განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2018
საქმის ნომერი
150100118002404098
დავის ტიპი
126 2 ე , 126 2 , 126
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002404098

№1/29-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე – არარატ ესოიან

სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე;

დაცვის მხარე

ბრალდებული ა------- ო-----ის ძე ს--------ი (დაბადებული 197--–-–------------ს, პირადი ნომერი 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. ახალქალაქი, რ---------–ის ქ. №1-);

ადვოკატი: ტარიელ ბალაბანიშვილი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი);

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. ა------- ს--------მა, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 31.01.2017 წლის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2017 წლის ზაფხულში, ქ. ახალქალაქში რ---------–ის ქ. N1--ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას, მკერდში ძლიერად ჰკრა ხელი მის დედას, ლ------- ი---–---ს და მიანარცხა კედელზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა ძირს. ა------- ს--------ის ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ლ------- ი---–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. ა------- ს--------მა, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 31.01.2017 წლის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2018 წლის 27 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ. ახალქალაქში რ---------–ის ქ. N1--ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას, კვლავ მკერდში ძლიერად ჰკრა ხელი მის დედას, ლ------- ი---–---ს და მიანარცხა კედელზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა ძირს. ა------- ს--------ის ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ლ------- ი---–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. ა------- ს--------მა, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 31.01.2017 წლის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ითვლებოდა ნასამართლევ პირად, სისტემატურად ლანძღავდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას ლ------- ი---–---ს, რის გამოც ლ------- ი---–---ი იძულებული ხდებოდა პერიოდულად დაეტოვებინა მისი საცხოვრებელი სახლი. ა------- ს--------ის ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ლ------- ი---–---მა განიცადა ტანჯვა.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ფაქტების დადგენა:

2.1.1. ა------- ს--------ი და ლ------- ი---–---ი არიან დედა-შვილი და ერთად ცხოვრობენ ქ. ახალქალაქში რ---------–ის ქ. N1--ში მდებარე ლ------- ი---–---ის საცხოვრებელ სახლში.

მტკიცებულებები: მხარეთა განმარტებები;

2.1.2. ა------- ს--------ი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის განაჩენით გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქურდობის მცდელობა) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი, მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

ა------- ს--------ი ასევე გასამართლებულია ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ძალადობა დედამისის მიმართ) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 11.01.2017 წლის განაჩენით ა------- ს--------ის მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, მთლიანად შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა------- ს--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელ ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

ა------- ს--------ს დანიშნულ საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა მის მიერ უკვე მოხდილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 45 საათის ოდენობით.

ბრალდებულ ა------- ს--------ს ბოლო 31.01.2017 წლის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი აქვს 4 წელი თავისუფლების აღკვეთა პირობითად. იგი ამჟამად ითვლება ნასამართლევ პირად.

მტკიცებულებები: ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 11.01.2017 და 31.01.2017 განაჩენები, ცნობა ნასამართლობის შესახებ.

2.1.3. ა------- ს--------მა, 2017 წლის ზაფხულში, ქ. ახალქალაქში რ---------–ის ქ. N1--ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას, მკერდში ძლიერად ჰკრა ხელი მის დედას, ლ------- ი---–---ს და მიანარცხა კედელზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა ძირს. ა------- ს--------ის ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ლ-----აკ ი---–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მტკიცებულებები: დაზარალებულ ლ------- ი---–---ის ჩვენებები;

2.1.4. 2018 წლის 27 თებერვალს, საღამოს საათებში, ა------- ს--------მა ვ---- ჩ-------თან (რომელსაც ვ-------ს ეძახიან) ერთად მთვრალი შევიდნენ ქ. ახალქალაქში რ---------–ის ქ. N1--ში მდებარე ლ------- ი---–---ის საცხოვრებელ სახლში იმ მიზნით, რომ ვ---- ჩ-------ს ღამე მის სახლში გაეთენებინა, რამაც გამოიწვია ლ------- ი---–---ის უკმაყოფილება. რის გამოც ა------- ს--------მა კვლავ მკერდში ძლიერად ჰკრა ხელი მის დედას, ლ------- ი---–---ს და მიანარცხა კედელზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა ძირს. ა------- ს--------ის ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ლ-----აკ ი---–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმე ვ---- ჩ-------ის ჩვენებები;

 

2.1.5. ა------- ს--------ი სისტემატურად ლანძღავდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას ლ------- ი---–---ს.

მტკიცებულებები: დაზარალებულის ლ------- ი---–---ის ჩვენებები;

2.1.6. ა------- ს--------ს ალკოჰოლზე ძლიერი დამოკიდებულება აქვს:

დაზარალებულის და მოწმეების ს----------–-------ის, ვ------------------–---ის, კ----------------ის, ლ--------- ი---–---ის, გ---------------ის ჩვენებები ადასტურებენ ბრალდებულის მიდრეკილებას ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაზე, ის ხშირად არის მთვრალი, ყოფილა შემთხვევები, რომ ქუჩაში უნახავთ მთვრალი ძირს დაცემული.

ბრალდებულმა განმარტა, რომ დაავადებულია ეპილეფსიით და ძირს ეცემოდა ამ დაავადების გამო და არა მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის გამო, თუმცა ამის თაობაზე არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

პირიქით, კ----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ რამდენჯერმე თავისი ძმა ა------- ს--------ნი ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგოდ სამკურნალოდ ჰყავდა წაყვანილი.

ლ--------- ი---–---ის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ ნასვამ მდგომარეობაში ა------- ს--------ნი თავს ვერ აკონტროლებს.

მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები.

2.1.7. შვილთან მომხდარი ზემოთ აღნიშნული ინციდენტების (სიტყვიერ შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის) შემდეგ, ლ------- ი---–---ი იძულებული ხდებოდა პერიოდულად დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობდა ძმის ლ--------- ი---–---ის სახლში, მათ შორის, 2018 წლის 27 თებერვლის შემთხვევის შემდეგ, ასევე 2017 წლის ზაფხულში.

მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, მოწმეთა კ----------------ის, ლ--------- ი---–---ის, ხ--------- ი---–---ის ჩვენებები.

2.1.8. ა------- ს--------ის მიერ დედის ლ------- ი---–---ის მიმართ სისტემატურ ლანძღვისა და სიტყვიერ შეურაცხყოფის შედეგად ლ------- ი---–---მა განიცადა ტანჯვა.

მოწმეების ლ--------- ი---–---ის, ხ--------- ი---–---ის და კ----------------ის ჩვენებებით დგინდება, რომ ლ------- ი---–---ი შვილთან მომხდარი ინციდენტების შემდეგ საშინელ მდგომარეობაში იყო. ვ---- ჩ-------მა აჩვენა, რომ შემთხვევის დროს როდესაც ლ------- ი---–---ი დაეცა ძირს, იგი (ლ------- ი---–---ი) ტიროდა;

მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება და აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები;. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N0-------- ლ------- ი---–---ის მიმართ.

2.1.8. ბრალდებულმა არ აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მტკიცებულებები: ბრალდებულის განმარტებები და ჩვენება.

 

2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა------- ს--------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ გახადა, ბრალდებულმა არ აღიარა ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ დაავადებულია ეპილეფსიით და მისი საქციელი არ უკავშირდება ალკოჰოლის მოხმარებას. სასამართლომ ბრალდებულის აღნიშნული განმარტებები შეაფასა როგორც მის მიერ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება.

საქმეში არსებობს დანაშაულის ჩადენის პირდაპირი მტკიცებულება - ბრალდებულის დედის ლ------- ი---–---ის ჩვენება და ბოლო ეპიზოდში ასევე ვ---- ჩ-------ის ჩვენება. ლ------- ი---–---მა პირდაპირ აჩვენა, რომ ა------- ს--------მა ნასვამ მდგომარეობაში მას ფიზიკური და სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც განიცადა ტკივილი და ტანჯვა. 2018 წლის 27 თებერვალის ეპიზოდის ფიზიკური ძალადობა ასევე დაადასტურა ვ---- ჩ-------მა (ხელი ჰკრა და ლ------- ი---–---ი დაეცა ძირს).

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინოს ვ---- ჩ-------ის ჩვენება, ვინაიდან ის ალკოჰოლური სასმელებისადმი მიდრეკილი პირია და იმ დროსაც იყო ნასვამ მდგომარეობაში. სასამართლო განმარტავს, რომ ჩვენების მიცემის დროს ვ---- ჩ-------ი იყო ფხიზელი და მან განაცხადა, რომ ახსოვს მომხდარი შემთხვევა.

სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ არ არის დადგენილი ტკივილის განცდის ფაქტი, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენების გარდა სხვა მტკიცებულება არ არის. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე ეჭვი, რომ ლ------- ი---–---ი ტყუის, მათ შორის ტკივილის განცდის შესახებ. შემდეგის გამო:

ა) სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი არის უსიამოვნო, დამთრგუნველი შეგრძნება, რაც განპირობებულია ორგანიზმზე სხვადასხვა გარეგანი ან შინაგანი ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებით და ორგანიზმის დაცვისათვის მრავალგვარი ფუნქციური სისტემების მობილიზაციით; მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების გაუსაძლისი, უსიამოვნო გაღიზიანება (ჩხვლეტა, დარტყმა, ანთება და სხვ.). ტკივილი იწვევს ორგანიზმის დამცველობითი მოქმედების გააქტივებას და ამასთან წარმოადგენს მთელი რიგი დაავადებების ადრეულ სიმპტომს. (წყარო: საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა - გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები ). შესაბამისად, ტკივილი როგორც ადამიანის ფიზიკური შეგრძნება, რომელიც ადამიანზე ზეწოლის, ძალადობის და რაიმე ფიზიკური ზემოქმედების შედეგია, გამოიხატება სწორედ იმ პირის მხრიდან, რომელმაც განიცადა.

ბ) ვინაიდან ტკივილი სუბიექტური ცნებაა, სამართალში დაზარალებულის მიერ გამოხატული ტკივილი შესაფასებელია და განაპირებულია რიგ გარემოებებით: 1) ფაქტი, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ტკივილი, 2) დაზარალებულის მდგომარეობა (ასაკი, ავადმყოფობა და ა.შ.), 3) სიმპტომები/სტიგმა (სიმპტომების ერთობლიობა), რაშიც გამოიხატება ტკივილი (მაგალითად ტირილი, ყვირილი, ცრემლები, მიმიკა, სტრესი და ა.შ.).

გ) მოცემულ შემთხვევაში, ვ---- ჩ-------მა აჩვენა, რომ შემთხვევის დროს, როდესაც ლ------- ი---–---ი დაეცა ძირს, იგი (ლ------- ი---–---ი) ტიროდა; მოწმეების ლ--------- ი---–---ის, ხ--------- ი---–---ის და კ----------------ის ჩვენებებით დგინდება, თუ რა საშინელ მდგომარეობაში იყო ლ------- ი---–---ი შვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ასევე რომ მსგავს მდგომარეობაში იყო ერთი წლის წინაც, ლ------- ი---–---ი რამდენჯერმე იძულებული იყო თავისი სახლიდან გაქცეულიყო და ცხოვრობდა ძმის ლ--------- ი---–---ის სახლში; ლ------- ი---–---ის მდგომარეობა ფსიქოლოგმა თავისი დასკვნით შეფასა, როგორც ტანჯვა.

დ) სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოწმეების ს----------–-------ის, ვ------------------–---ის, კ----------------ის, ლ--------- ი---–---ის, გ---------------ის ჩვენებები ადასტურებენ ბრალდებულის მიდრეკილებას ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაზე, ის ხშირად იყო მთვრალი, ყოფილა შემთხვევები, რომ ქუჩაში უნახავთ მთვრალი ძირს დაცემული. კ----------------ის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ რამდენჯერმე თავისი ძმა ა------- ს--------ნი ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგოდ სამკურნალოდ ჰყავდა წაყვანილი. ლ--------- ი---–---ის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ ნასვამ მდგომარეობაში ა------- ს--------ნი თავს ვერ აკონტროლებს.

ე) მართალია აღნიშნული მოწმეების ხაზგასმული ჩვენებები (გარდა ვ---- ჩ-------ისა) და ფსიქოლოგის დასკვნა ძალადობის ჩადენის ფაქტის პირდაპირ მტკიცებულებას არ წარმოადგენენ, თუმცა დაზარალებულის და ვ---- ჩ-------ის (ბოლო ეპიზოდის შემთხვევაში) ჩვენებასთან ერთად წარმოადგენენ ძალადობის ჩადენის შედეგის მყარი მტკიცებულებას, რაც გამორიცხავს ეჭვს ლ------- ი---–---ის ჩვენების მიმართ.

შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: ლ------- ი---–---ის, ხ--------- ი---–---ის, ს----------–-------ის, ვ---- ჩ-------ის, ვ------------------–---ის, კ----------------ის, ლ--------- ი---–---ის, გ---------------ის ჩვენებები, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 11.01.2017 წლის და 31.01.2017 წლის განაჩენები, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N0-------- ლ------- ი---–---ის მიმართ მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა------- ს--------ის ბრალეულობას.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------- ს--------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა------- ს--------ის მიერ დედამისის მიმართ ჩადენილია ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (სამი ეპიზოდი), ამასთან მის ქმედებას არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ა------- ს--------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, დედამ აპატია შვილს;

4.2. ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა ნასვამ მდგომარეობაში;

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს....

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ბრალდებულის ძალადობისაკენ და ალკოჰოლური სასმელებისადმი მიდრეკილებას, დანაშაული ჩაიდინა ნასვამ მდგომარეობაში; ასევე ის, რომ ბრალდებულმა პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის ახალი დანაშაული, ამასთან ცდილობდა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას, ანუ მისი რესოციალიზაცია არ მოხდა. აღნიშნული იძლევა თავისუფლების აღკვეთის შეფარდების საფუძველს.

აქედან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია ბრალდებულს შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით თითოეული ეპიზოდისათვის და შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე დანაშაულთა ერთობლიობით ა------- ს--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

ამასთან, განაჩენთა ერთობლიობის პრინციპით მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ ან მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით (ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (რომელიც შეადგენს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას პირობითად). მოუხდელი სასჯელის მთლიანად დამატების შემთხვევაში საბოლო სასჯელის ზომა იქნება თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია ძალიან მკაცრი. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ დედამ აპატია შვილს (იხ. 4.1.).

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა, ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად.

შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა------- ს--------ს (პ/ნ 4----------) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. რაც სავსებით აკმაყოფილებს რეპრესიის, პრევენციის და რესოციალიზაციის პრინციპებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 200-ე, 258 -260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა------- ს--------ი (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

ა------- ს--------ი (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მე-2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

ა------- ს--------ი (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მე-3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მე-2 და მე-3 ეპიზოდებით) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა------- ს--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობის პრინციპით მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით (ახალალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 იავრის განაჩენით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

საბოლოოდ ა------- ს--------ს (პ/ნ 4----------) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

2. ა------- ს--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდეს;

3. ა------- ს--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 26 ნოემბრიდან; ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 08 მარტიდან - 2018 წლის 26 ნოემბრამდე;

4. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე არარატ ესოიან