გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210018002403384
საქმე #2/281-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11.12.2018 წ. ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სო–---–---------------------------------------------------------–------------–-ბა
წარმომადგენელი - თა---------------ე
მოპასუხე - ხა---------–----–---–ი
წარმომადგენელი- ბე----------–---–ი
დავის საგანი - მშობლის უფლების ჩამორთმევა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ხა---------–----–---–ს (პ/ნ3----------) ჩამოერთვას მშობლის ყველა უფლება არასრულწლოვანი შვილის სო--------–----–---–ის(პ/ნ 3----------, დაბადებული 1-.1-.2---) მიმართ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
1.2. 3.1.1. ხა---------–----–---–ი(პ/ნ3----------) არის სო--------–----–---–ის(პ/ნ 3----------, დაბადებული 1-.1-.2---) დედა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა
3.1.2.. სო--------–----–---–ი(პ/ნ 3----------, დაბადებული 1-.1-.2---) დაბადებიდან იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მინდობით აღზრდაში მიმღებ ოჯახში, მისი დედის ხა---------–----–---–ის განცხადების საფუძველზე. დაბადებიდან დღემდე ხა---------–----–---–მა მხოლოდ სამჯერ მოინახულა შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 14 მარტის დასკვნა;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. ხა---------–----–---–ი დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა ახალშობილის უკანონო გაყიდვა-გაშვილების გამო. 2013 წლის 10 ივლისის საქმე #2/58-13 გადწყვეტილებით მას ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილის ელ------–----–---–ის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 12 იანვრის დასკვნა
-მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იკვეთება მშობლის უფლების ჩამორთმევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლი, “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
ზემოთაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა გამოიყენება როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სახეზეა კანონით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, როდესაც მშობელი სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას და ამასთანავე არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით.
მოცემულ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხა---------–----–---–ი(პ/ნ3----------) არის სო--------–----–---–ის(პ/ნ 3----------, დაბადებული 1-.1-.2---) დედა. სო--------–----–---–ი(პ/ნ 3----------, დაბადებული 1-.1-.2---) დაბადებიდან იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მინდობით აღზრდაში მიმღებ ოჯახში, მისი დედის ხა---------–----–---–ის განცხადების საფუძველზე. დაბადებიდან დღემდე ხა---------–----–---–მა მხოლოდ სამჯერ მოინახულა შვილი. ხა---------–----–---–ი დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა ახალშობილის უკანონო გაყიდვა-გაშვილების გამო. 2013 წლის 10 ივლისის საქმე #2/58-13 გადწყვეტილებით მას ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილის ელ------–----–---–ის მიმართ. ხა---------–----–---–ს როგორც ბიოლოგიურ დედას არ გამოუჩენია არანაირი ყურადღება სო--------–----–---–ის მიმართ, არ დაინტერესებულა შვილის მდგომარეობით, თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას, არა აქვს აღმზრდელისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, არა აქვს ბავშვის ნორმალური არზრდისათვის საჭირო პირობები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
6. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 38-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე, 230-ე, 233-ე, 236-ე, 237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ს--–---–----------------------------------------------------------–------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ხა---------–----–---–ს (პ/ნ3----------) ჩამოერთვას მშობლის ყველა უფლება არასრულწლოვანი შვილის სო--------–----–---–ის(პ/ნ 3----------, დაბადებული 1-.1-.2---) მიმართ.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი