გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.12.2018
საქმის ნომერი
330310018002675066
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6419-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

3 დეკემბერი, 2--- წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დ----- წ--------–-

სხდომის მდივანი ს--–---- ზ---–---–-

 

მოსარჩელე - ღუ------ თო-----

წარმომადგენელი - ზუ---- თო-----

 

მოპასუხე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

წარმომადგენელი - და--- გუ------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2--- წლის 2-------------- №4----- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ღუ------ თო-----ს 1--- წლის ი---------- 1--- წლის ი---------- გ---–-----–-- რაიონის სოფელ ბ----–----- ტერიტორიაზე მდებარე საგზაო-სამშენებლო სამმართველოში მძღოლის თანამდებობაზე შრომითი საქმიანობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ღუ------ თო-----ს 1--- წლის ი----------, 1--- წლის ი---------- გ---–-----–-- რაიონის სოფელ ბ----–----- ტერიტორიაზე მდებარე საგზაო-სამშენებლო სამმართველოში მძღოლის თანამდებობაზე შრომითი საქმიანობის დადასტურების შესახებ.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ ცნო სარჩელი. მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ არის დაცული მოსარჩელის შრომითი საქმიანობის შესახებ არქივი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

მოსარჩელე ღუ------ თო-----მ განცხადებით მიმართა მოპასუხეს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ითხოვა მისი 1--- წლის ი---------- 1--- წლის ი---------- გ---–-----–-- რაიონის სოფელ ბ----–----- ტერიტორიაზე მდებარე საგზაო-სამშენებლო სამმართველოში მძღოლის თანამდებობაზე შრომითი საქმიანობის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2--- წლის 2-------------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ღუ------ თო-----ს განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში დაცული არ არის შესაბამისი არქივი.

 

საქმეში წარმოდგენილი გულნაზი შონიას და ნუკრი ქობალიას განცხადებების მიხედვით, ისინი ადასტურებენ, რომ მოსარჩელე ღუ------ თო----- 1--- წლის ი---------- 1--- წლის ი---------- გ---–-----–-- რაიონის სოფელ ბ----–----- ტერიტორიაზე მდებარე საგზაო-სამშენებლო სამმართველოში მძღოლის თანამდებობაზე მუშაობდა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2--- წლის 2----------------------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 14);

- განცხადებები (ს.ფ. 15-16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულება--- სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ღუ------ თო-----ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს შრომის კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლება--- და ძირითად თავისუფლება--- დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება--- და მოვალეობა--- განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2--- წლის 2-------------- №4----- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ღუ------ თო-----ს 1--- წლის ი---------- 1--- წლის ი---------- გ---–-----–-- რაიონის სოფელ ბ----–----- ტერიტორიაზე მდებარე საგზაო-სამშენებლო სამმართველოში მძღოლის თანამდებობაზე შრომითი საქმიანობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია, იგი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, მოსარჩელე ღუ------ თო-----ს მოთხოვნა მისი შრომითი საქმიანობის (სტაჟის) თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ღუ------ თო-----მ განცხადებით მიმართა მოპასუხეს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ითხოვა მისი 1--- წლის ი---------- 1--- წლის ი---------- გ---–-----–-- რაიონის სოფელ ბ----–----- ტერიტორიაზე მდებარე საგზაო-სამშენებლო სამმართველოში მძღოლის თანამდებობაზე შრომითი საქმიანობის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემა, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2--- წლის 2-------------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ღუ------ თო-----ს განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში დაცული არ არის შესაბამისი არქივი.

 

სასამართლო მიუთითებს 2010 წლამდე მოქმედ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, შრომის წიგნაკი წარმოადგენდა ძირითად დოკუმენტს მუშის ან მოსამსახურის შრომითი საქმიანობის შესახებ. შრომის წიგნაკი შედგებოდა ყველა მუშასა და მოსამსახურეზე, რომლებიც საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობდნენ ხუთ დღეზე მეტს. შრომის წიგნაკში იწერებოდა ცნობები მუშაკისა და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, აგრეთვე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში შრომითი წარმატებისათვის წახალისებისა და დაჯილდოებების თაობაზე. სასჯელი შრომის წიგნაკში არ ჩაიწერებოდა.

 

მითითებული კოდექსის მე-19 მუხლის სამუშაოზე მიღება ფორმდებოდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ბრძანებით (განკარგულებით). ბრძანების (განკარგულების) გამოცხადების შესახებ მუშაკს ჩამოართმევენ ხელწერილს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლამდე მოქმედ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მუშაკს უფლება ჰქონდა მოეთხოვა ადმინისტრაციისაგან შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა, რის შესახებაც მას ორი კვირით ადრე წერილობით უნდა გაეფრთხილებინა ადმინისტრაცია. საპატიო მიზეზით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტისას ადმინისტრაცია წერილობით სამი დღით ადრე უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული. ამ ვადის გასვლის შემდეგ მუშაკს უფლება ჰქონდა შეეწყვიტა მუშაობა და შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა. ადმინისტრაცია მოვალე იყო გაესწორებინა მუშაკისათვის საბოლოო ანგარიში და დაებრუნებინა მისთვის შრომის წიგნაკი.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ სადავო პერიოდის დროს მოქმედი კანონმდებლობით, შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები გათვალისწინებული იყო შრომის წიგნაკის, ბრძანების, ხელშეკრულების და ა.შ. სახით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით დღეის მდომარეობით არ არსებობს შესაბამისი არქივი, მოსარჩელეს, ზემოთ აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ჰქონდა შესაძლებლობა თვითონ ჰქონოდა სა---ნადო დოკუმენტი (შრომის წიგნაკი, ბრძანება, შრომითი ხელშეკრულება და ა.შ.), რომელიც შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას დაადასტურებდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ღუ------ თო-----ს საქმეში წარმოდგენილი არა აქვს არცერთი ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც მის შრომით საქმიანობას დაადასტურებდა. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება (დოკუმენტი), რომელიც მოსარჩელის შრომით საქმიანობას დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ პერიოდში.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა - გულნაზი შონიას და ნუკრი ქობალიას განცხადებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელე ღუ------ თო----- 1--- წლის ი---------- 1--- წლის ი---------- გ---–-----–-- რაიონის სოფელ ბ----–----- ტერიტორიაზე მდებარე საგზაო-სამშენებლო სამმართველოში მძღოლის თანამდებობაზე მუშაობდა, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე შრომითი საქმიანობის დადასტურება სამართლებრივად საფუძველს არის მოკლებული.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნა--- საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2--- წლის 2-------------- №4----- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ღუ------ თო-----ს 1--- წლის ი---------- 1--- წლის ი---------- გ---–-----–-- რაიონის სოფელ ბ----–----- ტერიტორიაზე მდებარე საგზაო-სამშენებლო სამმართველოში მძღოლის თანამდებობაზე შრომითი საქმიანობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი არ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები გა---ვისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გა---ვისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ღუ------ თო-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე დ----- წ--------–-