განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2018
საქმის ნომერი
330100117001914377
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინსასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა შკუბულიანმა,ნინო დანელიას მდივნობით,პროკურორ - ა------- გ-------–ის

ბრალდებულ - ს-----–--- მ----------ის

ადვოკატ- გ--–- ძ------ას

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ს-----–--- ა------–----------–- მ----------ის მიმართ, დაბადებული 1-----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №-----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ---–--------–-------------–--–------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------–---–-------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტი (ორი ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-----–--- მ----------მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის ნოემბერში ს-----–--- მ----------მა ინტერნეტ მაღაზია mymarket.ge-ზე განათავსა განცხადება „T-----------“ მარკის ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომრით J---------------- გაყიდვის შესახებ. განცხადების შინაარსის მიხედვით ს-----–--- მ----------ს აღნიშნული ავტომანქანა შეძენილი ჰყავდა ამერიკაში და ელოდებოდა ავტომანქანის საქართველოში გამოგზავნას. ავტომანქანის შემძენს განმცხადებელი ავტომანქანას გადასცემდა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. რეალურად ს-----–--- მ----------ს ხსენებული მანქანა შეძენილი არ ჰყოლია. განცხადების საფუძველზე ს-----–--- მ----------ს დაუკავშირდა ზ---- ი-–----ი, რომელმაც გამოთქვა ავტომანქანის შეძენის სურვილი. ს-----–--- მ----------ი ზ---- ი-–----ს შეუთანხმდა ავტომანქანის მიყიდვაზე იმ პირობით, რომ თავდაპირველად მოხდებოდა ღირებულების ნაწილის - 2000 ამერიკული დოლარის გადახდა, ხოლო ავტომანქანის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ზ---- ი-–----ს ს-----–--- მ----------ისთვის უნდა გადაეცა დარჩენილი თანხა 2200 ამერიკული დოლარი. აღნიშნულის შესახებ ს-----–--- მ----------სა და ზ---- ი-–----ს შორის გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ზ---- ი-–----მა ს-----–--- მ----------ს გადასცა 2000 ამერიკული დოლარი. ამგვარად ს-----–--- მ----------ი მოტყუებით დაეუფლა ზ---- ი-–----ის კუთვნილ თანხას. ს-----–--- მ----------ის ქმედების შედეგად ზ---- ი-–----ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.

ს-----–--- მ----------მა ინტერნეტ მაღაზია mymarketi.ge-ზე განათავსა განცხადება „T-----------“ მარკის ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომრით J---------------- გაყიდვის შესახებ. განცხადების შინაარსის მიხედვით ს-----–--- მ----------ს აღნიშნული ავტომანქანა შეძენილი ჰყავდა ამერიკაში და გამოგზავნილი იყო საქართველოში. ავტომანქანის შემძენს განმცხადებელი ავტომანქანას გადასცემდა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. რეალურად ს-----–--- მ----------ს ხსენებული მაქანა შეძენილი არ ჰყოლია. აღნიშნული განცხადების საფუძველზე 2017 წლის 22 თებერვალს ს-----–--- მ----------ს დაუკავშირდა გ------- დ--------–---–ი, რომელმაც გამოთქვა ავტომანქანის შეძენის სურვილი. ს-----–--- მ----------ი გ------- დ--------–---–ს შეუთანხმდა ავტომანქანის მიყიდვაზე იმ პირობით, რომ თავდაპირველად მოხდებოდა ღირებულების ნაწილის - 1000 ამერიკული დოლარის გადახდა, ხოლო ავტომანქანის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გ------- დ--------–---–ს ს-----–--- მ----------ისთვის უნდა გადაეცა დარჩენილი თანხა 3300 ამერიკული დოლარი. აღნიშნულის შესახებ ს-----–--- მ----------სა და გ------- დ--------–---–ს შორის გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გ------- დ--------–---–მა ს-----–--- მ----------ს გადასცა 1000 ამერიკული დოლარი. ამგვარად ს-----–--- მ----------ი მოტყუებით დაეუფლა გ------- დ--------–---–ის კუთვნილ თანხას. ს-----–--- მ----------ის ქმედების შედეგად გ------- დ--------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდიათ სადავოდ. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ს-----–--- მ----------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ზ---- ი-–----ის, ს-----–--- შ-------ის და გ------- დ--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ზ---- ი-–----სა და ს-----–--- შ-------ს შორის გაფორმებული სანოტარო ხელშეკრულებით, ჟ---- ტ---------–---–ის და ქ------- მ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დადასტურებულად მიაჩნია ს-----–--- მ----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტი (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გამოიხატა თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ს-----–--- მ----------ის მიერ ჩადენილია დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებისთვის. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში, თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რომლის მოტყუებით დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ს-----–--- მ----------ი თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა ზ---- ი-–----ის და გ------- დ--------–---–ის კუთვნილ ფულად თანხებს, რის შედეგადაც მათ მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - მნიშვნელოვანი ზიანი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინაღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, აგრეთვე, იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს და აღნიშნავს, რომ ს-----–--- მ----------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია სრულად და სასამართლოში წარმოდგენილი, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებების თანახმად დაზარალებულებს პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ს-----–--- მ----------ს თითოეული ქმედებისათვის განესაზღვროს ჯარიმა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

სასჯელის ზომის დანიშვნისას, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ს-----–--- მ----------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------–-- განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------- განაჩენით დარჩა უცვლელი.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალად შერაცხული ქმედებები ს-----–--- მ----------ს ჩადენილი აქვს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------–-- განაჩენის გამოტანამდე და აღნიშნული ქმედებების ჩადენამდე ითვლებოდა ნსამართლობის არმქონე პირად.

 

საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით. კერძოდ, ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმადაც, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ს-----–--- მ----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, არის პროპორციული და სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს-----–--- მ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით (დაზარალებულ ზ---- ი-–----ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ს-----–--- მ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით (დაზარალებულ გ------- დ--------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ს-----–--- მ---------ს სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

დანიშნულმა სასჯელმა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ ს-----–--- მ---------ს სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინსასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლელა შკუბულიანი