გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2018
საქმის ნომერი
330210018002346099
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7440-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

 

მოსარჩელე - სსიპ ს----–-–-------------------------–------------

წარმომადგენელი - მა-------–--–-–---–-

 

მოპასუხე - ვა-------------

წარმომადგენლები - ცე-------------------

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ვ--------------სათვის მოსარჩელე სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს სასარგებლოდ პრივატიზაციის საფასურის 6980 ლარისა და პირგასამტეხლოს - 32 915.75 ლარის გადახდის დაკისრება.

ს---------–-–-------------------------–-----------ს და ფიზიკურ პირ ვა-------------ს შორის 2016 წლის 25 აპრილს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ღ----------------------ში მდებარე 41304 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ N2, N3, N4, N5, N6-N15 შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები.

 

ხელშეკრულების თანახმად, გადაცემული ქონების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა 34 000 ლარით, რაც ამავე ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად ვა-------------ს უნდა გადაეხადა ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, რაც დღემდე არ არის გადახდილი.

 

ხელშეკრულების 4.1.1. მუხლის თანახმად, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ღ-------------------------ში მდებარე 41304 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა არაუგვიანეს 2016 წლის 25 ოქტომბრისა.

 

სააგენტოს თანამშრომელთა მიერ 25.10.2016 წელს განხორციელებული ობიექტის ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ იქნა შესრულებული, არ განხორციელებულა შენობა-ნაგებობა N11-ის დემონტაჟი და ტერიტორიიდან არ იქნა გატანილი სამშენებლო ნარჩენები.

 

ხელშეკრულების 4.1.3 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების 4.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა მყიდველს სააგენტოში უნდა წარმოედგინა აუდიტორული საექსპერტო დასკვნა - მომზადებული „საწარმოსათვის აუდიტორული ფინანსური-ანგარიშების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ.

 

მოპასუხის მიერ 22.11.2016 და 08.12.2016 წელს წარმოდგენილ იქნა ექსპერტის დასკვნა, რომელიც არ არის „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრულ საექსპერტო ან/და აუდიტორულ კომპანიათა ნუსხის ჩამონათვალში.

 

ვა-------------ს სააგენტოს 13.06.2016 N-------, 04.11.2016 N------- და 28.11.2016 N------- წერილებით ეცნობა დაკისრებული პირგასამტეხლოს თაობაზე და განესაზღვრა ვადა მისი გადახდისათვის.

 

სააგენტოს საფინანსო სამსახურის 21.12.2016 და 13.01.2017 სამსახურებრივი ბარათებით დასტურდება, რომ ს---------–-–-------------------------–-----------სა და ფიზიკურ პირ ვა-------------ს შორის 25.04.2016 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო მოპასუხეს არ გადაუხდია.

 

ს---------–-–-------------------------–-----------სა და ფიზიკურ პირ ვა-------------ს შორის 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესახებ სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 2016 წლის 20 დეკემბრის N-------- ბრძანებით შეწყდა სააგენტოსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ 6980 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, უკანონო და უსაფუძვლო. მოთხოვნა პირგასამტეხლოს თაობაზე მოსარჩელეს უნდა დაეყენებინა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთანავე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს---------–-–-------------------------–-----------ს და ფიზიკურ პირ ვა-------------ს შორის 2016 წლის 25 აპრილს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ღ----------------------ში მდებარე 41304 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ N2, N3, N4, N5, N6-N15 შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები.

 

ხელშეკრულების თანახმად, გადაცემული ქონების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა 34 000 ლარით, რაც ამავე ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად ვა-------------ს უნდა გადაეხადა ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, რაც დღემდე არ არის გადახდილი.

 

ხელშეკრულების 4.1.1. მუხლის თანახმად, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ღ-------------------------ში მდებარე 41304 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა არაუგვიანეს 2016 წლის 25 ოქტომბრისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 25.04.2016 ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

3.1.2. 25.10.2016 წელს განხორციელებული ობიექტის ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულდა, არ განხორციელებულა შენობა-ნაგებობა N11-ის დემონტაჟი და ტერიტორიიდან არ იქნა გატანილი სამშენებლო ნარჩენები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 25.10.2016 სამსახურებრივი ბარათი.

 

3.1.3. ხელშეკრულების 4.1.3 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების 4.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა მყიდველს სააგენტოში უნდა წარმოედგინა აუდიტორული საექსპერტო დასკვნა - მომზადებული „საწარმოსათვის აუდიტორული ფინანსური-ანგარიშების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ.

 

მოპასუხის მიერ 22.11.2016 და 08.12.2016 წელს წარმოდგენილ იქნა ექსპერტის დასკვნა, რომელიც არ არის „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრულ საექსპერტო ან/და აუდიტორულ კომპანიათა ნუსხის ჩამონათვალში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 25.04.2016 ნასყიდობის ხელშეკრულება;

- შპს „ლილეოს“ 25.10.2016 საექსპერტო დასკვნა.

 

3.1.4. ვა-------------ს სააგენტოს 13.06.2016 N-------, 04.11.2016 N------- და 28.11.2016 N------- წერილებით ეცნობა დაკისრებული პირგასამტეხლოს თაობაზე და განესაზღვრა ვადა მისი გადახდისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 13.06.2016 N-------, 04.11.2016 N------- და 28.11.2016 N------- წერილები.

 

3.1.5. ს---------–-–-------------------------–-----------სა და ფიზიკურ პირ ვა-------------ს შორის 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესახებ სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 2016 წლის 20 დეკემბრის N-------- ბრძანებით შეწყდა სააგენტოსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 20.12.2016 ბრძანება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების 6.2. მუხლის თანახმად, საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, „მყიდველს“ ეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების 4.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4. პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულების“ 4.1.3. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 22).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ს---------–-–-------------------------–-----------სა და ვა-------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ღ----------------------ში მდებარე 41304 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ N2, N3, N4, N5, N6-N15 შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები.

 

ხელშეკრულების თანახმად, გადაცემული ქონების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა 34 000 ლარით, რაც ამავე ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად ვა-------------ს უნდა გადაეხადა ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, 6980 ლარის ნაწილში (დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილში).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის 6980 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ან ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მყიდველის ვ--------------ს მიერ საპრივატიზებო საფასურიდან 6980 ლარის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა, დემონტაჟისა და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის ვალდებულების შესრულებისა და ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, შეთანხმებული აუდიტორული/საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვალდებულების დარღვევა. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.2. პუნქტით განსაზღვრა პირგასამტეხლო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობისათვის ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით, რამაც ჯამში, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეადგინა 4365.75 ლარი. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება შენობა-ნაგებობების დემონტაჟისა და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის ვალდებულების შესრულების დარღვევისათვის, დღეში 500 ლარის ოდენობით, ამ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 25 ოქტომბრამდე, ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2016 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდზე, დარიცხული პირგასამტეხლოა 28 000 ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4. პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, შესაბამისი აუდიტორული/საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, რამაც 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 29 დეკემბრამდე გადაცილებულ პერიოდზე შეადგინა 550 ლარი.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყიდველის ვ--------------ს მიერ, ზემოთ მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, 32 915.75 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე და პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია მოპასუხისათვის 1645.78 ლარის დაკისრება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

მოპასუხე ვა-------------ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 49.37 ლარის გადახდა (სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს პროპორციულად).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1.დაეკისროს მოპასუხე ვა-------------ს მოსარჩელე სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს სასარგებლოდ 6980 ლარისა და პირგასამტეხლოს 1645.78 ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ვა-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 49.37 ლარის ანაზღაურება.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მაკა ჭედია