განაჩენი

სისხლის სამართლის 07.12.2018
საქმის ნომერი
010100118002296412
დავის ტიპი
126 , 120
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002296412

საქმე №1-138/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ლ---------------ის

ბრალდებულის - ე------ თ------–---–ის

ადვოკატის - ბ-------------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171231217005 საქმე:

 

ბრალდებულ ე------ თ------–---–ის მიმართ

მამის სახელი: ნ--------

დაბადებული: 10.05.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ხ--–----------------–----–----------------–--------

ფატობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი 11ა

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე------ თ------–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას, ფეხის არეში მჩხლეტავ მჭრელი საგნის გამოყენებით, რ----–-------------ეს მიაყენა სხეულის დაზიანება, რამაც გმოიწვია ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით.

 

2. 2017 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე------ თ------–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას, ა----------–--ესთან ერთად ჯგუფურად, მჩხლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით, სხეულის დაზიანება მიაყენა რ-----------------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

3. ბრალდებულმა ე------ თ------–---–მა თავი დამნაშავედ ცნო ფეხის არეში მჩხლეტავ მჭრელი საგნის გამოყენებით რ----–-------------ისთვის სხეულის დაზიანების მიყენების გამო წარდგენილ ბრალდებაში, ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ რ-----------------ისთვის სხეულის დაზიანების გამო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მხოლოდ მან მიაყენა დაზიანებები ს---------ეს და ეს არ მომხდარა ა----------–--ესთან ერთად ჯგუფურად. უფრო მეტიც, აჩიკო და ავთანდილ ხ---–--ეები საერთოდ არ ყოფილან იმ ადგილას, სადაც ჩხუბი მოუხდა ს---------ეებთან, მათთვის საერთოდ არაფერი იყო ცნობილი იმ კონფლიქტის შესახებ, რომელიც ავტომობილის ნასყიდობასთან დაკავშირებით წარმოიშვა თ------–---–სა და ს---------ეებს შორის.

 

4. დაზარალებულ რ----–-------------ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს თავის შვილებთან რ------ და ა-----–-----------ეებთან ერთად თამარის დასახელებაში, ჭადრაკის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ე------ თ------–---–ს და მის თანმხლებ პირებს. შეხვედრის მიზანი იყო ავტომობილის ნასყიდობის თანხასთან დაკავშირებით წარმოშობილ გაუგებრობაში გარკვევა. თ------–---–ი ორ ახალგაზრდა მამაკაცთან, როგორც თავად გაეცნენ ავთანდილ და ბექა ხ---–--ეებთან ერთად მივიდა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე საერთო ნაცნობი მ--–------------–--ე, რომლის შუამავლობითაც მოხდა ა-----–-----------ის მიერ ე------ თ------–---–ისგან მანქანის შეძენა. მოდავე მხარეებს შორის დაწყებული საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, როდესაც პირმა, რომელიც ბექა ხ---–--ედ გაეცნო, რ-----------------ეს ხელი გაარტყა სახეში. ორმხრივი ჩხუბის დროს ბექა, იგივე ა----------–--ემ და ე------ თ------–---–მა დანით მიაყენეს დაზიანებები მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის არეში, უშუალოდ თ------–---–მა ორჯერ ჩაარტყა ბასრი საგანი პირველად მარჯვენა ბარძაყის არეში, მეორედ იმავე ფეხში, ოდნავ უფრო ქვემოთ. ე------ თ------–---–მა ბასრი საგნით ჭრილობა მიაყენა რ-----------------ეს ზურგის არეში, იმავდროულად რ------სთან ჩხუბობდა და ხელს ურტყამდა ბექა, იგივე ა----------–--ე.

 

5. დაზარალებულ რ-----------------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში სულ შვიდი ადამიანი მონაწილეობდა, ერთ მხარეს წარმოადგენდნენ თავად რ------, მისი მამა რ----–-------------ე და ძმა ა-----–-----------ე, მეორე მხარეს - ე------ თ------–---–ი და მისი თანმხლები ავთანდილ და ბექა, იგივე ა----------–--ეები. რაც შეეხება მეშვიდე პირს, მ--–------------–--ეს, მან ჩხუბის დაწყებისთანავე დატოვა შემთხვევის ადგილი და რაიმე მონაწილეობა ორმხრივ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ მიუღია. ჩხუბი დაიწყო მას შემდეგ, რაც ა----------–--ემ ხელი დაარტა რ------ს. თავდაპირველად, როდესაც ხ---–--ეების და თ------–---–ის ხელში ბასრი საგნები - დანები შენიშნა, შეეშინდა და გაიქცა, მაგრამ როდესაც უკან მიიხედა და დაინახა როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად მამას - რ----–-------------ეს, სამივე აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას, ვერ მიატოვა, უკან დაბრუნდა და თავადაც ჩაერთო ჩხუბში. თ------–---–ი და ა----------–--ე ჯგუფურად ეჩხუბებოდნენ და ურტყამდნენ, ხ---–--ემ ხელი გაარტყა სახეში, შეტრიალების მომენტში კი თ------–---–მა ბასრი საგანი ჩაარტა ზურგში. ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

6. მოწმე ა-----–-----------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მ--–------------–--ის შუამავლობით ე------ თ------–---–ისგან შეიძინა ავტომობილი, თუმცა მოგვიანებით ნასყიდობის თანხასთან დაკავშირებით გაუგებრობა წარმოიშვა და სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ შეხვდნენ ერთმანეთს ის და თ------–---–ი 2017 წლის 23 დეკემბერს. თავად არჩილს ძმა და მამა ახლდა, ხოლო ე------ს ორი ახალგაზრდა, როგორც შემდეგ გაირკვა ავთანდილ და ბექა, იგივე ა----------–--ეები. შეხვედრას ესწრებოდა მ--–------------–--ეც, თუმცა როგორც კი საუბარი კამათსა და ფიზიკური შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, გაიქცა და მიატოვა შემთხვევის ადგილი. პირველად ა----------–--ემ დაარტყა ხელი რ-----------------ეს, დაიწყო ჩხუბი მოდავე მხარეებს შორის. დაინახა როგორ მიაყენა ჭრილობა ე------ თ------–---–მა ფეხში რ----–-------------ეს, შემდეგ კი ზურგში რ-----------------ეს. ე------თან ერთად რ------ს ეჩხუბებოდა ა----------–--ეც და ხელებს ურტყამდა.

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ე------ თ------–---–ის მიმართ წარდგენილი ორივე ბრალდება, გარდა მოწმე ა-----–-----------ის, დაზარალებულების რუსლან და რ-----------------ეების სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ზემოთ უკვე განხილული ჩვენებებისა, დადასტურებულია ასევე ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას და რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია, კერძოდ:

 

8. მოწმეების - ნ-----–-------------------------------------------------------------------–----–----------------------------–-–-----–--–--------------–-----–-–---–----------–-------------------–--------–-------------------------------------------ის, მ--–------------–--ის გამოკითხვის ოქმებით; 2017 წლის 23 დეკემბრით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; რ------ და რ----–-------------ეებისგან ტანსაცმლის ამოღების ოქმებით; 2017 წლის 24 დეკემბრით დათარიღებული, ბრალდებულ ე------ თ------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; პირის ამოცნობის ოქმებით, ფოტო-სურათით ამოცნობის ოქმებით; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 25 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N007568117 დასკვნით, რომლის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით, 2017 წლის 23 დეკემბერს რ----–-------------ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მიყვანილ იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი - მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე. 2017 წლის 25 დეკემბრის პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად, რ----–-------------ეს აღენიშნებოდა მარცხნივ გულმკერდის უკანა ზედაპირზე ხაზოვანი ფორმის ნაჭდევი-ნაკაწრი, რაც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნრბა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალბუდის არეში, რაც განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა წარბის არეში, რაც განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მარცხნივ გულმკერდის წინა ზედაპირზე და მარცხნივ გულმკერდის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის საგნების/ზემოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მარჯვენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ქვემო მესამედში, მარჯვენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე ზემო მესამედში და მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე ზემო მესამედში აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის /საგნების/ ზემოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 25 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N007563417 დასკვნით, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთისა და პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად, რ-----------------ეს აღენიშნებოდა ჭრილობები და სისხლნაჟღენთები ზურგის არეში, ექსკორიაციები ორივე მუხლის სახსრის წინა ზედაპირებზე. ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნ(ებ)ის ზემოქმედებით, ხოლო სისხლნაჟღენთები და ექსკორიაციები რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და ერთობლიობაში და ცალკ-ცალკე აღებული აღებულნი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

9. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ე------ თ------–---–ის მიმართ როგორც სსკ-ის 120-ე მუხლით, ისე 126-ე მუხლის 11 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებებს, შესაბამისად, ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას იმის შესახებ, რომ მარტო მივიდა შეხვედრის ადგილას და მარტომ სცემა სამი მოწინააღმდეგე. დაზარალებულებმა რუსლან და რ-----------------ეებმა, ასევე მოწმე ა-----–-----------ემ სასამართლოს ერთხმად განუმარტეს, რომ თ------–---–ი თავისი ავტომანქანით "მინი-ვენით" ა----------–--ესთან ერთად მივიდა შეხვედრის ადგილას, "მერსედესის" მარკის ავტომანქანით ცალკე მივიდა ავთანდილ ხ---–--ე. ხ---–--ეებს ამ შეხვედრამდე არ იცნობდნენ, მათ თვითონ დაუსახელეს თავისი ვინაობა, ხოლო ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ა----------–--ის მიერ რ-----------------ისთვის ხელის დარტყმით დაიწყო. თ------–---–თან ერთად ორივე ხ---–--ე აქტიურად მონაწილეობდა ჩხუბში და როგორც ხელით, ისე ბასრი საგნებით დაზიანებებს აყენებდნენ რ------ და რ----–-------------ეებს. როგორც რ-----------------ე, ისე არჩილ და რ----–-------------ეები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ ე------ თ------–---–ის და ა----------–--ის ერთობლივ მონაწილეობაზე რ-----------------ისთვის დაზიანებების მიყენებისას. ორივე ერთდროულად: - ხ---–--ე ხელის, ხოლო თ------–---–ი ბასრი საგნის დარტყმით აყენებდა დაზიანებებს, რაც, რ-----------------ის განმარტებით, ორივე შემთხვევაში მის ფიზიკურ ტკივილს იწვევდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში ასახული დაზიანებები, მათი აღწერილობა, ლოკაცია სრულ თანხვედრაში მოდის დაზარალებულების და მოწმის ჩვენებებში მითითებულ აღწერილობასთან.

 

10. სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. ამდენად, განსხვავებით ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ჯგუფური დანაშაულის კიდევ ერთი სახისგან - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულისგან, სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით ქმედების კვალიფიკაციისთვის არ არის აუცილებელი წინასწარ შეკავშირება დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, საკმარისია თუნდაც წინასწარ შეუთანხმებელი, მაგრამ ორი ან მეტი პირის ერთობლივი მონაწილეობა დანაშაულში.

 

11. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს წინაშე წარდგენილი როგორც გამოკვლეული, ისე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ე------ თ------–---–ის და ა----------–--ის ერთობლივი, ჯგუფური მონაწილეობა დანაშაულში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ დაცვის მხარემ ვერ მიუთითა მიზეზი, რატომ უნდა აბრალებდნენ დანაშაულის ჩადენას ს---------ეები ხ---–--ეებს, რომლებსაც საერთოდ არ იცნობდნენ, არ ჰქონდათ შეხება და შესაბამისად, არ არსებობს რაიმე არაჯანსაღი ინტერესი მათთვის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამიზმულად დაბრალებისა. ხ---–--ეების შემთხვევის ადგილზე არ ყოფნისას როგორ უნდა მოეგონებინათ მათი გვარ-სახელები, როგორ უნდა ამოეცნოთ ისინი საგამოძიებო მოქმედებების პროცესში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აბსოლუტურად ნეიტრალური მოწმე, მ--–------------–--ე, რომლის ჩვენება სადავოდ არ გახადა დაცვის მხარემ, მიუთითებს, რომ თ------–---–ი არ მოსულა შემთხვევის ადგილზე მარტო და მას ნამდვილად ახლდა ოტოლაძისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა მამაკაცი. სასამართლო მიიჩნევს, რომ თ------–---–ის განმარტებები მიმართულია მისი პირადი პრობლემის გამო დაწყებული გაუგებრობით გამოწვეულ ფიზიკურ დაპირისპირებაში მასთან ერთად მონაწილე პირებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაცილებლად და არ დასტურდება სასამართლოს წინაშე წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

12. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

13. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

14. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

15. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ე------ თ------–---–ის ბრალდების დადასტურება.

 

16. "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული, ასევე მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

19. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

20. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

21. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

22. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება :

 

24. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ე------ თ------–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას, რ----–-------------ეს მიაყენა სხეულის დაზიანება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით. მანვე, ა----------–--ესთან ერთად ჯგუფურად, სხეულის დაზიანება მიაყენა რ-----------------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

25. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე------ თ------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

26. ე------ თ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

27. ე------ თ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

29. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

30. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

31. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

32. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

33. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

34. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

35. სსკ-ის 126 მუხლის 11 ნაწილი, 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

 

36. სსკ-ის 120 მუხლი, 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

 

37. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე------ თ------–---–ს, რომელმაც ნაწილობრივ აღიარა დანაშაული, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

38. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამიათასხუთასი) ლარი.

 

39. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას მეორე ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ე------ თ------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 3500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით უნდა შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

40. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ე------ თ------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. რაც შეეხება ნივთმტკიცებებს, იმის გამო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს საქმის განხილვა აჩიკო და ავთანდილ ხ---–--ეების ბრალდების საქმეზე, სადაც იგივე ნივთებია ცნობილი ნივთიერ მტკიცებულებებად, შესაბამისად, უნდა მოხდეს მათი გამოკვლევა (დათვალიერება) - ნივთმტკიცებებთან დაკავშირებული საკითხი მიზანშეწონილია გადაწყდეს სწორედ აღნიშნულ საქმეზე მიღებული შემაჯამაბელი გადაწყვეტილებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული: ე------ ნ--------ს ძე თ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ე------ თ------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 24 დეკემბრიდან 2017 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით - შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ე------ თ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 1500 (ათასხათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის შემტანს - დ---------------–---–ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი