გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(3/18–2018) 090310018002515265
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3 ოქტომბერი, 2018 წელი ამბროლაური
შესავალი ნაწილი
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
მოსარჩელე – მ---------------
წარმომადგენელი – ბ-----------–---–-
მოპასუხე – ს-------------------------------–------------
წარმომადგენელი – ო----------------–-
მესამე პირი – ს----–-–--------------------------–------------
წარმომადგენელი – მ------------------
დავის საგანი: ადმინისტრაციულ აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნას ცნობილი ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება N--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. 1.2.ბათილად იქნას ცნობილი ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება N2----------------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 1.3.საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს მ---------------- სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაცია სარეგისტრაციო განცხადებაზე 8----------- უძრავ ქონებაზე მდებარე ამბროლაური, კოსტავას ქუჩა N33; 2.მოსარჩელის არგუმენტაცია წარმოდგენილი დავის ფარგლებში სადავო არის ს-------------------------------–------------ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. უარის თქმის საფუძვლად მოპასუხე მხარემ განიხილა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარეს ხელთ არ ჰქონდა სათანადო უფლების დამდგენი დოკუმენტი, რაც გახდებოდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინაპირობა. აღნიშნულს არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე, რამდენადაც მიიჩნევს, რომ მას ხელთ აქვს სრულყოფილი უფლების დამდგენი დოკუმენტები, და ამასთან მისი მამკვიდრებლის სასარგებლოდ ყოფილი ტექ.აღრიცხვის სამსახურის მიერ განხორციელებულია საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებულია და ეს მონაცემი არის პრეზუმციული და უდავო თავად საჯარო რეესტრისათვის, ისევე როგორც სხვა, ნებისმიერი მესამე პირისათვის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე მისთვის ნათქვამი უარი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით. 3.მოპასუხის პოზიცია. მოპასუხე მხარემ, ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურმა წარმოადგინა შესაგებელი და თვლის რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრს, 2016 წლის 28 აგვისტოს N8----------- განცხადებით მომართა მ---------------- წარმომადგენელმა დ------------------ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, მდებარე ამბროლაური, კოსტავას ქუჩა N33 – ყოფილი ლიმონათის ჩამოსასხმელი ცეხი, საერთო ფართით 258 კვ.მ. მიუთითა, რომ სხვა დოკუმენტები წარდგენილი იყო N------------ და N------------ განცხადებებზე. სარეგისტრაციო განცხადება N8----------- საქმის მასალების შესწავლისა და განხილვვის შედეგად მარეგისტრირებელმა ორგანომ, 2016 წლის 02 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება N N8----------- –03(02.09.2016) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ განცხადებას არ ერთვოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხებზე. გადაწყვეტილების მისაღებად. წარმოდგენილია 258 კვ.მ. ფართის შიდა აზომვითი ნახაზი. ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღნიშნულ ფართზე ინახება 1990 წლის 13 ნოემბრის ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობის დადგენილება, რომელიც ადგენს: ,,მიეყიდოს ჯ----–----------- ყოფილი ლიმონათის ქარხნის შენობა, თუმცა საქმეში შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება არ ინახება და მოეთხოვა აღნიშნული დოკუმენტის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების N8----------- –03(02.09.2016) გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი მოთხოვილი დოკუმენტი, რის გამოც, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, 2016 წლის 10 ოქტომბერს მიღებული იქნა N8----------- –04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. განსახილველ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლინდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან არ იყო წარდგენილი ძირითადი უფლების დამდგენი დოკუმენტი – ნასყიდობის ხელშეკრულება და ასეთი დოკუმენტი არც მარეგისტრირებელი ორგანოს საარქივო მასალებშია დაცული. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე მოხდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების N N8----------- –03(02.09.2016) გადაწყვეტილება და N8----------- –04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული წესით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიიღო 2016 წლის 7 ნოემბრის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია დადგენილება, რომელშიც მითითებულია, რომ ,,როგორც ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობამ აღნიშნა, შემოსულია ფიზიკური პირის ქვათაძის განცხადება, ყოფილი ლიმონათის ქარხნის შენობის მიყიდვის შესახებ, რომელიც არის ამორტიზირებული და საბალანსო ღირებულება ცვეთის გამოკლებით შეადგენს 1 737 მანეთს. დადგენილებაში ასევე მითთებულია, რომ ,,ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობამ დაადგინა მიეყიდოს ფიზიკურ პირს – ჯ----–---------ს ყოფილი ლიმონათის ქარხნის შენობა, რომელზეც არსებობს ცეკავშირის გამგეობისა და სამომხმარებლო კოოპერატივის მუშაკთა რესპუბლიკური კომიტეტის 1990 წლის 13 ივლისის დადგენილება(სხდომის ოქმი N8, მუხლი – 13 და მასვე გადახდეს ღირებულება ცვეთის გამოკლებით 1 735 მანეთი), რომელზეც არ იკითხება შესაბამისი ორგანოს ბეჭედი. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია ჯ----–---------ს სახელზე 2000 წლის 02 მარტს შედგენილი ტექნიკური პასპორტიც, ყოფილი სასურსათო მაღაზიის, ყოფილი სასტუმროს საქვაბის სალაროს შემოსავლის ქვითრები, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ამბროლაურის რაიკოოპერატივის თავმჯდომარემ თ----------------–---–-- გაყიდა, ხოლო ჯ----–---------მ, ცეკავშირის 1997 წლის 26 დეკემბრის N10 დადგენილების გათვალისწინებით იყიდა, ქ. ამბროლაურში, კოსტავას ქუჩა N33–ში მდებარე ყოფილი სასურსათო მაღაზიის მეორე სართულზე მდებარე 160 კვ.მ. შენობა, რომელიცაა მთლიანი შენობის ½ ნაწილი განლაგებული 160 კვ.მ მიწის ფართზე. ტექნიკური აღრიცხვის არქივში აგრეთვე დაცულია სახელმწიფო ქონების ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის გათვალისწინებით, ამბროლაურის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების სპეციალისტმა მ------------------ გაყიდა, ხოლო ჯ----–---------მ იყიდა ყოფილი სასტუმროს საქვაბის შენობა. N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული, ქ. ამბროლაურში, კოსტავას ქუჩა N33–ში მდებარე უძრავი ნივთის ცნობა–დახასიათებით, ლიტერ N1–ს დასახელებაა ყოფილი ლიმონათის ჩამოსასხმელი ცეხი, რომლის საერთო ფართობია 258 კვ.მ. ხსენებულ დოკუმენტში, ისევე როგორც ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებით, ყოფილი ლიმონათის ჩამოსასხმელ ცეხთან მიმართებით, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში, ფიზიკური პირის ჯ----–---------ს აღრიცხვის თარიღი არ არის მითითებული, ამასთან, N1 ლიტერთან დაკავშირებით ცნობა–დახასიათებაში მითითებულია ხსენებულ შენობაზე ნასყიდობის ხელშეკრულების არ არსებობის შესახებ. ყოფილი ლიმონათის ქარხნის შენობასთნ დაკავშირებით, ტექნიკური აღრიცხვის არქივში შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება დაცული არ არის და არც დაინტერესებულ მხარეს წარუდგენია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში. სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მათ შორის ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობის დადგენილებით არ დგინდება N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ 258 კვ.მ. ნახევარსარდაფზე (ყოფილი ლიმონათის ჩამოსასხმელი ცეხი) საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. მესამე პირის, ს----–-–--------------------------–------------ს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები. 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. მ--------------- არის ჯ----–----------- კანონისმიერი მემკვიდრე პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან – შვილი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.1–11): 2.სამკვიდრო მოწმობა გაცემული 2016 წლის 04 ივლისს, N160731951 (ს.ფ.12); 3. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 3.1.2. 2016 წლის 30 აგვისტოს, მოპასუხე მხარეს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მოსარჩელე მ---------------- განცხადება, რომლითაც მოთხოვილი იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა N33; სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.1–11): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.40–51 ); 3.მ---------------- განცხადების მიღების ბარათი ს-------------------------------–------------სადმი (ს.ფ.12); 4. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 5.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი); 3.1.3. მ---------------- განცხადებაზე, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იქნა 2016 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე მხარემ არ წარადგინა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტილი იქნა, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.1–11): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 40–51); 3.მ---------------- განცხადების მიღების ბარათი ს-------------------------------–------------სადმი (ს.ფ.12); 4.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 02 სექტემბრის N8-----------–03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ(ს.ფ.14); 5.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 10 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ(ს.ფ.15); 6.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 7 ნოემბრის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ(ს.ფ.16-20); 7. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 8.მოპასუხისა და მესამე პირის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი); 4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 4.1.1.ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობის 1990 წლის 13 ნოემბრის დადგენილებით, მოსარჩელის მამას, ჯ----–---------ს, ცეკავშირის გამგეობისა და სამომხმარებლო კოოპერატივის მუშაკთა რესპუბლიკური კომიტეტის 1990 წლის 13 ივლისის დადგენილებით (სხდომის ოქმი N8, მუხლი 13) მიეყიდა ყოფილი ლიმონათის ქარხნის შენობა 1 735 მანეთად. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.1–11): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.40–51 ); 3ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობის 1990 წლის 13 ნოემბრის დადგენილება (ს.ფ.21); 4. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 5.მოპასუხის და მესამე პირის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი); 4.1.2. ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობის 1990 წლის 13 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე, რომელიც გამოიცა ცეკავშირის გამგეობისა და სამომხმარებლო კოოპერატივის მუშაკთა რესპუბლიკური კომიტეტის 1990 წლის 13 ივლისის დადგენილების(სხდომის ოქმი N8, მუხლი 13) საფუძველზე, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში მოხდა ჯ----–----------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.1–11): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 40–51); 3.ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობის 1990 წლის 13 ნოემბრის დადგენილება ჯ----–-----------ათვის სადავო ქონების მიყიდვის შესახებ(ს.ფ.21); 4. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 5.მოპასუხის და მესამე პირის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი); 4.1.3.მოსარჩელის მამის, ჯ----–----------- მიერ, შეძენილი უძრავი ქონების საფასურად გადახდილი იქნა ცეკავშირის გამგეობისა და სამომხმარებლო კოოპერატივის მუშაკთა რესპუბლიკური კომიტეტის 1990 წლის 13 ივლისის დადგენილებით ,,ყოფილი ლიმონათის ქარხნის გადასახდელი ღირებულების თანხა“– განსაზღვრული ფასი 1 735 მანეთი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. ); 3ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობის 1990 წლის 13 ნოემბრის დადგენილება (ს.ფ.21); 3.ქვითარი– ,,ყოფილი ლიმონათის ქარხნის გადასახდელი ღირებულების თანხა“ (ს.ფ.23); 4. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 5.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი); მოპასუხის ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის და მესამე პირის წარმომადგენელთა მიერ ვერ იქნა ახსნილი ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების საფუძველი, ვერ დასაბუთდა საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლა სადავო ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მასალები ადასტურებენ, რომ ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურმა ზედაპირულად გამოიტანა დასკვნა, მხედველობაში არ მიიღო განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, არ დაუსაბუთებია რა მიზეზით არ გაიზიარა სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისაგან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ამ ქონების რეგისტრაცია. ვერ უარყო ცეკავშირის გამგეობისა და სამომხმარებლო კოოპერატივის მუშაკთა რესპუბლიკური კომიტეტის 1990 წლის 13 ივლისის დადგენილებისა და ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობის 1990 წლის 13 ნოემბრის დადგენილების არსებობა და ,,ყოფილი ლიმონათის ქარხნის შესაძენად განსაზღვრული ფასის ოდენობა – 1 735 მანეთი. ვერ გააბათილა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მის მიერ მითთებული ოდენობით თანხა გადახდილია სწორედ სადავო ქონების შეძენაში. საკითხი არასრულყოფილად არის შესწავლილი და შესაბამისად გამოცემული აქტებიც ემყარება არასრულფასოვნად გამოკვლეულ მასალას. მოპასუხე მხარის გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებით, რის გამოც უარი ეთქვა მოსარჩელეს საკუთრების რეგისტრაციაზე, ირღვევა მოსარჩელის კანონით გათვალისწინებული უფლება, ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხი გარკვეულია, მასში დამატებითი სიცხადის შეტანას არ საჭიროებს, რის გამოც არსებობს მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციისათვის სრული საფუძველი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ, მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1 მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სამოტივაციო ნაწილი 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 5.1.აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო, ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება N--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება N2----------------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად უნდა იქნას ცნობილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს მ---------------- სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაცია სარეგისტრაციო განცხადებაზე 8----------- უძრავ ქონებაზე მდებარე ამბროლაური, კოსტავას ქუჩა N33; 6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; 7. სამართლებრივი შეფასება 7.1.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განიმარტება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები 1.1. 7.1.2. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო, ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება N--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება N2----------------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელზეც სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადება - გამოცემასთან დაკავშირებით. 7.1.3.მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით. შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს რამდენად შეესაბამება სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მეორე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო–სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების აღრიცხვა შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მეცხრე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მეორე მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარემოშობს ამ კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულიად საკმარისი იყო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის და ამ უფლების შემზღუდავი რაიმე გარემოება არ არსებობდა, მით უფრო, რომ მხარის მიერ წარდგენილი იქნა სადავო ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელშიც ცალსახადაა მითითებული არა მხოლოდ უძრავი ქონების ღირებულება, როგორც შეფასდა გამყიდველი უწყების მიერ, არამედ უშუალოდ დანიშნულება, რომელი ქონების შეძენისკენ მიიმართა მოსარჩელის მამის მიერ გადახდილი თანხა, შესაბამისად მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი მოპასუხე მხარეს არ გააჩნდა. რაც შეეხება წარდგენილ დოკუმენტებზე სათანადო ბეჭდის ხილვადობის სიმცირეს, ეს შესაძლოა გამოეწვია ტექ.აღრიცხვის ბიუროში დოკუმენტების არასათანადო ტემპერატურულ რეჟიმზე შენახვას და მის ხანდაზმულობას, რაზედაც მოპასუხე მხარის ყურადღება არ განმახვილებულა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო შენობაზე პტერენზია არავის გამოუთქვამს, მათ შორის არც სახელმწიფოს, რადგან მისი შემძენი და მესაკუთრე ცნობილი იყო 1990 წლიდან. 7.1.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას, არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. სადავო აქტების გამოცემას საფუძლად დაედო საკითხის არასრულყოფილად შესწავლის შედეგად გაკეთებული დასკვნები, რომელიც თავის მხრივ გამოყენებული იქნა ს-------------------------------–------------ს მიერ და გახდა რეგისტრაციაზე უარის თქმის წინაპირობა. სადავო აქტების გამოცემისათვის არც ერთი საფუძველი არ არის კანონის შესაბამისად შემდგარი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. 7.1.5.მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ქონების შეძენა დასტურდება ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობის 1990 წლის 13 ნოემბრის დადგენილებით, რომელიც გამოიცა ცეკავშირის გამგეობისა და სამომხმარებლო კოოპერატივის მუშაკთა რესპუბლიკური კომიტეტის 1990 წლის 13 ივლისის დადგენილების (სხდომის ოქმი N8, მუხლი 13) საფუძველზე და სადავო ქონების შეძენის ქვითრით. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ჯ----–----------- მიერ შეტანილ განცხადებაზე ლიმონათის ჩამოსასხმელი საამქროს ყიდვასთან დაკავშირებით იქონია მსჯელობა როგორც ცეკავშირის გამგეობისა და სამომხმარებლო კოოპერატივის მუშაკთა რესპუბლიკურმა კომიტეტმა, ისე ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობამ, განისაზღვრა ამორტიზირებული უძრავი ქონების ღირებულებაც და მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება ჯ----–-----------ათვის ყოფილი ლიმონათის ქარხნის შენობის მიყიდვის თაობაზე, დაცულია ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივში. ის გარემოება, რომ ბეჭედი ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცულ დოკუმენტაციაზე არ იკითხება, არ არის ჯ----–---------საგან სადავო უძრავი ქონების შესყიდვის უარმყოფელი გარემოება. მის მიერ სადავო ქონების შეუძენლობის შემთხვევაში არც დოკუმენტაცია იარსებებდა, არც თანხის გადახდის ქვითარი, არ დადგებოდა ტექნიკური აღრიცხვაზე და არ იქნებოდა დაცული შესაბამის არქივში. მოპასუხე მხარე მიუთითებს ჯ----–---------საგან სხვა უძრავი ქონების შეძენის ფაქტებზე. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო ქონების მისამართზე განთავსებული ყველა ქონება შეძენილია მოსარჩელის მიერ და შესაბამისად, სხვა პირისაგან ლიმონათის ჩამოსასხმელი საამქროს შეძენას არ დაუშვებდა. 7.1.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლების თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მისი კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. განსახილველ საქმეზე მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საპირწონე დოკუმენტაცია და შემოიფარგლა მხოლოდ მითითებით, რომ სადავო ქონებასთან დაკავშირებით არ არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულიად საკმარისია საჯარო რეესტრში მისი ქონების რეგისტრაციისათვის, რადგან არ არის დამტკიცებული მოთხოვნის საპირისპირო გარემოება, რომ მიზნობრივად გადახდილი თანხა მხარეს არ წარმოუშობს უფლებას შეძენილ უძრავ ქონებაზე. 7.1.7. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, მხარის კანონიერი ინტერესი დაარეგისტრიროს უძრავი ქონება საჯარო რეესტრში, ანუ სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობის და მოპასუხე მხარის დავალდებულების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების და საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციისავის. 7.1.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. განსახილველ საქმეზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარე ზერელედ მოეკიდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ და ტექაღრიცხვის ბიუროში დაცულ დოკუმენტაციას, არ მოახდინა მისი ჯეროვანი შეფასება და ისე მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტისა და შემდგომში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის დამოკიდებულება მოსარჩელე მხარის უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით იყო არასრულფასოვანი, ჯეროვნად ვერ შეფასდა წარდგენილი და მოძიებული დოკუმენტაცია, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მოპასუხე მხარეს და მესამე პირს მოპასუხის მხარეს საპირისპირო პოზიცია სათანადო მტკიცებულებების წარმოდეგით არ დაუდასტურებია. 7.1.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. 7.1.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. 7.1.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა, რომ ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურმა, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის გარეშე, სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება (სათანადოდ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია), რაც ადმინისტრაციულ ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემდა, რითაც შეილახა სარჩელის ავტორის კანონიერი ინტერესი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა, ემსჯელა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა. აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები საჯარო რეესტრში სადავოდ გახდილი ქონების მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაციისათვის. 8. საპროცესო ხარჯები განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. 9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1.მ---------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნას ცნობილი: 1.1. ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება N--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. 1.2.ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება N2----------------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 2.ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურს დაევალოს მ---------------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია სარეგისტრაციო განცხადებაზე 8----------- უძრავ ქონებაზე მდებარე ამბროლაური, კოსტავას ქუჩა N33; 3.მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. 4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე:ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32), ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა № 13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში. მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი