განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
330100118002420048
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – ნ----- ქ-----–---–ის

ბრალდებულ – მ--------- ა-–-----------ს

ადვოკატ – მ------ პ----–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– მ--------- ა-–---–-ს ძე ა-–-----------ს, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ხ-----------------------–----–------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, ამავე კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

მ--------- ა-–-----------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არაერთგზის;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--------- ა-–-----------ს მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით მ--------- ა-–----------- ქ------–--–---–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - კ-–---- ა-–-----------ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, მრავალჯერადად ხელისა და ფეხის გამოყენებით აყენებდა დარტყმებს სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--------- ა-–-----------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით.

 

გარდა ამისა, 2017 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით მ--------- ა-–----------- ქ------–--–---–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, თავის 10 წლის შვილიშვილს - თ---------- ჩ----–---–ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, მრავალჯერადად ხელისა და ფეხის გამოყენებით აყენებდა დარტყმებს სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--------- ა-–-----------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1-----------ს განაჩენით მ--------- ა-–----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 სექტემბრიდან - 2017 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.

 

იმყოფებოდა რა პირობითი მსჯავრის პირობებში, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით მ--------- ა-–----------- სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - კ-–---- ა-–-----------ს, რითაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--------- ა-–-----------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით.

 

გარდა ამისა, იმყოფებოდა რა პირობითი მსჯავრის პირობებში, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით მ--------- ა-–----------- სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან მცხოვრებ 10 წლის შვილიშვილს - თ---------- ჩ----–---–ს, რითაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--------- ა-–-----------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით.

 

გარდა ამისა, 2017 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით მ--------- ა-–----------- ქ------–--–---–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, თავის 10 წლის შვილიშვილს - თ---------- ჩ----–---–ს და მეუღლეს - კ-–---- ა-–-----------ს სისტემატურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ამასთან, ამ უკანასკნელს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, იმ შემთხვევაში თუ კ-–---- ა-–----------- დაუკავშირდებოდა სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტის შეტყობინების მიზნით. დაზარალებული კ-–---- ა-–----------- მ--------- ა-–-----------ს მუქარას რეალურად აღიქვამდა და ეშინოდა მისი.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--------- ა-–-----------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ მ--------- ა-–-----------ს მიერ ნამდვილად ჩადენილია ოჯახში ძალადობა და მუქარა, თუმცა არასწორია მის მიერ ჩადენილი ქმედებების სამართლებრივი შეფასება ბრალდების დადგენილებაში მითითებული სახით, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის, ქმედებების განხორციელების დროისა და ხასიათის გათვალისწინებით აშკარაა, რომ მ--------- ა-–----------- სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას როგორც 10 წლის შვილიშვილზე - თ---------- ჩ----–---–ზე, ისე მეუღლეზე - კ-–---- ა-–-----------ზე, ასევე სისტემატურად აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას, რაც ცალ-ცალკე კვალიფიკაციით არ უნდა შეფასდეს, რადგან ფიზიკური ძალადობაც და სისტემატური შეურაცხყოფა-დამცირებაც ერთი დანაშაულის (ოჯახში ძალადობის) ალტერნატიული ქმედებებია და თუ მათგან რომელიმეს ჩადენა დამოუკიდებელ დანაშაულს წარმოადგენს, მათი ერთდროულად ჩადენა ცალ-ცალკე კვალიფიკაციას არ იწვევს, მაგალითად, თუ ქმარმა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე, მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირდება იმის მიუხედავად, იმავდროულად მან სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირებაც განახორციელა თუ არა მეუღლის მიმართ, ხოლო თუ ქმარმა ზემოაღნიშნული ქმედებები ერთდროულად ჩაიდინა (ფიზიკური ძალადობაც და სისტემატური შეურაცხყოფაც), მისი ქმედებები ცალ-ცალკე კი არ უნდა დაკვალიფიცირდეს 1261-ე მუხლით, არამედ ერთი 1261-ე მუხლით, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, ფიზიკური ძალადობაც და სისტემატური შეურაცხყოფაც ერთი დანაშაულის (ოჯახში ძალადობის) ალტერნატიული ქმედებებია და მათი ერთდროულად ჩადენა ცალ-ცალკე კვალიფიკაციას არ იწვევს, ამდენად, ფიზიკური ძალადობისათვის ცალკე მუხლით (111,126-ე მუხლით) და სისტემატური შეურაცხყოფისათვის ცალკე მუხლით (1261-ე მუხლით) მ--------- ა-–-----------ს ქმედებები არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო.

 

რაც შეეხება მ--------- ა-–-----------ს ქმედებების კვალიფიკაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით (დაზარალებულ კ-–---- ა-–-----------ს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ---------- ჩ----–---–ის ეპიზოდი), აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს როგორც ერთჯერადად განხორციელებულ ძალადობას, ისე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახის წევრის მიმართ ერთჯერადად განხორციელდება ძალადობა თუ სისტემატურად, იგი მხოლოდ 1261-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს და სისტემატურობის გამო ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა 111,126-ე მუხლით კვალიფიკაციას არ იწვევს, მაგალითად, თუ ქმარმა ერთჯერადად იძალადა მეუღლეზე (დაარტყა ხელი), მისი ქმედება დაკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით, ასევე თუ ქმარი სისტემატურად ძალადობს მეუღლეზე (სცემს დილა-საღამო, ყოველდღიურად), მისი ქმედებაც დაკვალიფიცირდება ამ მუხლით, ოღონდ არა ცალ-ცალკე ეპიზოდებად, არამედ ერთიან დანაშაულად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს მათ შორის სისტემატურად განხორციელებულ ძალადობრივ აქტებსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ერთხელ დარტყმისთვის პირის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 1261-ე მუხლით, ხოლო სისტემატური ძალადობისთვის – 111,126-ე მუხლით, რაც არასწორი იქნება. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მ--------- ა-–-----------ს მხრიდან მეუღლისა და შვილიშვილის მიმართ 2017 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით განხორციელებული სისტემატური ძალადობა და 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა/დამცირება, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ერთიანი განგრძობადი დანაშაულის ალტერნატიულ ქმედებებს და მისი დაკვალიფიცირება უნდა მომხდარიყო ერთი მუხლით (1261-ე მუხლით) და არა ორი დამოუკიდებელი მუხლით (111,126-ე მუხლით სისტემატური ფიზიკური ძალადობის გამო და 1261-ე მუხლით სისტემატური შეურაცხყოფის გამო), როგორც მოცემულ შემთხვევაში მოხდა. შესაბამისად, დაზარალებულ თ---------- ჩ----–---–ის შემთხვევაში დამატებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო დაზარალებულ კ-–---- ა-–-----------ს შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით კვალიფიკაცია არის ზედმეტი, რის გამოც მ--------- ა-–-----------ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი, შესაბამისად, დაზარალებულ თ---------- ჩ----–---–ის მიმართ სახეზე იქნება მხოლოდ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო დაზარალებულ კ-–---- ა-–-----------ს მიმართ - 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომელთა ჩადენა უტყუარად დასტურდება საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ--------- ა-–-----------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა კ-–---- ა-–-----------მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ქ--------- ა-–-----------მ და ზ---- ა-–-----------მ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის შესახებ და დაზარალებულ კ-–---- ა-–-----------ს, მოწმეების ქ--------- ა-–-----------ს და ზ---- ა-–-----------ს მიერ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, მ--------- ა-–-----------ს მხრიდან 10 წლის შვილიშვილისა და მეუღლის მიმართ სისტემატური ძალადობისა და შეურაცხყოფის, ასევე მეუღლის მიმართ მუქარის ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

არასრულწლოვანი დაზარალებულის – თ---------- ჩ----–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, ირკვევა, რომ მ--------- ა-–----------- 2017 წლის სექტემბრის თვიდან, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას თ---------- ჩ----–---–ს და კ-–---- ა-–-----------ს. თ---------- ჩ----–---–ის განმარტებით, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი მ--------- ა-–----------- თითქმის ყოველდღე უყვიროდა, უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა მას, ასევე კვირაში სამჯერ მაინც აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ყოველივე აღნიშნულის გამო, იგი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. თ---------- ჩ----–---–ის განმარტებით, 2018 წლის 13 მარტს, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ--------- ა-–----------- დაბრუნდა სახლში და ოჯახის წევრებს დაუწყო ყვირილი და ლანძღვა-გინება, მან უთხრა, რომ სოციალურ მუშაკებს შეატყობინა მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ, რის გამოც დაზარალებულის განმარტებით “ბაბუა გახდა აგრესიული და მომვარდა, ამ დროს მე მეჭირა ბავშვი (ერთი წლის დეიდაშვილი) ... დამიწყო ცემა, ბებიამ ... გამომართვა ბავშვი და ცდილობდა ბაბუა მოეშორებინა ჩემთვის, თუმცა უშედეგოდ, ბაბუა მცემდა და შემდეგ ყელში წამიჭირა ხელები და მახრჩობდა”. ხოლო იმის გამო, რომ ბებია ვერ ახერხებდა მ--------- ა-–-----------ს მისგან მოშორებას, უთხრა, რომ პოლიციაში დარეკავდა, თუმცა მ--------- ა-–----------- ბებიას დაემუქრა, რომ თუ დააკავებდნენ, ციხიდან რომ გამოვიდოდა „ცეცხლს წაგვიკიდებდა და დაგვხოცავდა“, რის გამოც ბებიას შეეშინდა და ვერ დარეკა პოლიციაში. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც ბაბუა სცემდა, იგი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, ხოლო როდესაც აგინებდა, უყვირიდა და ლანძღავდა, – განიცდიდა ტანჯვას. არასრულწლოვანის თქმით, მისი მდგომარეობა არის გაუსაძლისი.

დაზარალებულ თ---------- ჩ----–---–ის მორალური დამცირებისა და ტანჯვის ფაქტი დასტურდება სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის თანახმად, სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით და წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, თ---------- გ-------ს ძე ჩ----–---–მა ბაბუის - მ--------- ა-–-----------ს ქმედებებით განიცადა მორალური დამცირება და მორალური ტანჯვა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა თ------- კ-----მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

მოწმე ზ-------- ჭ----------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეთა მიერ ასევე უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, დადგენილია, რომ იგი არის კ-–---- ა-–-----------ს და. იგი 2018 წლის თებერვლის ბოლოდან 2018 წლის 13 მარტის მდგომარეობით იმყოფებოდა დის ოჯახში სტუმრად. აღნიშნულ პერიოდში იგი არაერთხელ შესწრებია მ--------- ა-–-----------ს მხრიდან კ-–---- ა-–-----------ს, თ---------- ჩ----–---–ისა და ოჯახის სხვა წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს, კერძოდ, მ--------- ა-–----------- უმიზეზოდ „აგინებს, ლანძღავს უწმაწური სიტყვებით“, რის გამოც ისინი განიცდიან ფსიქოლოგიურ ტანჯვას. იგი ასევე, „სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ზ---- ა-–-----------ს შვილს – თ---------- ჩ----–---–ს, რის გამოც ბავშვი განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას“. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტს, გვიან ღამით გააღვიძა მ--------- ა-–-----------ს „ღრიალმა“, როგორც მისთვის კ-–---- ა-–-----------სგან გახდა ცნობილი, მ--------- ა-–-----------მ სცემა და ასევე ცდილობდა თ---------- ჩ----–---–ის დახრჩობას, იმის გამო, რომ ბავშვმა სოციალურ მუშაკებს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ მოუყვა. მოწმე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მ--------- ა-–----------- განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა თ---------- ჩ----–---–ის მიმართ, „სრულიად უმიზეზოდ ბავშვს აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც ბავშვს განაცდევინებს ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას“. მოწმის განმარტებით, მ--------- ა-–----------- არის „არაადეკვატური, აგრესიული და ვერ აცნობიერებს თავის საქციელს“. მისი თანდასწრებით მ--------- ა-–-----------ს მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ, განსაკუთრებით კი მისი დის მიმართ, არაერთხელ განხორციელებულა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომ „გადაასხავს ბენზინს“ და „ყელს გამოჭრის“, რასაც ეს უკანასკნელი მ--------- ა-–-----------ს არამდგრადი პიროვნებიდან გამომდინარე, რეალურად აღიქვამს.

 

თბილისის პრობაციის ბიუროს სოციალურმა მუშაკმა - მ--- ვ------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის იანვრის თვეში განახორციელა მ--------- ა-–-----------ს ოჯახში ვიზიტი, რა დროსაც გაესაუბრა მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მეუღლეს - კ-–---- ა-–-----------ს, რომელმაც უთხრა, რომ საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მ--------- ა-–----------- ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც ძალადობდა მასზე და არასრულწლოვან შვილიშვილზე - თ---------- ჩ----–---–ზე, ხოლო შვილებს - ზ---- ა-–-----------ს და ქ--------- ა-–-----------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ოჯახის წევრების განმარტებით, შიშის გამო ვერ მიმართავდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან მ--------- ა-–----------- იყო ნასამართლევი და ეშინოდათ მისი. აღნიშნულის გამო, მან რეაგირებისათვის მიმართა თბილისის ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის ი-----------------------–-------- სოციალურმა მუშაკებმა - ნ---- მ-----–-–---–მა, შ------- მ-----–-–---–მა და ნ--- მ-------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ ისანი-სამგორის სერვისცენტრში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოდან შევიდა პრობაციის სააგენტოდან გადაგზავნილი შეტყობინება, რომლის მიხედვით მ--------- ა-–----------- ახდენდა ძალადობას მეუღლესა და არასრულწლოვან შვილიშვილზე. მათ ერთად განახორციელეს ვიზიტი მ--------- ა-–-----------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გაესაუბრნენ კ-–---- ა-–-----------ს, ქ--------- ა-–-----------ს და თ---------- ჩ----–---–ს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მ--------- ა-–----------- სისტემატურად ახდენდა მეუღლესა და შვილიშვილზე ძალადობას. ასევე აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს იმიტომ ვერ მიმართავდნენ, რომ ეშინოდათ, რადგან მათ ძალადობისათვის ნასამართლევი მ--------- ა-–----------- ეუბნებოდა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოებში განაცხადებდნენ მისი საქციელის შესახებ, „ყელს გამოჭრიდათ“. აღნიშნულის შემდეგ, ნ---- მ-----–-–---–მა რეაგირებისათვის მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის თანამშრომელი - მოწმე მ------ გ-------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 22 მარტს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მ--------- ა-–-----------, რომლის მიმართაც გაცემული იყო სასამართლოს განჩინება დაკავების შესახებ, უნდა ყოფილიყო ქ.თბილისში, წ------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, ხოლო მოწმე თ---------- თ------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 22 მარტს მონაწილეობა მიიღო მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ მ--------- ა-–-----------ს დაკავებაში. მოწმის განმარტებით, ადგილზე შედგა დაკავების ოქმი, რაც ბრალდებულმა დაადასტურა ხელმოწერით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის თანამშრომლები – თ----- გ------–--ე, გ---–- დ------–---–ი და შ------- მ------–---–ი, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

ამდენად, გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ--------- ა-–-----------მ ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, მათ შორის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი წევრის მიმართ ფიზიკური ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (დაზარალებულ თ---------- ჩ----–---–ის ეპიზოდი), ასევე ჩაიდინა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (დაზარალებულ კ-–---- ა-–-----------ს ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა იმაში, რომ მ--------- ა-–----------- კ-–---- ა-–-----------ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, იმ შემთხვევაში, თუ იგი დაუკავშირდებოდა სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტის შეტყობინების მიზნით. დაზარალებული კ-–---- ა-–----------- მ--------- ა-–-----------ს მუქარას რეალურად აღიქვამდა და ეშინოდა მისი.

 

ე.ი. მ--------- ა-–-----------მ ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით (დაზარალებულ კ-–---- ა-–-----------ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ---------- ჩ----–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება, რომ მ--------- ა-–-----------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანი შვილიშვილისა და მეუღლის მიმართ სისტემატურ ძალადობას, შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც დაზარალებულთა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, კერძოდ, მ--------- ა-–-----------ს მხრიდან არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა დადასტურებულია თავად თ---------- ჩ----–---–ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც აღწერს, თუ როგორ დაუნდობლად უსწორდებოდა „ბაბუა მ---------ი“, ასევე ზ-------- ჭ----------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც აღნიშნავს, რომ მ--------- ა-–----------- განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა თ---------- ჩ----–---–ის მიმართ, „სრულიად უმიზეზოდ ბავშვს აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც ბავშვს განაცდევინებს ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას“. აღნიშნული გამოკითხვის ოქმები სრულ თანხვედრაშია სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნასთან, რომლის თანახმად, „თ---------- ჩ----–---–მა ბაბუის - მ--------- ა-–-----------ს ქმედებებით განიცადა მორალური დამცირება და მორალური ტანჯვა“. რაც შეეხება მ--------- ა-–-----------ს მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებულ სისტემატურ ძალადობას, შეურაცხყოფასა და დამცირებას, აღნიშნული დასტურდება თ---------- ჩ----–---–ის გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმად, საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, „ბაბუა მ---------იმ დაიწყო ალკოჰოლური სასმელის დალევა და ბებიასთვის – კ-–----სთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.“ ასევე, ზ-------- ჭ----------ის გამოკითხვის ოქმით, რომელმაც დაადასტურა მ--------- ა-–-----------ს მხრიდან კ-–---- ა-–-----------ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი და აღნიშნა, რომ იგი უმიზეზოდ „აგინებს, ლანძღავს უწმაწური სიტყვებით“.

 

რაც შეეხება მუქარას, გარდა დაზარალებულ თ---------- ჩ----–---–ის გამოკითხვის ოქმისა, რომლის თანახმად, მ--------- ა-–----------- დაემუქრა კ-–---- ა-–-----------ს ცეცხლის წაკიდებითა და სიცოცხლის მოსპობით, თუ სამართალდამცავ ორგანოებში დაასმენდა, ასევე დასტურდება თვითმხილველი მოწმის ზ-------- ჭ----------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც განმარტავს, რომ მ--------- ა-–-----------ს მისი თანდასწრებით არაერთხელ განუხორციელებია მისი დის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომ „გადაასხავს ბენზინს“ და „ყელს გამოჭრის“. საგულისხმოა, რომ ბრალდებული იყო აგრესიული და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რაც მსხვერპლს საფუძვლიანად უჩენდა მუქარის განხორციელების შიშს. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის მუქარის სისრულეში მოყვანა, არამედ საკმარისია მისი რეალურობის აღქმა და ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებული კ-–---- ა-–----------- მართლაც რომ შეშინებული იყო მეუღლის მუქარით, დადასტურებულია დაზარალებულ თ---------- ჩ----–---–ის გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმად, „ბებიას შეეშინდა მუქარისა და იმიტომ არ დარეკა პოლიციის განყოფილებაში“, ასევე, ზ-------- ჭ----------ე აღნიშნავს, რომ მ--------- ა-–-----------ს არამდგრადი პიროვნებიდან გამომდინარე, კ-–---- ა-–----------- მუქარას რეალურად აღიქვამდა.

 

მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა და ბრალდებულის პიროვნება (იგი მუდმივად კონფლიქტურია, მიდრეკილია ოჯახში ძალადობისაკენ, მოძალადე მუქარის პროცესში იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და იყო უკიდურესად აგრესიული). ყოველივე აღნიშნულმა ერთობლიობაში დაზარალებულში სუბიექტურად წარმოშვა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა მის დაშინებაში და პოლიციისათვის მიმართვისაგან თავის შეკავებაში.

 

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მ--------- ა-–-----------ს მიერ მუქარა ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ, მას ყოფილი მეზობლები ახასიათებენ დადებითად, მის მიმართ მეუღლეს პრეტენზია აღარ აქვს მაგრამ აღსანიშნავია, რომ მ--------- ა-–----------- არავითარ სინანულს არ გამოხატავს მისი ძალადობრივი ქმედებების გამო და არ გამოთქვამს მზაობას, რომ შეცვლის დამოკიდებულებას ოჯახის წევრების მიმართ და მათთან ერთად გააგრძელებს ნორმალურ თანაცხოვრებას. მისი ოჯახის წევრები მისი საქციელის გამო იმყოფებიან გაუსაძლის პირობებში, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელსაც მისი მხრიდან არა აქვს შექმნილი ჯანსაღი ატმოსფერო, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდისა და განვითარებისათვის. ამ ფონზე მეტად შემაშფოთებელია ბავშვის დედის დამოკიდებულება შექმნილი სიტუაციის მიმართ, რომელმაც არ მიიღო აუცილებელი ზომები ბავშვის ინტერესების დასაცავად, უფრო მეტიც, სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი და 10 წლის შვილის ინტერესებზე მაღლა დააყენა მოძალადე მამის ინტერესი, რაც სრულიად გაუმართლებელ და არაადეკვატურ პოზიციად უნდა შეფასდეს. დედის პოზიციის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–2 და მე–3 მუხლები მკაფიოდ ავალდებულებს სახელმწიფოებს, ეფექტური პრევენციის გზით დაიცვან მსხვერპლი ძალადობისაგან, განსაკუთრებით კი როცა საქმე ეხება ქალებსა და ბავშვებს.

 

ყურადსაღებია, რომ დანაშაულის ჩადენის დროისათვის მ--------- ა-–----------- ნასამართლევი იყო ანალოგიური ძალადობრივი დანაშაულისათვის (რის გამოც სახეზეა ამ დანაშაულის ჩადენა არაერთგზის) და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი მიდრეკილია ოჯახში ძალადობის ჩადენისაკენ. მართალია, არაერთგზისობა და არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ჩადენა ვერ განიხილება მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილი კვალიფიკაცია თავის მხრივ მოიცავს ამ გარემოებებსაც (1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტები), ხოლო რაც შეეხება მუქარის ბრალდებას, მასთან მიმართებით სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ერთის მხრივ ითვალისწინებს ძალადობის არაერთჯერად და სისტემატურ ხასიათს, განსაკუთრებით 10 წლის შვილიშვილის მიმართ, და მეორეს მხრივ, იმ გარემოებას, რომ ბრალდებული მიდრეკილია ოჯახში ძალადობისაკენ და მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო ერთხელ უკვე დანიშნულმა არასაპატიმრო სასჯელმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, მან პირობითი მსჯავრის პირობებში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაულები, რის გამოც მის მიმართ კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს გამომდინარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან, ხოლო სხვა არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ხასიათისა და მათი სისტემატურობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მისი მხრიდან ანალოგიური ძალადობრივი ქმედებების გაგრძელების რისკი მაღალია და სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები დაზარალებულების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, ასევე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--------- ა-–-----------ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება (დაზარალებულ თ---------- ჩ----–---–ის ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

2. მ--------- ა-–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით, დაზარალებულ თ---------- ჩ----–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. მ--------- ა-–-----------ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება (დაზარალებულ კ-–---- ა-–-----------ს ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

4. მ--------- ა-–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით, დაზარალებულ კ-–---- ა-–-----------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. მ--------- ა-–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით, მ--------- ა-–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მ--------- ა-–-----------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1-----------ს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, მ--------- ა-–-----------ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

8. მსჯავრდებულ მ--------- ა-–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 მარტიდან.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი