გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/13081-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - შპს „------------------------------–--------------------- წარმომადგენელი - დ--------–----–---–ი
მოპასუხეები - შპს „--------–-----, მ----------------ე, რ-------------------–--ე
დავის საგანი - თანხის სოლიდარულად დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „--------–------ს, მ----------------ეს და რ-------------------–--ეს შპს „------------------------------–----------------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 07 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6269.7 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 5 140 ლარი, პროცენტი - 1129.7 ლარი). თავდებების მ----------------ის და რ-------------------–--ის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრება 20 000 ლარით.
(მოსარჩელემ 2018 წლის 22 ნოემბერს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე გაიხმო სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს - 971.46 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 625 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში. მტკიცებულება: 03.05.2018 წლის სარჩელი; 22.11.2018 წლის მოსამზადებელი სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა შპს „--------–---მა“, მ----------------ემ და რ-------------------–--ემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში. მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ 2018 წლის 22 ნოემბერს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე გაიხმო სასარჩელო მოთხოვნები პირგასამტეხლოს და საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სრულად. (სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში - 6269.7 ლარის ფარგლებში, საიდანაც, ძირითადი თანხაა - 5 140 ლარი, პროცენტი - 1129.7 ლარი).
(მტკიცებულება: 12.07.2018 წლის შესაგებელი; 22.11.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „------------------------------–-------------------სა“ და მოპასუხე შპს „--------–---ს“ შორის 2017 წლის 07 სექტემბერს გაფორმდა სასესხო ურთიერთობების შესახებ გენერალური ხელშეკრულება # 0-------- და სესხის ხელშეკრულება # 3----. აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მსეხებელმა იკისრა სასესხო ვალდებულება 5 140 ლარის ოდენობით, 464 დღით, საპრცენტო განაკვეთი წლიური 36%, პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 07.09.2017 წლის 2017 წლის სასესხო ურთიერთობების შესახებ გენერალური ხელშეკრულება # 0--------;
- 07.09.2017 წლის 2017 წლის სესხის ხელშეკრულება # 3----;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ერთის მხრივ შპს „------------------------------–-------------------სა“ და მეორეს მხრივ მ----------------ეს და რ-------------------–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა იკისრეს ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით შპს „------------------------------–----------------------ს სასარგებლოდ თავდებად დაუდგნენ შპს „--------–------ს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად. თავდებების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 20 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 07.09.2017 წლის თავდებობის ხელშეკრულება #3-----2012;
- 07.09.2017 წლის თავდებობის ხელშეკრულება #3-----2012.
3.1.3. მოპასუხეებმა 2017 წლის 07 სექტემბერის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ჯერონად არ შეასრულეს. შესაბამისად, მოპასუხეთა დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 6269.7 ლარს, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 5 140 ლარი, პროცენტი - 1129.7 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 07.09.2017 წლის 2017 წლის სასესხო ურთიერთობების შესახებ გენერალური ხელშეკრულება # 0--------;
- 07.09.2017 წლის 2017 წლის სესხის ხელშეკრულება # 3----;
- 07.09.2017 წლის თავდებობის ხელშეკრულება #3-----2012;
- 07.09.2017 წლის თავდებობის ხელშეკრულება #3-----2012;
- 24.04.2018 წლის საბანკო ამონაწერი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. შპს „--------–------სათვის, მ----------------ისათვის და რ-------------------–--ისათვის შპს „------------------------------–----------------------ს სასარგებლოდ 2017 წლის 07 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6269.7 ლარის სოლიდარულად დაკისრება (საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 5 140 ლარი, პროცენტი - 1129.7 ლარი). თავდებების მ----------------ის და რ-------------------–--ის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრება 20 000 ლარით.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
5.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქმის მასალებით და მათ შორის გადახდების ისტორიით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანებას. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ (მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში), ხოლო 2018 წლის 22 ნოემბერს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს სრულად სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში (6269.7 ლარი). მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა საკმარისი საფუძველია მოთხოვნის დაკმაყოფილების. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 220 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელემ მოსამზადებელ სტადიაზე პირგასამტეხლოს ნაწილში გაიხმო სარჩელი, ხოლო მოპასუხეებმა დანარჩენ ნაწილში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სრულად სცნო სარჩელი. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს „------------------------------–-------------------ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 220 ლარი სრულად.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
7.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე შპს „------------------------------–----------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს შპს „--------–------ს, მ----------------ეს და რ-------------------–--ეს შპს „------------------------------–----------------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 07 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6269.7 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 5 140 ლარი, პროცენტი - 1129.7 ლარი). თავდებების მ----------------ის და რ-------------------–--ის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრება 20 000 ლარით.
3. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „------------------------------–-------------------ს" სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 220 ლარი, რაც სს "საქართველოს ბანკი"-ს 2--------- წლის №9 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე