განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-56-18
(027280817001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ბაჩანა ქარქუზაშვილი
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - შენგელი ჭეჭვაძე, დაბადებული 1976 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №43501048079, მცხოვრები ქარელის რაიონი სოფელი ზემოხვედურეთი
ადვოკატი - მანანა გელაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტები და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია); 160-ე მუხლის მე-3 ნაწილია ,,ა“ ქვეპუნქტი (ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად)
2. ბრალდებული - მ-----–--------–---–ი, დაბადებული 1972 წლის 4 აპრილი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, მცხოვრები ქარელის რაინის სოფელ ხეობაში
ადვოკატი - ლ----------------–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტები და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია); 160-ე მუხლის მე-3 ნაწილია ,,ა“ ქვეპუნქტი (ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.1. შ-----–---------მ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 აგვისტოს, ქარელის რაიონის სოფელ ძ-–---------ში, შ-----–--------- და მ-----–--------–---–ი უკანონოდ, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, შევიდნენ ოთარ ხაბარელის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვიეს მფლობელობის ხელშეუხებლობა.
1.1.2. შ-----–---------მ ასევე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლამდე მოქმედი რედაქცია) ნასამართლევმა შ-----–---------მ 2017 წლის 28 აგვისტოს, მ-----–--------–---–თან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ შეაღწია ქარელის რაიონის სოფელ ძ-–---------ში შ------------–--–---–ის ეზოში და ამავე ეზოში მდებარე საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი სახლიდან შ-----–--------- და მ-----–--------–---–ი ფარულად დაეუფლნენ ,,ასუს X550L”-ის მოდელის ნოუთბუქს, ფოტოაპარატ ,,CANON“-ს, სონი-ერიქსონის ფირმის მობილურ ტელეფონს, 20 ლიტრის ოდენობით დიზელის საწვავს და ფულად თანხას, ხოლო ეზოდან - ავტომანქანა ,,ფორდ-ტრანზიტს“, რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია PFP-175.
1.2.1. მ-----–--------–---–მა ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 აგვისტოს, ქარელის რაიონის სოფელ ძ-–---------ში, შ-----–--------- და მ-----–--------–---–ი უკანონოდ, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, შევიდნენ ოთარ ხაბარელის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვიეს მფლობელობის ხელშეუხებლობა.
1.2.2. მ-----–--------–---–მა ასევე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა მ-----–--------–---–მა 2017 წლის 28 აგვისტოს, შ-----–---------სთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ შეაღწია ქარელის რაიონის სოფელ ძ-–---------ში შ------------–--–---–ის ეზოში და ამავე ეზოში მდებარე საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი სახლიდან შ-----–--------- და მ-----–--------–---–ი ფარულად დაეუფლნენ ,,ასუს X550L”-ის მოდელის ნოუთბუქს, ფოტოაპარატ ,,CANON“-ს, სონი-ერიქსონის ფირმის მობილურ ტელეფონს, 20 ლიტრის ოდენობით დიზელის საწვავს და ფულად თანხას, ხოლო ეზოდან - ავტომანქანა ,,ფორდ-ტრანზიტს“, რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია PFP-175.
ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით შ------------–--–---–ის ოჯახს მიადგა11303 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად.
3.1.1. მოწმე ა----------------ემ, რომელიც სოფელ ძლევიჯვრის მკვიდრია, განმარტა, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს სოფელში მოხდა ხანძარი - დაიწვა ზაქრო ქოქაშვილის სახლი. დაახლოებით დღის ოთხი საათისთვის მივიდა ხანძრის ადგილას და სხვა მეზობლებთან ერთად ოჯახს მიეხმარა დამწვარი ნივთების გარეთ გამოტანაში. ნივთები ელაგა გზის პირას. როგორც ახსოვს, ჯერ კიდევ არ იყო კარგად დაბნელებული, გარამ გარე განათება უკვე ენთო. ბევრი ხალხი იყო შეკრებილი; დამწვარი სახლის მოპირდაპირე მხარეს სკამზე ისხდნენ მეზობლები; ძირითადად დაამახსოვრა გ-----------------–---–ი, თ------------–---–ი, ბ----------–--ე, ლ---------------–ი, დანარჩენები იდგნენ ფეხზე. ამ დროს მისთვის უცნობმა პირებმა - ორნი იყვნენ - გამოიარეს დირბის მხრიდან, მიდიოდნენ სოფლის ცენტრისკენ. დამწვარ სახლს, გარეთ გამოტანილ ნივთებსა და შეკრებილ ხალხს ისე ჩაუარეს, ყურადღებაც არ მიუქცევიათ. განათებასთან რომ მივიდნენ, ნაბიჯს აუჩქარეს. ბიჭებმა იკითხეს, ესენი ვინ არიანო. ბ----------–--ემ თქვა, რომ იმ ორიდან ერთი ეძიკა გამრეკელაშვილის გერი იყო. მოწმისავე განმარტებით, მისთვის უცნობ ორ პირს ხელში ეკავათ ჯოხები და ეფარათ ,,კეპკა“ ქუდები. არ ახსოვს, ჯოხების გარდა სხვა რამე ნივთიც თუ ჰქონდათ ხელთ. იმასაც აღნიშნავს, რომ იქ შეკრებილ ხალხს და პირადად მას საეჭვოდ მოეჩვენათ ის რომ, ამ ორმა პირმა ისე ჩაიარა დამწვარ სახლთან და შეკრებილ ხალხთან, რომ ყურადღება არავისთვის და არაფრისთვის მიუქცევით და განათებასთან ისე მოუჩქარეს ნაბიჯს, თითქოს არ უნდოდათ, რომ ვინმეს ეცნო ისინი.
3.1.2. ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე ილია ხაბარელმა.
3.1.3. მოწმეთა განმარტებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს საღამოს საათებში შ-----–--------- სხვა პირთან ერთად იმყოფებოდა სოფელ ძ-–---------ში.
3.1.4. 2017 წლის 28 აგვისტოს მ-----–--------–---–ი სოფელ ძ-–---------ში რომ იმყოფებოდა, დასტურდება მოწმე ნ---------------–-–---–ის ჩვენებით, რომლის მიხედვითაც, გასული წლის 28 აგვისტოს დილით მაღაზიაში, სადაც იგი (მოწმე) გამყიდველად მუშაობს, მივიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც ხელში წყლის ჭურჭელი ეკავა და სიგარეტი მოითხოვა ,,ნისიად“, თან თანასოფლელები ისეთი ხალხი დაუსახელა, უარი ვეღარ უთხრა და მისცა სიგარეტი. მოწმემ ისიც განმარტა, რომ იქვე ახლოს ცხოვრობს მოხუცი ქალი, რომელიც გამოელაპარაკა ამ მამაკაცს, ისხდნენ და ცოტა ხანს ლაპარაკობდნენ - მოხუცს უთხრა, დირბში ვცხოვრობ, გვარად მაზმიშვილი ვარ და ამჟამად თბილისში ვარ მეუღლის ბინაშიაო. შემდეგ, როდესაც საქმეზე გამოძიება დაიწყო, ჩატარდა ამოცნობა - ამოიცნო მ-----–--------–---–ი - ის მამაკაცი, რომელსაც სიგარეტი გაატანა ნისიად.
3.1.5. მოწმე გივი გოდერძიშვილმა, რომელიც ქარელის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელია, სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 28 აგვისტოს შ------------–--–---–ის ეზოდან მანქანა მოიპარეს. როდესაც ძიება დაიწყო, აღმოჩნდა, რომ იმ პირებმა, რომლებმაც მანქანა წაიყვანეს, ღამე გაათენეს ოთარ ხაბარელის ბინაში. საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა; როგორც ახსოვს, შემთხვევის ადგილი დათვალიერდა 29 აგვისტოს; აღებულ იქნა ხელის ანაბეჭდები; სახლის დათვალიერებისას ჩანდა, რომ იქ ვიღაც იყო ნამყოფი - არეულობა იყო.
3.1.6. ქარელის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა თეიმურაზ ქებაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 28 აგვისტოს შემოსული შეტყობინების საფუძველზე ქარელის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შ------------–--–---–ის სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე. მან, როგორც გამომძიებელმა, მოცემულ საქმეზე ჩაატარა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. მოწმის სახით გამოკითხა პირთა წრე. მომდევნო დღეს მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული დანაშაული შესაძლოა, ჩაედინათ შ-----–---------სა და მ-----–--------–---–ს, რომლებმაც ღამე გაათენეს ოთარ ხაბარელის სახლში, რომელიც მდებარეობს შ------------–--–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ. მოწმისავე განმარტებით, მან ჩაატარა შემთხვევის ადგილის - ოთარ ხაბარელის საცხოვრებელი სახლის დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა დაზარალებულიც. შემთხვევის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა ხელის თითის კვალები; დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის შედეგების მიხედვითაც მოხდა მ-----–--------–---–ისა და შენგელი ჭეჭვაძის იდენტიფიცირება. მოწმემ აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილი დათვალიერდა 29 აგვისტოს, და რომ ბინის მფლობელობის დარღვევა მოხდა 27-28 აგვისტოს ღამის საათებში.
3.1.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქარელის რაიონის სოფელ ძ-–---------ში; იგი წარმოადგენს ოთარ ხაბარელის საცხოვრებელ სახლს, რომელსაც დასავლეთით ესაზღვრება შ------------–--–---–ის სახლი, და რომ ეს სახლები ერთმანეთისგან გამიჯნულია ლითონის კონსტრუქციით, სადაც საერთო სარგებლობის კარია დატანილი. ოქმში ასახული გარემოებები არ ეწინააღმდეგა იმ მოწმეთა განმარტებებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში და რომელთა ჩვენების მიხედვითაც სახლში იყო არეულობა, ჩანდა, რომ იქ ვიღაც იყო ნამყოფი.
3.1.8. საქმეშია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #85/დ დასკვნა, რომელიც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შ-----–--------- და მ-----–--------–---–ი იმყოფებოდნენ ოთარ ხაბარელის კუთვნილ სახლში. მის მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი თეიმურაზ კასრაძე.
3.1.9. ზურაბ ელბაქიძემ, რომელიც ქარელის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია, მოწმედ დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 29 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ სოფელ ძ-–---------ში შ------------–--–---–ის კუთვნილი მიკროავტობუსის ქურდობა შესაძლებელია, ჩადენილი ჰქონდა შ-----–---------ს სხვა პირთან ერთად, რომელთაც ქურდობის წინა ღამე გაათენეს გ---–--–---–ების მეზობლად, ო---------------–ის კუთვნილ სახლში. ინფორმაციის თაობაზე პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რაზეც დაიკითხა კიდეც. 31 აგვისტოს კვლავ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ---–--–---–ების კუთვნილი მიკროავტობუსისა და სხვა ნივთების ქურდობის ფაქტი შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდათ მ-----–--------–---–სა და შ-----–---------ს. და რომ მიკროავტობუსი იმ მომენტისთვის იმყოფებოდა თბილისში, ქოში-გორის დასახლებაში. პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას და კვლავ დაიკითხა ინფორმაციასთან დაკავშირებით.
3.1.10. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა ლევან კლიმჩუკმა მოწმედ დაკითხვისას განმარტა, რომ გასული წლის 28 აგვისტოს ქარელის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სოფელ ძ-–---------ში მცხოვრები შ------------–--–---–ის სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე. შეტყობინების საფუძველზე მის მიერ მოხდა სისხლის სამართლის საქმის დარეგისტრირება, გამოძიების დაწყება. 29 აგვისტოს ერთ-ერთი თანამშრომლის, ზურაბ ელბაქიძის მიერ პატაკი იქნა დარეგისტრირებული. ზურაბ ელბაქიძე გამოიკითხა მოწმედ; პატაკი იყო შემდეგი შინაარსის: ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ქურდობა შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდა შ-----–---------ს სხვა პირთან ერთად და რომ აღნიშნულმა პირებმა წინა ღამე გაათენეს ოთარ ხაბარელის სახლში.
3.1.11. ფაქტს იმის შესახებ, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს სოფელ ძ-–---------ში მეგობართან, ანუ სხვა პირთან ერთად იმყოფებოდა, ბრალდებული შ-----–--------- ადასტურებს. მან სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 26 აგვისტოს, მაშინ, როდესაც თბილისში იმყოფებოდა, დაურეკა მეგობარმა ალეკო თოფჩიაშვილმა რაღაც ინციდენტის თაობაზე - ქარელში მცხოვრებ მამუკა გოგოჩაშვილს უცემია იგი. უთხრა, რომ მარიამობისთვის მაინც აპირებდა ჩასვლას და შეპირდა, რომ ნახავდა. 27 აგვისტოს ჩავიდა ქარელში, ჯერ კიდევ დილა იყო; მოსაცდელთან შემთხვევით შეხვდა მ-----–--------–---–ი; მოიკითხეს ერთმანეთი, უთხრა, რომ ალეკოსთან მიდიოდა. ერთად მივიდნენ ალეკო თოფჩიაშვილთან, რომელმაც დეტალურად უამბო მომხდარის შესახებ. შეხვდნენ მამუკა გოგიჩაშვილს; გაირკვა, რომ მას მაღაზია აქვს, საიდანაც ერთი თვის მანძილზე ფულს პარავდა თოფჩიაშვილი. დაბრუნდნენ ალეკო თოფჩიშვილთან. მ-----–--------–---–მა მიიტანა არაყი და მისაყოლებელი. თვითონ (შ-----–---------) არაყს არ სვამდა, შესთავაზა მეგობრებს, წასულიყვნენ სოფელ ძ-–---------ში და კარგ შავ ღვინოს დაალევინებდა. მ-----–--------–---–ი სახლს ანგრევდა და მეორადი მასალების თაობაზე ვიღაცას უნდა შეხვედროდა, შეპირდა, თუ მოიცლიდა, მეორე დღეს ჩავიდოდა მათთან. სოფელ ძ-–---------ში ალეკო თოფჩიაშვილთან ერთად მოუწია წასვლა. ქარელიდან გარკვეული მანძილი გაიარეს ავტომანქანით, ხოლო შემდეგ სოფლამდე ფეხით მივიდნენ. თოფჩიშვილს ფეხები სტკიოდა, რის გამოც ძალიან ნელა, სვენებ-სვენებით მიდიოდნენ. მან ასევე დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ სოფელში ერთ ადგილას ხალხი იყო შეკრებილი, ღია იყო ჭიშკარიც; ჩათვალა, რომ ვიღაც იყო გარდაცვლილი და ისე ჩაიარა, არავისთვის არაფერი უკითხავს. სოფელში ჩავიდა დედის სანახავად; სახლში არავინ დახვდა, კარი დაკეტილი იყო. ფანჯრიდან გადავიდა სარდაფში, აიღო ღვინო, ყველი და ,,რაღაც კონსერვი“, რის შემდეგაც მეგობარს უთხრა ოთარ ხაბარელზე, რომ ახლობელი კაცი იყო და მის სახლში გაათევდნენ ღამეს. მან ასევე განმარტა, რომ მ-----–--------–---–ი სოფელ ძ-–---------ში ჩავიდა 2017 წლის 28 აგვისტოს დილით, იმ დროს, როდესაც მას (ბრალდებულს) ჯერ კიდევ ეძინა. გაღვიძებულს თოფჩიშვილმა უთხრა, მიშა (მ-----–--------–---–ი) ჩამოვიდაო. მაგიდა აალაგა, რაც დარჩათ, გადაიტანა დედამისის სახლის ეზოში და უკან რომ დაბრუნდა, მ-----–--------–---–იც მოსულიყო - წყალი ჰქონდა მოტანილი. საუბრისას მ-----–--------–---–ი ღვინის ჭიქაში აფერფლებდა სიგარეტს. იკითხა, თინა დეიდა ხომ არ ჩამოვიდაო და რომ გაიგო, თურქეთიდან, სადაც სამუშაოდ დადის, არ იყო ჩამოსული, აღარ გაჩერდა, თქვა, რომ ტყვიავში იყო მიპატიჟებული და იქ მიდიოდა; დიდი შავი ჩანთა ჰქონდა თან. იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ოთარ ხაბარელის სახლში არ აღმოჩნდა კვალი, რაც დაადასტურებდა ალეკო თოფჩიაშვილის შემთხვევის ადგილზე ყოფნა, შ-----–---------მ განმარტა, რომ თოფჩიაშვილს აქვს ისეთი დაავადება, რის გამოც თითქმის მუდმივად უკეთია სამედიცინო ნიღაბი და ხელთათმანი.
3.1.12. ბრალდებულმა მ-----–--------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ იგი გარკვეული წლები იხდიდა სასჯელს. პატიმრობიდან გათავისუფლებულს მშობლები გარდაცვლილი დახვდა, სახლიც ,,ცოტა დანგრეული“. 2017 წლის 27 აგვისტოს ქარელში შეხვდა შ-----–---------, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს, თუმცა მასთან დიდი მეგობრობა არ აკავშირებდა, მათი დედები უფრო მეგობრობდნენ ერთმანეთთან. შენგელიმ უთხრა, რომ მარიამობა იყო და დედის სანახავად მიდიოდა სოფელ ძ-–---------ში. ისიც უთხრა, რომ ალეკო თოფჩიაშვილს რაღაც პრობლემა ჰქონდა, უცემია ვიღაცას და მისი ნახვაც უნდოდა. ერთად მივიდნენ ალეკო თოფჩიაშვილთან; გაარკვიეს, რომ ვინმე მამუკა გოგიჩაშვილს, რომელსაც ქარელში მაღაზია აქვს, უცემია იმის გამო, რომ ფულს პარავდა. შემდეგ ისადილეს კიდეც, თვითონ მიიტანა არაყი და მისაყოლებელი. შ-----–---------მ შესთავაზა მათ, რომ ხვალ ძ-–---------ში დღეობაა, წავიდეთ და კარგ შავ ღვინოს დაგალევინებთო. იკითხა, შენგელის დედა თუ იქნებოდა სახლში, რაზეც მიიღო პასუხი, რომ თინა დეიდა, წესით, უკვე დაბრუნებული უნდა ყოფილიყო თურქეთიდან. ბრალდებულისავე განმარტებით, 27 აგვისტოს თეთრუაშვილ მიშასთან მეორად საამშენებლო მასალებთან დაკავშირებით შეხვედრა ჰქონდა დათქმული - სოფელ დირბში უნდა შეხვედროდა 3 საათზე. შ-----–---------ს და ალეკო თოფჩიაშვილს შეპირდა, რომ მეორე დღეს ჩავიდოდა სოფელ ძ-–---------ში; ბიჭებმა აუხსნეს, სოფელში როგორ უნდა მიეგნო მათი სახლისთვის. ბრალდებულის განმარტებით, იგი 3 საათზე მართლაც შეხვდა მიშა თეთრუაშვილს ქარელში, ,,სამოცბინიანის“ წინ - ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ ვერ შეთანხმდნენ. ქარელიდან თბილისისკენ მიმავალი მარშრუტკით ჩავიდა ბრეთის მეურნეობაში, საიდანაც სხვა ტრანსპორტით განაგრძო გზა- მივიდა სოფელ ძ-–---------ში ეკლესიასთან, ჩასახვევი კი დაინახა, მაგრამ მაინც იკითხა, როგორ მისულიყო თინა დეიდას სახლამდე; თანაც, სოფელში რომ შევიდა, დაურეკა ალეკოს, ჩამოსახვევში ვარო; მანაც უპასუხა, ჩამოდი და დაიმინახავ, სახლთან ვარო. ბრალდებულმა ისიც აღნიშნა, რომ თან სპორტული დიდი ჩანთა ჰქონდა. ძლევიჯვრიდან ტყვიავში აპირებდა სტუმრად წასვლას და იქიდან - თბილისში, სადაც მუშაობის დაწყებას აპირებდა; ამიტომ, რაც ჰქონდა - ტანსაცმელი თუ პირადი ნივთები, ყველაფერი იმ ჩანთაში იდო. სოფელში სადაც მივიდა, იყო ორსართულიანი სახლი ეზოს გარეშე. ალეკოს ჰკითხა, შენგელი სად არისო. აღმოჩნდა, რომ შენგელის საძინებელში თეთრეულის ქვეშ ეძინა გახდილს. გააღვიძა, მოიკითხა თინა დეიდა, რომელიც აღმოჩნდა, რომ არ იყო სოფელში. გადაწყვიტეს რაღაცა ეჭამათ. სახლში წყალი არ იყო, რომ ახალგაღვიძებულებს ხელ-პირი დაებანათ. აიღო წყლის ჭურჭელი და რადგან ეკლესიასთან დაინახა და ახსოვდა, რომ იქ წყარო იყო, წყლის მოსატანად წავიდა. წყალი ცოტა მოდიოდა, მოერიდა ბავშვების და ქალების, ავიდა ,,ბირჟაზე“ და ბიჭებთან დადგა, შემდეგ მაღაზიაში შევიდა - სიგარეტი უნდოდა; გამყიდველს უთხრა, რომ თანხას მერე ან თვითონ მიაწვდიდა, ან თინა დეიდა გადაიხდიდა. გამყიდველმა ურჩია, რომ მისულიყო მეორე მაღაზიაში, სადაც თინას მეგობარი ქალი ნ---------------–-–---–ი მუშაობდა. გაიარა მთელი სოფელი და შევიდა ნ---------------–-–---–ის მაღაზიაში. მაღაზიასთან მოხუცი ქალბატონი დახვდა; გამოელაპარაკნენ ერთმანეთს, თავისი გვარიც უთხრა და უწყინარი ტყუილიც - არ უნდოდა, თავისი წარსული გაემხილა, თქვა, რომ თბილისში ცხოვრობდა; ისიც უთხრა, თინა დეიდასთან ვარ მეგობართან ერთადო. გულისხმობდა ალეკო თოფჩიაშვილს. 20 წუთი ილაპარაკეს, გამყიდველმა მისცა სიგარეტი, ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა მაღაზიასთან. წყალზე ისევ ბევრი ხალხი იყო, ამიტომ ორივესთვის ხელ-პირის დასაბანად საკმარისი წყალი აიღო მხოლოდ, თუმცაღა ოცლიტრიანი ჭურჭლით იყო გამოსული. მიბრუნდა სახლში, რამდენჯერმე შევიდა და გავიდა, თინა დეიდას ელოდებოდა. წყაროდან რომ დაბრუნდა, შენგელი აღარ დახვდა სახლში, მერე მოვიდა, ცოტა ხანში. ისევ მოიკითხეს ერთმანეთი, გაირკვა, რომ შენგელი ჭეჭვაძის დედა არ იყო ჩამოსული და სუფრას არავინ გაუშლიდა; ღვინოც არ მოეწონა, სიგარეტს ეწეოდა და ღვინის ჭიქაში აფერფლებდა. დაემშვიდობა ბიჭებს, უთხრა, რომ ტყვიავში იყო მიპატიჟებული და იქ მიდიოდა. 12-ის 10 წუთი იქნებოდა, ,,ბირჟაზე“ რომ ავიდა. ბრალდებულის განმარტებით, არ იცოდა და არც უფიქრია, რომ სოფელ ძ-–---------ში, ის საცხოვრებელი სახლი, სადაც მეგობრებს შეხვდა, არ ეკუთვნოდა შენგელი ჭეჭვაძის დედას. სიტუაცია, რომელიც იქ დახვდა, კერძოდ, ის, რომ შენგელის საძინებელში ეძინა ლოგინში, თეთრეულის ქვეშ, აფიქრებინებდა იმას, რომ მისი მეგობარი ,,თავის სახლში“ იყო.
3.1.13. დადგენილია, რომ შ-----–--------- და მისი თანმხლები პირი 2017 წლის 27 აგვისტოს ჩავიდნენ სოფელ ძ-–---------ში და ღამე გაათენეს საცხოვრებელ სახლში, რომელიც ეკუთვნის ოთარ ხაბარელს და სადაც შევიდნენ სახლის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ. ასევე დადგენილია და ბრალდებული მ-----–--------–---–იც არ ხდის სადავოდ, რომ 2017 წლის 28 აგვისტოს იგი იმყოფებოდა სოფელ ძ-–---------ში და კონკრეტულად იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც შ-----–---------მ ღამე თავის თანმხლებ პირთან ერთად გაათენა.
3.1.14. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ შენგელი ჭეჭვაძის განმარტებას იმის თაობაზე, რომ იგი 2017 წლის 27 აგვისტოს საღამოს ალეკო თოფჩიაშვილთან ერთად დაინახეს სოფელ ძ-–---------ში, და რომ მ-----–--------–---–ი სოფელში ჩავიდა მეორე დღეს, 28 აგვისტოს. ის, რომ მის მიერ ადრე მიცემულ ჩვენებებში მასთან ერთად დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მ-----–--------–---–ს, ბრალდებულმა შ-----–---------მ ახსნა იმით, რომ მასსა და გამომძიებელს შოროს, რომელიც გამოძიების მწარმოებელი ორგანოს სახელით ელაპარაკებოდა, გარკვეულ გარიგებას ჰქონდა ადგილი. ამ გარიგების შედეგი იყო ისიც, რომ თავდაპირველად არც მ-----–--------–---–ი უარყოფდა დანაშაულის ჩადენას შ-----–---------სთან ერთად.
3.1.15. მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ბრალდებულსა და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს (ან თუნდაც მხოლოდ გამომძიებელს) შორის რაიმე გარიგების არსებობა, არ წარმოდგენილა, შესაბამისად, არ გამოკვლეულა.
3.1.16. ბრალდებულ მ-----–--------–---–ის განმარტებით, 2017 წლის 27 აგვისტოს, იმ საფუძვლით, რომ პირადი საქმე ჰქონდა, მეგობრებთან ერთად არ წავიდა სოფელ ძ-–---------ში; სამ საათზე (27 აგვისტოს) კონკრეტულ პირს უნდა შეხვედროდა სოფელ დირბში. ბრალდებულისავე ჩვენების მიხედვით, შეხვედრა შედგა სამ საათზე, ოღონდაც ქარელში, ,,სამოცბინიანის“ წინ. გაურკვევლია, როდის და რა ვითარებაში შეიცვალა შეხვედრის ადგილი. უფრო მეტიც, ბრალდებულმა, მას შემდეგ, რაც აღნიშნა, რომ პირად საქმეზე კონკრეტულ პირთან მისი შეხვედრა შედგა, იქვე განაგრძო განმარტება, რომ ჩავიდა ბრეთის მეურნეობაში მოსაცდელთან, საიდანაც ტრანსპორტით მივიდა ქარელის გადასახვევამდე, იქიდან კიდევ სხვა ტრანსპორტით - სოფელ ძლევიჯვრამდე, რაც ხდება 28 აგვისტოს დილით.
3.1.17. სასამართლო რაღა თქმა უნდა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის უფლებაა, მისცემს თუ არა ჩვენებას და, დადებით შემთხვევაში, ასევე მისი უფლებაა, როგორ ჩამოაყალიბებს თავის განმარტებას. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მ-----–--------–---–ის ჩვენებაში არსებული ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები და სრულიად გაურკვეველი ბმა ერთი ფაქტიდან მეორეზე გადასვლისას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მეტად დამაჯერებელს ხდის ფაქტს იმის შესახებ, რომ შ-----–--------- მ-----–--------–---–თან ერთად ჩავიდა სოფელ ძ-–---------ში.
3.1.18. რაც შეეხება იმას თუ რამდენად შეიძლებოდა, სცოდნოდა მ-----–--------–---–ს ის, რომ სოფელ ძ-–---------ში მდებარე სახლი, რომელშიც იგი იმყოფებოდა, არ ეკუთვნოდა შენგელი ჭეჭვაძის დედას - შ-----–---------მ სასამართლოს განუმარტა, რომ სოფელში მისულს დედამისის საცხოვრებელი დაკეტილი დახვდა; სარდაფიდან, სადაც ფანჯრიდან გადავიდა, აიღო ღვინო, სასმელზე მისაყოლებელიც და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდნენ ოთარ ხაბარელის სახლში ღამის გასათევად. მითითებული განმარტება, შეიძლება ითქვას, რომ გამორიცხავს მ-----–--------–---–ის პოზიციას იმის თაობაზე, რომ არ იცოდა, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ თუ იმყოფებოდა იმ სახლში, რომელიც არ ეკუთვნოდა შენგელი ჭეჭვაძის დედას.
3.1.19. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დაზარალებულ ოთარ ხაბარელის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, შ-----–--------- და მ-----–--------–---–ი სოფელ ძ-–---------ში, მის საცხოვრებელ სახლში მისი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებოდნენ.
3.2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
3.2.1. დაზარალებულმა შ------------–--–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 28 აგვისტოს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილთან ერთად წავიდა საჩხერეში სტუმრად. დაახლოებით, 12-ის ნახევარი იქნებოდა, როდესაც სახლიდან გავიდნენ. სახლში დაბრუნდნენ იმავე დღეს, 7-ის ნახევარზე. ეზოში რომ შევიდა, შენიშნა საწვავის შესანახი ჭურჭელი, და რადგან ნივთებს ყოველთვის თავის ადგილას ინახავს, მეუღლესთან კამათი მოუვიდა, რატომ იდო ეს ნივთი იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო. კამათის დროს შეამჩნია, რომ მანქანაც აღარ იდგა ეზოში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახლიდანაც წაღებული იყო ნივთები - ნოუთბუქი, ტელეფონი, ფოტოაპარატი და ფული. დაზარალებულისავე განმარტებით, მისი ეზოდან მოპარული ავტომანქანა იყო ,,ფორდის“ მარკის, რომელიც შეიძინა 5010 დოლარად, ანუ, დაახლოებით, 9000 ლარად. მან ისიც აღნიშნა, რომ მისი სახლიდან და ეზოდან წაღებული ნივთების ღირებულებამ შედგინა, როგორც ახსოვს, დაახლოებით, 11100 ლარი. დამატებით იმაზეც მიუთითა, რომ, იმ პირებს, რომლებმაც სახლი გაუქურდეს, ღამე გაუთევიათ მის მეზობლად, ოთარ ხაბარელის საცხოვრებელ სახლში; ფიქრობს, რომ ამ სახლიდან ,,ყარაულობდნენ“ და როდესაც ოჯახთან ერთად სტუმრად წავიდა, გაქურდეს კიდეც.
3.2.2. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ შენგელი ჭეჭვაძის დედა თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მის მეზობლად; და რომ ბრალდებულს, რომელიც მის ოჯახში არაერთხელ არის ნამყოფი, იცნობს კარგად.
3.2.3. მოწმე მ--------ა გ---–--–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 28 აგვისტოს მამასთან, შ------------–--–---–თან, დედასთან, დებთან და დის შვილთან ერთად სტუმრად იყო წასული. უკან დაბრუნებულებს ეზოში აღარ დახვდათ მანქანა. თავიდან ეგონათ, რომ, შესაძლოა, ვინმეს - მეზობელს დაჭირდა და გაიყვანა. გაიკითხეს, მაგრამ ვერ ნახეს. უნდოდათ, დაერეკათ პოლიციაში; ინფორმაციის მიწოდებისას ავტომანქანის სერია ვერ გაიხსენეს. გადაწყვიტა, ფოტო ენახა, რომელზეც ბავშვთან ერთად ავტომანქანაც არის გამოსახული; ლეპტოპიც არ დახვდა ადგილზე, მიხვდა, რომ სახლი გაქურდული იყო. ლეპტოპი მისი შეძენილია; გადახდილი აქვს 1300 ლარი. კომპიუტერის მაგიდაზე იდო ლეპტოპი, გვერდით სავარძელზე იდო ჩანთა, რომელიც ასევე არ დახვდა ადგილზე; მოგვიანებით გამოძიებამ ამოიღო მითითებული ჩანთა და ამოცნობაც ჩატარდა - ჩანთაში ედო კონკრეტული მაღაზიის სავიზიტო ბარათი და, სხვა ნიშნებთან ერთად, ამ ბარათითაც ამოიცნო თავისი ნივთი. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ სახლიდან ასევე წაღებული იყო მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და ფულადი თანხა.
3.2.4. დაზარალებულის მეუღლემ, ი-------–-------ემ, მოწმედ დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ 28 აგვისტოს თავისი მშობლების სანახავად საჩხერის რაიონში სტუმრად წასვლა გადაწყვიტა ოჯახთან ერთად. წასვლამდე მისმა მეუღლემ (შ------------–--–---–მა) გაიარა ბაღისკენ, სადაც შენგელი ჭეჭვაძის მამინაცვლის სახლი დგას. სახლში არავის იყო და მათ ჰქონდათ ჩაბარებული; დაუძახა და უთხრა, რომ სარდაფის ფანჯარაზე გაკრული ,,სეტკაა“ ჩამოხსნილია და ხომ არავინ შევიდაო სახლში. უპასუხა, რომ არაფერი იცოდა. მოწმისავე განმარტებით, დაახლოებით 12-ის ნახევარზე გავიდნენ სახლიდან; კარები ისე გაიკეტეს, რომ გასაღებიც არ წაუღიათ - მალევე აპირებდნენ უკან დაბრუნებას, სამზარეულოს კარიც უბრალოდ გამოხურეს და ჭიშკარი რკინის ურდულით დაკეტეს. სახლიდან რომ გავიდნენ, გაახსენდათ, რომ რაღაც ღირებული ნივთი დარჩათ სახლში, რის გამოც ერთ-ერთ ქალიშვილს დარჩენაც უნდოდა, მაგრამ აღარ გააჩერეს მანქანა. ,,ბირჟასთან“ რომ ჩაიარეს, შენიშნა ოთხი პირი, რომელთაგან ერთი ვერ იცნო. გაიფიქრა, რომ თუკი ის ნივთი დაიკარგებოდა, ეჭვს მიიტანდა იმ ოთხ პირზე. ამ ნივთის გამო სტუმრად დიდ ხანს ვერ გაჩერდნენ, მალევე დაბრუნდნენ უკან; აღმოაჩინეს, რომ ეზოში მანქანა აღარ იდგა, სახლიდანაც ფული და ნივთები იყო წაღებული. მოწმისავე განმარტებით, იგი ფიქრობს, რომ, პირები, რომლებმაც მისი სახლი გაქურდეს, უთვალთვალებდნენ ოთარ ხაბარელის სახლიდან.
3.2.5. აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ მოწმის ჩვენება, იმ ნაწილში, რომ ,,ბირჟაზე“ ოთხი კაციდან სამი იცნო და ერთი მისთვის უცნობი აღმოჩნდა, მ-----–--------–---–ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ წყლის მოსატანად წასული ,,ბირჟაზეც“ გაჩერდა ცოტა ხანს, დროში დაახლოებით ემთხვევა ერთმანეთს და გარკვეულ დამაჯერებლობას სძენს დაზარალებულის ვარაუდს შესაძლო თვალთვალთან დაკავშირებით.
3.2.6. სახლის გაქურდვის ფაქტი დაადასტურა მოწმე მალვინა გ---–--–---–მა; დამატებით აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი სახლიდან წაღებული ტელეფონი მისი შეძენილია 450 ლარად.
3.2.7. დაზარალებულის ჩვენების ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე მ------- გ---–--–---–მა, რომელმაც დამატებით აღნიშნა, რომ მათი სახლიდან სხვა ნივთებთან ერთად წაღებული ფოტოაპარატი მისი შეძენილია - გადახდილი აქვს 262 ლარი.
3.2.8. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გიორგი არდემანაშვილმა მოწმედ დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ საქმე ძირითადად მის მიერ არის ნაწარმოები - დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მოწმის სახით გამოკითხა ი-------–-------ე, ასევე დაკითხა შადიმან და მ--------ა გ---–--–---–ები, რ-----------ე, ჯ--------------–ი, ნ---------------–-–---–ი. მოწმისა და შემდეგ ბრალდებულის სახით გამოკითხა შ-----–--------- და მ-----–--------–---–ი, ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. მან ისიც აღნიშნა, რომ ბრალდებულები დაიკითხნენ #8 დაწესებულებაში, მათი გამოკითხვა მოხდა ცალ-ცალკე და რომ გამოკითხვის ოქმებში აისახა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ბრალდებულებმა მიაწოდეს.
3.2.9. ის, რომ შ------------–--–---–ის კუთვნილ ავტომანქანას 2017 წლის 28 აგვისტოს მართავდა შ-----–--------- და რომ მის გარდა ავტომანქანაში სხვა პირიც იმყოფებოდა, დასტურდება მოწმე გიორგი გიორგაძის ჩვენებით. მან სასამართლოს განუმარტა, რომ 27 აგვისტოს სოფელში მოხდა ხანძარი. როდესაც ყველაფერი ჩამთავრდა, ჯერ კიდევ ხანძრის ადგილას იყვნენ მეზობლები; შ-----–---------მ ჩამოიარა ვიღაცასთან ერთად, რომელიც ვერ დაინახა, ვინ იყო. მეორე დღეს, იქნებოდა დაახლოებით სამი საათი, სოფელ ბრეთში მიდიოდა დღეობაში მამიდასთან, ,,ბირჟაზე“ იყო, გამოიარა შ------------–--–---–ის მანქანამ, რომელსაც მართავდა შ-----–---------; ვიღაცა მეორეც იყო მანქანაში, ჩამალულივით იყო და კარგად ვერ დაინახა.
3.2.10. ბრალდებულმა შ-----–---------მ სასამართლოს განუმარტა, რომ ბინის გაქურდვა არც უფიქრია. ალეკო თოფჩიაშვილს უთხრა, მანქანა დგას და მანქანით წავიდეთო. გ---–--–---–ების ოჯახთან ჰქონდა ის ურთიერთობა, რომ დაუკითხავად შესულა და აუღია მისთვის საჭირო ნივთები, მანქანაც გამოუყვანია. გადავიდა შ------------–--–---–ის ეზოში, ნახა მანქანა, ისიც იცოდა საწვავი სადაც იდო. საწვავის ასაღებად რომ წავიდა, ალეკო თოფჩიაშვილი შევიდა გ---–--–---–ების სახლში. საწვავი რომ გამოიტანა, შემდეგ ძაბრის გამოსატანა მიბრუნდა; არ დაუნახავს, თოფჩიაშვილი როდის გამოვიდა გ---–--–---–ების სახლიდან. ჩაასხა საწვავი, დაქოქა მანქანა, თოფჩიაშვილმა ჭიშკარი გააღო და თვითონაც ჩაჯდა. გზაში ალეკო თოფჩიაშვილი ცუდად გახდა და ჩაწვა მანქანაში, ეს დამალვის მიზნით არ გაუკეთებია. თბილისში რომ ჩავიდნენ, მანქანა დიღომში, ქუჩაში გააჩერა, გასაღებიც ჩატოვა, არც საბუთები აუღია. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია და მერე გაიგო, რომ შ------------–--–---–ის სახლიდან ალეკო თოფჩიაშვილს სხვა ნივთებიც წამოუღია, რაზეც ძალიან გაბრაზდა. მანქანა რომ დატოვეს, შევიდნენ ქალაქში, ნივთები მიიტანა თავის საცხოვრებელ სახლში. ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც მ-----–--------–---–მა დარეკა ტელეფონზე, კანაფზე დაუწყო ლაპარაკი, უთხრა, არის და თუ გინდა ჩამოდი და წაიღეო. ლეპტოპი დატოვა და მხლოდ ჩანთა წაიღო თან; ფიქრობდა, რომ ლეპტოპის ჩანთით თუ იქნებოდა, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ პოლიცია გაჩხრეკდა. მეგობარმა მანქანით მიიყვანა დიდუბის სადგურამდე, საიდანაც თოფჩიაშვილთან ერთად წამოვიდა დასავლეთისკენ მიმავალი მიკროავტობუსით. თოფჩიაშვილმა ქარელისკენ განაგრძო გაზა, თვითონ გორის ხიდებთან ჩამოვიდა და იქიდან ტაქსით ავიდა ტყვიავში, სადაც უცხო ბიჭები და მ-----–--------–---–ი დახვდნენ. ჯერ ერთ ოჯახში მივიდნენ, სადაც სუფრა იყო გაშლილი, იქიდან სხვა შენობაში გადაინაცვლეს - მთელი ღამე ბიჭები იხსენებდნენ ციხის ამბებს და სვამდნენ. მეორე დღეს დილით ტაქსით წამოვიდნენ ტყვიავიდან; პირადად ელაპარაკა ტაქსის მძღოლს. გზაში ტაქსის მძღოლი და მ-----–--------–---–ი ვერ შეთანხმდნენ თანხაზე. გორში შუქნიშანთან რომ გაჩერდა მანქანა, მარღიშვილი გადავიდა და მიაძახა, არაფერსაც არ გადაგიხდიო. ფული არ ჰქონდა, ამიტომ ლეპტოპის ჩანთა და ტელეფონის ნომერი დაუტოვა; უთხრა, რომ ერთ საათში დაურეკავდა და ფულს მიუტანდა. იქვე მეორე ტაქსიში ჩასხდნენ, გადაიხადეს 15 ლარი და წავიდნენ ქარელში ალეკო თოფჩიაშვილთან.
3.2.11. ბრალდებლმა მ-----–--------–---–მა უარყო რაიმე სახით შემხებლობა ქურდობის ფაქტთან და სასამართლოს განუმარტა, რომ 28 აგვისტოს სოფელ ძლევიჯვრიდან ჯერ გორში ჩავიდა, სადაც გარკვეულ ხანს გაჩერდა და შემდეგ წავიდა ტყვიავში. იფიქრა, ბიჭებს მოვიკითხავო, 2-3 საათი იქნებოდა, დაურეკა ალეკო თოფჩიაშვილს, რომელმაც უთხრა, რომ თბილისში იყო. თოფჩიაშვილის ტელეფონით დაელაპარაკა შ-----–---------ს, რაღაცნაირად მიახვედრა, რომ მოსაწევის წამოღების საშუალება იყო და თუ სურვილი ჰქონდა, ჩასულიყო ტყვიავში. 5-6 საათი იქნებოდა, შ-----–--------- ტაქსით რომ მივიდა. ჯერ იმ ოჯახში მივიდნენ, სადაც მიწვეული იყო, შემდეგ ბიჭებმა წაიყვანეს სადღაც მიტოვებულ სახლში. მეორე დღეს დილით ტაქსით წამოვიდნენ გორის მიმართულებით. ტაქსის მძღოლთან თანხაზე ვერ მორიგდა. იცის, რომ მგზავრობის საფასურის ნაცვლად შ-----–---------მ ტაქსის მძღოლს ჩანთა დაუტოვა, თუმცა მისთვის უცნობია, რა ჩანთა იყო და საიდან ჰქონდა შ-----–---------ს.
3.2.12. მოწმე ჯ--------------–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში, ტაქსის მძღოლია. ბრალდებულებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მათ იცნობს - გასული წლის 29 აგვისტოს დილით მიდიოდა სამსახურში; სახლიდან რომ გამოვიდა, მალევე გააჩერეს და გორში წაყვანა ითხოვეს. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, უკან მიაბრუნეს, აღმოჩნდა, რომ ჩანთა და საფულე დარჩათ. გააჩერებინეს მანქანა, მ-----–--------–---–ი გადავიდა და დიდი ჩანთით ხელში დაბრუნდა. გორში რომ ჩამოვიდნენ მგზავრობის საფასური აღარ გადაუხადეს და თანხის სანაცვლოდ ლეპტოპის ჩანთა დაუტოვეს, რომელსაც აღარავინ მიაკითხა და რომლის ამოღებაც მოხდა პოლიციის მიერ.
3.2.13. ბრალდებულთა ჩვენებას იმის თაობაზე, რომ შ-----–---------მ ავტომანქანისა და სხვა ნივთების ქურდობა ჩაიდინა არა მ-----–--------–---–თან, არამედ სხვა პირთან ერთად, სასამართლო ვერ გაიზიარებს. მოწმე გიორგი გიორგაძის განმარტებით, ძ-–---------ში ,,ბირჟასთან“ შ-----–---------მ შ------------–--–---–ის მანქანით გაიარა 28 აგვისტოს, დღის 3 საათისთვის. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ბრალდებულთა ჩვენებები, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და როდის შედგა მათ შორის კომუნიკაცია ტყვიავიდან თბილისში და როდის ჩავიდა შ-----–--------- სოფელ ტყვიავში, იმდენად არის დროში აცდენილი, არათუ გამოირიცხა, მითითებული გარემოებებით ეჭვქვეშაც არ დადგა ფაქტი იმის შესახებ, რომ შ-----–---------მ დანაშაული ჩაიდინა მ-----–--------–---–თან ერთად. უფრო მეტიც, დადგენილია და ბრალდებულებიც არ ხდიან სადავოდ, რომ 2017 წლის 28 აგვისტოს უშუალოდ ქურდობის ფაქტამდე სოფელ ძ-–---------ში არიან ერთად და ასევე უშუალოდ ქურდობის შემდეგაც კვლავ ერთად არიან და გადაადგილდებიან ნაქურდალი ნივთით ხელში. მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა მეტ დამაჯერებლობას სძენს და ადასტურებს, ფაქტს იმის შესახებ, რომ არამხოლოდ შ------------–--–---–ის ოჯახის კუთვნილი ნივთების ქურდობამდე ან/და ქურდობის შემდეგ არიან ერთად ბრალდებულები, არამედ უშუალოდ ქურდობაც ერთად ჩაიდინეს.
3.2.14. შენგელი ჭეჭვაძისა და მ-----–--------–---–ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ასევე დასტურდება ნივთიერი მტკიცებულებებითაც. საქმის სასამართლო განხილვისას წარმოდგენილ იქნა დაზარალებულ შ------------–--–---–ის წერილობითი პოზიცია, რომლის მიხედვითაც, იმ საფუძვლით, რომ მას დაუბრუნდა მოპარული ნივთები, პრეტენზიები შენგელი ჭეჭვაძისა და მ-----–--------–---–ის მიმართ აღარ გააჩნია.
3.2.15. სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ შ-----–---------მ და მ-----–--------–---–მა ჩაიდინეს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც ბრალად ერაცხებათ, ასევე ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებული იყო მ-----–--------–---–ი, ქარელის რაიონულ სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც მსჯავრი დაედო შ-----–---------ს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (შ------------–--–---–ს საცხოვრებელი სახლი და ეზო), მიკროავტობუსის ამოღების ოქმი, ნივთის (ლეპტოპის ჩანთის) ამოღების ოქმი, ნივთის ამოცნობის ოქმი, მოწმეების ზურაბ აგლაძისა და ზურაბ ეკალაძის, რ-----------ის, გიორგი რომელაშვილის ჩვენებები, პირის ამოცნობის ოქმები.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.2. ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ შ-----–---------მ და მ-----–--------–---–მა ჩაიდინეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ისე 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული;
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
როგორც შენგელი ჭეჭვაძისთვის, ისე მ-----–--------–---–ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ დაზარალებულ შ------------–--–---–ს მათ მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლოს საქმიანობის ერთ-ერთ ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას; ამასთან, სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი და ემსახურებოდეს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
6.2. შ-----–---------სა და მ-----–--------–---–ს სასჯელის სახით, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა, რადგანაც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულებმა მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6.3. ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციიდან გამომდინარე, გარკვეული ვადით უნდა შეეზღუდოთ დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
6.4. შ-----–--------- მსჯავრდებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით - სასჯელის სახით დანიშნული აქვს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. იგი ასევე მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, რომლითაც სასჯელის დანიშვნისას, როგორც პროკურორმა განმარტა, გამოყენებულია შთანთქმის პრინციპი. შესაბამისად, მოცემულ განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვეღარ იმსჯელებს შენგელი ჭეჭვაძის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. ნეთბუქის შავი ფერის ჩანთა, პლასტმასის ბალონი, პლასტმასის ძაბრი, მოწითალო ფერის საფულე, რაც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს;
7.2. მიკრონაწილაკები, ანაწმენდის სველი და მშრალი ნიმუშები, დაქტილოფირები, რაც ასევე ინახება ქარელის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ-----–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
2. ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; მასვე ერთი წლის ვადით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
3. სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე საბოლოოდ შ-----–---------ს სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყოს 2018 წლის 01 თებერვლიდან; ასევე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
4. უფლების შეზღუდვის ნაწილში ვადის თვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
5. შენგელი ჭეჭვაძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
6. მ-----–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
7. ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლისი სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; მასვე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
8. სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე საბოლოოდ მ-----–--------–---–ს სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყოს 2018 წლის 27 მარტიდან; ასევე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
9. მითითებული შეზღუდვის ნაწილში ვადის თვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
10. მ-----–--------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
11. ნეთბუქის შავი ფერის ჩანთა, პლასტმასის ბალონი, პლასტმასის ძაბრი, მოწითალო ფერის საფულე დაუბრუნდეს დაზარალებულს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
12. მიკრონაწილაკები, ანაწმენდის სველი და მშრალი ნიმუშები, დაქტილოფირები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
13. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
14. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი