გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-687/17
№ 010310117002-05502
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - ლე--–ა თხ--–--–---–ი
წარმომადგენელი- მე--- ცი------ე
მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
წარმომადგენელი-თეონა გეგიძე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლე--–ა თხ--–--–---–მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მისი დაჯარიმების და უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1- ივლისის №0------- დადგენილებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20---–-–----3 აგვისტოს №0-------- ბრძანების ბათილად ცნობა.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
ლე--–ა თხ--–--–---–ს ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპირო №1---ში გააჩნია საკუთრებაში, 4-- კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. აღნიშნულ ფართზე 20-- წლამდე განახორციელა, დაახლოებით 40 კვ.მეტრის მიშენება, რაზეც არ გააჩნდა სათანადო დოკუმენტაცია.
ვინაიდან მიშენება ნაწარმოებია და დასრულებული 20-- წლამდე, ლე--–ა თხ--–--–---–მა იცოდა, რომ მოქმედი კანონმდებლობით იგი ექვემდებარებოდა ლეგალიზებას და სწორედ, აღნიშნულიდან გამომდინარე, 20---–-–----0 ივნისს მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს №6------ განცხადებით, რომლითაც მოითხოვა მითითებაში განსაზღვრული ვადის გადაწევა 3- კალენდარული დღით, რაც კანონით განსაზღვრულია და რაც ესაჭიროებოდა მიშენებული ფართის ლეგალიზებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას.
ამ განცხადებაზე 20---–-–---- ივლისს ჩაბარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის პასუხი (№0------), რის საფუძველზეც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეჩერებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ არ იყო წარდგენილი ლეგალიზების შესახებ საქმის წარმოების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამის შემდეგ, 2017 წლის 1- ივლისის №0------- დადგენილებით ლე--–ა თხ--–--–---–ი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმდა, 2000 ლარით.
აღნიშნული დადგენილება ლე--–ა თხ--–--–---–ის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული და გამგებლის 20---–-–----3 აგვისტოს ბრძანებით ეთქვა უარი, დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელეს აღნიშნული დადგენილება და გამგებლის ბრაძანება უკანონოდ მიაჩნია, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მას ადმინისტრაციული ორგანოსაგან არ მიეცა შესაძლებლობა, ნაწარმოები მშენებლობის ლეგალიზაციისათვის, კერძოდ, მითითებით დათქმულ მოკლე ვადაში ვერ შეძლო ლეგალიზაციის დამადსტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, ვინაიდან საცხოვრებელი სახლის მიშენებული ნაწილის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი გააჩნდა სარგებლობაში და არა საკუთრებაში. დღეის მდგომარეობით კი, 20---–-–----1 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად ლე--–ა თხ--–--–---–ის საკუთრებაში დარეგისტრირებული იქნა მიშენებული ნაწილიც, 41 კვ.მ. ზედამხედველობის სამსახურს რომ გაეგრძელებინა ვადა, ის შეძლებდა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას და აღარც დაჯარიმების საფუძველი იქნებოდა.
სწორედ, აქედან გამომდინარე, გამგეობის მიერ 2017 წლის 1- ივლისის დადგენილება შეტანილი საჩივრის განხილვის შედეგად უნდა მიჩნეულიყო ბათილად, თუმცა არც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა გათვალისწინებული ეს მნიშვნელოვანი გარემოება და მოსარჩელემ უკანონო ადმინისტრაციული აქტების შედეგად განიცადა მატერიალური ზიანი.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას საჩივრით მიმართა ლე--–ა თხ--–--–---–მა. საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ უკანონოა და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1- ივლისის №0------- დადგენილება. საჩივრის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. 2017 წლის 1- აგვისტოს ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის (სხდომის ოქმი №2) გამართვის შემდეგ, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების განმახორციელებელი პირები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო საჩივარი, შემდეგ გარემოებათა გამო:
20---–-–----2 ივნისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ლე--–ა თხ--–--–---–ი ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპირო №1---ში განახორციელებდა უნებართვო მშენებლობას. მის მიმართ იმავე დღეს, 2- ივნისს გამოიცა №0------- მითითება, რომ განხორციელებული მშენებლობისთვის წარედგინა საჭირო დოკუმენტაცია, 20---–-–---- ივლისამდე.
20---–-–---- ივლისს ზედამხედველობის სამსახურის №3- შემოწმების აქტით დადგინდა, რომ ლე--–ა თხ--–--–---–მა არ შეასრულა მითითება, არ წარადგინა მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია და არც მშენებლობის დემონტაჟი განახორციელა. ამასთან, ლე--–ა თხ--–--–---–ის მიერ ნაწარმოები მშენებლობა სხვა პირების საკუთრებების საზღვრებში გადადიოდა. მხარემ ვერც უკანონო მშენებლობის ლეგალიზების თაობაზე წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
ზედამხედველობის სამსახურმა ზეპირი მოსმენით განიხილა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე, რომლის ფარგლებშიც დადგენილად იქნა მიჩნეული ლე--–ა თხ--–--–---–ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა, რის გამოც 2017 წლის 1- ივლისს კანონიერ საფუძველზე გამოიცა №0------- დადგენილება, სამშენებლო სამართალდაღვევისათვის მისი 200 ლარით დაჯარიმების შესახებ.
ზედამხედველობის სამსახურმა სწორად გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერაც ძალაში იქნა დატოვებული გასაჩივრებული აქტი.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ლე--–ა თხ--–--–---–ის საკუთრებაში სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 20-- წლის 5 ოქტომბრიდან ირიცხებოდა ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში მდებარე 4-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, 4-- კვ.მ. №0--- შენობა-ნაგებობა.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწე---.
3.1.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 20---–-–----2 ივნისს გამოვლენილად იქნა მიჩნეული, რომ ლე--–ა თხ--–--–---–ი ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში მდებარე 4-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განახორციელებდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.
ზედამხედველობის სამსახურის მიერ იმავე დღეს, 2- ივნისს გამოიცა №0------- მითითება და მის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებით ლე--–ა თხ--–--–---–ს დაევალა, განხორციელებული მშენებლობისათვის წარედგინა საჭირო დოკუმენტაცია, 20---–-–---- ივლისამდე, ან ამ ვადაში მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის 20---–-–----2 ივნისის №0------- მითითება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. ლე--–ა თხ--–--–---–მა 20---–-–----0 ივნისს განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს №6------ განცხადებით, რომლითაც აცნობებდა, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი მშენებლობა ნაწარმოები იყო 20-- წლამდე, რაც აძლევდა შესაძლებლობას, უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის ლეგალიზებაზე, რისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო 3- დღიანი ვადა. მითითებაში განსაზღვრული ვადა ამის გამო იყო არასაკმარისი და მან მოითხოვა, ვადის გაგრძელება.
ამ განცხადების პასუხად 20---–-–---- ივლისს ლე--–ა თხ--–--–---–ს ჩაბარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის №0------ წე---ლი, რომლითაც ეცნობა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება გრძელდებოდა, რადგანაც არ იყო წარდგენილი ლეგალიზების შესახებ საქმის წარმოების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლე--–ა თხ--–--–---–ის 20---–-–----0 ივნისის განცხადება;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20---–-–---- ივლისის №0------ წე---ლი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 2017 წლის 1- ივლისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა №0------- დადგენილება, სამშენებლო სამართალდაღვევისათვის ლე--–ა თხ--–--–---–ის 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ.
2017 წლის 1- ივლისის №0------- დადგენილება ლე--–ა თხ--–--–---–ის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული და გამგებლის 20---–-–----3 აგვისტოს №0-------- ბრძანებით ეთქვა უარი, დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20---–-–----3 აგვისტოს №0-------- ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს ლე--–ა თხ--–--–---–ის მიმართ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები.
კერძოდ, დაუსაბუთებელია მტკიცება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 20---–-–----2 ივნისს გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევა ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში მდებარე 4-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლე--–ა თხ--–--–---–ის მიერ საცხოვრებელი სახლის მიმდინარე მშენებლობას წარმოადგენდა.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ლე--–ა თხ--–--–---–ის საკუთრებაში სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 20-- წლის 5 ოქტომბრიდან ირიცხებოდა ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში მდებარე 4-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, 4-- კვ.მ. №0--- შენობა-ნაგებობა.
ამდენად, უდავოა, რომ მითითებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი მოსარჩელეს მემკვიდრეობით გადაეცა საკუთრებაში, ჯერ კიდევ 20-- წელს, ხოლო თვით მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საცხოვრებელი სახლიცა და მასზე მიშენებაც (რეკონსტრუქცია) 20-- წლამდე იყო განხორციელებული.
ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1- ივლისის №0------- დადგენილებასა და გამგებლის 20---–-–----3 აგვისტოს №0-------- ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დამრღვევმა (ლე--–ა თხ--–--–---–მა) ვერ წარადგინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, თუმცა იმის შესახებ, რომ სახლის მშენებლობა სწორედ იმ დროისათვის მიმდინარეობდა და აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლი მანამდე რომ არ არსებობდა, არაფერია მითითებული, საერთოდ არ არის მსჯელობა, რა გარემოებები გამოიკვლია ზედამხედველობის სამსახურმა ამისათვის და რა ფაქტებს დაეყრდნო საკითხის გამოკვლევისას. ამასთან, მოპასუხე მხარემ ვერც სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა ასეთი დასკვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ამდენად, სადავო აქტებში მითითებული გარემოება, რომ 20---–-–----2 ივნისს გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევა ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში ლე--–ა თხ--–--–---–ის მიერ საცხოვრებელი სახლის მიმდინარე მშენებლობაში გამოიხატებოდა და რომ მოსარჩელის მითითების შესაბამისად, მშენებლობა ამ მისამართზე 20-- წლამდე არ განხორციელებულა, არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია ზედამხედველობის სამსახურის, ან მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპოვებული და გამოყენებული რაიმე სახის მტკიცებულება, რამდენადაც ასეთი მტკიცებულებები თვით მოპასუხის განმარტებითაც, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საცხოვრებელი სახლი მის ოჯახს ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში ათწლეულების განმავლობაში გააჩნდათ, ხოლო სახლზე მიშენებაც 20-- წლამდე განხორციელდა, რისი ლეგალიზებაც ვერ მოასწრო გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად, შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.
სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ზედამხედველობის სამსახურს და მუნიციპალიტეტის მერიას სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია ის გარემოებები, რაც უკავშირდებოდა ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის და რეკონსტრუქციის განხორციელების დროს, რამდენადაც სადავო აქტებში, აგრეთვე, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში მოცემული დასკვნის შესაბამისი მტკიცებულებები არ მოიპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1- ივლისის №0------- დადგენილება;
– მუნიციპალიტეტის გამგებლის 20---–-–----3 აგვისტოს №0-------- ბრძანება;
– მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ლე--–ა თხ--–--–---–ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.
_ საქართველოს მთავრობის 20-- წლის 24 მარტი №57 დადგენილება `მშენებლობის
ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~.
_ „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20-- წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20-- წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-19 მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების კლასებს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის, რომლის თანახმად, დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
`მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 20-- წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:
ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);
ბ) რეკონსტრუქცია;
გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას);
დ) დემონტაჟი;
ე) ლანდშაფტური მშენებლობა;
ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
№57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
6.2. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ლე--–ა თხ--–--–---–ის საკუთრებაში სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 20-- წლის 5 ოქტომბრიდან ირიცხებოდა ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში მდებარე 4-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, 4-- კვ.მ. №0--- შენობა-ნაგებობა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 20---–-–----2 ივნისს გამოვლენილად იქნა მიჩნეული, რომ ლე--–ა თხ--–--–---–ი ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში მდებარე 4-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განახორციელებდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც სამშენებლო სამართალდარღვევად შეფასდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლე--–ა თხ--–--–---–ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში ამ მხრივ სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები.
კერძოდ, დაუსაბუთებელია მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ ზედამხედველობის სამსახურმა 20---–-–----2 ივნისს ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში საცხოვრებელი სახლის მიმდინარე მშენებლობა გამოავლინა, რასაც თითქოს ლე--–ა თხ--–--–---–ი განახორციელებდა.
ამ მტკიცების საწინააღმდეგოა ის უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი სახლი მოსარჩელე ლე--–ა თხ--–--–---–ს მემკვიდრეობით გადაეცა საკუთრებაში, ჯერ კიდევ 20-- წელს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, ხოლო თვით მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საცხოვრებელი სახლიცა და მასზე მიშენებაც (რეკონსტრუქცია) 20-- წლამდე იყო განხორციელებული.
სადავო აქტებში მითითებული გარემოება, რომ 20---–-–----2 ივნისს გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევა ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში ლე--–ა თხ--–--–---–ის მიერ საცხოვრებელი სახლის მიმდინარე მშენებლობაში გამოიხატებოდა, არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია ზედამხედველობის სამსახურის, ან მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპოვებული და გამოყენებული რაიმე სახის მტკიცებულება, რამდენადაც ასეთი მტკიცებულებები თვით მოპასუხის განმარტებითაც, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მის მშობლებს ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში საცხოვრებელი სახლი ათწლეულების განმავლობაში გააჩნდათ, ხოლო მასზე მიშენება თვითონ განახორციელა, თუმცა 2007 წლამდე, რისი ლეგალიზებაც ვერ მოასწრო გარკვეული ობიექტური მიზეზის გამო, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილზე არ ჰქონდა მოპოვებული საკუთრების უფლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად, შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.
სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ზედამხედველობის სამსახურს და მუნიციპალიტეტის მერიას სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია ის გარემოებები, რაც უკავშირდებოდა ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის და რეკონსტრუქციის განხორციელების დროს, რამდენადაც სადავო აქტებში, აგრეთვე, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში მოცემული დასკვნის შესაბამისი მტკიცებულებები არ მოიპოვება და ისინი ვერც საქმის სასამართლოში განხილვის დროს იქნა წარმოდგენილი.
6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, ლე--–ა თხ--–--–---–მა 20---–-–----0 ივნისს განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას №6------ განცხადებით, რომლითაც ის აცნობებდა, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი მშენებლობა ნაწარმოები იყო 2007 წლამდე, რაც მას აძლევდა შესაძლებლობას უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის ლეგალიზებისათვის, რომლის პროცედურისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო 30 დღიანი ვადა. ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მითითებით განსაზღვრული ვადა იყო არასაკმარისი და ლე--–ა თხ--–--–---–ი ამ განცხადებით ლეგალიზაციის პროცედურისათვის მოითხოვდა ვადის გაგრძელებას.
განცხადების პასუხად 20---–-–---- ივლისს ლე--–ა თხ--–--–---–ს ჩაბარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის №0------ წე---ლი, რომლითაც ეცნობა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება გრძელდებოდა, რადგანაც არ იყო წარდგენილი ლეგალიზების შესახებ საქმის წარმოების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ამის შემდეგ, 2017 წლის 1- ივლისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა №0------- დადგენილება, სამშენებლო სამართალდაღვევისათვის ლე--–ა თხ--–--–---–ის 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 24 ნოემბრის №6-- ბრძანებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების (შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მოქმედება ვრცელდება 20-- წლის 1-ელ იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კი ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანებულების მიღებით, სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული იქნა ნება, რომ მოეხდინა უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. კერძოდ, მითითებული ბრძანებულება უზრუნველყოფს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის დადგენასა და აღნიშნულის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ექსპლუატაციაში მიღებას. ბრძანებულება ამავდროულად არ შეიცავს არანაირ დათქმას, რომლითაც განისაზღვრება რაიმე ვადა (დრო), რომლის განმავლობაშიც პირმა შესაბამის ორგანოს განცხადებით უნდა მიმართოს და მოითხოვოს ობიექტის ლეგალიზაცია.
პრეზიდენტის აქტით განსაზღვრული აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე, ბრძანებულების ამოქმედებამდე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია, რამდენადაც უნებართვო მშენებლობის განმხორციელებელ პირს ეს სამართლებრივი მოწესრიგების წესი აძლევს შესაძლებლობას, უნებართვო მშენებლობას მიეცეს ლეგალური ხასიათი.
ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ გარემოების სწორად დადგენას, რომ მოსარჩელემ სამშენებლო სამუშაოები 2007 წლამდე პერიოდში, თუ მას შემდეგ განახორციელა, არსებითი მნიშვნელობა აქვს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების დასადგენად.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც გულისხმობს ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ლეგალიზების საკითხის გადაწყვეტამდე მითითებით განსაზღვული ვადის შეჩერება მოიცავს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოში, არამედ სასამართლოში მიმდინარე წარმოების პერიოდსაც, რადგან სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში ორგანოს უარი ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებაზე შესაძლოა არამართლზომიერად იქნეს ცნობილი, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ იძენს გასაჩივრებული აქტი საბოლოო ხასიათს. სასამართლოს მიერ ლეგალიზებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტამდე დამრღვევს აქვს უნებართვოდ მოწყობილი ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონების მოლოდინი, რაც გამორიცხავს მის მიერ უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟს.
ამდენად, საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება უნდა შეჩერდეს ლეგალიზების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, რათა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი, დამრღვევს დარჩეს გადაცდომის გამოსწორების გონივრული ვადა. ამისათვის ან უნდა მოხდეს მითითების ვადის დენის შეჩერება, ანდაც, უნდა მოხდეს მითითების ვადის გაგრძელება.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, ლე--–ა თხ--–--–---–მა 20---–-–----0 ივნისს მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობა, რომ მას გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი უკანონო მშენებლობის ლეგალიზაციისათვის და იწყებდა ამ პროცედურას, რისთვისაც მოითხოვა მითითებაში განსაზღვრული ვადის გაგრძელება, რაც კანონითაც განსაზღვრულია და ეს ვადა მისი მოსაზრებით საჭირო იყო მიშენებული ფართის ლეგალიზებასთან დაკავშირებული პროცედურების განსახორციელებლად. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურის 20---–-–----2 ივნისს გაცემულ №0------- მითითებაზე უნდა შეჩერებულიყო ვადის დინება, ლე--–ა თხ--–--–---–ის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ან შესაძლებელი იყო მითითებით განსაზღვრული ვადის გაგრძელება, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამათგან არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ლე--–ა თხ--–--–---–ს თავისი განცხადების პასუხად 20---–-–---- ივლისს ჩაბარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის №0------ წე---ლი, რომლითაც ეცნობა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება გრძელდებოდა, რადგანაც არ იყო წარდგენილი ლეგალიზების შესახებ საქმის წარმოების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სასამართლო მიუთითებს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამავდროულად ლეგალიზებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსაც წარმოადგენდა, რომელსაც ლე--–ა თხ--–--–---–ისთვის მის განცხადებაზე არ დაუნიშნავს ხარვეზი, არ განუმარტავს განცხადებასთან ერთად რა დუკუმენტები უნდა წარედგინა ლეგალიზაციის პროცედურის დასაწყებად და ამის ნაცვლად მას პირდაპირ აცნობა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეჩერებულა, თუმცა ლეგალიზების თაობაზე ამ პერიოდში რაიმე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
2017 წლის 1- ივლისს კი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა №0------- დადგენილება, სამშენებლო სამართალდაღვევისათვის ლე--–ა თხ--–--–---–ის 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ.
6.5. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი _ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლე--–ა თხ--–--–---–ის დაჯარიმების და უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1- ივლისის №0------- დადგენილება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20---–-–----3 აგვისტოს №0-------- ბრძანება, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს” პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით.
ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.
სასამართლოს მიაჩნია, მოცემულ შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა და მუნიციპალიტეტის გამგეობამ ისე განიხილეს ლე--–ა თხ--–--–---–ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი, არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
მართალია, სამშენებლო საქმიანობის კონტროლის რეგულაციები დადგენილია სპეციალური კანონით, მაგრამ ამ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევას და მასზე ჩვეულებრივი წესით ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულია, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციულ ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
6.7. განსახილველ შემთხვევაში, ლე--–ა თხ--–--–---–ის სამართალდამრღვევად მიჩნევისა და მისთვის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1- ივლისის №0------- დადგენილებით სახდელის დაკისრებისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამასთან, კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის პასუხისმგებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, ლე--–ა თხ--–--–---–ის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ ზედამხედველობის სამსახურმა სრულყოფილად გამოიკვლია, ლე--–ა თხ--–--–---–ის მიერ ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში განხორციელებული მშენებლობის შინაარსი და მშენებლობის პერიოდი (ჩატარების დრო). ლე--–ა თხ--–--–---–ის საკუთრებაში სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ჯერ კიდევ 20-- წლის 5 ოქტომბრიდან ირიცხებოდა ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში მდებარე 4-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, 4-- კვ.მ. №0--- შენობა-ნაგებობა.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს ეს მნიშვნელოვანი გარემოება არ ყოფილა სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რასაც დავის სამართლებრივი რეგულაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ამის მიუხედავად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის და შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე ჩაითვალა, რომ მშენებლობა მისი გამოვლენის დროისათვის განხორციელდა. ლე--–ა თხ--–--–---–ის მიმართ 2017 წლის 1- ივლისს გამოიცა №0------- დადგენილება, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, იგი დაჯარიმდა 2000 ლარის ოდენობით.
ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1- ივლისის №0------- დადგენილებასა და გამგებლის 20---–-–----3 აგვისტოს №0-------- ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დამრღვევმა (ლე--–ა თხ--–--–---–მა) ვერ წარადგინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, თუმცა იმის შესახებ, რომ სახლის მშენებლობა სწორედ იმ დროისათვის მიმდინარეობდა და აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლი მანამდე არ არსებობდა, არაფერია მითითებული, საერთოდ არ არის მსჯელობა, რა გარემოებები გამოიკვლია ზედამხედველობის სამსახურმა ამისათვის და რა ფაქტებს დაეყრდნო საკითხის გამოკვლევისას. ამასთან, მოპასუხე მხარემ ვერც სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა ასეთი დასკვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
სასამართლოს მიაჩნია, მოცემულ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ისე განიხილეს ლე--–ა თხ--–--–---–ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი, არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ ის გარემოება, რეალურად როდის იქნა და რა სახით განხორციელებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში მდებარე 4-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მას შემდეგ, როდესაც ლე--–ა თხიალიშვილმა აცნობა, რომ მას გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი უკანონო მშენებლობის ლეგალიზაციისათვის და იწყებდა ამ პროცედურას, რისთვისაც მოითხოვა მითითებაში განსაზღვრული ვადის გაგრძელება, რაც მისი მოსაზრებით საჭირო იყო მიშენებული ფართის ლეგალიზებასთან დაკავშირებული პროცედურების განსახორციელებლად, ზედამხედველობის სამსახურის მიერ არც შეჩერდა დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება და არც 20---–-–----2 ივნისს გაცემული №0------- მითითების ვადის დინება შეჩერდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება არ მისცა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ამ ფაქტებს, რაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ თანახმად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფასებისათვის უმნიშვნელოვანეს გარემოებებს.
6.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი და იურიდიული გარემოებების სამართლებრივი შეფასების შემდეგ ექნებოდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საფუძველი, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო თავის მხრივ სასამართლოს შესაძლებლობა მსჯელობისა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული აქტების კანონიერების თაობაზე.
მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ აღნიშნული, განმსაზღვრელი მნიშვნელობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების შეფასების შემდეგ უნდა გადაეწყვიტა, რომ ეს ხომ არ გამორიცხავდა ლე--–ა თხ--–--–---–ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ამ მხრივ გასათვალისწინებელია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის რეგულაცია, რომლის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ეს კონკრეტული გარემოებები სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ან ზედამხედველობის სამსახურის მიერ და არ მისცემია მათ სათანადო შეფასება. შესაბამისად, ამის თაობაზე არც გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებშია მოცემული.
სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1- ივლისის №0------- დადგენილება ლე--–ა თხ--–--–---–ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 24 ნოემბრის №6-- ბრძანებულების და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელე ლე--–ა თხ--–--–---–ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.
სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
6.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
ამის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლე--–ა თხ--–--–---–ის დაჯარიმების და უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1- ივლისის №0------- დადგენილება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20---–-–----3 აგვისტოს №0-------- ბრძანება.
ამასთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლე--–ა თხ--–--–---–სი მიმართ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლე--–ა თხ--–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
ბათილად იქნას ცნობილი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლე--–ა თხ--–--–---–ის დაჯარიმების და უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1- ივლისის №0------- დადგენილება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20---–-–----3 აგვისტოს №0-------- ბრძანება.
2. ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ქო----–---–ი, თა---- მე---- სანაპიროს №1---ში განხორციელებულ უნებართვო მშენებლობასთან მშენებლობასთან დაკავშირებულ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.
3. მოპასუხე მხარეს გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დრის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში/ მისამართი; ქ. ქუთაისი , ნიპორტის ქ. №32 ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე