გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2537133-2/563-18წ.
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10.12.2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი
მოსარჩელე - მ----- ჯ-–-------ი
წარმომადგენელი - ე--------------–--ე
მოპასუხე - ნ-----–- ა------–---–ი
წარმომადგენელი - ა-–---------------–---–ი
მოპასუხე - ლ---- გ--------ე
წარმომადგენელი - რ-------------–---–-
მოთხოვნა - დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ განხილულ იქნა მ----- ჯ-–-------ის სარჩელი, მოპასუხის – ნ-----–- ა------–---–ის და ლ---- გ--------ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს არ უმსჯელია მოპასუხეების ლ---- გ--------ის და ნ-----–- ა------–---–ის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის სახით გადახდილი თანხის მოსარჩელისათვის დაკისრების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საპროესო ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკამყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამავე კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილია წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები - საგადასახადო დავალებები. კერძოდ ლ---- გ--------ის მიერ გაწული იქნა იურიდიული მომსახურების ხარჯი - 300 ლარი, ხოლო ნ-----–- ა------–---–ის მიერ - 250 ლარი. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელე მ----- ჯ-–-------ს მოპასუხე ლ---- გ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის, ხოლო ნ-----–- ა---------–--ის სასარგებლოდ - 250 ლარის გადახდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან საქმეზე მიღებულია ძირითადი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და სასამართლოს არ უმსჯელია მოპასუხეთა მხრიდან გაწეული ხარჯების შესახებ, მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 261-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მიღებული იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.
1.1. მოსარჩელე მ----- ჯ-–-------ს მოპასუხე ლ---- გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის გადახდა.
1.2. მოსარჩელე მ----- ჯ-–-------ს მოპასუხე ნ-----–- ა------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 250 ლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი