გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.12.2018
საქმის ნომერი
190310018002617517
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-257-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.12. 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე

 

მოსარჩელე: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური,წარმომადგენელი - კ------ შ-------ე, მ--- კი---–-–---–-,მოპასუხე: ი.მ. ა----- ა------ე,დავის საგანი:. თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე ი.მ. ა----- ა------ეს ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1974,60 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის მითითებით, 2013 წლის 25 სექტემბერს ი.მ. ნ----------–ა მ----–--ე დარეგისტრირდა ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში, ხოლო 2016 წლის 18 თებერვლიდან აღნიშნულმა პირმა შეიცვალა დასახელება და გადამხდელად დარეგისტრირდა ი.მ. ა----- ა------ე. ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 და 2013 წლის 3 ივლისის №195 დადგენილების შესაბამისად მოხდა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა და საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე სამუშაო ფართის მიხედვით ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 56 ლარი.

ი.მ. ა----- ა------ეს 2017 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 1974,60 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ი.მ. ა----- ა------ეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო 2018 წლის 04 დეკემბერს სასამართლო მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2013 წლის 25 სექტემბერს ი.მ. ნ----------–ა მ----–--ე დარეგისტრირდა ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში, ხოლო 2016 წლის 18 თებერვლიდან აღნიშნულმა პირმა შეიცვალა დასახელება და გადამხდელად დარეგისტრირდა ი.მ ა----- ა------ე. ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 და 2013 წლის 3 ივლისის №195 დადგენილების შესაბამისად მოხდა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა და საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე სამუშაო ფართის მიხედვით ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 56 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს. ფ.2-13);

-მიმართვა მოსაკრებლის გადახდის შესახებ (ს. ფ. 14)

- რეგისტრაციის აქტი (ს. ფ.15);

 

3.1.2. 2016 წლის 18 თებერვლიდან დასახელებულმა პირმა შეიცვალა დასახელება და გადამხდელად დარეგისტრირდა ი.მ. ა----- ა------ე. 2017 წლის 03 თებერვლის განცხადების საფუძველზე ი.მ. ა----- ა------ეს გაუფორმდა შეთანხმება დავალიანების გადახდის გადანაწილების შესახებ და ყოველთვიური გადასახადი განესაზღვრა 25,60 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ს. ფ. 24);

-დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების გრაფიკის თაობაზე შეთანხმება (ს. ფ. 23)

 

3.1.3. ი. მ. ა-----ი ა------ის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 1974,60 ლარს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა. მოპასუხემ სარჩელი ცნო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - დისპოზიციურობა. ნორმის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც შეესაბამება სამოქა-ლაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს _ დისპოზიციურობას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება შეადგენს1974,6 ლარს, ხოლო მოპასუხემ სასამართლო მთავარ სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო, რაც სასამართლოს მიერ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩაითვალოს და საფუძვლად დაედოს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“;

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის დ.ბ. ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის თანახმად, ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციისა და "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 25 სექტემბერს ი.მ ნ----------–ა მ----–--ე დარეგისტრირდა ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში, ხოლო 2016 წლის 18 თებერვლიდან აღნიშნულმა პირმა შეიცვალა დასახელება და გადამხდელად დარეგისტრირდა ი.მ. ა----- ა------ე. ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 და 2013 წლის 3 ივლისის №195 დადგენილების შესაბამისად მოხდა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა და საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე სამუშაო ფართის მიხედვით ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 56 ლარი. 2017 წლის თებერვლის განცხადების საფუძველზე ი.მ. ა----- ა------ეს ყოველთვიური გადასახადი განესაზღვრა 25,60 ლარით.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №23 დადგენილების მე-3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრულ აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ბ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვისთვის მათ რეგისტრაციას; გ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების და დოკუმენტაციის შედგენას; დ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების განხორციელებას; ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილება არეგულირებს დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობას.

დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №23 და 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილების შესაბამისად მოხდა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა და საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე (სასადილო) სამუშაო ფართის მიხედვით ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 25.60 ლარი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ამასთან მითითებული კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამასთან, მოპასუხემ მთავარ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო. შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს; მოპასუხე ი.მ ა----- ა------ეს ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1974,60 ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხე ი.მ. ა----- ა------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი