გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.11.2018
საქმის ნომერი
330210018002652662
კატეგორია
დავის ტიპი
გადაზიდვა-გადაყვანა
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28252-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე სა---------–----–--------------------------------------------------–---------------–-----------

წარმომადგენელი მ-----------------–-–--ლი

მოპასუხე ავ-------ლ ჭა------

წარმომადგენელი გ-------–-------

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე ავ-------ლ ჭა------ს, საქართველოს შინ------------------------------------------------–---------------–------ის 1---ის სასარგებლოდ დაეკისროს - 1454 ლარის გადახდა.

 

სარჩელის თანახმად, საქართველოს შინ------------------------------------------------–---------------–------ი - 1--, 2014 წლის მაისიდან ახორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რომლის ფარგლებშიც საქ--------–----–-----------------------------ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანას და მათ შენახვას სპეციალურ დაცულ სადგომზე.

 

2016 წლის 26 სექტემბერს ავ-------ლ ჭა------ს საქ--------–----–-----------------------------ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად დროებით ჩამოერთვა მის მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება - მერსედესი, სახელმწიფო ნორმით N------, რომელიც ს------------ მიერ გადაყვანილი იქნა მოსარჩელის სპეციალურ დაცულ სადგომზე. არსებული მდგომარეობით, სატრანსპორტო საშუალებას სსიპ 1---ის ევაკუატორით მისი ტრანსპორტირებისა და მითითებულ პერიოდში სპეციალურ დაცულ სადგომზე დგომის გამო, ერიცხება მომსახურების საფასური 1454 ლარი. ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოპასუხე ეცნობა 2018 წლის 22 ივნისის წერილით, თუმცა ვალდებულება არ სრულდება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ავტომანქანა გადაიყვანა 2018 წლის 11 ივნისს, თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს პასუხისმგებლობისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს ავტომანქანის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების საფასურის 1454 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ავ-------ლ ჭა------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის მითითებით, 2016 წლის 26 სექტემბერს პატრულ-ინსპექტორისგან განემარტა, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომელიც რეგისტრირებული იყო შპს „ა----------------------------“ სახელზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაცემული იყო დაკავებასა და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცება, რომ ავტომანქანა დროებით ჩამოერთვა და საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

2018 წლის 28 ივნისს მოსარჩელეს წერილობით ეცნობა, რომ ჩამორთმეული ავტომანქანა მესაკუთრესთან შპს „ა----------------------------თან“ შეთანხმებით დროებით იმყოფებოდა შ-------–----------ს“ მფლობელობაში, სადაც მოპასუხე მუშაობს მძღოლის პოზიციაზე და არ იყო ვალდებული გადაეხადა საჯარიმო სადგომზე განთავსების საფასური.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქ--------–----–-----------------------------ს სსიპ 1--, 2014 წლის მაისის თვიდან ახორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რომლის ფარგლებშიც საქ--------–----–-----------------------------ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანას და მათ შენახვას სპეციალურ დაცულ სადგომზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული დებულება (ს.ფ 19-28)

 

3.1.2. 2016 წლის 26 სექტემბერს ავ-------ლ ჭა------ მანევრირების წესების დარღვევის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით.

 

ამავდროულად დროებით ჩამოერთვა მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - მერსედესი, სახელმწიფო ნორმით N------ და ს------------ მიერ გადაყვანილი იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ 29)

- დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 30)

 

3.1.3. მოპასუხეს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული წესით არ გაუსაჩივრებია და ჯარიმა 250 ლარის ოდენობით გადახდილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება; (9.11.2018წ, სხდომის ოქმი, 14:08:58წთ)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს შინ------------------------------------------------–---------------–------ის 1---ის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მოპასუხის მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი N------) 2016 წლის 26 სექტემბრიდან 2018 წლის 28 სექტემბრამდე, სპეციალურად დაცულ სადგომზე განთავსების შედეგად წარმოქმნილი დავალიანება შეადგენს 1454 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 28 სექტემბრის ცნობა (ს.ფ 31)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლები; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოპასუხის მტკიცებით, იგი არ წარმოადგენს საქართველოს შინ------------------------------------------------–---------------–------ის 1---ის მიერ აღძრულ სარჩელზე პასუხისმგებელ სუბიექტს, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება მასთან იმყოფებოდა დროებით სარგებლობაში.

 

სასამართლო აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს და განმარტავს შემდეგს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის პირველი შენიშვნის თანახმად, ამავე მუხლის მე-9-11 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს ეკისრება.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2016 წლის 26 სექტემბერს ავ-------ლ ჭა------ მანევრირების წესების დარღვევის გამო, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევ პირად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული წესით არ გაუსაჩივრებია და ჯარიმა 250 ლარი გადაიხადა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოადგენს სათანადო მხარეს და დასახელებული საკითხის რეგულაცია ასახულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დეფინიციაში. ამავდროულად, ავ-------ლ ჭაფოძის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის ანაზღაურება.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. სა---------–----–--------------------------------------------------–---------------–------------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხე ავ-------ლ ჭა------ს დაეკისროს 1454 ლარი.

2. მოპასუხე ავ-------ლ ჭა------ს, საქართველოს შინ------------------------------------------------–---------------–------ის 1---ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე