გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.12.2018
საქმის ნომერი
120210018002494326
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
08.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2494326-2/475-18წ.

გადაწყვეტილება

სა---------–--ს სახელით

4 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

მოსარჩელე - სს ,,სა---------–--ს ბანკი’’

წარმომადგენელი - ირ---–--------–ია

მოპასუხე - მი---------------ძე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე მი---------------ძეს მოსარჩელე სს სა---------–--ს ბანკის სასარგებლოდ 2016 წლის 28 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 6492.60 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2827.39 ლარი, პროცენტი - 438.53 ლარი, საკომისიო-85 ლარი და პირგასამტეხლო - 3141.68 ლარი.

 

1.2. მი---------------ძეს სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2016 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2902.20 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1000 ლარი, საკომისიო (პროცენტი) – 1700 ლარი და პირგასამტეხლო- 202.20 ლარი.

 

1.3. მი---------------ძეს სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით - 281.85 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 28 ნოემბერს მსესხებელ მი---------------ძეზე გაიცა ე.წ ,,სმს სესხი’’, 2940 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 24 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას (ანუ 2940 ლარს ) დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 10.6 პროცენტი, ასევე სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად 0.5%-ის ოდენობით. ამასთან მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა საკომისიო მუხლის 3.13.1 თანახმად.

 

2016 წლის 30 დეკემბერს მსესხებელ მი---------------ძეზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 12 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას (ანუ 1000 ლარს ) დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური , პროცენტი, სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად 0.5%-ის ოდენობით.

 

სს "სა---------–--ს ბანკის" მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად კერძოდ ბანკმა მსესხებელზე სრულიად გასცა კრედიტის თანხა 2940 ლარისა და 1000 ლარის ოდენობით. სესხის პირობების თანახმად მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა სარჩელზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში.

 

მითითებული საკრედიტო დავალიანებების შესახებ მოპასუხეს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა და მიეცა ორი კვირის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

 

მსესხებელს 2016 წლის 28 ნოემბერს გაცემულ სესხზე 2016 წლის 28 დეკემბრის შემდგომ არ უწარმოებია გადახდები, ხოლო 2016 წლის 30 დეკემბერს გაცემულ სესხზე 2017 წლის 24 მარტის შემდეგ.

 

სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ საბანკო პროდუქტი ,,სმს სესხი’’/ვირტუალური სესხი წარმოადგენს იმ კრედიტის კატეგორიას, რომელზედაც საკრედიტო დოკუმენტაცია არ ფორმდება ანუ ხელშეკრულება გრაფიკი და სხვა სახის მატერიალური დოკუმენტაცია ბანკს და მსესხებელს შორის არ ფორმდება. სს ,,სა---------–--ს ბანკი’’ ახორციელებს სატელეფონო შეტყობინების გაგზავნას მის ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან ტექსტით, რომ მათ შეუძლიათ ისარგებლონ ,,სმს სესხის’’ / ვირტუალური სესხის მომსახურებით, გარკვეული ლიმიტით და პირობებით, შეთავაზება ყველა მსესხებელთან ინდივიდუალურია. შეტყობინებასთან ერთად პოტენციურ მსესხებელს ეგზავნებათ სესხის აქტივაციის კოდი, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ ნებისმიერ ბანკომატში და დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში მსესხებელი უფლებამოსილია თანხა გაიტანოს იმავე ბანკომატიდან. ,,სმს სესხი’’ / ვირტუალური არის ერთ-ერთი მარტივი საკრედიტო პროდუქტი, რომელიც სა---------–--ს ბანკმა შესთავაზა მის მომხმარებლებს და დღეის მდგომარეობითაც ასეულობით მოქალაქე მოიხმობს ზემოაღნიშნულ პროდუქტს.

 

სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ მიერ გაცემული ,,სმს სესხის’’ / ვირტუალური სესხის ორი კატეგორია არსებობს:

 

პირველი- როდესაც მომხმარებელს სატელეფონო შეტყობინებებით ეცნობება მისთვის დამტკიცებული კრედიტის ოდენობის, პირობების და გამოყენების შესახებ:

 

მეორე - როდესაც მომხმარებელი თავად გამოცხადდება ბანკის სერვის-ცენტრში (ნებისმიერ ფილიალში) და მოითხოვს სამომხმარებლო (არაუზრუნველყოფილი) სესხის გაცემას, ასეთ შემთხვევაში ივსება განაცხადი და სესხის გაცემის ტიპს ( ანუ სესხის ხელშეკრულებითა და დოკუმენტაციით გასცეს კრედიტი თუ დოკუმენტაციის გარეშე ,,სმს სესხის’’ სქემით თავად ირჩევს ბანკი, რაც ასევე მომხმარებელთა მაქსიმალური კომფორტით არის განპირობებული.

 

მი---------------ძემ ისარგებლა ,,სმს სესხის’’/ ვირტუალური სესხის პირველი სქემით ანუ მას მიუვიდა სატელეფონო შეტყობინება. სესხი გააქტიურდა ბანკომატის მეშვეობით და შესაბამისად რაიმე სახის დოკუმენტაცია არ არსებობს სასესხო ხელშეკრულების კუთხით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სესხის გაცემა დასტურდება საბანკო ანგარიშის ამონაწერით.

 

მი---------------ძეზე 2016 წლის 28 ნოემბერს გაცემული სესხის საპროცენტო სარგებელი ანუ ბანკის მიერ მისაღები პროცენტი შეადგენდა წლიურ 10.6 პროცენტს. ძირითად თანხას წლის განმავლობაში დაერიცხება 10.6 პროცენტი ფაქტობრივად ნასარგებელ დრეებზე წელიწადში 365 დღის გაანგარიშებით ვალდებულების სრულ დაფარვამდე ანუ მსესხებელს სესხის გაცემიდან მის სრულად დაფარვამდე ფაქტობრივად გამოყენებულ დრეებზე დაერიცხება შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.

 

ხოლო 2016 წლის 30 დეკემბერს გაცემული სესხის საპროცენტო სარგებელი ანუ ბანკის მიერ მისაღები პროცენტი შეადგინა წლიურ 0 პროცენტს. მხარეთა მიერ კრედიტის თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა - 100 ლარით, პერიოდულობა კი თვეში ერთხელ, ყოველი თვის 28 რიცხვში.

 

სა---------–--ს ბანკის საბანკო მომსახურების პირობების 3.13.2.9. მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხისათვის.

 

ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხე მი---------------ძეს სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ სასარგებლოდ 2016 წლის 28 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 6492.60 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხი ძირი თანხაა- 2827.39 ლარი, პროცენტი- 438.53 ლარი, საკომისიო - 85 ლარი და პირგასამტეხლო - 3141.68 ლარი.

 

ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხე მი---------------ძეს სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ სასარგებლოდ 2016 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2018 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 2902.20 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხი ძირი თანხაა- 1000 ლარი, საკომისიო (პროცენტი)- 1700 ლარი და პირგასამტეხლო- 202.20 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მი---------------ძემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხის ძირი თანხა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 28 ნოემბერს მსესხებელ მი---------------ძეზე გაიცა ე.წ ,,სმს სესხი’’, 2940 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი წლიური 10.6 პროცენტი, ასევე სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (იხ. ს.ფ. 44);

- საბანკო მომსახურების პირობები(იხ. ს.ფ. 17-43);

 

3.1.2. 2016 წლის 30 დეკემბერს მსესხებელ მი---------------ძეზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი წლიური 0 პროცენტი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (იხ. ს.ფ. 49);

- საბანკო მომსახურების პირობები(იხ. ს.ფ. 17-43);

 

3.1.3. მოპასუხემ დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი და პირობები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 51);

 

3.1.4. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინება (იხ. ს.ფ. 52);

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხე მი---------------ძეს სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ სასარგებლოდ 2016 წლის 28 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 6492.60 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხი ძირი თანხაა- 2827.39 ლარი, პროცენტი- 438.53 ლარი, საკომისიო - 85 ლარი და პირგასამტეხლო - 3141.68 ლარი.

 

3.2.2. ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხე მი---------------ძეს სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ სასარგებლოდ 2016 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2018 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 2902.20 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხი ძირი თანხაა- 1000 ლარი, საკომისიო (პროცენტი)- 1700 ლარი და პირგასამტეხლო- 202.20 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 51);

 

3.2.3. მი---------------ძემ ისარგებლა ,,სმს სესხის’’/ ვირტუალური სესხის პირველი სქემით ანუ მას მიუვიდა სატელეფონო შეტყობინება. სესხი გააქტიურდა ბანკომატის მეშვეობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწრი ანგარიშიდან (იხ. ს.ფ. 44);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''სა---------–--ს ბანკსა'' და მი---------------ძეს შორის საკრედიტო (სესხის) ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა.

 

სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - მი---------------ძის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,სა---------–--ს ბანკსა’’ და მი---------------ძეს) შორის გაფორმებული „სმს სესხი/ვირტუალური“ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მი---------------ძის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

6.2. სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი ვირტუალური სესხიდან შეადგენს 28.11.2016წ. ხელშეკრულებიდან - 438.53 ლარს, 30.12.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან - 1700 ლარს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

სა---------–--ს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდა არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე მი---------------ძეს (პ/ნ0----------) მოსარჩელე სს სა---------–--ს ბანკის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სახელმწიფო ბაჟის 199.52 ლარის გადახდა,სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს სა---------–--ს ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე მი---------------ძეს (პ/ნ0----------) მოსარჩელე სს სა---------–--ს ბანკის სასარგებლოდ 28.11.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 3850.92 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2827.39 ლარი, პროცენტი - 438.53 ლარი, საკომისიო 85 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი.

 

1.2. მოპასუხე მი---------------ძეს (პ/ნ0----------) მოსარჩელე სს სა---------–--ს ბანკის სასარგებლოდ 30.12.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 2800 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1000 ლარი, საკომისიო (პროცენტი) - 1700 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი.

 

2. მოპასუხე მი---------------ძეს (პ/ნ0----------) მოსარჩელე სს სა---------–--ს ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სახელმწიფო ბაჟი 199.52 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე