გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(2/73-18)090210018002529694
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16.11.2---წ. ამბროლაური
ა-------–------- რაიონული სასამართლო
მოსამართლე გურამ გოცირიძე
სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე
მოსარჩელე: შპს ,, ო----------’’
წარმომადგენელი: ზ--------–----–------
მოპასუხე: ა-------–------- მ----–----–-------- მ-----
წარმომადგენელი: თ----- ქ-----–---–-, ა-–---- ქ----–-----, ს------- ს-------–---
დავის საგანი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადის დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. შპს ,, ო----------ს’’ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1ა-------–------- მ----–----–-------- მ------ მიერ, შპს ,,ო----------ს’’ მიმართ, უკანონოდ დაკისრებული პირგასამტეხლოების – ( 120213.6 და 448-0.53 ლარის) სულ ჯამში – 165034.13 ლარის გაუქმება.
სარჩელში მითითებულია, რომ შპს ,,ო----------’’ ა-------–------- მ----–----–-------- მ-----სთან (გამგეობასთან) 2--7 წლის 09 აგვისტოს გაფორმებული N8- ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს ა-------–------- მ----–----–-------- სოფ.უ----–- ყოფილი ს------------------ ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოებს. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად, ობიექტის ღირებულებაა 833433 ლარი. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ორ ეტაპად, პირველი ეტაპი – 472500 ლარის სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 2--7 წელს, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდებოდა მომდევნო 2--- წელს, შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე, დამკვეთთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. ხელშეკრულების მე –4 მუხლის შესაბამისად, 2--7 წლის შესასრულებელი სამუშაოების მიწოდების ვადად, განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან – 90 კალენდარული დღე, ხოლო 2--- წელს – 80 კალენდარული დღე. შესაბამისად, 2--7 წელში შესასრულებელი სამუშაოების ვადა განისაზღვრა 2--7 წლის 07 ნოემბრამდე. სამუშაოების მიმდინარეობისას, ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ გარემოებებს, დასაკორექტირებელი გახდა შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, რაზეც არაერთხელ აცნობეს სამუშაოების საზედამხედველო ფირმას და მ----–----–-------- წარმომადგენლებს, რაზეც მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა, არ მოხდა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. ზეპირსიტყვიერი შეთანხმების მიუხედავად, არ ხდებოდა სამუშაოების დაკორექტირება, 2--7 წლის 03 და 07 ნოემბერს წერილობით აცნობეს სამუშაოების ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ. წერილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხემ მოახდინა 2--7 წელში შესასრულებელი სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა – 2--7 წლის 06 დეკემბრამდე. თუმცა, ა-------–------- მ-----მ აღნიშნულ ვადაში, ვერ უზრუნველყო პროექტის კორექტირება და მიწის მოჭრის სამუშაოების ნებართვის დოკუმენტაციის გადაცემა, რის გამოც, შპს ,,ო------------- ვერ შეძლო სამუშაოების დასრულება – 2--7 წლის 07 დეკემბრამდე. შესაბამისად, სამუშაოების ხელისშემშლელი გარემოებათა გამო, შპს ,,ო----------’’ მოკლებული იყო შესაძლებლობას 2--7 წელში სამუშაოები შეესრულებინა წინასწარ განსაზღვრული გეგმა – გრაფიკის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, მოპასუხემ აღიარა და დაადასტურა შპს ,,ო----------ს’’ მხრიდან, გაორმაგებული სამუშაოების შესრულება, მან მაინც არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები და არ გაზარდა 2--7 წელს შესასრულებელი სამუშაოების დასრულების ვადა, ხოლო მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სამუშაოს დაუსრულებლობისათვის, აკისრებს შეუსრულებელი სამუშაოების 0.5%, რაც ასევე, თავის მხრივ, უსამართლო და უპრეცედენტოდ მაღალი პირგასამტეხლოა. ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაობის შესრულების ვადის გადაცილება არ არის გამოწვეული მიმწოდებლის შპს ,,ო----------ს’’ ბრალეული ქმედების შედეგად და არ დგინდება შპს ,,ო----------ს’’ მხრიდან, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გარემოება, იგი უნდა გათავისუფლდეს მოპასუხის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდისაგან. ასევე, 2--- წლის 22 აგვისტოს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ა-------–------- მ----–----–-------- მ----- შპს ,,ო----------’’ 2----–-–-------------–- გაფორმებული ცვლილება N2–ით გათვალისწიებული სამუშაოების ვადაგადაცილებისთვის, კვლავ აჯარიმებს 448-0.53 ლარით. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმება გაფორმდა 2--- წლის 25 აპრილს, რომლის შესრულების ვადა განისაზღვრა 45 დღე. მ----- სამუშაოების დაწყებიდანვე, ითვლის საჯარიმო სანქციებს და ვადაგადაცილებულ დღეების რაოდენობად მითითებულია 89 დღე, თანაც 0,5% –ის ოდენობით. რაც შეუსაბამოდ მაღალი საჯარიმო სანქციაა. მოსარჩელის მოთხოვნაა გაუქმდეს ა-------–------- მ----–----–-------- მ------ მიერ, შპს ,,ო-----------’ მიმართ, უკანონოდ დაკისრებული პირგასამტეხლო –120213.60 და 448-0.53 ლარი. ჯამურად სულ - 165034,13 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა-------–------- მ----–----–-------- მ------ წარმომადგენლები წარმოდგენილი შესაგებლით, არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ა-------–------- მუნიციპალიტეტს გამოეყო ფინანსური სახსრები სოფელ უ----–- ყოფილი ს---------------- ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით. შპს ,,ო----------ა’’ და ა-------–------- მუნიციპალიტეტს შორის, გაფორმდა N8- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სამუშაოების პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო 2--7 წლის 07 ნოემბერს. მიმწოდებელმა 2--7 წლის 07 ნოემბერს N113 წერილით მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გადაწევა ერთი თვით. 2--7 წლის 08 ნოემბერს განხორციელდა N8- ხელშეკრულებაში ცვლილება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოწოდების ვადა გადაწეული იქნა – 2--7 წლის 06 დეკემბრამდე, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას, 2--7 წლის 22 დეკემბერს მიწის მოჭრაზე დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე, განმარტეს, რომ მიწის მოჭრის დოკუმენტაცია არსებობდა პროექტთან ერთად, მაგრამ მათი მოთხოვნით, გადაცემული იქნა წერილობითი დამატებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება აღნიშნულ პროექტზე, ეკოლოგიური დასკვნის დამტკიცების თაობაზე, რითაც პროექტს მიცემული ჰქონდა რეკომენდაცია დამტკიცებაზე. დამტკიცებულ პროექტს თან ახლდა უ----- 4–ზე არსებული სარკოფაგის მინაკუთვნი მიწის ნაკვეთის კონტური. დამატებით, გადაცემული იქნა ეროვნული სააგენტოს წერილი, რომ სოფელ უ----–- არსებულ მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოებისათვის განკუთვნილ საპროექტო ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობა არ დასტურდება. აღნიშნული დოკუმენტით წარიმართა მიწის მოჭრის სამუშაოები შემდგომ ეტაპზე, სხვა დამატებითი მასალები საჭირო არ გამხდარა. პროექტი კი სამუშაოების დაწყებამდე, გადაცემული ჰქონდა შპს ,,ო----------’’. იმ პერიოდში, როდესაც გრაფიკის შესაბამისად, ხორციელდებოდა სამუშაოები ანაზღაურების თაობაზე, პრობლემა არ შექმნილა და პირველივე შესრულება, რომელიც შპს ,,ო----------’’ –2--7 წლის 6 სექტემბერს მოითხოვა, ასევე, ავანსი ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს, 20% –149955 ლარი, ხოლო რომელიც სამუშაოების განსახორციელებლად იყო საჭირო, მოთხოვნისთანავე, ჩაურიცხა მუნიციპალიტეტმა. მ----–----–-------- ინტერესს წარმოადგენდა სამუშაოების დროული დასრულება. შემსრულებელმა ვერ უზრუნველყო სამუშაოების პარალელურ რეჟიმში წარმართვა. კერძოდ, შესაბამის კლიმატურ პირობებში, არ მოეწყო უ----- 4–ის ტერიტორიაზე არსებულ სარკოფაგზე რკინა – ბეტონის სარტყელი, ხოლო ბოლო ზამთრის პერიოდში, მისი მოწყობა შეუძლებელი იყო. სამუშაოები რიტმულად არ ხორციელდებოდა, იყო მძღოლთა ხელფასის გაუცემლობა, რომლებიც გარკვეული პერიოდი არ მუშაობდნენ. ნარჩენების მოცულობასთან დაკავშირებით, ჩატარდა უ----- 1–ის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების ტოპოგრაფიული აზომვა. ამ აზომვით გაორმაგებული ოდენობა, რასაც სამუშაოს შემსრულებელი აყენებდა, არ დასტურდება. საპროექტო მოცულობასთან არსებული ზედმეტი მოცულობის სამუშაოებმა, საბოლოო დაზუსტების შემდგომ, შეადგინა 1000მ3 (საბოლოოდ, სარკოფაგის შევსების შემდგომ, სამუშაოს შემსრულებლის მიერ მოთხოვნილი ზედმეტი მოცულობები არ დასტურდება. არც ის გარემოებები, რომ ნარჩენი სარკოფაგში არ თავსდებოდა). სამუშაოს შემსრულებელს 2--7 წლის 6 ნოემბერს ყველა განმარტება მიეცა თათბირზე და სამუშაოს შესრულების ვადები გადაწეული იქნა 2--7 წლის 7 დეკემბერს, მაგრამ ამ პერიოდში, მათ ვერ უზრუნველყვეს ნარჩენის გადაზიდვა ( მძღოლების გაფიცვის გამო – ხელფასების მიუღებლობა იყო მიზეზი), იმ რაოდენობისაც, რასაც პროექტი ითვალისწინებდა. 2--7 წლის 11 ნოემბრიდან – 2--7 წლის 1 დეკემბრამდე, იყო მუნიციპალიტეტების შეერთებასთან დაკავშირებით გარდამავალი პერიოდი. შპს ,,ექ--------------–-----–----------------’’ 2--7 წლის 22 ნოემბრის წერილში მიუთითებს, რომ სამუშაოთა მიმდინარეობის ტემპი დაბალია, კლიმატური პირობების გაუარესების გამო, შეიძლება ვერ მოხერხდა ნარჩენების ატანა უ----- – 4 – ში არსებულ სარკოფაგში და მისი დახურვა. საფრთხე ექმნება პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას მაშინ, როდესაც ვადა 06 დეკემბერს მთავრდებოდა. ა-------–------- მ----–----–-------- მ-----მ 2--7 წლის 04 დეკემბერს წერილობით მიმართა შპს ,,ო----------’’ და მიუთითა, რომ წარმოდგენილია წერილობითი ინფორმაცია საზედამხედველო უწყების შპს ,,ექ--------------–-----–----------------’’ ინსპექტორ –ექსპერტების ინფორმაცია. წარმოდგენილი ინფორმაციით, დარღვეულია სამუშაოების წარმოების ტექნიკური და ასევე, სანიტარული ნორმების დაცვის ღონისძიებები, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად არის განსაზღვრული, კერძოდ: 1. სამუშაოთა განთავსებული წარმოების ადგილზე არ არის სპეციალური ბანერები, 2. ნარჩენების გადაზიდვის დროს არის შემთხვევები, როცა ნარჩენი დაფარული არ არის სპეციალური დამცავი საფარით ე.წ. ,,ბრეზენტით’’. 3. სამუშაოებში დაცული პერსონალი არ ატარებდა რეგულარულად, სპეცტანსაცმელს და ნიღბებს, 4. ტერიტორიაზე არ იყო მოწყობილი კვების ბლოკი და დაბინძურებული ტანსაცმელის გაუვნებელყოფის ოთახი, არ ფუნქციონირებდა დროებითი საშხაპე. აღნიშნული მოთხოვნების დაცვას ითვალისწინებს ხელშეკრულება და ტექნიკური დავალების მოთხოვნები. შპს ,,ო----------’’ ეთხოვა უზრუნველყოს წერილში აღნიშნული მოთხოვნების დაცვა, ასევე სამუშაოთა წარმოებისას, ტექნიკური ნორმების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განხილული იქნებოდა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების პროცედურების წარმოების საკითხი. იმავე დღეს, მ----–----–-------- მ-----მ კვლავ წერილით მიმართა შპს,, ო----------’’ და მიუთითა, რომ მათი სიტყვიერი მოთხოვნისთანავე, სამუშაოს მოცულობების დადგენის მიზნით, საზედამხედველო უწყების და საპროექტო ორგანიზაციის მიერ, გაკეთებული იქნებოდა მყისიერი რეაგირება შეტანილი ნარჩენების და ადგილზე არსებული ნარჩენების მოცულობის განსაზღვრის მიზნით. ასევე აცნობა, რომ დაფიქსირებულია მოცულობითი ცვლილება გაფხვირების კოეფიციენტის გათვალისწინებით. კერძოდ, მოცულობითი ცვლილება არის გაფხვიერებული ნარჩენის დატვირთვის სამუშაოებზე, რისი ანაზღაურებაც შესაძლებელი იქნებოდა გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯზე. უ----- 4–ის ტერიტორიაზე არსებული სარკოფაგის გადახურვის რკინა – ბეტონის ფილების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იყო სამშენებლო ნარჩენის სრული გადატვირთვის შემდგომ, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობით მოხდება მისი შევსება. სამუშაოთა წარმოებისას, საღი ფილების მონტაჟი უნდა მომხდარიყო ადგილზე. ასევე წერილში აღნიშნული იქნა, რომ შესრულებული არ იყო უ----- 4–ის ტერიტორიაზე, სარკოფაგის კედელზე რკ/ბეტონის მოწყობის სამუშაოები და წარმოდგენილი არ იყო 2--7 წელს შესასრულებელი სამუშაოების ცვლილება, რაზედაც წინადადებები შპს – ს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. მოსარჩელე ასევე მიუთითებს გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან ანაზღაურების მოთხოვნაზე, მუნიციპალიტეტი შპს ,,ო----------საგან’’ ითხოვს გაუთვალისწინებელი ხარჯებით შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო გაწეული ხარჯების დადასტურება, მაგრამ შპს მხოლოდ მოსალოდნელ შედეგზე აკეთებდა აქცენტს, არ ასრულებდა იმ სამუშაოებს, რომელიც პროექტით იყო გათვალისწინებული, ჯერ ის მოცულობის მასალა არ ჰქონდა განთავსებული სარკოფაგში, რომელიც ხელშეკრულებით ევალებოდა. თუ სარკოფაგი შესავსები დარჩებოდა შემდგომი გართულებების გარეშე, უფრო მარტივად მოხდებოდა სრული მოცულობის დადგენა.
2--7 წლის 4 დეკემბრის წერილი წარმოადგენს შპს,, ო---------- ‘’ მიერ მოთხოვნილ ყველა გარემოებაზე პასუხს, შპს ,,ო----------’’ ხელოვნურად აჭიანურებდა პროცესს, არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. შპს ,,ე--------------–-----–-------------ი’’– ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ 2--7 წლის 21 ნოემბრიდან – 2 თებერვლამდე, სამუშაოები არ მიმდინარეობდა ობიექტზე და მხოლოდ მაშინ განახლდა, როდესაც მ----–----–-------- მ-----მ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტმა დააკისრა დამატებითი ვალდებულებების შესრულება, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, მუნიციპალიტეტმა მოითხოვა მოცულობის დადგენა, საბოლოოდ დადგინდა, რომ ფაქტიური მოცულობა მხოლოდ 625 მეტრ კუბით მეტი იყო საპროექტო მოცულობაზე, ასევე მოითხოვა შეცვლილი გეგმა – გრაფიკისა და შპს – ს მიერ შეძენილი გეომემბრანისა და გეოტექსტილის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენა, ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გადაწევა. ყველა აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობდა ხელშეკრულების პირობებიდან და შპს ,,ო----------სათვის’’ დამატებით ვალდებულებას არ წარმოადგენდა, დარღვეული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გამო საჭირო იყო საბანკო გარანტიის მოქმედების გადაწევა და სამუშაოების შერულების მიზნით შეძენილი მასალების ხელშეკრულების წარდგენა არ იწვევდა დამატებითი ვალდებულების დაკისრებას. 2--- წლის 13 მარტიდან – 25 აპრილამდე, შეჩერებული იქნა საჯარიმო სანქციების გამოყენება და შპს ,,ო---------’’ არ ეკისრებოდა პირგასამტეხლო. შპს ,, ო----------ა’’ 2--- წლის 12 ივლისს მიმართა ა-------–------- მუნიციპალიტეტს პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების თაობაზე, მაგრამ ობიექტზე გამოვლენილია ხარვეზები და არ ჩაუბარებია პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც ხელშეკრულების შესაბამისად, 2--7 წლის 6 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. შპს ,,-------------’’ სამუშაოები აწარმოა ვადაგადაცილებით, სწორედ სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების გამო, იქნა დადგენილი პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მუნიციპალიტეტი ითხოვდა ვალდებულების ჯეროვნად დათქმულ დროსა და ვადაში შესრულებას. აღნიშნული ვალდებულება შპს ,,-------------’’ არ შეასრულა, შპს ,,-------------’’ 2--7 წლის 06 დეკემბერს დასასრულებელი სამუშაოები დაასრულა – 2--- წლის 12 ივლისს, 7 თვიანი ვადაგადაცილებით, სამუშაოებს არ აწარმოებდა გეგმა – გრაფიკის შესაბამისად, მ----–----–--------ა და შპს ,,ე--------------–-----–-------------ი’’ –საგან ჰქონდა გართხილებები მიღებული სამუშაოების შესრულების ტემპთან დაკავშირებით, საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ დადასტურებულია სამუშაოების თვეების განმავლობაში, განუხრციელებლობის ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ო----------ს’’ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ა-------–------- მ----–----–-------- გამგეობასა და შპს
,,ო----------“ –ს შორის, 2--7 წლის 09 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N8- ხელშეკრულება აუქციონის გარეშე, ელექტრონული ტენდერის საშუალებით, (NAT---------) ა-------–------- მ----–----–-------- სოფელ უ----–- ყოფილი ს------------------ ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მავნე ნარჩენების საკონსერვო სამუშაოების განხორციელება. ხელშეკრულების 2.2 პუქტის შესაბამისად, ობიექტის ღირებულება შეადგენდა 833433 ლარს. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ორ ეტაპად. პირველი ეტაპი – 472500 ლარის სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 2--7 წელს, ხოლო დანარჩენი –2--- წელს, შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე, დამკვეთთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. ხელშეკრულების მე–4 მუხლის შესაბამისად, 2--7 წლის შესასრულებელი სამუშაოების მიწოდების ვადად, განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან – 90 კალენდარული დღე, ხოლო 2--- წლის – 80 კალენდარული დღე. შესაბამისად, 2--7 წელში შესასრულებელი სამუშაოები განისაზღვრა 07 ნოემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2--7 წლის 09 აგვისტოდან – 2--- წლის 30 დეკემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება
- მხარეთა განმარტებები
6.2.3. დადგენილია, რომ შპს ,, ო----------’’–ს დირექტორმა გი-------–-–--–---–-- 2--7 წლის 03 ნოემბერს N112 და 2--7 წლის 07 ნოემბერს N 113 წერილებით, მიმართა ა-------–------- მ----–----–-------- გამგეობას და აცნობა სამუშაოების ხელის შემშლელი გარემოებებისა და 2--7 წელში შესასრულებელი სამუშაოების დასრულების ვადის ერთი თვით, გაზრდის გამო. აღნიშნულ წერილებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ა-------–------- მუნიციპალიტეტმა 2--7 წლის 08 ნოემბერს შეიტანა ცვლილება 2--7 წლის 09 აგვისტოს N8- ხელშეკრულებაში და 2--7 წელს შესასრულებელი სამუშაოების დასრულების ვადა გადაწია 2--7 წლის 06 დეკემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ო----------ს’’ დირექტორის 2--7 წლის 03 ნოემბერის N112 და 2--7 წლის 07 ნოემბრის N 113 წერილები
- 2--7 წლის 08 ნოემბრის ცვლილება
6.2.4. დადგენილია, რომ ა-------–------- მ----–----–-------- მერი და შპს ,,ო----------’’–ს დირექტორი, 2--- წლის 25 აპრილის N2 ცვლილებით, შეთანხმდნენ C---------- ,, ა-------–------- მ----–----–-------- სოფელ უ----–- ყოფილი სამთო – ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე არსებული, მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოების შესყიდვაზე, 2--7 წლის 09 აგვისტოს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N8- ხელშეკრულებაში, ამავე ხელშეკრულების მე – 8 პუნქტის შესაბამისად, ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, ა-------–------- მ----–----–-------- მერის 2--- წლის 15 მარტის N758 ბრძანებით შექმნილი კომისიის 22.03.2--- წლის N2 სხდომის ოქმის საფუძველზე, შპს,, ო----------’’– ს მიერ, წარდგენილი და შპს ,,ექ--------------–-----–----------------’–ს მიერ დადასტურებული კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, შეიცვალა ხელშეკრულების ღირებულება და ნაცვლად – 749777 ლარისა, განისაზღვრა –749757,58 ლარით, ხოლო ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი, დამოწმებული იქნა მხარეების მიერ, გადაეცათ ხელმომწერ მხარეებს და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 25 არილის N- ცვლილება
- მხარეთა განმარტებები
6.2.5. 2--- წლის 03 მაისის მიღება – ჩაბარების N- აქტის თანახმად, 2--7 წლის 09 აგვისტოს N8- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ო----------’’ აწარმოებს ა-------–------- მ----–----–-------- სოფელ უ----–- ყოფილი ს---------------- ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოებს. წარდგენილია შუალედური შესრულება –125711.68 ლარზე. შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია საზედამხედველო კომპანიის შპს ,,ექ--------------–-----–----------------’’ ექსპერტების მიერ. შესრულებულ სამუშაოებზე წარდგენილია შპს,, რ---–------------- დადებითი საექსპერტო დასკვნა. პირველი ეტაპის შესასრულებელი სამუშაოების მოწოდების ვადის დარღვევისათვის, 2--7 წლის 07 დეკემბრიდან 2--- წლის 03 მაისის ჩათვლით, პირგასამტეხლოს რაოდენობამ შეადგინა (104 კალენდარული დღე X 1155.9 ლარი) -120213.60 ლარი. (2--- წლის 23 მარტის N 8-4 ბრძანების საფუძველზე, ხარჯთაღრიცხვის კორექტირების პერიოდის გამოკლებით – 2--- წლის 13 მარტიდან – 2--- წლის 25 აპრილამდე პერიოდი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 03 მაისის მიღება – ჩაბარების N- აქტი
6.2. 2--- წლის 14 აგვისტოს მიღება – ჩაბარების N-------ს თანახმად, 2--7 წლის 09 აგვისტოს N8- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ო----------’’ აწარმოებს ა-------–------- მ----–----–-------- სოფელ უ----–- ყოფილი ს---------------- ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოებს. წარდგენილია პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულება – 100720.30 ლარზე. შესრულება დადასტურებულია საზედამხედველო უწყების შპს ,,ექ--------------–-----–----------------’’ ექსპერტების მიერ. მათივე წარდგენილია დასკვნა პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულებაზე. ამავე დასკვნით, სამუშაოების დასრულება დაფიქსირებულია 2--- წლის 1 აგვისტოს. პირველი ეტაპის შესრულებული სამუშაოების მიწოდების ვადის დარღვევისათვის, შპს ,,ო----------’’ ეკისრება პირგასამტეხლო 2--7 წლის 7 დეკემბრიდან, 2--- წლის 3 მაისამდე – 120213.60 ლარი. 2--- წლის 03 მაისიდან, 2--- წლის 1 აგვისტომდე, ჯარიმის თანხამ შეადგინა (100720.30X 0,5% X89 კ.დღეზე) – 448-0.53 ლარი. შესრულებულ სამუშაოებზე წარდგენილია შპს ,,რ---–----------- ‘’ დასკვნა. დასკვნაში გამოთქმული შენიშვნების შესაბამისად, არ ხდება განათების ბოძების მოწყობის ღირებულების ანაზღაურება, ხოლო ღობის ლითონის ბოძებზე (საპროექტოს თანხმობის საფუძველზე) ხდება ბოძების წონის მიხედვით ანაზღაურება. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესრულებული სამუშაოები 100720.30 ლარზე, ექვემდებარება ანაზღაურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 14 აგვისტოს მიღება – ჩაბარების N-------
სამოტივაციო ნაწილი:
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 9. სამართლებრივი შეფასება
9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
9.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
9.3. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ო----------’’– სა და ა-------–------- მ----–----–-------- მ-----ს (გამგეობას) შორის 2--7 წლის 09 აგვისტოს გაფორმდა N8- ხელშეკრულება აუქციონის გარეშე, ელექტრონული ტენდერის საშუალებით, (NAT---------) ა-------–------- მ----–----–-------- სოფელ უ----–- ყოფილი ს------------------ ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება, რომლის თანახმად, მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
აღნიშულ საქმეზე დგინდება რომ ხელშეკრულების შესაბამისად, ობიექტის ღირებულება შეადგენდა 833433 ლარს. სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად, პირველი ეტაპი – 472500 ლარის სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 2--7 წელს, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდებოდა 2--- წელს, შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე, დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე. 2--7 წლის 08 ნოემბერს შევიდა ცვლილება 2--7 წლის 09 აგვისტოს ა-------–------- მ----–----–-------- მ-----სა და შპს ,,ო----------’’ შორის გაფორმებულ N8- ხელშეკრულებაში, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული, 2--7 წლის შესასრულებელი სამუშაოების მოწოდების ვადა გადაწეული იქნა 2--7 წლის 06 დეკემბრამდე. თუმცა შპს ,,ო----------ს’’ მხრიდან, ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების დათქმულ დროში შესრულება არ მომხდარა.
სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 327-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ ნების გამოვლენის მეშვეობით, მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არამხოლოდ სამართლებრივ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს შესასრულებელი სამუშაოს დროზე მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში, ვალდებულება არ შესრულდება, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუ კი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
9.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ ა-------–------- მ----–----–-------- მ------ მიერ მოთხოვნილი საჯარიმო თანხა - ჯამში 165034.13 ლარი (პირგასამტეხლო), არის შეუსაბამოდ მაღალი.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად სასამართლო თვლის, რომ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე და ასევე, სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით(საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები) ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს ნაცვლად 165034.13 ლარისა, 80000 ლარის ოდენობით.
9.6. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას, ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
10. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც, იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც, მოპასუხე ა-------–------- მ----–----–-------- მ-----ს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის –2400 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ო----------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1.შპს,,ო----------’’ ა-------–------- მ----–----–-------- მ------ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს 80000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ოდენობით
2.მოპასუხე ა-------–------- მ----–----–-------- მ------ შპს,,ო----------ს’’ სასარგებლოდ, დაეკისროს მოსარჩელის მიერ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება – 2400 ლარის ოდენობით.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ა-------–------- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 და არა უგვიანეს –30 დღისა, გამოცხადდეს ა-------–------- რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან –30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გურამ გოცირიძე