განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
120100118002526177
დავის ტიპი
126 (1) 1 , 187 1
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/268-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე, პროკურორი: გ------------–---–---–-

 

დაცვის მხარე, ადვოკატი: ზ-------------

 

ბრალდებული: შ--------–-–---–-

მამის სახელი: ბ-–---

დაბადებული: 1-.0-.1---

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

მისამართი: ბ----------, გ. ს------ს ქ. N-, ბინა 5-

რეგისტრირებული: ბ----------, გ. ს------ს ქ. N-, ბინა 5-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-

187–ე მუხლის 1 ნაწილით

1261–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2018 წლის 16 აპრილს ქ.ბ---------ში, ს------ს ქ. N7--ის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ--------–-–---–მა ქვის დარტყმით განზრახ დააზიანა დის ვ--------–-–---–-ს კუთვნილი - “N-------------” მოდელის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: R--------, კერძოდ დააზიანა უკანა საქარე მინა, უკანა მარცხენა უკუსვლით მაჩვენებლის მაშუქი, საბარგულის სახურავის ზედაპირი, წინა ბამპერის მარცხენა ნაწილი, უკანა ბამპერის მარჯვენა მხარე და შუა ნაწილი, წინა მარცხენა კარების სახელურთან და ჩარჩოს ზედაპირი, წინა მარცხენა კარების მინა და უკანა მარცხენა კარის საქარე მინა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 7-5 ლარის მნიშნელოვანი ზიანი.

 

1.2. 2018 წლის 03 მარტს, ქ. ბ---------ში ს------ს ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ--------–-–---–მა შელაპარაკების საფუძველზე, დას არასრულწლოვანი დ---------–-–---–-- თანდასწრებით მის დედას ვ--------–-–---–ს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ბოლო სამი წლის განმავლობაში სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც ვ--------–-–---–- განიცდიდა ტანჯვას.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

შ--------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

დაცვის მხარემ, ბრალდებულმა შ---------–-–---–მა აღიარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და უდაოდ გახადა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ბრალდებულმა შ--------–-–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მართალია ვ--------–-–---–ს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა დისთვის არ მიუყენებია.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მოწმე ვ--------–-–---–-ს ჩვენება, - რომლის თანახმადაც, მისი ძმა შ--------–-–---–- სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მისი დედის გარდაცვალების შემდეგ შ--------–-–---–მა აგრესია გადაიტანა მასზე და დისშვილებზე, იგი არის ალკოჰოლდამოკიდებული და მუდმივად გამოხატავდა აგრესიას მათ მიმართ, სცემდა მას, სტანჯავდა, აწამებდა, ფიზიკურ ტკივილს აყენებდა, ამტვრევდა ყველაფერს, სახლში მთელი არაფერი არ დაუტოვა, ვ--------–-–---–მა საკუთარი საცხოვრებელი ბინა დატოვა მისი ძმის სისტემატიური აგრესიისა და შეურაცხყოფის გამო და გადავიდა ნაქირავებ ბინაში, შემდეგ მასთან განუწყვეტელი კონფლიქტის გამო ქირითაც დატოვა ბინა და ხაშურში გადავიდა საცხოვრებლად. 2018 წლის 03 მარტს იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მის არასრულწლოვან შვილ დ---------–-–---–თან ერთად, რომელიც თამაშობდა ეზოში, დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ბავშვთან მივიდა შ--------–-–---–- და ჩხუბი დაუწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მეზობელმა იცის და-ძმის ურთიერთობის შესახებ, მეზობელმა ბავშვი აიყვანა დედასთან საცხოვრებელ ბინაში, რამდენიმე წუთის შემდეგ შ--------–-–---–- მივიდა მათთან და კარზე აკაკუნებდა, როდესაც კარი გააღეს მოითხოვა სიგარეტი, ვ--------–-–---–მა მისცა რამდენიმე ღერი და 2 ლარი სიგარეტის საყიდლად, რა დროსაც შ--------–-–---–მა გამოხატა აგრესია, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თანხა მისთვის საკმარისი არ იყო, არასარულწლოვან დ---------–-–---–-- თანდასწრებით ვ--------–-–---–- თმებით გაათრია სადარბაზოში და ხელს ურტყავდა თავის არეში, ბავშვის ყვირილზე გამოვიდნენ მეზობლები და დაეხმარნენ ვ--------–-–---–ს მისი ძმისაგან თავის დაღწევაში, ხოლო ბავშვი დ---------–-–---–ი მეზობელმა გ--------–-----მ შეიყვანა თავის საცხოვრებელ ბინაში, აგრეთვე მალევე მოვიდა მისი უფროსი შვილი ს------------. 2018 წლის 16 აპრილს ვ--------–-–---–- იმყოფებოდა თავისივე საცხოვრებელ სახლში ს------ს ქუჩა N--ში, სადაც დაახლოებით 10:50 საათზე მათთან მივიდა ტაქსის მძღოლი გ-------------ე, რომელიც აღელვებული იყო და უთხრა, რომ შ--------–-–---–მა მოსთხოვა მის საცხოვრებელ სახლში წაყვანა და მისვლისას ვ--------–-–---–-ს ავტომანქანა ქვით დაამტვრია. ვ--------–-–---–მა იმ წუთშივე დაურეკა მის შვილს ს------------ს, რომელმაც უთხრა, რომ დაერეკა 112-ში და ისიც მალევე მივიდოდა. როდესაც აღნიშნულ მისამართზე მივიდნენ, ნახეს, რომ მათი ავტომანქანა იყო ძალიან დაზიანებული, ავტომანქანის დაზიანების შედეგად ვ--------–-–---–ს მიადგა დაახლოებით 2000 ლარის მატერიალური ზიანი.

 

(იხ.სხ. ოქმი).

 

მოწმე ს-----------ის ჩვენება, - რომლის თანახმადაც ქ.ბ---------ში ცხოვრობს ქირით ცოლ შვილთან ერთად, თუმცა საკუთრებაში აქვს ბინა ქ.ბ---------ში ს------ს ქუჩა N 3-ში. მათი ქირით ცხოვრების მიზეზი არის მისი ბიძა შ--------–-–---–-, რომელიც სისტემატურად აყენებს მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას და გამოხატავს აგრესიას, ამიტომ გაუსაძლისია მასთან ერთად ცხოვრება. 2018 წლის 03 მარტს დედამ - ვ--------–-–---–მა დაურეკა ატირებულმა და უთხრა, რომ შ--------–-–---–- ისევ ეჩხუბა. როდესაც დედასთან მივიდა ს------ს ქუჩა N 3-ში, დედა იყო ატირებული, ხოლო მისი ძმა დ---------–-–---–ი მეზობელს ჰყავდა თავისთან გაყვანილი, მისივე განმარტებით ძმას ძალიან ეშინია შ--------–-–---–-ს და ხშირად კრუნჩხვაც კი დამართნია, ეს გრძელდება მისი ბავშობიდან დაახლობით თხუთმეტი წელია. ბებიის სიცოცხლის პერიოდში მასაც აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. იმის გამო, რომ ის მათი ბიძა იყო, ერიდებოდნენ პოლიციაში დარეკვას. 2018 წლის 16 აპრილს დედამ ისევ დაურეკა და უთხრა, რომ შ--------–-–---–მა დაამტვრია მისი კუთვნილი ავტომანქანა. როდესაც მათ საცხოვრებელ სახლში მივიდნენ ვტომანქანა უკვე დალეწილი იყო, შ--------–-–---–- ავტომანქანაში იჯდა ისევ და მუშტებს ურტყამდა, ისინი გაერიდნენ და დაელოდნენ პოლიციის მისვლას, როდესაც პოლიცია მივიდა შ--------–-–---–- იქ აღარ იმყოფებოდა.

 

(იხ.სხ. ოქმი).

გ--------–----ის ჩვენება, - რომლის თანახმადაც ცხოვრობს ს------ს ქუჩაზე ბინა N--ში, მათ მეზობლად ცხოვრობს შ--------–-–---–-, რომელიც არის ალკოჰოლდამოკიდებული, მათ მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა მისი და ვ--------–-–---–- თავის შვილებთან ერთად და დაახლოებით 2 წელია, რაც საცხოვრებლად გადავიდა ქირით, რადგან გაუსაძლისია მათთვის შ--------–-–---–თან ერთად ცხოვრება. 2018 წლის 03 მარტს გ--------–----- იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ყვირილი, როდესაც სადარბაზოში გავიდა, დაინახა, რომ შ--------–-–---–ს ცალი ხელით მკლავიდან ყავდა დაჭერილი თავისი და ვ--------–-–---–-, ხოლო მეორე ხელით ურტყავდა თავის არეში. ბინიდან ასევე გამოვიდნენ ხ----------- და მისი ცოლ-შვილი.

 

იხ.სხ.ოქმი

 

მოწმე დ---------–-–---–-- ჩვენება,- რომლის თანახმადაც ქ. ბ---------ში ს------ს ქუჩა N--ში ცხოვრობს დედასთან ერთად, მათ გვერდით ცხოვრობს მისი ბიძა შ--------–-–---–-, რომელიც მუდმივად არის კონფლიქტური და ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, მის დედას ვ--------–-–---–ს. 2018 წლის 03 მარტს იმყოფებოდნენ თავის საცხოვრებელ სახლში ს------ს N 3-ში, რა დროსაც მოვიდა შ--------–-–---–- და ჩხუბი დაუწყო, ამის შემდგომ მისმა მეზობელმა აიყვანა დედასთან სახლში, რამდენიმე წუთში მათთან მივიდა ბიძა შ--------–-–---–-, აბრახუნებდა კარებზე, როდესაც ვ--------–-–---–მა კარი გააღო, შ--------–-–---–მა დაუწყო მას სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ცემა, მკლავით გაათრია სადარბაზოში და თავში ურტყავდა ხელებს, ხმაურზე გამოვიდნენ მეზობლები, ხოლო დ---------–-–---–ი მისმა მეზობელმა,- გ--------–-----მ შეიყვანა თავის საცხოვრებელ ბინაში. დ---------–-–---–-- განმარტებით მის ბიძას შ--------–-–---–ს ხელი არასოდეს დაურტყამს მისთვის, თუმცა ხშირად შესწრებია როგორ სცემდა დედას - ვ--------–-–---–ს.

(იხ.სხ. ოქმი).

 

მოწმე ამ----- არ----------ს ჩვენება, - რომლის თანახმადაც იგი ცხოვრობს ვ--------–-–---–-ს მეზობლად, დაესწრო არასრულწლოვან დ---------–-–---–-- დაკითხვას და განმარტავს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რაც შეეხება შ--------–-–---–ს იცნობს, როგორც ალკოჰოლდამოკიდებულ პიროვნებას.

 

(იხ.სხ. ოქმი).

 

მოწმე ლ--–---------ის ჩვენება, - რომლის თანახმადაც ცხოვრობს შ--------–-–---–-სა და ვ--------–-–---–-ს მეზობლად. ლ--–---------ის განმარტებით, შ--------–-–---–- მუდმივად ნასვამ მდგომარეობაშია, აქედან გამომდინარე აგრესიულია, ყვირის უმიზეზოდ და ხშირად შიშველ მდგომარეობაში დადის. 2018 წლის 03 მარტს ვ----ს შვილი დ---------–-–---–ი მივიდა მასთან და უთხრა, რომ შმაგი სცემდა დედას, როდესაც სადარბაზოში გავიდნენ შ--------–-–---–- თმებით ითრევდა მის დას ვ--------–-–---–ს და ხელს ურტყავდა თავის არეში. ამ ფაქტს შეესწრნენ აგრეთვე მისი მეუღლე და სხვა მეზობლებიც, ჯ---------------, გ--------–----- და სხვები

 

(იხ.სხ. ოქმი).

 

მოწმე ხ-----------ს ჩვენება, - რომლის თანახმადაც არის ვ--------–-–---–-სა და შ--------–-–---–-ს მეზობელი, მისი განმარტებით შ--------–-–---–- მუდმივად ამცირებს მის დას და აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ეს სისტემატიურად ხდება. შ--------–-–---–ს მეზობლებთანაც ცუდი დამოკიდებულება აქვს, ნასვამია სულ, აგრეთვე ადასტურებს 2018 წლის 03 მარტს სადარბაზოში მოხდარ ფაქტს. კერძოდ, რა დღე იყო არ ახსოვს, ჩხუბის ხმა გაიგო, გარეთ რომ გავიდა შ--------–-–---–- ყვიროდა, თავის დას ვ--------–-–---–ს სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა და სცემდა. ეს ხდება სისტემატურად, ამის გამო ვ--------–-–---–- და მისი შვილი ს------------ სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.

(იხ.სხ. ოქმი).

 

მოწმე ჯ--------------ს ჩვენება, - რომლის თანახმადაც არის შ--------–-–---–-სა და ვ--------–-–---–-ს მეზობელი, მისი განმარტებით ბოლო პერიოდში შ--------–-–---–- გახდა ალკოჰოლდამოკიდებული, როდესაც სახლში ბრუნდებოდა მის დას მუდმივად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 03 მარტს სადარბაზოში შ--------–-–---–- მის დას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, თმებით ჰყავდა დაჭერილი ვ--------–-–---–- და თავში ურტყავდა ხელს, ამ ფაქტს შეესწრო აგრეთვე ბავშვი დ---------–-–---–ი, რომელიც გ--------–-----მ დაამშვიდა და შეიყვანა თავისივე სახლში.

 

(იხ.სხ. ოქმი).

 

მოწმე გ-------------ის ჩვენება, - რომლის თანახმადაც საკუთრებაში ჰყავს ავტომობილი, რომლითაც ტაქსაობს და დგება მე------ს ქუჩაზე. 2018 წლის 16 აპრილს დაახლოებით 10:30 საათზე სადგომზე მივიდა შ--------–-–---–-, რომელიც იყო ალკოჰოლურ მდგომარეობაში და უთხრა რომ ვ--------–-–---–ს სჭირდებოდა დახმარება და სთხოვა მის ნაქირავებ სახლში აყვანა, რაზეც გ-------------ე დათანხმდა და ავიდნენ ვ--------–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში. როდესაც შ--------–-–---–- ეზოში შევიდა დაიწყო ყვირილი და უძახდა მის დას, არავინ რომ არ გამოხედა შ--------–-–---–მა აიღო მოზრდილი ქვა იქ მდგომი თეთრი ფერის ავტომანქანას რამდენჯერმე დაარტყა და გააგრძელა ავტომანქანის დამტვრევა. როდესაც ეს გ-------------ემ დაინახა, დაუყვირა რას აკეთებდა, მერე კაცი გამოვიდა და შ--------–-–---–ს აჩერებდა. შემდეგ იგი წავიდა ვ--------–-–---–თან და შეატყობინა აღნიშნულის შესახებ.

(იხ.სხ. ოქმი).

მოწმე ნ----------–---–-ს ჩვენება, - რომლის თანახმადაც ცხოვრობს ქ.ბ---------ში ს------ს N--ში აქვს, ვ--------–-–---–ს არ იცნობს, ამ შემთხვევის დროსაც არ იცოდა რომ ქირით იყვნენ მის მოპირდაპირე სახლში, იცნობს როგორც მის თანაქალაქელს, აქვს რესტორანი და ვეტერანები იკრიბებოდნენ ხშირად და რაღაც დღეობას აღნიშნავდნენ. იმ დღისით თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც სახლიდან გამოვიდა, შ--------–-–---–- ქუჩაზე იყო ამოსული, ყვიროდა მანქანა დანაღმულია და არ გაეკაროთო, ეტყობოდა რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო, მათმა მეზობელმა გამოიყვანა. შემდეგ თვითონ სახლში შებრუნდა, როდესაც უკან გამოვიდა დაინახა, რომ ავტომანქანა უკვე დამტვრეული იყო.

 

(იხ.სხ. ოქმი).

 

მოწმე ზ-------------ის ჩვენება, - რომლის თანახმადაც 2018 წლის 16 აპრილს იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გაიგო შ--------–-–---–-ს ხმა, რომელიც თავის დას ეძახდა, რამდენიმე წუთში ბრახუნის ხმაც გაისმა, როდესაც გარეთ გაიხედა დაინახა, რომ შ--------–-–---–- ხელფეხს ურტყავდა მანქანას, ქვა ეჭირა ხელში და ხელიდან გააგდებინა, როდესაც დაწყნარდა გზაზე გააცილა, თუმცა შ--------–-–---–- ისევ დაბრუნდა მანქანასთან, ხოლო რამდენიმე წუთში სხვებიც მივიდნენ.

 

(იხ.სხ. ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ე-–-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 1--------–- შედგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის N 5------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე წარდგენილი „N-----”-ის მარკის, “S------” მოდელის ა/მანქანის, სახელმწიფო ნომრით: R--------, უკანა საქარე მინაზე, უკანა მარცხენა უკუსვლითი მაჩვენებლის მაშუქის მინაზე, საბარგულის სახურავის ზედაპირზე, წინა ბამპერის მარცხენა ნაწილში, უკანა ბამპერის მარჯვენა მხარეს და შუა ნაწილში, წინა მარცხენა კარების სახელურთან და ჩარჩოს ზედაპირზე, წინა მარცხენა კარების მინისა და უკანა მარცხენა კარის საქარე მინაზე აღენიშნება დაზიანებები ტეხვის, ჩაღუნვებისა და გაფხაჭნების სახით, არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებული საქმის გარემოებას და თავისი ფორმითა და ხასიათით განვითარებულია დეტალებზე რაიმე მკვრივი და მყარი ზედაპირის მქონე საგნის შეხება-ურთიერთქმედებით, როგორიც შეიძლება იყო ქვა, გარედან მოქმედი ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

იხ.ს.ფ 133-136;

 

სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა მ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 30------- შედგენილი სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც შ--------–-–---–-ს ქმედებით მისი და ვ--------–-–---–- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

იხ.ს.ფ. 205-209;

სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა გ------------------მ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 1--------–- შედგენილი საქონელმცოდნეობითი N 8--- ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე წარდგენილი „N-----”-ის მარკის, “S------” მოდელის ა/მანქანის, სახელმწიფო ნომრით: R-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეესაბამება 7-- (შვიდასთხუთმეტ) ლარს

 

იხ.ს.ფ 129-132;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, - რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ბ---------ში ს------ს ქ.N7--ში და წარმოადგენს ვ---- გ--–-–---–-ს საცხოვრებელი სახლის ეზოს, სადაც ეზოში შესასვლელი კარების პირდაპირ, ავტოფარეხის წინ გაჩერებულია თეთრი ფერის ავტომანქანა ,,N-------------", სახ. N R--------, მისი დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ა/მანქანას გატეხილი აქვს უკანა საქარე მინა, უკანა მარცხენა მაშუქი(უკუსვლის), ჩაღუნვის სახით დაზიანებები აღენიშნება საბარგულის სახურავს(მრავლობითი), უკანა ბამპერს(მარჯვენა მხარეს), წინა ბამპერს(მარცხენა კუთხეში), წინა მარცხენა კარებს(სახელურთან და მინის კანტთან), ნაკაწრები აღენიშნება წინა მარცხენა კარების მინას. ავტომანქანის უკან, მისგან დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით, ნიადაგის ზედაპირზე დაგდებულია ავტომანქანის საქარე მინა, დამტვრეულ მდგომარეობაში. ავტომანქანის გვერდით მარცხენა მხარეს, ნიადაგის ზედაპირზე დაგდებულია ბრტყელი ფორმის უსწორმასწორო გვერდების მქონე 31x23 ზომის ქვა.

 

იხ.ს.ფ. 6-27;

 

მოწმეებმა ბ--------------–-------------------–------------------–-------------------------------------------------------–-------------მ - დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

(იხ.სხ. ოქმი).

 

შ--------–-–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ფორმა N1, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, შ---------–-–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, დადგენილება საგამოძიებო ექპერიმენტის ჩატარების შესახებ, საგამოძიებო ექპერიმენტის ჩატარების ოქმი ფოტოილუსტრაციით, დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, დადგენილება ვ---- გ--–-–---–-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ, შ--------–-–---–-ს ნასამართლეობაზე და ადმინისტრაციულზე შემოწმების ცნობები, წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, თანდართული პრეზიდენტის 2013 წლის 02 ოქტომბრის განკარგულებით, ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება, განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ამოღებული ავტომანქანა, დამტვრეული საქარე მინა, ქვა და საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ შ--------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება. მანვე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

შ--------–-–---–-ს ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უდაოდ დასტურდება, მოწმეთა: - თვით ვ---- გ--–-–---–-ს, გ--------–----ის, დ---------–-–---–--, ს-----------ის, ა--------------------ის ლ--–---------ის, ჯ------- და ხ-----------ს ჩვენებებით, აგრეთვე 2018 წლის 30------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, რომლის თანახმადაც შ--------–-–---–-ს ქმედებით მისი და ვ--------–-–---–- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ შ--------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ--------–-–---–-ს ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და აგრეთვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შესაბამისად, დასახელებული კვალიფიკაციებით ბრალდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

 

შ--------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პირი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--------–-–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ--------–-–---–ს საჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს შ--------–-–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.შ---------–-–---–ი (პ/ნ1---------- ) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

 

2. შ---------–-–---–ი (პ/ნ1---------- ) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ---------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

 

4. შ---------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავების დღიდან 2018 წლის 1--------–------

5. ნივთმტკიცებები:

„N-----”-ის მარკის, “S------” მოდელის ა/მანქანა, სახელმწიფო ნომრით: R--------, რომელიც ინახება ბ---------ში და ჩაბარებული აქვს დაზარალებულ ვ---- გ--–-–---–ს, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

დამტვრეული საქარე მინა და ქვა, რომელიც ინახება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8.განემარტოს მსჯავრდებულს, რომ უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების თაობაზე.

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი