გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2481651-2/451-18წ.
გადაწყვეტილება
სა---------–ოს სახელით
04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - სს ,,სა---------–ოს ბანკი’’
წარმომადგენელი - ირ---–--------–ია
მოპასუხე - მა------------–---–ი;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე მა------------–---–ს 2016 წლის 31 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,სა---------–ოს ბანკის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს - 3 357.46 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2 220 ლარი, პროცენტი - 587.24 ლარი და პირგასამტეხლო - 550.22 ლარი.
1.2. მა------------–---–ს 2016 წლის 31 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,სა---------–ოს ბანკის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2018 წლის 04 ივნისიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 0.54 (ნული ლარი და 54 თეთრი) ლარი. (წლიური 9% = 199.80 ლარი) .
1.3. მა------------–---–ს 2016 წლის 31 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,სა---------–ოს ბანკის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლო ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან 92018 წლის 04 ივნისიდან 0 გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 0.44 ლარი 9ნული ლარი და 44 თეთრი) ლარი (ყოველდღიური ძირი თანხის 0.02 % ).
1.4. მა------------–---–ს დაეკისროს სა---------–ოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ- აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოებისათვის სს ,,სა---------–ოს ბანკის’’ მიერ გადახდილი სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი.
1.5. მა------------–---–ს სს ,,სა---------–ოს ბანკის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი -136.30 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 31 მაისს სს ,,სა---------–ოს ბანკს’’ და მა------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №4233146, რომლის თანახმადაც მა------------–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი - 2 220 (ორი ატას ორას ოცი) ლარის ოდენობით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 36 თვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ის ოდენობით.
სს "სა---------–ოს ბანკის" მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად კერძოდ ბანკმა მსესხებელზე სრულიად გასცა კრედიტის თანხა. სესხის პირობების თანახმად მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა სარჩელზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში. 2016 წლის 01 ივლისის შემდეგ შეწყდა გადახდები.
მა------------–---–ს ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია სს ,,სა---------–ოს ბანკის’’ სასარგებლოდ. მის მიერ დარღვეულ იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.
ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხე მა------------–---–ს სს ,,სა---------–ოს ბანკის’’ სასარგებლოდ 2018 წლის 06 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება -3 357.46 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2 220 ლარი, პროცენტი - 587.24 ლარი და პირგასამტეხლო - 550.22 ლარი.
მითითებულ დავალიანებაზე სააპლიკაციო განცხადება შეტანილი იყო სა---------–ოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში, თუმცა მოპასუხის მხრიდან წარდგენილი იქნა პროტესტი. შესაბამისად აპლიკანტს სს ,,სა---------–ოს ბანკს‘’) უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე. სს ,,სა---------–ოს ბანკის,, მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, რაც ბანკს არ უბრუნდება, შესაბამისად აღნიშნული თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის-წლიური 36% და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო (საბანკო) ხელშეკრულების გაფორმება მსესხებელთან ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოგებას მიიღებს, ხოლო ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობა კი ზიანის მომტანია მისთვის. მოცემულ შემთხვევაში ბანკი ვერ იბრუნებს მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს, რათა შემდგომში კვლავ მოახდინოს მისი დაკრედიტება და მიიღოს სარგებელი. ამდენად მიუღებელ შემოსავალს ითხოვენ წლიურ - 9 %-ს.
მოცემულ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) დაანგარიშებულია შემდეგი სახით, ძირი თანხა X წლიური 9% და გაყოფილია 365 დრეზე. ხოლო პირგასამტეხლო დღიური 0.02%-ზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მა------------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,სა---------–ოს ბანკს’’ და მა------------–---–ს შორის 2016 წლის 31 მაისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №4233146, რომლის მიხედვითაც მა------------–---–ზე გაიცა სესხი - 2 220 (ორი ატას ორას ოცი) ლარის ოდენობით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით, კრედიტის ვადა - 36 თვე, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 31.05.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N4233146 (იხ.ს.ფ. 22-27);
3.1.2. სს "სა---------–ოს ბანკის" მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად კერძოდ ბანკმა მსესხებელზე სრულიად გასცა კრედიტის თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (იხ.ს.ფ. 29);
3.1.3. მოპასუხემ დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ; (იხ.ს.ფ. 30);
3.1.4. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება (იხ.ს.ფ. 31-32);
3.1.5. დავალიანებაზე მოსარჩელის მიერ სა---------–ოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იყო სააპლიკაციო განცხადება გამარტივებული საქმისწარმოების შესახებ, თუმცა მოპასუხის მხრიდან წარდგენილი იქნა პროტესტი. შესაბამისად აპლიკანტს სს ,,სა---------–ოს ბანკს‘’) უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განახცადი (იხ.ს.ფ. 33-35);
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხე მა------------–---–ს სს ,,სა---------–ოს ბანკის’’ სასარგებლოდ 2018 წლის 06 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება -3 357.46 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2 220 ლარი, პროცენტი - 587.24 ლარი და პირგასამტეხლო - 550.22 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ; (იხ.ს.ფ. 30);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,სა---------–ოს ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''სა---------–ოს ბანკსა'' და მა------------–---–ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - მა------------–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,სა---------–ოს ბანკსა’’ და მა------------–---–ს) შორის გაფორმებული 2016 წლის 31 მაისს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მა------------–---–ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 2220.00 ლარი, რაც ძირითად მოვალემ - მა------------–---–მა აღიარა და სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
6.3. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 587.24 ლარს.
6.4. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სა---------–ოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 0.5% წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და ოდენობით სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო და განისაზღვროს 250 ლარით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა, როგორც დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღის - 2018 წლის 4 ივნისი მდგომარეობით, ასევე, ამ ცნობის გაცემიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შესაბამისად დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან 2018 წლის 4 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაკისრებელი პირგასამტეხლო ყოველდღიურად უნდა განისაზღვროს - 0.44 ლარით.
6.5. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხისათვის სს ,,სა---------–ოს ბანკის'' სასარგებლოდ 2016 წლის 31 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე რაც ყოველთვიურად შეადგენს 0.54 ლარს.
აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე საბანკო დაწესებულება გვევლინება, რომლის როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესი, კრედიტის გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღებაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება როგორც წესი მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს ( სამოქალაქო კოდექსის 867–ე მუხლი). ამდენად, საბანკო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა თუ რა ჩაითვლება მიუღებელ შემოსავლად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 872–ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი კი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალისთვის თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი. (იხ. თბლისის სააპელაციო სასმართლოს 07.06.2017 წლის №2ბ/840-17 გადაწყვეტილება).
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს სარგებლის გადახდა რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.54 ლარს.
სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 31 მაისის სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლში მითითებულია: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე.
გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.’’
სარჩელის აღძვრისას სს ,,სა---------–ოს ბანკის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 136.30 ლარი და უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შესაბამისად მოპასუხე მა------------–---–ს მოსარჩელე სს სა---------–ოს ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სახელმწიფო ბაჟის 123.68 ლარის და უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა გამარტივებული საქმისწარმოებისათვის სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის მოპასუხე მხარეზე დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედო სა---------–ოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში მა------------–---–ის (პ/ნ 4----------) სახელზე არსებულ ფულად სახსრებს/ანგარიშებს, 3457.46 ლარის ფარგლებში, ისე, რომ ყადაღა არ გავრცელდა საარსებო მინიმუმზე.
სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს სა---------–ოს ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე მა------------–---–ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე სს სა---------–ოს ბანკის სასარგებლოდ 31.05.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 3037.24 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2200 ლარი, პროცენტი - 587.24 ლარი, პირგასამტეხლო - 250 ლარი.
1.2. მოპასუხე მა------------–---–ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე სს სა---------–ოს ბანკის სასარგებლოდ 31.05.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი, 2018 წლის 4 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 0.54 ლარი.
1.3. მოპასუხე მა------------–---–ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე სს სა---------–ოს ბანკის სასარგებლოდ 31.05.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლო, 2018 წლის 4 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 0.44 ლარი.
2. მოპასუხე მა------------–---–ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე სს სა---------–ოს ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სახელმწიფო ბაჟის 123.68 ლარის და უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე