განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100118002739559
N1/323-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
12 დეკემბერი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გ------------–---–ი
ბრალდებული: ე--- მ----------------–ი
მამის სახელი: მ----------
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ა---------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ყ--------–ა
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ყ--------–ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილი - წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.
თარჯიმანი - ელბრუს სულეიმანოვი
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით ე--- მ----------------–ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდსარღვევათა კოდექსის 57 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის.
2. ასეთი ქმედებისათვის ადმინისტაციული სახდელის დადების შემდეგ, 2018 წლის 25 სექტემბერს, შუადღის საათებში, თელავის რაიონის სოფელ ს-------ის მიმდებარედ, მდინარეების ს-------სა და ა-–-----ს შესართავთან, მდინარის კალაპოტიდან ე--- მ----------------–იმ უკანონოდ მოიპოვა წიაღისეული, კერძოდ, ინეტრული მასალა ლამი, 0,5 მ3 მოხცულობის, რითაც გარემოს მიადგა 200,5 ლარის ოდენობის ზიანი. უკანონოდ მოპოვებული მასალა ე--- მ----------------–ის განთავსებული ჰქონდა მის მფლობელობაში არსებულ „კამაზის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით B--------, ავტომანქანაზე. წიაღისეულის მოპოვების დროს ე--- მ----------------–ი გამოვლენილი იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ექსპეტიმენტის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე--- მ----------------–იმ ჩაიდინა წიაღით (გარდა მიწისქვეთა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელი დადების შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5. ე--- მ----------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ე--- მ----------------–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
ნივთმტკიცების საკითხი:
8. თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლისა, ავტომანქანა „კამაზი“, სახელმწიფი ნომრით B--------, მასზე განთვსებული ლამით და ორი ცალი ნიჩაბი, რაც ხელწერილით ჩაბარდა ა-–---------------------–ის, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად ავტომანქანა ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს დანაშაულის საგანს ან/და იარაღს, ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს, არც დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას, ამიტომ იგი ჩამორთმევას არ ექვემდებარება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
10. ე--- მ----------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარი.
11. ე--- მ----------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
12. ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა „კამაზი“, სახელმწიფი ნომრით B--------, მასზე განთვსებული ლამით და ორი ცალი ნიჩაბი, რაც ხელწერილით ჩაბარდა ა-–---------------------–ის, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
13. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური