განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/-------
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 დეკემბერი, 2--- წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
სხდომის მდივნების _ თეონა აბულაძის, ნინო ვარაზაშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ლ-–--–--------------------------------,ბრალდებულ _ ნ-----–-----–---ს, თ--------------–---–ის,ადვოკატების _ ზ------------------------------–--------–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების: ნ-------------------–-----–---ს (დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----------------------–-----------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო;
თ------------------------–---–ის (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0-----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ---–--–----–-------------------–----------------–---------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–---------–--------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-----–-----–---ს და თ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, ნ-----–-----–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო თ--------------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:
მხარეთა მიერ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.
მოწმეების: ვ-–---------------–---–--ს, ზ-------------ს, თ--------------–---–ის, ე---–------–---–ის, ლ-----------ის, გ------–-–-----–---–ის, ლ-–---–---–----ის, გ-------------–-–---–ის, მ-----–-------–--ს, გ----------–--ის, გ---------------–---–ის, მ--–---------------ს, მ--–--------------ს, გ---------------–---–ის, ნ---------–---–-----ის, თ----------–--–---–ის, გ---------------–---–ის, ზ-----–------–---–ის, ნ---------–---–ის, ა-–-------------–---–ის, შ--–------–-–---–ის, დ--------------ის, ბ----------–-–---–ის, ი------------–--ის, მ-–-----------–---–ის, დ------------–---–ის, დ----------–---–---–ის, ნ-----–-----------–---–ის, ჭ---------------ის, თ----------------–--ის, ნ-----------–---–ის, ვ-----–---–---–ის, ლ-----------–---–ის, ა------–----ის, ლ---------------ის, ნ-------–--ის, გ---------------–---–ის, დ---------–-–---–ის, ნ----------------ის, ლ------–------ის, ნ---------–---–ის, გ--------–-–--–---–ის, გ-----------------ის, ნ-----------ს, რ----------------------ის, მ------------–----ის, ე---------–-–---–ის, გ-------------–-–---–ის, ლ-------------ს, ლ-------------–---–ის, ვ-–--–--------ის, ო---------–-------–---–ის, ლ------------–---ის, შ-------------–-–---–ის, გ--------------–---–ის, ზ-------------ის, ზ-------------–--ის, გ----------------ის, თ---------------ის, ი-----–-----------ის, რ----------–--ის, გ---------------ის, კ-------------ის, თ---------------------ის, გ------------–--–--ის, გ--------------–---–ის, გ---------------–---–ის, მ--------------–---–ის, ი---------------ის, ნ-----------------–ის, ჯ--–-------–---ის, გ-------------------–---–ის, შ--–-----------–-–---–ის, ტ------–---------–---–ის, თ-----------–---–ის, შ---------------–---–ის, მ---------------------–---–ის, მ-----------–--ის, თ-----------------–ის, ტ------–------–--–ის, მ-------------–--ს, ლ-----------------ს, თ-----------–--ის, ა-–-------------------–---–ის, ქ-–--------–-----ის, ა-–-----------------–---–ის, ქ-----------------ის, რ--------------–--–--–---–ის, ლ-–------------–---ს, დ---------------–--–---–ის, ი-–-----------–---–ის, გ-----–--–--ს, მ-----–-------------ის, ი-----–-----–---–ის, ზ-------–--–----ის, ზ---------------–---–ის, ნ------------–---–ის, ბრალდებულების: ნ-----–-----–---ს და თ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან გამოძიებისთვის გადაგზავნილი მასალებით; საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით; შემავალ-გამავალი სატელეფონო ზარების დეტალური ინფორმაციით; ფარული საგამოძიებო მოქმედებების - ,,სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის“ და ,,ფარული ვიდეოჩაწერის, აუდიოჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მოპოვებული ინფორმაციით; ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით; ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტაციით და ნივთიერი მასალებით; ს----------–-----------–------------------------------------------------------ტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით; საქართველოს თ-----–------------------ გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადიდან გამოთხოვილი ინფორმაციით; საქმეზე დართული ელექტრონული ინფორმაციის, წერილობითი დოკუმენტაციისა და ნივთიერი მასალების დათვალიერების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ თ--------------–---–მა ჩაიდინა სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ხოლო ნ-----–-----–---მ - სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.
თ--------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2009 წლიდან, თ--------------------------------------–-----------–---------------------------–------–-------------–--------------------------–-------------–----------------------–--------------------–-------–--------–------------------------------------------------------------–-----------–---------------------------–------–-------------–--------------------------–-------------–-------------–-----------------------–-----–--------–-------------------------------------------------------------–-------–--------------------------------–- ბრიგადის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის ხელმძღვანელობა, ბრიგადისთვის განკუთვნილი სახსრების კანონიერი განკარგვის, ბრიგადის შემადგენლობაში შემავალი ს---------- მოსამსახურეების და სამოქალაქო პირების შრომითი ანაზღაურების გაცემის და შესყიდვებისთვის გამიზნული გადარიცხვების უზრუნველყოფა.
2016 წლის თებერვლიდან, თ--------------–---–მა განიზრახა, საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და მეგობარ ნ-----–-----–---ს დახმარებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, თ-----–------------------თვის გამოყოფილი, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი სახსრები.
აღნიშნული თანხების მითვისების მიზნით, თ--------------–---–ი, 2016 წლის თებერვლიდან - 2--- წლის თებერვლის ჩათვლით, I---------------–-----------დან, ს----------–-----------–------------------------------------------------------ტში წარადგენდა სახელფასო გაანგარიშების ამსახველ, თანამშრომელთა სახელფასო უწყისებს, სადაც გასაცემს დაქვემდებარებულ პირებად მითითებული იყვნენ ბრიგადის ის ს---------- მოსამსახურეებიც, რომლებსაც უკვე დ-----------–--------------------–-------------------------- და არ ექვემდებარებოდნენ შრომით ანაზღაურებას, ხოლო მიმღებ პირთა ანგარიშებად კი მითითებული ჰქონდა მეგობრის - ნ------–-----–---ს საბანკო ანგარიშის ნომრები.
მითითებული სქემის შესაბამისად, თ--------------–---–ის მეგობრის - ნ-----–-----–---ს კუთვნილ, სს ,,ს----------–--------ში“, სს ,,ვ----------------------ში“, სს ,,ტ--------ში“, სს ,,ლ-------------ში“, სს ,,თ----------სა“ და ყოფილ სს ,,ბ-------------–---ში“ არსებულ საბანკო ანგარიშებზე, 2016 წლის 24 თებერვლიდან - 2--- წლის 21 თებერვლის ჩათვლით დროის პერიოდში, 115 ყოფილი ს---------- პირის სახელზე, სამსახურებრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, დანამატის, სოციალური დახმარების და კომპენსაციის სახით, საერთო ჯამში, თ--------------–---–ის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ,,ე------------------–-----------------დან“ ჩარიცხულ იქნა 200 703,53 ლარი, მათ შორის: სს ,,ვ----------------------ში“ არსებულ №G---------------------/GEL საბანკო ანგარიშზე, 21.06.2017-21.0--2--- წლებში, საერთო ჯამში ჩარიცხულ იქნა 20 116,28 ლარი; სს ,,ლ-------------ში“ არსებულ №G--------------------- (GEL) საბანკო ანგარიშზე, 21.09.2016-22.11.2016 წლებში, საერთო ჯამში - 12 123,08 ლარი; სს ,,ლ-------------ში“ არსებულ №G--------------------- (GEL) საბანკო ანგარიშზე, 09.12.2-------0--2--- წლებში, საერთო ჯამში - 52 659,09 ლარი; სს ,,ტ--------ში“ არსებულ №G---------------------/GEL საბანკო ანგარიშზე, 21.06.2017-20.10.2017 წლებში, საერთო ჯამში - 13 352,56 ლარი; სს ,,ს----------–--------ში“ არსებულ №G------------------------ საბანკო ანგარიშზე, 2--0--2-------0--2--- წლებში, საერთო ჯამში - 54 623,56 ლარი; სს ,,თ----------ში“ არსებულ №G---------------------/GEL საბანკო ანგარიშზე, 2--0--2016-23.01.2--- წლებში, საერთო ჯამში - 17 349,80 ლარი; სს ,,თ----------ში“ არსებულ №G---------------------/GEL საბანკო ანგარიშზე, 22.08.2016-22.11.2016 წლებში, საერთო ჯამში - 8 346,64 ლარი, ხოლო სს ,,თ----------ში“ არსებულ №G---------------------/GEL საბანკო ანგარიშზე (ყოფილი სს ,,ბ--------------–---“), 21.03.2-------12.2016 წლებში, საერთო ჯამში - 22 132,52 ლარი.
ნ-----–-----–---ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების განაღდება თ--------------–---–მა და ნ-----–-----–---მ განახორციელეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად.
გაწეული დახმარებისთვის თ--------------–---–ი ნ-----–-----–---ს მითვისებული თანხებიდან ყოველთვიურად უხდიდა თანხას 300-400 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ანალოგიური სქემის შესაბამისად, თ--------------–---–ის მიერ, ზ-------–--–----ის და ზ---------------–---–ის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე, 2017 წლის 23 იანვრიდან - იმავე წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში, ოთხი ყოფილი ს---------- პირის სახელზე, ,,ე------------------–-----------------დან“ ჩარიცხულ იქნა 5 505,28 ლარი, მათ შორის: სს „ს----------–--------ში“, ზ-------–--–----ის სახელზე არსებულ, NG--------------------- საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 2 699,20 ლარი, ხოლო სს „თ----------ში“, ზ---------------–---–ის სახელზე არსებულ NG--------------------- საბანკო ანგარიშზე - 2 806,08 ლარი.
თ--------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა 206 208,81 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
ნ-----–-----–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2009 წლიდან, თ--------------------------------------–-----------–---------------------------–------–-------------–--------------------------–-------------–----------------------–--------------------–-------–--------–------------------------------------------------------------–-----------–---------------------------–------–-------------–--------------------------–-------------–-------------–-----------------------–-----–--------–-------------------------------------------------------------–-------–--------------------------------–- ბრიგადის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის ხელმძღვანელობა, ბრიგადისთვის განკუთვნილი სახსრების კანონიერი განკარგვის, ბრიგადის შემადგენლობაში შემავალი ს---------- მოსამსახურეების და სამოქალაქო პირების შრომითი ანაზღაურების გაცემის და შესყიდვებისთვის გამიზნული გადარიცხვების უზრუნველყოფა.
2016 წლის თებერვლიდან, თ--------------–---–მა განიზრახა, საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და მეგობარ ნ-----–-----–---ს დახმარებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, თ-----–------------------თვის გამოყოფილი, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი სახსრები.
აღნიშნული თანხების მითვისების მიზნით, თ--------------–---–ი, 2016 წლის თებერვლიდან - 2--- წლის თებერვლის ჩათვლით, I---------------–-----------დან, ს----------–-----------–------------------------------------------------------ტში წარადგენდა სახელფასო გაანგარიშების ამსახველ, თანამშრომელთა სახელფასო უწყისებს, სადაც გასაცემს დაქვემდებარებულ პირებად მითითებული იყვნენ ბრიგადის ის ს---------- მოსამსახურეებიც, რომლებსაც უკვე დ-----------–--------------------–-------------------------- და არ ექვემდებარებოდნენ შრომით ანაზღაურებას, ხოლო მიმღებ პირთა ანგარიშებად კი მითითებული ჰქონდა მეგობრის - ნ-----–-----–---ს საბანკო ანგარიშის ნომრები.
მითითებული სქემის შესაბამისად, თ--------------–---–ის მეგობრის - ნ-----–-----–---ს კუთვნილ, სს ,,ს----------–--------ში“, სს ,,ვ----------------------ში“, სს ,,ტ--------ში“, სს ,,ლ-------------ში“, სს ,,თ----------სა“ და ყოფილ სს ,,ბ-------------–---ში“ არსებულ საბანკო ანგარიშებზე, 2016 წლის 24 თებერვლიდან - 2--- წლის 21 თებერვლის ჩათვლით დროის პერიოდში, 115 ყოფილი ს---------- პირის სახელზე, სამსახურებრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, დანამატის, სოციალური დახმარების და კომპენსაციის სახით, საერთო ჯამში, თ---------------–---–ის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ,,ე------------------–-----------------დან“ ჩარიცხული იქნა 200 703.53 ლარი, მათ შორის: სს ,,ვ----------------------ში“ არსებულ №G---------------------/GEL საბანკო ანგარიშზე, 21.06.2017-21.0--2--- წლებში, საერთო ჯამში ჩარიცხულ იქნა 20 116,28 ლარი; სს ,,ლ-------------ში“ არსებულ №G--------------------- (GEL) საბანკო ანგარიშზე, 21.09.2016-22.11.2016 წლებში, საერთო ჯამში - 12 123,08 ლარი; სს ,,ლ-------------ში“ არსებულ №G--------------------- (GEL) საბანკო ანგარიშზე, 09.12.2-------0--2--- წლებში, საერთო ჯამში - 52 659,09 ლარი; სს ,,ტ--------ში“ არსებულ №G---------------------/GEL საბანკო ანგარიშზე, 21.06.2017-20.10.2017 წლებში, საერთო ჯამში - 13 352,56 ლარი; სს ,,ს----------–--------ში“ არსებულ №G------------------------ საბანკო ანგარიშზე, 2--0--2-------0--2--- წლებში, საერთო ჯამში - 54 623,56 ლარი; სს ,,თ----------ში“ არსებულ №G---------------------/GEL საბანკო ანგარიშზე, 2--0--2016-23.01.2--- წლებში, საერთო ჯამში - 17 349,80 ლარი; სს ,,თ----------ში“ არსებულ №G---------------------/GEL საბანკო ანგარიშზე, 22.08.2016-22.11.2016 წლებში, საერთო ჯამში - 8 346,64 ლარი, ხოლო სს ,,თ----------ში“ არსებულ №G---------------------/GEL საბანკო ანგარიშზე (ყოფილი სს ,,ბ--------------–---“), 21.03.2-------12.2016 წლებში, საერთო ჯამში - 22 132,52 ლარი.
ნ-----–-----–---ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების განაღდება თ--------------–---–მა და ნ-----–-----–---მ განახორციელეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად.
გაწეული დახმარებისთვის თ--------------–---–ი ნ-----–-----–---ს მითვისებული თანხებიდან ყოველთვიურად უხდიდა თანხას 300-400 ლარის ოდენობით.
თ--------------–---–ის მიერ, ნ-----–-----–---ს დახმარებით ჩადენილი ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა 200 703.53 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ნ-----–-----–---ს და თ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავეთა პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს ნ-----–-----–---ს და თ--------------–---–ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის ითვალისწინებს ბრალდებულების პიროვნებას, მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ ისინი გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, წარსულში ნასამართლევი არ არიან, გამოხატავენ მზაობას აანაზღაურონ ზიანი, თ--------------–---–ს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი, ნ-----–-----–---ს - მოხუცი, მძიმედ დაავადებული დედა და ასევე მძიმედ დაავადებული მეუღლე. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები კი მათ არ გააჩნიათ.
თ--------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ-----–-----–---ს მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება, თუ ეს ნივთი იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.
ბრალდებულების: ნ-----–-----–---ს და თ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, თ--------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ხოლო ნ-----–-----–---ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელები. ამასთან, დამატებითი სასჯელის სახით უნდა ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება, რომლებიც სრულად უზრუნველყოფენ სასჯელის მიზნების მიღწევას. სასჯელთა ზომა კი უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და ბრალდებულთა პიროვნების მხედველობაში მიღებით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნების და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ, ს----------–-------------------------------------------–----–------–----–---------–-----------–-------------ის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
თ--------------–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ თ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 12 მარტის 17:12 საათიდან.
ნ-----–-----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
ნ-----–-----–---ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-----–-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 12 მარტის 16:32 საათიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2--- წლის 14 მარტის განჩინებით, ნ-----–-----–---ს და თ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნების და ნივთების ბედი გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ, ს----------–-------------------------------------------–----–------–----–---------–-----------–-------------ის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე