გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.12.2018
საქმის ნომერი
160310017002021171
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310017002021171

N3/133-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.11. 2017 წ ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი, თამთა ჩულუხიძე

 

მოსარჩელე - ნა--------–---ი;

წარმომადგენლები - ჯე---------------ი;

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო;

წარმომადგენელი - კა----------------–-ძე;

თარჯიმანი - სუ-------------–---–ი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N8----------4-14 სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; (იხ.დაზუსტებული სასარჩელო განცხადება).

 

1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივნისის N8----------4-15 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; (იხ.დაზუსტებული სასარჩელო განცხადება).

 

1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის N253512 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა; (იხ.დაზუსტებული სასარჩელო განცხადება).

 

1.4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ დაარეგისტრიროს მოსარჩელის საკუთრების უფლება;

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 1972 წლიდან მოსარჩელის კომლის/ოჯახის წევრების საკუთრებაში, სარგებლობაში და მფლობელობაში იყო უძრავი ქონება, კერძოდ, მიწის ნაკვეთი-მდებარე ქ. მა-------–ი, სოფელი მე-2 ქე---–--ში 2800.00 კვ.მ. დასახელებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რაზეც ჯერ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება შემდეგ კი შეწყდა, ვინაიდან წარდგენილ საარქივო ცნობაში ნა--------–-------–----–----ს კომლზე რიცხული ქონებიდან (2800 კვ.მ) 83.06.09.6-- საკადასტრო კოდზე უკვე რეგისტრირებული იყო 1540 კვ.მ, შესაბამისად სარეგისტრაციოდ დარჩენილი იყო 1260 კვ.მ, შესაბამისად წარმოსადგენია კორექტირებული აზომვითი ნახაზი.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან 1540 კვ.მ მიწის ნაკვეთი უკვე რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე და წარმოადგენს მის საკუთრებას და არა კომლის საკუთრებას, ხოლო 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის - კომლის საკუთრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ სარჩელს არ ცნო და წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში განმარტავენ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 დადგენილია, რომ 2017 წლის 7 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა ნა--------–---მა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა მა-------–ის რაიონის სოფელ მე-2 ქე---–--ში მდებარე 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. განცხადებას თან დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა და თანხმობები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება;

3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 14 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8----------4-05 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარდგენილ საარქივო ცნობაში ნა--------–-------–----–----ს კომლზე რიცხული ქონებიდან (2800 კვ.მ) 83.06.09.6-- საკადასტრო კოდზე უკვე რეგისტრირებული 1540 კვ.მ შესაბამისად, სარეგისტრაციოდ დარჩენილი იყო 2660 კვ.მ. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სსიპ ,,შემოსავლების სამსახურიდან“ გამოითხოვა ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად ნა--------–-------–----–----ს აღიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 14 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8----------4-05 გადაწყვეტილება;

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 15 მარტს სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 21 მარტს განაახლა N8----------4 წარმოება და ნა--------–---ს დაევალა კორექტირებულ აზომვითი ნახაზის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 21 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8----------4 გადაწყვეტილება;

 

3.1.4. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N8----------4-14 გადაწყვეტილებით, ნა--------–---ს ეცნობა, რომ წარდგენილ საარქივო ცნობაში (№AA201700453403) ნა--------–---ის კომლზე რიცხული ქონებიდან, (2800 კვ.მ.) 83.06.09.6-- საკადასტრო კოდზე უკვე რეგისტრირებული იყო 1540 კვ.მ. შესაბამისად, სარეგისტრაციოდ დარჩენილი იყო 1260 კვ.მ.დასაზუსტებელი 1260 კვ.მ. დასაზუსტებელია სარეგისტრაციო მოთხოვნა, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონება მოიცავდა კომლის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, წარსადგენი იქნებოდა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი კომლზე რიცხული ქონებიდან სარეგისტრაციოდ დარჩენილ ფართობზე (1260 კვ.მ), რაც შეეხება დარჩენილ ფართობს (1540 კვ.მ) თუ დაინტერესებული პირი წარადგენდა ცალკე საკადასტრო აზომვით ნახაზს შესაძლებელია დოკუმენტაცია გადაგზავნილიყო აღიარებით კომისიაში.ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (2800 კვ.მ.), არ მოიცავდა კომლისსაკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებას და წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულმიწის ნაკვეთს, წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გადაიგზავნებოდა აღიარების კომისიაშიშემდგომი რეაგირებისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 10 მაისის N8----------4-14 გადაწყვეტილებით,3.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 4 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული N8----------4-11 გადაწყვეტილების თანახმად, ნა--------–---ს უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი ნახაზი სარეგისტრაციოდ დარჩენილ 1260 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ან დაეზუსტებინა მოთხოვნა. ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ნა--------–---ის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი/ინფორმაცია, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 13 ივნისის N8201--------15 გადაწყვეტილებით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 13 მაისის N8201--------15 გადაწყვეტილება;

 

3.1.6. 2017 წლის 14 ივნისს ნა--------–---მა (წარმომადგენელი ჯე---------------ი) №287205/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N8----------4-14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის №253512 გადაწყვეტილებით, ნა--------–---ის წარმომადგენელს ჯე---------------ს უარი ეთქვა 2017 წლის 14 ივნისის №253512 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ნა--------–---ის (წარმომადგენელი ჯე---------------ი) 2017 წლის 14 ივნისის №287205/17 ადმინისტრაციული საჩივარი;

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის №253512 გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ნა--------–---ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N8----------4-13 სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ივნისის N8----------4-15 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის N253512 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N8----------4-13 ,,სარეგისტრაციო წარმოების განახლების“ შესახებ გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივნისის N8----------4-15 ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის“ შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკადასტრო მონაცემების ზედდება – უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის(მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის 18.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა, განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს(მედიატორებს), რომელიც(რომლებიც) მხარეებს აცნობს(აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს(ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიაცია სრულდება სანოტარო მედიაციისათვის მიმართვიდან/საქმეში მედიატორის(მედიატორების) ჩართვიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე უფლება რეგისტრირდება ამ კანონით დადგენილი წესით.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის 20.1 მუხლის თანახმად, მედიაციის სხდომა იმართება მედიაციისათვის წინასწარ განსაზღვრულ, მხარეთა მიერ შეთანხმებულ ადგილას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია. დაუშვებელია მედიატორისაგან იმ გარემოებათა შესახებ ახსნა-განმარტების მიღება, რომლებიც მას მხარეებმა მედიაციის პროცესში გაანდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეები თავად განაცხადებენ თანხმობას შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მხარეთა შორის ფორმდება მედიაციის შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი, ხოლო ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში მედიატორი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ (აწერს) მხარეები ან/და მედიატორი, ხოლო ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი, მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მედიაციის შეთანხმება მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველია, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სანოტარო მედიაციის შედეგად გაფორმებული მორიგების აქტი მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესზე’’, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. დასახელებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთების სასაზღვრო მიჯნაზე მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვის შედეგად მიღებული ჯამური ფართობი შეესაბამება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული ფართობების ჯამს, მიწის ნაკვეთები მხარეთა თანხმობით რეგისტრირდება ერთ საკადასტრო ერთეულად, თუ არ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელის შემშლელი გარემოება. ასეთ შემთხვევაში ამონაწერში აისახება თითოეული თანამესაკუთრის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი(უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად) და ინფორმაცია სასაზღვრო მიჯნის დაუდგენლობის შესახებ. მხარეთა შორის დავას წყვეტს სასამართლო (ან, მხარეთა შეთანხმებით, არბიტრაჟი), საზიარო უფლების გაუქმებისათვის დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სპორადული წესით შემოსულ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები გადაფარვაშია სხვა პირის სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ან რეგისტრირებულ მონაცემებთან, ამასთან, შესაბამისი გადამოწმების შედეგად არ დგინდება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც მხარეებს შესთავაზებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას(მედიაციას). ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო განცხადებასთან/განცხადებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მედიაციის შედეგების გათვალისწინებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეში დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

- 2017 წლის 7 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა ნა--------–---მა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა მა-------–ის რაიონის სოფელ მე-2 ქე---–--ში მდებარე 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

 

- 2017 წლის 14 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8----------4-05 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარდგენილ საარქივო ცნობაში ნა--------–-------–----–----ს კომლზე რიცხული ქონებიდან (2800 კვ.მ) 83.06.09.6-- საკადასტრო კოდზე უკვე რეგისტრირებული 1540 კვ.მ შესაბამისად, სარეგისტრაციოდ დარჩენილი იყო 2660 კვ.მ. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სსიპ ,,შემოსავლების სამსახურიდან“ გამოითხოვა ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად ნა--------–-------–----–----ს აღიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე.

 

- 2017 წლის 15 მარტს სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 21 მარტს განაახლა N8----------4 წარმოება და ნა--------–---ს დაევალა კორექტირებულ აზომვითი ნახაზის წარდგენა.

 

- 2017 წლის 10 მაისის N8----------4-14 გადაწყვეტილებით, ნა--------–---ს ეცნობა, რომ წარდგენილ საარქივო ცნობაში (№AA201700453403) ნა--------–---ის კომლზე რიცხული ქონებიდან, (2800 კვ.მ.) 83.06.09.6-- საკადასტრო კოდზე უკვე რეგისტრირებული იყო 1540 კვ.მ. შესაბამისად, სარეგისტრაციოდ დარჩენილი იყო 1260 კვ.მ.დასაზუსტებელი 1260 კვ.მ. დასაზუსტებელია სარეგისტრაციო მოთხოვნა, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონება მოიცავდა კომლის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, წარსადგენი იქნებოდა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი კომლზე რიცხული ქონებიდან სარეგისტრაციოდ დარჩენილ ფართობზე (1260 კვ.მ), რაც შეეხება დარჩენილ ფართობს (1540 კვ.მ) თუ დაინტერესებული პირი წარადგენდა ცალკე საკადასტრო აზომვით ნახაზს შესაძლებელია დოკუმენტაცია გადაგზავნილიყოაღიარებით კომისიაში.

 

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (2800 კვ.მ.) არ

მოიცავდა კომლის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებას და წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულმიწის ნაკვეთს, წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გადაიგზავნებოდა აღიარების კომისიაში შემდგომი რეაგირებისთვის.

 

- 2017 წლის 4 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული N8----------4-11 გადაწყვეტილების თანახმად, ნა--------–---ს უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი ნახაზი სარეგისტრაციოდ დარჩენილ 1260 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ან დაეზუსტებინა მოთხოვნა. ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ნა--------–---ის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი/ინფორმაცია, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შესახებ.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები მოწმობს იმას, რომ ნა--------–---ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ №8----------4 განცხადებაზე დართული საარქივო ცნობის მიხედვით ნა--------–-------–----–----ს კომლზე რიცხული ქონებიდან (2800 კვ.მ) 83.06.09.6-- საკადასტრო კოდზე უკვე რეგისტრირებული 1540 კვ.მ შესაბამისად, სარეგისტრაციოდ დარჩენილი იყო 2660 კვ.მ. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სსიპ ,,შემოსავლების სამსახურიდან“ გამოითხოვა ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად ნა--------–-------–----–----ს აღიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე. სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განაახლა წარმოება და ნა--------–---ს დაევალა კორექტირებულ აზომვითი ნახაზის წარდგენა.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ,-დასახლებული მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულ პირს (ნა--------–---ს) არ წარუდგენია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია-არ წარუდგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 13 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №8----------4-15 და ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნა--------–---ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“ და ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის N253512 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის N253512 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ნა--------–---ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, ნა--------–---ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნა--------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე