გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010224018002496873
N2/2502-2018წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
განმცხადებელი - ლა------ა ხუ-----ე
მხარდაჭერის მიმღები პირი - ქრ------ე კო-----ა
მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი - ნატო ირ----ე
დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი - თამარ ბა----–--ე
მოთხოვნის არსი - მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა, მხარდამჭერად დანიშვნა და მხარდამჭერის უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის მოთხოვნა
1.1. ქრ------ე კო-----ას მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა;
1.2. ქრ------ე კო-----ას მხარდამჭერად ლა------ა ხუ-----ის ცნობა;
1.3. ქრ------ე კო-----ას მხარდამჭერი პირის - ლა------ა ხუ-----ის მხარდაჭერის ფარგლებისა და მხარდამჭერის უფლება-მოვალეობების განსაზღვრა;
2. მხარდაჭერის მიმღები პირის, მისი ადვოკატისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:
მხარდაჭერის მიმღებმა პირმა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შეძლო კომუნიკაციის დამყარება, ხოლო მისმა ადვოკატმა მოთხოვნას მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი სრული მოცულობით დაკმაყოფილება.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმცხადებლის მოთხოვნას მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი იმ მოცულობით, რაც განცხადებაშია მითითებული.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები პროცესის მონაწილეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლა------ა ხუ-----ე არის ქრ------ე კო-----ას დედა. ქრ------ე კო-----ას დადგენილი აქვს დიაგნოზი - მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა F72, რაც გამოწვეულია გართულებული ორსულობისა და ნაადრევი, პათოლოგიური მშობიარობის შედეგად. რაც მას ხელს უშლის სხვებთან თანაბარ პირობებში სრულად და ეფექტურად მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მას არ შეუძლია საკუთარი უფლებების რეალიზება, ქრ------ე კო-----ას მზრუნველობას უწევს დედა ლა------ა ხუ-----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლა------ა ხუ-----ის პირადობის მოწმობის ასლი.
- ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ ლა------ა კო-----ას სახელზე;
- ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა.
- განცხადება ადვოკატის გამოყოფის თაობაზე.
- ქრ------ე კო-----ას პირადობის მოწმობის ასლი.
- ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა.
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობა მხარდამჭერად საცნობი პირის შესახებ.
- ორდერი.
3.2.2. სასამართლო, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.09.2018 წლის ამბულატორიული სასამართლო ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის №006384618 დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქრ------ე კო-----ას აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ქრ------ე კო-----ას ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი მკვეთრადაა გამოხატული. მისი მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია. მისი გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. ქრ------ე კო-----ას სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრადაა დაქვეითებული, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ქრ------ე კო-----ას ესაჭიროება მხარდამჭერი: შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტით (პენსია, დახმარება და სხვა) სარგებლობის მიზნით, ქრ------ე კო-----ას ესაჭირეობა მხარდამჭერი ყველა სხვა სფეროში. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია განისაზრვროს ხუთი წლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის განმარტება.
- ექსპერტიზის დასკვნა.
- ექსპერტთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
- ადვოკატის განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
- ცნობა მხარდამჭერად საცნობი პირის ნასამართლობის შესახებ.
- ცნობა მხარდამჭერად საცნობი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
3.2.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქრ------ე კო-----ა საჭიროებს მხარდაჭერას. ქრ------ე კო-----ას დედა, ლა------ა ხუ-----ე თანახმაა იყოს მისი მხარდამჭერი. მას გააჩნია ყველა ის ნიშან-თვისება, რაც აუცილებელია ჰქონდეს მხარდამჭერს და არ არსებობს მხარდამჭერად მისი დანიშვნის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის განმარტება.
- ექსპერტიზის დასკვნა.
- ადვოკატის განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
- ცნობა მხარდამჭერად საცნობი პირის ნასამართლობის შესახებ.
- ცნობა მხარდამჭერად საცნობი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობა მხარდამჭერად საცნობი პირის შესახებ.
- სასამართლოს გადაწყვეტილება ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება მეურვის დანიშვნის შესახებ;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა რა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოუსმინა განმცხადებელს, მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებების დამცველ ადვოკატს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, მიიჩნევს, რომ განცხადება ქრ------ე კო-----ას მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის, მის მხარდამჭერად ლა------ა ხუ-----ის ცნობისა და მხარდამჭერი პირისათვის მხარდაჭერის ფარგლებისა და მხარდამჭერის უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე, 12771-ე, 1280-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771-ე მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ქრ------ე კო-----ა საჭიროებს მხარდაჭერას და მას უნდა დაენიშნოს მხარდამჭერი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. ხოლო ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.
განსახილველ საქმეზე მხარდაჭერის მიმღები პირის, ქრ------ე კო-----ას მხარდამჭერად უნდა დაინიშნოს მისი დედა განმცხადებელი ლა------ა ხუ-----ე, რომელიც თანახმაა იყოს ქრ------ე კო-----ას მხარდამჭერი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ განცხადება ქრ------ე კო-----ას მხარდაჭერის მიმღებ პირად აღიარების შესახებ აღძრულია მისი ახლობლის მიერ.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება განცხადება; ბ) სფერო, რომელშიც პირს მხარდაჭერა სჭირდება, აგრეთვე პირის მხარდაჭერის საჭიროება მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით; გ) ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას; დ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს და იმ ფაქტს, რომ პირს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ე) განმცხადებლის მოთხოვნა, რაც დაცულია განმცხადებლის მიერ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით განმცხადებელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და სოციალური ექსპერტის დასკვნები პირის ფსიქიკური მდგომარეობის და სოციალური ადაპტაციის შესახებ, არსებობის შემთხვევაში.
განსახილველ საქმეზე, სასამართლო, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.09.2018 წლის ამბულატორიული სასამართლო ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის №006384618 დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქრ------ე კო-----ას აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური დარღვევების ხარისხი მკვეთრადაა გამოხატული. მისი მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია. მისი გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრადაა დაქვეითებული, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ქრ------ე კო-----ას ესაჭიროება მხარდამჭერი: შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური უზრუნველყოფის (პენსია, სოციალური შემოწმება) მიღება, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროში, ასევე ესაჭიროება მხარდამჭერი ყველა სხვა სფეროში. მხარდამჭერის გადასინჯვის ვადა კი რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაესწროს სასამართლო სხდომას, მისი მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პირთან მოსამართლის პირდაპირი კონტაქტი. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლო სხდომის ვიდეოფაილის სახით ჩაწერა. სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს სხდომაში პირის კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით მონაწილეობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უზრუნველყო საქმის განხილვაში მხარდაჭერის მიმღები პირის მონაწილეობა ელექტრონული საშუალების გამოყენებით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319-ე მუხლით, პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.
მითითებული ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღები პირი საქმის განხილვისას უზრუნველყოფილი იყო ადვოკატით.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36321-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები; ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები; გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს; ე) პირის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სხვა გარემოებები.
6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36324-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 36321-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე 257-ე, 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლა------ა ხუ-----ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. ქრ------ე კო-----ა (პ/ნ 61306081600; დაბ. 04.06.2000წ.) ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: წვრილმანი გარიგების დადება, შრომითი საქმიანობა, სამეწარმეო საქმიანობა, სოციალური პაკეტით (პენსია, დახმარება და სხვა) სარგებლობა, წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელება საპენსიო ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, წარმომადგენლობის უფლება საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის ს.ს. ,,ლიბერთი ბანკში“.
3. ქრ------ე კო-----ას (პ/ნ 61306081600; დაბ. 04.06.2000წ.) მხარდამჭერად დაენიშნოს ლა------ა ხუ-----ე (პ/ნ 61007005097). ლა------ა ხუ-----ეს ქრ------ე კო-----ას მხარდაჭერისათვის განესაზღვროს უფლება-მოვალეობათა ფარგლები, შემდეგი მოცულობით:
ა) მიენიჭოს მხარდაჭერის მიმღები პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, მათ შორის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთობაში;
ბ) მიენიჭოს მხარდაჭერის მიმღები პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დამოუკიდებლად, მხარდასაჭერი პირის თანხმობის გარეშე, სს ,,ლიბერთი ბანკში”ან/და სხვა საბანკო დაწესებულებებში, მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის (პენსია ან სხვა სოციალური ან დახმარება) დანიშვნა-ცვლილება/მიღებასთან დაკავშირებით;
გ) მიეცეს უფლება მხარდაჭერის მიმღები პირის სახელით მიმართოს ადმინისტრაციულ დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს განცხადებით, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია (მათ შორის პირის პერსონალური მონაცემები);
დ) მიენიჭოს მხარდაჭერის მიმღები პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება , დამოუკიდებლად, მხარდასაჭერი პირის თანხმობის გარეშე, მხარდაჭერის მიმღებ პირს გაუხსნას ანგარიში ბანკში, მიიღოს პლასტიკური ბარათი, აიღოს მისი კუთვნილი პენსია, დახმარება ან/და სხვა ფულადი თანხები; განაცხადოს თანხმობა მკურნალობაზე.
ე) წარმოადგინოს მხარდაჭერის მიმღები პირი საქართველოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოში პირადი დოკუმენტების (პირადობის მოწმობის, პასპორტის) მისაღებად.
4. მხარდამჭერ პირს განემარტოს მისი უფლება-მოვალეობები:
ა) მხარდამჭერი ვალდებულია სრულყოფილად იზრუნოს მხარდამჭერის მიმღებ პირზე, დაიცვას მისი კანონიერი ინტერესები, იყოს მზრუნველი და გაუწიოს ყველა აუცილებელი დახმარება, კეთილსინდისიერად გამოიყენოს მინიჭებული უფლებამოსილება კანონიერი ინტერსების დაცვის მიზნებისათვის.
ბ) მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
გ) მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
დ) მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
5. მხარდაჭერის ვადა განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით და ლა------ა ხუ-----ის როგორც მხარდამჭერის უფლებამოსილება გადაისინჯოს ხუთი წლის თავზე, 2023 წლის 15 ივნისამდე.
6. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
7. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.
8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.
10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.
11. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
12. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
13. განმცხადებელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან.
14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30).
15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე