გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.11.2018
საქმის ნომერი
330210016001424776
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-/17711-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

9 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე (მოპასუხე) - შპს „ს---–- დ------ში“

წარმომადგენელი - ა-–---ი ჩ------ე

 

მოპასუხე (მოსარჩელე) - შპს „ნ-----ა“

წარმომადგენელი - გ--- ო------–---–ი, რ---- მ---------–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ნივთის გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. შპს „ს---–- დ------ში“-ს სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1.1. შპს "ნ-----ასათვის" შპს „ს---–- დ------ში“-ს სასარგებლოდ 22 129.39 ლარის გადახდის დაკისრება;

 

1.1.2. შპს "ნ-----ასათვის" შპს „ს---–- დ------ში“-ს სასარგებლოდ 7 369,6 ლარის გადახდის დაკისრება;

 

1.1.3. შპს "ნ-----ას" 30 383,99 ლარის ოდენობით ფინანსური ვალდებულებაზე პასუხისმგებლად განისაზღვეროს ფიზიკური პირი გ--- ო------–---–ი (პირადი ნომერი: 0----------) თავდებობის ხელშეკრულებაში განსაზღვრული 30 000 ლარის ფარგლებში.

 

1.2. შპს „ნ-----ას“ სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.2.1. დაეკისროს შპს „ს---–- დ------ში“-ს გადასცეს შპს „ნ-----ას“ მის მიერ 2015 წელს შესაბამისი ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებებით შეძენილი, ჯამში 29,12 კუბ.მ ხის მასალა, თანაბარი რაოდენობით 3 და 5 სმ-იანი ფიცრები.

 

შპს „ს---–- დ------ში“-ს სასარჩელო მოთხოვნების საფუძველი:

 

შპს "ს---–- დ------ში“-სა (დამკვეთს) და შპს "ნ-----ას" (შემსრულებელს) შორის 2014 წლის 1 მაისს გაფორმდა "პროექტი ა---–ი დ------ის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 2--ის მშენებლობის შესახებ“ ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს "ნ-----ას” მიერ დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშოების განხორციელება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობების დაცვით. სამშენებლო სამუშაოების შინაარს შეადგენდა ორსართულიანი დუპლექსის (30 ს---–-, ბლოკი 2-) მშენებლობა. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებლის მიერ სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან არაუგვიანეს 2015 წლის 30 თებერვლისა.

 

მხარეთა შორის 2015 წლის 9 სექტემბრის შეთანხმებით და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად მხარეთა შორის აღიარებული იქნა 111 753, 00 ლარის სამუშაო და შესრულებული სამუშაო მიღებული იქნა დამკვეთის მიერ. ასევე შპს "ნ-----ას" მიერ უკან იქნა დაბრუნებული 2014 წლის 15 დეკემბრის ფორმა №--ის და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად დამკვეთის მიერ ანაზღაურებული და შემსრულებლის მიერ გამოუყენებელი სამშენებლო მასალა - "თუნუქი- მეტალო კრამიტი", რაზეც მხარეთა შორის 2016 წლის 10 თებერვალს შედგა "სახურავის მასალის მიღება-ჩაბარების აქტი".

 

შპს "ნ-----ას" მიერ არ იქნა დაბრუნებული/გადმოცემული: 2014 წლის 19 ივნისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტითა და ფორმა 2-ით, 675კგ. "სარტყელის არმატურა" (911.2- ლარის) და 1265 კგ. გულარის არმატურა(2366.14 ლარის), ჯამში 3277.39 ლარის ღირებულების; 2015 წლის 8 ივნისის ფორმა №--ითა და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული "ხის კიბის მოწყობა შესაბამისი მოაჯირებით" მოცულობით 11 ცალი, 3575 ლარის ღირებულების და 22-0 გრძ.მ "კაბელი" 8100 ლარის ღირებულების; 2015 წლის 21 ივნისის ფორმა 2-ით და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით გათალისწინებული 1200 გრძ.მ "ცედე პროფილი" 2400 ლარის ღირებულების; 2015 წლის 2 ივლისის ფორმა №- -ითა და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული "ხის კიბის მოწყობა" მოცულობით 9 ცალი, 292- ლარის ღირებულების; 2015 წლის 23 ივლისის ფორმა №--ითა და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით გათალისწინებული "ცედე პროფილი" 740 გრ.მ. - 1852 ლარის ღირებულების.

 

დამკვეთმა ბლოკი 2--ის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა საკუთარი ფინანსური რესურსის გამოყენებით. შესაბამისად, შემსრულებლისათვის 2--ე ბლოკის მშენებლობის მიზნით ანაზღაურებული სამშენებლო მასალის დაბრუნების ინტერესი დამკვეთმა დაკარგა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს "ნ-----ას" უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 22 129.39 ლარის გადახდა, რომელიც განსაზღვრული იყო 2--ე ბლოკის მშენებლობის მიზნებისთვის, კერძოდ, სამშნებლო მასალის შესაძენად.

 

შპს "ნ-----ას" და შპს "ს---–- დ------ში" -ს მიერ გაფორმებული ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, ხის მასალის ნასყიდობაზე მყიდველს ჯამურად გადასახდელი ჰქონდა 19 017.6 ლარი, აღნიშნული თანხიდან შპს "ნ-----ამ" გადაიხადა მხოლოდ 11 648 ლარი. აღნიშნული დასტურდება შპს "ნ-----ას" მიერ განხორციელებული გადარიცხვებით. შპს "ნ-----ას" შესასრულებელი აქვს ფინანსური ვალდებულება 7 369,6 ლარის ოდენობით.

 

შპს "ს---–- დ------ში" -სა და ფიზიკურ პირს გ--- ო------–---–ს (შპს "ნ-----ას" დირექტორი) შორის 2015 წლის 7 სექტემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, თავდები პასუხს აგებს კრედიტორის წინაშე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინების სრულად და ჯეროვნად შესრულებაზე.

 

შპს „ნ-----ას“ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი:

 

მხარეებს შორის 2015 წელს გაფორმდა ხის მასალების ნასყიდობის რამდენიმე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს საკუთრებაში გადასცა ჯამში 47,5 კუბური მეტრი ხის მასალა. მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადახდილი აქვს, ჯამში 29.12 კუბური მეტრის ღირებულება, 11 648,00 ლარი.

 

ამის მიუხედავად, მოპასუხე მოსარჩელეს არ აძლევს შესაძლებლეობას წაიღოს მისი კუთვნილი ხის მასალები, რაც დასაწყობებულია მოპასუხის ტერიტორიაზე, იურიდიულ მისამართზე. მოპასუხე ვალდებულია 29,12 კუბური მეტრი ხის მასალა გადასცეს შპს „ნ-----ას“.

 

მართალია, მოპასუხეს მოსარჩელესათვის პირდაპირ მფლობელობაში არ გადაუცია შესყიდული ხის მასალები, თუმცა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება მოწმობს, რომ მხარეთა შორის შედგა შეთანხმება კონკრეტულ ხის მასალებზე - 3 და 5 სმ-იან ფიცრებზე საკუთრების გადასვლის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. შპს „ნ-----ას“ პოზიცია შპს „ს---–- დ------ში“-ს სარჩელთან დაკავშირებით:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2014 წლის 01 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები შპს „ნ-----ას“ სრულყოფილად და ჯეროვნად აქვს შესრულებული. შპს „ნ-----ას“ შესაბამისი სამუშაოების შესრულების შემდეგ არ დარჩენია რაიმე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთი. აღნიშნულს ადასტურებს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.

 

მხარეთა შორის 2016 წლის 26 აპრილს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით მოხდა მოთხოვნათა გაქვითვა. შპს „ნ-----ას“ 2015 წლის 13 აგვისტოს, 2015 წლის 12 ივნისის, 2015 წლის 10 ივლისის, 2015 წლის 03 აგვისტოსა და 2015 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ხის მასალები არ გადასცემია. მართალია, შპს „ნ-----ას“ არ აქვს გადახდილი ხის მასალების ნასყიდობის ფასი, მას ამის ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ ხსენებული მასალების გადაცემის შემდგომ. გადაცემას კი ადგილი არ ჰქონია. შპს „ნ-----ა“ არ არის ვალდებული გადაიხადოს ხის მასალების ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილი, სანამ მოსარჩელე მას არ გადასცემს მის კუთვნილ ტერიტორიაზე დასაწყობებულ შესაბამის ხის მასალებს. რამდენადაც შპს „ნ-----ას“ არ გააჩნია დავალიანება, ამდენად არ არსებობს თავდების პასუხისმგებლობის საფუძველი.

 

2.2. შპს „ს---–- დ------ში“-ს პოზიცია შპს „ნ-----ას“ სარჩელთან დაკავშირებით:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო შპს „ნ-----ას“ სარჩელი.

 

შპს „ნ-----ა“ შპს „ს---–- დ------ში“-საგან შეძენილ მასალას იყენებდა „ა---–ი დ----ის დ-----–--ის“ მშენებლობის მიზნებისათვის. შპს „ნ-----ას“ მიერ შეძენილი ხის მასალა დასაწყობებული იყო შპს „ს---–- დ------ში“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ასევე წარმოადგენდა შპს „ნ-----ას“ სამშენებლო მოედანს, სადაც ეს უკანასკნელი აშენებდა ბლოკებს. ამ სამშენებლო მოედანზე ხდებოდა მოსარჩელისათვის მასალების გადაცემა, შესაბამისად, შპს „ს---–- დ------ში“-ს მხრიდან მასალის ტრანსპორტირება არ ხდებოდა. შპს „ნ-----ა“ შეძენილ მასალას მისსავე სამშენებლო მოედანზე იყენებდა მშენებლობის მიზნებისათვის.

 

შპს „ს---–- დ------ში“ არ იყო ვალდებული შპს „ნ-----ასათვის“ მიეწოდებინა გაყიდული ხის მასალა ხელშეკრულების დადების ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე. შესაბამისად, განსხვავებულ ადგილზე ნასყიდობის საგნის ტრანსპორტირებას/მიწოდებას არც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. იმ შემთხვევაში, როდესაც შპს „ნ-----ას“ ტერიტორიიდან გაჰქონდა უკვე თავისი საკუთარი ხის მასალა დასამუშავებლად, ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერაზე თავადვე იყო პასუხისმგებელი. თუ მყიდველი შპს „ნ-----ა“ მიყიდულ ხის მასალას სხვა მიზნებით გამოიყენებდა და გაიტანდა ხელშეკრულების გაფორმების ადგილიდან/სამშენებლო მოედნიდან, მიყიდული ხის მასალის ტრანსპორტირების ნ-----ატიულ აქტებთან შესაბამისობას მხარეთა შეთანხმებით უზრუნველყოფდა მყიდველი. ხელშეკრულებაში გამოკვეთილი და აქცენტირებულია, რომ გაყიდული ხის მასალის ტრანსპორტირება არ ხდებოდა და თუ მსგავსი გარემოება წარმოიშობოდა, კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე პასუხიმგებლობას მყიდველი იღებდა საკუთარ თავზე.

 

შპს „ნ-----ა“ ელექტრონულად ადასტურებდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემული ხის მასალის ნასყიდობის საფუძვლით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურას. ამასთან, მხარეები აფორმებდნენ მასალების მიღება-ჩაბარების აქტებს, რომელის მიხედვით დგინდება, რომ მყიდველმა ჩაიბარა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს "ს---–- დ------ში“-სა (დამკვეთს) და შპს "ნ-----ას" (შემსრულებელს) შორის 2014 წლის 1 მაისს გაფორმდა "პროექტი ა---–ი დ------ის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 2--ის მშენებლობის შესახებ“ ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს "ნ-----ას” მიერ დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშოების განხორციელება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობების დაცვით. სამშენებლო სამუშაოების შინაარსს შეადგენდა ორსართულიანი დუპლექსის (30 ს---–-, ბლოკი 2-) მშენებლობა.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებლის მიერ სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან არაუგვიანეს 2015 წლის 30 თებერვლისა.

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება დადგინდებოდა შემსრულებლის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით და არ აღემატებოდა 329 989,00 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 1 მაისის "პროექტი ა---–ი დ------ის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 2--ის მშენებლობის შესახებ“ ხელშეკრულება (ს.ფ. 21-27).

 

3.1.2. მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ შპს "ს---–- დ------ში“-სა და შპს "ნ-----ას" შორის 2015 წლის 9 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება "პროექტი ა---–ი დ------ის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 2--ის მშენებლობის შესახებ“ 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

ამ შეთანხმებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ "პროექტი ა---–ი დ------ის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 2--ის მშენებლობის შესახებ“ 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ნ-----ამ“ შეასრულა 111 753,00 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) სამუშაოები და მიაწოდა დამკვეთს შესაბამისი მასალები.

 

შესრულებული სამუშაოების მოცულობა, სახეობა და ღირებულება განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების შესახებ შედგენილი ფორმა №--ებითა და შესრულებული სამუშაოს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით.

 

მხარეები ამავე შეთანხმებით შეთანხმდნენ "პროექტი ა---–ი დ------ის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 2--ის მშენებლობის შესახებ“ 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების შეწყვეტაზე. მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებულად ითვლებოდა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს "ს---–- დ------ში“-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შპს "ს---–- დ------ში“-ს სარჩელი, ს.ფ. 9).

- შპს "ნ-----ას" წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შპს „ნ-----ას“ შესაგებელი, ს.ფ. 142).

- 2015 წლის 9 სექტემბრის შეთანხმება "პროექტი ა---–ი დ------ის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 2--ის მშენებლობის შესახებ“ 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 127).

 

3.1.3. შპს "ს---–- დ------ში“-სა და შპს "ნ-----ას" შორის გაფორმდა ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებები: 2015 წლის 12 ივნისს გაფორმდა ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს "ნ-----ამ" შპს "ს---–- დ------ში“-საგან" შეიძინა 13.508 კუბ. მ. ხის მასალა, 5403.2 ლარის ღირებულების; 2015 წლის 10 ივლისის ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ-----ას" გადაეცა 3 კუბ.მ. ხის მასალა, 1200 ლარის ღირებულების; 2015 წლის 3 აგვისტოს ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ-----ას" გადაეცა 2.05 კუბ. მეტრი ხის მასალა, 820 ლარის ღირებულების; 2015 წლის 13 აგვისტოს ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ-----ას" გადაეცა 2 კუბ.მ ხის მასალა, 800 ლარის ღირებულების; 2015 წლის 18 აგვისტოს შპს "ნ-----ასა" და შპს "ს---–- დ------ში“-ს შორის გაფორმდა ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულება, შპს "ნ-----ამ" შეიძინა 6.51 კუბ. მ. ხის მასალა. მასალის საერთო ღირებულებამ შეადგინა 2604 ლარი; 2015 წლის 31 აგვისტოს ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ-----ას" გადაეცა 3.642 კუბ.მ ხის მასალა, 1456.8 ლარის ღირებულების; 2015 წლის 21 სექტემბრის ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ-----ას" გადაეცა 1,714 კუბ.მ ხის მასალა, 685.6 ლარის ღირებულების; 2015 წლის 27 ოქტომბრის ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ-----ას" გადაეცა 10.91 კუბ.მ ხის მასალა, 4364 ლარის ღირებულების; 2015 წლის 11 დეკემბრის ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით; შპს "ნ-----ას" გადაეცა 4.21 კუბ.მ ხის მასალა, 1684 ლარის ღირებულების.

 

ამავე ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმდა ხის მასალის მიღება-ჩაბარების აქტები.

 

შპს "ნ-----ას" და შპს "ს---–- დ------ში"-ს მიერ გაფორმებული ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, ხის მასალის ნასყიდობაზე მყიდველს ჯამურად გადასახდელი ჰქონდა 19 017.6 ლარი, აღნიშნული თანხიდან შპს "ნ-----ამ" გადაიხადა მხოლოდ 11 648 ლარი. შპს "ნ-----ას" შესასრულებელი აქვს ფინანსური ვალდებულება 7 369,6 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს "ს---–- დ------ში“-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შპს "ს---–- დ------ში“-ს სარჩელი, ს.ფ. 9).

- შპს "ნ-----ას" წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შპს „ნ-----ას“ შესაგებელი, ს.ფ. 142).

- ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 56-91).

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 92-96).

 

3.1.5. 2015 წლის 7 სექტემბერს შპს „ს---–- დ------ში“-სა და გ--- ო------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები მოიცავდა შპს „ს---–- დ------ში“-სა და შპს „ნ-----ას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ სახის დავალიანებას, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ნებისმიერ სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ასევე სასამართლოს, აღსრულებისა და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერ სხვა ხარჯს. თავდებმა იკისრა ვალდებულება არა მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულების დადების დროისათვის არსებულ ვალდებულებებზე, არამედ იმ ვალდებულებებზეც რომელიც წარმოიშობა სამომავლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის.

 

თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნების რაოდენობრივად განსაზღვრული თანხა შეადგენდა 30 000 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 7 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 131).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

შპს „ს---–- დ------ში“-ს სარჩელთან დაკავშირებით დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დგინდება შპს „ნ-----ას“ მიერ დამკვეთისათვის 22 129,39 ლარის ღირებულების მასალების დაუბრუნებლობის ფაქტი.

 

დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში. დადგენილია, რომ 2015 წლის 9 სექტემბრს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება "პროექტი ა---–ი დ------ის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 2--ის მშენებლობის შესახებ“ 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში შპს ,,ნ-----ამ’’ შეასრულა 111 753, 00 ლარის სამუშაო/მიაწოდა შესაბამისი მასალები. მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებულად ითვლებოდა. მხარეებმა ამ შეთანხმებით დაადასტურეს, რომ შესრულებული სამუშაოს სახეობა, მოცულობა და ღირებულება განისაზღვრებოდა თანდართული ხარჯთაღრიცხვით. შეთანხმების დანართს წარმოადგენს ხარჯთაღრიცხვა 111 758, 50 ლარზე.

 

2015 წლის 9 სექტემბრის შეთანხმებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, შესრულებულ სამუშაოებში ჩაითვალა ყველა ის სამუშაო და მასალა, რასაც ეფუძნება მოსარჩელის მოთხოვნა 22 129,39 ლარის თაობაზე. კერძოდ: 675კგ. "სარტყელის არმატურა", ღირებულება - 911.2- ლარი, 1265 კგ. გულარის არმატურა - 2366.14 ლარი, "ხის კიბის მოწყობა შესაბამისი მოაჯირებით" მოცულობით 11 ცალი, ღირებულება - 3575 ლარი და 22-0 გრძ.მ "კაბელი", ღირებულება - 8100 ლარი, 1940 გრძ.მ "ცედე პროფილი", ღირებულება საერთო ჯამში - 3880 ლარი, "ხის კიბის მოწყობა’’ მოცულობით 9 ცალი, ღირებულება - 292- ლარი.

 

შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შპს „ნ-----ას“ მიერ აღნიშნული მასალები გამოყენებული იქნა სრულად და თავად მხარეების მიერ ჩაითვალა 111 758,50 ლარის ღირებულების შესრულებულ სამუშაოებში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

შპს „ნ-----ას“ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.2.შპს „ს---–- დ------ში“-ს უკანონო მფლობელობაში იმყოფება შპს „ნ-----ას“ კუთვნილი 2-,07 კუბ.მ. 3 და 5 სმ-იანი ხის ფიცრები.

 

მოსარჩელე შპს „ნ-----ა“ ითხოვს ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებებით შეძენილი, ჯამში 29,12 კუბ.მ ხის მასალის თანაბარი რაოდენობით 3 და 5 სმ-იანი ფიცრების გადაცემას.

 

მხარეებს შორის 2015 წელს გაფორმდა ხის მასალების ნასყიდობის რამდენიმე ხელშეკრულება (3.1.4. ფაქტობრივი გარემოება), რომლის საფუძველზეც შპს ,,ნ-----ამ’’ შეიძინა ჯამში 47,54 კუბური მეტრი ხის მასალა.

 

მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადახდილი აქვს, 29.12 კუბური მეტრის ღირებულება, 11 648,00 ლარი. მხარეთა შორის ეს გარემოება სადავო არ არის.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას შეძენილი ხის მასალა მოპასუხის სამშენებლო მოედნიდან არ გაუტანია, მართალია შედგა მიღება-ჩაბარების აქტები, მაგრამ მასალა დასაწყობებული იყო მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე და არ მომხდარა მისი გატანა მყიდველის - შპს ,,ნ-----ას’’ მიერ.

 

მოპასუხე შპს ,,ს---–- დ------ში’’-ს განმარტებით, მასალების შესყიდვა ხდებოდა მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ნ-----ას“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, ეს მასალები უნდა გამოყენებულიყო მშენებლობაზე და არ არსებობდა ტრანსპორტირების, სხვა ადგილზე მასალის მიწოდების საჭიროება.

 

სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს, რომ 2015 წლის 03 აგვისტოსა და 2015 წლის 13 აგვისტოს ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომლის საგანს წარმოადგენდა 2,05 კუბ.მ ხის მასალისა და 2 კუბ.მ ხის მასალის, კერძოდ, 3 სმ-ის სისქის ფიცრის შესყიდვა, მითითებულია, რომ შემსრულებელს შპს „ნ-----ას“ უნდა გამოეყენებინა 26-ე კორპუსის სახურავის სამხრეთ ნაწილის შესაფიცრად. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ 26-ე ბლოკის მშენებლობა დასრულებულია, სასამართლო იზიარებს ამ ნაწილში მოპასუხის პოზიციას და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 4.05 კუბ.მ ხის მასალა გაიხარჯა 26-ე ბლოკის მშენებლობაზე.

 

რაც შეეხება სხვა ნასყიდობის ხელშეკრულებს მათში მითითება შესყიდული ხის მასალის მიზნობრიობაზე არ არის. ასეთი შეთანხმება არ დგინდება არც მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებითაც.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს „ს---–- დ------ში“-ს წარმომადენლის ახსნა-განმარტებას, მასზედ, რომ დადასტურებული საგადასახადო-ანგარიშფაქტურებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის გადაცემის ფაქტი. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის საგანზე საკუთრების გადასვლის ფაქტი განსახილველ შემთხვევაში სადაო არ არის. სადავოა გამყიდველის ტერიტორიიდან ნასყიდობის საგნის მყიდველის მიერ გატანისა და ტრანსპორტირების ფაქტი.

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 9-- ბრძანების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

 

ამავე ბრაძანების 2-1-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

 

მხარეებს შორის არ არის სადავო, რომ შპს „ნ-----ას“ მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა შპს „ს---–- დ------ში“-ს კუთვნილ სამშენებლო ტერიტორიაზე, ხოლო შეძენილი მასალები განთავსებული იყო გამყიდველის ამავე ტერიტორიაზე.

 

როგორც აღინიშნა, შეძენილი 2-,07 კუბ.მ მასალის გამოყენების მიზანს არ წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ნ-----ას“ მიერ სამუშაოების შესრულება.

 

შესაბამისად, ნასყიდობის საგანზე შპს „ნ-----ას“ საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ, მყიდველი უფლებამოსილი იყო ფაქტობრივად დაუფლებოდა მასალებს, რაც ასევე გულისხმობდა საქონლის გამყიდველის ტერიტორიიდან გატანას.

 

საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის №------ ოქმის თანახმად, 2015 წლის 29 ივნისს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1507 ლარის 2,74 კუბ.მ ხის მასალა სასაქონლო ზედნადების გარეშე 2016 წლის 26 ივნისს თბილისში, დიდი დ------ის მე-4 მიკრო რაიონში ტრანსპორტირების ფაქტზე, შპს „ნ-----ა“ დაჯარიმდა 5000,00 ლარით.

 

გამყიდველის მიერ ზედნადებები გამოწერილი არ არის, უფრო მეტიც, გამყიდველი მიუთითებს, რომ მის ვალდებულებას ეს არ წარმოადგენდა. მყიდველის მიერ ზედნადების გარეშე საქონლის გატანის შემთხვევაში, შპს „ნ-----ას“ მიმართ შესაბამისი ორგანოების მიერ გამოყენებული იქნებოდა სანქცია და სამართალდარღვევაზე შედგებოდა ოქმი. გარდა №------ სამართალდარღვევის ოქმისა, შპს „ნ-----ას“ მიმართ სხვა აქტი არ შედგენილა (მხარეებს ასეთზე არ მიუთითებიათ).

 

სასამამართლოს ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ნ-----ას“ შეძენილი საქონელი არ გაუტანია გამყიდველის ტერიტორიიდან და ისევ გამყიდველის მფლობელობაში იმყოფება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ს---–- დ------ში-ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ასევე შპს „ნ-----ას“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 477-ე, 629-ე, 646-ე, 891-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. შპს „ს---–- დ------ში-ს“ სარჩელთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება ნარდობის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას, სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნ-----ების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს „ს---–- დ------ში“ მიუთითებს, რომ მენარდის მიერ არ დაბრუნებულა მასალები, რომლის ღირებულება მოსარჩელის მიერ განსაზღვრულია 22 129,39 ლარით. სასამართლო მიუთითებს, რომ 2015 წლის 9 სექტემბერს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება "პროექტი ა---–ი დ------ის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 2--ის მშენებლობის შესახებ“ 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში შპს ,,ნ-----ამ’’ შეასრულა 111 753, 00 ლარის სამუშაო/მიაწოდა შესაბამისი მასალები. მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებულად ითვლებოდა. მხარეებმა ამ შეთანხმებით დაადასტურეს, რომ შესრულებული სამუშაოს სახეობა, მოცულობა და ღირებულება განისაზღვრებოდა თანდართული ხარჯთაღრიცხვით. შეთანხმების დანართს წარმოადგენს ხარჯთაღრიცხვა 111 758, 50 ლარზე, სადაც ასახულია ყველა ის მასალა რასაც სარჩელში უთითებს მოსარჩელე.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მენარდის პასუხისმგებლობის საფუძველი სახეზე არ გვაქვს.

 

6.2. რაც შეეხება შპს „ს---–- დ------ში’’-ს მოთხოვნას ხის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სადაო არ არის. დადგენილია, რომ შპს "ნ-----ას" და შპს "ს---–- დ------ში"-ს მიერ გაფორმებული ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, ხის მასალის ნასყიდობაზე მყიდველს ჯამურად გადასახდელი ჰქონდა 19 017.6 ლარი, აღნიშნული თანხიდან შპს "ნ-----ამ" გადაიხადა მხოლოდ 11 648 ლარი. შპს "ნ-----ას" შესასრულებელი აქვს ფინანსური ვალდებულება 7 369,6 ლარის ოდენობით.

 

შესაბამისად, გამყიდველის მოთხოვნა შეესაბამება სსკ 477-ე მუხლის დანაწესს - მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდის ვალდებულების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 7 სექტემბერს შპს „ს---–- დ------ში“-სა და გ--- ო------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები მოიცავდა შპს „ს---–- დ------ში“-სა და შპს „ნ-----ას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ სახის დავალიანებას, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ნებისმიერ სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, მოთხოვნა სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე საფუძვლიანია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული ნ-----ების შინაარსი ცხადყოფს, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.

 

განსახილველ შემთხვევაში სადაო არ არის, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

შპს "ს---–- დ------ში“-სა და შპს "ნ-----ას" შორის გაფორმდა ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებები: 2015 წლის 12 ივნისს გაფორმდა ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს "ნ-----ამ" შპს "ს---–- დ------ში“-საგან" შეიძინა 13.508 კუბ. მ. ხის მასალა, 5403.2 ლარის ღირებულების; 2015 წლის 10 ივლისის ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ-----ას" გადაეცა 3 კუბ.მ. ხის მასალა, 1200 ლარის ღირებულების; 2015 წლის 3 აგვისტოს ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ-----ას" გადაეცა 2.05 კუბ. მეტრი ხის მასალა, 820 ლარის ღირებულების; 2015 წლის 13 აგვისტოს ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ-----ას" გადაეცა 2 კუბ.მ ხის მასალა, 800 ლარის ღირებულების; 2015 წლის 18 აგვისტოს შპს "ნ-----ასა" და შპს "ს---–- დ------ში“-ს შორის გაფორმდა ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულება, შპს "ნ-----ამ" შეიძინა 6.51 კუბ. მ. ხის მასალა. მასალის საერთო ღირებულებამ შეადგინა 2604 ლარი; 2015 წლის 31 აგვისტოს ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ-----ას" გადაეცა 3.642 კუბ.მ ხის მასალა, 1456.8 ლარის ღირებულების; 2015 წლის 21 სექტემბრის ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ-----ას" გადაეცა 1,714 კუბ.მ ხის მასალა, 685.6 ლარის ღირებულების; 2015 წლის 27 ოქტომბრის ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ-----ას" გადაეცა 10.91 კუბ.მ ხის მასალა, 4364 ლარის ღირებულების; 2015 წლის 11 დეკემბრის ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით; შპს "ნ-----ას" გადაეცა 4.21 კუბ.მ ხის მასალა, 1684 ლარის ღირებულების.

 

ამავე ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმდა ხის მასალის მიღება-ჩაბარების აქტები.

 

შესაბამისად, შპს ,,ნ-----ა’’ წარმოადგენს შესყიდული ხის მასალის მესაკუთრეს. ამასთან, დადგენილია, რომ (იხ. 3.2.2 პუნქტი) შპს ,,ნ-----ას’’ ხის მასალა გამყიდველის კუთვნილი ტერიტორიიდან არ გაუტანია. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები არ ადასტურებს მყიდველისათვის ხის მასალის მიწოდების ვალდებულების შესრულებას გამყიდველის მიერ. სადაო არ არის, რომ ხის მასალა როგორც შპს ,,ნ-----ას’’ მიერ შესყიდული, ასევე გამყიდველის კუთვნილიც დასაწყობებული იყო შპს "ს---–- დ------ში“-ს სამშენებლო ტერიტორიაზე. იმისათვის, რომ მყიდველს განეხორციელებინა ხის მასალის ტრანსპორტირება აუცილებელი იყო გამყიდველს შეესრულებინა სსკ 477-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება მყიდველისათვის სათანადო საბუთების გადაცემისა და საქონლის მიწოდებისა. ამასთან, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 9-- ბრძანების შესაბამისად გამყიდველს უნდა გამოეწერა სათანადო სასაქონლო ზედნადები, რაც აუცილებელი იყო ხის მასალის ტრანსპორტირებისათვის. რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ნ-----ას’’ სარჩელი ნაწილობრივ - 2-.07 კუბ.მ ხის მასალის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო 2015 წლის 03 აგვისტოსა და 2015 წლის 13 აგვისტოს ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებებით შესყიდული ხის მასალის საერთო ჯამში - 4,05 კუბ.მ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია, რადგან აღნიშნული მასალა შემსრულებელს შპს „ნ-----ას“ უნდა გამოეყენებინა 26-ე კორპუსის სახურავის სამხრეთ ნაწილის შესაფიცრად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

შპს „ნ-----ას“, შპს „ს---–- დ------ში“-ს სარჩელთან დაკავშირებით, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 221,08 ლარის ანაზღაურება.

 

შპს „ს---–- დ------ში“-ს, შპს „ნ-----ას“ სარჩელთან დაკავშირებით, მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 300,84 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2-7-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ს---–- დ------ში“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ნ-----ას“ და გ--- ო------–---–ს შპს „ს---–- დ------ში“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 7 369,6 ლარის ანაზღაურება.

 

3. შპს „ს---–- დ------ში“-ს სარჩელი 22 129,39 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. შპს „ნ-----ას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

5. შპს „ს---–- დ------ში“-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს 2-.07 კუბ.მ 3 და 5 სმ-იანი ხის ფიცრები თანაბარი რაოდენობით და გადაეცეს შპს „ნ-----ას“.

 

6. შპს „ნ-----ას“ შპს „ს---–- დ------ში“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 221,08 ლარის ანაზღაურება.

 

7. შპს „ს---–- დ------ში“-ს შპს „ნ-----ას“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 300,84 ლარის ანაზღაურება.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ.რობაქიძის გამზ. №7ა) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6).

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე