გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.11.2018
საქმის ნომერი
160210018002495327
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/578-18

160210018002495327

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - სს "თი---------ი"

წარმომადგენელი - რე------------ე

მოპასუხეები - თე-------------------ე, ზვ--------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თე-------------------ესა და ზვიად ზურაბიშვილს სს "თი---------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3957.81 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე თე-------------------ეს სს "თი---------ის" სასარგებლოდ 2013 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 168.76 ლარის გადახდა (იხ. სარჩელი 2-16).

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2013 წლის 23 სექტემბერს სს "კოსტრანდარტ ბ---ს" და მოპასუხე თე-------------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ოდენობა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 25%, კრედიტის მოქმედების მაქსიმალური ვადა 36 თვე, წინსწრებით დაფარვის საკომისიო ბ---ში არსებული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში 0.5%, სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან თანხის გადაფარვის ან/და სხვა საფინანსო ინსტიტუტში გადასვლის შემთხვევაში 7% თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ყველა დანარჩენ შემთხვევაში 2% თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. პირგასამტეხლო პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 1% ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების ყოველთვიური შენატანი (ძირი თანხას+პროცენტი) = 139.16 ლარი.

 

2013 წლის 23 სექტემბერს მოპასუხე ზვ--------------–---–სა და მოსარჩელე სს "კოსტრანდარტ ბ---ს'' შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ზვ--------------–---–ი იღებდა ვალდებულებას მოსარჩელესა და მოპასუხე თე-------------------ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე თე-------------------ის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებაზე მასთან ერთად სოლიდარულად. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელეს უფლება ეძლევა წაუყენოს მოპასუხე ზვ--------------–---–ს მოთხოვნა მოპასუხე თე-------------------ის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. მოპასუხე ზვიად ზუარაბაშვილმა აიღო ვალდებულება მოპასუხე თე-------------------ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხადოს მოსარჩელეს თანხა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით, სოლიდარული ვალდებულების თანხის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 4550 ლარი.

 

მოპასუხეების დავალიანება 28.03.2018 წლის მონაცემებით შეადგენს 3957.81 ლარს, საიდანაც თანხის ძირია 1570.93 ლარი, პროცენტი 1018.88 ლარი, პირგასამტეხლო 1368.00 ლარი. სარჩელს თან ერთვის გადახდების ისტორია, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხე თე-------------------ეზე სესხი გაიცა 23.09.2013 წელს. მოპასუხე ახორციელებდა გადახდებს ხელშეკრულების პირობების თანახმად, თუმცა მან პირველად ხელშეკრულება დაარღვია 2014 წლის ივნისის თვეში, რის შემდეგაც ახორციელებდა არასტაბილურ გადახდებს. მას ბოლო გადახდა უფიქსირდება 2015 წლის აგვისტოში, რის შემდეგაც მას გადახდები აღარ განუხორციელება. შესაბამისად, მოპასუხეს ყოველ დარღვევაზე ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. თე-------------------ის მიერ ვალდებულებების დარღვევამ მოსარჩელეს წარმოუშვა მოთხოვნის უფლება მოპასუხე ზვ--------------–---–ის მიმართაც. 28.03.2018 წლის მდგომარეობით კი მოპასუხეების დავალიანება შეადგენს სესხის ძირის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ერთობლიობას ჯამში - 3957.81 ლარს.

 

2013 წლის 24 ოქტომბერს სს "კოსტრანდარტ ბ---ს" და მოპასუხე თე-------------------ეს შორის დაიდო საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საბ---ო პროდუქტის ოდენობა 350 ლარი, ოვერდრაფტის საწყისი ტარიღი 24.10.2013, ოვერდრაფტის დასრულების თარიღი 23.10.2014 წელი, ოვერდრაფტის დაფარვის თარიღი: დარიცხული პროცენტის დაფარვა წარმოებს ყოველი თვის 23 რიცხვისათვის, თუ აღნიშნული დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, დარიცხული პროცენტის დაფარვა წარმოებს მომდევნო სამუშაო დღისათვის. ოვერდრაფტის ძირითადი თანხის დაფარვა წარმოებს ოვერდრაფტის დასრულების თარიღისათვის, წლიური საპროცენტო განაკვეთი 42%, პირგასამტეხლო: ვადაგადაცილების პირველ დღეს თუ სესხი უცხოურ ვალუტაშია 10 აშშ დოლარი, ხოლო თუ სესხი ეროვნულ ვალუტაშია 15 ლარი. ყოველი შემდგომი ვადაგადაცილების დღისათვის გადასახდელი თანხის ერთი პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხის დავალიანება 28.03.2018 წლის მონაცემებით შედგენს 168.76 ლარს, საიდანაც თანხის ძირია 61.56 ლარი, პროცენტი 35.80 ლარი, პირგასამტეხლო 71.40 ლარი.

 

სარჩელს თან ერთვის გადახდების ისტორია, საიდანაც ირკვევა, რომ თანხა მოპასუხე თე-------------------ეზე გაიცა 24.10.2014 წელს. მოპასუხე ახორციელებდა გადახდებს ხელშეკრულების პირობების თანახმად, თუმცა მან პირველად ხელშეკრულება დაარღვია 2015 წლის დეკემბრის თვეში, რის შემდგომაც ახორციელებდა არასტაბილურ გადახდებს, მას ბოლო გადახდა უფიქსირდება 2016 წლის სექტემბერში, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია. შესაბამისად, მოპასუხეს ყველა დარღვევაზე ერიცხეობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. 28.03.2018 წლის მდგომარეობით კი მოპასუხის დავალიანება შეადგენსს სესხის ძირის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ერთობლიობას ჯამში - 168.76 ლარს.

 

2.1. მოპასუხეთა პოზიცია

 

2018 წლის 30 აგვისტოს მოპასუხე ზვ--------------–---–მა სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი ვადის დარღვევით (ნაცვლად 2018 წლის 10 აგვისტოსი, წარმოადგინა 2018 წლის 30 აგვისტოს), აღნიშნული შესაგებელი სასამართლოს მიერ დატოვებული იქნა განუხილველად. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ზვ--------------–---–მა მიუთითა, რომ მართალია სოლიდარული თავდებობის ხელშკერულებას ხელი თვითონ მოაწერა, თუმცა მიაჩნია, რომ მას არ უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის გადახდა.

 

მოპასუხე თე-------------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ ოჯახური პირობებისა და მატერიალური სიდუხჭირის გამო იგი ვერ შეძლებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხების გადახდას. მოპასუხემ განმარტა, რომ თავდაპირველი სესხის ხელშეკრულებით მას ძირი თანხის და პროცენტის სახით ჯამში გადასახდელი ჰქონდა 5010 ლარი, საიდანაც ნაწილი გადაიხადა და ამ დროისათვის იგი თანახმაა გადაიხადოს დარჩენილი სესხის ძირი თანხა - 1570.93 ლარი. ხოლო საბარათე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ იგი თანხამაა გადაიხადოს მხოლოდ დავალიანების ძირი თანხა - 61.56 ლარი. მან მიუთითა, რომ ვინაიდან დაახლოებით 2 წლის მანძილზე იგი ასრულებდა ბ---ის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას, მასუნდა დაეკისროს მხოლოდ ძირი თანხის გადახდა. ამასთან მისი ოჯახის რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთ პირთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის იღებს ყოველთვიურ შემწეობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 23 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე თე-------------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ოდენობა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 25%, კრედიტის მოქმედების მაქსიმალური ვადა 36 თვე, წინსწრებით დაფარვის საკომისიო ბ---ში არსებული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში 0.5%, სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან თანხის გადაფარვის ან/და სხვა საფინანსო ინსტიტუტში გადასვლის შემთხევვაში 7% თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ყველა დანარჩენ შემთხვევაში 2% თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. პირგასამტეხლო პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 1% ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების ყოველთვიური შენატანი (ძირი თანხას+პროცენტი) = 139.16 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.09.2013 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 2013 წლის 23 სექტემბერს მოპასუხე ზვ--------------–---–სა და სს "კოსტრანდარტ ბ---ს" შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ზვ--------------–---–ი იღებდა ვალდებულებას მოსარჩელესა და მოპასუხე თე-------------------ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე თე-------------------ის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებაზე, მასთან ერთად სოლიდარულად. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელეს უფლება ეძლევა წაუყენოს მოპასუხე ზვ--------------–---–ს მოთხოვნა მოპასუხე თე-------------------ის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. მოპასუხე ზვიად ზუარაბაშვილმა აიღო ვალდებულება მოპასუხე თე-------------------ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხადოს მოსარჩელეს თანხა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით, სოლიდარული ვალდებულების თანხის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 4550 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოპასუხეების მოთხოვნა 28.03.2018 წლის მონაცემებით შეადგენს 3957.81 ლარს, საიდანაც თანხის ძირია 1570.93 ლარი, პროცენტი 1018.88 ლარი, პირგასამტეხლო 1368 ლარი. სარჩელს თან ერთვის გადახდების ისტორია, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხე თე-------------------ეზე სესხი გაიცა 23.09.2013 წელს. მოპასუხე ახორციელებდა გადახდებს ხელშეკრულების პირობების თანახმად, თუმცა მან პირველად ხელშეკრულება დაარღვია 2014 წლის ივნისის თვეში, რის შემდეგაც ახორციელებდა არასტაბილურ გადახდებს. მას ბოლო გადახდა უფიქსირდება 2015 წლის აგვისტოში, რის შემდეგაც მას გადახდები აღარ განუხორციელებია. შესაბამისად, მოპასუხეს ყოველ დარღვევაზე ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თე-------------------ის მიერ ვალდებულებების დარღვევამ მოსარჩელეს წარმოუშვა მოთხოვნის უფლება მოპასუხე ზვ--------------–---–ის მიმართაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 31-32)

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 41)

 

3.1.4. 2013 წლის 24 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე თე-------------------ეს შორის დაიდო საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საბ---ო პროდუქტის ოდენობა 350 ლარი, ოვერდრაფტის საწყისი თარიღი 24.10.2013, ოვერდრაფტის დასრულების თარიღი 23.10.2014 წელი, ოვერდრაფტის დაფარვის თარიღი: დარიცხული პროცენტის დაფარვა წარმოებს ყოველი თვის 23 რიცხვისათვის, თუ აღნიშნული დღე ემთხევევა არასამუშაო დღეს, დარიცხული პროცენტის დაფარვა წარმოებს მომდევნო სამუშაო დღისათვის. ოვერდრაფტის ძირითადი თანხის დაფარვა წარმოებს ოვერდრაფტის დასრულების თარიღისათვის, წლიური საპროცენტო განაკვეთი 42%, პირგასამტეხლო: ვადაგადაცილების პირველ დღეს თუ სესხი უცხოურ ვალუტაშია 10 აშშ დოლარი, ხოლო თუ სესხი ეროვნულ ვალუტაშია 15 ლარი. ყოველი შემდგომი ვადაგადაცილების დღისათვის გადასახდელი თანხის ერთი პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 24.10.2013 წლის საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულება (ს.ფ.-34-38)

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი დავალიანების ცნობის მიხედვით სს ,,თი---------ის წინაშე'' მოპასუხის დავალიანება 28.03.2018 წლის მონაცემებით შედგენს 168.76 ლარს, საიდანაც თანხის ძირია 61.56 ლარი, პროცენტი 35.80 ლარი, პირგასამტეხლო 71.40 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 41)

 

3.1.6. სარჩელს თან ერთვის გადახდების ისტორია, საიდანაც ირკვევა, რომ თანხა მოპასუხე თე-------------------ეზე გაიცა 24.10.2013 წელს. მოპასუხე ახორციელებდა გადახდებს ხელშეკრულების პირობების თანახმად, თუმცა მან პირველად ხელშეკრულება დაარღვია 2015 წლის დეკემბრის თვეში, რის შემდგომაც ახორციელებდა არასტაბილურ გადახდებს, მას ბოლო გადახდა უფიქსირდება 2016 წლის ნოემბერში, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია. შესაბამისად, მოპასუხე ყველა დარღვევაზე ერიცხეობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი თე-------------------ის გადახდების ისტორიიდან (ს.ფ. 39-40)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.7. სს ,,ბ---ი კონსტანტაში'' განხორციელდა რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის შედეგად მოხდა შერწყმა. სს ,,ბ---ი კონსტანტა'' შეერწყა სს ,,თი---------ს’’, რის შედეგადაც სს ,,თი---------ი’’ წარმოადგენს სს ,,ბ---ი კონსტანტას'' უფლებამონაცვლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 42-43)

 

3.1.8. თე-------------------ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მოქმედი სარეიტინგო 56250 ქულით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან (ს.ფ.124)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს ,,კ---------------- ბ---სა” და თე-------------------ეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,თი---------ის'' წინაშე მოპასუხეთა არსებული დავალიანება შეადგენს - 2726.61 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 1570.93 ლარი, პროცენტი - 1018.88 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 136.80 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.09.2013 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-25);

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 47-49);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. სს ,,კ---------------- ბ---სა” და თე-------------------ეს შორის დადებული საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,თი---------ის'' წინაშე თე-------------------ის დავალიანება შეადგენს - 104.50 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 61.56 ლარი, პროცენტი - 35.80 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 7.14 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.09.2013 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-25);

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 47-49);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ფაქტობრივ გარემოებათა, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს "თი---------ის" სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაიხადა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის დარჩენილი ნაწილისა და პროცენტის მსესხებელის და სოლიდარული თავდებისთვის გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს პირგასამტეხლოს შემცირება და ნაცვლად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 1368 ლარისა, მოპასუხეებს სს "თი---------ის" სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 136.80 ლარის გადახდა. აგრეთვე, უნდა შემცირდეს საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა და მოპასუხე თე-------------------ეს, ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხისა 71.40 ლარისა, უნდა დაეკისროს 7.14 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-868-ე, 891-892-ე, 895-896-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს სს "ბ---ი კონსტანტას" და თე-------------------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან მოსარჩელისაგან ისესხა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი, 36 თვის ვადით, წლიური - 25% სარგებელით.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე სს "ბ---ი კონსტანტასა'' და მოპასუხე თე-------------------ეს შორის 2013 წლის 24 ოქტომბერს საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულების თანახმად წარმოიშვა მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა. დადგენილია, რომ საბ---ო პროდუქტის ოდენობა შეადგენდა 350 ლარს, ოვერდრაფტის საწყისი თარიღი 24.10.2013, ოვერდრაფტის დასრულების თარიღი 23.10.2014 წელი, ოვერდრაფტის დაფარვის თარიღი: დარიცხული პროცენტის დაფარვა წარმოებს ყოველი თვის 23 რიცხვისათვის. ოვერდრაფტის ძირითადი თანხის დაფარვა წარმოებს ოვერდრაფტის დასრულების თარიღისათვის, წლიური საპროცენტო განაკვეთი 42%.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბ---ო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება მოპასუხეების თე-------------------ის და ზვ--------------–---–ის მიერ დანარჩენ დავალიანებასთან ერთად, სესხზე დარიცხული პროცენტის სრულად გადახდის ფაქტი 2013 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შემთხვევაში, 2015 წლის აგვისტოს თვის შემდეგ. ხოლო თე-------------------ის მიერ, 2013 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული ოვერდრაფტის ხელშეკრულების შემთხვევაში, 2016 წლის ნოემბრის თვის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევამ მიიღო სისტემატური ხასიათი, კერძოდ, სესხი ვადაგადაცილებაშია 2015 წლის აგვისტოს შემდგომ, ხოლო საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხი - 2016 წლის სექტემბრის თვიდან.

 

დადგენილია, რომ დღეისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 3957.81 ლარს, საიდანაც სესხის დარჩენილი ძირი თანხაა - 1570.93 ლარი, გრაფიკით გათვალისწინებული დარჩენილი პროცენტი - 1018.88 ლარი;, პირგასამტეხლო - 1368 ლარი.

 

დადგენილია ასევე, რომ საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 168.76 ლარს, საიდანაც სესხის დარჩენილი ძირი თანხაა - 61.56 ლარი, გრაფიკით გათვალისწინებული დარჩენილი პროცენტი - 35.80 ლარი;, ჯარიმა - 71.40 ლარი.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხეების მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ათჯერ და ნაცვლად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 1368 ლარი, მოპასუხეებს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 136.80 ლარის გადახდა. ასევე უნდა შემცირდეს თე-------------------ის მიმართ არსებულ სესხზე პირგასამტეხლო და ნაცვლად 71.40 ლარისა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 7.14 ლარის გადახდა.

 

6.3. სს ,,თი---------ი“ ითხოვს დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრებას თავდებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ზვ--------------–---–მა თავდებობის ხელშეკრულებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, მისი პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 4550.00 ლარი, ასევე შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლოები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილში. ამდენად, სს "თი---------ს" უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, ანუ - 86.04 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის (დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად), სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 25.90 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარებისათვის გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯის 30 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით გაღებული 30 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს თე-------------------ეს და ზვ--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 2726.61 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1570.93 ლარი, პროცენტი - 1018.88 ლარი, პირგასამტეხლო - 136.80 ლარი.

 

3. თე-------------------ეს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 104.50 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 61.56 ლარი, პროცენტი - 35.80 ლარი, პირგასამტეხლო - 7.14 ლარი.

 

4. მოსარჩელე სს ,,თი---------ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნაწილი - 86.04 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 24 აპრილს შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბ---ი - სს ,,თი---------ი”, ბ---ის კოდი: TBCBGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300093150, მიმღების ბ---ი: სახელმწიფო ხაზინა, ბ---ის კოდი: TRESGE22 (2018 წლის 24 აპრილის №13 საგადახდო დავალება).

 

5. მოპასუხეებს თე-------------------ეს და ზვ--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 25.90 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. მოპასუხეებს თე-------------------ეს და ზვ--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 30 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი