განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--------------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ--------------–--ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, ნასამართლობის არ მქონე, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: გ-------------–---------–---–--------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თ---------------------------------------------;
ადვოკატი - ნ------–-------ე
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ზ--------------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 მაისს, დაახლოებით 23:50 საათზე, ზ--------------–--ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი ყოფილი მეუღლის - ე------------–--ის მიმართ, კერძოდ: ქ. თბილისში, თ-------------–---------------------------------------------ში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შეკრული ხელის მტევანი დაარტყა მას ჯერ მკლავზე, შემდგომ ლოყაზე, რა დროსაც ე------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ--------------–--ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი).
1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ზ--------------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ზ--------------–--ე ქორწინებაში იმყოფებოდა ე------------–--ესთან 2010 წლიდან 2017 წლის მარტის თვემდე დროის მონაკვეთში და ქორწინებაში ყოფნის პერიოდში მუდმივად, ხოლო განქორწინების შემდგომ პერიოდულად ცხოვრობდა მასთან და საერთო მცირეწლოვან შვილთან მ----------------–--ესთან ერთად, ქ. თბილისი, თ------------------------------------------------ში. თანაცხოვრების მანძილზე და ასევე 2017 წლის მარტის თვიდან 2018 წლის 24 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ზ--------------–--ე პირადად და კომუნიკაციის საშუალებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის ყოფილ მეუღლეს - ე------------–--ეს, მოიხსენიებდა მას, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, უწოდებდა მას ,,არაქალს“, ,,ღორს“, ,,გომბიოს“, ,,მძორს“ და სხვა უცენზურო სიტყვებს, რასაც ძირითადად ესწრებოდა მათი საერთო არასრულწლოვანი შვილი - მ----------------–--ე. შეურაცყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, ე------------–--ე განიცდიდა ტანჯვას.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ--------------–--ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
1.3. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ზ--------------–--ემ ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 24 მაისის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე ქ. თბილისი, თ-------------------------------------–ში მდებარე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, ზ--------------–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს - ე------------–--ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ--------------–--ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 24 მაისის ეპიზოდი).
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ ზ--------------–--ე წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი); უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.
2.2. ზ--------------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ზ--------------–--ე ქორწინებაში იმყოფებოდა ე------------–--ესთან 2010 წლიდან 2017 წლის მარტის თვემდე დროის მონაკვეთში და ქორწინებაში ყოფნის პერიოდში მუდმივად, ხოლო განქორწინების შემდგომ პერიოდულად ცხოვრობდა მასთან და საერთო მცირეწლოვან შვილთან მ----------------–--ესთან ერთად, ქ. თბილისი, თ------------------------------------------------ში. თანაცხოვრების მანძილზე და ასევე 2017 წლის მარტის თვიდან 2018 წლის 24 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ზ--------------–--ე პირადად და კომუნიკაციის საშუალებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის ყოფილ მეუღლეს - ე------------–--ეს, მოიხსენიებდა მას, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, უწოდებდა მას ,,არაქალს“, ,,ღორს“, ,,გომბიოს“, ,,მძორს“ და სხვა უცენზურო სიტყვებს, რასაც ძირითადად ესწრებოდა მათი საერთო არასრულწლოვანი შვილი - მ----------------–--ე. შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, ე------------–--ე განიცდიდა ტანჯვას.
2.3. ზ--------------–--ემ ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 24 მაისის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე ქ. თბილისი, თ-------------------------------------–ში მდებარე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, ზ--------------–--ე სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს - ე------------–--ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. დაზარალებულმა ე------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ზ--------------–--ე არის მისი ყოფილი მეუღლე. მათ იქორწინეს 2010 წლის ივნისის თვეში და განქორწინდნენ დაახლოებით 2017 წლის მარტის თვეში. ქორწინების პერიოდში მათ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, რაც გამოწვეული იყო ზ--------------–--ის აზარტული თამაშების გატაცებით და უამრავი ვალით, რითაც ზიანი ადგებოდა ოჯახს, რადგან მთელი შემოსავალი მის ვალებში იხარჯებოდა. კამათის დროს ზ--------------–--ე მეუღლეს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხოფას. ზ--------------–--ე მეუღლეს მორჩილებას სთხოვდა, მან იცოდა, რომ ე------------–--ისთვის ოჯახის დანგრევა სტრესის გამომწვევი იქნებოდა, რასაც იგი ბოროტად იყენებდა. ზ--------------–--ე ე------------–--ეს ხშირად უწოდებდა ისეთ უცენზურო სიტყვებს როგორიცაა: ,,არაქალი“, ,,ღორი“, ,,გომბიო“, ,,მძორი“ და სხვა. განქორწინების ინიციატორი ე------------–--ე იყო, რადგან მას აღარ სურდა სტრესულ მდგომარეობაში ცხოვრება, რომლის უშუალო მომსწრეც მათი 6 წლის შვილი - მ------ი იყო. განქორწინების მიუხედავად, ზ--------------–--ე სამ თვეში ერთხელ მაინც მიდიოდა ე------------–--ესთან. ზ--------------–--ემ ვალების გამო კარგი სამსახურიც დაკარგა და 2017 წლის აპრილის თვეში რუსეთში წავიდა, საიდანაც სამ თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ვიზის გასაგრძელებლად. ჩამოსვლის პერიოდში ზ--------------–--ე დაახლოებით ორი კვირით რჩებოდა ე------------–--ესთან, რაც ასევე ხდებოდა კონფლიქტის მიზეზი, რადგან ე------------–--ეს არ სურდა ყოფილი მეუღლის დატოვება სახლში, თუმცა ეს უკანასკნელი აშანტაჟებდა და ემუქრებოდა, რომ თუ არ დაიტოვებდა და ერთად არ იქნებოდნენ, შვილისთვის რუსეთიდან ფულს (თვეში - 150 აშშ დოლარს) აღარ გამოუგზავნიდა. ვინაიდან ე------------–--ეს ეკონომიკურად უჭირდა, იგი ყოფილი მეუღლისგან თავს ვერ იცავდა და სახლში იტოვებდა. იმ პერიოდში, როდესაც ყოფილი მეუღლეები ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის ხშირად, თითქმის ყოველდღე ხდებოდა კონფლიქტი, რა დროსაც ზ--------------–--ე ე------------–--ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც თითქმის ყოველთვის ესწრებოდა მათი მცირეწლოვანი შვილი მ----------------–--ე, რომელზეც აღნიშნული კონფლიქტები ფსიქოლოგიურად მძიმედ მოქმედებდა. ზ--------------–--ე ე------------–--ეს სიტყვიერ შეურაცხყოფებს აყენებდა ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნის გზითაც. ასევე შეიძლებოდა ქუჩაშიც, ხალხის თანდასწრებით მიეყენებინა მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ე------------–--ე 2008 წლიდან მუშაობს გ-–-----------–--------------------–--------–-–-------------------–---ში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე. მას საკუთარ ოჯახურ პრობლემებზე ყოველთვის ერიდებოდა მიემართა პოლიციისთვის, რადგან იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, სადაც მუშაობდა. ზ--------------–--ის ბოლოს ჩამოსვლის დროს მომხდარი კონფლიქტის დროს, ე------------–--ემ ჩაიწერა მისი ყვირილი და ჩხუბი, რომელიც ტელეფონში ჰქონდა შენახული. ზ--------------–--ეს ყოფილი მეუღლის მიმართ დიდი აგრესია ჰქონდა, რაც დღემდე აქვს, რის გამოც ე------------–--ე იმყოფება სტრესისა და შიშის ქვეშ. მათი კონფლიქტური ურთიერთობისა და ე------------–--ის ტანჯვის შესახებ იცოდნენ ე------------–--ის დედამ და მეგობრებმა, მათ შორის თანამშრომელმა ი-----------------იამ.
2018 წლის 23 მაისს ე------------–--ეს ბავშვი დაბადების დღეზე ჰყავდა წაყვანილი, საიდანაც სახლში დაბრუნდნენ საღამოს 10:00 საათზე. დაზარალებულმა ბავშვი დააძინა, რის შემდეგაც სახლში მყოფმა ზ--------------–--ემ მას დაუწო გინება და ჩხუბი. ე------------–--ემ ბრალდებულს ხმადაბალი ტონით უთხრა, რომ ჩაელაგებინა თავისი ნივთები და წასულიყო სახლიდან, რადგან მასთან ერთად ცხოვრება აღარ შეეძლო. ამის გამო ზ--------------–--ემ დაუყვირა ,,აი, ნახე შენ ახლა რა გიქნაო“, მივარდა და მუშტი დაარტყა ლოყაში, რის შედეგადაც ე------------–--ემ განიცადა ტკივილი. ამის გამო, ე------------–--ემ გაბედა და დარეკა პოლიციაში დახმარების სათხოვნელად. ზ--------------–--ე მერვე სართულის აივანზე შემოდგა ორივე ფეხით და ე------------–--ეს სთხოვა გაეუქმებინა პოლიციის გამოძახება, თორემ გადახტებოდა. ე------------–--ე სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც დარეკა პოლიციაში და გააუქმა გამოძახება. ამის შემდეგ მისმა თანამშრომელმა ვ--–--------------–---–მა მაინც დაურეკა ე------------–--ეს და მიაკითხა სახლში შემოწმების მიზნით, რა დროსაც დაზარალებულმა მასაც იგივე უთხრა, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას და გაუგებრობას, რადგან ზ--------------–--ის შეეშინდა მას. ხელის დარტყმის დროს მ----------------–--ეს ეძინა და ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ შესწრებია. ასევე არავინ შესწრებია მუშტის დარტყმის მომენტს. ფიზიკური ძალადობის შემთხვევას სხვა დროს ადგილი არ ჰქონია.
მეორე დღეს, 2018 წლის 24 მაისს ზ--------------–--ე ე------------–--ეს დილიდანვე უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, რომლებიც იყო შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი. ე------------–--ე ამ დრო სამსახურში იმყოფებოდა და აღნიშნული შეტყობინებების გამო ვერ ახერხებდა მუშაობას. ე------------–--ის სამსახური მდებარეობს ქ. თბილისი, თ-------------------------------------–ში. დაახლოებით 16:00 საათზე ზ--------------–--ემ დაზარალებულს მიწერა, რომ სახლში მივიდოდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ არ მისულიყო, რადგან აღარ სურდა მასთან ცხოვრება. ამის შემდეგ ზ--------------–--ემ მას მიწერა, რომ გაჩერებაზე ჩამოსულიყო მის სანახავად, თან უთხრა, რომ ტელეფონი უჯდებოდა. ცოტა ხანში ე------------–--ემ სამსახურის გამჭვირვალე კარიდან დაინახა, რომ ზ--------------–--ე ,,გიჟივით“ მორბოდა მისი სამსახურის მიმართულებით. ე------------–--ემ მოასწრო და მინუს ერთ სართულზე ჩავიდა, რადგან შეეშინდა, არ იცოდა გაღიზიანებული ზ--------------–--ე მის მიმართ რას ჩაიდენდა, მას ჰქონდა შიში, რომ ბრალდებული მას დაარტყამდა. ზ--------------–--ის მივარდნას დიდი ქაოსი მოჰყვა პოლიციის შენობაში. იგი ეძებდა ე------------–--ეს და მოკვლით ემუქრებოდა, რისი განხორციელების რეალური შიშიც დაზარალებულს გაუჩნდა, რადგან ზ--------------–--ე არაადეკვატური იყო. მისი ყვირილის და გინების ხმა ე------------–--ეს მინუს ერთ სართულზე ესმოდა. დაზარალებულმა დაინახა, რომ მისი ყოფილი მეუღლის შეკავებას პოლიციის დაახლოებით ხუთი თანამშრომელი ცდილობდა, ხოლო იგი ხელებს გიჟივით იქნევდა, სართულებზე დარბოდა და ყვიროდა. მოგვიანებით ე------------–--ემ თავისი თანამშრომლისგან გაიგო ზ--------------–--ის დაკავების შესახებ, რის შემდეგაც დაზარალებული სახლში წავიდა.
3.2. მოწმე ვ--–----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მასთან ერთად მუშაობს ე------------–--ე, რომელთანაც აკავშირებს სამსახურებრივი ურთიერთობა. 2018 წლის 23 მაისს მოწმე იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით ღამის 10:30 საათზე მიიღეს შეტყობინება თბილისში, თ-------------–-------------------------------------ში მომხდარ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც თანამშრომელ გ---------------–---–თან ერთად გავიდა მითითებულ ადგილზე. იქიდან გამომდინარე, რომ ვ--–----------------–---–მა არ იცოდა ე------------–--ის საცხოვრებელი მისამართი, მან პირადად დაურეკა მას, რომელმაც უთხრა, რომ აღარ ესაჭიროებოდა დახმარება და აპირებდა გამოძახების გაუქმებას, რის შემდეგაც გათიშა ტელეფონი. ვინაიდან იგი იყო მათი თანამშრომელი, მოწმე მაინც ავიდა მის ბინაში. შეხვედრისას ე------------–--ემ მოწმეს დაუდასტურა, რომ მეუღლესთან კონფლიქტი უკვე აღმოფხვრილი იყო, პოლიციაში აღელვების გამო დარეკა და აღარ საჭიროებდა დახმარებას, მას ამ დროს დაზიანების ნიშნები არ ეტყობოდა, რის შემდეგაც ვ--–----------------–---–მა დატოვა აღნიშნული ადგილი, რადგან შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო. შემდეგ მორიგეობაზე ვ--–----------------–---–მა თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებული იყო ე------------–--ის ყოფილი მეუღლე ზ--------------–--ე.
3.3. მოწმე გი-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მასთან ერთად მუშაობს ე------------–--ე, რომელთანაც აკავშირებს სამსახურებრივი ურთიერთობა. 2018 წლის 24 მაისს იგი იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ადმინისტრაციულ შენობაში შემოვარდა ზ--------------–--ე და ღრიალით ავარდა კიბეებზე. მას დაეწივნენ გი-------------–---–ი, გი-----------------ი და ვ--–-------------ა, რომლებმაც ზ--------------–--ე ჩამოიყვანეს პირველ სართულზე, სადაც მოქალაქეთა სკამზე დასვეს და დააკავეს. დაკავება იყო ჭიდაობის მსგავსი, რადგან ზ--------------–--ე პოლიციელებს არ ემორჩილებოდა, იყო აღელვებული და აგრესიული. პოლიციელებმა ზ--------------–--ეს რამდენჯერმე განუმარტეს, რომ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მსგავსი ქმედება არ შეიძლებოდა, მაგრამ ის კვლავ ყვიროდა ,,ე----- უნდა დაგბრიდო“, ,,ე------------–--ე სადა ხარ, უნდა მოგკლაო“, რაც დაახლოებით 15-ჯერ გაიმეორა. დაკავების ოქმი შეავსო ვ--–-------------ამ. ზ--------------–--ე დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას პოლიციელებს. ზ--------------–--ის შემოვარდნის მომენტი მოწმეს არ დაუნახავს, იგი ამ დროს თავის სამუშაო მაგიდასთან იმყოფებოდა და ხმაურზე შემოტრიალდა. ამ შემთხვევის დროს ე------------–--ე შენობაში იმყოფებოდა, თუმცა კონკრეტულად სად იყო მოწმემ არ იცის, იგი თავის მაგიდასთან არ ყოფილა, რადგან ასეთ შემთხვევაში ზ--------------–--ე მას დაინახავდა. ე------------–--ე ზ--------------–--ის ხმას გაიგონებდა. არქივის ოთახი არის ნულოვან სართულზე, რომელსაც აქვს კარი. ზ--------------–--ე რომ არ დაეკავებინათ, იგი ე------------–--ეს ნახვის შემთხვევაში ზიანს მიაყენებდა, რადგან მისი მუქარა იყო რეალური, იგი ძალიან აგრესიულად იქცეოდა და სამი კაცი ძლივს აჩერებდა, ამასთან წინა ღამით ე------------–--ეს შეტყობინება ჰქონდა გაკეთებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე ზ--------------–--ის წინააღმდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის ცნობილი იყო.
3.4. მოწმე ვ--–-------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მასთან ერთად მუშაობს ე------------–--ე, რომელთანაც აკავშირებს სამსახურებრივი ურთიერთობა. იგი ასევე შორიდან იცნობს ე------------–--ის ყოფილ მეუღლეს ზ--------------–--ეს, რომელიც რამდენიმეჯერ ჰყავს ნანახი. 2018 წლის 24 მაისს, დილის 10:00 საათზე მოწმე ჩვეულებრივ გამოცხადდა სამსახურში, რა დროსაც მალევე დაეწერა წინა დღის შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც დაზარალებულად მითითებული იყო ე------------–--ე. იგი პირადად გაესაუბრა ე------------–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ სერიოზული არაფერი იყო მომხდარი და ამასთან დაკავშირებით საღამოს კვლავ გაესაუბრებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ე------------–--ემ მოწმეს უთხრა, რომ ზ--------------–--ე პოლიციის შენობასთან იყო მისული, რომელიც მას გარეთ გასვლას სთხოვდა, ხოლო თუ არ გავიდოდა, პოლიციის შენობაში შევარდნით ემუქრებოდა. ვ--–-------------ამ დაურეკა ზ--------------–--ეს და უთხრა, რომ თუ პოლიციის შენობასთან იყო, ბარემ შესულიყო და გასაუბრებოდა მას. რამდენიმე წუთში ზ--------------–--ე პოლიციის შენობაში ღრიალით შევარდა, იგი ყვიროდა, ,,ეს რა გამიკეთე ე------------–--ე, სადა ხარ, უნდა მოგკლაო“ და იგინებოდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ზ--------------–--ე ავიდა მესამე სართულზე, მას მოწმესთან ერთად სხვა თანამშრომლებიც გაყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ მის შეჩერებას, მაგრამ მისი აგრესიულობის გამო რომ ვერ გააჩერეს და მიიჩნიეს, რომ მუქარა რეალური იყო, მიიღეს გადაწყვეტილება ზ--------------–--ის დაკავების შესახებ. ზ--------------–--ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არამარტო ე------------–--ეს, არამედ მის დამკავებელ პირებსაც. შემთხვევის დროს ე------------–--ე შენობაში იმყოფებოდა და ნამდვილად გაიგებდა მისი ყოფილი მეუღლის ყვირილის ხმას. დაკავების შემდეგ ვ--–-------------ასთვის ცნობილი გახდა, რომ ინციდენტის დროს ე------------–--ე ქვედა სართულზე იყო ჩასული და ემალებოდა ზ--------------–--ეს. მოწმისთვის და პოლიციის სხვა თანამშრომლებისთვის ე------------–--ისგან ცნობილი იყო, რომ მისი ყოფილი მეუღლე აზარტული თამაშებით იყო გატაცებული.
3.5. მოწმე გი-----------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მასთან ერთად მუშაობს ე------------–--ე, რომელთანაც აკავშირებს სამსახურებრივი ურთიერთობა. 2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე მოწმე იმყოფებოდა სამსახურში და სასადილოში მიირთმევდა საჭმელს, რა დროსაც გაიგო ყვირილისა და გინების ხმა. სამზარეულოდან გამოსვლისას მას ე------------–--ე შეხვდა, რომელიც კიბეებზე ჩამორბოდა ქვევით. გარეთ გამოსულმა გი-----------------მა დაინახა ე------------–--ის ყოფილი მეუღლე ზ--------------–--ე, რომელიც იგინებოდა და ყვიროდა ,,მოგკლავ (,,დაგბრიდავ“) ე------------–--ე, სად ხარ, გამოდიო“. გი-----------------ი და მისი თანამშრომლები - გი-------------–---–ი და ვ--–-------------ა შეეცადნენ ზ--------------–--ის დაწყნარებას და შეჩერებას, თუმცა იგი მათ ყურადღებას არ აქცევდა და განაგრძობდა ყვირილს, დედის გინებას, მუქარასა და ხელების ქნევას. ვინაიდან ზ--------------–--ემ გაბედა პოლიციის შენობაში ყვირილით, გინებითა და მუქარით შევარდნა, პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ არსებობდა ე------------–--ის მიმართ მუქარის განხორციელების რეალური საშიშროება, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება მისი ბრალდებულის სახით დაკავების შესახებ. გი-----------------მა მონაწილეობა მიიღო ზ--------------–--ის დაკავებაში. მან აღნიშნულ დღეს შეიტყო თანამშრომლებისგან, რომ ზ--------------–--ე იყო ე------------–--ის ყოფილი მეუღლე. ე------------–--ეს ესმოდა მისი ყოფილი მეუღლის ყვირილის ხმა, რადგან მეორე სართულიდან პირველ სართულზე ისმის ხმა.
3.6. მოწმე ი-----------------იამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--აში, კ--–--–----------–---–----ის პოზიციაზე, სადაც ასევე მუშაობს ე------------–--ე, რომელთანაც აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა. მუშაობის დროს ი-----------------ია და ე------------–--ე თითქმის მთელი დღე ერთად არიან. ე------------–--ე სამსახურში ხშირად იყო ცუდ ხასიათზე, თუმცა მიზეზებზე საუბრისგან თავდაპირველად თავს იკავებდა, ხოლო შემდეგ დაიწყო საუბარი თავის ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კერძოდ მან მოწმეს უამბო, რომ მისი მეუღლე ზ--------------–--ე გატაცებული იყო აზარტული თამაშებით, რის გამოც ჰქონდა ბევრი ვალი და მას ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ე------------–--ემ ი-----------------იას მოკლეტექსტურ შეტყობინებებსაც აკითხებდა, რომელიც გამოგზავნილი იყო ზ--------------–--ის მიერ. შეტყობინებებში ზ--------------–--ე ე------------–--ეს უწმაწური სიტყვებით მიმართავდა, აგინებდა და ლანძღავდა. კონფლიქტის მიზეზი იყო აზარტული თამაშები და ბანკიდან ფულის გამოტანა. როგორც მოწმემ იცის, ე------------–--ე და ზ--------------–--ე ერთმანეთს დაშორდნენ 2017 წელს, რის შემდეგაც ზ--------------–--ე მოსკოვში წავიდა, თუმცა 3 თვეში ერთხელ ჩამოდიოდა საქართველოში და რჩებოდა ე------------–--ესთან. ხშირად ხდებოდა, რომ ე------------–--ე ჩადიოდა არქივში და იქ ტიროდა, ამის მიზეზად კი მეუღლესთან კონფლიქტს უთითებდა.
2018 წლის 24 მაისს ი-----------------ია სამსახურში იმყოფებოდა, ხსენებულ დღეს, დღის მეორე ნახევარში ზ--------------–--ე ე------------–--ეს მოკლეტექსტურ შეტყობინებებს წერდა, რომ სახლის გასაღები გამოეტანა მისთვის შენობის გარეთ. ამ დროს ი-----------------ია და ე------------–--ე გვერდიგვერდ ისხდნენ სამუშაო მაგიდასთან, მოულოდნელად მათ გარეთ გაიხედეს და დაინახეს, რომ ზ--------------–--ე მორბოდა პოლიციის შენობისკენ. ამის გამო ე------------–--ე შეშინებული წამოხტა სკამიდან და გაიქცა დაბლა არქივისკენ, რომ არ შეხვედროდა თავის ყოფილ მეუღლეს. ზ--------------–--ე შემოვარდა პოლიციის შენობაში, ავარდა კიბეებზე და ღრიალებდა: ,,მოგკლავ ე------------–--ე, ე----, არ გაცოცხლებო“. ზ--------------–--ეს კიბეებზე პოლიციის თანამშრომლებიც აყვნენ და ამშვიდებდნენ. ამ პერიოდში ი-----------------ია ჩავიდა არქივში ე------------–--ესთან, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, კერძოდ ეშინოდა, ტიროდა და ნერვიულობდა. აღნიშნულ ადგილას მათ ესმოდათ ზ--------------–--ის სიტყვები. ზ--------------–--ე დააკავეს ვ--–-------------ამ, გი-----------------მა და გი-------------–---–მა. როცა ყველაფერი დაწყნარდა, ე------------–--ე მაშინ ამოვიდა არქივიდან.
ე------------–--ემ მოწმეს ასევე მოუყვა, რომ წინა დღეს მან პოლიციაში შეტყობინება გააკეთა ზ--------------–--ის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა მალევე გააუქმა, რადგან ზ--------------–--ე აივანზე შემოდგა და გადახტომით დაემუქრა, თუ არ გააუქმებდა.
3.7. მოწმე ნ------–-----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--აში, სადაც ასევე მუშაობს ე------------–--ე, რომელთანაც აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა. დაახლოებით სამი წელია რაც ისინი ერთად მუშაობენ. როგორც კოლეგას მას ე------------–--ესთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. მას ხშირად უნახავს ე-----ი ატირებული, თუმცა ე-----ი მიზეზს არ ამბობდა კონკრეტულად. ამბობდა რომ ოჯახში ჰქონდა პრობლემები, ეკონომიკური პრობლემებიც და სხვა, რომლებსაც ვერ აგვარებდა. 2016 წელს მან მოწმეს უთხრა, რომ მისი მეუღლე ზ--------------–--ე აზარტული თამაშებით იყო გატაცებული, რის გამოც დიდ ვალებს იღებდა და შიშობდა სახლის გარეშე არ დაეტოვებინა ის და მისი მცირეწლოვანი შვილი.
2018 წლის 24 მაისს მოწმე დილიდან საგამოძიებო მოქმედებებზე იყო გასული შენობიდან და დაახლოებით ოთხი საათი იქნებოდა დაწყებული, როდესაც სამსახურში დაბრუნდა. შენობაში შესვლისას მას შემოესმა კაცის ყვირილის ხმა, მან ვერ გაარჩია ვისი ხმა იყო. კიბეებზე აირბინა და შენობაში რომ შევიდა, კარებიდან მარცხენა მხარეს, მოქალაქეთათვის განკუთვნილ სკამზე დაინახა, რომ იჯდა მამაკაცი, რომელსაც ამშვიდებდნენ პოლიციის თანამშრომლები: გი-----------------ი, ვ--–-------------ა და გი-------------–---–ი. მან იკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც თანამშრომელმა თ---–-----–-ამ უთხრა, რომ ე------------–--ის ყოფილი ქმარი იყო განყოფილებაში მივარდნილი, რომელიც მოკვლით ემუქრებოდა ე------------–--ეს. ამ დროს ზ--------------–--ე ყვირილს, მუქარასა და გინებას კვლავ განაგრძობდა. ზ--------------–--ე ღრიალებდა: ,,შე ბოზო, გამოდი, არ გაცოცხლებო“. ის იგინებოდა არა მარტო ე------------–--ის მისამართით, არამედ პოლიციის თანამშრომლების მისამართითაც. ამ დროს ე------------–--ე, აღმოჩნდა, შენობის ნულ სართულზე მდებარე არქივში. აღნიშნულ ადგილას ე------------–--ე გაიგონებდა ყოფილი მეუღლის ყვირილს. ის იქ იჯდა, თავზე ჰქონდა ხელები აფარებული და ნერვიულობისგან კანკალებდა. მას დამამშვიდებელი წამლები დაალევინეს. მას ე------------–--ემ უთხრა, რომ ზ--------------–--ე მას მოკვლით ემუქრებოდა. ასევე უამბო, რომ წინა ღამით ზ--------------–--ემ მას სახისა და მკლავის არეში დაარტყა ხელი და საფულე ესროლა, რომელიც მძინარე ბავშვს მოხვდა, ამის გამო ე------------–--ემ პოლიციაში დარეკა, თუმცა იმის გამო, რომ ზ--------------–--ე აივანზე დადგა და გადახტომით დაემუქრა, გამოძახება გააუქმა. ამის გარდა ე------------–--ემ მოწმეს უამბო, რომ იგი ზ--------------–--ისგან თითქმის ყოველდღიურად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ვალების გამო ფულის მოთხოვნაში.
3.8. მოწმე თ---–-----–-ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მასთან ერთად მუშაობს ე------------–--ე, რომელთანაც აკავშირებს სამსახურებრივი ურთიერთობა. ასევე იცნობს ზ--------------–--ეს. რამდენიმე წლის წინ, როცა ე------------–--ე და ზ--------------–--ე განქორწინდნენ, ე------------–--ემ მას უთხრა, რომ განქორწინების მიზეზი იყო ის, რომ ზ--------------–--ე აზარტული თამაშებით იყო გატაცებული. მათ შორის არსებული კონფლიქტის შესახებ მოწმისთვის ცნობილი გახდა 2018 წლის 24 მაისის შემთხვევის შემდეგ. ხსენებულ დღეს მოწმე სამსახურში იმყოფებოდა, იქ ასევე იმყოფებოდნენ ვ--–-------------ა, ე------------–--ე, ნ------–-----–---–ი, გი-----------------ი და გი-------------–---–ი.
ვ--–-------------ა იდგა შენობის შემოსასვლელთან ახლოს, ხოლო თავად უფრო მოშორებით. ამ დროს მან დაინახა კიბეებზე როგორ ამოირბინა ზ--------------–--ემ, რის შემდეგაც ე------------–--ემ დაუყოვნებლივ, სწრაფი ნაბიჯებით ჩაირბინა კიბეებით დაბლა, ნულ სართულზე. ვინაიდან მოწმე იცნობდა ზ--------------–--ეს, იგი გაიწია მისკენ მისასალმებლად, თუმცა როგორც ახსოვს, იგი არც ვ--–-------------ას და არც მას არ მისალებია, ჩქარი ნაბიჯებით აირბინა კიბეები და ძალიან აგრესიულად იძახდა: ,,სად არის ე----, უნდა მოვკლა, გამოდიო!“ ვ--–-------------ა მაშინვე გაედევნა მას და უთხრა, რომ იქით ე---- არ იყო და დაწყნარებულიყო. გი-----------------ი და გი-------------–---–იც გაედევნენ ზ--------------–--ეს, რომელიც არ ჩერდებოდა და კვლავ იწევდა. პოლიციის თანამშრომლები მას მოუწოდებდნენ, რომ დაწყნარებულიყო, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც იგი დააკავეს. დაკავების შემდგომ იგი მაშინვე დასვეს სკამზე. ზ--------------–--ე იმდენად ემოციური და აგრესიული იყო, რომ მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ზ--------------–--ე დაკავების შემდგომაც აგრძელებდა გინებასა და მოკვლით მუქარას ე------------–--ის მიმართ. მოწმე ჩავიდა დაბლა, რადგან ე------------–--ე ენახა. დარბაზში ხმა აკუსტიკის გამო ძალიან კარგად ისმის და ე------------–--ე მისი ყოფილი მეუღლის ხმას აუცილებლად გაიგებდა. მან ასევე იცოდა ე------------–--ის ემოციური მდგომარეობაც და ფიქრობდა, რომ იგი ძალიან ცუდად იქნებოდა. არქივში ე------------–--ესთან ერთად ასევე იმყოფებოდა ნ------–-----–---–იც. ე------------–--ე ტიროდა და ნერვიულობდა. დაზარალებულმა მოუყვა, რომ წინა ღამით ზ--------------–--ემ მას სახეში და მკლავზე ხელი დაარტყა, რის გამოც დარეკა პოლიციაში, თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებული მას თვითმკვლელობით დაემუქრა, გამოძახება გააუქმა. სწორედ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იყო დაბარებული ზ--------------–--ე პოლიციაში, თუმცა ის, რაც შემდეგ მოხდა, ამას ვერავინ გაითვალისწინებდა. ე------------–--ემ მოწმეს ასევე მოუყვა, რომ იგი ზ--------------–--ის მხრიდან იმყოფებოდა მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ.
3.9. მოწმე ნ---------–--ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მასთან ერთად მუშაობს ე------------–--ე, რომელთანაც აკავშირებს სამსახურებრივი ურთიერთობა. 2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 15:00 საათის შემდეგ იგი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც სამსახურის შენობაში მოესმა მამაკაცის ყვირილის ხმა, რომელიც ე-----ის მისამართით იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და მას მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. მოგვიანებით მოწმემ თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო ე------------–--ის ყოფილი მეუღლე ზ--------------–--ე. მისი მოვარდნის გამო ე------------–--ე არქივში ჩავიდა განსარიდებლად. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც საქმე გადაეგზავნა გ-–-----------–------------------------–--ას. მოწმემ ე------------–--ისგან იცოდა, რომ მას მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, რომლისგანაც ხშირად იღებდა სიტყვიერ შეურაცხყოფებს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ე------------–--ე მოწმესთან არ საუბრობდა, რადგან არ სურდა გახმაურება.
3.10. მოწმე ტ--------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ დაზარალებული ე------------–--ე მისი ბავშვობის მეგობარია. დაახლოებით 2010 წელს ე------------–--ე დაოჯახდა ზ--------------–--ეზე, თუმცა ამჟამად ისინი განქორწინებულები არიან. ე------------–--ემ მოწმეს უთხრა, რომ განქორწინების მიზეზი გახდა ზ--------------–--ის მიერ აზარტული თამაშებით გატაცება და ბევრი ვალის დაგროვება, რის გამოც მათ ერთმანეთში მოსდიოდათ კონფლიქტი და ე------------–--ე ბევრს ნერვიულობდა და იტანჯებოდა.
3.11. მოწმეებმა ე----------------ემ, თ----------------მა და მ-------------–-ამ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერების თაობაზე და დაადასტურეს მათი ავთენტურობა.
3.12. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 24 მაისს, 15:32 საათზე გამომძიებლების გი-------------–---–ის, გი-----------------ისა და ვ--–-------------ას მიერ, ქ. თბილისში, თ-------------------------------------–---–-----–-----------–--------------------–--------–-–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, დაკავებული იქნა ზ--------------–--ე. ზ--------------–--ემ დაკავების დროს სამართალდამცავებს გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა. ზ--------------–--ე საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იქნა დაკავებული (ს.ფ. 3-11).
3.13. შეტყობინების N1------ ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 23 მაისს, 23:50 საათზე ე---- ა-----–--ემ დარეკა 112-ში და განაცხადა, თბილისში, თ------------------------------------------- ბინაში მომხდარ კონფლიქტზე - ოჯახური ძალადობის შესახებ (ს.ფ. 79).
3.14. ე------------–--ის მიერ გამომძიებლისთვის 2018 წლის 3 ივლისს წარდგენილი მისი მობილური ტელეფონიდან ამობეჭდილი ე.წ. დასქრინული შეტყობინებებით დასტურდება, რომ ზ--------------–--ე ე------------–--ეს წერს უცენზურო და შეურაცხმყოფელ სიტყვებს (ს.ფ. 149-156).
3.15. 2018 წლის 7 აგვისტოს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილმა ე------------–--ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ე------------–--ის ფსიქოლოგიური თავისებურებანი მოცემულია ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნაში.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ-------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას. ექსპერტმა მ-------------–---–მა დამატებით განმარტა, რომ მან გამომძიებლის დადგენილების შესაბამისად ჩაატარა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ე------------–--ის მიმართ. მას უნდა დაედგინა განიცადა თუ არა ე------------–--ემ ზ--------------–--ის მიერ განხორციელებული ქმედებით ფსიქოლოგიური ტანჯვა. ექსპერტმა სხვადასხვა მასალების გაანალიზებისა და დაზარალებულთან დალაპარაკების შედეგად დაადგინა, რომ ზ--------------–--ის მიერ განხორციელებული ქმედებით ე------------–--ეს მიადგა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
გადაწყვეტილების გამოსატანად მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო ქმედების სახეობა და გამოსაკვლევი პირის მიერ განცდის ინტენსივობა, რამდენად მოწყვლადია ამ დანაშაულის მიმართ ის. ეს ორივე იყო გათვალისწინებული. საქმის მასალებიდან არსებითი იყო ე------------–--ის ჩვენება. მ-------------–---–ი მთლიანად გაეცნო მასალებს, სხვა ჩვენებებიც იქნა გაზიარებული. შეფასებული იქნა ე------------–--ის დამოკიდებულება გარემოების მიმართ, მისი ემოციური მდგომარეობა მის მიმართ განხორციელებულ ქმედებასთან მიმართებით. ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მან გამოიტანა ასეთი დასკვნა. მანამდე ე------------–--ის ფსიქიკური ფუნქციები იქნა გამოკვლეული, რის შედეგადაც გაირკვა, რომ იგი ჯანმრთელია და გაზიარებულია მის მიმართ გადმოცემული შინაარსი. გასაუბრებაზე შესული ე------------–--ე ცდილობდა ემოციური კონტროლი შეენარჩუნებინა. იგი ცდილობდა დაებალანსებინა ემოციური ფონი, თუმცა საუბრის მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა დათრგუნულობის ნიშნები. ექსპერტს ე------------–--ემ უთხრა, რომ იგი ამ ყველაფერს იტანდა, რადგან ეს იყო მისთვის მეორე ქორწინება, რომელიც არ სურდა დარღვეულიყო და ამიტომ ითმენდა ამდენი ხანი აგრესიულ გამოვლინებებს და სიტყვიერ შეურაცხყოფებს. ე------------–--ემ მონდომება გამოიჩინა, რომ დაიძლიოს ეს პირობითობა და დაუძლევლობა თავის გადაწყვეტილებაში და თავის დაღწევის სურვილი გამოთქვა. მან განაცხადა, რომ ზ--------------–--ესთან ურთიერთობა აშინებდა და ახლაც აქვს მისი შიში. როგორც ე------------–--ემ მას უთხრა, ბოლო კონფლიქტამდე ზ--------------–--ის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მთელი თანაცხოვრების განმავლობაში მასზე ყოველდღიურად იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც ხშირ შემთხვევაში ხდებოდა არასრულწლოვნის თანდასწრებით.
3.16 სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებით, კერძოდ კი არასრულწლოვანი მოწმის მ----------------–--ის 2018 წლის 25 მაისს გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მისი მშობლების ე------------–--ის და ზ--------------–--ის ჩხუბს ბევრჯერ შესწრებია, ისინი ერთმანეთს უყვირიან, თუმცა ერთმანეთისთვის ხელი არასდროს დაურტყამთ. არასრულწლოვანმა მოწმემ არ იცის, რაზე ჩხუბობს დედა და მამა, მას არ მოსწონს მშობლებს ხმამაღალი საუბარი და არ სურს, რომ მათ იჩხუბონ.
3.17. სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც, კერძოდ:
3.18. მოწმე გ---–---------------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ზ--------------–--ე და ე------------–--ე მისი მეზობლები არიან, რომლებიც მისი საცხოვრებელი ბინის ქვედა სართულზე ცხოვრობენ. მათთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ მათი ოჯახიდან ხმაურისა და ჩხუბის ხმა არასდროს გაუგია, მათ შორის არც 2018 წლის 23 მაისს.
3.19. მოწმე ნ----------–----–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ზ--------------–--ე და ე------------–--ე მისი მეზობლები არიან, რომლებიც მისი საცხოვრებელი ბინის ზედა სართულზე ცხოვრობენ. მათთან ჩვეულებრივი მეზობლური ურთიერთობა აქვს. მას ზ--------------–--ის ოჯახიდან ხმაურისა და ჩხუბის ხმა არასდროს გაუგია, მათ შორის არც 2018 წლის 23 მაისს.
3.20. ბრალდებულმა ზ--------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი დაკავებამდე ცხოვრობდა ქ. თბილისში, თ----------------------------------------------------------ში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ მისამართზე იგი პერიოდულად ცხოვრობდა, რადგან სამ თვეში ერთხელ ჩამოდიოდა რუსეთიდან თბილისში და ჩერდებოდა ერთი კვირით. იგი 2010 წლის ზაფხულიდან 2017 წლის მარტამდე იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში ე------------–--ესთან. 2011 წლის დეკემბერში მათ შეეძინათ მ------ი, რომელთანაც მას ჩვეულებრივი მამა-შვილური ურთიერთობა ჰქონდა. რუსეთში წასვლის იძულება ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა. იგი საქართველოში ჩამოდიოდა 3 თვეში ერთხელ, ვიზის გასაგრძელებლად. ამავდროულად, ცდილობდა მატერიალურად დახმარებოდა ოჯახს და ფული გამოეგზავნა. ბოლოს საქართველოში აპრილის ბოლოს ჩამოვიდა. ამ პერიოდში მას ოჯახთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა და ისეთი კონფლიქტები არ ჰქონიათ, რაც ელემენტარული ურთიერთობის გარეთ გადის. ბოლო ჩამოსვლის შემდეგ მოუწია თბილისში დიდ ხანს გაჩერება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა რუსეთში და ვიზების გაცემა გართულებული იყო. ყოველი ჩამოსვლის თარიღი ე------------–--ისთვის წინასწარ ცნობილი იყო.
2018 წლის 23 მაისს იგი მთელი დღე სახლში იმყოფებოდა, საღამოს მეუღლე და ბავშვი დაბრუნდნენ დაბადების დღის წვეულებიდან. საღამოს 10:00 საათზე მან ე------------–--ეს სთხოვა საწოლისთვის ზეწარი გამოეცვალა, რაც ამ უკანასკნელმა მიიღო ისე თითქოს სპეციალურად აკეთებინებდა, რის გამოც პატრულის გამოძახებით დაემუქრა. ზ--------------–--ე კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით სახლიდან გავიდა და იმ ღამეს დედამისთან დარჩა, რუსთავში. გამოიძახა თუ არა პოლიცია ე------------–--ემ, მან არ იცოდა.
2018 წლის 24 მაისს, დილით იგი საელჩოში წავიდა, სადაც ისევე არეულობა იყო. იქ ერთი პიროვნება იყო, რომელიც ეხმარებოდა. ამ პიროვნებასთან სისტემატურად უნდა ყოფილიყო კავშირზე. მას ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დაერეკა და ეთქვა მოიტანე პასპორტი და ჩააბარეო. შემდეგ დაურეკა პოლიციის მ-----------------–--ის უფროსმა, თ------მა და უთხრა, რომ 6 საათზე გამოცხადებულიყო პოლიციის შენობაში. ის დილიდანვე ელაპარაკა ე------------–--ეს და უთხრა, რომ ტელეფონის სატენი და პასპორტი სჭირდებოდა, როცა საელჩოში რიგის ნომრებით დაიწყებდნენ შეშვებას და იქ, რომ არ ყოფილიყო, შემდეგი ერთი თვე ვეღარ შევიდოდა საელჩოში. ამიტომ სასწრაფოდ სჭირდებოდა პასპორტი და ტელეფონის სატენი. მან არც იცოდა, რომ ე------------–--ე სამსახურში იყო. იგი ავიდა თემქაზე, თუმცა ე------------–--ე შუადღის შემდეგ მას პასუხს არ წერდა. იგი წერდა, რომ სახლის გასაღები უნდოდა. როცა დარწმუნდა, რომ ე------------–--ე სამსახურში იყო, მას მიწერა, რომ ვინმესთვის გამოეტანებინა გასაღები, აიღებდა თავის პასპორტს, სატენს და წავიდოდა. ე------------–--ე საერთოდ არ სცემდა პასუხს. ამის შემდეგ იგი ავიდა პოლიციის მ-----------------–--ასთან და გაჩერდა 500-600 მეტრის მოშორებით. ამ დროს მეორედ დაურეკა თ------მა, რომელსაც ინტონაციაზე კეთილისმსურველის ხმა ჰქონდა. მან უთხრა - ,,შემოდი, გარეთ რას დგახარო“. ს--------–--ე შევიდა პოლიციის შენობაში, სადაც ის პირველად იყო. მან თ------ის კაბინეტი არ იცოდა სად იყო და არც ე------------–--ის. როცა პირველ სართულზე ვერ დაინახა ვერავინ, მეორე სართულისკენ დაიძრა, რა დროსაც მის უკან თანამშრომლები შეშფოთდნენ, იგი ვერც კი მიხვდა თუ რამ შეაშფოთა პოლიციელები. როდესაც დააკავეს, მერე გაიგო, რომ მოქალაქეებისთვის არ შეიძლება მეორე სართულზე ასვლა. სულ ალბათ იქნებოდნენ 4-5 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ვ--–-------------ა. როდესაც ჩამოვიდა, ჰკითხეს, თუ რატომ გაიქცა მაღლა. იგი ამ დროს არც იგინებოდა და არც ყვიროდა. ვ--–-------------ამ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც აგრესია მისი მხრიდან ვ--–-------------ასკენ იყო გამოხატული და არა ე------------–--ისკენ. ვ--–-------------ას მან საპასუხოდ შეაგინა. სხვა თანამშრომლები მას აწყნარებდნენ, რის შემდეგაც დაადეს ხელბორკილი. უფროსის მოადგილის კაბინეტში მოხსნეს ხელბორკილი და უთხრეს, რომ არაფერი არ იქნებოდა და დაწყნარებულიყო. პოლიციელებმა თვითონვე გაკიცხეს თ------ას საქციელი და თქვეს, რომ ასეთი რაღაც არ უნდა ეთქვა. რომ არა ვ--–-------------ას მიერ გამოხატული შეურაცხყოფა, არაფერს არ იტყოდა, რაც არ უნდა ეთქვა თ------ს და მოუსმენდა მას. საქმეში წარმოდგენილ ე.წ. ,,სქრინშოთებს“ არ ადასტურებს, რომ მისი მიმოწერებია. ე------------–--ეს და მას ხმამაღლა უსაუბრიათ, მაგრამ ეს არ გადასულა შეურაცხყოფაზე მისი მხრიდან. ,,მძორი“, ,,გომბიო“, ,,არაქალი“ - ასეთი სიტყვები არ არის მის ლექსიკონში.
3.21. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ 2018 წლის 23 მაისის ეპიზოდში საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად.
3.22. სასამართლოს ეჭვი არ შეაქვს დაზარალებულ ე------------–--ის ჩვენების უტყუარობაში, მაგრამ მისი ჩვენება არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი, თუნდაც ერთი მტკიცებულებით 2018 წლის 23 მაისის ეპიზოდში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, კი ზ--------------–--ის მიერ ე------------–--ის მიმართ 2018 წლის 23 მაისს განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
3.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ--------------–--ის მიმართ 2018 წლის 23 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით შესაძლოა ფორმალურად არსებობდეს კონსტიტუციით გარანტირებული მტკიცებულებათა მინიმალური სტანდარტი, თუმცა პირდაპირი მტკიცებულების საქმეში არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მიერ ზ--------------–--ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში ზ--------------–--ის მიმართ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც არის დაზარალებულ ე------------–--ის ჩვენება. სასამართლოს სურს ყურადღება გაამახვილოს დაზარალებულის ჩვენების ამ ნაწილზე და აღნიშნავს: - დაზარალებულ ე------------–--ის ჩვენების სინამდვილეში, რომელიც ასახავს 2018 წლის 23 მაისის ეპიზოდს - სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არც ერთი პირდაპირი სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ--------------–--ის მიერ ე------------–--ის მიმართ 2018 წლის 23 მაისს ძალადობის ჩადენის ფაქტს. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 23 მაისს ე------------–--ემ თავადვე გააუქმა საკუთარი შეტყობინება პოლიციაში და პირადად უთხრა გამომძიებელ ვ--–----------------–---–ს, რომ კონფლიქტი აღმოფხვრილი იყო და დახმარება აღარ ესაჭიროებოდა, თავად ვ--–----------------–---–მაც დაადასტურა, რომ მიუხედავად ე----- ა-----–--ის მიერ შეტყობინების გაუქმებისა, იგი მაინც გამოცხადდა ე------------–--ის ბინაში სადაც ასევე დაუდასტურა, რომ მას დახმარება არ ესაჭიროებოდა, ასევე ვ-----------–---–მა განაცხადა, რომ ე------------–--ესთან საუბრისას მისთვის რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია. მართალია საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა ი-----------------იამ, ნ------–-----–---–მა და თ---–-----–-ამ ისაუბრეს 2018 წლის 23 მაისს მომხდარ ეპიზოდზე, მაგრამ მათ ეს ინფორმაცია მიღებული ჰქონდათ ე------------–--ისგან და შესაბამისად, მათი ჩვენებები პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებად ვერ იქნება განხილული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ერთადერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც რიგ შემთხვევებში ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ზ--------------–--ის მიმართ არ არსებობს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
3.24. შესაბამისად გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ზ--------------–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი).
3.25. რაც შეეხება 2018 წლის 24 მაისის (მუქარის) და სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ე------------–--ის და მოწმეების ი-----------------იას, თ---–-----–-ას, ნ------–-----–---–ის, ვ--–-------------ას, გი-------------–---–ის, გი-----------------ის, ნ---------–--ას და ტ--------------–--ის ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს მათი ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით. მათ მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
დაზარალებულმა ე------------–--ემ დეტალურად აღწერა მის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის შემთხვევა, რის შედეგადაც განიცდიდა ტანჯვას და შიშს. სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტი ასევე დაადასტურეს მოწმე ი-----------------იამ (რომელმაც აღნიშნა, რომ ე------------–--ე ხშირად იყო სამსახურში ნამტირალევი და ცუდ ხასიათზე, რასაც ხსნიდა ზ--------------–--ის მხრიდან მასზე განხორციელებული მუდმივი ჩხუბითა და სისტემატური შეურაცხყოფით, ასევე დაადასტურა, რომ ე------------–--ემ მას წააკითხა ის მოკლეტექტური შეტყობინებები, რომლითაც ზ--------------–--ე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მან ასევე დაადასტურა 2018 წლის 24 მაისს ზ--------------–--ის მიერ პოლიციის შენობაში განხორციელებული მუქარა, რის შედეგადაც ე------------–--ეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში), მოწმე ნ------–-----–---–მა (რომელმაც დაადასტურა, რომ ე------------–--ე სამსახურში ხშირად იყო ატირებული, რაც ზ--------------–--ის აზარტული თამაშებითა და ვალებით ხსნიდა, იგი ასევე უშუალოდ შეესწრო 2018 წლის 24 მაისს პოლიციის შენობაში ზ--------------–--ის მხრიდან ე------------–--ის მიმართ განხორციელებულ მუქარას, რის შედეგადაც ე------------–--ე ტიროდა და განიცდიდა შიშს), მოწმე თ---–-----–-ამ (რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის ე------------–--ისგან გახდა ცნობილი, რომ მის მეუღლესთან გაშორების მიზეზი იყო ამ უკანასკნელის აზარტული თამაშებით გატაცება, ხოლო სისტემატური შეურაცხყოფის შესახებ შეიტყო 2018 წლის 24 მაისს, მას შემდეგ, რაც ზ--------------–--ე ე------------–--ეს პოლიციის შენობაში მიუვარდა და მოკვლით დაემუქრა), მოწმე ტ--------------–--ემ (რომელმაც დაადასტურა, რომ ე------------–--ემ მას უთხრა, რომ მეუღლესთან გაშორების მიზეზი იყო ზ--------------–--ის აზარტული თამაშებით გატაცება და ვალების დაგროვება, რის გამოც მათ ერთმანეთში ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი, რა დროსაც ე------------–--ე ბევრს ნერვიულობდა და იტანჯებოდა), მოწმეებმა გი-------------–---–მა, ვ--–-------------ამ, გი-----------------მა და ნ---------–--ამ (რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ზ--------------–--ის პოლიციის შენობაში მივარდნას და ე------------–--ის მიმართ განხორციელებულ მუქარას, რის გამოც საჭირო გახდა მისი დაკავება).
ხსენებული ჩვენებები ასევე შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, კერძოდ: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან (რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 24 მაისს, 15:32 საათზე ქ. თბილისში, თ-------------------------------------–---–-----–-----------–--------------------–--------–-–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში დაკავებული იქნა ზ--------------–--ე, რომელმაც დაკავების დროს სამართალდამცავებს გაუწია წინააღმდეგობა), სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნათან (სადაც დადგენილია, რომ ზ--------------–--ის ქმედებების შედეგად ე------------–--ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას). ე.წ. დასქრინული შეტყობინებებთან (რომლითაც დასტურდება, რომ ზ--------------–--ე ე------------–--ეს წერს უცენზურო და შეურაცხმყოფელ სიტყვებს). ყოფილი მეუღლის მიმართ კონფლიქტური ურთიერთობის ფაქტს ასევე არ უარყოფს თავად ბრალდებული ზ--------------–--ეც, თუმცა განმარტავს, რომ ეს კონფლიქტი ყოველთვის ზომიერების ფარგლებში იყო და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
3.26. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ოჯახური ძალადობის, (ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით - სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და მუქარის (ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2018 წლის 24 მაისის ეპიზოდი), ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
3.27. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ ზ--------------–--ე ქორწინებაში იმყოფებოდა ე------------–--ესთან 2010 წლიდან 2017 წლის მარტის თვემდე დროის მონაკვეთში და ქორწინებაში ყოფნის პერიოდში მუდმივად, ხოლო განქორწინების შემდგომ პერიოდულად ცხოვრობდა მასთან და საერთო მცირეწლოვან შვილთან მ----------------–--ესთან ერთად, ქ. თბილისი, თ-------------------------------------------------ში. თანაცხოვრების მანძილზე და ასევე 2017 წლის მარტის თვიდან 2018 წლის 24 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ზ--------------–--ე პირადად და კომუნიკაციის საშუალებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის ყოფილ მეუღლეს - ე------------–--ეს, მოიხსენიებდა მას, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, უწოდებდა მას ,,არაქალს“, ,,ღორს“, ,,გომბიოს“, ,,მძორს“ და სხვა უცენზურო სიტყვებს, რასაც ძირითადად ესწრებოდა მათი საერთო არასრულწლოვანი შვილი - მ----------------–--ე. შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, ე------------–--ე განიცდიდა ტანჯვას.
2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე ქ. თბილისი, თ-------------------------------------–ში მდებარე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, ზ--------------–--ე სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს - ე------------–--ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უზრუნველყო დაედასტურებინა, ზ--------------–--ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტი.
3.29. ე------------–--ის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისი და მოწმეების ჩვენებები, რომლის მიხედვითაც იგი სამსახურში ხშირად იყო ნამტირალევი და ცუდ ხასიათზე, რასაც უკავშირებდა ოჯახში არსებულ უთანხმოებებს, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; ამასთანავე სამედიცინო ექსპერტმა სასამართლოს უჩვენა, რომ შემოწმებისას ე------------–--ემ მას უთხრა, რომ იგი ყოფილი მეუღლის მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფების გამო განიცდიდა ტანჯვას. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებას, რითაც დადასტურებულია, რომ ე------------–--ემ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფების შედეგად განიცადა ტანჯვა, ხოლო სამსახურში მივარდნისა და მუქარის შედეგად გაუჩნდა საფუძვლიანი შიში. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე------------–--ისთვის მიყენებულმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა (რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით), ხოლო 2018 წლის 24 მაისს განხორციელებული მუქარის შედეგად მას გაუჩნდა საფუძვლიანი შიში (რაც დადასტურებულია როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე მოწმეების ი-----------------იას, თ---–-----–-ას, ნ------–-----–---–ის, ვ--–-------------ას, გი-------------–---–ის, გი-----------------ის და ნ---------–--ას ჩვენებებით).
3.30. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.32. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.2.-2.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.33. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.
3.34. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ზ--------------–--ის მსჯავრდებისათვის.
3.35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ე------------–--ე და მოწმეები ი-----------------ია, თ---–-----–-ა, ნ------–-----–---–ი, ვ--–-------------ა, გი-------------–---–ი, გი-----------------ი და ნ---------–--ა სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს ზ--------------–--ის წინააღმდეგ.
3.36. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა განაჩენის 2.2.-2.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ზ--------------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, - 2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს 2018 წლის 23 მაისს ზ--------------–--ის მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტს დაზარალებულ ე------------–--ის გარდა, ამასთან თავად ე------------–--ის გადმოცემით, იგი აუქმებს გამოძახებას და სახლში მისულ პოლიციელს ეუბნება, რომ არაფერი არ მომხდარა და არ სჭირდება სამართალდამცავთა დახმარება.
4.3. ამდენად, ბრალდება ემყარება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულ ე------------–--ის ჩვენებას, რომელიც ასევე ამ ნაწილშიც კი არ არის გამყარებული თავად დაზარალებულის - მსხვერპლის მიერ, იმ მიმართებით, რომ გამოძახებულ პოლიციას დახმარებაზე მაშინვე ეუბნება უარს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელს ე------------–--ისთვის რაიმე ძალადობის ან ფსიქოლოგიური სტრესის კვალი არ შეუნიშნავს. შესაბამისად ე------------–--ის ჩვენების ეს ნაწილი რომელიც არ ემყარება სხვა მტკიცებულებებს, არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს.
4.4. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ზ--------------–--ემ 2018 წლის 23 მაისს ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.
4.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ზ--------------–--ის მიმართ 2018 წლის 23 მაისს ჩადენილ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
4.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.7. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
4.8. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
4.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
4.10. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
4.11. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
4.12. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
4.13. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ზ--------------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, - 2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი) ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
4.14. რაც შეეხებათ სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის (2018 წლის 24 მაისის) ეპიზოდებს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4.15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, რომლის სუბიექტიცაა ოჯახის ერთი წევრი, რომელიც ძალადობს და ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ოჯახის მეორე წევრს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ--------------–--ე და ე------------–--ე იყვნენ ყოფილი მეუღლეები. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ყოფილი მეუღლე ითვლება ოჯახის წევრებად.
4.16. სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.
4.17. საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფად და დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს: ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”.
4.18. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
4.19. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ე------------–--ეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ზ---- ს--------–--ე იყო აგრესიული, მან გაბედა პოლიციის შენობაში მივარდნა და მუქარის განხორციელება, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმეების განმარტებით, ზ--------------–--ე იმდენად აგრესიული იყო, რომ მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
4.20. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ზ--------------–--ე ქორწინებაში იმყოფებოდა ე------------–--ესთან 2010 წლიდან 2017 წლის მარტის თვემდე დროის მონაკვეთში და ქორწინებაში ყოფნის პერიოდში მუდმივად, ხოლო განქორწინების შემდგომ პერიოდულად ცხოვრობდა მასთან და საერთო მცირეწლოვან შვილთან მ----------------–--ესთან ერთად, ქ. თბილისი, თ-------------------------------------------------ში. თანაცხოვრების მანძილზე და ასევე 2017 წლის მარტის თვიდან 2018 წლის 24 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ზ--------------–--ე პირადად და კომუნიკაციის საშუალებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის ყოფილ მეუღლეს - ე------------–--ეს, მოიხსენიებდა მას, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, უწოდებდა მას ,,არაქალს“, ,,ღორს“, ,,გომბიოს“, ,,მძორს“ და სხვა უცენზურო სიტყვებს, რასაც ძირითადად ესწრებოდა მათი საერთო არასრულწლოვანი შვილი - მ----------------–--ე. შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, ე------------–--ე განიცდიდა ტანჯვას.
2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე ქ. თბილისი, თ-------------------------------------–ში მდებარე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, ზ--------------–--ე სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს - ე------------–--ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4.21. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულების - ოჯახში ძალადობის (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და მუქარის (ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) შემადგენლობის ყველა ნიშანი.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ზ--------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ გამოვლენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ--------------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.
6.4. სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
6.5. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
6.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ზ--------------–--ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს (პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში განახორციელა მუქარა ყოფილი მეუღლის მიმართ, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რის გამოც იგი განიცდიდა ტანჯვას, რაც დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით).
6.7. ამდენად, ჩადენილი ქმედებების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ზ--------------–--ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ--------------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ--------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
ზ--------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 24 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ზ--------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ზ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 მაისიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
1) ზ--------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და საფულე, შიგ მოთავსებული პლასტიკური ბარათებით და რკინის მონეტებით, დალუქული ორ პაკეტად (რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------------------–---ში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
2) სსიპ 112-ის პასუხის დანართად მიღებული აუდიოჩანაწერების შემცველი დისკი, დედანი დალუქული სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და ე------------–--ის მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერის შემცველი დისკი, დედანი დალუქული სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე