გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6643-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ინგ-----–---–--ე;
მოპასუხე - ი/მ თა-----------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - თა-----------ეს მოსარჩელე - საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1102.15 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე - თა-----------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 467,60 ლარის და აკუმულატორის 24.48 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე - თა-----------ეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, თა-----------ის მიერ არ შესრულდა 2015 წლის 15 იანვრის N----- დაცვის მომსახურების ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებული იყო უზრუნველეყო დანაშაულის აღკვეთა დამკვეთის სავალუტო ლომბარდში, მასში დანერგილი სიგნალიზაციის მეშვეობით. ამასთან, ხელშეკრულების 1.2, 2.1. და 2.2 პუნქტების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 135 ლარი. დაცვამ ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, თუმცა დამკვეთის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება 1569,75 ლარის ოდენობით. ამასთან, დამკვეთის განცხადების საფუძველზე 2017 წლის 06 ნოემბრიდან შეწყდა მომსახურება, თუმცა დარჩენილი დავალიანება მოპასუხეს არ გადაუხდია. ვინაიდან დამკვეთის მიერ დაცვის მომსახურების საფასური 1102,15 ლარი არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხელშეკრულების 6.1. პუნქტის საფუძველზე თა-----------ეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.02% ოდენობით, სულ 467.60 ლარი. ამასთან, 2016 წელს მწყობრიდან გამოვიდა დაცვითი ტექნიკური საშუალებები და დაცვითი სისტემის გამართული ფუნქციონირების აღდგენის მიზნით დაცვამ დამკვეთის თანხმობით განახორციელა მათი შეცვლა (დემონტაჟ-მონტაჟი) და დამკვეთს ჩაბარდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი, ახალი დაცვითი ტექნიკური საშუალებები, საერთო ღირებულებით 24.48 ლ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თა-----------ეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს დაცვის მომსახურების საფასური - 1102.15 ლარი, პირგასამტეხლო 467.60 ლარი და აკუმულატორის 24.48 ლარი, საერთო ჯამში 1594,23 ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ი/მ თა-----------ეს წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 15 იანვარს ი/მ თა-----------ესა (დამკვეთი) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (დაცვა) შორის დაიდო N----- ხელშეკრულება (საგანგაშო). ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, დაცვა უზრუნველყოფს დანაშაულის აღკვეთას დამკვეთის სავალუტო ლომბარდში, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, რომელიც მდებარეობს თბილისში, ჯავახეთის ქუჩა, მეტრო-სადგური ვარკეთილის ამოსასვლელის მიმდებარედ. 1.2. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი იღებს ვალდებულებას დაცვა გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 135 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელდეს საგადახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. 6.6. პუნქტის მიხედვით, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. 6.7. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 15.01.2015 წლის N----- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-16);
3.1.2. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2015 წლის 22 იანვრის N------ ბრძანებით, ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურს დაევალა 2015 წლის 16 იანვრიდან მოახდინოს ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურებაზე მყოფი ი/მ თა-----------ის ობიექტის (მდებარე ქ. თბილისი, მეტრო ვარკეთილის ამოსასვლელთან) აღრიცხვაზე აყვანა სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2015 წლის 22 იანვრის N------ ბრძანება (ს.ფ. 20);
3.1.3. 2016 წლის 26 ივლისს ი/მ თა-----------ესა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს ტექნიკურ სამსახურს შორის შედგა აქტი, დაცვითი-ტექნიკური საშუალებების დაზიანებისა და შეცვლის შესახებ. აღნიშნული აქტის თანახმად, დამკვეთის კუთვნილ ობიექტზე (მდებარე, ჯავახეთის ქუჩა, მუმიის შენობა), მწყობრიდან გამოვიდა 7 ამპ აკუმულატორი, დაცვითი სისტემის გამართული ფუნქციონირების აღდგენის მიზნით, დაცვის მხარემ დამკვეთის მხარის თანხმობით განახორციელა მათი შეცვლა (დემონტაჟ-მონტაჟი). კერძოდ, ჩამოიხსნა და დამკვეთის მხარეს ჩაბარდა ექსპლუატაციის თვის გამოუსადეგარი 7 ამპ აკუმულატორი. მათ ნაცვლად დამკვეთის ობიექტზე დამონტაჟდა და დამკვეთის მხარეს ჩაბარდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ახალი დაცვითი-ტექნიკური საშუალებები, საერთო ღირებულებით 24.48 ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით. მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: დამკვეთი არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხავს 24,28 ლარის ოდენობის თანხას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვა იტოვებს უფლებას, განახორციელოს კუთვნილი ტექნიკის დემონტაჟი და დამკვეთს ცალმხრივად შეუწყვიტოს დაცვითი მომსახურების ხელშეკრულება. თანხის გადახდის შემდგომ, დაცვითი ტექნიკური საშუალებები გადადის დამკვეთის საკუთრებაში. მხარეები თანხმდებიან, რომ დაზიანებული დაცვითი ტექნიკის შეცვლა შესრულებულია ჯეროვნად, დაცვითი სისტემა ფუნქციონირებს გამართულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაცვითი-ტექნიკური საშუალებების დაზიანებისა და შეცვლის აქტი, 26.07.2016 წ (ს.ფ. 17)
- 27.07.2016 წ. ინვოისი N00/05/52 (ს.ფ. 18);
3.1.4. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 01 ნოემბრის N------- წერილით ი/მ თა-----------ეს ეცნობა, რომ მისი მხრიდან დაცვის მომსახურების დავალიანების გამო, 2015 წლის 15 იანვრის N----- ხელშეკრულების 6.6. პუნქტის საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2017 წლის 06 ნოემბრიდან ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას.
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 03 ნოემბრის N------- ბრძანებით, 2017 წლის 06 ნოემბრიდან შეწყვეტილ იქნა ი/მ თა-----------ის ობიექტის (თბილისი, მეტრო სადგურ ვარკეთილთან) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 01 ნოემბრის N------- წერილი (ს.ფ. 71);
- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 03 ნოემბრის N------- ბრძანება (ს.ფ. 19);
3.1.5. დებიტორული დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით, ი/მ თა-----------ეს (პ/ნ 0----------) შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სასარგებლოდ 2015 წლის 15 იანვრის N----- ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 1569.75 ლარი, მათ შორის:
2017 წლის მარტი - 134.65 ლ
2017 წლის აპრილი - 135.00 ლ
2017 წლის მაისი- 135.00 ლ
2017 წლის ივნისი- 135.00 ლ
2017 წლის ივლისი- 135.00 ლ
2017 წლის აგვისტო- 135.00 ლ
2017 წლის სექტემბერი- 135.00 ლ
2017 წლის ოქტომბერი- 135.00 ლ
2017 წლის ნოემბერი - 22.50 ლ
პირგასამტეხლო 0.2% - 467.60
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 21)
- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 22; 24);
3.1.6. ი/მ თა-----------ეს (პ/ნ 0----------) 2018 წლის 14 მარტის მდგომარეობით შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება 24.48 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14.03.2018 წლის ცნობა (ს.ფ. 25);
- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 26);
3.1.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 26 ნოემბრის N M------------- წერილის მიხედვით, თა-----------ის (პ/ნ 0----------) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 26 ნოემბრამდე ფიქსირდება ს.ს.კ.გ. ,,სარფის’’, ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტის’’, ს.ს.კ.გ. ,,ქუთაისის აეროპორტის’’ გავლით. აღნიშნული წერილის დანართიდან ირკვევა, რომ 2018 წელს თა-----------ის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთა ფიქსირდება 2018 წლის 10 ივლისს (გასვლა) და 17 ივლისს (შემოსვლა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 26 ნოემბრის N M------------- წერილი და მისი დანართი (ს.ფ. 57-58);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ი.მ თა-----------ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1594,23 ლარის გადახდა (აქედან: დაცვის მომსახურების საფასური - 1102.15 ლარი, პირგასამტეხლო 467.60 ლარი და აკუმულატორის 24.48 ლარი), ვინაიდან ი.მ თა-----------ეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ აქვს შესრულებული დადგენილ ვადაში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ი.მ თა-----------ეს შორის 2015 წლის 15 იანვარს გაფორმებული N----- ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2015 წლის 15 იანვარს ი/მ თა-----------ესა (დამკვეთი) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (დაცვა) შორის დაიდო N----- ხელშეკრულება (საგანგაშო). ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, დაცვა უზრუნველყოფს დანაშაულის აღკვეთას დამკვეთის სავალუტო ლომბარდში, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, რომელიც მდებარეობს თბილისში, ჯავახეთის ქუჩა, მეტრო-სადგური ვარკეთილის ამოსასვლელის მიმდებარედ. 1.2. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი იღებს ვალდებულებას დაცვა გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 135 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელდეს საგადახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. 6.6. პუნქტის მიხედვით, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. 6.7. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% ოდენობით.
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 26 ივლისს ი/მ თა-----------ესა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს ტექნიკურ სამსახურს შორის შედგა აქტი, დაცვითი-ტექნიკური საშუალებების დაზიანებისა და შეცვლის შესახებ. აღნიშნული აქტის თანახმად, დამკვეთის კუთვნილ ობიექტზე (მდებარე, ჯავახეთის ქუჩა, მუმიის შენობა), მწყობრიდან გამოვიდა 7 ამპ აკუმულატორი, დაცვითი სისტემის გამართული ფუნქციონირების აღდგენის მიზნით, დაცვის მხარემ დამკვეთის მხარის თანხმობით განახორციელა მათი შეცვლა (დემონტაჟ-მონტაჟი). კერძოდ, ჩამოიხსნა და დამკვეთის მხარეს ჩაბარდა ექსპლუატაციის თვის გამოუსადეგარი 7 ამპ აკუმულატორი. მათ ნაცვლად დამკვეთის ობიექტზე დამონტაჟდა და დამკვეთის მხარეს ჩაბარდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ახალი დაცვითი-ტექნიკური საშუალებები, საერთო ღირებულებით 24.48 ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით. მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: დამკვეთი არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხავს 24,28 ლარის ოდენობის თანხას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვა იტოვებს უფლებას, განახორციელოს კუთვნილი ტექნიკის დემონტაჟი და დამკვეთს ცალმხრივად შეუწყვიტოს დაცვითი მომსახურების ხელშეკრულება. თანხის გადახდის შემდგომ, დაცვითი ტექნიკური საშუალებები გადადის დამკვეთის საკუთრებაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაზიანებული დაცვითი ტექნიკის შეცვლა შესრულებულია ჯეროვნად, დაცვითი სისტემა ფუნქციონირებს გამართულად.
საქმეში წარმოდგენილი ცნობის (დებიტორული დავალიანების შესახებ) მიხედვით, ი/მ თა-----------ეს (პ/ნ 0----------) შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სასარგებლოდ 2015 წლის 15 იანვრის N----- ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 1569.75 ლარის ოდენობით. ასევე, საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 14 მარტის ცნობიდან ირკვევა, რომ ი/მ თა-----------ეს (პ/ნ 0----------) 2018 წლის 14 მარტის მდგომარეობით შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება 24.48 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თა-----------ეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს დაცვის მომსახურების საფასური - 1102.15 ლარი, პირგასამტეხლო 467.60 ლარი და აკუმულატორის 24.48 ლარი, საერთო ჯამში 1594,23 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხე - ი/მ თა-----------ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - ი/მ თა-----------ეს, მოსარჩელე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1594,23 (ათას ხუთას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე - ი/მ თა-----------ეს, მოსარჩელე - შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი