გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.12.2018
საქმის ნომერი
020210017002107198
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210017002107198 (2/1726-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

მოსარჩელე - სს ,,ლი----------ნკი‘‘

წარმომადგენელი - თა-------------–--ლი

 

მოპასუხეები: ლა–--------დია, მერ----------–ია

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 4111,02 ლარის, პროცენტის - 1184,72 ლარის და პირგასამტეხლოს - 1250 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხეებიდან შესაგებელი წარმოადგინა მხოლოდ ლა–--------დიამ, რომელმაც მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავალიანება მოსარჩელის მიერ ხელოვნურად გაზრდილია, სარჩელი ცნო მხოლოდ 3400 ლარის ნაწილში.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2--- წლის 2---------- მოსარჩელე სს ,,ლი----------ნკსა’’ და მოპასუხე ლა–--------დიას შორის დადებული იქნა №------------------------ კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლა–--------დიამ მიიღო სესხი 5700 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადად განისაზღვრა პერიოდი 28.01.2----01.02.2--- წლამდე, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 20 %, პირგასამტეხლო - თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებისა და თანდართული სესხის დაფარვის გრაფიკის (დანართი N1) შესაბამისად, კერძოდ, ლა–--------დიას ყოველთვიურად უნდა გადაეხადა თანხა 143,20 ლარის ოდენობით, ხოლო ბოლო გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 166,69 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი და შესაგებელი;

-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 17);

-სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 20);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–-------------------.

 

3.1.2. სს ,,ლი----------ნკს” და ლა–--------დიას შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვის უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ლი----------ნკს” და მერ----------–იას შორის 2--- წლის 2---------- გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა 8615,49 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი და შესაგებელი;

-განცხადება და ხელშეკრულება თავდებობის შესახებ (ს.ფ. 22-23);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–-------------------.

 

3.1.3.მსესხებელმა ლა–--------დიამ ვერ შეძლო 2--- წლის 28 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მან კრედიტის გადახდა შეწყვიტა 2----–-–---------------–-----. არც სოლიდარული მოვალის, თავდები მერ----------–იას მიერ იქნა შესრულებული თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 17, 22);

-სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 20);

-ამონაწერი ლა–--------დიას საბანკო ანგარიშიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–-------------------.

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1. 2----–-–-----------------ს ანუ ხელშეკრულების შეწყვეტის მდგომარეობით, მოპასუხეების დავალიანება მოსარჩელე სს ,,ლი----------ნკის’’ მიმართ შეადგენს ძირ თანხის სახით - 4111,02 ლარს, პროცენტის სახით - 1184,72 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოა 1250 ლარი. სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მიზანშეწონილია მისი შემცირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 17, 22);

-სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 20);

-ამონაწერი ლა–--------დიას საბანკო ანგარიშიდან;

-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 38);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–-------------------.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია სს ,,ლი----------ნკსა’’ მოპასუხეებს შორის საბანკო კრედიტის, და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ ლა–--------დიას სასარგებლოდ გაიცა კრედიტი პროცენტისა და პირგასამტეხლოს გათვალისწინებით. ვალდებულების დათქმულ დროს შეუსრულებლობის გამო, სახეზეა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი და იგი ასევე არ არის შესრულებული არც სოლიდარული მოპასუხე მერ----------–იას მიერ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და მასზე დასარიცხი პროცენტი, რომელიც არ სცდება გონივრულობის ფარგლებს. ნაკისრი ვალდებულება ლა–--------დიას მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხისა და პროცენტის გადახდევინება, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. ამასთან, რამდენადაც სახეზეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლა–--------დიას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ მერ----------–იას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ლა–--------დიამ ცნო სარჩელი სწორედ ძირი თანხიდან - 3400 ლარის ნაწილში. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში მარტივად დაკმაყოფილების საფუძველს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.3.მოპასუხე მხარემ სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირი თანხისა და პროცენტის მსგავსად, მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი პირგასამტეხლოზეც, თუმცა ამ ინსტიტუტთან მიმართებით კანონმდებლის მიერ დადგენილია სპეციალური დებულება, კერძოდ, საუბარია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსესხებელმა სესხის დაფარვის ვალდებულება დაარღვია 2016 წლის მარტის თვიდან. ამ პერიოდიდან გონივრულ ვადაში, რაც სჭირდება მოპასუხე მხარისათვის გაფრთხილების წერილების გაგზავნას და დამატებითი ვადის მიცემას, მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა მოპასუხე მხარესთან. მოსარჩელეს კი საკრედიტო ურთიერთობა არ შეუწყვეტია და პირგასამტეხლოს დარიცხვას აგრძელებდა 2017 წლის 15 სექტემბრამდე. შესაბამისად, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა ისედაც მაღალი პროცენტული მაჩვენებლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დარიცხვა, რამაც უდავოდ გამოიწვია მისი ოდენობის შეუსაბამოდ გაზრდა. მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის და მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 300 ლარამდე. 6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, მხოლოდ ლა–--------დიას მიერ ძირი თანხის ნაწილში სარჩელის ცნობის პირობებში, მოპასუხე მერ----------–იას მოსარჩელე სს ,,ლი----------ნკის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 167,87 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 102 ლარის გადახდა მოსარჩელისათვის უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად. სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს ,,ლი----------ნკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.მოპასუხეებს ლა–--------დიას და მებარ კუტალიას მოსარჩელე სს ,,ლი----------ნკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2--- წლის 28 იანვრის №------------------------ კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 4111,02 ლარის, პროცენტის - 1184,72 ლარის და პირგასამტეხლოს - 300 ლარის გადახდა;

 

3.მოპასუხე მერ----------–იას მოსარჩელე სს ,,ლი----------ნკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 167,87 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 102 ლარის გადახდა მოსარჩელისათვის დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა