გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.12.2018
საქმის ნომერი
240310018002413179
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №24----------------

(3/1--2---)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10.12.2018 წ. ქ. სენაკი

 

შესავალი ნაწილი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

 

მოსარჩელე - გ------------–----–--

 

მოპასუხე - მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - და------------–--–-ა

 

მესამე პირი - ნა---------–------–---–-ია

წარმომადგენელი - ნინ--------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული 2--- წლის 1- მ-----ის ბრძანება №--- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერიის, ვ----------ის ადმინისტრაციული ერთეულში მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერიის, მეო---------------------------------ს უმცროსი სპეციალისტის- ე-------------------ას მიერ გაფორმებული ოქმი №0--- და ამ ოქმის საფუძველზე გამოცემული 2--- წლის 1--------ის ბრძანება №- მიწების არაიდენტიფიცირებაზე.

 

1.3. დაევალოს ქალაქ მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-----ვილის რაიონის, სოფელ ვ----------ში მდებარე 1---,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირების დადგენის თაობაზე.

 

მოსარჩელის განმ-----ებით, მ-----ვილის რაიონის, სოფელ ვ----------ში ფლობს და სარგებლობს 1---,00 კვ.მ მიწის ნაკვეთით, სადაც განთავსებული აქვს შენობა-ნაგებობები. აღნიშნული მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ეკუთვნოდა მის მშობლებს მა---------–----–--ს და გ--–-------------–--ლს. 2--- წლის 03 ივლისს მოსარჩელემ აღნიშნული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი ს/კ 4-.0-.3-.0-- (სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია 20-3 წლის 31 მაისს ნოტარიუს მა------–----------ს მიერ) დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში მის სახელზე. საჯარო რეესტრში ოჯახის კუთვნილი ქონების დარეგისტრირებიდან გარკვეული დროის შემდეგ, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა რომ 2--- წლის 04 იანვრის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრმა შეასწორა რეგისტრირებული უფლების ჩანაწერი და დაზუსტებული ფართის სარეგისტრაციო ჩანაწერი შეცვალა დაუზუსტებელი ფართის სარეგისტრაციო ჩანაწერად, იმ მოტივით, რომ საჭირო იყო მ-----ვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილება ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენა, რომლითაც დადასტურდებოდა რომ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზი და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია. 2--- წლის 17 იანვარს მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და უარი უთხრა მოსარჩელეს მიწის იდენტიფიცირებაზე იმ საფუძვლით, რომ გ------------–----–--ს მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთისა. მოსარჩელემ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერიაში - 2--- წლის 1- მ-----ის ბრძანება №----ით გე----------–----–-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გახდა საფუძველი სასამართლოში სარჩელის აღძვრის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმ-----ა, რომ 2--- წლის 12 თ--------–ს მერიაში შევიდა გ------------–----–--ს ადმინისტრაციული საჩივარი N8-, ვ----------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, მეო---------------------------------ს უმცროსი სპეციალისტის ე-------------------ას 2--- წლის 17 იანვრის N- ბრძანების ბათილად ცნობის და მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. აღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილებაზე 2--- წლის 1- მ-----ის N--- ბრძანებით, უარი ეთქვა საჩივრის ავტორს, რადგან საჩივრის განხილვისას ზეპირ მოსმენაზე მოწვეულმა სპეციალისტმა, უფლებამოსილმა პირმა ე-------------------ამ განმ-----ა, რომ მიწის ნაკვეთი არის სადაო, რასაც ადასტურებენ მიწის ნაკვეთის მეზობლად მცხოვრები პირები. ეს გახდა მიზეზი იდენტურობის დაუდგენლობისა. ამ საფუძვლით მერიამ საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოპასუხემ განმ-----ა, რომ მოსარჩელე მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას ითხოვს ისეთ ადგილზე, სადაც მიწის ნაკვეთზე დგას სადავო სახლი; გამგეობის წარმომადგენელმა დამატებით გამოკითხა მოსახლეობა და მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უარი უთხრა მოსარჩელეს იდენტურობის დადგენაზე.

 

2.2. საქმეზე მესამე პირად ჩართულმა ნა---------–------–---–-იას წარმომადგენელმა წერილობით განმ-----ა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 16.04.2---წ. ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი სასამართლოს მიერ მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ხელწერილის შინაარსიდან ჩანს, რომ მის შემდგენი თე-----------------ის ძე დ---–----–--, ვა------ი დ---–----–--, ზე-–----------–---–--ა არ არიან მ-----ვილის რაიონის სოფელ ვ----------ის მკვიდრნი და ისინი ვერ დაადასტურებენ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, ზე-–----------–---–--ამ განაცხადა, რომ გ------------–----–--მ შეიყვანა შეცდომაში და ასე დააწერინა ხელწერილი. აღნიშნულზე სასამართლოს წარედგინა ზე-–----------–---–--ას მიერ შედგენილი, ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმ-----ება, ხოლო მესამე პირის მოწმეები: ლე--–------–---–--ა, ზეი--------–---–---, გ--–-------------–---–--ა არიან სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მეზობლები და მათ დაადასტურეს, რომ აღნიშნული სახლი ეკუთვნის ნა---------–------–---–-ია-ჯ--–--ს ოჯახს და ისინი ცხოვრობენ აქ 1--8 წლიდან მოყოლებული. ასევე, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ დავა ამ ხნის განმავლობაში ფ--–---–--------–----ს და გა-–--- დ---–----–--ს, მოსარჩელის აწ გარდაცვლილი დედის ოჯახებს შორის სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა. სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის საკადასტრო კოდით 4-.0-.3-.0--, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეა გ------------–----–--, ვინაიდან გ------------–----–--ს სახელზე დარეგისტრირდა სადავო მიწის ნაკვეთი შეცდომით, ხოლო აღნიშნული მიწის ნაკვეთზე შეცდომითი რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, მან რამოდენიმეჯერ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მ-----ვილის განყოფილებას, მაგრამ სააგენტომ ყოველ ჯერზე შეუწყვეტა საქმის წარმოება განმცხადებელს, ადგილმდებარეობის არაიდენტურობის გამო. მოსარჩელის მიერ 2--- წლის 17 აპრილს საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაზე სააგენტომ მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ. მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 24 მაისის N---- მომართვაზე თანდართული 2--- წლის ბრძანებითა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე ადგილზე დათვალიერების N0---8 ოქმით არ დასტურდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით დათვალიერებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტურობა. კერძოდ, ვ----------ის ადმინისტრაციულ ერთეულში მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერიის მეო---------------------------------ს უმცროსი სპეციალისტის 2--- წლის 18 მაისის N1- ბრძანებას საფუძვლად უდევს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N0---8 ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ დათვალიერებაში მონაწილე 11 პირი, ვ---------ს მკვიდრნი, რომლებიც ასევე ადასტურებენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ფ--–---–--------–--ბს დაახლოებით 58 წელია. ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ სოფელში მცხოვრები უხუცესი მა----–----------ა აღნიშნავს, რომ მიწის გასხვისების მოწმეა და დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ სადავო მიწის ფართი ეკუთვნის ჯე-–----ს ოჯახს. შესაბამისად, დადგენილ იქნა გ------------–----–--ს მიერ წარდგენილი ნახაზის და მიწის ფართის არაიდენტურობის ფაქტი. იუსაიდის მიერ 1-90-20--წწ. შედგენილ ნახაზში, სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ჩაწერილია ნა---------–------–---–-ია, ხოლო მისი მოსაზღვრეები არიან აწ გარდაცვლილი გ--–--------–----–-ა და აწ გარდაცვლილი ნა-------–---–--ა (მოწმე გ--–-------------–---–--ას ბებია).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2--- წლის 1- სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მ-----ვილის რაიონ, სოფელ ვ----------ში, არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართით: 1---.00 კვ.მ. ფართი უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით: №4-.0-.3-.0--, ირიცხება გ------------–----–--ს სახელზე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სამკვიდრო მოწმობა; ბრძანება №6-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1-.09.2---წ

 

3.1.2. მ-----ვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2--- წლის 07 ივლისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 0--6- ოქმის და 2--- წლის 28 ივლისის №6- ბრძანების თანახმად, გ------------–----–--ს მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

მ-----ვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2--- წლის 07 ივლისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 0--6- ოქმი.

2--- წლის 28 ივლისის №6- ბრძანება

 

3.1.3. გ--–-------------–--ლის პირველი რიგის მემკვიდრე არის გ------------–----–--, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო მ-----ვილის რაიონ, სოფელ ვ----------ში, არსებული 1257,58 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-3 წლის 31 მაისის № 1-------- სამკვიდრო მოწმობა.

 

3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის (სამეგრელოს რეგიონალური არქივი) 2--- წლის 25 აპრილის №AA2------------ საარქივო ცნობით ირკვევა, რომ მოქალაქე გ------------–----–--ს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სამეგრელოს რეგიონალურ არქივში მ-----ვილის რაიონის სოფელ ვ----------ის სასოფლო საბჭოს 1-83-1-8- წელების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მა---------------ს ძე (ხაზგასმულია, მიწერილია გ--–-----------ს ასული) დ---–----–--. მას ერიცხება მიწა 0,25 ჰა. საცხოვრებელი სახლი არ არის დაფიქსირებული. 1-97-200- წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია გ--–-----------ს ასული დ---–----–--. მას ერიცხება მიწა 200--2005 წელში 0,75 ჰა. საცხოვრებელი სახლი არ არის დაფიქსირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის (სამეგრელოს რეგიონალური არქივი) 2--- წლის 25 აპრილის საარქივო ცნობა №AA2------------

 

3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2--- წლის 04 იანვარს №8-------------- გადაწყვეტილებით შეასწორა გ------------–----–--ს სახელზე რეგისტრირებული უფლება №8-------------- და დაზუსტებული ფართის სარეგისტრაციო ჩანაწერი შეცვალა დაუზუსტებელი ფართის სარეგისტრაციო წარმოებად, იმ მოტივით, რომ უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება №8--------------

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 04 იანვრის №5--- წერილი/გადაწყვეტილება №8--------------

 

3.1.7. მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერის 2--- წლის 17 იანვრის №- ბრძანებით და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00--- ოქმით, გ------------–----–--ს მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არიდენტურია საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის, აღნიშნულიდან გამომდინარე გაუქმდა 2--- წლის 07 ივლისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 0--6- ოქმი და 2--- წლის 28 ივლისის №6- ბრძანება რომლის თანახმად, გ------------–----–--ს მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტური იყო საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მ-----ვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2--- წლის 1--------ის №- ბრძანება;

 

-2--- წლის 15 იანვრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00--- ოქმი.

- მ-----ვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2--- წლის 07 ივლისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 0--6- ოქმი.

- 2--- წლის 28 ივლისის №6- ბრძანება

 

3.1.8. სარჩელზე წარმოდგენილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შეუვსებელი ბლანკი (მონაწილე პირების გარეშე, ხელმოუწერელი);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-2--- წლის 15 იანვრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00--- ოქმი.

 

3.1.9. თენ---- დ---–----–--, ზე-–-----------–---–--ა და ვა------ი დ---–----–-- სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით, ადასტურებენ, რომ 2--- წლის 1- სექტემბრის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი ს/კ 4-.0-.3-.0--, რომლის წინამორბედია 2--- წლის 29 ივნისს შედგენილი საკადასტრო ნახაზი ს/კ 4-.0-.0-.5--, სრულიად შეესაბამება და იდენტურია იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც მდებარეობს მ-----ვილის რაიონის, სოფელ ვ----------ში, არსებული 1--- მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომელიც ეკუთვნოდათ და ფლობდნენ მა---------–----–-- და გ--–-------------–--ლი, ხოლო მათი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობს მათი შვილი გ------------–----–--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილები.

 

3.1.10. 2--- წლის 15 აგვისტოს ინდმეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტის დ---------------ის (სერთიფიკატი ზ------, 06/0-/20-2) მიერ გაცემული დასკვნის №0---- თანახმად, მ-----ვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ვ----------ში მდებარე და გ------------–----–--ს სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთი, 1--- მ3 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უძრავი ნივთის ს/კ 4-.0-.3-.0--2-ის რეგისტრაციაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (29.06.2---) ექსპერტ მა---------------ს პ-------------- მომზადებული, წარმოადგენს გ------------–----–--ზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს 1--- მ3 და სრულ შესაბამისობაშია/იდენტურია, დედისაგან მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთთან და იდენტურია ამავე მა---------------ს (მომზადებული 12/08/2---) შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემებთან. საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მიწის ნაკვეთი იდენტურია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა №0---- (15.08.2---)

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი - მ-----ვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2--- წლის 1--------ის №- ბრძანება, 2--- წლის 15 იანვრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00--- ოქმი და მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული 2--- წლის 1- მ-----ის ბრძანება №--- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რამდენადაც საქმის გარემოებები არასრულყოფილადაა გამოკვლეული და საჭიროებს დამატებით დადგენა-შეფასებას.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით) ადასტურებენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.

 

როგორც აღინიშნა, თენ---- დ---–----–--, ზე-–-----------–---–--ა, ვა------ი დ---–----–-- სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილის თანახმად, ადასტურებენ, რომ 2--- წლის 1- სექტემბრის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი ს/კ 4-.0-.3-.0--, რომლის წინამორბედია 2--- წლის 29 ივნისს შედგენილი საკადასტრო ნახაზი, ს/კ 4-.0-.0-.5--, სრულიად შეესაბამება და იდენტურია იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც მდებარეობს მ-----ვილის რაიონ, სოფელ ვ----------ში, არსებული 1--- მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომელიც ეკუთვნოდათ და ფლობდნენ მა---------–----–-- და გ--–-------------–--ლი, ხოლო მათი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობს მათი შვილი გ------------–----–--.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საპილოტო პროექტის ფარგლებში მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის, ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მერიის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადგენა არ მომხდარა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, და მხოლოდ მეზობლების განმარტების საფუძველზეა მიღებული, ოქმში მითითებულია, რომ ეს ნაკვეთი არის სადაო, რაც ირკვევა მოსახლეობასთან გასაუბრების შედეგად, თუმცა გაუგებარია, კონკრეტულად ვინ გამოკითხა გამგეობის წარმომადგენელმა, რამდენი პირისგან და რა შინაარსის ინფორმაცია მიიღო, არც ის გარემოებაა მითითებული ოქმში, არიან თუ არა ეს გამოკითხული მეზობლები ამ სადავო მიწის მომიჯნავედ მცხოვრები პირები და ა. შ. № 00--- ოქმს ხელს არ აწერს არც ერთი პირი - ეს კი იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ გამგეობა მიწის ნაკვეთის იდენტურობის დაუდასტურებლობაზე მთლიანად დაეყრდნო მხოლოდ მეზობლების განმარტებას, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარად მიჩნევა კი, ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია.

 

ამ გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევას მნიშვნელობა ენიჭება კიდევ უფრო მეტად იმის გამოც, რომ თენ---- დ---–----–--, ზე-–-----------–---–--ა და ვა------ი დ---–----–-- სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილებით ადასტურებენ, რომ 2--- წლის 1- სექტემბრის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი ს/კ 4-.0-.3-.0--, რომლის წინამორბედია 2--- წლის 29 ივნისს შედგენილი საკადასტრო ნახაზი ს/კ 4-.0-.0-.5--, სრულიად შეესაბამება და იდენტურია იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც მდებარეობს მ-----ვილის რაიონ, სოფელ ვ----------ში, არსებული 1--- მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომელიც ეკუთვნოდათ და ფლობდნენ მა---------–----–-- და გ--–-------------–--ლი, ხოლო მათი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობს მათი შვილი გ------------–----–--; გამგეობის მიერ კი სრულიად საწინააღმდეგო გარემოებები იქნა დადგენილი.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლების საფუძველზე ორგანო ვალდებულია დაინტერესებული პირის განცხადების განხილვისას, სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკითხის განმხილველი ორგანო ვალდებულია შეაფასოს არა მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოძიებული მტკიცებულებებიც, საჭიროების შემთხვევაში ორგანო უფლებამოსილია მოახდინოს ადგილზე დათვალიერება, დანიშნოს ექსპერტიზა, მოსთხოვოს მხარეს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა იმ მოცემულობაში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ არსებობს გ------------–----–--ს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მარეგისტრირებელ ორგანოში ერთხელ უკვე იყო საკუთრება აღრიცხული. ამასთანავე, საქმეში დაცულია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N0--6- ოქმი (ხელმოწერილია ვ----------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ), რომლის თანახმად, დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი ოქმის მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა არც ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის და არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით;

 

ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით, უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელესთან მიმართებაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ოქმი ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს ოქმი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

ამავე დროს, სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა და საქმის სხვა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა-შეჯერების გარეშე, სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობის ცალსახად განსაზღვრა. ამ გარემოებების დადგენა უნდა დაევალოს მოპასუხეს; კერძოდ: ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელის, ასევე სხვა პირთა უფლების არსებობა და ფარგლები, დაადგინის სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობის (ან მასზე უარის თქმის) საკითხი,მოახდინოს ადგილის დათვალიერება სპეციალისტების მონაწილეობით, შეადგინოს ნახაზი დანიშნოს ექსპერტიზა, რითაც უნდა განისაზღვროს ზუსტი საზღვრები, მითითებული მოქმედებები უნდა ჩაატაროს საქმეში დაინტერესებული პირების მონაწილეობით და შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სადავო მიწის იდენტურობასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

 

ამავე დროს, საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” დებულებებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 0-- ლარამდე ოდენობით

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.

 

იმავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ სრულად უნდა გადახდეს გაწეული ხარჯი, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------------–----–--ს (პ/ნ 0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერის 2--- წლის 1- მ-----ის №--- ბრძანება ,,გ------------–----–--ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ”.

 

1.2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 1--------ის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00--- ოქმი;

 

1.3. მოპასუხეს - ქალაქ მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. მ-----ვილში, სოფელ ვ----------ში მდებარე 1--- კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე გ------------–----–--ს მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

2. მოპასუხეს მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერიას გ------------–----–--ს ((პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

3. მოპასუხეს მ-----ვილის მუნიციპალიტეტის მერიას გ------------–----–--ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს უკანასკნელის მიერ გაღებული სასამართლოს გარეშე ხარჯები 380 (სამას ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. № 32) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. სენაკი, რუსთაველის ქ. № 247).

 

მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე