გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1-0210--8002567823
2-812-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
7 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
,,კ--------–-“
წარმომადგენელი გ--–----------ძე
მოპასუხეები გო----------–---–---------------–-–---–----–-----------------------------------------------------------------------------------
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ--------–-ს“ სასარგებლოდ 12 303 ლარი და 69 თეთრი, საიდანაც ძირი თანხაა 8304 ლარი და 91 თეთრი, პროცენტი - 3253 ლარი და 61 თეთრი, პირგასამტეხლო - 745 ლარი და 17 თეთრი;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 25 იანვარს, დადებული ხელშეკრულებით, გ------------–---–მა ,,კ--------–-საგან“ მიიღო სესხი 10 000 ლარი, 36 თვით, წლიური 30% სარგებლით, სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკით, რაც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია; სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, ,,კ--------–-ა“ და ნ-----------–-–---–----–---------------------------------ს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, მოპასუხეებმა, ივალდებულეს, გ------------–---–თან ერთად, სოლიდარულად აგონ პასუხი ,,კ--------–-ს“ წინაშე მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
მიუხედავად მოსარჩელის მიერ გაფრთხილებისა, მოპასუხეები არ ასრულებენ სესხის დაბრუნების ვალდებულებას;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე - 8103 ლარის მოთხოვნის ნაწილში (იხ.2018 წლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი: 16:36:25-16:37:20; 16:41:10-16:41:20; 16:42:09-16:42:11; 16:4-:30-16:4-:00);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 25 იანვარს, სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ--------–-ა“ და გ------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და გ------------–---–მა მიიღო 10 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. იმავე დღეს, ,,კრისტალთან“ დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, ნ-----------–-–---–მა, ლ------------მ და მ-----------------მ გ------------–---–თან ერთად, სოლიდარული ვალდებულება იკისრეს ,,კ--------–-ს“ წინაშე მსესხებლის ვალდებულებების შესრულებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.22-24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მოპასუხე მხარემ დაარღვია გრაფიკი და თანხას აღარ იხდის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (მათ შორის, მოპასუხე მხარის შესაგებელი.გვ. 3);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობენ;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 626-ე, 891-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 1-1-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხთა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მათგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში გ------------–---–სა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რითიც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება გ------------–---–ისა და სხვა მოპასუხეებისაგან, რომლებიც თავდებად დაუდგნენ კრედიტორის წინაშე მსესხებელს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მისი ვალდებულების შესასრულებლად;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
1-1-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარეა, ვალდებულების შეუსრულებლობას და 8103 ლარის გარდა, სარჩელით მოთხოვნილი სხვა თანხის გადახდაზე უარს არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის;
მოპასუხე მხარის შესაგებელში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ თავდებობის ხელშეკრულებებში არ არის აღნიშნული თავდებების სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ და მოსარჩელე არ შეეცადა ძირითადი მოვალის მიმართ აღსრულებას, ასევე არ არის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან აღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებულია თავდებთა სოლიდარული პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის (რაც სარჩელით მოთხოვნილზე მეტია) და ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების გარეშე თავდებებისადმი მოთხოვნის წაყენების უფლების შესახებ (თავდებობის ხელშეკრულებების 2.1. 2.3. 3.1.6. 4.3. პუნქტები). გარდა ამისა, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო - 8103 ლარის მოთხოვნის ნაწილში;
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
4--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარის იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება;
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 519 ლარი და 11 თეთრი, საიდანაც, როგორც საქმის განხილვისას დადგინდა, 369 ლარი და 11 თეთრი გადახდილია სარჩელზე, 150 ლარი - სარჩელის უზრუნველყოფაზე. მას უნდა დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფაზე ზედმეტად გადახდილი 100 ლარი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 50 ლარი; მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო მთავარ სხდომაზე, 8103 ლარის მთხოვნის ნაწილში და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 121 ლარი და 54 თეთრი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს (8103 ლარის 3% - 243.09 ლარის ნახევარი - 121.54 ლარი), ისევე როგორც სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ნახევარი - 25 ლარი, სულ - 24--54 ლარი;
სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 247 ლარი და 57 თეთრი და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟი - 25 ლარი, ასევე - უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციისათვის გადახდილი 63 ლარი;
8.სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით, საქმეზე მიღბულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - მოპასუხე გ------------–---–ს (პირადი ნომერი 4----------) აეკრძალა ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----–- მდებარე უძრავ ნივთებში, საკადასტრო კოდებით: N 6-.0-.4--01-; N 6-.0-.4-.0-- მისი კუთვნილი წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
მოპასუხე ნ-----------–-–---–ს (პირადი ნომერი 4----------) აეკრძალა ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----–- მდებარე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით N 6-.0-.4-.1-- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4--ე, 243-244-ე, 24--ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. გ------------–---–ს, ნ-----------–-–---–ს, ლ------------ს და მ-----------------ს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ--------–-ს” სასარგებლოდ 12303 (თორმეტის ათას სამას სამი) ლარი და 69 (სამოცდაცხრა) თეთრი, საიდანაც 8304 (რვა ათას სამას ოთხი) ლარი და 91 (ოთხმოცდათერთმეტი) თეთრი ძირი თანხაა, 3253 (სამი ათას ორას ორმოცდაცამეტი) ლარი და 61 (სამოცდაერთი) თეთრი - პროცენტი, 745 (შვიდას ორმოცდახუთი) ლარი და 17 (ჩვიდმეტი) თეთრი - პირგასამტეხლო;
2. მოსარჩელე სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ--------–-” დაუბრუნდეს 2018 წლის 27 ივლისს, N15326-7299 საგადახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 519 (ხუთას ცხრამეტი) ლარის და 11 (თერთმეტი) ლარის ნაწილი 246 (ორას ორმოცდაექვსი) ლარი და 54 (ორმოცდათოთხმეტი) თეთრი;
2.1. გ------------–---–ს, ნ-----------–-–---–ს, ლ------------ს და მ-----------------ს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ--------–-ს” სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 247 (ორას ორმოცდაშვიდი) ლარი და 57 (ორმოცდჩვიდმეტი) თეთრი და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 25 (ოცდახუთი) ლარი, ასევე - სარჩელის უზრუნველყოფის რეგისტრაციის ხარჯი 63 (სამოცდასამი) ლარი
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი