გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210118002650648
2-1080-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,თ-----------“
წარმომადგენელი ნინო სურმავა
მოპასუხე ნ------------ძე
წარმომადგენელი ეკატერინე მაღრაძე
დავის საგანი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის
დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ------------ძეს გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ მხარეებს შორის 2017 წლის 21 მარტის ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანება 1320 ლარი და 35 თეთრი, საიდანაც 1173 ლარი და 91 თეთრი ძირი თანხაა, 80 ლარი და 2 თეთრი - პროცენტი, 64 ლარი და 62 თეთრი - პირგასამტეხლო, დაზღვევა - 1 ლარი და 80 თეთრი, ასევე - 2018 წლის 26 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე - სარგებელი, ძირი თანხის წლიური 21% რაც, ყოველთვიურად, 20 ლარი და 54 თეთრია და პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0,5 % რაც ყოველდღიურად 5 ლარი და 86 თეთრია, მაგრამ, ჯამში, არაუმეტეს 400 ლარი;
1.2. მოპასუხეს გადახდეს მხარეებს შორის 2017 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 1854 ლარი და 3 თეთრი, საიდანაც 1499 ლარი და 27 თეთრი ძირი თანხაა, 167 ლარი და 8 თეთრი - პროცენტი, 187 ლარი და 68 თეთრი - პირგასამტეხლო, ასევე - 2018 წლის 26 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე - წლიური სარგებელი, ძირი თანხის 36% რაც ყოველთვიურად 44 ლარი და 97 თეთრია და პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0.5%-ის, რაც ყოველდღიურად 7 ლარი და 49 თეთრია, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარი;
1.3. ნ------------ძეს დაეკისროს მხარეთა შორის 2017 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 228 ლარის, საიდანაც ძირი თანხაა 220 ლარი და 6 თეთრი, ჯარიმა - 7 ლარი და 94 თეთრი, ასევე - 2018 წლის 26 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს - ძირი თანხის 0.5% რაც ყოველდღიურად 1 ლარი და 10 თეთრია, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარის გადახდა;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 21 მარტს ,,თ------------" და ნ------------ძეს შორის დაიდო სწრაფი სამომხმარებლო ხელშეკრულება და ნ------------ძემ მიიღო კრედიტი 2 500 ლარი, 24 თვით, წლიური 21% საპროცენტო განაკვეთით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის - ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ძირითადი დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დამატებით პირობად განისაზღვრა სიცოცხლის დაზღვევა.
ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 1320 ლარი და 35 თეთრი, საიდანაც 1173 ლარი და 91 თეთრი ძირი თანხაა, 80 ლარი და 2 თეთრი - პროცენტი, 64 ლარი და 62 თეთრი - პირგასამტეხლო, დაზღვევა - 1 ლარი და 80 თეთრი;
2017 წლის 3 ოქტომბერს, ,,თ------------" და ნ------------ძეს შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით ნ------------ძემ მიიღო კრედიტი 1 500 ლარი. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების დღიდან მაქსიმუმ, 25-ე დღეს, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18-ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და და 36%-ით კრედიტის ,,თ-----------ს" ბანკებსა და ბანკომატით ათვისებისას ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი გრაფიკის დარღვევისას და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 1854 ლარი და 3 თეთრი, საიდანაც ძირი თანხაა 1499 ლარი და 27 თეთრი, პროცენტი - 167 ლარი და 8 თეთრი, პირგასამტეხლო - 187 ლარი და 68 თეთრი;
2017 წლის 7 დეკემბერს, მხარეებს შორის დადებული სწრაფი განვადების ხელშეკრულებით, ნ------------ძემ მიიღო კრედიტი 528 ლარი და 44 თეთრი 12 თვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და კრედიტის ძირითადი დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 228 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 220 ლარი და 6 თეთრი, პირგასამტეხლო -7 ლარი და 94 თეთრი;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ------------ძემ სარჩელი ცნო სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ ძირი თანხის - ჯამში 2893 ლარისა და 34 თეთრის მოთხოვნის ნაწილში (იხ. შესაგებელი; 2018 წლის 14 ნოემბრის მოსამზადებელი სხდომის ოქმი: 16:36:15-16:36:57; 16:36:37-16:36:43; 16:37:35-16:37:40);
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ ზიანი სასამართლოში საქმის აღძვრის შემდეგ აღარ უნდა დაეკისროს (იხ.2018 წლის 6 დეკემბრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი: 15:09:10-15:09:20);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 21 მარტს ,,თ------------" და ნ------------ძეს შორის დაიდო სწრაფი სამომხმარებლო ხელშეკრულება და ნ------------ძემ მიიღო კრედიტი 2 500 ლარი, 24 თვით, წლიური 21% საპროცენტო განაკვეთით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის - ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ძირითადი დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დამატებით პირობად განისაზღვრა სიცოცხლის დაზღვევა.
2017 წლის 29 ივნისის შემდეგ ნ------------ძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია - თანხა არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შესახებ (ს.ფ. 19)
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 33-49);
- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 50);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2017 წლის 3 ოქტომბერს, ,,თ------------" და ნ------------ძეს შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით ნ------------ძემ მიიღო კრედიტი 1 500 ლარი. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების დღიდან მაქსიმუმ, 25-ე დღეს, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18-ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და და 36%-ით კრედიტის ,,თ-----------ს" ბანკებსა და ბანკომატით ათვისებისას ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი გრაფიკის დარღვევისას, და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2018 წლის 21 მაისის შემდეგ ნ------------ძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია - თანხა არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება (ს.ფ.20-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 2017 წლის 7 დეკემბერს, მხარეებს შორის დადებული სწრაფი განვადების ხელშეკრულებით, ნ------------ძემ მიიღო კრედიტი 528 ლარი და 44 თეთრი 12 თვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და კრედიტის ძირითადი დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2018 წლის 23 ივლისის შემდეგ ნ------------ძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია - თანხა არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ.30-32)
- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 626-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მისგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოპასუხემ სარჩელი ცნო სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - ჯამში 2893 ლარისა და 34 თეთრის მოთხოვნის ნაწილში, სადავოდ არ გაუხდია სარჩელში აღნიშნული ხელშეკრულებების დადება იმ პირობებით, რასაც მოსარჩელე მიუთითებს და სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითებს, რომ ვალდებულება ოჯახის ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ შეასრულა, არ უარყო, რომ სარჩელში აღნიშნული თანხების მოთხოვნა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობაშია. სადავოდ ხდის მხოლოდ მოთხოვნილი ზიანის ოდენობას და მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უფლება არ აქვს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სარჩელის აღძვრის შემდეგი პერიოდისათვის;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;
სადავო არ არის, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - არ გადაიხადა ხელშეკრულებით ნაკისრის თანხა, რამაც ბანკს მიაყენა ზიანი და მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს ის;
მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს ზიანი - ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობით,დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან 2018 წლის 26 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე და არა - სასამართლოში საქმის აღძვრამდე - როგორც მოპასუხე მიუთითებს;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 119 ლარი და 84 თეთრი სარჩელზე და 50 ლარი - სარჩელის უზრუნველყოფაზე. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო 2893 ლარის და 34 თეთრის მოთხოვნის ნაწილში და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 86 ლარი ლარი და 80 თეთრი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, 113 ლარი და 4 თეთრი - სარჩელზე გადახდილი და 50 ლარი - სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ;
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, ნ------------ძეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ქ.ხ-–----–----------------ში მდებარე უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით 69----------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს. ნ------------ძეს სააქციო საზოგადოება ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ გადახდეს:
1.1. მხარეთა შორის 2017 წლის 21 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე: დავალიანება 1320 ლარი და 35 თეთრი, საიდანაც 1173 ლარი და 91 თეთრი ძირი თანხაა, 80 ლარი და 2 თეთრი - პროცენტი, 64 ლარი და 62 თეთრი - პირგასამტეხლო, 1 ლარი და 80 თეთრი - დაზღვევა, ასევე - 2018 წლის 26 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე: - სარგებელი, ძირი თანხის წლიური 21% რაც ყოველთვიურად 20 ლარი და 54 თეთრია და პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0,5 %, რაც ყოველდღიურად 5 ლარი და 86 თეთრია, მაგრამ, ჯამში, არაუმეტეს 400 ლარი;
1.2. მხარეებს შორის 2017 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე: დავალიანება 1854 ლარი და 3 თეთრი, საიდანაც 1499 ლარი და 27 თეთრი ძირი თანხაა, 167 ლარი და 8 თეთრი - პროცენტი, 187 ლარი და 68 თეთრი - პირგასამტეხლო, ასევე - 2018 წლის 26 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე: - წლიური სარგებელი, ძირი თანხის 36% რაც ყოველთვიურად 44 ლარი და 97 თეთრია და პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0.5% რაც ყოველდღიურად 7 ლარი და 49 თეთრია, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარი;
1.3. მხარეთა შორის 2017 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 228 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 220 ლარი და 6 თეთრი, ჯარიმა - 7 ლარი და 94 თეთრი ასევე - 2018 წლის 26 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, - პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0.5% რაც ყოველდღიურად 1 ლარი და 10 თეთრია, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარი;
2. სააქციო საზოგადოება ,,თ-----------“ დაუბრუნდეს 2018 წლის 26 სექტემბერს, N2 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 199 ლარის და 84 თეთრის ნაწილი - 86 ლარი და 80 თეთრი;
3. ნ------------ძეს გადახდეს სააქციო საზოგადოება ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ 163 ლარი და 4 თეთრი, საიდანაც 113 ლარი და 4 თეთრი მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი