განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: გ-------– ბ----–-–---–-
სტაჟიორ-პროკურორი: ნ----- თ-----–---–-
ადვოკატი: გ--- ს------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: მ-----– ნ--------–---–ი
მამის სახელი: მ------
დაბადებული: 2---------–-
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე (ქმედების ჩადენის დროს)
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------–------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 0---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ძვ. რედ.) საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ძვ. რედ.), საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
დაკავების დრო: 06.03.2018 წ. 1942 საათი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ. რედ.), საქართველოს სსკ-ის მე-3 ნაწილით (ძვ. რედ.) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. მანვე, ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. მანვე, ჩაიდინა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: მ-----– ნ--------–---–მა გადაწყვიტა ყაჩაღურად თავს დასხმოდა თბილისში, ზ--------------–---–--------–----------ში მცხოვრებ ცოლ-ქმარს ე-------- ტ----–---–სა და ი--- ხ------ს, რომლებიც იმავე მისამართზე სასურსათო მაღაზიას ფლობდნენ და კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. აღნიშნულის განსახორციელებლად, მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალით, რასაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 2230 საათზე მ-----– ნ--------–---–ი თავს დაესხა მაღაზიაში მყოფ ე-------- ტ----–---–ს და ი--- ხ------ს, რომლებმაც მას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც მ-----– ნ--------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა ე-------- ტ----–---–ი, მისი მეუღლე ი--- ხ------ი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ტ----–---–მა განმარტა, რომ არის ე-------- ტ----–---–ის შვილი. მამას 2001 წლიდან ზ----–--------–--------ში ჰქონდა მაღაზია და ვაჭრობდა სხვადასხვა პროდუქტებით. შემთხვევის დროს იყო გერმანიაში. მოწმემ განმარტა, რომ მაღაზიას ერთი შესასვლელი და ერთი ეზოში გასასვლელი კარი აქვს, ეზოში იყო ოთახი, სადაც ცხოვრობდნენ ე-------- და ი---. ბრალდებულს გამარჯობით იცნობს. ამ უკანასკნელთან გარდაცვლილებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ბოლო პერიოდში მ-----– ნ--------–---–ი იმუქრებოდა, რომ მათი მაღაზია აღარ იარსებებდა, რადგან მას ქონდა ფართი, სადაც ასევე მაღაზიის გახსნას აპირებდნენ. მოწმემ განმარტა, რომ მათი მაღაზიის ცენტრალური შესასვლელი კარი დილით იღებოდა და ღამე იკეტებოდა, იღებოდა გარეთ მარჯვნივ და მაგრდებოდა კედელზე. მას უცხო არავინ ეხებოდა. ეზოში გასასვლელ კარზე იყო დიდი რკინის ბოქლომი, რომელსაც იყენებდნენ სახელურად, ეზოში და ეზოს კარიდან მაღაზიაში არავინ შედიოდა, ოჯახის წევრების გარდა. როგორც იცის, მაღაზიიდან ფულადი თანხა იყო წაღებული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- ტ----–---–მა განმარტა, რომ არის გარდაცვლილ ე-------- ტ----–---–ის შვილი. მკვლელობის შესახებ გაიგო რძლისგან - ე-–----სგან, 2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 10 საათზე. მას არასდროს სმენია მამის მიმართ ვინმეს მხრიდან მუქარა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–---- წ---–-----მა განმარტა, რომ 2014 წლიდან ზ----–--------–-------------ში გახსნა სასურსათო მაღაზია, სადაც მომმარაგებლად მუშაობდა მამამთილი ე-------- ტ----–---–ი, გამყიდველად კი ამ უკანასკნელის მეუღლე - ი--- ხ------ი. ისინი მაღაზიის უკან მდებარე ოთახში ცხოვრობდნენ. მაღაზიას დღეში დაახლოებით 2000 ლარი ჰქონდა შემოსავალი, თანხის ნაწილი ე--------ს და ი---ს ოთახში ინახებოდა, ნაწილი კი ბანკში. 2018 წლის 15 იანვარს, 1000 საათზე მეუღლის მეგობარმა შეატყობინა, რომ ე-------- ტ----–---–ი და ი--- ხ------ი გარდაცვლილები იყვნენ. მოწმემ განმარტა, რომ ე-------- ტ----–---–ს ცუდი ურთიერთობა არავისთან ქონდა, თუმცა ბევრს ქონდა მისი მცირე რაოდენობის ვალი. თავდაპირველად ეჭვი ვერავისზე მიიტანა, თუმცა შემდეგ ვ--–-- ხ------მა უთხრა, რომ მკვლელობაში აუცილებლად იქნებოდა გარეული ე--------ს წინა მეზობელი - მ-----– ნ--------–---–ი, რომელსაც მაღაზიის პირდაპირ, გზის მეორე მხარეს ჰქონდა გაქირავებული ფართი, რომელშიც დახლებს აწყობდნენ. ასევე ვ--–-- ხ------ისგან იცის, რომ შემთხვევის დღემდე 2-3 დღით ადრე მ-----– ნ--------–---–მა მაღაზიაში მის სალამს ჩუმი შეგინებით უპასუხა. ასევე ი--- ხ------ისგან იცოდა, რომ მ-----– ნ--------–---–ი იმუქრებოდა, რომ მათ მაღაზიას პრობლემები შეექმნებოდა. თავის მხრივ, ე-------- ტ----–---–საც ნათქვამი ქონდა, რომ ბრალდებულს შესაძლებელია, საგადასახადო ან საშემოსავლო სამსახური მიეყვანა შესამოწმებლად, ამიტომ საბუთები უნდა მოეწესრიგებინათ. მოწმემ განმარტა, რომ გამომძიებელმა ანახა ფოტო-სურათი, სადაც ჩანს ამოღებული ფულის შესანახი უჯრა, სურათზე უჯრა ცარიელია, რასთან დაკავშირებითაც გამომძიებელმა უთხრა, რომ მკვლელობას შესაძლოა, წინ უსწრებდა ყაჩაღობა. ეზოს კარზე არსებულ ბოქლომზე, რომელსაც იყენებდნენ სახელურად, აღმოჩნდა მ-----– ნ--------–---–ის კვალი, მაშინ როცა მომხმარებლები ეზოში გასასვლელი კარით არასდროს სარგებლობდნენ. გარდა ამისა, გამომძიებლისგან იცის, რომ კვალი დატოვებული იყო ასევე ცენტრალური გზიდან მაღაზიას შესასვლელ დიდ კარზე, და ეს მაშინ, როცა კარს აღებდა და კეტავდა ი--- ხ------ი და სხვა არავინ ეხებოდა. შესაბამისად, მასზე ბრალდებულის ან სხვა პირის ანაბეჭდი შეუძლებელია, რომ ყოფილიყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--–------- ხ------მა განმარტა, რომ მუშაობდა ე-------- ტ----–---–თან და ი--- ხ------თან მაღაზიაში, დამხმარედ. 2018 წლის 15 იანვარს მაღაზია დახვდა შემოღობილი ყვითელი ლენტით, ადგილზე იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. შემთხვევიდან მეორე დღეს ე-–---- წ---–-----ს უთხრა მისი ეჭვის შესახებ. კერძოდ ფიქრობდა, რომ მკვლელობაში მათი მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზიის მეწილეების ხელი ერია. 2018 წლის 7 მარტს ტელევიზიით გაიგო, რომ დაიჭირეს ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. რეპორტაჟში მიეთითა სავარაუდო დამნაშავის ინიციალები, თუმცა მოწმემ ეგრევე ამოიცნო აღნაგობით და ზო-–--ნი სვიტერით მ-----– ნ--------–---–ი. მოწმემ განმარტა, რომ ე-------- ტ----–---–ი ამარაგებდა მაღაზიას, ი--- ხ------ი კი ყიდდა. ეს უკანასკნელი აღებდა და კეტავდა მაღაზიას. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევამდე მ-----– ნ--------–---–ი იმუქრებოდა და ამბობდა, რომ კონკურენტ მაღაზიას დახურავდა, რადგან მისი მაღაზია ვერ მუშაობდა. გარდა ამისა, მკვლელობამდე, 13 იანვარს, მაღაზიაში იმყოფებოდნენ თავად და ი---, რა დროსაც შევიდა მ-----– ნ--------–---–ი. მის უმნიშვნელო ხუმრობაზე მ-----–მა უხეშად და აგრესიულად უპასუხა, საუბარში ი--- არ ჩართულა. ე-------- ტ----–---–ს ჰქონდა შიში, რომ მათ მაღაზიაში საგადასახადო სამსახურს შეუშვებდა მ-----– ნ--------–---–ი. გარდაცვლილები ამბობდნენ, რომ მ-----– ნ--------–---–ი იმუქრებოდა მათ მაღაზიის ,,დაძირვით’’. მოწმემ განმარტა, რომ ა----–--------- მხრიდან მაღაზიაში შესასვლელი კარი მაღაზიის გაღებისას კედელზე მაგრდებოდა მავთულით (ზამთარშიც კი), შესაბამისად, მომხმარებელი კარს ვერ ეხებოდა. ვიდეო ჩანაწერში ჩანს როგორ შედის მაღაზიაში მკვლელი, მავთულს ხსნის და კარს შიგნიდან კეტავს. მაღაზიას დახლების უკან აქვს მეორე კარი, რომელიც გადის მაღაზიის უკან მდებარე ეზოში. მასზე იყო 2 ბოქლომი, ერთით იკეტებოდა, მეორეს კი სახელურად იყენებდნენ. ოჯახის წევრების გარდა უცხო პირი აღნიშნული კარიდან არ გადიოდა და შესაბამისად, იქ ვერანაირად ვერ მოხვდებოდა. მომხდარი დანაშაულის შემდეგ მაღაზიაში არსებული უჯრა იყო ცარიელი, მასში 200 ლარამდე უნდა ყოფილიყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------- პ---–--–---–მა განმარტა, რომ მას ყოველ დილით გარდაცვლილების მაღაზიაში მიჰქონდა მზა პროდუქტები. 2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 0800 საათისთვის მივიდა, მაღაზიის კარი დახვდა დაკეტილი, რაც უცნაურად მოეჩვენა, რადგან სხვა დროს სულ ღია ხვდებოდა. ი--- მაღაზიას 0730 საათზე აღებდა. რამდენჯერმე დაურეკა ი---ს, თუმცა ამ უკანასკნელმა არ უპასუხა. მაღაზიას შემოუარა მარცხენა მხრიდან, სადაც მეორე შესასვლელი იყო და დაინახა ღია კარი. უკანა კარს მხოლოდ მაშინ აღებდნენ, როდესაც ე-------- ტ----–---–ს ავტომანქანით უნდა შეეტანა პროდუქტი. ეზოში იდგა ე--------ს ავტომანქანა, სახლიდან კი ისმოდა ტელევიზორის ხმა. მან იფიქრა, რომ ე-------- შესაძლო ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ავტომანქანით წაიყვანეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მაღაზიის და ეზოს კარი დახურული იქნებოდა. შებრუნდა ეზოში და დაუძახა ე--------ს და ი---ს. მაღაზიაში დაინახა გადმოგდებული 5 ლიტრიანი ღვინის ბოცა, შემდეგ კი გარდაცვლილი ი--- ხ------ი და სისხლის გუბე, დარეკა საპატრულო პოლიციაში. მოწმემ განმარტა, რომ მომხმარებლებიც და დისტრიბუტორებიც მაღაზიის მხოლოდ მთავარი შესასვლელით სარგებლობდნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ მ-----–---–მა დადასტურა კომპლექსური ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების მიხედვით ექსპერტიზის მიერ განხილულ სიტუაციაში სუბიექტთან მიმართებაში ფიზიოლოგიური აფექტის საკითზე მსჯელობა შეუძლებელია. მოწმემ განმარტა, რომ გაესაუბრა გამოსაკვლევ პირს, რომელიც მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფდა. იგი არ აღწერდა არანაირ დინამიკას, კონფლიქტის არსებობას საერთოდ არ ადასტურებდა. მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა ფიზიოლოგიური აფექტის არსებობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- ნ-----–-----–---–მა დაადასტურა ა-----–-----------–-------------–------------------–---------–------------------------ დასკვნა, რომლის თანახმადაც მ-----– ნ--------–---–ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, დამოკიდებულობის სინდრომი (კოდი - F11.2; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მ-----– ნ--------–---–ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ოპიოდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, დამოკიდებულების სინდრომი და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ზემოაღნიშნული ფსიქიკური აშლილობა განუკურნებელ დაავადებებს არ მიეკუთვნება. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ-----– ნ--------–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, იგი დაავადებული არ არის და თავისი ფსიქიკური მდგომარეობით სტაციონარულ იძულებითი და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიულ მკურნალობას არ საჭიროებს. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ბრალდებული შერაცხადია, თუმცა აქვს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების სინდრომი, ვერ აკონტროლებს მოხმარების სიხშირეს. ბრალდებული 2005 წლიდან არის მომხმარებელი და აღნიშნული აშლილობა აღენიშნებოდა მუდმივად.
სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------------- ც-----–---–მა დაადასტურა მის მიერ საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმადაც მოქალაქე ე-------- ტ----–---–ის სიკვდილის მიზეზია: ღვიძლის და ნაღვლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა და მარჯვენა ფილტვის გამჭოლი დაზიანება განვითარებული მუცლის და გულმკერდის ღრუში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად. ე-------- ტ----–---–ის გვამს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლსასროლი დაზიანებები: 1. შემავალი ხვრელით: მარჯვენა მხრის ზემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით და მარჯვენა მხრის ძვლის ღია მოტეხილობით, გამავალი ხვრელით: ამავე მხრის ზემო მესამედის უკანა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე, ჭრილობის არხის მიმართულებით ქვემოდან ზემოთ, წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 12სმ. (პირობითად ჭრილობა N1-1ა). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან. 2. შემავალი ხვრელით: მარცხენა მხრის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, გამომავალი ხვრელით: ამავე მხრის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე, ჭრილობის არხის მიმართულებით მარცხნიდან მარჯვნივ, უკნიდან წინ, ქვემოდან ზემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით - 12 სმ. (პირობითად ჭრილობა N2-2ა გამომავალი ხვრელი). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან. 3. შემავალი ხვრელით: მუცლის წინა ზედაპირზე მცირედ მარცხნივ მკერდის ახლო და ლავიწშუა ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 113 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის და თეძოს ნაწლავის გამჭოლი დაზიანებით, დაზიანებული თეძოს ნაწლავის მიდამოში მეტალის უცხო სხეულით, ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 12სმ. (პირობითად ჭრილობა N3). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან. 4. შემავალი ხვრელით: მუცლის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე იღლიის შუა ხაზზე ტერფის ძირიდან 119 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ანატომიური მთლიანობის დარღვევით, დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათის და მარჯვენა ფილტვის გამჭოლი დაზიანებით. მარჯვნივ, ბეჭის ხაზზე მე-10,11,12 ნეკნებს, ამავე მხარეს იღლიის წინა ხაზზე მე-6 ნეკნის და მარჯვნივ მკერდის ახლო ხაზზე მე-3 და მე-4 ნეკნის მოტეხილობით, მოტეხილი ნეკნების შესაბამისად მე-3-4-ე ნეკნთაშუა კუნთებში მეტალის უცხო სხეულით, ჭრილობის არხის მიმართულებით ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 32 სმ. (პირობითად ჭრილობა N4). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - მოქ. ე-------- ტ----–---–ის სიკვდილთან. 5. შემავალი ხვრელით: კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირის ზემო მესამედში ტერფის ძირიდან 163 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, ორმხრივ კისრის მე-3-4-ე მალების გვერდითა მორჩების მოტეხილობით, გამომავალი ხვრელით: კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირის ქვემო მესამედში ტერფის ძირიდან 160 სმ-ით დაშორებით; ჭრილობის არხის მიმართულებით ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 15სმ. (პირობითად ჭრილობა N5-5ა). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან. 6. შემავალი ხვრელით: მარჯვნივ გულმკერდის უკანა ზედაპირზე იღლიის უკანა და ბეჭის ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 141,5 სმ-ის დაშორებით, გამომავალი ხვრელით: მარჯვნივ გულმკერდის უკანა ზედაპირზე ბეჭის და ხერხემლის ახლო ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 156 სმ-ით დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით ქვემოდან ზემოთ, მცირედ მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 18 სმ. (პირობითად ჭრილობა N6-6ა). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან. 7. შემავალი ხვრელით: გულმკერდის მარცხენა გვერდით ზედაპირზე ტერფის ძირიდან 134 სმ-ის დაშორებით ლავიწშუა და იღლიის წინა ხაზებს შორის, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, გამომავალი ხვრელით: მარცხნივ გულმკერდის წინა ზედაპირზე ლავიწშუა ხაზზე მე-4-5-ე ნეკნთაშუა მიდამოში ტერფის ძირიდან 137 სმ-ით დაშორებით, ჭრილობის არხის მიმართულებით მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ქვემოდან ზემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით - 10სმ. (პირობითად ჭრილობა N7-7ა). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.
დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ, თუ აღნიშნული მიდამოები მათი განვითარების მომენტში წარმოადგენენ პირველ გარეთა შრეს და არ იყვნენ დაფარული ტანსაცმლით. 8. სახის მარჯვენა ნახევარში უსწოროკიდეებიანი ჭრილობა (პირობითად ჭრილობა NA) მიმდებარედ ნაჭდევებით, სისხლნაჟღენთებით და სახის ძვლების მოტეხილობით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.
მოქ. ე-------- ტ----–---–ის გვამს მარცხნივ საფეთქლის მიდამოში ასევე აღენიშნებოდა ნაჭდევი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან. ყველა დაზიანება განვითარებულია სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში.
მოქალაქე ი--- ხ------ის სიკვდილის მიზეზია: თავის, გულმკერდის და მუცლის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად განვითარებული: ქალა-სარქვლის და ფუძის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის გარსების, ნივთიერების და მარცხენა ფილტვის დაზიანება და ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, მარჯვენა თირკმლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა. ი--- ხ------ის გვამს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები: 1. შემავალი ხვრელით მარჯვნივ წარბის შიგნითა კუთხესთან ტერფის ძირიდან 155 სმ-ის დაშორებით, თავის რბილი საფარის დაზიანებით, ქალა-სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით, თავის ტვინის ნივთიერების და გარსების დაზიანებით, გამომავალი ხვრელით: მარჯვნივ კეფის მიდამოში ტერფის ძირიდან 147 სმ-ით დაშორებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით-29 სმ.(პირობითად ჭრილობა N1-1ა). 2. შემავალი ხვრელით: მარცხენა წინამხრის შუა მესამედის უკანა და წინა ზედაპირების საზღვარზე გარეთა ზედაპირზე, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, გამომავალი ხვრელით ამავე წინამხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში, ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, მცირედ ქვემოდან ზემოთ და მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიგრძით-3სმ.(პირობითად ჭრილობა N2-2ა). 3. შემავალი ხვრელით: წელის მიდამოში მარჯვნივ ბეჭის ხაზზე, ტერფის ძირიდან 108 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და მარჯვენა თირკმლის ანატომიური მთლიანობის დარღვევით, კუჭის, დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათის დაზიანებით, მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე მე-7 ნეკნის მოტეხილობით, გამომავალი ხვრელით: მარცხენა ძუძუს ქვედა გარეთა კვადრატში ლავიწშუა და იღლიის წინა ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 114 სმ-ით დაშორებით ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ქვემოდან ზევით, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით-26 სმ.(პირობითად ჭრილობა N3-3ა). 4. შემავალი ხვრელით: გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ტერფის ძირიდან 108 სმ-ის დაშორებით ხერხემლის ახლო ხაზზე, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, გულმკერდის მე-8-9-10-ე მალების მოტეხილობით, მარცხენა ფილტვის გამჭოლი დაზიანებით, მარცხნივ იღლიის უკანა ხაზზე მე-5 და მე-6 ნეკნის მოტეხილობით; გამომავალი ხვრელით: გულმკერდის მარცხენა გვერდით ზედაპირზე იღლიის უკანა ხაზზე ტერფის ძირიდან 124,5 სმ-ით დაშორებით, ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით-22 სმ.(პირობითად ჭრილობა N4-4ა). 5. შემავალი ხვრელით: მარჯვენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 138 სმ-ით დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, მარჯვნივ ლავიწშუა ხაზზე ლავიწის ძვლის და პირველი ნეკნის მოტეხილობით, ამავე მხარეს ლავიწშუა და მკერდის ახლო ხაზებს შორის მე-2 და მე-3 ნეკნის მოტეხილობით, გამომავალი ხვრელით: მარჯვნივ გულმკერდის წინა ზედაპირზე ლავიწშუა და მკერდის ახლო ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 130 სმ-ით დაშორებით; პირველი ნეკნის მოტეხილობის შესაბამისად უსწოროკიდეებიანი ჭრილობით. ჭრილობის არხი მიმართულებით უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, მცირედ მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით-20 სმ.(პირობითად ჭრილობა N5-5ა-5ბ). დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან (იარაღებიდან) გასროლილი ჭურვების მოქმედების შედეგად. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ, თუ აღნიშნული მიდამოები მათი განვითარების მომენტში წარმოადგენენ პირველ გარეთა შრეს და არ იყვნენ დაფარული ტანსაცმლით.
პირობითად ჭრილობები: N1-1ა;N3-3ა;N4-4ა, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი, მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან ი--- ხ------ის სიკვდილთან. პირობითად ჭრილობა N2-2ა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და არ იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. პირობითად ჭრილობა N5-5ა-5ბ. იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და არ იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
ი--- ხ------ის გვამს ასევე აღენიშნებოდა თხემ-კეფის მიდამოში მარხცნივ ტერფის ძირიდან 159 სმ-ის დაშორებით უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, (პირობითად ჭრილობა N A), სხეულზე ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და არ იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან; ხოლო ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და არ იმყოფებიან უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
ყველა დაზიანება განვითარებულია სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ, კანის პრეპარატებზე არსებული დაზიანებების შესაბამისად, კონტაქტურ-დიფუზური მოდიფიკაციაში ფერადი ანაბეჭდები არ აღინიშნება. სროლის მანძილის დაზუსტების მიზნით, მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის (არსებობის შემთხვევაში) გამოკვლევა, რომელიც მიყენების მომენტში ფარავდა ზემოთ აღნიშნულ მიდამოებს და წარმოადგენდა დაზიანებათა პირველ(გარეთა) შრეს. მოწმემ განმარტა, რომ ე-------- ტ----–---–ს სულ 7 შემავალი ცეცხლნასროლი დაზიანება ჰქონდა, აქედან ორი იყო ბრმა დაზიანება, რომლიდანაც ერთ-ერთი აღმოჩნდა სასიკვდილო, კერძოდ, მეოთხე დაზიანება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- კ--–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: “...ობიექტი #1 და #10 2ც (ორი) ვაზნა. #2, 3, 4, 5, 6, 7 და 8, 7 ცალი მასრა, 1 ცალი ლითონის ფრაგმენტი და 2 ცალი ლითონის ფრაგმენტი“ მოთავსებული: ერთ-ერთ ვაზნაზე (ობიექტი #8; კონვერტი, წარწერით: („ობიექტი #10 1 (ერთი) ცალი ვაზნა მარკეტში ქალის გვამის თავთან მარჯვენა მხარეს დახლმაცივარსა და დახლს შორის ადგილიდან“) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა, შერეული პარციალური გენეტიკური პროფილით, რომელშიც ვლინდება მ-----– ნ--------–---–ის (ობ #46; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში... აღებული მოქ. მ-----– ნ--------–---–ის მ------ს ძისგან...) გენეტიკური თანამონაწილეობა, რაც დასტურდება ასევე მამაკაცის y სასქესო ქრომოსომის ანალიზით.
მეორე ვაზნაზე (ობ. #9) შვიდ ცალ მასრასა (ობ N1-7) და 3 ცალ მეტალის ფრაგმენტზე (ობ. N10-12) გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით: ,,...2(ორი) ცალი საკიდი ბოქლომი ეზოში შესასვლელი ჭიშკრის შიდა მხარიდან...“ მოთავსებულ: ერთ-ერთ ბოქლომზე, წარწერით: „------------------------, არსებული ბიომასალის (ობ. #21) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის მ-----– ნ---------–---–ს (ობ.#46), მეორე წილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ის (ობ.#159); მეორე ბოქლომზე არსებული ბიომასალის (ობ. #22) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ის (ობ#159), მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
პაკეტში წარწერით: ,,ბიოლოგიური 10 ცალი ჩხირით აღებულია ანაწმენდის 5 (ხუთი) ნიმუში“ მოთავსებულ: ანაწმენდებზე მარკეტში შესასვლელი კარის ურდულის სახელურის შიდა მხრიდან (ობ. N28) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს (ობ. N46);
ანაწმენდზე მარკეტში შესასვლელი უკანა კარის ურდულის სახელურის გარეთა (ობ. N29) და შიდა მხრიდან (ობ. N30) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ. N159);
მოწმემ განმარტა, რომ დასკვნა არის კატეგორიული იმ ნაწილში, სადაც საუბარია კუთვნილებაზე და იდენტურობაზე, რადგან ეფუძნება სტატისტიკურ გამოთვლებს და თეორიულად ნულის ტოლია ალბათობა, იმისა რომ მსგავსი გენეტიკური პროფილი ჰქონდეს სხვა პირს.
მოწმემ ასევე დადასტურა მის მიერ გაცემული ბ----–--------------------------------------- დასკვნა N0--------, რომლის თანახმადაც: გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით „..14 ცალი ვაზნის მსგავსი“ მოთავსებულ თოთხმეტ ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის (ობ.N1-4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს (ობ. N46, ექსპერტის N0-------- დასკვნა). მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული დასკვნა ასევე არის კატეგორიული. ნივთზე ბიოლოგიური კვალი შეიძლება დარჩეს ბიომასალის კონტაქტით, ასევე შეხებით, ინტენსიური კონტაქტის დროს მეტი შანსია, ასევე თუ ზედაპირი გლუვია მეტი შანსია დარჩენის, თუ ნესტიანობა არ შეიმჩნევა. ერთჯერადი კონტაქტითაც შეიძლება დარჩეს კვალი. წვიმიან ან თოვლიან ამინდში ნაკლები შანსია ერთჯერადი შეხებით დარჩეს კვალი, მაგრამ გამორიცხული არ არის. თუ გენეტიკური პროფილი სცილდება 3 პირისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, ასეთი პროფილი არის არაიდენთიფიცირებადი. კარის ურდულის შიდა მხარეს (ობიექტი N28) სახელურზე გამოვლენილი ბიომასალა იყო მხოლოდ ერთი პირის - მ-----– ნ--------–---–ის. დასკვნა კატეგორიულია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- ა-----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: გარდაცვლილ ე-------- ტ----–---–ის ტანსაცმელზე არსებული მრავლობით დაზიანებები (დაზიანებათა ფონზე), სასამართლო სამედიცინო დასკვნის (N0--------) შესაბამისად - ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებული უნდა იყოს: დაზიანება N3; N5; N7 ახლო, ხოლო N4 და N6 სავარაუდოდ არაახლო მანძილიდან სროლით. N1 და N2 დაზიანების მანძილის განსაზღვრა ვერ მოხერხდა დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. ტანსაცმელზე არსებული დაზიანებათა ლოკალიზაცია, განლაგების არით გარკვეულად შეესაბამება ე-------- ტ----–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციაში მოცემულ მონაცემებს.
გარდაცვლილ ი--- ხ------ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები (დაზიანებათა ფონზე) სასამართლო სამედიცინო დასკვნის (N0--------) შესაბამისად, ცეცხლნასროლი წარმოშობისაა. აქედან N3 და N5 განვითარებულია ახლო მანძილიდან სროლით, დანარჩენის განსაზღვრა ვერ მოხერხდა ნიშანთა კომპლექსის არ ასახვის გამო. ტანსაცმელზე არსებული დაზიანებათა ლოკალიზაცია, განლაგების არით გარკვეულად შეესაბამება ი--- ხ------ის სამედიცინო დოკუმენტაციაში მოცემულ მონაცემებს. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ნივთმტკიცებები მიიღო ექსპერტიზის ბიუროს ლუქით დალუქული, რადგან მანამდე ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა. ამასთან დაზიანება N3; N5; N7 განვითარებულია ახლო დაახლოებით - 1-1,2 მეტრიდან, ხოლო N4 და N6 სავარაუდოდ არა ახლო მანძილიდან სროლით, დაახლოებით 1,5 მეტრიდან.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------------- დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: - ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ე-------- ტ----–---–ის შარვალზე, ქურთუკზე და მორუხო ფერის მაისურზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ი--- ხ------ის ანაწმენდებზე წარწერებით: ანაწმენდი ჭრილობა სახის მიდამოდან აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები. მოწმემ განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ნივთები იყო დალუქული, ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ძ-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: სს N0----------- საქმეზე წარმოდგენილი:
1. 2 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის ვაზნა განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას;
2. შვიდი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - მასრა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. მასრები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია ერთი და იგივე 5,45 მმ. კალიბრის იარაღში.
3. სამი ცალი ობიექტიდან: ორი ცალი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. ტყვიები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, მათგან ერთი ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, ხოლო ერთი - კონკრეტულ იარაღთან გასაიგივებლად. ორივე ტყვია გასროლილია ერთი და იგივე 5,45 მმ. კალიბრის იარაღის ლულიდან.
1 ცალი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - გ---–----, განკუთვნილი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. გ---–---- არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და უვარგისია იდენტიფიკაციისათვის.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------- ც-----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: - ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის 14 (თოთხმეტი) ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილია 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC- 74Y“, ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. თოთხმეტივე (14) ვაზნა ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. მოწმემ განმარტა, რომ გამოსაკვლევი ობიექტები იყო შეფუთული და დალუქული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---–---- ტ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 15 იანვარს, დადგენილების საფუძველზე, მივიდა შემთხვევის ადგილზე და გარეგნული დაათვალიერა გვამები. ზომიერი კვების მდედრობით სქესის გვამი ესვენა ხის იატაკზე გულაღმა მდგომარეობაში. მარჯვენა ზემო კიდური გაშლილი ჰქონდა, მარცხენა ზემო კიდური მოხრილი იდაყვის სახსარში და მოთავსებული იყო გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ ორივე ქვემო კიდური მოხრილი და განზიდული იყო მუხლის სახსარში. გვამური გაშეშება გამოხატული იყო ყველა ჯგუფის კუნთებში. გვამს აღენიშნებოდა დაზიანებები, გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვენა წარბის, კეფის მიდამოში. მარცხენა გვერდით ზედაპირზე ჩამხობილ მდგომარეობაში ესვენა ზომიერი კვების მამრობითი სქესის გვამი. გვამის ქვედა კიდურები მოთავსებული იყო ხის ზედაპირიდან იატაკზე, თავი მოთავსებული იყო მუყაოებიან ზედაპირზე. გვამი ხელის შეხებით იყო ცივი, გვამური გაშეშება გამოხატული იყო ყველა ჯგუფის კუნთებში, გვამური ლაქები მოლურჯო მოიისფრო ფერის განლაგებული იყო სხეულის გვერდით ზედაპირზე. გვამს აღენიშნებოდა დაზიანებები, ჭრილობა სახის, კისრის მიდამოში და მუცლის გვერდით ზედაპირზე მარჯვნივ. ორივე გვამი და ტანსაცმელი მოსვრილი იყო სისხლისმაგვარი მასებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- მ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ე-------- ტ----–---–ის: ქურთუკის, კაპიშონიანი სვიტერის და სპორტული შარვლის ზედაპირზე აღინიშნებოდა მომწვანო ფერის ვისკოზას ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ი--- ხ------ის მომწვანო-მოთეთრო ფერის კაშნეს ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე ე-------- ტ----–---–ის კაპიშონიანი სვიტერის და სპორტული შარვლის ზედაპირზე აღინიშნება ბაცი მოწითალო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ი--- ხ------ის მოიისფრო ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ი--- ხ------ის: ქურთუკის, ბრეტელებიანი მაიუსრის და სპორტული შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოყავისფრო პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ე-------- ტ----–---–ის ყელიანი სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე ი--- ხ------ის: მორუხო ფერის ჟაკეტისა და მოიისფრო ჟაკეტის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო-მოვარდისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ე-------- ტ----–---–ის გრძელსახელოებიანი მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- მ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 15 იანვარს მ------ ქ----–---–თან და ა-–---------- ნ-----–---–თან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი - თბილისში, ზ----–--------–-----------ში. შემთხვევის ადგილზე ჯერ იმუშავეს კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლებმა, შემდეგ დაიწყეს დათვალიერება ექსპერტ-კრიმინალისტებმა. გადაიღეს ფოტო-სურათები, დათვალიერდა გვამები, ამოიღეს მტკიცებულებები, მათ შორის ვაზნები, მასრები, ორი ცალი დანა, სისხლის ნიმუშები, ფულადი თანხები, ოქროულობა და სალაროს უჯრა. ტყვიის ნაწილი ამოღებულ იქნა მამაკაცის გვამის თავთან ახლოდან და კედლის ძირიდან. ეზოდან ამოღებული იყო ერთი ვაზნა, ხოლო დანარჩენი ვაზნები და მასრები ამოღებული იყო მარკეტიდან.
ანალოგიური ჩვენება მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ა-–---------- ნ-----–---–მა და მ------ ქ----–---–მა. ა-–---------- ნ-----–---–მა დამატებით განმარტა, რომ ყველა ნივთიერი მტკიცებულება დაილუქა სპეციალურ ერთჯერად პაკეტში. მ------ ქ----–---–მა კი განმარტა, რომ ამოღებული იქნა 20-მდე ნივთიერი მტკიცებულება და დაილუქა 13 ობიექტად. ექსპერტები როგორც გამომძიებლის მითითებით, ასევე თავად დამოუკიდებლადაც წყვეტდნენ, საიდან აეღოთ ანაწმენდები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ----------მა განმარტა, რომ ი-----–- ხ--------ესთან ერთად პიროვნებებისგან აიღო ნერწყვის, ანაბეჭდების ნიმუშები. ლუქზე მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----- ნ------ემ განმარტა, 2018 წლის 15 იანვარს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ზ----–--------–-------------ში მდებარე მაღაზიაში ნანახი იქნა მამაკაცისა და ქალის გვამი, რომელთაც აღენიშნებოდათ ძალადობის ნიშნები. მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც იყო სისხლის გუბეები, ორივე გვამს კი აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი ჭრილობები. მაღაზიის ტერიტორია დეტალურად დამუშავდა ექსპერტების მიერ, აიღეს ნიმუშები და ანაწმენდები, ამოღებული მასრები და ვაზნები დაილუქა ადგილზე. ეზოს კარს ჰქონდა ორი ბოქლომი, რომლებიც ამოიღეს და დალუქეს, რადგან აშკარა იყო, რომ დამნაშავე ეზოს კარიდან გავიდა შემთხვევის ადგილიდან. გამოიკითხა პირი, რომელმაც აღმოაჩინა გარდაცვლილები. მაღაზიის უკან ეზოში იყო პატარა ოთახი, სადაც გარდაცვლილები ცხოვრობდნენ, არეულობის კვალი არ შეიმჩნეოდა, ტელევიზორი ჩართული იყო, გარდერობში ფულადი თანხაც იყო, რომელიც დაილუქა. დაიკითხნენ მოწმეები, დაინიშნა ექსპერტიზები, მკვლელობა დაახლოებით 2220-2240 დროის შუალედში მოხდა, რაც დადგინდა ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერით, თუმცა კამერებს ჰქონდა დროში მცირე ცდომილება, ყველა ერთ დროს არ აფიქსირებდა. ჩანაწერზე ჩანს, რომ დამნაშავე შედის მაღაზიაში და კეტავს კარს, რის შემდეგაც მაღაზიის კარი აღარ იღება. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ეზოს ჭიშკრის კარის ურდულიდან აღებული ანაწმენდი იდენტური იყო მ-----– ნ--------–---–ის ანაწმენდისა, ასევე ი--- ხ------ის თავთან ახლოს მდებარე ვაზნის ანაწმენდი, მ-----– ნ--------–---–ის გენეტიკური კვალის იდენტური იყო. ბ--–-------------------------- დასკვნის თანახმად სროლები ერთიდაიგივე იარაღიდან იყო განხორციელებული. 6 მარტს მ-----– ნ--------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ვაზნები, რომლებიც იდენტური იყო მაღაზიაში გასროლილი ვაზნების, ასევე ამოღებულ ვაზნებზე იყო მ-----– ნ--------–---–ის გენეტიკური პროფილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------- ჟ------–---–მა განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაკითხა მოწმეები, მ-----– ნ--------–---–ისგან ექსპერტების მონაწილეობით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდების და თითის ანაბეჭდები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ტ-------ემ განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით თანამშრომლებთან - კ------- რ------ესა და დ----- ნ-----–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო მ-----– ნ--------–---–ის სახლის ჩხრეკაში, რომელსაც ესწრებოდა ბრალდებულის დედა. ორ სართულიანი ბინის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ იქნა, თუმცა სახლზე მარცხენა მხრიდან მიდგმულ სათავსოდან ამოიღო გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ტყვიები. ბრალდებულის დედას პრეტენზია და შენიშვნა არ ჰქონია.
ანალოგიური ჩვენება მისცეს სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა - დ----- ნ-----–---–მა და კ------- რ------ემ. დ----- ნ-----–---–მა დამატებით განმარტა, რომ ა----–-------------ში იყო მე-2 სახლი, სადაც პარალელურად სხვა საგამოძიებო ჯგუფი ატარებდა ჩხრეკას. ეზოში იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და უზრუნველყოფდნენ ტერიტორიის დაცვას. გ------- ტ-------ემ ცელოფნის პარკში აღმოაჩინა 14 ცალი ვაზა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–------ ბ-------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 6 მარტს, თანამშრომლებთან ერთად მივიდა ზ----–-, ბრალდებულის ძმის ა-–---------- ნ--------–---–ის ბინაში საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკის ჩასატარებლად. ჯგუფში იყვნენ ე-–------ ბ-------–---–ი, ი-----–- ც-------- და კ------------- გ---–------ი. ეზოში 5-6 მეტრის დაშორებით იდგა ძმების 2 სახლი. ა-–---------- ნ--------–---–ის ორ სართულიანი სახლის სარდაფში ფიცრების უკან აღმოაჩინეს თოფი, რომელიც ამოიღეს და დალუქეს ადგილზე. მათი მისვლისას მ-----– ნ--------–---–ის ბინის ჩხრეკა დაწყებული იყო, ეზოს პერიმეტრს პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა კ------------- გ---–------მა და ი-----–- ც--------მ. ამასთან, კ------------- გ---–------მა დამატებით განმარტა, რომ ა-–---------- ნ--------–---–ის ბინის ჩხრეკას ამ უკანასკნელის მეუღლე ესწრებოდა, რომელსაც შენიშვნა და პრეტენზია არ გამოუთქვამს. ი-----–- ც--------მ კი დამატებით განმარტა, რომ ამოღებული იქნა ვინჩესტერის ტიპის თოფი და კონდახი. გარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა, მონაწილეობა მიიღო ასევე მოწმეების დაკითხვაში და ნიმუშების აღებაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ------- ყ-----–---–მა განმარტა, რომ გარდაცვლილებს ბავშობიდან იცნობდა და მათ მაღაზიაში მუშაობდა დამლაგებლად. 2018 წლის 15 იანვარს მეზობლებმა - ტ---- და ა----- კ--–--ეებმა უთხრეს, რომ ე-------- ტ----–---–ი და ი--- ხ------ი მოკლეს. მოწმემ განმარტა, რომ მაღაზიას ქონდა რკინის ცენტრალური შესასვლელი კარი, რომელიც გარეთ იღებოდა და მაგრდებოდა კედელზე, მას ყოველ დილით ი--- ხ------ი აღებდა და მთელი დღე ღია იყო ყველა სეზონზე. ასევე ეზოს ქონდა დიდი რკინის ჭიშკარი, კლიენტებს ეზოს კარიდან გასვლის უფლება არ ჰქონდათ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ ბ------–---–მა განმარტა, რომ არის გარდაცვლილების მეზობელი. 2018 წლის 14 იანვარს დაახლოებით 2100 საათზე სახლის ფანჯრიდან სახლის მოპირდაპირე მხარეს დაინახა მუქი ფერის ავტომანქანა, 2200 საათის შემდეგ მასთან სახლში მივიდა დისშვილი რ----, რომელმაც კითხა მუქი ფერის მანქანით ყავდა თუ არა სტუმრები. დილით 0700 საათზე ფანჯრიდან შემთხვევის ადგილთან დაინახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა, იფიქრა, რომ ე-------- იყო ცუდად. მოგვიანებით მაღაზიასთან სასწრაფო დახმარების მე-2 ავტომანქანა და ხალხი დაინახა, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები. გაიგო, რომ ე-------- ტ----–---–ი და ი--- ხ------ი მოკლეს. მოწმემ განმარტა, რომ გარდაცვლილებს მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. რამდენიმე დღის შემდეგ მიკროავტობუსში მოისმინა საუბარი, რომლის თანახმადაც მკვლელობის დღეს - ღამე მ-----– ნ--------–---–ის ავტომანქანა იდგა შემთხვევის ადგილას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე რ---- ნ-------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, 2200 საათის შემდეგ ავტომანქანა ,,შკოდა ოქტავიათი“ მიდიოდა სახლში, გზად მაღაზიაში იყიდა სიგარეტი და გააგრძელა გზა. ე-------- ტ----–---–ების და მოწმის სახლს შორის, რომელიც დაახლოებით 10-15 მეტრშია, ჩიხთან ვიღაცის მუქი ფერის ავტომანქანა ,,მერსედესი“ იდგა, ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იყო, ოდნავ ჩაწოლილი, ოდნავ მელოტი. მოწმემ განმარტა, რომ ბიძას, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა სახლში, მისულმა კითხა მათ სახლთან მდგომი ავტომანქანით მათთან იყვნენ თუ არა სტუმრები. დილით გაიგო, რომ ცოლ-ქმარი იყო მოკლული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- მ-----–-–---–--ჯ-----–---–მა განმარტა, რომ 15 იანვარს გაიგო მომხდარის შესახებ. გარდაცვლილებს ყველასთან თბილი დამოკიდებულება ქონდათ, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონიათ. მაღაზიის ცენტრალური შესასვლელი იყო ცენტრალური გზიდან, კარი გარეთ იღებოდა და კედელზე მაგრდებოდა, მაღაზიას დახლის უკან ჰქონდა მეორე კარი, რომელიც გადიოდა ეზოში და მომხმარებელი არ სარგებლობდა. ეზოს კარი იღებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ე-------- ტ----–---–ს პროდუქტები მიქონდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ ლ------ემ განმარტა, რომ ე-------- ტ----–---–ის მკვლელობის ამბავი გაიგო 15 იანვარს დილით. გარდაცვლილების ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ე--------ს ახალი მაღაზიის მეწილე იყო. ე-------- ტ----–---–ს კონფლიქტი არავისთან ქონდა, მას არ უთქვამს, რომ ბიზნესთან დაკავშირებით ვინმესთან ჰქონდა რაიმე პრობლემა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე კ--- გ-------–---–მა განმარტა, რომ ა-–---------- ნ--------–---–ისგან იქირავა ფართი და გახსნა მაღაზია. მას არანაირი შეთანხმება არ ჰქონდა მ-----– ნ--------–---–თან, რადგან ფართი მის ძმას ა-–---------- ნ--------–---–ს ეკუთვნოდა. მაღაზია 2017 წლის დეკემბრის ბოლოს გახსნა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ------–-----მა განმარტა, რომ ზ----–--------–-------ში სიძესთან ერთად აქვს სადღეღამისო მაღაზია, ა-–---------- ნ--------–---–ისგან ნაქირავებ ფართში. შემთხვევის ღამეს მაღაზიაში დაიძინა, დილით დაინახა პოლიციის თანამშრომლები, სასწრაფო დახმარების ავტომანქანა და ხალხი და გაიგო მომხდარი მკვლელობის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- ჯ-----ემ განმარტა, რომ გარდაცვლილებს არ იცნობდა. მუშაობს ზ----–- მდებარე მაღაზიაში, რომელიც იქირავა მ---- მ-----–-–---–ისგან, ქირის ფულს დაახლოებით 1500-1600 ლარს უფროსი უხდიდა ა-–---------- ნ--------–---–ს. მოწმეს არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონდა მ-----– ნ--------–---–თან. მკვლელობის დღეს იმყოფებოდა სახლში, შემთხვევის ადგილზე კი მივიდა მომხდარი მკვლელობის შემდეგ, როდესაც პატრული და ხალხი შეიკრიბა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---- მ-----–-–---–მა განმარტა, რომ არის ბრალდებულის დედა. 2018 წლის 15 იანვარს 0830 საათზე მაღაზიასთან დაინახა ბევრი ხალხი და გაიგო მომხდარის შესახებ. ძალიან კარგი, ყოველდღიური და ახლო ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილებთან. მ-----– ნ--------–---–ი ძალიან განიცდიდა გარდაცვლილების ამბავს. 2018 წლის 6 მარტს დაახლოებით 1800 საათზე საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა უთხრეს, რომ სახლი უნდა გაეჩხრიკათ, რადგან ეძებნენ იარაღს და ტყვია-წამალს. მოწმეს არ უფიქრია, რომ საქმე ეხებოდა ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის მკვლელობას, ამიტომ პირდაპირ შეუშვა პოლიციელები. მათი ნაწილი ეზოს ათვალიერებდა, ხოლო ნაწილი ბინას, ერთ-ერთმა იკითხა მ-----–ი ნ--------–---–ის სარდაფი, მან აჩვენა სარდაფი, მაგრამ პოლიციელებს გარეთ მდებარე სარდაფი აინტერესებდათ, შესაბამისად მიუთითა. პოლიციელი წავიდა სარდაფისკენ და რამდენიმე წუთში დაბრუნდა. დაახლოებით ნახევარ საათში დამთავრდა ჩხრეკა, მისი რძალი დაყვებოდა პოლიციელებს, ამის შემდეგ უთხრეს, რომ უნდა გაეჩხრიკათ სარდაფი. შუქი არ იყო სარდაფში, ტელეფონით ანათებდნენ, პოლიციელები მივიდნენ ქვაბებთან და დაიწყეს გადმოლაგება, ზუსტად 2 წუთში ნახეს, რომ მესამე ქვაბში რაღაც პაკეტი ეგდო, რაც მოწმეს მანამდე არ ჰქონდა ნანახი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხმარობდა ქვაბებს. საბოლოოდ პაკეტში ტყვიები აღმოჩნდა, თუმცა პირველ ეტაპზე მას ლურსმნები ეგონა. მოწმემ განმარტა, რომ ის არ აწერდა ოქმს ხელს, რომლის თანახმადაც ტყვიები იპოვეს, მაგრამ ბავშვი ტიროდა, აურზაური იყო და მოაწერა ხელი. 2018 წლის 14 იანვარს მ-----– ნ--------–---–ი 2300 საათისთვის დაბრუნდა სახლში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ნ-------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, ზ----–- ძმაკაცთან დალიეს, საღამოთი დაახლოებით 2300-0000 საათზე გავიდნენ გარეთ. იმ პერიოდში დაინახა მისთვის უცხო, კაპიშონიანი ბიჭი, რომელიც მიდიოდა მ–------ მიმართულებით, ერთმანეთს არ გამოლაპარაკებიან. მოგვიანებით გაიგო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში მოხდა მკვლელობა. მოწმემ განმარტა, რომ უცნობი ბიჭი დაინახა მაღაზიისგან დაახლოებით 50 მეტრში, არ იცნობს მ-----– ნ--------–---–ს, მაგრამ კაპიშონიანი ბიჭი არ გავდა ბრალდებულს, უცნობი მარტო იყო, სახეზე არ დაკვირვებია, არ იცის ხელში ეჭირა თუ არა მას რამე, თავად საკმაოდ ნასვამი იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ------- ხ-------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 14 იანვარს იყო ზ----–- მეგობართან, ქეიფობდნენ. ქეიფის დასრულების შემდეგ - ღამე, გავიდნენ ქუჩაში, ფიქრობდნენ სად გაეგრძელებინათ ახალის წლის აღნიშვნა, ამ დროს მათ გვერდზე გაუარა კაპიშონიანმა უცნობმა პიროვნებამ, რომელიც გამოვიდა ჩიხიდან, მეგობრებმა კაპიშონიანს ახალი წელი მიულოცეს, მაგრამ მან პასუხი არ გასცა და ჩუმად გაიარა. კაპიშონიანი პიროვნება ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ს არ გავდა. მოგვიანებით გაიგო, რომ გზის მეორე მხარეს მაღაზიაში მოხდა მკვლელობა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ-----– ნ--------–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ რადგან ნარკოტიკების მოხმარებისათვის არის ნასამართლები, ამის გამო აბრალებენ მკვლელობას. დაახლოებით 20 წლის მანძილზე იცნობდა გარდაცვლილების ოჯახს, რომლებიც მის მეზობლად ცხოვრობდნენ და ქონდათ მაღაზია, რომლითაც ბრალდებული თითქმის ყოველდღიურად სარგებლობდა. 2018 წლის 15 იანვარს, დილის 0900 საათზე, დაინახა შემთხვევის ადგილას შეკრებილი ხალხი, რა დროსაც მეზობლისგან გაიგო მომხდარის შესახებ. 2018 წლის 14 იანვარს, 2200 საათზე თავისი ავტომობილით იდგა გარდაცვლილების მაღაზიასთან, სადაც ხშირად იყო, რადგან მის მეგობარს ქონდა საცხობი და იქ იყო ე.წ. ,,ბირჟა’’. სწორედ იქ დგომის დროს დაინახა მეზობელი ს---–----–---–ი და უცხო კაპიშონიანი პიროვნება, რომელმაც მის ავტომანქანას ჩაუარა გვერდზე, სახეზე კარგად დაიმახსოვრა, მაგრამ გამომძიებელმა უთხრა, რომ ის არ იყო მკვლელი და მას კიდევ სხვა პიროვნება უნდა ყოლოდა დანახული და უნდა გაეცხადებინა. განყოფილებაში მასზე ზეწოლას ახდენდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ი----- ს----- თავში ურტყამდა ბოთლს, ასევე აჩვენებდნენ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ კადრებს, შემდეგ ორ პოლიციელმა გაჩხრიკა, ვითომ მას პირში ქონდა ნარკოტიკი, შესაბამისად პირის ღრუც დაუთვალიერეს. პოლიციელმა, რომელიც პირის ღრუს უთვალიერებდა, გამოყენებული ხელთათმანი ჯიბეში ჩაიდო, მაშინ როცა მეორე გამომძიებელმა იქვე ურნაში ჩაყარა. საბოლოოდ რ------ემ დაკითხა, რომელმაც ჩვენებაში დაწერა, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილას თვითმცლელებს ელოდებოდა, შემდეგ გაუშვეს. თუმცა კიდევ დაიბარეს განყოფილებაში და ისევ ურტყეს, აძალებდნენ ეთქვა, ვინ დაინახა, რაზეც ბრალდებული პასუხობდა, რომ სხვა არავინ დაუნახავს და იმ შემთხვევაში თუ დაინახავდა, ეტყოდა. ამასთან, თავადაც დაუწყებდა ძებნას, რადგან მისთვის ძვირფასი ადამიანები დახოცა. გამოიძახეს ექსპერტები და აუღეს ნიმუშები და ისევ გაუშვეს. 2018 წლის 6 მარტს დააკავეს, ურტყამდნენ და ეკითხებოდნენ, თუ როგორ ეძინა ღამე, როდესაც ოჯახი ამოხოცა, ფიქრობდნენ რა ვერსია მოეფიქრებინათ დაკავებისათვის, აგინებდნენ, ემუქრებოდნენ შვილის დახრჩობით თუ არ აღიარებდა დანაშაულს. ადვოკატს ითხოვდა, თუმცა ეუბნებოდნენ, რომ არ სჭირდებოდა. ისევ გაჩხრიკა ორმა პირმა, ისევე როგორც პირველი ჩხრეკისას, სკამზე იყო მიბმული, რაც პროკურორმაც ნახა. ბრალდებულმა განმარტა, რომ ის მკვლელობის ადგილას არ ყოფილა და მისი ნერწყვის ნიმუში სპეციალურად გამოიყენეს ექსპერტიზაზე, ასევე მიაჩნია, რომ ტყვიები ჩაუდეს. არასდროს დამუქრებია გარდაცვლილებს მაღაზიის ჩაძირვით, მაღაზიის უკანა ეზოში არასდროს ყოფილა. განყოფილებაში პოლიციელების მიერ ცემის შესახებ სასამართლოზე არ განუცხადებია არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას და არც წინასასამართლო სხდომაზე, რადგან ეშინოდა ისევ არ ეცემათ პოლიციელებს. ბრალდებულმა განმარტა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა პატიმრობიდან, მას სატელეფონო საუბარი ნამდვილად ქონდა გამომძიებელ გ------- მ-----–--ესთან, რა დროსაც იკითხა ქონდა თუ არა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება, რაც აინტერესებდა მხოლოდ იმიტომ, რომ სურდა ახალი ესკალატორების ნახვა საზღვარგარეთ, თუმცა შემდეგ აღარ დასჭირდა წასვლა. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას 3 თვითმცლელი და ესკალატორი ყავდა და თვიური ბრუნვა ქონდა 100 000, მოგება 50 000 ყოველთვიურად, ამდენად, ფინანსურ პრობლემებს არ განიცდიდა.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობით მტკიცებულებები, მათ შორის:
1) 2018 წლის 15 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ა----–----------ში მდებარე მარკეტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მაღაზიაში დახლებს შორის იატაკზე არის სისხლის გუბე და მამაკაცისა და ქალის გვამი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც დაილუქა 20 პაკეტად.
2) 2018 წლის 16 იანვრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექსპერტის მიერ მ-----– ნ--------–---–ისაგან მისივე თანხმობით აღებულ იქნა ნერწყვის, ანაწმენდისა და ხელის კვლების ნიმუშები (დაქტილოსკოპირება).
3) 2----–-–-------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად კანონიერად იქნა ცნობილი 2018 წლის 16 იანვარს მ-----– ნ--------–---–ისაგან ნერწყვის, ანაწმენდებისა და ხელის კვლების ნიმუშების აღება.
4) 2018 წლის 6 მარტის მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად (მდებარე - თბილისი, ა----–---------) საცხოვრებელი სახლის სათავსოდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული 14 ცალი ოვალური ფორმის საგანი (ვაზნა). ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირი - მ---- მ-----–-–---–ი, რომელიც ასევე უთითებს - შენიშვნა განცხადება არ მაქვს, ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით, პრეტენზია არ მაქვს.
5) 2018 წლის 6 მარტის ა-–---------- ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად (მდებარე - თბილისი, ა----–---------) საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული სათავსო ოთახიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული თოფისმაგვარი საგანი, წარწერით - ,,C------“ და ,--------. ჩხრეკაში მონაწილე ვ------ ბ---------–---–ის განმარტებით ამოღებული თოფი უნდა ეკუთვნოდეს მის მაზლს - მ-----– ნ--------–---–ს. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირი - ვ------ ბ---------–---–ი.
6) 2018 წლის 14 მარტის საქართველოს შ--------------------------–----------------------------- დასკვნის თანახმად: სს N0----------- საქმეზე: 1. გამოსაკვლევად წარმოდგენილი დგუშიანი თოფი არის ქარხნული წესით დამზადებული, ,,C-------” მოდელის, 12 კალიბრიანი N1----- გლუვლულიანი მრავალმიზნობრივი, მათ შორის სანადირო დანიშნულების თოფი, რომლის დეტალებზეც კონსტრუქციული გადაკეთების კვლევები აღმოჩენილი ვერ იქნა, მიეკუთვნება სანადირო გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გამართულია და ვარგისია სროლისათვის. თოფზე არსებული სანომრე აღნიშვნები და მარკირებები დატანილია ქარხნული სტანდარტის შესაბამისად და მათზე რაიმე სახის გადაკეთება არ აღინიშნება.
პლასტმასის კონდახი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ,,C-------” მოდელის თოფებისათვის განკუთვნილ დამატებით მოსახსნელ (მაკომპლექტებელ) კონდახს.
7) 2018 წლის 10 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად ,,ექსელის“ ფაილის ჩანაწერში სახელწოდებით ,,SMS’’ ფიქსირდება მ-----– ნ--------–---–ის სარგებლობაში N4 მობილური ტელეფონის მეხსიერებაში არსებული შემავალი და გამავალი ,,SMS’’ (მოკლე ტექსტური შეტყობინება ) შეტყობინებები სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრის მფლობელებთან. შეტყობინებები დაფიქსირებულია 2018 წლის 02 თებერვლიდან-25 თებერვლამდე პერიოდში. მოცემული მობილური ტელეფონის აპარატში ფიქსირდება ლათინური ბეჭვდითი ასოებით შესრულებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელთა შინაარსიდანაც ირკვევა, რომ მ-----– ნ--------–---–ი ესაუბრება სავარაუდოდ გამომძიებელს (გ------- მ-----–-–---–-) და სთხოვს გარკვეული ინფორმაციის გადამოწმებას, კერძოდ მ-----– ნ-------–---–ის კითხვაზე საზღვარი დაკეტილია თუ არა მისთვის, გ------- მ-----–-–---–-ს პასუხზე, რომ არ გავიდეს, მ-----– ნ--------–---–ი ინტერესდება მიზეზით და პასუხობს, რომ თბილისში იმყოფება, რის შემდეგაც თანხმდებიან სატელეფონო კომუნიკაციაზე.
8) 2018 წლის 4 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად: შსს ე--------–-----------–------–----------- გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების მიმდინარეობის პროცესში ,,---------------’ საქაღალდის ფაილის ჩანაწერზე სახელწოდებით ,,-----------–-------------------------------------)“ 14.01.2018 წლის 18:09:13 საათზე ფიქსირდება ნ-----------------–---- მიმართულებით მოძრავი, მუქი ფერის ,,მერსედესის“ ფირმის ,,ე’’ კლასის მოდელის ავტომანქანა სანომრე ნომრით - V--------- და ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს. შსს ე--------–-----------–------–----------- გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების მიმდინარეობის პროცესში ,,----------------------ის’’ N2 საქაღალდის ფაილის ჩანაწერის მე-2 ფაილის ჩანაწერზე სახელწოდებით ,,ა----–-----–-----------–---------–--–--’ 14.01.2018 წლის 22:40:04 საათზე ფიქსირდება ა----–-----–--------------------–-----------------–---- მიმართულებით მოძრავი მუქი ფერის ,,მერსედესის“ ფირმის ,,ე“ კლასის მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - V--------, რომელიც ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს.
9) 2----–-–----------- გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის თანახმად მ-----– ნ--------–---–ი 2018 წლის 20 იანვრის ფაქტზე ცნობილ იქნა დამნაშავეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვე.
10) სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------------------------–---------------------------------- 2018 წლის 4 აპრილის ა-----–-----------–-------------–------------------–---------–------------------------ დასკვნის თანახმად: მ-----– ნ--------–---–ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, დამოკიდებულობის სინდრომი (კოდი - F11.2; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მ-----– ნ--------–---–ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ოპიოდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, დამოკიდებულების სინდრომი და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ზემოაღნიშნული ფსიქიკური აშლილობა განუკურნებელ დაავადებებს არ მიეკუთვნება. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ-----– ნ--------–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, იგი დაავადებული არ არის და თავისი ფსიქიკური მდგომარეობით სტაციონარულ იძულებითი და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიულ მკურნალობას არ საჭიროებს.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების მიხედვით ექსპერტიზის მიერ განხილულ სიტუაციაში სუბიექტთან მიმართებაში ფიზიოლოგიური აფექტის საკითზე მსჯელობა შეუძლებელია.
11) სსიპ ლ----------------–----------------------------–---------- 2018 წლის 23 აპრილის დასკვნის თანახმად: მოქალაქე ე-------- ტ----–---–ის სიკვდილის მიზეზია: ღვიძლის და ნაღვლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა და მარჯვენა ფილტვის გამჭოლი დაზიანება განვითარებული მუცლის და გულმკერდის ღრუში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით მოქ. ე-------- ტ----–---–ის სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 16 საათი.
ე-------- ტ----–---–ის გვამს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლსასროლი დაზიანებები: 1. შემავალი ხვრელით: მარჯვენა მხრის ზემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით და მარჯვენა მხრის ძვალის ღია მოტეხილობით, გამავალი ხვრელით: ამავე მხრის ზემო მესამედის უკანა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე, ჭრილობის არხის მიმართულებით ქვემოდან ზემოთ, წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 12სმ. (პირობითად ჭრილობა N1-1ა). დაზიანება იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.
2. შემავალი ხვრელით: მარცხენა მხრის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, გამომავალი ხვრელით: ამავე მხრის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე, ჭრილობის არხის მიმართულებით მარცხნიდან მარჯვნივ, უკნიდან წინ, ქვემოდან ზემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით - 12 სმ. (პირობითად ჭრილობა N2-2ა გამომავალი ხვრელი). დაზიანება იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.
3. შემავალი ხვრელით: მუცლის წინა ზედაპირზე მცირედ მარცხნივ მკერდის ახლო და ლავიწშუა ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 113 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის და თეძოს ნაწლავის გამჭოლი დაზიანებით, დაზიანებული თეძოს ნაწლავის მიდამოში მეტალის უცხო სხეულით, ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 12სმ. (პირობითად ჭრილობა N3). დაზიანება იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.
4. შემავალი ხვრელით: მუცლის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე იღლიის შუა ხაზზე ტერფის ძირიდან 119 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ანატომიური მთლიანობის დარღვევით, დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათის და მარჯვენა ფილტვის გამჭოლი დაზიანებით. მარჯვნივ, ბეჭის ხაზზე მე-10,11,12 ნეკნებს, ამავე მხარეს იღლიის წინა ხაზზე მე-6 ნეკნის და მარჯვნივ მკერდის ახლო ხაზზე მე-3 და მე-4 ნეკნის მოტეხილობით, მოტეხილი ნეკნების შესაბამისად მე-3-4-ე ნეკნთაშუა კუნთებში მეტალის უცხო სხეულით, ჭრილობის არხის მიმართულებით ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 32 სმ. (პირობითად ჭრილობა N4). დაზიანება იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - მოქ. ე-------- ტ----–---–ის სიკვდილთან.
5. შემავალი ხვრელით: კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირის ზემო მესამედში ტერფის ძირიდან 163 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, ორმხრივ კისრის მე-3-4-ე მალების გვერდითა მორჩების მოტეხილობით, გამომავალი ხვრელით: კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირის ქვემო მესამედში ტერფის ძირიდან 160 სმ-ით დაშორებით; ჭრილობის არხის მიმართულებით ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 15სმ. (პირობითად ჭრილობა N5-5ა). დაზიანება იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.
6. შემავალი ხვრელით: მარჯვნივ გულმკერდის უკანა ზედაპირზე იღლიის უკანა და ბეჭის ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 141,5 სმ-ის დაშორებით, გამომავალი ხვრელით: მარჯვნივ გულმკერდის უკანა ზედაპირზე ბეჭის და ხერხემლის ახლო ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 156 სმ-ით დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით ქვემოდან ზემოთ, მცირედ მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 18 სმ. (პირობითად ჭრილობა N6-6ა). დაზიანება იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.
7. შემავალი ხვრელით: გულმკერდის მარცხენა გვერდით ზედაპირზე ტერფის ძირიდან 134 სმ-ის დაშორებით ლავიწშუა და იღლიის წინა ხაზებს შორის, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, გამომავალი ხვრელით: მარცხნივ გულმკერდის წინა ზედაპირზე ლავიწშუა ხაზზე მე4-5-ე ნეკნთაშუა მიდამოში ტერფის ძირიდან 137 სმ-ის დაშორებით, ჭრილობის არხის მიმართულებით მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ქვემოდან ზემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით - 10სმ. (პირობითად ჭრილობა N7-7ა). დაზიანება იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.
დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ, თუ აღნიშნული მიდამოები მათი განვითარების მომენტში წარმოადგენენ პირველ გარეთა შრეს და არ იყვნენ დაფარული ტანსაცმლით.
8. სახის მარჯვენა ნახევარში უსწოროკიდეებიანი ჭრილობა (პირობითად ჭრილობა NA) მიმდებარედ ნაჭდევებით, სისხლნაჟღენთებით და სახის ძვლების მოტეხილობით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.
მოქ. ე-------- ტ----–---–ის გვამს მარცხნივ საფეთქლის მიდამოში ასევე აღენიშნებოდა ნაჭდევი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.
ყველა დაზიანება განვითარებულია სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ე-------- ტ----–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და საძილე საშუალებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ციკლოპიროლონის ნაწარმებიდან- ზოპიკლონი, იმიდაზოპიდრიდინის ნაწარმებიდან-ზოლპიდემი, პირაზოლოპირიმიდინის ნაწარმებიდან-ზალეპლონი. შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები, ფორმალინი, ფენოლი, კრეზოლი, ქლოროფორმი, ქლორალჰიდრატი, დიქლორეთანი, ოთხქლორნახშირბადი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები, დარიშხანი, სინდიყი.
12) სსიპ ლ----------------–----------------------------–----------, ს------–-------------- 2018 წლის 19 აპრილის დასკვნის თანახმად: მოქალაქე ი--- ხ------ის სიკვდილის მიზეზია: თავის, გულმკერდის და მუცლის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად განვითარებული: ქალა-სარქვლის და ფუძის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის გარსების, ნივთიერების და მარცხენა ფილტვის დაზიანება და ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, მარჯვენა თირკმლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით მოქ. ი--- ხ------ის სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 16 საათი.
ი--- ხ------ის გვამს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები:
1. შემავალი ხვრელით მარჯვნივ წარბის შიგნითა კუთხესთან ტერფის ძირიდან 155 სმ-ის დაშორებით, თავის რბილი საფარის დაზიანებით, ქალა-სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით, თავის ტვინის ნივთიერების და გარსების დაზიანებით, გამომავალი ხვრელით: მარჯვნივ კეფის მიდამოში ტერფის ძირიდან 147 სმ-ით დაშორებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით-29 სმ.(პირობითად ჭრილობა N1-1ა).
2. შემავალი ხვრელით: მარცხენა წინამხრის შუა მესამედის უკანა და წინა ზედაპირების საზღვარზე გარეთა ზედაპირზე, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, გამომავალი ხვრელით ამავე წინამხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში, ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, მცირედ ქვემოდან ზემოთ და მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიგრძით-3 სმ.(პირობითად ჭრილობა N2-2ა).
3. შემავალი ხვრელით: წელის მიდამოში მარჯვნივ ბეჭის ხაზზე, ტერფის ძირიდან 108 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და მარჯვენა თირკმლის ანატომიური მთლიანობის დარღვევით, კუჭის, დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათის დაზიანებით, მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე მე-7 ნეკნის მოტეხილობით, გამომავალი ხვრელით: მარცხენა ძუძუს ქვედა გარეთა კვადრატში ლავიწშუა და იღლიის წინა ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 114 სმ-ით დაშორებით ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ქვემოდან ზევით, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით-26 სმ.(პირობითად ჭრილობა N3-3ა).
4. შემავალი ხვრელით: გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ტერფის ძირიდან 108 სმ-ის დაშორებით ხერხემლის ახლო ხაზზე, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, გულმკერდის მე-8-9-10-ე მალების მოტეხილობით, მარცხენა ფილტვის გამჭოლი დაზიანებით, მარცხნივ იღლიის უკანა ხაზზე მე-5 და მე-6 ნეკნის მოტეხილობით; გამომავალი ხვრელით: გულმკერდის მარცხენა გვერდით ზედაპირზე იღლიის უკანა ხაზზე ტერფის ძირიდან 124,5 სმ-ის დაშორებით, ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით-22 სმ.(პირობითად ჭრილობა N4-4ა).
5. შემავალი ხვრელით: მარჯვენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 138 სმ-ით დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, მარჯვნივ ლავიწშუა ხაზზე ლავიწის ძვლის და პირველი ნეკნის მოტეხილობით, ამავე მხარეს ლავიწშუა და მკერდის ახლო ხაზებს შორის მე-2 და მე-3 ნეკნის მოტეხილობით, გამომავალი ხვრელით : მარჯვნივ გულმკერდის წინა ზედაპირზე ლავიწშუა და მკერდის ახლო ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 130 სმ-ით დაშორებით; პირველი ნეკნის მოტეხილობის შესაბამისად უსწოროკიდეებიანი ჭრილობით. ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, მცირედ მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით-20 სმ.(პირობითად ჭრილობა N5-5ა-5ბ).
დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან (იარაღებიდან) გასროლილი ჭურვების მოქმედების შედეგად. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ, თუ აღნიშნული მიდამოები მათი განვითარების მომენტში წარმოადგენენ პირველ გარეთა შრეს და არ იყვნენ დაფარული ტანსაცმლით.
პირობითად ჭრილობები: N1-1ა;N3-3ა;N4-4ა, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან ი--- ხ------ის სიკვდილთან.
პირობითად ჭრილობა N2-2ა ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და არ იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
პირობითად ჭრილობა N5-5ა-5ბ. ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და არ იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
ი--- ხ------ის გვამს ასევე აღენიშნებოდა თხემ-კეფის მიდამოში მარხცნივ ტერფის ძირიდან 159 სმ-ის დაშორებით უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, (პირობითად ჭრილობა N A), სხეულზე ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ჭრილობა იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და არ იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან; ხოლო ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და არ იმყოფებიან უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
ყველა დაზიანება განვითარებულია სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში.
ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ი--- ხ------ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და საძილე საშუალებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ციკლოპიროლონის ნაწარმებიდან- ზოპიკლონი, იმიდაზოპიდრიდინის ნაწარმებიდან-ზოლპიდემი, პირაზოლოპირიმიდინის ნაწარმებიდან-ზალეპლონი. შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები, ფორმალინი, ფენოლი, კრეზოლი, ქლოროფორმი, ქლორალჰიდრატი, დიქლორეთანი, ოთხქლორნახშირბადი,ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები, დარიშხანი, სინდიყი.
13) ს-----–----------------–--------------–----------------------------–-----------------–--------- ექსპრტიზის 2018 წლის 21 თებერვლის დასკვნის თანახმად: სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
პაკეტში, წარწერით: “...ობიექტი #1 და #10 2ც (ორი) ვაზნა. #2, 3, 4, 5, 6, 7 და 8, 7 ცალი მასრა, 1 ცალი ლითონის ფრაგმენტი და 2 ცალი ლითონის ფრაგმენტი“ მოთავსებული: ერთ-ერთ ვაზნაზე (ობიექტი #8; კონვერტი, წარწერით: („ობიექტი #10 1 (ერთი) ცალი ვაზნა მარკეტში ქალის გვამის თავთან მარჯვენა მხარეს დახლმაცივარსა და დახლს შორის ადგილიდან“) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა, შერეული პარციალური გენეტიკური პროფილით, რომელშიც ვლინდება მ-----– ნ--------–---–ის (ობ #46; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში... აღებული მოქ. მ-----– ნ--------–---–ის მ------ს ძისგან...) გენეტიკური თანამონაწილეობა, რაც დასტურდება ასევე მამაკაცის y სასქესო ქრომოსომის ანალიზით;
მეორე ვაზნაზე (ობ. #9) შვიდ ცალ მასრასა (ობ N1-7) და 3 ცალ მეტალის ფრაგმენტზე (ობ. N10-12) გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტი, წარწერით: ,,ობიექტი N9 1 ცალი (ერთი) დიდი ზომის დანა მარკეტში არსებული ქალის გვამის გულმკერდის ზედაპირიდან და ობიექტიდან #11 ერთი ცალი დიდი ზომის დანა მარკეტში მამაკაცის გვამის გვერდზე დახლმაცივრის დახლის ზედაპირიდან...“ მოთავსებული ერთ-ერთი დანის (ყუთი, წარწერით: ,,ობიექტი N9“) ტარზე არსებულ მოწითალო-მოყავისფრო წერტილოვან დანაშრევზე (ობ. #13), გენოტიპირებისათვის საჭირო ბირთული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. იმავე დანის პირზე არსებული ბიომასალის (ობ. N14) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--- ხ------ს (ობ N178; პაკეტი წარწერით: „...სისხლის ნიმუში...0-----------.. ხ------ი..“), ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N15) შერეული გენეტიკური პროფილი ინდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
იმავე პაკეტში მოთავსებული მე-2 დანის (ყუთი წარწერით ობ. N11) პირსა (ობ. N16) და ტარზე (ობ. N17) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ერთი წილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ. N159; პაკეტი წარწერით: სისხლის ნიმუში... 0-----------.. ტ----–---–ი“), მეორე წილი ეკუთვნის ი--- ხ------ს(ობ. #178);
პაკეტში, წარწერით:...1ც(ერთი) ხის უჯრა მარკეტში სალაროს მაგიდიდან...“ მოთავსებულ უჯრაზე არსებული ბიომასალის (ობ. N18,19,20) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.#18-ის პროფილის მაჟორულ (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი--- ხ------ს (ობ. N178), მინორული წილი და ობ. #19,20-ის გენეტიკური პროფილები, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;
პაკეტში, წარწერით: ,,...2(ორი) ცალი საკიდი ბოქლომი ეზოში შესასვლელი ჭიშკრის შიდა მხარიდან...“ მოთავსებულ: ერთ-ერთ ბოქლომზე, წარწერით: „------------------------, არსებული ბიომასალის (ობ. #21) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის მ-----– ნ---------–---–ს (ობ.#46), მეორე წილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ის (ობ.#159); მეორე ბოქლომზე არსებული ბიომასალის (ობ. #22) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ის (ობ#159), მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;
პაკეტში წარწერით: „...მაღაზიაში შესასვლელი უკანა კარის შიდა და გარე სახელურის სულ 2 (ორი) ამოღებულია მარკეტში შესასვლელი უკანა კარიდან...“ მოთავსებული ორ ცალ სახელურზე არსებული ბიომასალის (ობ. N23,24) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N23-ის გენეტიკური პროფილში ვლინდება ი----- გ-------ის (ობ. N56: პაკეტი, წარწერით:...ნერწყვის ნიმუში... აღებული მოქ. გ-------ი ი----- ვ-–---------- ძეს პირის ღრუდან...“) ე-------- ტ----–---–ის (ობ. N159) და ი--- ხ------ის (ობ. N178) გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. N24-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ე-------- ტ----–---–ის (ობ.N159) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანარჩენ პირთა (ობ. N46-140,178-208) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
პაკეტში წარწერით „...ანაწმენდი...“ აღებულია შესასვლელი ჭიშკრის მარჯვენა და მარცხენა ფრთის შიდა სახელურიდან..„ მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. N25,26), გენოტიპირებისთვის საჭირო, ადამიანის ბირთული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში წარწერით: ,,ბიოლოგიური 10 ცალი ჩხირით აღებულია ანაწმენდის 5 (ხუთი) ნიმუში“ მოთავსებულ:
ანაწმენდებზე მარკეტში შესასვლელი კარის ურდულის სახელურის შიდა მხრიდან (ობ. N28) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს (ობ. N46);
ანაწმენდზე მარკეტში შესასვლელი უკანა კარის ურდულის სახელურის გარეთა (ობ. N29) და შიდა მხრიდან (ობ. N30) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ. N159);
ანაწმენდებზე მარკეტში შესასვლელიდან მარცხნივ ბოლოში შუაში მდგარი დახლმაცივრის მარცხენა გვერდიდან (ობ. N31) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ტ----–---–ს (ობ. N159), მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
ანაწმენდებზე მარკეტში შესასვლელი კარის გარე სახელურიდან (ობ. N27), გენოტიპირებისთვის საჭირო, ადამიანის ბირთული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში წარწერით „...24 ცალი ჩხირით აღებულია 12 (თორმეტი)...“ მოთავსებული: ანაწმენდზე საცხოვრებელ ოთახში შესასვლელი კარის გარე სახელურიდან (ობ. N32), საცხოვრებელ ოთახში არსებული კარადის უჯრებისა და კარებების სახელურებიდან (ობ. N34-39) და საცხოვრებელ ოთახში კომპიუტერის მაგიდის უჯრების სახელურებიდან (ობ. N40-43) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N32-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ე-------- ტ----–---–ის (ობ. N159) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დანარჩენ პირთა (ობ. N46-140,178-208) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. N35,39-ის გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის ი--- ხ------ს (ობ. N178), მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაიმფორმატიულია. ობ. N36,37-ის პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ.N159), მეორე წილი ეკუთვნის ი--- ხ------ს (ობ. N178). ობ. N43-ის პროფილში იკვეთება მაჟორული წილი, რომელიც არ არის გამორიცხული ეკუთვნოდეს გ------- ტ----–---–ის (ობ. N47; პაკეტი, წარწერით: „..ნერწყვის ნიმუში ... აღებული მოწმე: გ------- ე--------ს ძე ტ----–---–ის ...პირის ღრუდან“.) ბიოლოგიურ ნათესავს. ობ. N43-ის პროფილში, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პირთა (ობ. N46-140,159,178-208) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. N34,38,40-42-ის გენეტიკური პროფილები, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;
ანაწმენდებზე საცხოვრებელ ოთახში შესასვლელი კარის შიდა სახელურიდან (ობ. N33) გენოტიპირებისთვის საჭირო ადამიანის ბირთული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში წარწერით „ ...ობიექტი N12 და ობიექტი N13 ანაწმენდები მოწითალო ფერის გუბიდან...“ მოთავსებულ:
ანაწმენდებზე მოწითალო ფერის გუბიდან ქალის გვამთან ხის იატაკის ზედაპირიდან (ობ. N44) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც ეკუთვნის ი--- ხ------ს (ობ. N178);
ანაწმენდებზე მოწითალო ფერის გუბიდან მამაკაცის გვამთან ხის იატაკის ზედაპირიდან (ობ. N45) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ. N159).
პაკეტში წარწერით: „ე-------- ტ----–---–ის გვამის ტანსაცმელი“ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. N141,142) სპორტულ შარვალზე (ობ. N143), კაპიუშონიან ჯემპრზე (ობ. N144), ჟილეტზე (ობ. N145), როლინგზე (ობ. N146),მაისურზე (ობ. N147), თხელ შარვალზე (ობ. N148), ქვედა საცვალზე (ობ. N149), წელვადი ქსოვილის სარტყელზე (ობ. N150) და წინდაზე (ობ. N151) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ხოლო წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N152,153) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. N141,142,144,145,147,149,150-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ. N159). ობ. N146,148,151-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--- ხ------ს (ობ. N178). ობ 143-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ. N159), მეორე წილი ეკუთვნის ი--- ხ------ს (ობ. N178);
პაკეტი წარწერით: „..ანაწმენდი 0----------- 1--------- ტ----–---–ი...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე მარჯვენა მტევნიდან (ობ. N154), მარცხენა მტევნიდან (ობ. N155) და სახიდან (ობ. N156) აღმოჩნდა ადამიანი სისხლი, რომელიც ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ. N159);
პაკეტში წარწერით „ ..ფრჩილების და თმის ნიმუში 0----------- 1--------- ტ----–---–ი...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N157,158) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ. N159);
პაკეტში წარწერით: „..ი--- ხ------ის გვამის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. N160), სპორტულ შარვალზე (ობ. N161) ორ ცალ ჟაკეტზე (ობ. N162,163), მაისურზე (ობ. N164), ორ ცალ კაშნეზე (ობ. N165,167), ჟილეტზე (ობ. N166), აზღუდზე (ობ. N168), ქვედა საცვალზე (ობ. N169), რეიტუზზე (ობ. N170), წინდასა (ობ. N171) და ფეხსაცმელზე (ობ. N172) არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი--- ხ------ს (ობ. N178).
პაკეტში წარწერით „...ანაწმენდები 0----------- 1--------- ხ------ი...“ მოთავსებულ ანაწმენდზე მარჯვენა მტევნიდან (ობ. N173), მარცხენა მტევნიდან (ობ. N174) და სახიდან (ობ. N175) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც ეკუთვნის ი--- ხ------ს (ობ.N178);
პაკეტში წარწერით : „.. ფრჩხილების და თმების ნიმუში 0----------- 1--------- ხ------ი...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N176,177) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--- ხ------ს (ობ. N178).
სეებ-ის ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ-ის მონაცემებით ბაზის გამოყენებით, ობ. N43-ის გენეტიკური პროფილის იდენტიფიკაცია ვერ მოხდა.
14) სსიპ ლ----------------–--------------–----------------------------–----------- 2018 წლის 14 მარტის ბ----–--------------------------------------- N0-------- დასკვნის თანახმად: გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით „..14 ცალი ვაზნის მსგავსი“ მოთავსებულ თოთხმეტ ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის (ობ.N1-4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს (ობ. N46, ექსპერტის N0-------- დასკვნა).
15) სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------------------–-------------------------------------------------------------------------------–------------------------ 2018 წლის 15 თებერვლის დასკვნის თანახმად:
1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ე-------- ტ----–---–ის შარვალზე, ქურთუკზე და მორუხო ფერის მაისურზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები;
- მოწითალო ფერის მაისურზე, ტრუსზე, წყვილ წინდაზე, გრძელტოტებიან ქვედა საცვალზე, რეზინოვან ქამარზე, ყელიან სვიტერზე, უსახელოებო პულოვერზე და წყვილ ფეხსაცმელზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება;
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ე-------- ტ----–---–ის ანაწმენდებზე წარწერებით: სახიდან ანაწმენდი, მარჯვენა მტევ. ანაწმენდი, მარცხენა მტევნიდან ანაწმენდი, ჭრილობა N1, ჭრილობა N1ა, ჭრილობა N2, ჭრილობა N2ა, ჭრილობა N2ბ, ჭრილობა N2გ, ჭრილობა N3, ჭრილობა N4, ჭრილობა N5, ჭრილობა N5ა, ჭრილობა N6, ჭრილობა N6ა და ჭრილობა N7 დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ი--- ხ------ის ანაწმენდებზე წარწერებით: ანაწმენდი ჭრილობა სახის მიდამოდან აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები;
- ანაწმენდები სახის მიდამო, ანაწმენდები მარჯვენა მტევანი, ანაწმენდი მარცხენა მტევანი, ანაწმენდი ჭრილობა ზურგის მიდამოდან მარჯვნივ, ანაწმენდი ჭრილობა ზურგის მიდამოდან ხერხემალთან, ანაწმენდი ჭრილობა სარძევე ჯირკვლის მიდამოდან, ანაწმენდი ჭრილობა იღლიის მიდამოდან, ანაწმენდი ჭრილობა მარცხენა წინამხრიდან, ანაწმენდი ჭრილობა მარჯვენა წინამხრიდან, ანაწმენდი ჭრ. კეფის მიდამოდან და ანაწმენდი ჭრილობებიდან გულმკერდის წინა ზედაპირზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
16) საქართველოს შ--------------------------–----------------------------- ბ--–-------------------------- 2018 წლის 18 იანვარის დასკვნის თანახმად: სს N0----------- საქმეზე წარმოდგენილი:
1. 2 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის ვაზნა განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას;
2. შვიდი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - მასრა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. მასრები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია ერთი და იგივე 5,45 მმ. კალიბრის იარაღში.
3. სამი ცალი ობიექტიდან: ორი ცალი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. ტყვიები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიის, მათგან ერთი ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, ხოლო ერთი - კონკრეტულ იარაღთან გასაიგივებლად. ორივე ტყვია გასროლილია ერთი და იგივე 5,45 მმ. კალიბრის იარაღის ლულიდან.
1 ცალი ლითონის ფრაგმენტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - გ---–----, განკუთვნილი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. გ---–---- არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და უვარგისია იდენტიფიკაციისათვის.
17) საქართველოს შ--------------------------–----------------------------- ბ--–-------------------------- 2018 წლის 9 მარტის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი:
- ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის 14 (თოთხმეტი) ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილია 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC- 74Y“, ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. თოთხმეტივე (14) ვაზნა ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
18) სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------------------–-----------------------------------------------------------------–-------------------------–------------------------ 2018 წლის 10 ივლისის დასკვნის თანახმად: ე-------- ტ----–---–ის: ქურთუკის, კაპიშონიანი სვიტერის და სპორტული შარვლის ზედაპირზე აღინიშნებოდა მომწვანო ფერის ვისკოზას ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ი--- ხ------ის მომწვანო-მოთეთრო ფერის კაშნეს ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე ე-------- ტ----–---–ის კაპიშონიანი სვიტერის და სპორტული შარვლის ზედაპირზე აღინიშნება ბაცი მოწითალო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ი--- ხ------ის მოიისფრო ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ი--- ხ------ის: ქურთუკის, ბრეტელებიანი მაიუსრის და სპორტული შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოყავისფრო პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ე-------- ტ----–---–ის ყელიანი სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე ი--- ხ------ის: მორუხო ფერის ჟაკეტისა და მოიისფრო ჟაკეტის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო-მოვარდისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ე-------- ტ----–---–ის გრძელსახელოებიანი მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის ტანსაცმლის ზედაპირებზე აღინიშნება სხვადასხვა სახის უცხო ბოჭკოების მიკრონაწილაკები, რომელთა დახასიათება - ბუნება და ფერი მოცემულია დანართის N1 ცხრილში.
19) სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------------------–------------------------------------------------–----------------------–----------------------–--------------------------–--- 2018 წლის 6 აგვისტოს დასკვნის თანახმად: წარმოდგენილ გარდაცვლილ ე-------- ტ----–---–ის ტანსაცმელზე არსებული მრავლობით დაზიანებები (დაზიანებათა ფონზე), სასამართლო სამედიცინო დასკვნის (N0--------) შესაბამისად - ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებული უნდა იყოს: დაზიანება N3; N5; N7 ახლო, ხოლო N4 და N6 სავარაუდოდ არაახლო მანძილიდან სროლით. N1 და N2 დაზიანების მანძილის განსაზღვრა ვერ მოხერხდა დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო.
ტანსაცმელზე არსებული დაზიანებათა ლოკალიზაცია, განლაგების არით გარკვეულად შეესაბამება ე-------- ტ----–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციაში მოცემულ მონაცემებს. დაზიანებათა განვითარების ხანდაზმულობის კონკრეტული განსაზღვრა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო. სროლის მიმართულების მონაცემი მოცემულია დასკვნის კვლევით ნაწილში.
წარმოდგენილ გარდაცვლილ ი--- ხ------ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები (დაზიანებათა ფონზე) სასამართლო სამედიცინო დასკვნის (N0--------) შესაბამისად ცეცხლნასროლი წარმოშობისაა. აქედან N3 და N5 განვითარებულია ახლო მანძილიდან სროლით, დანარჩენის განსაზღვრა ვერ მოხერხდა ნიშანთა კომპლექსის არ ასახვის გამო. ტანსაცმელზე არსებული დაზიანებათა ლოკალიზაცია, განლაგების არით გარკვეულად შეესაბამება ი--- ხ------ის სამედიცინო დოკუმენტაციაში მოცემულ მონაცემებს. დაზიანებათა განვითარების ხანდაზმულობის კონკრეტული განსაზღვრა შეუძლებელია მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო. სროლის მიმართულების მონაცემები მოცემულია დასკვნის კვლევით ნაწილში.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერები, ასევე ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის: ბოქლომი და ვაზნები.
საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე შეთანხმდნენ ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების მოცულობით ნაწილზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და რომლებიც გამოკვლევის გარეშე იქნა სასამართლო სხდომაზე მიღებული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, უპირობოდ ვერ გახდება პირის წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების საფუძველი, არამედ თითოეული მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს ჯერ ფაქტის დადგენა და შემდგომ მისი სამართლებრივი შეფასება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ-----– ნ--------–---–ი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ. რედ.) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით უნდა მოხდეს მისი მსჯავრდება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებაა კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ, ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა, თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა და დამნაშავეა თუ არა იგი.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის ასევე მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის შეფასებაც, რომელსაც ბრალდებული აწვდის სასამართლოს.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბრალდებულის სასარგებლოდ შეფასდეს არა დაცვის მხარის მიერ გამოთქმული ნებისმიერი ეჭვი ან ბრალდების მხარის საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით (როგორც ეს დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მხოლოდ ეჭვის დაფიქსირებაა საკმარისი ბრალდებულის სასარგებლოდ მის გადასაწყვეტად), არამედ მხოლოდ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ობიექტური ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ-----– ნ--------–---–მა თბილისში, ზ--------------–---–--------–----------ში, 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 2230 საათზე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღითა და შესაბამისი საბრძოლო მასალით, რასაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, რამდენიმე გასროლით მოკლა ე-------- ტ----–---–ი და მისი მეუღლე ი--- ხ------ი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ე-------- ტ----–---–ის სიკვდილის მიზეზია: ღვიძლის და ნაღვლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა და მარჯვენა ფილტვის გამჭოლი დაზიანება განვითარებული მუცლის და გულმკერდის ღრუში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად, ხოლო ი--- ხ------ის სიკვდილის მიზეზია: თავის, გულმკერდის და მუცლის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად განვითარებული: ქალა-სარქვლის და ფუძის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის გარსების, ნივთიერების და მარცხენა ფილტვის დაზიანება და ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, მარჯვენა თირკმლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა. 2018 წლის 06 მარტს, მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის 14 (თოთხმეტი) ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC- 74Y“, ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. თოთხმეტივე (14) ვაზნა ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით.
სასამართლო საკუთარ მსჯელობაში დეტალურად შეეხება როგორც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზოგადად ქმედების სამართლებრივ განმარტებას, ასევე, ყველა იმ სადავო შეფასებას, რაც ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, რომლის შედეგია სიკვდილი. განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედების განზრახ მკვლელობით კვალიფიკაცია ვერ მოხდება.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი დამამძიმებელია ობიექტური ნიშნით, რადგანაც გულისხმობს ერთიანი განზრახვით სულ მცირე ორი პირის განზრახ მკვლელობას, ერთდროულად ან მცირე დროის წყვეტით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე-------- ტ----–---–ს და ი--- ხ------ს მრავლობითი ცეცხლსასროლი დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლისათვის სახიფათო ორგანოებში, მათ შორის - მხრის, მუცლის, კისრის მიდამოში, გულმკერდის უკანა ზედაპირზე. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ე-------- ტ----–---–ის სიკვდილის მიზეზია: ღვიძლის და ნაღვლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა და მარჯვენა ფილტვის გამჭოლი დაზიანება განვითარებული მუცლის და გულმკერდის ღრუში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად; ი--- ხ------ის სიკვდილის მიზეზია: თავის, გულმკერდის და მუცლის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად განვითარებული: ქალა-სარქვლის და ფუძის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის გარსების, ნივთიერების და მარცხენა ფილტვის დაზიანება და ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, მარჯვენა თირკმლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა.
ი--- ხ------ის ჭრილობები (N1-1ა;N3-3ა;N4-4ა) როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან ი--- ხ------ის სიკვდილთან. ასევე ე-------- ტ----–---–ის დაზიანება - შემავალი ხვრელით: მუცლის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე იღლიის შუა ხაზზე ტერფის ძირიდან 119 სმ-ის დაშორებით, სიგრძით - 32 სმ. (პირობითად ჭრილობა N4). იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - ე-------- ტ----–---–ის სიკვდილთან.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ე-------- ტ----–---–ის შარვალზე, ქურთუკზე, მაისურზე და ი--- ხ------ის სახის მიდამოდან აღებულ ანაწმენდზე აღინიშნებოდა დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.
ბ--–----------------------------------------------–------------------------ N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ე-------- ტ----–---–ის ტანსაცმელზე არსებული მრავლობითი დაზიანებები, ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და სავარაუდოდ განვითარებულია არაახლო მანძილიდან სროლით. დაზიანებათა ლოკალიზაცია, განლაგების არით გარკვეულად შეესაბამება ე-------- ტ----–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციაში მოცემულ მონაცემებს. ასევე, ი--- ხ------ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებულია არაახლო მანძილიდან სროლით. დაზიანებათა ლოკალიზაცია, განლაგების არით გარკვეულად შეესაბამება ი--- ხ------ის სამედიცინო დოკუმენტაციაში მოცემულ მონაცემებს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ ცოლ-ქმარ ე-------- ტ----–---–ისა და ი--- ხ------ის განზრახ მკვლელობა მას არ ჩაუდენია, შემთხვევის ადგილზე - მაღაზიაში კი სადაც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი გენეტიკური პროფილი იქნა აღმოჩენილი, გაყალბებულია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ის განმარტება მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით მოგონილია მოსალოდნელი მკაცრი პასუხისმგებლობისაგან თავიდან არიდების მიზნით, რადგან მის მიმართ წარდგენილი ბრალდება ამ ნაწილში დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ჩხრეკის ოქმებით, გამოკვლეული ვიდეო-ჩანაწერებით, ექსპერტიზის დასკვნებით, წერილობითი მტკიცებულებებით და საქმის მასალების საერთო ანალიზით, კერძოდ:
პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებული ვერ გაექცა იმის დადასტურებას, რომ 2018 წლის 14 იანვარს ღამეს - დაახლოებით მკვლელობის პერიოდში ნამდვილად, საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა ე-------- ტ----–---–ის სახლის მახლობლად.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ------- ტ----–---–მა და სხვა მოწმეებმა დაადასტურა, რომ ე-------- ტ----–---–ი ყველას ეხმარებოდა და გარდაცვლილებს მტერი არ ჰყავდათ, თუმცა ბოლო პერიოდში მ-----– ნ--------–---–ი იმუქრებოდა, რომ მათი მაღაზია აღარ იარსებებდა, რადგან მას იქვე ქონდა ფართი, სადაც ასევე მაღაზიის გახსნას აპირებდნენ. მოწმემ განმარტა, რომ მათი მაღაზიის ცენტრალური შესასვლელი კარი დილით იღებოდა და ღამე იკეტებოდა, გაღებისას მარჯვნივ კედელზე ამაგრებდა ი--- ხ------ი და მას უცხო არავინ ეხებოდა. გარდა ამისა ეზოში გასასვლელ კარზე იყო დიდი რკინის ბოქლომი, რომელსაც იყენებდნენ სახელურად, ეზოში და ეზოს კარიდან მაღაზიაში არავინ შედიოდა, ოჯახის წევრების გარდა.
თავის მხრივ გამომძიებლებმა და ექსპერტ კრიმინალისტებმა დაადასტურეს მათი მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და შემთხვევის ადგილსა და საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის შინაარსი.
2018 წლის 15 იანვარს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად: ამოღებული იქნა 7 ცალი მასრა, 2 ვაზნა, 2 ტყვიის გულა და 1 გ---–----. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაადასტურეს, რომ დნმ-ის კვლევისათვის მუშაობდნენ სპეციალური სტერილური ჩხირებით, სხვადასხვა ადგილებიდან აიღეს ანაწმენდები, მათ შორის მარკეტის შესასვლელი კარის შიდა ურდულიდან, ასევე ეზოდან ქუჩაში გასასვლელი რკინის ჭიშკრიდან, გენეტიკური კვლევებისათვის ამოღებული იქნა 2 ცალი ბოქლომი, რაც შეიფუთა და დაილუქა სპეციალურ პაკეტებში.
2018 წლის 16 იანვარის ოქმის თანახმად ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ისაგან აღებულ იქნა ნიმუშები, მათ შორის ბიოლოგიური ნიმუშები.
2018 წლის 21 თებერვლის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ: 1. ერთ-ერთ ვაზნაზე (ობიექტი #8; კონვერტი, წარწერით: („ობიექტი #10) 1 (ერთი) ცალი ვაზნა მარკეტში ქალის გვამის თავთან მარჯვენა მხარეს დახლმაცივარსა და დახლს შორის ადგილიდან“) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა, შერეული პარციალური გენეტიკური პროფილით, რომელშიც ვლინდება მ-----– ნ--------–---–ის გენეტიკური თანამონაწილეობა, რაც დასტურდება ასევე მამაკაცის y სასქესო ქრომოსომის ანალიზით;
2. ასევე შემთხვევის ადგილიდან ეზოში შესასვლელი ჭიშკრის შიდა მხრიდან ამოღებული 2 ბოქლომიდან ერთ-ერთზე (წარწერით: „------------------------), არსებული ბიომასალის (ობ. #21) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს (ობ.#46), მეორე წილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ის (ობ.#159);
3. მარკეტში შესასვლელი კარის ურდულის სახელურის შიდა მხრიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს.
გარდა ამისა, თ---–---------–-–---------------------------------------------------–--- გამომძიებლებმა: კ------- რ------ემ, დ----- ნ-----–---–მა და გ------- ტ-------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომლის თანახმადაც 2018 წლის 6 მარტს, თბილისში, ა----–-------------ში ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დამხმარე სათავსოდან ამოღებული იქნა 14 ცალი ვაზნა.
აღსანიშნავია, რომ ჩხრეკას ესწრებოდა ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ის დედა მ---- მ-----–-–---–ი, რომელმაც ჩხრეკის ოქმზე გააკეთა ჩანაწერი, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით შენიშვნა ან პრეტენზია არ ჰქონდა და რომ ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით. მან ხელმოწერით დაადასტურა ჩხრეკის ოქმში ასახული ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნული მოწმის ჩვენებას, რომ მას არ სურდა ოქმზე ხელის მოწერა, თუმცა ბავშვის ტირილის გამო მოუწია აღნიშნული.
ექსპერტმა დ-------- ც-----ემ განმარტა, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის 14 (თოთხმეტი) ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილია 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC- 74Y“, ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. თოთხმეტივე (14) ვაზნა ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
ექსპერტ ნ---- კ--–----ის გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სათავსოდან ამოღებულ 14 ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის (ობ.N1-4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბ--–-------------------------- დასკვნებზე ასევე იმ კუთხით, რომ N1----- დასკვნის თანახმად შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, თბილისში, ა----–--------------–-- მდებარე მარკეტიდან ამოღებული იქნა 2 ცალი ვაზნა, არის 5.45 მმ კალიბრის, ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, 7 (შვიდი) ცალი მასრა არის 5.45 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილია, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია ერთიდაიგივე 5.45მმ კალიბრის იარაღში, 3 ობიექტიდან - 2 არის ქარხნული წესით დამზადებული 5.45მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია (ორივე ტყვია გასროლილია ერთიდაიგივე 5.45მმ კალიბრის იარაღის ლულიდან) და 1 (ერთი) ცალი კი წარმოადგენს 5.45 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს (გ---–----) და განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის, ხოლო N1----- დასკვნით დადგენილია, რომ ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დამხმარე სათავსოდან ამოღებული 14 ვაზნა ასევე არის ქარხნული წესით დამზადებული, 5.45 მმ კალიბრის და განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის, ამასთან ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ანუ სახლის ჩხრეკის დროს და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ვაზნები ერთნაირია, ერთგვაროვანია და განკუთვნილია ერთი და იგივე სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის.
სასამართლოში სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა სხვადასხვა ობიექტებიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რაც უტყუარად ადასტურებს ე-------- ტ----–---–ისა და ი--- ხ------ის მკვლელობამდე, მკვლელობის დროს და მკვლელობის შემდეგ მ-----– ნ--------–---–ის ავტომანქანით გადაადგილებას და მოძრაობას მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ:
შ------------------------ ვიდეოჩანაწერის N14-ე ფაილზე ფიქსირდება 2018 წლის 14 იანვარს, 2208 საათზე ე-------- ტ----–---–ის მაღაზიისა და საცხოვრებელი სახლის ჩიხში, მუქი ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანის შესვლა, რომელიც მოტრიალდა და გაჩერდა გარდაცვლილების ეზოში შესასვლელ რკინის ჭიშკართან, ავტომანქანის წინა ნაწილით- ცენტრალური ა----–--------- მიმართულებით.
აღნიშნული გარემოება თანხვედრაშია სასამართლოში დაკითხული მოწმის რ---- ნ-------–---–ის განმარტებასთან, რომლის თანახმადაც 2018 წლის 14 იანვარს, 2200 საათის შემდეგ ავტომანქანა ,,შკოდა ოქტავიათი“ მიდიოდა სახლში, გზად მაღაზიაში იყიდა სიგარეტი და გააგრძელა გზა. ე-------- ტ----–---–ების და რ----ს სახლს შორის, რომელიც დაახლოებით 10-15 მეტრშია, ჩიხთან ვიღაცის მუქი ფერის ავტომანქანა ,,მერსედესი“ იდგა, ავტომანქანაში მხოლოდ შემელოტებული, კაპიშონიანი მძღოლი იჯდა, ოდნავ ჩაწოლილი.
თავის მხრივ ზ------ ბ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 იანვარს დაახლოებით 2100 საათზე სახლის ფანჯრიდან სახლის მოპირდაპირე მხარეს დაინახა მუქი ფერის ავტომანქანა, 2200 საათის შემდეგ მასთან სახლში მივიდა დისშვილი რ----, რომელმაც კითხა მუქი ფერის მანქანით ყავდა თუ არა სტუმრები.
ე--- მ----–--ის საცხოვრებელი სახლის ვიდეო-კამერის ჩანაწერში ასახული მასალით დადგინა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, 2216 საათზე ჩიხიდან, სადაც გაჩერებულია მ-----– ნ--------–---–ის ავტომანქანა, მიემართება ერთი პირი, რომელსაც აცვია კაპიშონიანი ზედა და რომელიც მარჯვნიდან მარცხნივ, სწრაფად შედის ა----–--------- N---–- მდებარე გარდაცვლილების მაღაზიაში და კეტავს კარებს, რომელიც შემდგომ გარდაცვლილების აღმოჩენამდე აღარ გაღებულა.
2018 წლის 14 იანვრის შ------------------------ ვიდეო ჩანაწერზე, 2235 საათზე ფიქსირდება ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ის ავტომანქანის გამოსვლა ჩიხიდან, რომელიც მიემართება ა----–-- გავლით ქალაქის მიმართულებით, სადაც ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ვიდეო-კამერის ჩანაწერებზე, (-----–-----–-------------- იმავე დღის 2240 საათზე, ფიქსირდება მ-----– ნ--------–---–ის ,,მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა (სახ ნომრით:V---------.
2018 წლის 14 იანვრის შ---------- (მარკეტი) სამეთვალყურეო ვიდეო-კამერის ჩანაწერის თანახმად, 21:19:06 საათზე ფიქსირდება მ-----– ნ--------–---–ი, რომელიც შედის აღნიშნულ მარკეტში. მას აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრძირიანი ფეხსაცმელი, მუქი ფერის ქურთუკი, რომლის შიგნითაც აცვია მოლურჯო ფერის კაპიშონიანი სპორტული სტილის ზედა სამოსი. 21:22:46 საათზე სამეთვალყურეო კამერის მიერ ფიქსირდება მ-----– ნ--------–---–ი, რომელიც გამოდის მარკეტიდან და მიემართება ხელმარჯვნივ, თავისი საცხოვრებელი სახლის ჩასასვლელი გზის მხარეს, რა დროსაც მისი მზერა მიპყრობილია გზის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული (ე-------- ტ----–---–ის კუთვნილი) სასურსათო მაღაზიის მიმართულებით.
N2 მეხსიერების ბარათზე არსებულ 2018 წლის 14 იანვრის N6 ჩანაწერზე 21:27:07 საათზე სამეთვალყურეო კამერა აფიქსირებს მ–------ მიმართულებით მოძრავ შავი ფერის ,,მერსედესის“ ფირმის ავტომანქანას, რომელიც მოძრაობს ავტომანქანების საპირისპირო მოძრაობის ზოლში. 21:28:44 საათზე ჩანაწერში ფიქსირდება მ–------ მ--------------–-- მიმართულებით მოძრავი შავი ფერის ,,მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა.
N2 მეხსიერების ბარათზე არსებულ 2018 წლის 14 იანვრის N8 ფაილის ჩანაწერზე 21:44:20 საათზე ფიქსირდება შავი ფერის ,,მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა, რომლიც მიემართება მ–------ მიმართულებით. დროის მცირე მონაკვეთში 22:46:44 საათზე ჩანაწერში ფიქსირდება მ–------ მ--------------–-- მიმართულებით მოძრავი შავი ფერის ,,მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა.
N3 მეხსიერების ბარათზე არსებულ ,,--------- მე-6 ფაილის ვიდეო ჩანაწერზე 14 იანვრის 19:29:46 საათზე ფიქსირდება, რომ მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩიხიდან უკუ სვლით ამოდის შავი ფერის ,,მერსედესის“ ფირმის ,,ე“ კლასის ავტომანქანა, რომელსაც ჩართული აქვს მარცხენა მხარის მოხვევის მაჩვენებელი ციმციმა და ხელსაყრელ მომენტში ტრიალდება, კვეთს გზას და შედის ე-------- ტ----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩიხში.
გარდა ამისა შ---------------------- გამოთხოვილი ინფორმაციის დადგენილია, რომ ბრალდებული მ-----– ნ--------–---–ი სარგებლობდა მობილური ტელეფონის ნომრით - 5-----------. ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ს სატელეფონო კავშირები ჰქონდა სხვადასხვა პირებთან. კავშირგაბმულობის მომსახურე ანძებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე-------- ტ----–---–ისა და ი--- ხ------ის მკვლელობის დროს იმყოფებოდა თბილისში, ზ--------------–---–--
სასამართლო ვერ გაიზიარებს გ------- ნ-------–---–ის ჩვენების იმ ნაწილს, რომ შემთხვევის დღეს შემთხვევის ადგილთან დანახული უცნობი კაპიშონიანი მამაკაცი არ გავდა ბრალდებულს, რადგან მოწმემ ასევე განმარტა, რომ 1. არ იცნობს ბრალდებულს; 2. იყო ნასვამი, 3. არ დაკვირვებია უცნობს, 4. არ იცის ხელში ეჭირა თუ არა მას რაიმე საგანი.
ასევე, არ იზიარებს მოწმე დ------- ხ-------ის ჩვენების ნაწილს, რომ შემთხვევის ადგილთან მყოფი კაპიშონიანი პიროვნება ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ს არ გავდა, რადგან ერთის მხრივ დ------ ხ-------- იყო ნასვამი, მეორეს მხრივ კი ჩიხიდან გამოსულმა მისთვის უცნობმა პიროვნებამ ახალი წლის მილოცვაზე არ უპასუხა და ჩუმად გაიარა, ამ მინიმალური ვიზუალური დაკვირვების პირობებში კი კატეგორიული მტკიცება იყო თუ არა, ან გავდა თუ არა აღნიშული პიროვნება მ-----– ნ--------–---–ს, რომელსაც მოწმე არც მანამდე იცნობდა, სასამართლოს მოსაზრებით, შეუძლებელია.
ასევე, მნიშვნელოვანია, თავად ბრალდებულის ჩვენების შეფასებაც. ბრალდებული წინააღმდეგობრივ განმარტებებს აკეთებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. ბრალდებული ვერ გაექცა ობიექტურად იმ გარემოებას, რომ ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ღამეს შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, ვინაიდან აღნიშნული კატეგორიულად დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, თუმცა ამას საკუთარი ინტერპრეტაცია მოუძებნა და ერთ შემთხვევაში განმარტა, რომ ძველით ახალი წლის ღამეს სატვირთო ავტომანქანებს ელოდებოდა, მეორე შემთხვევაში განმარტა, რომ უბრალოდ იმ ადგილზე მისი მეგობრის საცხობია და ასევე უბნის ე.წ. ,,ბირჟაა’’ და უბრალოდ იქ იყო მარტო. კიდევ უფრო უცნაურია ავტომანქანით მოძრაობა დროის მცირე მონაკვეთში ჯერ მ–------ მიმართულებით და შემდგომ უკან, რაც დაფიქსირებულია შესაბამისი კამერების ჩანაწერებით, თუმცა ამ ფაქტობრივ გარემოებას ბრალდებულმა ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნა. ასევე, შესაფასებელია როგორც ბრალდებულის, ასევე მისი დედის - მ---- მ-----–-–---–ის ჩვენების ის ნაწილი, რომ მ-----– ნ--------–---–ი თითქოსდა ძალიან განიცდიდა ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის გარდაცვალებას და იგი დილიდანვე შემთხვევის ადგილზე იყო და ეს იმ ფონზე, რომ, როდესაც მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, პრაქტიკულად მთელი უბანი შეიკრიბა ადგილზე, მათ შორის იმყოფებოდა მ---- მ-----–-–---–იც, თუმცა მ-----– ნ--------–---–ი მეორე დღეს შემთხვევის ადგილზე, ან მიმდებარედ ვერცერთმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურა გამომძიებელმა ზ----- ნ------ემ, რომელმაც კატეგორიულად განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც გაჩნდა გარკვეული ეჭვები ნ--------–---–თან მიმართებით, მან დეტალურად დაათვალიერა კამერების ჩანაწერები, თუმცა მეორე დღეს შემთხვევის ადგილზე მ-----– ნ--------–---–ი ვერ აღმოაჩინა. ამდენად, ბრალდებულის განმარტება, რომ იგი ძლიერ განიცდიდა ,,ახლობელი’’ ადამიანების გარდაცვალებას, კიდევ უფრო არადამაჯერებელი და არაგულწრფელია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის ჩადენის პერიოდზეც, კერძოდ იმ ფაქტზე, რომ 14 იანვარს საქართველოში აღინიშნება ძველით ,,ახალი წელი“, აღნიშნულ პერიოდისათვის კი დამახასიათებელი და თანმდევია საახალწლო პიროტექნიკის ხშირი გამოყენებაც, მითუფრო ღამით, რომლის ხმაც იარაღიდან გასროლის ხმის მსგავსია, რის გამოც ბრალდებულის მიერ განხორციელებული არაერთი გასროლა ყურადღების მიღმა დარჩა მახლობლად მცხოვრები მოქალაქეებისათვის.
მნიშვნელოვანია იმის შეფასებაც, რომ ბრალდებული იმ პერიოდში განიცდიდა სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით, სადაც იგი მოვალეს კატეგორიულად პირდება მეორე დღეს, ანუ 15 იანვარს, სოლიდური თანხის უკან დაბრუნებას. ასევე, იმის გათვალისწინებითაც, რომ ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანები დაყადაღებული იყო საფინანსო ორგანიზაციის მიერ, არადამაჯერებელია მ-----– ნ--------–---–ის მტკიცება, რომ მას თვეში დაახლოებით 50000 ლარამდე ჰქონდა შემოსავალი და არანაირ ფინანსურ პრობლემებს არ განიცდიდა.
მნიშვნელოვანია ერთი ფაქტობრივი გარემოებაც. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------------------------–---------------------------------- 2018 წლის 4 აპრილის ა-----–-----------–-------------–------------------–---------–------------------------ დასკვნის თანახმად: მ-----– ნ--------–---–ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, დამოკიდებულობის სინდრომი (კოდი - F11.2; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), რაც გულისხმობს, რომ მ-----– ნ--------–---–ი ნარკოდამოკიდებული პირია, რაც ასევე დასტურდება გორის რაიონული სასამართლოს განაჩენითაც, რომლის მიხედვითაც მ-----– ნ--------–---–ი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის იქნა მსჯავრდებული.
რაც შეეხება მკვლელობის შესაძლო მოტივს, სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება სახეზე იყო ანგარებითი თუ შურისძიებით ჩადენილი მკვლელობა, რომელთა გარკვეული წინაპირობებიც, ორივე შემთხვევაში შესაძლოა ივარაუდებოდეს, თუმცაღა სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ქმედების მოტივის სამართლებრივი შეფასებისათვის და შესაბამისად, სასამართლო კატეგორიული მტკიცების კუთხით ვერ განიხილავს მას.
რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბრალდებულს ექსპერტიზის დასკვნა თითქოსდა გაუყალბეს (დნმ-ი ,,ჩაუდეს’’ როგორც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ, ასევე სახლში ნაპოვნ საბრძოლო მასალაზე, ასევე სხვადასხვა ნივთებზე) და კანონდარღვევით მოიპოვეს მისგან ბიოლოგიური მასალა, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული არცერთი, მათ შორის არც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით და წარმოადგენს ბრალდებულის მხრიდან მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას, ვინაიდან როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა, ექსპერტებმა და საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა გამომძიებლებმა კატეგორიულად დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული მოქმედებების კანონიერება, რაც საპროცესო დამაგრების კუთხით ასევე შეფასებული და კანონიერად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ, ასევე, ყველა ზემოაღნიშნულმა პირმა დაადასტურა ლუქების მთლიანობა და მასზე არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, რაც გამორიცხავს რაიმე ფორმით საექსპერტო კვლევის მიმდინარეობისას ბიოლოგიური მასალით რაიმე კანონსაწინააღმდეგო მანიპულირებას. ხოლო საექსპერტო კვლევით კატეგორიულად დადასტურდა ცალკეულ ნივთებზე მ-----– ნ--------–---–ის ბიოლოგიური პროფილის არსებობა, რომლის თეორიული ცდომილების პროცენტი 1024 ხარისხშია, რაც დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, თეორიულადაც შეუძლებელია.
კიდევ უფრო არასარწმუნოა ბრალდებულის განმარტება, რომ ვინაიდან იგი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელია, სწორედ ამის გამო აბრალებენ უმძიმესი დანაშულის ჩადენას. ბრალდებულისი ლოგიკით ა----–----------–---–- გამოძიებამ სხვა ნარკოდამოკიდებული პირი ვერ მოიძია, გაიმარტივა საქმე და პირდაპირ დააბრალა დანაშაულის ჩადენა ნ--------–---–ს. ბრალდებულის ეს მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან. ბრალდებულმა ასევე ვერ ახსნა მისი გარდაუვლად ციხეში ჩასმის რა შესაძლო პირადი ინტერესი უნდა ჰქონოდა გამოძიებას.
შესაბამისად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია მ-----– ნ--------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, მითუფრო ტარება, რაც მომეტებული საშიშროების შემცველია, დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და იარაღის შესახებ კანონით განსაზღვრული წესი. მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა გულისხმობს პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, შენახვა გულისხმობს წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ქონას - ადგილსამყოფელის მიჩენას, ხოლო ტარება მოიცავს მასთან ერთად გადაადგილებას, კანონიერი უფლების არ არსებობისას, რაც შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით და სხვა. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულების სპეციფიკას და ხასიათს, რა თქმა უნდა ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მ-----– ნ--------–---–ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება და მის საცხოვრებელ სახლში ამოღებული 14 ვაზნა მას არ ეკუთვნის, რასაც თითქოსდა ამტკიცებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო მასალა, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ეზოში შეინიშნებოდა გამომძიებლების გადაადგილება მათ შორის სათავსოსკენ, საიდანაც მოგვიანებით ამოღებული იქნა ვაზნები. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ თითქმის ერთმანეთის პარალელურად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედება მ-----– და ა-–---------- ნ--------–---–ების სახლებში, ამასთან ეზოში იმყოფებოდნენ სხვა გამომძიებლებიც, აკონტროლებდნენ პერიმეტრს, რათა უცხო პირი არ შესულიყო გასაჩხრეკ ტერიტორიაზე, ამ პირობებში კი ეჭვს არ იწვევს გამომძიებლების მოძრაობა. ვიდე-ჩანაწერზე ჩანს, რომ დაახლოებით 6 პოლიციელი შედის ეზოში, შედიან სახლში, მცირე ხანში სამი პოლიციელი გამოდის სახლიდან და დგას პერიმეტრზე, ხოლო სამი რჩება სახლში, რაც დაადასტურეს კიდეც ჩხრეკაში მონაწილე გამოძიებლებმა. ეზოში მყოფი პოლიციელებიდან ორი რჩება ე,წ, ვერანდაზე, ხოლო ერთი მიემართება სახლის კუთხეში, უვლის სახლს გვერდიდან და დაახლოებით 10-15 წამში ბრუნდება უკან.
თავის მხრივ თ---–---------–-–---------------------------------------------------–--- გამომძიებლებმა: კ------- რ------ემ, დ----- ნ-----–---–მა და გ------- ტ-------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომლის თანახმადაც 2018 წლის 6 მარტს, თბილისში, ა----–-------------ში ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დამხმარე სათავსოდან ამოღებული იქნა 14 ცალი ვაზნა.
როგორც აღინიშნა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჩხრეკას ესწრებოდა ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ის დედა მ---- მ-----–-–---–ი, რომელმაც ჩხრეკის ოქმზე გააკეთა ჩანაწერი, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით შენიშვნა ან პრეტენზია არ ჰქონდა და რომ ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნული მოწმის ჩვენებას, რომ სახლში უამრავი ადამიანი იყო, ვისაც უნდოდა და როგორც უნდოდა, ისე მოძრაობდა, მათ შორის დააფიქსირა რომ პოლიციელები საეჭვოდ მოძრაობდნენ გარეთ მდებარე სათავსოსთან, თუმცა სახლის ჩხრეკაში მონაწილე გამომძიებლები გარეთ არ გასულან და სწორედ ამ პირებმა ჩაატარეს მოგვიანებით სათავსოს ჩხრეკაც, მას არ სურდა ოქმზე ხელის მოწერა, თუმცა ბავშვის ტირილის გამო მოუწია ხელის მოწერა, რადგან ასეთ შემთხვევაში ცხადია ან საერთოდ უარს იტყოდა ხელმოწერაზე ან იმავე დროში მოახერხებდა ოქმზე კონკრეტული შენიშვნის დაფიქსირებას, ვიდრე იმის იძულებით დადასტურებაა, რომ მისი შვილის საცხოვრებელი სახლში აღმოჩენილი იქნა საბრძოლო მასალა.
შესაბამისად დადგენილია, რომ არ არსებობს რაიმე სახის ობიექტური ეჭვი იმისა, რომ მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ვაზნების ამოღება მოხდა რაიმე სახის კანონდარღვევით, მითუფრო ეჭვი იმისა, რომ ვაზნები გამომძიებლებმა დადეს, მაშინ როცა ექსპერტ ნ---- კ--–----ის გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სათავსოდან ამოღებულ 14 ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის (ობ.N1-4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის სწორედ მ-----– ნ--------–---–ს.
თავსი მხრივ ექსპერტმა დ-------- ც-----ემ განმარტა, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: - ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის 14 (თოთხმეტი) ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილია 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC- 74Y“, ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. თოთხმეტივე (14) ვაზნა ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
აქვე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ბ--–-------------------------- N1----- დასკვნით და N1----- დასკვნით - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მარკეტიდან ამოღებული 2 ცალი ვაზნა, 7 (შვიდი) ცალი მასრა, ვაზნის 2 შემადგენელი ნაწილი - ტყვია და 1 (ერთი) ცალი ვაზნის შემადგენელ ნაწილი (გ---–----) და ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დამხმარე სათავსოდან ამოღებული 14 ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 5.45 მმ კალიბრის და განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ერთ-ერთ ვაზნაზე კი აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა, შერეული პარციალური გენეტიკური პროფილით, რომელშიც ვლინდება მ-----– ნ--------–---–ის გენეტიკური თანამონაწილეობა, რაც დასტურდება ასევე მამაკაცის y სასქესო ქრომოსომის ანალიზით.
ასევე ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია როგორც ცეცხლნასროლი ჭრილობების, ასევე ტანსაცმელზე და სახეზე დენთის წვის შედეგად წარმოშობილი მიკრონაწილაკების არსებობა, რაც პირდაპირ ადასტურებს კონკრეტულ სიტუაციაში სწორედ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების და არა სხვა საგნის გამოყენების ფაქტს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიერ ობიექტურად ვერ იქნა მოპოვებული დანაშაულის ჩადენის საგანი - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, აღნიშნული არ და ვერ გამორიცხავს, მ-----– ნ--------–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტს. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ-----– ნ--------–---–ის მიერ კონკრეტული იარაღის და საბრძოლო მასალის კანონიერად შეძენისა და შენახვის სამართლებრივ საფუძვლებს.
შესაბამისად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია მ-----– ნ--------–---–ის მიერ, როგორც 2018 წლის 14 იანვრის, ასევე 06 მარტის ეპიზოდებში საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ. რედ.) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძვ. რედ.) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
რაც შეეხება კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლში 2018 წლის 6 ივნისს შესული ცვლილების თანახმად სანქცია დამძიმდა, თუმცა რადგან იმავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად - თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი, ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ის მიმართ ამ ნაწილში გამოიყენება სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია.
რაც შეეხება წარდგენილი ბრალდების - ყაჩაღობის ეპიზოდს, მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ-----– ნ--------–---–ი აღნიშნულ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ვერ ადასტურებენ ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და ისინი არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ:
უპირველეს ყოვლისა, სასამართლო განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმაში, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა.
სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი მოწმე და არ გამოკვლეულა თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, მ-----– ნ--------–---–ის თავდასხმას ე-------- ტ----–---–სა და ი--- ხ------ზე მათი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ან/და იმ ფაქტს, რომ თავდასხმამდე მათ სახლში ქონდათ იმაზე მეტი ფული ან სხვა ნივთი, რაც ამოღებული იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
ამ კუთხით გამომძიებელმა ზ----- ნ------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გარდაცვლილების საცხოვრებელ ოთახში არეულობის კვალი არ შეიმჩნეოდა, მაშინ როცა გარდერობში ფულადი თანხა იყო, რაც თავის მხრივ ქმნის ერთგვარ ეჭვს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულმა გარდაცვლილების სახლიდან, ან მაღაზიიდან აიღო რაიმე ნივთი ან ფულადი თანხა, თუმცა ამ მოცემულობის მინიმალური დაშვების პირობებშიც, უტყუარად ვერ დგინდება მკვლელობის ანგარებით მოტივი და ქმედების სამართლებრივი შეფასება, რომ ბრალდებულს პირობითად თავიდან ამოძრავებდა ფულადი თანხების დაუფლების სურვილი, რაც დამატებით ანგარებით ჩადენილი განზრახი მკვლელობის კვალიფიკაციას საჭიროებს.
ანგარებით მკვლელობისას სუბიექტი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით და მკვლელობა სურვილის - მატერიალური გამორჩენის მიღების საშუალებაა, ანუ ანგარებითი მოტივი წინ უნდა უსწრებდეს მკვლელობას, რაც მოცემულ საქმეზე ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დადგინდა და ცხადაია ამის მტკიცება მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულის ფინანსური პრობლემებით არამართებულია.
გარდა ამისა ბრალდებულის მიერ ანგარებით კვალიფიკაციისათვის, რასაც მოცემულ საქმეზე მიანიჭა ყაჩაღობის კვალიფიკაცია, ბრალდების მხარე მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ მაღაზიის დიდ ბრუნვაზე, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულებს ფული უნდა ქონოდათ, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებითვე უტყუარად დასტურდება, რომ სახლიდან მართლაც იყო დიდი ოდენობით ფულადი თანხა ამოღებული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, რისი მოძიების მცდელობაც კი არ ქონდა დამნაშავეს, რაც კიდევ უფრო დიდ კითხვის ნიშანს აჩენს.
აქვე სასამართლო მიანიშნებს, რომ რაიმე მოძრავი ნივთის, მათ შორის ფულადი თანხის დაუფლების მიზნით მაღაზიაში შესვლის შემთხვევაში ადგილი აქვს კვალიფიკაციის ერთგვარ პრობლემას, რადგან თუ ბრალდებულს ამოძრავებდა ანგარება, მისი ქმედება საჭიროებს არა ყაჩაღობით კვალიფიკაციას, არამედ მკვლელობას ჩადენილი ანგარებით, ხოლო თუ მკვლელობა წარმოადგენდა ერთგვარ წინაპირობას შემდგომში ნივთის დაუფლების თვალსაზრისით, მაშინ დაკვალიფიცირდებოდა ასევე, მკვლელობით სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ, ბრალდების ამ ნაწილში ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ-----– ნ--------–---–ის მიერ ყაჩაღობის ჩადენას. აქედან გამომდინარე კი სასამართლო აღნიშნულ ეჭვს ბრალდებულების სასარგებლოდ წყვეტს, რადგან უტყუარად ვერ დადგინდა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმა. შესაბამისად, ბრალდებული წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
გამოკვლეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ-----– ნ--------–---–მა განახორციელა ე-------- ტ----–---–ისა და ი--- ხ------ის განზარახ მკვლელობა, კერძოდ აღნიშნულისათვის წინასწარ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული შევიდა მათ მაღაზიაში, მიიკეტა კარი და იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა ე-------- ტ----–---–ი და მისი მეუღლე ი--- ხ------ი, რის შემდეგაც მაღაზიის უკანა კარიდან გავიდა და ეზოს ჭიშკრიდან დატოვა შემთხვევის ადგილი.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულს საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები არ ჩაუდენია და ის წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს. აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან და მოგონილია ბრალდებულების მიერ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.
ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადაია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს რაიმე კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია და საუბრობს ზოგადად ვერსიებზე, რაც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ რა თქმა უნდა, მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარის მოვალეობაა და აღნიშნულით მტკიცების ტვირთი არ უნდა გადავიდეს ბრალდებულზე და დაცვის მხარეზე, თუმცა მხარებს თანაბრად ენიჭებათ უფლებაც და ეკისრებათ მოვალეობაც, კანონიერად მოიპოვონ და წარადგინონ მტკიცებულებები, მათ შორის ის მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებს ბრალდებულის უდანაშაულობას, ან ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, მათ შორის ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რაც დაცვის მხარის განმარტებით, მისი თხოვნის მიუხედავად, არ ჩაატარა გამოძიებამ, თუმცა სასამართლოსთვის გაუგებარია რატომ არ უზრუნველყო კვლევა თავად დაცვის მხარემ, რაც გასცემდა პასუხს მის კითხვას.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მ-----– ნ--------–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ.რედ.), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 04 წლამდე ვადით. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძვ.რედ.), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-6 წლამდე ვადით. მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებაში - ორი ან მეტი პირის, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მ-----– ნ--------–---–ი ჩადენილი სასტიკი დანაშაულიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავადაც, არ ნანობს ჩადენილს და ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო. მიუხედავად არაერთი უტყუარი მტკიცებულებისა, რომელზეც მას ახსნაც კი არ აქვს, ისევ და ისევ უარყოფს დანაშაულის ჩადენას, რაც ცხადია მის უფლებას წარმოადგენს, თუმცა უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას არანაირი სინანულის და პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია გარდაცვლილების მიმართ, ეს ყველაფერი კი ცხადია ხაზს უსვამს ერთის მხრივ მის უარყოფით პიროვნულ მახასიათებელს, ხოლო მეორეს მხრივ მის საზოგადოებრივ საშიშროებას.
გარდა ამისა სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებული უკიდურესად მაღალი სოციალურად საშიში დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან შემდგომი პრევენციის მიზნით ადეკვატურად მკაცრ მიდგომებს საჭიროებს, რათა საზოგადოებაში შეიქმნას განწყობა - რომ სიცოცხლის უფლება უპირატესი ღირებულება და ხელშეუვალი უფლებაა, რომ მას იცავს კანონი და მკაცრად განსაზღვრულ პირობების გარდა, მის ყოველ ხელყოფას ან თუნდაც მცდელობას, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ადექვატური, თუმცა სამართლიანად მკაცრი რეაგირება, შესაბამისი სასჯელის განსაზღვრით, რაც ერთგვარად წარმოადგენს სოციალური სამართლიანობის აღდგენას, როგორც გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ასევე ზოგადად საზოგადოების ცნობიერებაში. სწორედ ადეკვატური სასჯელი წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ პასუხს.
სასამართლოLOგანმარტავს, რომ სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი ხანგრძლივი ვადით იზოლაციის გარეშე და შესაბამისად, მისი პიროვნებებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას მკაცრი სასჯელის სახე, კერძოდ, დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 20(ოცი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ-----– ნ--------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს.
მ-----– ნ--------–---–ი (პN3----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედ.), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედ.) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20(ოცი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, მ-----– ნ--------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20(ოცი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ-----– ნ--------–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2018 წლის 06 მარტის 19 საათი და 42 წუთიდან.
მ-----– ნ--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, მ-----– ნ--------–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით, რაც მის მიერ სრულადაა მოხდილი. მასვე, მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით სასჯელის მოხდაში ჩათვლილი ვადა - დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 20 იანვრიდან 2018 წლის 23 იანვრის ჩათვლით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა ორ ცალ ლაზერულ დისკზე, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა 01 ლაზერულ დისკზე, შ-----------------------–------- (---------–-- გამოთხოვილი ინფორმაცია ლაზერულ დისკებზე, შ-------------–------ გამოთხოვილი ინფორმაცია ლაზერულ დისკებზე, შ--------------------- გამოთხოვილი ინფორმაცია ლაზერულ დისკებზე, ,------------–------------ ინფორმაცია 01 დისკზე, ,,-–----------------- ინფორმაცია 01 დისკზე, ,---------------- ინფორმაცია 01 დისკზე, ,--------------’ ინფორმაცია 02 დისკზე, შ------------------------- ვიდეო-ჩანაწერები 04 ცალ მეხსიერების ბარათზე, შ--------------- ვიდეო-ჩანაწერები 01 მეხსიერების ბარათზე, შ---------–---------- ვიდეო-ჩანაწერები 01 მეხსიერების ბარათზე, შ----------------–------ ვიდეო -ჩანაწერები 02 მეხსიერების ბარათზე, შ-----------ის ვიდეო-ჩანაწერები 03 მეხსიერების ბარათზე, შ--------------- ვიდეო-ჩანაწერები 01 მეხსიერების ბარათზე, შ----------------------------- ჩანაწერები 02 მეხსიერების ბარათზე, შ---------------- ვიდეო-ჩანაწერები 01 მეხსიერების ბარათზე, შ-------------------ის ჩანაწერები 01 მეხსიერების ბარათზე, შ-------–------- ვიდეო-ჩანაწერები 01 მეხსიერების ბარათზე, ინდ. მეწარმე რ---- ს--–----ის ვიდეო-ჩანაწერები 04 მეხსიერების ბარათზე, შ---------------------------- ვიდეო-ჩანაწერები 01 მეხსიერების ბარათზე, შ------------------------ ვიდეო-ჩანაწერები 01 მეხსიერების ბარათზე, შ-------–----------------------- ვიდეო-ჩანაწერები 02 მეხსიერების ბარათზე, შ----------------------------------- ვიდეო-ჩანაწერები 01 მეხსიერების ბარათზე, შ----------------------- ვიდეო -ჩანაწერები 01 მეხსიერების ბარათზე, შ----------–-------------ში მდებარე ე---------–---------–--- ვიდეო-ჩანაწერები 01 მეხსიერების ბარათზე, შ------------------------- ვიდეო -ჩანაწერები 01 მეხსიერების ბარათზე, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ვიდეო-ჩანაწერები 01 ტერაბაიტიან მყარ გარემეხსიერების ბარათზე, ა/მანქანა ,,მერსედეს ბენცი-ვიტოს“ ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტომასალა 01 ლაზერულ დისკზე, კომპიუტერული ექსპერტიზის N0-------- და 0-------- დასკვნებზე თანდართული მობილური ტელეფონების მეხსიერებაში არსებული ინფორმაციები, 06 ცალი ლაზერული დისკით, ხელის კვლები ხუთ ცალ დ/დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
მარკეტში შესასვლელი უკანა კარის შიდა და გარე სახელურები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ერთი ცალი დიდი ზომის დანა, ამოღებული მარკეტში ქალის გვამის გულმკერდის ზედაპირიდან და ერთი ცალი დიდი ზომის დანა მამაკაცის გვამის გვერდით დახლმაცივრის ზედაპირიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
სალაროს მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული ხის უჯრა, მარკეტიდან ამოღებული ქაღალდის და რკინის ფული, ორი ცალი რვეული ჩანაწერებით და მუყაოს ფურცელი ჩანაწერებით, ქალის გვამის ტანსაცმლის ჯიბეებიდან ამოღებული ფურცელი და ფული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ანაწმენდები მოწითალო ფერის გუბიდან, ანაწმენდები მაღაზიიდან 10 ბიოლოგიურ ჩხირზე, 03 ცალი სალაროს ქვითარი, მაღაზიის კარის საკეტებიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები, ანაწმენდები ეზოში შესასვლელი ჭიშკრის მარჯვენა და მარცხენა ფრთის სახელურებიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
მაღაზიის დახლიდან ამოღებული მობილური ტელეფონი ,,სამსუნგი,“ ეზოში შესასვლელი ჭიშკრის შიდა მხრიდან ამოღებული ორი ცალი ბოქლომი, ფულადი თანხა სხვადასხვა ვალუტებით და კუპიურებით საცხოვრებელი სახლის ოთახში არსებული ჩანთიდან და საფულეებიდან, (9750 ლარი; 5087 აშშ დოლარი; 5970 ევრო; ხურდა ფული სხვადასხვა სახის მონეტებით) ქალის გვამის ტანსაცმლის ჯიბიდან ამოღებული ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, საცხოვრებელი ოთახიდან ამოღებული სხვადასხვა სამკაულები, საცხოვრებელი ოთახიდან ამოღებული ფულადი თანხა და ბლოკნოტი, რვეულის ჩანაწერები, თაბახის ფურცლები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ვაზნა, შვიდი მასრა და სამი ლითონის ფრაგმენტი, ე-–----- ხ------ის ნერწყვის ნიმუში, ე-–----- ხ------ის ანაწმენდები, ე-–----- ხ------ის დ/ბარათი, ვ--–----- დ------ის ნერწყვის ნიმუში, ვ--–----- დ------ის ანაწმენდები, ვ--–----- დ------ის დ/ბარათი, ი----- ბ---------ის ნერწყვის ნიმუში, ი----- ბ---------ის ანაწმენდები, ი----- ბ---------ის დ/ბარათი, დ----- გ--–----ის ნერწყვის ნიმუში, დ----- გ--–----ის ანაწმენდები, დ----- გ--–----ის დ/ბარათი, ლ---- რ------ს ნერწყვის ნიმუში, ლ---- რ------ს ანაწმენდები, ლ---- რ------ს დ/ბარათი, გ------- ბ---–----ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ბ---–----ის ანაწმენდები, გ------- ბ---–----ის დ/ბარათი, თ------ პ---–--–---–ის ნერწყვის ნიმუში, თ------ პ---–--–---–ის ანაწმენდები, თ------ პ---–--–---–ის დ/ბარათი, დ----- ტ----–---–ის ნერწყვის ნიმუში, დ----- ტ----–---–ის ანაწმენდები, დ----- ტ----–---–ის დ/ბარათი, ბ------- ბ---------ის ნერწყვის ნიმუში, ბ------- ბ---------ის ანაწმენდები, ბ------- ბ---------ის დ/ბარათი, კ------------- ჭ----------ის ნერწყვის ნიმუში, კ------------- ჭ----------ის ანაწმენდები, კ------------- ჭ----------ის დ/ბარათი, ი----- გ-------ის ნერწყვის ნიმუში, ი----- გ-------ის ანაწმენდები, ი----- გ-------ის დ/ბარათი, ა-----– თ--------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ა-----– თ--------–---–ის ანაწმენდები, ა-----– თ--------–---–ის დ/ბარათი, დ-------- მ----–---–ის ნერწყვის ნიმუში, დ-------- მ----–---–ის ანაწმენდები, დ-------- მ----–---–ის დ/ბარათი, მ------ ც--–------ის ნერწყვის ნიმუში, მ------ ც--–------ის ანაწმენდები, მ------ ც--–------ის დ/ბარათი, გ------- ტ----–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ტ----–---–ის დ/ბარათი, მ-----– ნ--------–---–ის ნერწყვის ნიმუში, მ-----– ნ--------–---–ის ანაწმენდები, მ-----– ნ--------–---–ის დ/ბარათი, რ---- ნ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, რ---- ნ-------–---–ის ანაწმენდები, რ---- ნ-------–---–ის დ/ბარათი, ი----- ხ------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ი----- ხ------–---–ის დ/ბარათი, ე------------- ნერწყვის ნიმუში, ე------------- დ/ბარათი, ა-–---- მ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ა-–---- მ-------–---–ის დ/ბარათი, თ----- მ-----–-–---–--ჯ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, თ----- მ-----–-–---–--ჯ-----–---–ის დ/ბარათი, ე-–---- წ---–-----ის ნერწყვის ნიმუში, ე-–---- წ---–-----ის დ/ბარათი, ჟ--–---- ჯ------ ნერწყვის ნიმუში, ჟ--–---- ჯ------ დ/ბარათი, ნ--–- ა-----------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ნ--–- ა-----------–---–ის დ/ბარათი, ქ------- ყ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, ქ------- ყ-----–---–ის დ/ბარათი, თ----- პ---–--–---–ის ნერწყვის ნიმუში, თ----- პ---–--–---–ის დ/ბარათი, მ--- ბ-----ის ნერწყვის ნიმუში, მ--- ბ-----ის დ/ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული კომპიუტერის პროცესორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვლების ნიმუშები, ვ--–------- ხ------ის ნერწყვის ნიმუში, ვ--–------- ხ------ის დაქტილობარათი, შ---–-- ი-–------ის ნერწყვის ნიმუში, შ---–-- ი-–------ის დაქტილობარათი, ვ------- ლ--–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ვ------- ლ--–-–---–ის დაქტილობარათი, ვ----– ი-–------ის ნერწყვის ნიმუში, ვ----– ი-–------ის დაქტილობარათი, გ------ მ----–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------ მ----–-–---–ის დაქტილობარათი, ო-–-- ჩ------ის ნერწყვის ნიმუში, ო-–-- ჩ------ის დაქტილობარათი, თ----- ქ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, თ----- ქ-----–---–ის დაქტილობარათი, დ------- ხ-------ის ნერწყვის ნიმუში, დ------- ხ-------ის დაქტილობარათი, მ------ ჯ--------ის ნერწყვის ნიმუში, მ------ ჯ--------ის დაქტილობარათი, ლ-–- ც-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ლ-–- ც-------–---–ის დაქტილობარათი, გ------- ნ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ნ-------–---–ის დაქტილობარათი, დ----- ვ--------–ის ნერწყვის ნიმუში, დ----- ვ--------–ის დაქტილობარათი, ვ---- ვ--------–ის ნერწყვის ნიმუში, ვ---- ვ--------–ის დაქტილობარათი, ნ-----–---- ტ------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ნ-----–---- ტ------–---–ის დაქტილობარათი, გ---- მ-----–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ---- მ-----–-–---–ის დაქტილობარათი, გ------- ბ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ბ-------–---–ის დაქტილობარათი, გ------- ს---–----–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ს---–----–---–ის დაქტილობარათი, ვ--–---- ქ--------ის ნერწყვის ნიმუში, ვ--–---- ქ--------ის დაქტილობარათი, დ----- ნ-------ის ნერწყვის ნიმუში, დ----- ნ-------ის დაქტილობარათი, ე-–------ მ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ე-–------ მ-------–---–ის დაქტილობარათი, ლ-–- ჯ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, ლ-–- ჯ-----–---–ის დაქტილობარათი, ბ------ ო--–-----ის ნერწყვის ნიმუში, ბ------ ო--–-----ის დაქტილობარათი, ი-----–- შ----ის ნერწყვის ნიმუში, ა------- ფ---------–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ--–- გ----------ის ნერწყვის ნიმუში, ა-–-- ი----–--ის ნერწყვის ნიმუში, ა-–-- ი----–--ის დაქტილობარათი, დ----- გ-------ძის ნერწყვის ნიმუში, კ------- ე-–------–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ჭ----–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ--- ჭ----–---–ის ნერწყვის ნიმუში, თ-------- მ--------ის ნერწყვის ნიმუში, თ-------- მ--------ის დაქტილობარათი, ი-----–- პ------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ი-----–- პ------–---–ის დაქტილობარათი, რ------ გ---–---ის ნერწყვის ნიმუში, რ------ გ---–---ის დაქტილობარათი, ვ----– ლ----ის ნერწყვის ნიმუში, ვ----– ლ----ის დაქტილობარათი, კ------------- ბ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, კ------------- ბ-------–---–ის დაქტილობარათი, გ------- ჯ---–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ჯ---–---–ის დაქტილობარათი, ბ--------- ლ----ის ნერწყვის ნიმუში, ბ--------- ლ----ის დაქტილობარათი, კ------- ქ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, კ------- ქ-----–---–ის დაქტილობარათი, დ----- ჩ-----–ის ნერწყვის ნიმუში, დ----- ჩ-----–ის დაქტილობარათი, ნ-------- ბ---–-–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ნ-------- ბ---–-–-–---–ის დაქტილობარათი, ლ---- ქ--–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ლ---- ქ--–-–---–ის დაქტილობარათი, ე------ ხ----–---–ის ნერწყვის ნიმუში, ე------ ხ----–---–ის დაქტილობარათი, ჯ------- გ--------- ნერწყვის ნიმუში, ჯ------- გ--------- დაქტილობარათი, ი---- თ------ის ნერწყვის ნიმუში, ი---- თ------ის დაქტილობარათი, ა----- ო---------ის ნერწყვის ნიმუში, ა----- ო---------ის დაქტილობარათი, ს----– მ--------ის ნერწყვის ნიმუში, ს----– მ--------ის დაქტილობარათი, გ---- კ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ---- კ-----–---–ის დაქტილობარათი, ზ----- ნ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------ ხ----–---–ის ნერწყვის ნიმუში, ზ------ კ-----–--ის ნერწყვის ნიმუში, ზ------ კ-----–--ის დ/ბარათი, გ------- ს-------ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ს-------ის დ/ბარათი, დ----- თ-----–--ის ნერწყვის ნიმუში, დ----- თ-----–--ის დ/ბარათი, დ----- მ---------–ის ნერწყვის ნიმუში, დ----- მ---------–ის დ/ბარათი, ბ--------- თ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, ბ--------- თ-----–---–ის დ/ბარათი, ი-–-- შ-----–--- ნერწყვის ნიმუში, ი-–-- შ-----–--- დ/ბარათი, ი-–-- ე-–------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ი-–-- ე-–------–---–ის დ/ბარათი, ზ----- ჯ-----ის ნერწყვის ნიმუში, ზ----- ჯ-----ის დ/ბარათი, დ----- მ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, დ----- მ-------–---–ის დ/ბარათი, ა----- ი-----ის ნერწყვის ნიმუში, ა----- ი-----ის დ/ბარათი, გ------- ქ--–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ქ--–-–---–ის დ/ბარათი, დ----- ო-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, დ----- ო-----–---–ის დ/ბარათი, ლ---- კ-------- ნერწყვის ნიმუში, ლ---- კ-------- დ/ბარათი, თ----- გ-----ის ნერწყვის ნიმუში, თ----- გ-----ის დ/ბარათი, გ------- მ-–-------ის ნერწყვის ნიმუში, გ------- მ-–-------ის დ/ბარათი, ნ------- გ------ ნერწყვის ნიმუში, ზ---- ღ---–--ის ნერწყვის ნიმუში, ზ------ რ------ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ო-----ის ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუშები, დ----- ტ----–---–ის სუნის ნიმუში, დ----- ო-----–---–ის სუნის ნიმუში, მ-----– ნ--------–---–ის სუნის ნიმუში, გ---- მ-----–-–---–ის სუნის ნიმუში, ა------- ფ---------–---–ის სუნის ნიმუში, ბ------ ო--–-----ის სუნის ნიმუში, ლ---- კ-------- სუნის ნიმუში, ლ-–- ჯ-----–---–ის სუნის ნიმუში, გ--–- გ----------ის სუნის ნიმუში, ი-----–- შ----ის სუნის ნიმუში, ი----- გ-------ის სუნის ნიმუში, გ------- ბ-------ის სუნის ნიმუში, გ------- გ------ის ნერწყვის ნიმუში, კ------- ბ--------ის ნერწყვის ნიმუში, მ--–---- ქ-------ას ნერწყვის ნიმუში, გ------- თ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, პ------------- შ-----–--- ნერწყვის ნიმუში, ვ--–---- ბ-----–--–---–ის ნერწყვის ნიმუში, ზ------ ბ------–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ბ-------ის ნერწყვის ნიმუში, კ------- ქ------–--ის ნერწყვის ნიმუში, გ------- გ------–-----ის ნერწყვის ნიმუში, კ--- გ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ხ-----ის ნერწყვის ნიმუში, ე---- ა-----------ის ნერწყვის ნიმუში, ლ-–- ჯ-----ის ნერწყვის ნიმუში, ლ---- პ------ის ნერწყვის ნიმუში, ბ---- დ----------ის ნერწყვის ნიმუში, თ---------- ქ--------ის ნერწყვის ნიმუში, ა-–---- რ--------ის ნერწყვის ნიმუში, ი-----–- ბ-----ის ნერწყვის ნიმუში, კ------- ქ---------ის ნერწყვის ნიმუში, გ----------------- ნერწყვის ნიმუში, ს----–-- ჯ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, ზ---- ჩ----–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------- გ-----ის ნერწყვის ნიმუში, ს------ ქ--–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ო----- გ------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ი----- მ---------ის ნერწყვის ნიმუში, ნ-----–---- მ-----–-----ის ნერწყვის ნიმუში, გარდაცვლილ ე-------- ტ----–---–ის დ/ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ე-------- ტ----–---–ის ტანსაცმელი, ე-------- ტ----–---–ის პ/ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ე-------- ტ----–---–ის სისხლის ნიმუში, ე-------- ტ----–---–ის ფრჩხილის და თმის ნიმუში, ე-------- ტ----–---–ის ანაწმენდები, ე-------- ტ----–---–ის გვამიდან ამოღებული უცხო სხეულები, ე-------- ტ----–---–ის ნაცხის ნიმუშები, გარდაცვლილ ი--- ხ------ის დ/ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ი--- ხ------ის ტანსაცმელი, ი--- ხ------ის პ/ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ი--- ხ------ის სისხლის ნიმუში, ი--- ხ------ის ნაცხის ნიმუში, ი--- ხ------ის ანაწმენდები, ი--- ხ------ის ფრჩხილის და თმის ნიმუშები, ა-–---------- ნ--------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ა-–---------- ნ--------–---–ის დ/ბარათი, ა-–---------- ნ--------–---–ის სუნის ნიმუში, ნ-----–---- მ-----–-----ის დ/ბარათი, ი----- მ---------ის დ/ბარათი, ო----- გ------–---–ის დ/ბარათი, ს------ ქ--–-–---–ის დ/ბარათი, გ------- გ-----ის დ/ბარათი, ზ---- ჩ----–---–ის დ/ბარათი, ს----–-- ჯ-----–---–ის დ/ბარათი, გ----------------- დ/ბარათი, ა-–---- რ--------ის დ/ბარათი, თ---------- ქ--------ის დ/ბარათი, დ----- ჩ-----–ის დ/ბარათი, ლ---- პ------ის დ/ბარათი, ლ-–- ჯ-----ის დ/ბარათი, ე---- ა-----------ის დ/ბარათი, გ------- ხ-----ის დ/ბარათი, კ--- გ-------–---–ის დ/ბარათი, გ------- გ------–-----ის დ/ბარათი, კ------- ქ------–--ის დ/ბარათი, გ------- ბ-------ის დ/ბარათი, ზ------ ბ------–---–ის დ/ბარათი, ვ--–---- ბ-----–--–---–ის დ/ბარათი, პ---–--------- შ-----–--- დ/ბარათი, გ------- თ-----–---–ის დ/ბარათი, მ--–---- ქ-------ას დ/ბარათი, კ------- ბ--------ის დ/ბარათი, გ------- გ------ის დ/ბარათი, ბ---- დ----------ის დ/ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
მ-----– ნ--------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, (900 ლარი) მოყვითალო ფერის სამაჯურთან და ორ ცალ ბეჭედთან ერთად, მ-----– ნ--------–---–ის შავი ფერის ტყავის საფულე ა/მანქანების სარეგისტრაციო მოწმობებთან, სადაზღვევო და ბანკის პლასტიკურ ბარათებთან, საბანკო ქვითრებთან და სხვადასხვა სახის ბარათებთან ერთად, (სულ 13 ცალი პლასტიკური ბარათი) მ. ნ--------–---–ის შავი ფერის ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 14 ცალი ვაზნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაეცეს შ-----–--------------------.
ა-–---------- ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თოფი (ვინჩესტერი) და პლასტმასის კონდახი პოლიეთილენის პარკებთან ერთად, მ-----– ნ--------–---–ის ა/მანქანა ,,მერსედესი-ვიტო“ სახ. N G--------, მ. ნ--------–---–ის ა/მანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, ი-------------–-–------ ამოღებული ორი ცალი ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 05 დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე