტი (იხ. ს.ფ 28);

- შედარების აქტო (იხ. ს.ფ. 338);

 

3.8.1. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 10 მარტის ცნობა, რომელის თანახმადაც, შ----- ვარლამის ძე ნ-–-----ე (პირადი N0----------) 1999 წლის 5 აგვისტოდან 2004 წლის 29 დეკემბრამდე ნამდვილად მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, ხოლო 2005 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 20 ივნისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აქედან, 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 15 მარტამდე დაკავებული ჰქონდა: სსიპ - სპეციალური მომზადების ცენტრში - იურისტის თანამდებობა, 2006 წლის 15 მარტიდან 2007 წლის 19 მარტამდე სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის საკადრო და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობა, 2007 წლის 19 მარტიდან 2007 წლის 18 სექტემბრამდე სსიპ- შსს აკადემიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა, ხოლო 2007 წლის 18 სექტემბრიდან 2012 წლის 20 ივნისამდე სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში პრორექტორის თანამდებობა. შ--------–-----ე დათხოვნილია 2012 წლის 20 ივნისიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში „საქართველოს შსს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის „ე“ პუნქტით (სხვა სამსახურში, უწყებაში, სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით), სპეციალური წოდებით „პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი”.

 

3.8.2. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,კ-------ს უნივერსიტეტი-ს" 16.04.2018 წლის ცნობა, რომლის თანახმადაც შ---------–------ (პირადი ნოემრი: 0----------) 08.01.2015 წლიდან არის კ-------ს უნივერსიტეტის კ-------ს ტექნოლოგიების სკოლის დეკანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-10.03.2017 წლის ცნობა (იხ. ს.ფ. 146);

- 16.04.2018 წლის ცნობა. (იხ. ს.ფ. 145).

 

3.9. 2014 წლის 20 ივნისს ე-–----- ე--------სა და სს „ბ------------------ს“ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ე-–----- ე--------მა სესხის სახით აიღო 35 000 აშშ დოლარი.

 

3.10. 2015 წლის 17 აპრილს ე-–----- ე--------სა და სს „პ--------------------ს“ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N11.8---, რომლითაც ე-–----- ე--------მა სესხის სახით აიღო 85 000 ლარი.

 

3.11. 2015 წლის 22 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, შ--------–-----ესა და ეკ----------------–---–- შორის გაფორმდა ხელშეკრულება, კერძოდ შ--------–-----ემ ე-----------------–---–ისგან ისესხა 32 000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა შპს „ს--–-----–--------------------------------“-ს კუთვნილი უძრავი ქონება.

 

3.12. 2016 წლის 30 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, გ-----------------------------–-----------–--–-----–---------------–-------–--------–--------–------ დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც სულ სესხისა და ექვსი თვის სარგებელმა შეადგინა 49 450 დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 164-167);

- საკრედიტო ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 168-170);

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 151-157);

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 158-163).

 

3.13. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი N0--------------- (მომზადების თარიღი 09.11.2015 წელი) - თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქ თბილისი, თემქამ XI მ/რ, კვ-------–----, სასტუმრო ,,ა---–-----ს-თან შპს ,,დ----------" მიმდებარედ შპს “D--------იმ” (ს/ნ 4--------) გააფორმა იჯარის ხელშეკრულება მესაკუთრე რ------------------, N1 შენობა-ნაგებობაზე (კომერციული ფართი: 64კვ.მ.; საზაფხულო ფართი 2.1.კვ.მ. სარდაფი 87.4. კვ.მ) საბოლოო თარიღი 21.12.2019წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (იხ.ს.ფ. 32-33).

 

3.14. საქმეში წარმოდგენილი 15.01.2016 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს „O---------” (ს/ნ 4--------) ი/მ ე-–----- ე--------ისგან შეიძინა 3 დახლ-მაცივარი, საერთო ღირებულებით - 4500 ლარი (686.44ლ. დღგ-ს ჩათვლით). დადასტურების თარიღი: 15.01.2016წ.

 

3.15. საქმეში წარმოდგენილი 13.11.2015 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, შპს “D-------” (ს/ნ 4--------) ი/მ ე-–----- ე--------ისგან შეიძინა საქონელი, საერთო ღირებულებით -21 508.47 ლარი ( 3.280/.95ლარის დღგ-ს ჩათვლით). დადასტურების თარიღი: 20.12.2015წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

15.01.2016 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (იხ. ს.ფ. 46);

13.11.2015 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (იხ. ს.ფ. 47).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე,საქართველოს კონსტიტუციის 94.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

ამ კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ კოდექსის 2.2. მუხლით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

ამ კოდექსის მე-5 მუხლით, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

 

ამ კოდექსის 6.1. მულით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

ამ კოდექსის 20.1. მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 8.24. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

 

ამ კოდექსის 19.1. მუხლით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; თ) პირები ნათესავები არიან; ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს. ამავე ნორმის მე-5 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ი/მ ე-–----- ე--------ის აღაიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად იქნენ აღიარებული ი.მ ე-–----- ე--------ი, შპს ,,D-------”, ფ/პ ს--–---- ე--------ი, შპს ,,O---------“და ფ/პ შ--------–-----ე .

 

საქმის მასალებით დასტურდება და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ ფააქტობრივ გარემოებებს, რომ მოპასუხე ე-–----- ე--------ი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ 21.09.1998 წლიდან (სახელმწიფო რეგისტრაციის N/----------). ამასთან, ე-–----- ე--------ი არის მოპასუხე ს--–---- ე--------ის მამა, მოპასუხე შ--------–-----ეს (ს--–---- ემუხუარის მეუღლე) სიმამრი და შპს ,,D--------ის” (ს/ნ 4--------) დირექტორი 02.06.2016 წლის მონაცემებით. ს--–---- ემუხუარი არის შპს ,,D--------ის” დამფუძნებელი (სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 12/04/2013წ.), 100% წილის მფლობელი. დირექტორი ( 12/04/2013 წლის მონაცემებით.) მოპასუხე შ--------–-----ე არის მოპასუხე ს--–---- ე--------ის მეუღლე, მოპასუხე ე-–----- ე--------ის სიძე (ქალიშვილის მეუღლე) და შპს ,,O----------ის“ (4--------) (სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 12/04/2013წ) დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და დირექტორი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ინდივიდუალურ მეწარმე ე-–----- ე--------ის საგადასახადო შემოწმება და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 04 მარტის N5--- ბრძანებით. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს წარედგინა 01.04.2016 წლის „საგადასახადო მოთხოვნა“. სსიპ შემოსავლების სამსხურის 2016 წლის 29 ივნისის N0------- ბრძანებით ყადაღა დაედო ე-–----- ე--------ის (ს/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. ი/მ ე-–----- ე--------ის საკონტროლო სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერების მონაცემებით, ი/მ ე-–----- ე--------მა საქმიანობა შეწყვიტა 2015 წლის ნოემბერში. შპს “D--------მა" 13.11.2015 წელს შეიძინა ე-–----- ე--------ისაგან საქონელი, ხოლო შპს „O----------მას/ნ 4--------) ი/მ ე-–----- ე--------ისგან შეიძინა საქონელი 15.01.2016წელს. შპს “D-------" საქმიანობას ეწეოდა ე-–----- ეუმხვარის მიერ იჯარით აღებულ ფართის ნაწილში.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების განმარტებაზე საქმეზე №ბს-1195-1189(კ-17), სახელდობრ:

 

,, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად, გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა."

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით, დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელმა ი/მ ე-–----- ე--------მა საკუთრებაში არსებული ინვენტარის გაასხვისა 13.11.2015 წელს შპს “D--------ზე", ხოლო შპს „O----------ზე" 15.01.2016 წელს, ხოლო ი/მ ე-–----- ე--------ის საგადასახადო შემოწმება/ინვენტარიზაცია განხორციელდა 2016 წლის 04 მარტის N5--- ბრძანების საფუძველზე. შემოწმების შედეგად, ინდ. მეწარმეს საგადასახადო მოთხოვნა წარედგინა 01.04.2016 წელს.

 

6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

6.7. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განმარტებაზე საქმეზე Nბს-763-755(კ-16) , სახელდობრ:

 

,, საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზუნველყოფის ღონისძებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები."

 

6.8. ამრიგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

6.9. სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ ის გარემოება, რომ ი/მ ე-–----- ე--------ი არ წარადგინა დეკლარაციეი, ამასთან, ე-–----- ე--------ი, ს--–---- ე--------ი, შ--------–-----ე, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენენ ნათესავებს, ხოლო ე-–----- ე--------ი, ს--–---- ე--------ი, შ--------–-----ე, შპს “D-------" , შპს „O---------” საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენენ განსაკუთრებულ ურთიერთობებში მყოფ პირებს, არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). ამასთანავე ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებას აღნიშნულზე და მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.

 

6.10. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხე იურიდიული და ფიზიკური პირის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ამრიგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების ი.მ ე-–----- ე--------ის (6----------), შპს “D-------”-ის (ს/ნ 4--------), ფ/პ ს--–---- ე--------ის (6----------), შპს „O---------”-ის (4--------) და ფ/პ შ--------–-----ეს ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ტანახმად, ყადაღა დაედო შ--------–-----ის (პ/ნ 0----------) ქონებას: 1. უძრავი ქონება: მისამართი: თბილისი, ვ---------–---------------, საკადასტრო კოდი: N8-----------; ნაკვეთის წინა ნომერი: 8-----------; დაზუსტებული ფართობი 900 კვ.მ. 2. უძრავი ქონება: მისამართი: თბილისი, კ-----–----------–-------–-----------------–---------–-----------–-------–------ საკადასტრო კოდი: N0-------------------------. ს--–---- ე--------ის ქონება: 1) 100%-იანი წილი შპს “D-------”-ში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც ყადაღა დაედო შ--------–-----ის (პ/ნ 0----------) ქონებას: 1. უძრავი ქონება: მისამართი: თბილისი, ვ---------–---------------, საკადასტრო კოდი: N8-----------; ნაკვეთის წინა ნომერი: 8-----------; დაზუსტებული ფართობი 900 კვ.მ. 2. უძრავი ქონება: მისამართი: თბილისი, კ-----–----------–-------–-----------------–---------–-----------–-------–------ საკადასტრო კოდი: N0-------------------------. ს--–---- ე--------ის ქონება: 1) 100%-იანი წილი შპს “D-------”-ში.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1.,,ლ" მუხლის საფუძველზე მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 25-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების - ე-–----- ე--------ის (6----------), შპს “D-------”-ის (ს/ნ 4--------), ფ/პ ს--–---- ე--------ის (6----------), შპს „O---------”-ის (4--------) და ფ/პ შ--------–-----ეს (პ/ნ 0----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან;

4. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი