გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26643 - 18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - მ-----------------–ი
მოპასუხე - ნ---------------ე
წარმომადგენელი - ო--------------ე
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის, საქმე №--------, გადაწყვეტილებით მ-----------------–ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს მ-----------------–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-------------ს დაბადებული ლ---------------–ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 12 სექტემბრიდან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
ნ---------------ეს და მ-----------------–ს ჰყავთ საერთო შვილი, 2----–-–-------------ს დაბადებული ლ---------------–ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, მ-----------------–ს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-------------ს დაბადებული ლ---------------–ის სასარგებლოდ დაეკისრა 330 (სამას ოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2016 წლის 18 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. მოსარჩელე მხარე 2018 წლის 01 სექტემბრიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ-------------–-----–---დან და ამჟამად არის უმუშევარი. მის კმაყოფაზე იმყოფება მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც, მ-----------------–ს არ აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.
მოსარჩელისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობს. მოპასუხე ნ---------------ე არ მუშაობს, ვინაიდან. მის არასრულწლოვან შვილს, ლ---------------–ს. ესაჭიროება მუდმივი მეთვალყურეობა. იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის 20 სექტემბრამდე ექვსჯერ გაიარა მკურნალობის კურსი ქ. თბილისის მ------–------------------------------------------–-----------–-- სადაც დაუდგინდა დიაგნოზი - ,,შიზოფრენული აშლილობა - F20.8“. ავადმყოფობის მიმდინარეობა ქრონიკულია, საჭიროებს მედიკამენტებით ყოველდღიურ მკურნალობას. აღნიშნული მედიკამენტების შეძენას ყოველთვიურად საშუალოდ სჭირდება 235 ლარი. ნ---------------ე და ლ---------------–ი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ-----------------–ს და ნ---------------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-------------ს, შეეძინათ შვილი, ლ---------------–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 20);
3.1.2. მ-----------------–ი და ნ---------------ე განქორწინდნენ 2011 წლის 02 დეკემბერს; არასრულწლოვანი ლ---------------–ი ცხოვრობს დედასთან, ნ---------------ესთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 19).
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი).
3.1.3. მ-----------------–ი 2012 წლის 03 აპრილიდან ქორწინებაშია შ--------------–---–თან. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 08 აგვისტოს, შეეძინათ შვილი, ა------------------–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 18).
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, ნ---------------ის სარჩელი, მ-----------------–ის მიმართ, ალიმენტის გაზრდის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მ-----------------–ისათვის, არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 12 იანვარს დაბადებული ლ---------------–ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი 200 (ორასი) ლარი გაიზარდა და მისი ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 330 (სამას ოცდაათი) ლარით, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2016 წლის 18 იანვრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება, საქმე N-------- (ს.ფ. 28-34);
3.1.5. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 13.05.2016 წელს გაცემული N-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, მ-----------------–ს დაეკისრა საალიმენტო ვალდებულების შესრულება არასრულწლოვანი ლ---------------–ის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 19 მაისის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 21-22);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 13 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმე N-------- (ს.ფ. 46-47);
3.1.6. მოპასუხე ნ---------------ე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი).
3.1.7. მოპასუხე ნ---------------ე და არასრულწლოვანი ლ---------------–ი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადების თარიღი 21.09.2018 წელი (ს.ფ. 50).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ნ---------------ე და არასრულწლოვანი ლ---------------–ი ცხოვრობენ მისამართზე - ქ. თბილისი, ქ-------------------------–-. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ-----------------–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N------, დამოწმების თარიღი 30.07.2012, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის N-- ორდერის საფუძველზე სამსახურებრივი დანიშნულებით გადაცემულ ზემოაღნიშნული ქონება. ორდერში მითითებულნი არიან მ-----------------–ი და მისი მეუღლე ნ---------------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 09.09.2015 წელი (ს.ფ. 15-16);
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული ორდერი N-- (ს.ფ. 51);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი).
3.2.2. არასრულწლოვანი ლ---------------–ის დიაგნოზია: ,,შიზოფრენიის სხვა ფორმა“. იგი გადის მკურანლობის კურსს შპს ,-------------------------–-------------------------------–----–------–--. ავადმყოფობა ქრონიკულია და დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა: ,,ნუუფენი, ტრუქსალი, არიპეგისი, დიაზეპამი, თიორიდაზინი“ აუცილებელია ამბულატორიული მეთვალყურეობის გაგრძელება, ინდივიდუალური ფსიქოლოგიური და პედაგოგიური მუშაობა;
ლ---------------–ს, როგორც სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონეს, მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,-------------------------–-------------------------------–----–--------- მიერ გაცემული შემოწმების აქტი (ს.ფ. 48);
- შპს ,-------------------------–-------------------------------–----–--------- მიერ 2018 წლის 21 სექტემბერს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 49).
3.2.3. საქართველოს შ-------------–-----–---ს გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, შ-------------–-----–---ს ს-----–--------------------------–-----------–-------------–-------------------------------------------–---------–-------------------–--------------–-------------ს მოადგილე (,,უფროსი ლეიტენანტი“) მ-----------------–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო რეზერვში 2018 წლის 01 სექტემბრიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შ-------------–-----–---ს გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 03 სექტემბრის ბრძანება (ს.ფ. 23);
3.2.4. საქართველოს შ-------------–-----–---ს გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2018 წლის 16 ნოემბრის წერილით, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნის რაიმე ვადას. სამსახურიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნისას მ-----------------–ზე რაიმე სახის კომპენსაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გაცემულა, ვინაიდან იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. მ-----------------–ი მოქმედი კანონმდებლობით ირიცხება სამობილიზაციო რეზერვში. რეზერვში ჩარიცხული უფროსი ლეიტენანტი, 2018 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით, რაიმე სახის გასამრჯელოს საქართველოს თავდაცვის სამინსიტროდან არ იღებს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მ-----------------–ი თავისი სურვილით იქნა დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი აღარ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს (მაგ. უცხო ენის ცოდნა) და მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ-------------–-----–---ს სამსახურიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შ-------------–-----–---ს გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2018 წლის 16 ნოემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 75);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი).
3.2.5. მოსარჩელე მ-----------------–ი არასრულწლოვანი შვილის - ლ---------------–ის სასარგებლოდ იხდიდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ალიმენტს. 2018 წლის სექტემბრის თვიდან შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით, მას აღარ გადაუხდია ალიმენტის სახით თანხა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის შეცვლა წარმოადგენს მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური, ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
-’’ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1222-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა.
დადგენილია, რომ მ-----------------–ს და ნ---------------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-------------ს, შეეძინათ შვილი, ლ---------------–ი. მხარეები განქორწინდნენ 2011 წლის 02 დეკემბერს. არასრულწლოვანი ლ---------------–ი ცხოვრობს მოპასუხესთან, ნ---------------ესთან ერთად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, მ-----------------–ს არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 12 იანვარს დაბადებული ლ---------------–ის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 330 (სამას ოცდაათი) ლარი, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2016 წლის 18 იანვრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 13.05.2016 წელს გაცემული N-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, მ-----------------–ს დაეკისრა საალიმენტო ვალდებულების შესრულება არასრულწლოვანი ლ---------------–ის სასარგებლოდ. როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, მოსარჩელე მ-----------------–ი არასრულწლოვანი შვილის - ლ---------------–ის სასარგებლოდ იხდიდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ალიმენტს. 2018 წლის სექტემბრის თვიდან შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით, მას აღარ გადაუხდია ალიმენტის სახით თანხა. ამდენად, მოსარჩელე მ-----------------–ს არ აურიდებია თავი სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული საალიმენტო მოვალეობის შესრულებისთვის.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, საქართველოს შ-------------–-----–---ს გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, შ-------------–-----–---ს ს-----–--------------------------–-----------–-------------–-------------------------------------------–---------–-------------------–--------------–-------------ს მოადგილე (,,უფროსი ლეიტენანტი“) მ-----------------–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო რეზერვში 2018 წლის 01 სექტემბრიდან. მოპასუხე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მ-----------------–მა შეგნებულად დატოვა სამსახური, რათა თავი აერიდებინა საალიმენტო ვალდებულებისთვის. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საქართველოს შ-------------–-----–---ს გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2018 წლის 16 ნოემბრის წერილით, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნის რაიმე ვადას. სამსახურიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნისას მ-----------------–ზე რაიმე სახის კომპენსაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გაცემულა, ვინაიდან იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. მ-----------------–ი მოქმედი კანონმდებლობით იორიცხება სამობილიზაციო რეზერვში. რეზერვში ჩარიცხული უფროსი ლეიტენანტი, 2018 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით, რაიმე სახის გასამრჯელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან არ იღებს.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მ-----------------–ი თავისი სურვილით იქნა დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი აღარ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს (მაგ. უცხო ენის ცოდნა) და მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ-------------–-----–---ს სამსახურიდან.
სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ალიმენტის ოდენობის შეცვლას ბავშვის ინტერესების საზიანოდ.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოსარჩელე მ-----------------–ი იყო დასაქმებული და გააჩნდა სტაბილური შემოსავალი, ხოლო 2018 წლის 01 სექტემბრიდან იგი აღარ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ-----------------–ს 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შექმნილი ჰქონდა მეორე ოჯახი და მას იმ პერიოდშიც ეკისრებოდა მეორე არასრულწლოვანი შვილის, ა------------------–ის (დაბადებული 2015 წლის 08 აგვისტოს) კანონით განსაზღვრული რჩენის ვალდებულება. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხე ნ---------------ის საცხოვრებელ ადგილზე. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ის საცხოვრებელი ბინა (მდებარე- ქ. თბილისი, ქ-------------------------–-----------), სადაც ნ---------------ე არასრულწლოვან ლ---------------–თან ერთად ცხოვრობს, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ-----------------–ის სახელზე. ამ უკანასკნელმა სამსახურებრივი დანიშნულებით ორდერის საფუძველზე მიიღო აღნიშნული საცხოვრებელი. ორდერში მ-----------------–თან ერთად დაფიქსირებულია ნ---------------ეც.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის განსაზღვრისას, არსებობის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, ასევე, ბავშვის სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი ფიზიკური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ლ---------------–ის დიაგნოზია: ,,შიზოფრენიის სხვა ფორმა“. იგი გადის მკურანლობის კურსს შპს ,-------------------------–-------------------------------–----–------–-- . ავადმყოფობა ქრონიკულია და დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა: ,,ნუუფენი, ტრუქსალი, არიპეგისი, დიაზეპამი, თიორიდაზინი“ აუცილებელია ამბულატორიული მეთვალყურეობის გაგრძელება, ინდივიდუალური ფსიქოლოგიური და პედაგოგიური მუშაობა. ლ---------------–ს, როგორც სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონეს, მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი. საყურადღებოა ისიც, რომ არასრულწლოვანს იგივე ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის საჭიროება ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის.
დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ, მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. თუმცა მის კმაყოფაზე მყოფი პირთა რაოდენობა არ შეცვლილა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, არ დადასტურდა მოსარჩელე მხარის დასაქმებისა და სტაბილური მატერიალური შემოსავლის მიღების ფაქტი. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლის უმუშევრობის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მისთვის ალიმენტის მინიმალური ოდენობის დაკისრების საფუძველს. უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომაროება, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, სხვადასხვა წყაროებიდან შემოსავლის მიღების და თვითდასაქმების შესაძლებლობა. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის აუცილებელ მოთხოვნილებებს არ ამცირებს. მით უფრო მოცემულ შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვანი ლ---------------–ი სპეციალური მოთხოვნილებების მქონე ბავშვია და სჭირდება უფრო მეტი მეთვალყურეობა და ფულადი ხარჯიც. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული, არასრულწლოვანი შვილი უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმაზეც, რომ სარჩენი პირის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
გამომდინარე აღნიშნულიდან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის შეცვლისა და მოსარჩელისათვის სტაბილური შემოსავლის არარსებობის გათვალისწინებით, არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი, თუმცა არა მოთხოვნილი ოდენობით. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდისას პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი დედაზეა გადატანილი. მამა აქტიურად არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდა-განვითარებაში. სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობას და მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ლ---------------–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად უნდა განისაზღვროს 170 (ას სამოცდაათი) ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 18 (თვრამეტი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591. 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----------------–ის სარჩელი, ნ---------------ის მიმართ, ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მ-----------------–ს, არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-------------ს დაბადებული ლ---------------–ის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი 330 ლარი (სამას ოცდაათი) ლარი, შეუმცირდეს 160 (ას სამოცი) ლარით და არასრულწლოვანი ლ---------------–ის (დაბადებული 2----–-–-------------ს) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით 170 (ას სამოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 12 სექტემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. ნ---------------ეს მოსარჩელე მ-----------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 18 (თვრამეტი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა