გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #17031001700182-550
საქმე #3/7-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო გაგნიძე
სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე - მ-----–------–-----ი,მოსარჩელის წარმომადგენელი - ლ---------------ე,მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ,წარმომადგენელი-კ-----------------–---
მესამე პირი (მოპასუხე) - დ--------------------–---–ი, ნ------–----–---–ი,დავის საგანი - ინდივიდუალური ადმიისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 სექტემბრის #8-------------- გადაწყვეტილება.
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 201- წლის 1- აგვისტოს # 8--------------- გადაწყვეტილება.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 იანვრის #----- გადაწყვეტილება.
1.4. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 06 იანვრის #8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება.
1.5. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 16 იანვრის #8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება.
1.6. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 17 თებერვლის 8-------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.
1.7. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება #8---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.8. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს მ-----–----–-----ის განცხადების (რეგისტრაციის #8-----------) საფუძველზე ცვლილების რეგისტრაცია.
სარჩელის საფუძველი:
მოსარჩელე მ-----–----–-----ს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში საკუთრების უფლებით ერიცხება უძრავი ქონება 0,058 ჰა მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით. უძრავი ქონების სარეგისტრაციო #8-----------. ხსენებული უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად 17.10.2006 წელს, ანუ არ არის რეგისტრირებული ელექტრონული საკადასტრო მონაცემებით. მომიჯნავედ მდებარეობს დ-------- თ--------–---–ის საკუთრებაში არსებული ქონება, მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, რეგისტრირებული ს/კ 8-----------. მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ჰყოფს სასაზღვრო მიჯნა. მიჯნა არსებობდა მათ მიერ ხსენებული უძრავი ქონების შეძენამდე. სასაზღვრო მიჯნიდან დაშორებით მ-----–----–-----ს აშენებული აქვს შენობა-ნაგებობა, რომლის მშენებლობის თაობაზე არ მიუმართავს არქიტექტურის სამსახურისათვის და საჭირო დოკუმენტაცია არ უწარმოებია. დ-------- თ--------–---–მა განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას უკანონო მშენებლობის თაობაზე და მოითხოვა მათი რეაგირება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება, მათ მიერ 2016 წლის 8 სექტემბერს მიღებული იქნა მითითება #1-. ვინაიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი რეგისტრირებული არაა ელექტრონული საკადასტრო მონაცემებით საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მიზნით 2016 წლი 21 ნომბერს მ-----–----–-----მა მიმართა საჯარო რეესტრს (განცხადების რეგისტრაციის 8-----------), წარუდგინა აზომვითი ნახაზი. თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების თანახმად წარდგენილი ნახაზისა და რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ფიქსირდება ზედდება, რის შემდეგ საჯარო რეესტრმა დანიშნა სანოტარო მედიაცია ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად. სანოტარო მედიაციამ შედეგი ვერ გამოიღო, ვერ მორიგდნენ მხარეები. სანოტარო მედიაციაზე არც გამოცხადდა დ-------- თ--------–---–ი. სარეგისტრაციო სამსახურმა 2017 წლის 06 იანვარს და 16 იანვარს მიიღო 8-------------- და 8-------------- გადაწყვეტილებები, რითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ შეწყდა სანოტარო მედიაცია და მოთხოვნილ იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. კორექტირებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს ვერ წარადგენდა მოსარჩელე, რადგან ნახაზი წარადგინა ნივთის ფაქტობრივი მიჯნების და კონფიგურაციის შესაბამისი. ზემოხსენებული გადაწყვეტილებები მოსარჩელემ მიიჩნია უკანონოდ და გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ასევე მოთხოვნილ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირების დ-------- თ--------–---–ის და ნ------–----–---–ის ჩაბმა. ზეპირი მოსმენის ჩანიშვნა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება და საკადასტრო აზომვის ჩატარება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარით უპასუხა ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილის განხილვაზე, კერძოდ ს/კ 8----------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მოთხოვნის ნაწილში, რაც ასევე უკანონოა და ბათილად საცნობი. საჯარო რეესტრს კომპეტენციის ფარგლებში უნდა გაერკვია რეგისტრაციის კანონიერების საკითხი, საკადასტრო მონაცემების უზუსტობა საკითხი და მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა მოსარჩელის კანონიერი უფლება და ინტერესი. არ გამოიკვლია საქმის გარემობები და არ შეაფასა. ცალსახად უკანონოა გადაფარვის ნაწილში მესამე პირების საკუთრებად ქონების რეგისტრაცია, რის თაობაზეც უნდა ემსჯელა სააგენტოს და ხსენებული საკითხის გარკვევისა და გადაწყვეტის შემდეგ აღარ იარსებებდა გადაფარვა და მ-----–----–-----ის განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი. მ-----–----–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, ასევე დ-------- თ--------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი რეგისტრირებულია არასწორი კოორდინატებით, ვინაიდან ფაქტობრივად არსებულ სასაზღვრე მიჯნას არ ედრება რეგისტრაციის მიხედვით ნივთის ადგილმდებარეობა და ს/კ 8----------- ნივთის რეგისტრაცია ნაწილობრივ ფარავს მ-----–----–-----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს. ადმინისტრაციული აქტებით ნ------–----–---–ის და შემდგომ დ-------- თ--------–---–ის საკუთრებად ქონების რეგისტრაციით დაირღვა მოსარჩელის კანონიერი უფლება და ინტერესი, ვინაიდან მ-----–----–-----ი ვერ ირეგისტრირებს დაზუსტებული საკადასტრო მახასიათებლებით თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს. ნ------–----–---–ის და შემდგომში დ-------- თ--------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას გააჩნია ფაქტობრივი მიჯნები. მხარეთა შორის მიჯნაზე რაიმე დავა არ არსებობს. ნ------–----–---–ის მიერ არ მომხდარა მ-----–----–-----ის საკუთრებაში არსებული ნივთის ნაწილის გასხვისება, მან გაასხვისა თავისი კუთვნილი ნივთი არასწორი საკადასტრო კოორდინატებით. ნივთის რეგისტრაცია არღვევს მოსარჩელის უფლებას. მოსარჩელე არაერთჯერ ესაუბრა დ-------- თ--------–---–ს პრობლემის მოგვარების მიზნით, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო. იმის ნაცვლად, რომ სასაზღვრო მიჯნის შესაბამისად დაეზუსტებინათ რეგისტრაცია დ-------- თ--------–---–მა საჩივრით მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს, რომ მოსარჩელეს უკანონოდ აქვს აშენებული შენობა-ნაგებობები, რაც იჭრება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ზედამხედველობის სამსახურს დ. თ--------–---–მა წარუდგინა ინფორმაცია, რომ სასაზღვრე მიჯნის დაზუსტების თაობაზე და უძრავის ნივთის სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტების თაობაზე დაწყებული იყო ადმინისტრაციული წარმოება საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8-------------- და 8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება 8-------------- ბათილად ცნობის და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების თაობაზე და 2017 წლის 15 მარტის #8------ გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რითაც დაირღვა მოსარჩელის უფლება და ინტერესი, მან ვერ შეძლო თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების და ფართობის დაზუსტება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირმა დ-------- თ--------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ------–----–---–ის სახელზე ჯერ კიდევ 2001 წლის ამონაწერის თანახმად ირიცხებოდა 0,062 ჰა მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი. აღნიშნულის უფლების დამდგენ დოკუმენტად წარდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტი და მიწის განაწილების სია. 2012 წლის 17 სექტემბერს მომზადებული იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც შესაბამისობაშია მიწის ნაკვეთის სქემატურ გეგმასთან, საქმეში წარმოდგენილია ასევე მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის დაკვალვის აქტი, მომზადებული ი/მ ნ--------------ის მიერ. სწორედ ასეთი სახით ასეთი კონფიგურაციითა და კოორდინატებში არის განხორციელებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და ასეთივე სახით შეიძინა მან 201- წლის 08 აგვისტოს. შესაბამისად ნ------–----–---–ის საკუთრების რეგისტრაცია და შემდგომ დ-------- თ--------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
3.2. მესამე პირი ნ------–----–---–ი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ფაქტობრივი გარემოებები:
4. 1. 2006 წლის 09 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრის #1-1-40) თანახმად, მ-----–----–-----მა შეიძინა თეთრიწყაროს რაიონი, სოფელ ა--------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 580 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი #8-----------). ნასყიდობის საგანთან ერთად მყიდველის საკუთრებაში გადადის მთელი საცხოვრებელი სახლის საერთო სარგებლობისა და მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და საერთო საკუთრებაში არსებული შენობის (შენობის ნაწილი რომელიც არის თანასაკუთრება) ნაწილის შესაბამისად ნასყიდობის საგნის საერთო ფართის (თანასაკუთრებაში არსებული ფართის პროპორციული წილი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2006 წლის 09 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ტომი 1, ს.ფ. 17-23;
4.2. 2012 წლის 04 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ნ------–----–---–ის განცხადება 8-----------, რომელმაც მოითხოვა საკუთრების უფელბის რეგისტრაცია თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ ა--------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
2012 წლის 20 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა 8------------3 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის 2012 წლის 20 სექტემბრის 8------------3 გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 51;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 1, ს.ფ. 52-53;
4. 3. 201- წლის 07 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, დ-------- თ--------–---–მა ნ------–----–---–ისაგან შეიძინა თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ ა--------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობით 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი #8-----------).
201- წლის 1- აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა 8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 201- წლის 07 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ტომი 1, ს.ფ. 58-59;
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 1- აგვისტოს #8-------------- გადაწყვეტილება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 1, ს.ფ. 56-57;
4.4. 2016 წლის 21 ნოემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მ-----–----–-----მა (პირადი ნომერი 0----------) და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ა--------ში მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-----–----–-----ის განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 24; 115-119;
4.5. დაინტერესებულმა პირმა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი 667 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-----–----–-----ის მიერ წარდეგნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ტომი 1, ს.ფ. 2-;
4.6. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 (28.11.2016) გადაწყვეტილებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთის და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება დაინტერესებულ პირს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 (28.11.2016) გადაწყვეტილება,ტომი 1, ს.ფ. 2--27; 140;
4.7. 2016 წლის 02 დეკემბერს მ-----–----–-----მა დამატებით წარადგინა პირადი განცხადება, რომელშიც დაინტერესებული პირი უთითებს, რომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი მომზადდა უძრავი ნივთის სასაზღვრე მიჯნების და ფართობის შესაბამისად და მისი კორექტირება გამოიწვევს არაზუსტი მონაცემებისა და კოორდინატების რეგისტრაციას. ხსენებული წერილის საფუძველზე დაინტერესებულმა პირმა ასევე მოითხოვა სანოტარო მედიაცია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მ-----–----–-----ის 2016 წლის 02 დეკემბრის განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 12-;
4.8. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------10 (09.12.2016) გადაწყვეტილებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთის და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან. დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი ნოტარიუსი ც-------------ე. მედიატორ ნოტარიუსთან, შესაბამის საკითხზე შეხვედრა დანიშნულ იქნა 2016 წლის 16 დეკემბერს 14:00-14:30 საათზე, ი-–---------------------------. დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ მედიაცია სრულდება სანოტარო მედიაციისათვის მიმართვიდან/საქმეში მედიატორის (მედიატორების) ჩართვიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. შეთანხმების მიუღწევლობის ან სანოტარო მედიაციის შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მხარეთა შორის ფორმდება მედიაციის შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი (მედიატორები), ხოლო ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი. მედიაციის შეთანხმება მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველია. ასევე, სანოტარო მედიაციის შედეგად გაფორმებული მორიგების აქტი მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველია. ამასთან, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სამუშაოები, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) სრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------10 (09.12.2016) გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 32-33;
4.9. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------15 (20.12.2016) გადაწყვეტილებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთის და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან. დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი ნოტარიუსი ც-------------ე. მედიატორ ნოტარიუსთან, შესაბამის საკითხზე შეხვედრა დანიშნულ იქნა 2016 წლის 2- დეკემბერს 14:00-14:30 საათზე, ი-–---------------------------. დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ მედიაცია სრულდება სანოტარო მედიაციისათვის მიმართვიდან/საქმეში მედიატორის (მედიატორების) ჩართვიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. შეთანხმების მიუღწევლობის ან სანოტარო მედიაციის შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მხარეთა შორის ფორმდება მედიაციის შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი (მედიატორები), ხოლო ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი. მედიაციის შეთანხმება მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველია. ასევე, სანოტარო მედიაციის შედეგად გაფორმებული მორიგების აქტი მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველია. ამასთან, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სამუშაოები, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) სრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------15 (20.12.2016) გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 36-37;
4.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8-------------- (06.01.2017), №8-------------- (16.01.2017) გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს განუმარტა მეორე მხარის გამოუცხადებლობის გამო მედიაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ. დაინტერესებულ პირს ეთხოვა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8-------------- (06.01.2017), №8-------------- (16.01.2017) გადაწყვეტილებები, ტომი 1, ს.ფ. 38-39;
4.11. 2017 წლის 24 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მ-----–----–-----მა და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8-------------- (06.01.2017), №8-------------- (16.01.2017) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 იანვრის #----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ-----–----–-----ს 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლის მოთხოვნის ნაწილში ადმინისტრაციული საჩვრის განხილვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 იანვრის #----- გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 47-48;
4.12. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8-------------- (17.02.2017) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნო №8----------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8-------------- (17.02.2017) გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 40;
4.1-. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ა--------ში მდებარე უძრავ ნივთზე №2- მიწის განაწილების სიის საფუძველზე რეგისტრირებულია ო------------–---ს (პირადი ნომერი 0----------) საკუთრების უფლება (განცხადების რეგისტრაციის ნომერი 8-----------, თარიღი: 31.10.2001). ხსენებულ უძრავ ნივთზე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (რეესტრში რეგისტრაციის №1-1-40, თარიღი: 09.10.2006, ნოტარიუსი თ. გ---–---) რეგისტრირებულია მ-----–----–-----ის (პირადი ნომერი 0----------) საკუთრების უფლება ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაუზუსტებელი მიწის ფართობი - 580.00 კვ.მ (საკადასტრო კოდი - 8-----------). მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულია საკადასტრო რუკა (საკადასტრო კოდი - 8-----------), რომლის მოსარგებლის გრაფაში მითითებული ო------------–--- გადახაზულია და მითითებულია მ-----–----–-----ი მიწის ფართობი შეადგენს 0.058 ჰა, მიწის ნაკვეთის გვერდების ზომებია - 34.3 მ, 15.6 მ, 41.1 მ, 16.2 მ. №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთის გვერდების ზომებია - 33.66 მ, 18.9 მ, 37.35 მ, 19.91 კვ.მ, მიწის ნაკვეთის ფართობი - 667 კვ.მ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-----–----–-----ის საკუთრების რეგისტრაციის მასალები, ტომი 1, 158-168; ტომი 2, ს.ფ. 48-51;
4.14. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ა--------ში მდებარე უძრავ ნივთზე №2- მიწის განაწილების სიის საფუძველზე რეგისტრირებულია ნ------–----–---–ის (პირადი ნომერი 0---------5) საკუთრების უფლება (დაუზუსტებელი მიწის ფართობი - 620 კვ.მ), №8-------------- (20.09.2012) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დაზუსტდა მიწის ნაკვეთის ფართობი და საზღვრები (მიწის ნაკვეთის ფართობი - 600 კვ.მ, №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთვის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №5---, თარიღი: 12.08.1996) გაიცა შესაბამისი საკადასტრო გეგმა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი - 8----------- წინა საკადასტრო კოდი - 8-----------). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (თარიღი: 07.08.201-, დამოწმებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ) რეგისტრაციის შესახებ №8-------------- (1-.08.201-) გადაწყვეტილებით რეგისტრირებულია დ-------- თ--------–---–ის (პირადი ნომერი 0----------) საკუთრების უფლება დაზუსტებული მიწის ფართობი - 600.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი - 8-----------). მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულია საკადასტრო რუკა (საკადასტრო კოდი - 8-----------), რომლის მოსარგებლის გრაფაში მითითებულია ნ------–----–---–ი მიწის ფართობი შეადგენს 0.062 ჰა, მიწის ნაკვეთის გვერდების ზომებია - 41.1 მ, 15.1 მ, 41.9 მ, 15.1 მ. №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მიწის ნაკვეთის ზომებია 40X15;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ნ------–----–---–ის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო მასალები, ტომი 1, ს.ფ. 51-62; 95-100; 1-5; 1-8; 141; 145-151; 155-157; 200;
4.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მარტის #8---- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ-----–----–-----ის (პირადი ნომერი 0----------) წარმომადგენელს ლ---------------ეს (პირადი ნომერი 3----------) №3------- (თარიღი: 24.01.2017 წ.) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის №8-------------- (06.01.2017), №8-------------- (16.01.2017), სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის №8-------------- (17.02.2017) შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მარტის #8---- გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 237-243;
4.16. სარეგისტრაციო უძრავ ნივთსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და ზედდება წარმოადგენს 70.14 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ზედდების ამსახველი ნახაზი, ტომი 1, ს.ფ. 275 , ტომი 2, ს.ფ. 91-93;
4.17. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 17 მაისს მოხდა ოქმის შედგენა ფაქტების კონსტანტაციის შესახებ და მოხდა სასაზღვრო მიჯნის მდგომარეობის აღწერა დასურათება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, ფოტოსურათები, ტომი 1, ს.ფ. 307-311; 298-305;
4.18. 2017 წლის 23 ივნისის #1 წერილის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელს 2017 წლის 27 აპრილის წერილის პასუხად შპს "კ---------ის" დირექტორის მიერ ეცნობა, რომ შპს "კ---------ი" აზომვითი ნახაზების მომზადების დროს აზომვით ნახაზებს ამზადებდა უძრავი ნივთს ადგილზე აზომვის და საკადასტრო კორდინატების აღების შემდეგ. მუშაობდნენ ხელის GPS-ით ასაზომი ხელსაწყოთი. როგორც შემდგომ გაირკვა იძლეოდა გარკვეული სახის ცდომილებას ელექტრონული კოორდინატების აღების დროს, რაც შესაბამისად აისახებოდა აზომვით ნახაზზე. ზუსტი კოორდინატების ამსახველი ხელსაწყო შპს "კ---------ს" არ ჰქონია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ლ---------------ის 2017 წლის 27 აპრილის წერილი, ტომი 1, ს.ფ. 297;
- შპს "კ---------ის" დირექტორის 2017 წლის 23 ივნისის #1 წერილი, ტომი 2, ს.ფ.11;
4.19. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მარტის #0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ა--------ში 2001 წლის 31 ოქტომბერს მომზადებულ #8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ საკადასტრო რუკაზე არსებული 0,062 ჰა მიწის ნაკვეთის გაორიენტირება (ადგილმდებარეობის დადგენა) სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში დიდი სიზუსტით შეუძლებელია. შესაბამისად საინჟნრო-ტექნიკური ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს იმის შესახებ რამდენად შეესაბამება ხსენებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა საჯარო რეესტრში #8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. ასევე 2001 წლის 31 ოქტომბერს მომზადებულ #8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ საკადასტრო რუკაზე არსებული 0,058 ჰა მიწის ნაკვეთის გაორიენტირება (ადგილმდებარეობის დადგენა) სახელმწიფო გეოდეზიურ კორდინატთა სისტემაში დიდი სიზუსტით შეუძლებელია. შესაბამისად საინჟნრო-ტექნიკური ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს იმის შესახებ რამდენად შეესაბამება ხსენებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა 2016 წლის 14 ნოემბერს შპს "g-------"მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ 667 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე საინჟნრო-ტექნიკური ექსპერტიზა ასევე ვერ იმსჯელებს იმის შესახებ რამდენად შეესაბამება #8----------- და #8----------- საკადასტრო კოდებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გამყოფი საზღვრის (მიჯნის) ადგილმდებარეობა ფაქტობრივად არსებულ საზღვრის/მიჯნის (ღობის) ადგილმდებარეობას.
თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ა--------ში 2001 წლის 31 ოქტომბერს მომზადებულ #8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ საკადასტრო რუკაზე არსებული 0,062 ჰა მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია შეესაბამება საჯარო რეესტრში #8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას, ხოლო გაბარიტული ზომებიდან ძირითადი სხვაობა ფიქსირდება ნაკვეთის სიგრძეებში. კერძოდ რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით ჩრდილოეთ ნაწილში არსებული ნაკვეთის სიგრძე შეადგენს 38,35 მ-ს, ხოლო საკადასტრო რუკის მიხედვით ხსენებულ ნაწილას არსებული სიგრძე შეადგენს 41,1 მ-ს (სხვაობა 2,75 მ). რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით სამხრეთ ნაწილში არსებული ნაკვეთის სიგრძე შეადგენს 40.21 მ-ს, ხოლო საკადასტრო რუკის მიხედვით ხსენებულ ნაწილას არსებული სიგრძე შეადგენს 41,9 მ-ს (სხვაობა 1,69 მ). განსხვავებაა ასევე ფართებს შორის, კერძოდ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 600 კვ.მ., ხოლო საკადასტრო რუკის მიხედვით შეადგენს 620 კვ.მ. (სხვაობა 20 კვ.მ. - იხ. დანართი #1)
თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ა--------ში 2001 წლის 31 ოქტომბერს მომზადებულ #8----------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ საკადასტრო რუკაზე არსებული 0,058 ჰა მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია ძირითადად შეესაბამება 2016 წლის 14 ნოემბერს შპს "g-------"-ის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ 667 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას, ხოლო გაბარიტულიო ზომები ძირითადად არ შეესაბამება. კერძოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით დასავლეთ ნაწილში არსებული ნაკვეთის სიგანე შეადგენს 18.89 მ-ს., ხოლო საკადასტრო რუკის მიხედვით შეადგენს 16,2 მ-ს. (სხვაობა 2,69 მ.) საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ნაკვეთის სიგანე შეადგენს 19,89 მ-ს, ხოლო საკადასტრო რუკის მიხედვით შეადგენს 15,6 მ-ს (სხვაობა 4,29 მ) საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით სამხრეთ ნაწილში არსებული ნაკვეთის სიგრძე შეადგენს 37,32 მ-ს, ხოლო საკადასტრო რუკის მიხედვით შეადგენს 41,1 მ-ს (სხვაობა 3,78 მ). განსხვავებაა ასევე ფართებს შორის. კერძოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 667 კვ.მ., ხოლო საკადასტრო რუკის მიხედვით შეადგენს 580 კვ.მ.-ს (სხვაობა 40 კვ.მ. -იხ. დანართი #2) (სასამართლო სხდომაზე ექსპერტის მიერ დაზუსტებული და შესწორებული იქნა მის მიერ გაცემული დასკვნა. მან განმარტა, რომ დასკვნაში მითითებული "სხვაობა 40 კვ.მ" -ის ნაცვლად უნდა იყოს " სხვაობა 87 კვ.მ.").
თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ა--------ში მდებარე #8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული საზღვრის ადგილმდებარეობა არ შეესაბამება ფაქტობრივი გამყოფი საზღვრის/მიჯნის (ღობის) ადგილმდებარეობას (იხ. დანართი #3).
2016 წლის 14 ნოემბერს შპს "g-------"-ს მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული 667 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში არსებული საზღვრის ადგილმდებარეობა ძირითადად შეესაბამება ფაქტობრივად არსებულ გამყოფ საზღვრის/მიჯნის (ღობის) ადგილმდებარეობას, სხვაობა ფიქსირდება მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში (დანართი #4).
თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ა--------ში მდებარე #8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 2016 წლის 14 ნოემბერს შპს "g-------"-ის მიერ შესრულებულ საკადასატრო აზომვით ნახაზზრ ასახულ 667 კვ.მ. მიწის ნაკვეთს შორის ხდება ურთიერთგადაფარვა. კეროდ გადაფარვა მერყეობს 2,65 მ-იდან 1.37 მ-მდე. (იხ. დანართი #5).
ექსპერტიზის დასკვნაზე გაკეთებილია ექსპერტის მიერ შენიშვნა. კერძოდ, #8----------- მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა განსხვავდება საჯარო რეესტრში ხსენებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისაგან. კერძოდ, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ფაქტობრივ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში წანაცვლებულია სამხრეთისაკენ (სასამართლო სხდომაზე დააზუსტა ექსპერტმა და მიუთითა, რომ "წანაცვლებულია სამხრეთისაკენ" ნაცვლად უნდა იყოს "წანაცვლებულია ჩრდილოეთისკენ") (ფაქტობრივი მდგომარეობით ხსენებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 589 კვ.მ.-ს) (იხ. დანართი #6). გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ მ-----–----–-----ის მფლობელობაში არსებული 1 სართულიანი დამხმარე შენობა-ნაგებობის (იხ. ფოტოილუსტრაცია) ნაწილი მოქცეულია საჯარო რეესტრში #8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრების შიგნით (იხ. დანართი #6).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მარტის #0-------- ექსპერტიზის დასკვნა, ტომი 2, ს.ფ. 55-70;
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. დადგენილია, რომ მ-----–----–-----ის უძრავი ქონებასა (ს/კ 8----------- ) და ნ------–----–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ 8----------- წინა კოდი ს/ნ 8-----------) შორის არსებობს მყარი სასაზღვრო მიჯნა-ღობე.
4.2.2. დადგენილია, რომ ნ------–----–---–ის და ამჟამინდელი მესაკუთრის დ-------- თ--------–---–ის დაზუსტებული რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე ს/კ 8-----------, არ შეესაბამება უძრავი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას და სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი საკადასტრო ნახაზი არასწორია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთებული არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
- ექსპერტიზის დასკვნა;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი დასკვნა:
4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’, ”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.3. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 იანვრის #8--------------, 2017 წლის 16 იანვრის #8--------------, 2017 წლის 17 თებერვლის #8-------------- გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მარტის #8---- გადაწყვეტილება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოს, ერთ-ერთი ძირითადი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებაა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია. ამ უმნიშვნელოვანესი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მინიჭებით, კანონმდებელმა მას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და მისი საჯარო წესრიგთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა დააკისრა. სწორედ ამიტომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება, ზოგადად, მმართველობითი ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებული, ამავე კოდექსით დადგენილი, უმნიშვნელოვანესი პრინციპები, მათ შორის კანონიერების, გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვისა და სხვა პრინციპები;
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია;
სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, პუნქტები „კ-ლ“);
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ პუნქტის მიხედვით, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან;
მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას აწარმოებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ,,კ–ლ“ პუნქტებით განსაზღვრული და მე–9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები;
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად და თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთის ფართობს;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მას მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში 2006 წლის 09 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრის #1-1-40) თანახმად, მ-----–----–-----მა შეიძინა თეთრიწყაროს რაიოსი, სოფელ ა--------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 580 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი #8-----------) და შესაბამისი შესწორება იქნა შეტანილი მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათსა და საკადასრტო რუკაზე.
2016 წლის 21 ნოემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მ-----–----–-----მა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ა--------ში მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია; მან მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი 667 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე; სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 (28.11.2016) გადაწყვეტილებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთის და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება დაინტერესებულ პირს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი; 2016 წლის 02 დეკემბერს მ-----–----–-----მა დამატებით წარადგინა პირადი განცხადება, რომელშიც დაინტერესებული პირი უთითებს, რომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი მომზადდა უძრავი ნივთის სასაზღვრე მიჯნების და ფართობის შესაბამისად და მისი კორექტირება გამოიწვევს არაზუსტი მონაცემებისა და კოორდინატების რეგისტრაციას. ხსენებული წერილის საფუძველზე დაინტერესებულმა პირმა ასევე მოითხოვა სანოტარო მედიაცია; სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------10 (09.12.2016) გადაწყვეტილებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთის და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან. დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი ნოტარიუსი ც-------------ე. მედიატორ ნოტარიუსთან, შესაბამის საკითხზე შეხვედრა დანიშნულ იქნა 2016 წლის 16 დეკემბერს 14:00-14:30 საათზე, ი-–---------------------------, რომელიც ვერ შედგა. აღნიშნულის გათვალისწინებით დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8-------------- (06.01.2017), №8-------------- (16.01.2017) გადაწყვეტილებებით ეთხოვა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის წარდგენა. ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8-------------- (17.02.2017) გადაწყვეტილებით №8----------- სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. სააგენტოში 2017 წლის 14 მარტს გამართულ ზეპირ მოსმენაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ უძრავი ნივთების კორექტირების შესახებ. მ-----–----–-----ის წარმომადგენელი ლ---------------ე მიიჩნევს, რომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ზუსტად შეესაბამება ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდებარეობას და საზღვრებს, თუმცა დ-------- თ--------–---–ი არ ეთანხმება მ-----–----–-----ის №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთის საზღვრებს და უარს აცხადებს მ-----–----–-----ის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირებაზე;
2017 წლის 24 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 3------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მ-----–----–-----მა და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 06 იანვრის #8-------------- და 2017 წლის 16 იანვრის #8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 იანვრის 3---3 გადაწყვეტილებით მ-----–----–-----ის ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8-------------- (06.01.2017), №8-------------- (06.01.2017) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტომ იმსჯელა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8-------------- (17.02.2017) გადაწყვეტილების კანონიერებაზე და აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა №8-------------- (17.02.2017) გადაწყვეტილებით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება. გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8-------------- (06.01.2017), №8-------------- (16.01.2017) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ№8-------------- (17.02.2017) გადაწყვეტილებები კანონიერია და მათი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული გაუქმების საფუძველი არ არსებობს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მარტის 8---- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ-----–----–-----ის წარმომადგენელს ლ---------------ეს №3------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 06 იანვრის და №8-------------- და 2017 წლის 16 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილებების, 2017 წლის 17 თებერვლის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის №8-------------- შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში;
საქმეში წარმოდგენილი საქმის მასალების დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მიღებული იქნა გადაწყვეტილებები, რომელთა გამოცემის დროს დარღვეული არ ყოფილა კანონის მოთხოვნები. შესაბამისად მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცმულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძლები.
6.4. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 სექტემბრის #8--------------, 201- წლის 1- აგვისტოს # 8--------------- გადაწყვეტილება და ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 იანვრის #----- გადაწყვეტილება.
2012 წლის 04 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ნ------–----–---–ის განცხადება 8-----------, რომელმაც მოითხოვა საკუთრების უფლების დაზუსტებული რეგისტრაცია თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ ა--------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
2012 წლის 20 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა 8------------3 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
201- წლის 07 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, დ-------- თ--------–---–მა ნ------–----–---–ისაგან შეიძინა თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ ა--------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობით 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი #8-----------).
201- წლის 1- აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა 8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად უძრავი ქონება ს/კ 8-----------, დაზუსტებული ფართობის 600 კვმ, სასოფლო სამეუნეოო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა დ-------- თ--------–---–ი.
2017 წლის 24 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მ-----–----–-----მა და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8-------------- (06.01.2017), №8-------------- (16.01.2017) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 იანვრის #----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ-----–----–-----ს 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლის მოთხოვნის ნაწილში ადმინისტრაციული საჩვრის განხილვაზე.
საკუთრების უფლების სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია და მათი სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს პირის მიერ მოპოვებული საკუთრების უფლების სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი, უპირველესად კი რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი და მათ არქივში დაცული ინფორმაცია.
დადგენილია, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით 2006 წლის 09 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია მ-----–----–-----ის საკუთრების უფლება ს/კ 8-----------, ხოლო 2012 წლის 20 სექტემბერს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე ს/კ 8-----------, დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული იქნა ნ------–----–---–ზე, ხოლო 201- წლის 07 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ------–----–---–ის საკუთრებაში უძრავი ქონება დარეგისტრირდა დ-------- თ--------–---–ის საკუთრებად.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრში ნ------–----–---–ისა და შემდგომ დ-------- თ--------–---–ის სახელზე რეგისტრირებული დაზუსტებული საკუთრების უფლების მონაცემთა სიზუსტე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი არასწორია, იგი არ შეესაბამება უძრავი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, უძრავი ქონების მახასიათებლებს და კონფუგურაციას.
მოსარჩელე მ-----–----–-----ი მიუთითებს, რომ მის მიერ მიწის ნაკვეთის აზომვა მოხდა ფაქტობრივი საზღვრის დაცვით, ხოლო მესამე პირის მიერ არასწორად არის აზომილი მიწის ნაკვეთი და სცილდება სამეზობლო საზღვარს-ღობეს (მათი წინამორბედი მესაკუთრეების მიერ გავლებული იყო და დღესაც არის ღობე). საქმის განხილვის დროს მესამე პირის დ-------- თ--------–---–ის მიერ განმარტებული იქნა, რომ ღობის ადგილდებარეობა არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც მან შეიძინა მიწის ნაკვეთი. ამავდროულად მან განმარტა, რომ ღობე რეალურად უნდა ყოფილიყო გადაწეული მ-----–----–-----ის მხარეს. მის მიერ ასევე განმარტებული იქნა, რომ მის მიერ ღობის მდებარეობა სადავოდ არ გამხდარა, არც ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას და არც შემდგომ.
დადგენილია, რომ დ-------- თ--------–---–ის მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთი ზედდებაშია მ-----–----–-----ის მიერ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით საკადასტრო ნახაზზთან. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე გაკეთებილი ექსპერტის შენიშვნის თანახმად, #8----------- მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა განსხვავდება საჯარო რეესტრში ხსენებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისაგან. კერძოდ, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ფაქტობრივ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში წანაცვლებულია სამხრეთისაკენ (სასამართლო სხდომაზე დააზუსტა ექსპერტმა და მიუთითა, რომ "წანაცვლებულია სამხრეთისაკენ" ნაცვლად უნდა იყოს "წანაცვლებულია ჩრდილოეთისკენ") (ფაქტობრივი მდგომარეობით ხსენებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 589 კვ.მ.-ს) (იხ. დანართი #6). გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ მ-----–----–-----ის მფლობელობაში არსებული 1 სართულიანი დამხმარე შენობა-ნაგებობის (იხ. ფოტოილუსტრაცია) ნაწილი მოქცეულია საჯარო რეესტრში #8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრების შიგნით. საქმეზე დაკითხული ექსპერტის მიერ ასევე განმარტებული იქნა, რომ მ-----–----–-----ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი საკადასტრო ნახაზიც არ შეესაბამება უძრავი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას.
შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ უძრავ ქონებაზე ს/კ 8----------- რეგისტირირებული დაზუსტებული მონაცემები არასწორია. იგი არ შეესაბამება როგორც უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს, ასევე ფაქტობრივ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 201- წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.
სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილიარ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ანარგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციულიწარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები; შეაგროვოს ცნობები; მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; დანიშნოს ექსპერტიზა; გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია გამოიყენოს ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობები და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამდენად, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებადა გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, რა დროსაც უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, რათა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების შედეგად არ დარჩეს კითხვის ნიშნები და არ მოხდეს დაინტერესებული მხარის ინტერესის ან უფლების უკანონო ან დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში Nბს-180-177(კ-15) განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას''.
1996 წლის 14 ნოემბერს მიღებულ იქნა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში - ,,კანონი“; ძალადაკარგულია საქართველოს 12.28.2005 №2-35 კანონით), რომლის შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახორციელებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ყოველ რეგისტრატურაში ინახებოდა მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები წარმოადგენდა ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითად იურიდიულ საფუძველს. სააღრიცხვო ბარათის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო - საკუთრების განყოფილება, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების მოკლე აღწერილობის, მასთან დაკავშირებული უფლებებისა და პირობების, ასევე სარეგისტრაციო კადასტრული (ინდექსირებული) რუკის მონაცემების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, მ-----–----–-----ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის განხილვისას გამოვლენილი გარემოებების არსებობის პირობებში, მოპასუხე მხარის პოზიცია სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება, რადგან დადგენილია, რომ მ-----–----–-----ს და დ-------- თ--------–---–ს საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობს გვერდიგვერდ, მიწის ნაკვეთებს შორის არსებობს სასაზღვრო მიჯნა-ღობე. შესაბამისად საკუთრების უფლების დაზუსტებული (ელექტრონული) რეგისტრაციის დროს, სათანადო გამოკვლევის შემთხვევაში და ზუსტი ფაქტობრივი მდგომარეობით მიწის ნაკვეთების აზომვის შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო ზედდება, მით უმეტეს იმ მოცემულობაში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელი მიუწვდება ყველა მონაცემზე, მისთვის ცნობილია და მასთან ინახება პირველადი რეგისტრაციის ყველა საფუძველი და მათ შორის ე.წ. ,,ყვითელი ფენის" ამსახველი ინფორმაცია, საჯარო რეესტრისათვის ცნობილია ვისი უფლებაა რეგისტრირებული დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემებით. ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვის მიზნით, საჯარო რეესტრს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება ადგილზე გასვლით, კადასტრის სამსახურის მეშვეობით დაადგინოს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა, რადგან მას ხელი მიუწვდება გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურში დაცულ ყველა მონაცემზე და მათი მეშვეობით შეუძლია დაადგინოს მიწის ნაკვეთის ადგილდებარეობის და მიწის ნაკვეთების საზღვრების ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობა მხარეების მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით საკადასტრო ნახაზებთან, ზუსტი საკადასტრო მონაცემებით, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული არ ყოფილა. საჯარო რეესტრი მ-----–----–-----ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში ასევე ვალდებული იყო შეესწავლა რამდენად სწორად იყო რეგისტრირებული ნ------–----–---–ის საკუთრების უფლების დაზუსტებული მონაცემები, რადგან მათზე მსჯელობის გარეშე შეუძლებელია მ-----–----–-----ის და დ-------- თ--------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონფლიქტის ამოწურვა, მით უფრო იმ მოცემულობაში, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის დროს საჯარო რეესტტრის ეროვნული სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ დ-------- თ--------–---–ი არ ეთანხმება მ-----–----–-----ის მიერ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთის საზღვრებს და უარი განაცხადა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირებაზე;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო მე - 2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილობას იწვევს არა ნებისმიერი დარღვევა, არამედ ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რომ შეემოწმებინა ნ------–----–---–ის საკუთრების დაზუსტებული (ელექტრონული) რეგისტრაცია, მოეხდინა ადგილზე გასვლა და მხარეების მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი საკადასტრო ნახაზების შედარება მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მდგომარეობასთან და მეზობლებს შორის არსებულ სასაზღვრე მიჯნასთან, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რადგან ექსპერტიზის მიერაც იქნა დადასტურებული, რომ მოსარჩელე მხარის და მესამე პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებებოს სასაზღვრე მიჯნა ღობე, ორივე მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია ისე, როგორც მათ შეიძინეს და დღესაც ფლობენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2012 წლის 20 სექტემბრის #8-------------- გადაწყვეტილება და 201- წლის 1- აგვისტოს 8--------------- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2017 წლის 30 იანვრის # 3---- გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში სასარჩელო მოთხოვნა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ნაწილში მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2-7-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----–----–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 სექტემბრის #8--------------, 201- წლის 1- აგვისტოს 8--------------- და საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2017 წლის 30 იანვრის # 3---- გადაწყვეტილებები. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. 11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე სოფიო გაგნიძე