განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------17
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვა------------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ--------------------------------- (დასწრების გარეშე) - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1----–-–-------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ--------–----------–----------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, გუ-----–---–-----------------------ში.
ადვოკატი - გ--–---------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
შპს „მ-----------------------------–-----------------ში“ 2011 წლის იანვრიდან 2017 წლის 3 აპრილამდე მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობდა ნ-----------------ე, რომელმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2013-2017 წლებში სალაროდან და შემნახველი სეიფიდან მიითვისა და პირადი სარგებლობისათვის გამოიყენა, საზოგადების კუთვნილი, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული თანხა და ოქროს ნივთები 25 090 აშშ დოლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სხვისი ნივთის
მართლსაწინააღმდეგო მითვისება
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ვ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლიდან არის შპს „მ------------------------------–-----------------ის“ დირექტორი. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სალომბარდო მომსახურება. მისი მოადგილის - გ-----------ის რეკომენდაციით ნ-----------------ე დაინიშნა „მ------------------------------–-----------------ში“ ოპერატორის პოზიციაზე, რომელიც ხელმძღვანელობდა სალაროს. შესაბამისად, სეიფის გასაღები მხოლოდ მას ჰქონდა. „მ------------------------------–-----------------ს“ მოქალაქე მ----–--------–თან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, კერძოდ, მ----–--------–ს ორგანიზაციაში შეტანილი ჰქონდა 10 000 აშშ დოლარი, რის საფუძველზეც იღებდა პროცენტს. პროცენტის ასაღებად თავად მიდიოდა ორგანიზაციაში, თუმცა 2017 წლის 31 მარტს დაუკავშირდა მ----–--------–ი, რომელმაც განუმარტა, რომ სამსახურში ჰქონდა ოპერაცია და ვერ ახერხებდა მისვლას, რის გამოც სთხოვა თანამშრომლისთვის გაეტანებინა თანხა და გასავლის ორდერი, რომელზეც მოუწერდა ხელს. მ----–--------–ისთვის თანხა უნდა გადაეცა ნ-----------------ეს, რომელმაც თანხა წაიღო ორგანიზაციიდან. მეორე დღეს დაუკავშირდა მ----–--------–ი, რომელმაც განუმარტა, რომ ნ-----------------ეს თანხა არ მიუტანია. ამის შემდეგ მეორე თანამშრომელს გაატანა თანხა, რომელიც გადასცეს მ----–--------–ს, ხოლო თავად დაიწყეს ნ-----------------ის ადგილსამყოფელის დადგენა. ნ-----------------ე სამსახურში არ გამოცხადდა, დაუკავშირდნენ მისი ოჯახის წევრებს, რომლებმაც განუმარტეს, რომ თავადაც ეძებდნენ და ნერვიულობდნენ. მასთან მივიდა ნ-----------------ის სიძე მ-------------------ძე, რომელსაც აუხსნა საქმის ვითარება და სთხოვა დაკავშირებოდა, თუმცა არ დაკავშირებია. სალაროში შესასვლელი კარის დუბლიკატი ჰქონდა მას, რის გამოც თანამშრომლებთან ერთად გააღო კარი და შევიდა სალაროში. გააღეს სალაროს უჯრა, სადაც უნდა ყოფილიყო 1 000 აშშ დოლარი, თუმცა უჯრა ცარიელი დახვდათ. მათ მიერ გახსნილი იქნა სეიფი, სადაც უნდა ყოფილიყო 20 432 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთები, რომელიც არ დახვდათ სეიფში. გ-----------ე ესაუბრა ნ-----------------ეს, რომელსაც განუცხადა, რომ ოფისიდან გატანილი ნივთები ჩააბარა ორ სხვადასხვა ლომბარდში, მათ შორის შპს „რ-------------ში“. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნ-----------------ეს მითვისებული ნივთები ჩაბარებული ჰქონდა შპს „რ-------------ში.“ ნ-----------------ის მიერ ლომბარდში ჩაბარებული ნივთები ეკუთვნოდა მათ კლიენტს. შესაბამისად, მარტივად მოახდინეს იდენტიფიცირება და დაუბრუნეს მესაკუთრეს. ოქროს ნივთების უმეტესობა გასხვისებული იყო და მათი პოვნა ვერ მოხერხდა. აღნიშნულის შემდეგ განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს და დაიწყო გამოძიება, რის შემდეგ დაკითხული იქნა მოწმის სახით. საქმეზე ჩატარებული ფინანსური დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ნ-----------------ის მიერ ამობეჭდილი იყო ორი ყალბი 2017 წლის 31 მარტით დათარიღებული შპს „ბ-------------ის“ სალაროს გასავლის ორდერები, რომლის მიხედვით მ----–--------–ზე გაცემული იყო 2230 აშშ დოლარი. 2017 წლის 6 მარტს ნ-----------------ემ, როგორც ორგანიზაციის მოლარემ, შეადგინა სალაროს გასავლის ორდერი, რომლის საფუძველზე სალაროდან გაიტანა 1000 აშშ დოლარი. მათ კლიენტი იყო ი---------–---–ი, რომელსაც თანხა სრულად ჰქონდა დაფარული, მაგრამ ნ-----------------ემ პროგრამაში წაშალა აღნიშნული ოპერაცია. ნ-----------------ე დარწმუნებული იყო, რომ პროგრამა არ იმახსოვრებდა წაშლილ ფაილებს, თუმცა პროგრამაში აღნიშნული დამახსოვრებული იყო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება დოკუმენტებით, ხელშეკრულებებით, შემოსავალ-გასავლის ორდერებით, პროგრამით და ვიდეო-კამერის ჩანაწერებით, რომელიც წარადგინა გამოძიებაში. მის ორგანიზაციაში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. ეროვნული ბანკის მითითების საფუძველზე ერთი კამერა დამონტაჟებულია და აკვირდება მოლარეს, ხოლო მეორე კამერა აკვირდება კლიენტს. გარდა ამისა, დამონტაჟებულია სამი კამერა, რომელიც კლიენტის შესვლას და გასვლას აფიქსირებს. მოწმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სალაროს კარის გასაღები ჰქონდა, არცერთხელ არ შესულა სალაროში. სალაროში მხოლოდ შედიოდა ნ-----------------ე და დამლაგებელი, რომელსაც ნ-----------------ე უღებდა კარს. ჯამში ნ-----------------ემ მის ორგანიზაციას მიაყენა ზიანი დაახლოებით 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც არ არის ანაზღაურებული.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა შპს „მ------------------------------–-----------------ის“ დირექტორის მოადგილის, სალაროს გამგის და სპეციალისტის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. ნ-----------------ე ასრულებდა ოქროს სალომბარდო მომსახურების ექსპერტ-შემფასებლის ფუნქციას, რომელსაც ჰქონდა საერთო დარბაზიდან სპეციალურად გაუმტარი შუშით გამოყოფილი ოთახი. აღნიშნულ ოთახთან წვდომა ჰქონდა ნ-----------------ეს. როდესაც დოკუმენტებზე იყო ხელი მოსაწერი, ან/და სეიფის შემოწმება იყო საჭირო, მხოლოდ მაშინ შედიოდა სალაროში. ბოლოს სეიფი შეამოწმა შემთხვევამდე ერთი თვით ადრე. კლიენტი დაუკავშირდა, რომელსაც უნდოდა ნივთების გატანა და როდესაც შეამოწმა, ყველაფერი ადგილზე იყო. 2017 წლის აპრილის თვეში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, ნ-----------------ე არ გამოცხადდა სამსახურში. ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ ოჯახის წევრებს, თუმცა ვერ დაუკავშირდნენ. ნ-----------------ე არ გამოცხადდა სამსახურში, რის გამოც მმართველი ვ----------------ი და ბუღალტერი შევიდნენ ოთახში, გააღეს სალარო და ნახეს, რომ სეიფის გასაღები ადგილზე იყო, თუმცა სეიფში ოქროს ნივთები არ აღმოჩნდა. ვ----------------მა უთხრა, რომ ეს იყო სისხლისსამართლებრივი დანაშაული, სთხოვა მისულიყვნენ ნ-----------------ესთან სახლში და გაერკვიათ რა ხდებოდა. ნ-----------------ესთან მივიდნენ სახლში, სადაც დახვდა მეუღლესთან ერთად, ჰკითხა რა ხდებოდა, რაზეც ნ-----------------ემ უპასუხა, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ამის გამო წაიღო ოქროს ნივთები, რომელიც ჩააბარა შპს „რ-------------ში,“ თუმცა ყველაფერს დააბრუნებდა. აღნიშნულის თაობაზე მოახსენა უფროსს და ელოდებოდნენ, თუმცა აღარ გამოჩნდა. ი---------–---–ს ჰქონდა 10 000 აშშ დოლარიანი სესხი, რომლის დაფარვაც უნდოდა და თანხა გადასცა ნ-----------------ეს, რომელმაც გადასცა მისი კუთვნილი ოქროს ნივთები. ნ-----------------ემ აღნიშნული სესხი პროგრამულად არ აჩვენა დაფარულ სესხად, თუმცა რეალურად იყო დაფარული და პროგრამულად აქტიურ სესხში ფიქსირდებოდა. ორგანიზაციაში 4-5 ადამიანის მონაწილეობით შეიქმნა კომისია, რომელთა მიერ შესწავლილი იქნა დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ სეიფში უნდა ყოფილიყო ოქროს ნივთები, თუმცა რეალურად ნივთები არ იდო სეიფში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2011-2012 წლიდან მუშაობს შპს „მ------------------------------–-----------------ში“ საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე. ნ-----------------ე მუშაობდა ლომბარდის სპეციალისტის პოზიციაზე. ორგანიზაცია შედგებოდა ორი დეპარტამენტისაგან. თავად განაგებდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო ნ-----------------ე ხელმძღვანელობდა ანტიკვარიატს და ოქროს ნივთებს, რომელსაც ინახავდა სეიფში. მისთვის ცნობილია, რომ სეიფიდან დაიკარგა ოქროს ნივთები და ფულადი თანხა 2 300 აშშ დოლარი. ნ-----------------ეს ჰყავდა დეპარტამენტის უფროსი, თუმცა მას სეიფის გასაღები ჰქონდა თუ არა, არ იცის. მას არც სალაროს და არც სეიფის გასაღები არ ჰქონდა. ნ-----------------ეს ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ უცდია. ნ-----------------ეს მ----–--------–ისთვის უნდა მიეტანა და გადაეცა თანხა, თუმცა დაუკავშირდა მ----–--------–ი, რომელმაც უთხრა, რომ თანხა არ მიუტანია, რის გამოც ბუღალტერმა გამოუწერა თანხა, რომელიც მან პირადად გადასცა მ----–--------–ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ---------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „მ------------------------------–-----------------ში“ ბუღალტრის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, შემოწმება, ბალანსი. 2011 წლიდან იცნობს ნ-----------------ეს, რომელიც მუშაობდა მოლარე-ოპერატორის და შემფასებლის პოზიციაზე. 2017 წლის 31 მარტს მათი მეანაბრე - მ----–--------–ი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ სჭირდებოდა 2230 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა ნ-----------------ეს სალაროს სეიფში ჰქონდა შენახული, გააკეთა გასავლის ორდერი და ელოდებოდნენ, რომ მისულიყო მ----–--------–ი და წაეღო მისი კუთვნილი თანხა. დაუკავშირდა მ----–--------–ი, რომელმაც განუმარტა, რომ ოპერაციაზე იყო, ვერ ახერხებდა მისვლას და სთხოვა მეორე დღისთვის გადაეცათ თანხა. ვინაიდან თავად არ მუშაობდა, ნ-----------------ეს სთხოვა გასულიყო და გადაეცა თანხა, რაზედაც ნოდარი დათანხმდა. მოგვიანებით კვლავ დაუკავშირდა მ----–--------–ი, რომელმაც განუცხადა, რომ ოფისთან იდგა, თუმცა იქ არავინ არ იყო. დაუკავშირდა ნ-----------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ გასული იყო და მალე მივიდოდა. კვირას საღამოს დაუკავშირდა მ----–--------–ი, რომელმაც უთხრა, რომ ნ-----------------ე იგონებდა სხვადასხვა მიზეზებს, ატყუებდა და ფული არ გადასცა. ნ------------------ე ორშაბათს სამსახურში არ გამოცხადდა, დაუკავშირდნენ მეუღლეს, რომელმაც განუმარტა, რომ იგი სამსახურში წავიდა. ვინაიდან მ----–--------–ს ეჩქარებოდა, სხვა სახსრებით გადასცეს მისი კუთვნილი თანხა. შემდეგ გახსნეს ნ-----------------ის სამუშაო ოთახი და სეიფი, სადაც უნდა ყოფილიყო 3230 აშშ დოლარი, თუმცა აღმოჩნდა მხოლოდ 20 აშშ დოლარი. მოწმის ჩვენებით, ნ-----------------ე ასევე კლიენტის მიერ შეტანილ თანხას აჩვენებდა ბანკის გასავალში, რომელსაც შემდეგ შლიდა პროგრამიდან, შესაბამისად ბანკის ამონაწერში აღარ ჩანდა, ხოლო შემდეგ კვლავ უკეთებდა ავტორიზაციას. ნ-----------------ის მიერ აღნიშნული მანიპულაცია შესრულებული იქნა 3-4-ჯერ. ნ-----------------ემ მიითვისა კომპანიაში არსებული ოქროს ნივთები და მითვისებული ოქროს ნივთები ჩააბარა ლომბარდში. ნ-----------------ის მიერ ორგანიზაციიდან მითვისებული იქნა 15 690 აშშ დოლარის ფულადი თანხა და 20 432 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთები, რომლის ღირებულებამ ჯამში შეადგინა 36 122 აშშ დოლარი. მათ მიერ შემოწმებული იქნა პროგრამულად და დადგინდა, რომ ნ-----------------ეს წაშლილი ჰქონდა გასავლის ორდერები, თუმცა ისტორიაში იყო შენახული. ნ-----------------ეს ჰქონდა ინდივიდუალური პაროლი და მისი კომპიუტერით სარგებლობის უფლება სხვას არავის ჰქონდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ შპს „მ------------------------------–-----------------ში“ დალომბარდებული ჰქონდა 5000 აშშ დოლარის ოქროს ნივთები და ხანჯლები. შპს „ბ-------------იდან“ აღებული თანხა მთლიანად არ გადაუხდია, ვინაიდან დაეკისრა ჯარიმები და გამოტანა ვეღარ მოახერხა. ამ ეტაპზე შპს „მ------------------------------–-----------------ის“ მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნია. მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულებულია ნაწილობრივ, ნივთების ნაწილი გაიტანა, ნაწილი კი დატოვა ორგანიზაციაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს „მ------------------------------–-----------------ში“ 300 აშშ დოლარად დაალომბარდა მისი კუთვნილი ბაჯაღლოს ბეჭედი. აღნიშნულ თანხას იხდიდა ნაწილ-ნაწილ, გადახდა დაასრულა 2016 წელს და გაიტანა ბეჭედი. აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდნენ ფინანსური პოლიციიდან და დაიბარეს დაკითხვაზე. მას შპს „მ------------------------------–-----------------იდან“ არასოდეს მიუღია 1000 აშშ დოლარი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წელს თბილისში, ყ------ის ქუჩაზე მდებარე შპს „მ------------------------------–-----------------ში“ გააფორმა სამი ხელშეკრულება და დაალომბარდა საყურეები, ცეპი, კულონი, ოქროს მონეტა, საქორწინო ბეჭედი, ბრილიანტის ბეჭედი, რომლის სანაცვლოდ გადაუხადეს 2500 აშშ დოლარი. 2015 წელს დაასრულა ნივთების ღირებულების თანხის გადახდა. ერთი ბრილიანტის ბეჭდის საფასური ღირებული 250 აშშ დოლარად არ გადაუხდია და თავად თქვა უარი თანხის გადახდაზე. დღეის მდგომარეობით რაიმე სახის სესხი შპს „მ------------------------------–-----------------ში“ არ აქვს.
2017 წლის 20 აპრილის CD-R დისკზე არსებული ვიდეო მასალის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს ფ--------------------------------------------------------------------------------ის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს გამომძიებელ ლ-----------ას მიერ, ვ----------------ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შპს „მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ბ-------------ის“ ოფისში არსებული ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის კამერების 2017 წლის 6 მარტის და 2017 წლის 2 აპრილის ჩანაწერები. პირველი ფაილის გახსნისას ჩაწერის ზედა მარცხენა მხარეს ფიქსირდება წარწერა ch3 და მის გასწვრივ თარიღი 2017 წლის 4 თებერვალის 15:09:13. ზემოთაღნიშნულ ჩანაწერში 15:20:37 ჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის მოლარე ოპერატორი ნ-----------------ე. ზემოაღნიშნული პიროვნება სალაროდან იღებს ფულის კუპიურებს, ინახავს საფულეში. ზემოაღნიშნულ საფულეს იდებს ჯიბეში და შემდგომ ავსებს დოკუმენტაციას. აღნიშნული ჩანაწერი მთავრდება 15:25:58 წუთზე. მეორე ფოლდერის 2017 წლის 6 მარტის გახსნისას ფოლდერში მოთავსებულია მეორე ფოლდერი „Molaris camera’’, რომლშიც თავის მხრივ მოთავსებულია ორი ფაილი Ushualod pulis aheba.avd. და Ushualod pulis aheba.avh. პირველი ფაილის გახსნისას ჩანაწერის ზედა მარცხენა მხარეს ფიქსირდება წარწერა ch3 და მის გასწვრივ თარიღი 2017 წლის 3 ივნისის 15:59:37. ზემოაღნიშნული ჩანაწერში 16:37:10 ჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის მოლარე ოპერატორი ნ---------------ე. ზემოაღნიშნული პიროვნება სალაროდან იღებს ფულის კუპიურებს, შემდგომ ითვლის და იდებს შარვლის წინა ჯიბეში. აღნიშნული ჩანაწერი მთავრდება 16:44:46 წუთზე.
2011 წლის 1 იანვრის შრომითი ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ დირექტორს ვ----------------სა და ნ-----------------ეს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ-----------------ეს დაეკისრა კომპანიის სალომბარდო საქმიანობის ადმინისტრირების სამსახურის სპეციალისტის მოვალეობის შესრულება.
2014 წლის 1 აპრილის შრომითი ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ დირექტორს - ვ----------------სა და ნ-----------------ეს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ-----------------ეს დაეკისრა საკრედიტო ოფიცრის მოვალეობის შესრულება.
2014 წლის 11 მარტის სალაროს შემოსავლის N0------------------ ორდერით დასტურდება, რომ ი---------–---–მა N0---00-----.0-- ხელშეკრულების საფუძველზე სესხის დაფარვის მიზნით შეიტანა 11 460,55 აშშ დოლარი. აღნიშნულ სალაროს შემოსავლის ორდერზე დართული ნ-----------------ის სამსახურებრივი კომპიუტერიდან ამოღებული პროგრამული ამონაწერით დასტურდება, რომ სალაროს შემოსავლის ორდერზე მითითებულია სტატუსი - „წაშლილი.“
2017 წლის 6 მარტის სალაროს გასავლის N2---- ორდერით დასტურდება, რომ შპს „ბ-------------იდან“ ნ-----------------ის ანგარიშზე სს „ვი-----“ ბანკში გადაირიცხა 1000 აშშ დოლარი. აღნიშნულ სალაროს ორდერზე დართული 2017 წლის 31 მარტის პროგრამული ამონაწერით დასტურდება, რომ ნ-----------------ეს აღნიშნული ორდერის მონაცემები წაშლილი აქვს.
2016 წლის 19 აგვისტოს სალომბარდო სესხის N1------ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ საფინანსო ორგანიზაცია „რ-------------ის“ წარმომადგენელს თ-------------ეს და ნ-----------------ეს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ-----------------ემ სესხის სახით მიიღო 750 აშშ დოლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დართული შეფასების ქვითრით დასტურდება, რომ ნ-----------------ემ დალომბარდა 10 გრამიანი ბეჭედი, ღირებული 270 აშშ დოლარად; 7,7 გრამიანი ბეჭედი, ღირებული 170 აშშ დოლარად; 3,93 გრამიანი ბეჭედი, ღირებული 80 აშშ დოლარად; საათი სამაჯურით 17,3 გრამი, ღირებული 230 აშშ დოლარად.
2016 წლის 19 აგვისტოს სალომბარდო სესხის N1------ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ საფინანსო ორგანიზაცია „რ-------------ის“ წარმომადგენელს თ-------------ეს და ნ-----------------ეს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ-----------------ემ სესხის სახით მიიღო 240 აშშ დოლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დართული შეფასების ქვითრით დასტურდება, რომ ნ-----------------ემ დაალომბარდა ერთი საქორწინო რგოლი, ღირებული 240 აშშ დოლარად.
2016 წლის 19 აგვისტოს სალომბარდო სესხის N1------ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ საფინანსო ორგანიზაცია „რ-------------ის“ წარმომადგენელს თ-------------ეს და ნ-----------------ეს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ-----------------ემ სესხის სახით მიიღო 140 აშშ დოლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დართული შეფასების ქვითრით დასტურდება, რომ ნ-----------------ემ დალომბარდა ბეჭედი, ღირებული 140 აშშ დოლარად.
2016 წლის 15 აგვისტოს სალომბარდო სესხის N1------ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ საფინანსო ორგანიზაცია „რ-------------ის“ წარმომადგენელს თ-------------ეს და ნ-----------------ეს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ-----------------ემ სესხის სახით მიიღო 800 აშშ დოლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დართული შეფასების ქვითრით დასტურდება, რომ ნ-----------------ემ დაალომბარდა ერთი 5 გრამიანი ბეჭედი, ღირებული 130 აშშ დოლარად; ერთი 5,1 გრამიანი ბეჭედი, ღირებული 125 აშშ დოლარად; ერთი 3 გრამიანი ბეჭედი, ღირებული 45 აშშ დოლარად; ერთი 6,7 გრამიანი ბეჭედი, ღირებული 90 აშშ დოლარად; ერთი 2 გრამიანი ბეჭედი, ღირებული 30 აშშ დოლარად; წყვილი საყურე 2,1 გრამი, ღირებული 30 აშშ დოლარად; ცალი საყურე, ერთი 2,6 გრამიანი ბეჭედი, ღირებული 50 აშშ დოლარად; ძეწკვი კულონით 11,4 გრამი, ღირებული 300 აშშ დოლარად.
2016 წლის 22 აგვისტოს სალომბარდო სესხის N1------ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ საფინანსო ორგანიზაცია „რ-------------ის“ წარმომადგენელს თ-------------ეს და ნ-----------------ეს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ-----------------ემ სესხის სახით მიიღო 450 აშშ დოლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დართული შეფასების ქვითრით დასტურდება, რომ ნ-----------------ემ დაალომბარდა ძეწკვი 10.3 გრამი, ღირებული 285 აშშ დოლარად; სამეული 18,7 გრამი, ღირებული 165 აშშ დოლარად;
2016 წლის 22 აგვისტოს სალომბარდო სესხის N1------ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ საფინანსო ორგანიზაცია „რ-------------ის“ წარმომადგენელს თ-------------ეს და ნ-----------------ეს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ-----------------ემ სესხის სახით მიიღო 300 აშშ დოლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დართული შეფასების ქვითრით დასტურდება, რომ ნ-----------------ემ დაალომბარდა საქორწინო რგოლი 9,79 გრამი, ღირებული 300 აშშ დოლარად;
2016 წლის 19 აგვისტოს სალომბარდო სესხის N1------ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ საფინანსო ორგანიზაცია „რ-------------ის“ წარმომადგენელს თ-------------ეს და ნ-----------------ეს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ-----------------ემ სესხის სახით მიიღო 470 აშშ დოლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დართული შეფასების ქვითრით დასტურდება, რომ ნ-----------------ემ დაალომბარდა ბეჭედი 3,05 გრამი, ღირებული 65 აშშ დოლარად; ჯვარი 4,22 გრამი, ღირებული 90 აშშ დოლარად; ჯვარი 1,78 გრამი, ღირებული 30 აშშ დოლარად; ჯვარი 1,28 გრამი, ღირებული 25 აშშ დოლარად; წყვილი საყურე 1,84 გრამი, ღირებული 40 აშშ დოლარად; წყვილი საყურე 1,33 გრამი, ღირებული 25 აშშ დოლარად; გულსაკიდი-კულონი 0,81 გრამი, ღირებული 15 აშშ დოლარად; ძეწკვი ჯვრით 1,68 გრამი, ღირებული 35 აშშ დოლარად; სამეული 5,04 გრამი, ღირებული 145 აშშ დოლარად;
2013 წლის 1 მარტის სალომბარდო სესხის N3-- ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბანკი კრედიტის“ წარმომადგენელმა რ-----------–-------ემ ი---------–---–ზე სესხის სახით გასცა ფულადი თანხა 10 457 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დართული შეფასების აქტით დასტურდება, რომ ი---------–---–მა დაალომარდა სამაჯური 53,00 გრამი, ღირებული 2600 აშშ დოლარად; სამაჯური 57,00 გრამი ღირებული 2455,00 აშშ დოლარად; ჯვარი, ძეწკვი 35,00 გრამი, ღირებული 1400,00 აშშ დოლარად; საათი 120,00 გრამი, ღირებული 4200,00 აშშ დოლარად.
2013 წლის 1 მარტის სალომბარდო სესხის N3-- ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შპს „მ-----------------------------–-----------------სა“ და ლ-------------ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლ-------------აზე გაიცა სესხი 5000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დართული შეფასების N3-- აქტით დგინდება, რომ ლ-------------ამ ჩააბარა სამეული, წონით 10 გრამი, ღირებული 1790 აშშ დოლარად; ხმალი 1000 აშშ დოლარად; რგოლი, წონით 7,82 გრამი, ღირებული 400,00 აშშ დოლარად; კულონი 5,54 გრამი, ღირებული 130 აშშ დოლარად; ქართული გორდა, ღირებული 1700 აშშ დოლარად;
2012 წლის 14 იანვრის სალომბარდო სესხის N2-- ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შპს „მ-----------------------------–-----------------სა“ და თ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თ---------------ეზე გაიცა სესხი 250 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დართული შეფასების N2-- აქტით დგინდება, რომ თ---------------ემ ჩააბარა ბეჭედი 4,70 გრამი, ღირებული 250 აშშ დოლარად;
2012 წლის 26 იანვრის სალომბარდო სესხის N2-- ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შპს „მ-----------------------------–-----------------სა“ და თ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თ---------------ეზე გაიცა სესხი 1500 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დართული შეფასების N2-- აქტით დგინდება, რომ თ---------------ემ ჩააბარა მონეტა 4,29 გრამი, ღირებული 130 აშშ დოლარად; ძეწკვი 25,50 გრამი, ღირებული 612,00 აშშ დოლარად; საყურე ორი წყვილი 12,40 გრამი, ღირებული 297,60 აშშ დოლარად; სამი ბეჭედი 11,05 გრამი ღირებული 264 აშშ დოლარად; კულონი 11,20 გრამი, ღირებული 269,00 აშშ დოლარად.
2016 წლის 11 თებერვლის საკრედიტო N0---- 2016 ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შპს „მ-----------------------------–-----------------სა“ და მ----–--------–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ დირექტორმა ვ----------------მა მ----–--------–ისგან სესხის სახით აიღო 10 000 აშშ დოლარი;
2017 წლის 31 მარტის სალაროს გასავლის N2---- ორდერით დასტურდება, რომ შპს „ბ-------------ისგან“ მ----–--------–ზე გაცემული იქნა 230 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 31 მარტის სალაროს გასავლის N----- ორდერით დასტურდება, რომ შპს „ბ-------------ისგან“ მ----–--------–ზე გაცემული იქნა 2000 აშშ დოლარი.
განმარტებითი ბარათით დგინდება, რომ შპს „მ-----------------------------–-----------------ი“ მუშაობს „ალტა სოფტვეარის” პროგრამული უზრუნველყოფით, მათ შორის სალარო მოდულით B6 და სასესხო მოდულით LMS. ა). მოდული B6 იძლევა შესაძლებლობას გაიხსნას ოპერაციების ფილტრი: მთავარი > საბუთები > წაშლილი საბუთები > შემოსავლის ორდერები. ამასთან, შესაძლებელია თარიღის მონიშვნაც. (საძიებო თარიღი 11.03.2014). ასეთი ფილტრის შედეგად გამოდის წაშლილი ოპერაცია: საბუთი - შემოსავლის ორდერი, საბუთის N - 00--4D4F თარიღი - 11.03.2014 თანხა - 11 460,55 აშშ დოლარი და ინფორმაცია საბუთის შესახებ: 11/03/2014 11:55:00 - საბუთის დამატება, 11/03/2014 11:59:00 - საბუთის წაშლა, მოცემულია სქრინში N1. ბ). მოდული LMS-ის სესხის დაფარვების ფილტრში მონიშნულია შემდეგი პარამეტრები: თარიღი - 11/03/2014 სტატუსი - წაშლილი ოპერაციები. ასეთი ფილტრის შედეგად გამოდის წაშლილი ოპერაცია: ოპერაციის N – 16 550 მომხმარებლის N - 16 - N-------- თარიღი - 11.03.2014 სესხის N - 449 კლიენტი - ი---------–---–ი თანხა - 11 460,55 აშშ დოლარი. მოცემულია სქრინში N2
2017 წლის 26 აპრილის CD-R დისკზე არსებული ვიდეო მასალის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს ფ--------------------------------------------------------------------------------ის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს გამომძიებელ ლ-----------ას მიერ დათვალიერებული იქნა შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ ოფისში არსებული ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის კამერების 2017 წლის 10 მარტის, 2017 წლის 13 მარტის და 2017 წლის 14 მარტის ჩანაწერები (მოთავსებული ერთ ცალ CD დისკზე). დისკი შედგება სამი ცალი ფოლდერისგან: ,,10.03.2017”, „13.03.2017” და „14.03.2017“. ვ----------------ის მონაწილეობით დათვალიერდა ფოლდერი 10.03.2017“, რომელშიც მოთავსებულია ქ.თბილისი, ი------------–------ში მდებარე შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ ოფისში არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კონტროლის კამერების 2017 წლის 10 მარტის ჩანაწერები. ფოლდერ „10.03.2017“ გახსნისას ფოლდერში მოთავსებულია ორი ფაილი „dolarebis moparva” და „dolarebis moparva”avh. პირველი ფაილის გახსნისას ჩანაწერის ზედა მარცხენა მხარეს ფიქსირდება წარწერა „03” და მის გასწვრივ თარიღი 2017-03-10 15:29:00. ზემოაღნიშნული ჩანაწერში 15:29:37 ჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის მოლარე ოპერატორი ნ-----------------ე. ზემოაღნიშნული პიროვნება სალაროდან იღებს ფულის კუპიურებს და გადის კადრიდან. აღნიშნული ჩანაწერი მთავრდება 15:29:56 წუთზე. მეორე ფოლდერის „13.03.2017” გახსნისას ფოლდერში მოთავსებულია ორი ფაილი „okros moparva”. და „okros moparva”.avh. პირველი ფაილის გახსნისას ჩანაწერის ზედა მარცხენა მხარეს ფიქსირდება წარწერა „O3” და მის გასწვრივ თარიღი: 2017-03-13 12:41:00 ზემოაღნიშნული ჩანაწერში 12:41:50 ჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის მოლარე-ოპერატორი ნ-----------------ე. ზემოაღნიშნული პიროვნება აღებს სამუშაო მაგიდის მარჯვენა უჯრას, უჯრიდან იღებს პოლიეთილენის პაკეტს, შემდეგ ხსნის პოლიეთილენის პაკეტს და ზემოაღნიშნული პაკეტიდან იღებს ნივთს, რთავს სალაროს გვერდით განთავსებულ ძვირფასი ნივთების ასაწონ მოწყობილობას და მასზე ათავსებს მოყვითალო ფერის ნივთს. შემდგომ იღებს ზემოაღნიშნულ მოყვითალო ნივთს, თიშავს ასაწონ მოწყობილობას, ორ ცალ გასაღებს ტოვებს სამუშაო მაგიდაზე და გადის კადრიდან. აღნიშნული ჩანაწერი მთავრდება 12:42:56 წუთზე. მესამე ფოლდერის „14.03.2017“ გახსნისას ფოლდერში მოთავსებულია ოთხი ფაილი „dolarebis moparva”, „dolarebis moparva”.avh. „larebis moparva” „larebis moparva.” avh პირველი ფაილის გახსნისას ჩანაწერის ზედა მარცხენა მხარეს ფიქსირდება წარწერა „03” და მის გასწვრივ თარიღი 2017-03-14 15:55:00 ზემოაღნიშნული ჩანაწერში 15:55:12 ჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის მოლარე ოპერატორი ნ-----------------ე. ზემოაღნიშნული პიროვნება აღებს სალაროს, სალაროდან იღებს აშშ დოლარის კუპიურებს, ითვლის ზემოაღნიშნულ კუპიურებს, ნაწილს დებს სამუშაო მაგიდაზე, ნაწილს აბრუნებს სალაროში, შემდეგ იღებს შავი ფერის საფულეს და მაგიდაზე მოთავსებულ კუპიურებს ათავსებს ზემოაღნიშნულ საფულეში, ხურავს სალაროს და საფულეს დებს სამუშაო მაგიდაზე და პასუხობს მობილურ ტელეფონს. აღნიშნული ჩანაწერი მთავრდება 15:55:57 წუთზე. ფაილი „larebis moparva” გახსნისას ჩანაწერის ზედა მარცხენა მხარეში ფიქსირდება წარწერა „03“ და მის გასწვრივ თარიღი 2017-03-14 15:56:00 ზემოაღნიშნული ჩანაწერში 15:56:43 ჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის მოლარე ოპერატორი ნ-----------------ე. ზემოაღნიშნული პიროვნება აღებს სალაროს, სალაროდან იღებს ფულის კუპიურებს, ითვლის ზემოაღნიშნულ კუპიურებს, შემდეგ იღებს შავი ფერის საფულეს და ზემოაღნიშნულ კუპიურებს ათავსებს შავი ფერის საფულეში, ხურავს სალაროს და საფულეს დებს სამუშაო მაგიდაზე. აღნიშნული ჩანაწერი მთავრდება 14:57:56 წუთზე.
2017 წლის 1 მაისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 01 DVD დისკზე. დისკის გახსნისას მასში მოთავსებულია ორი „ექსელის“ ფაილი „t------- ნივთები“ და „t------- სესხები.“ „t------- ნივთების“ გახსნისას მასში მოთავსებულია ინფორმაცია: სესხის ნომრების, პიროვნების სახელი-გვარი, პირადი ნომერი, ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ნივთის დასახელება, ნივთის სინჯი, ნივთის წონა, ნივთის სუფთა წონა, ნივთის ფასი, ნივთის მახასიათებლები და ბრილიანტის ნივთის მახასიათებლები. „t------- სესხების“ გახსნისას მასში მოთავსებულია ნ-----------------ის პირადი ნომერი და დაბადების თარიღი, ასევე, მოთავსებულია ხელშეკრულების კოდი, თანხა, ლომბარდი, ვალუტა, გახსნის თარიღი, სტატუსი, ჯარიმა, დახურვა, გადახდის თარიღი.
2017 წლის 22 მაისის CD-R დისკზე არსებული ვიდეო მასალის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს ფ--------------------------------------------------------------------------------ის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს გამომძიებელ ლ-----------ას მიერ, ვ----------------ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ ოფისში არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კონტროლის კამერების 2017 წლის 06 მარტის და 2017 წლის 13 მარტის ჩანაწერები (მოთავსებული ერთ ცალ CD დისკზე). დისკი შედგება ოთხი ფაილისგან: „t-------------------------------”, „t-------------------------------.avh", „t--------------" da „t--------is oqro avh”. ვ----------------ის მონაწილეობით დათვალიერდა ფაილი „t-------------------------------”, რომელშიც მოთავსებულია ქ.თბილისში, ი------------–----- მდებარე შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ ოფისში არსებული ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის კამერების 2017 წლის 13 მარტის ჩანაწერი. ფაილის გახსნისას ჩანაწერის ზედა მარცხენა მხარეს ფიქსირდება წარწერა „03” და მის გასწვრივ თარიღი 2017-03-13, 12:28:42. ზემოაღნიშნული ჩანაწერში 12:41:48 ჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის მოლარე ოპერატორი ნ-----------------ე. ზემოაღნიშნული პიროვნება აღებს უჯრას, უჯრიდან იღებს პოლიეთილენის მომცრო პარკს, რომელშიც ჩანს მომცრო ზომის თეთრი ფურცელი. ზემოაღნიშნული პიროვნება ხსნის პოლიეთილენის მომცრო პარკს და მასში მოთავსებულ ნივთს იღებს ხელში, შემდგომ რთავს ელექტრო მოწყობილობას, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის ელექტრო სასწორი, შემდგომ აღებს მაგიდის უჯრას პოლიეთილენის პარკს აბრუნებს უჯრაში, ხოლო ხელში მოთავსებულ ნივთს დებს ელექტრო სასწორზე, წონის, აწონილ ნივთს კვლავ იღებს ხელში და გადის კადრიდან. აღნიშნული ჩანაწერი მთავრდება 13:51:38 წუთზე. შემდეგ გაიხსნა მეორე ფაილი „t--------------” ჩანაწერის ზედა მარცხენა მხარეს ფიქსირდება წარწერა “03” და მის გასწვრივ თარიღი 2017-03-06 08:40:31. ზემოაღნიშნული ჩანაწერში 08:57 მოჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით არის კომპანიის ყოფილი დირექტორის მოადგილე გ-----------ე, რომელიც ხსნის პოლიეთილენის პარკს, მასში მოთავსებულ ნივთებს ათვალიერებს და აწყობს მაგიდაზე. შემდგომ კადრში ჩნდება მეორე პიროვნება, რომლიც ვ----------------ის განმარტებით არის მოლარე ოპერატორი ნ-----------------ე. ნ-----------------ე და გ-----------ე ერთად აგრძელებენ მაგიდაზე მოთავსებული ნივთების დათვალიერებას. შემდგომ ნ-----------------ე აღებს მაგიდის უჯრას და უჯრიდან ამოაქვს შავი ფერის მართკუთხა ნივთი ციფერბლატით, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის ძვირფასი თვლების საზომი მოწყობილობა „ლევერიჯი“, შემდგომ ნ-----------------ე წონის ნივთებს ელექტრო სასწორზე და აწონილ ნივთებს ათვალიერებს ზემოაღნიშნული „ლევერიჯი“-ს მეშვეობით, შემდგომ ანთებს მაგიდის სანათურს და აგრძელებს ნივთების დათვალიერებას. შემდგომ დათვალიერებულ ნივთების ნაწილს ალაგებს წითელ ყუთში, ნაწილს ალაგებს პოლიეთილენის პარკში, წითელ ყუთსაც ათავსებს პოლიეთილენის პარკში და ინახავს უჯრაში. ზემოაღნიშნული ჩანაწერი მთავრდება 09:35:44 წუთზე.
2017 წლის 22 მაისის CD-R დისკზე არსებული ვიდეო მასალის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს ფ--------------------------------------------------------------------------------ის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს გამომძიებელ ლ-----------ას მიერ, ვ----------------ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ ოფისში არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კონტროლის კამერების 2017 წლის 30 იანვრის ჩანაწერები (მოთავსებული ერთ ცალ CD დისკზე). დისკი შედგება ერთი ცალი ფაილისგან: „bevri oqro kameis bechedi zeckvit qadariasi“. ვ----------------ის მონაწილეობით, დათვალიერდა ფაილი „bevri oqro karneis bechedi zeckvit qadariasi“, რომელშიც მოთავსებულია ქ.თბილისში, ი------------–----- მდებარე შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ ოფისში არსებული ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის კამერების 2017 წლის 30 იანვრის ჩანაწერი. ფაილის გახსნისას ჩანაწერის ზედა მარცხენა მხარეს ფიქსირდება წარწერა „03” და მის გასწვრივ თარიღი: 2017-01-30, 08:27:48 ზემოაღნიშნული ჩანაწერში 08:46:38 ჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის მოლარე ოპერატორი ნ-----------------ე, ზემოაღნიშნული პიროვნება შავი ფერის მომცრო ყუთიდან იღებს მოყვითალო ფერის ნივთებს, რთავს ელექტრონულ სასწორს, წონის ზემოაღნიშნულ მოყვითალო ფერის ნივთებს, კვალ აწყობს შავ ყუთში, რომელსაც იდებს ჯიბეში და გადის კადრიდან. აღნიშული ჩანაწერი მთავრდება 09:37:01 წუთზე.
2017 წლის 5 ივნისის CD-R დისკზე არსებული ვიდეო მასალის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს ფ--------------------------------------------------------------------------------ის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს გამომძიებელ ლ-----------ას მიერ დათვალიერებული იქნა შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ ოფისში არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კონტროლის კამერების 2017 წლის 02 თებერვლის და 2017 წლის 31 მარტის ჩანაწერები (მოთავსებული ერთ ცალ CD დისკზე). დისკი შედგება ორი ცალი ფოლდერისგან: „02.02.2017” და „31.03.2017“. ვ----------------ის მონაწილეობით, დათვალიერდა ფოლდერი „02.02.2017“, რომელშიც მოთავსებულია ქ.თბილისში, ი------------–----- მდებარე შპს „მ-----------------------------–-----------------ი“-ს ოფისში არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კონტროლის კამერების 2017 წლის 02 თებერვლის ჩანაწერები. ფოლდერ „02.02.2017“, გახსნისას ფოლდერში მოთავსებულია შემდეგი ფაილები: „dolari moipara”, „dolari moipara"avh,"larebi moipara", larebi moipara avh", „larebs itvlis", „larebs itvlis avh", „puli miiho" „puli miiho avh". ფაილის „dolari moipara” გახსნისას ჩანაწერის ზედა მარცხენა მხარეს ფიქსირდება წარწერა „CH3” და მის გასწვრივ თარიღი 2017-02-02 13:24. ზემოაღნიშნული ჩანაწერში 13:31 ჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის მოლარე ოპერატორი ნ-----------------ე. ზემოაღნიშნული პიროვნება სალაროდან იღებს ფულის კუპიურებს, რომელიც სავარაუდოდ არის აშშ დოლარის ვალუტა. აღნიშნული კუპიურებს ითვლის, რომლის ნაწილს აწყობს მაგიდაზე, ნაწილს კი აბრუნებს სალაროში. მაგიდაზე დაწყობილ კუპიურებს იდებს შარვლის მარჯვენა ჯიბეში, შემდეგ შარვლის მარცხენა ჯიბიდან იღებს სხვა კუპიურებს, რომელსაც ითვლის და ინახავს საფულეში. ზემოაღნიშნულ საფულეს იღებს ხელში და 13:32 წუთზე გადის კადრიდან. აღნიშნული ჩანაწერი მთავრდება 14:22 წუთზე. შემდეგ გაიხსნა ფაილი „larebi moipara”, რომლის გახსნისას ჩანაწერის ზედა მარცხენა მხარეს ფიქსირდება წარწერა „CH3” და მის გასწვრივ თარიღი: 2017-02-02 12:28. ზემოაღნიშნული ჩანაწერში 13:00 წუთზე ჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის მოლარე ოპერატორი ნ-----------------ე. ზემოაღნიშნული პიროვნება აღებს სალაროს, იღებს იქ არსებულ ფულის კუპიურებს, რომლებიც არის სავარაუდოდ აშშ დოლარის კუპიურები. ზემოაღნიშნულ კუპიურებს ითვლის, ნაწილს დებს სამუშაო მაგიდაზე, ნაწილს კი აბრუნებს სალაროში, რომელსაც კეტავს. შემდგომ ზემოაღნიშნული პიროვნება საუბრობს მობილურ ტელეფონზე, მაგიდაზე დაწყობილ კუპიურებს იღებს ხელში, დგება ფეხზე და გადის კადრიდან. აღნიშული ჩანაწერი მთავრდება 13:24 წუთზე. შემდეგ გაიხსნა ფაილი „larebs itvlis” რომლის გახსნისას ჩანაწერის ზედა მარცხენა მხარეს ფიქსირდება წარწერა „CH3” და მის გასწვრივ თარიღი 2017-02-02 14:22. ზემოაღნიშნული ჩანაწერში 14:36 წუთზე ჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის მოლარე ოპერატორი ნ-----------------ე. ზემოაღნიშნული პიროვნება იღებს ცარიელ ფურცელს, რომელზეც აკეთებს ჩანაწერებს, შემდგომ ზემოაღნიშნულ ფურცელს კეცავს და ინახავს მაგიდაზე განთავსებულ საფულეში. ასევე, ზემოაღნიშნული საფულიდან იღებს ფულის კუპიურებს, რომელსაც ითვლის, უკანვე აბრუნებს საფულეში და საფულეს კვლავ აბრუნებს მაგიდაზე. აღნიშული ჩანაწერი მთავრდება 15:20 წუთზე. შემდეგ გაიხსნა ფაილი „puli miiho”, რომლის გახსნისას ჩანაწერის ზედა მარცხენა მხარეს ფიქსირდება წარწერა „CH3” და მის გასწვრივ თარიღი: 2017-02-02 11:31. ზემოაღნიშნული ჩანაწერში 12:14 წუთზე ჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის მოლარე ოპერატორი ნ-----------------ე. ზემოაღნიშნული პიროვნება კომპიუტერის მონიტორის წინ განთავსებული ფანჯრიდან იღებს ფანჯრიდან შემოწოდებულ კუპიურებს, სავარაუდოდ აშშ დოლარის კუპიურებს, რომლებსაც ითვლის. შემდგომ ზემოაღნიშნული ფანჯრიდან აწვდიან სავარაუდოდ მოქალაქის პირადობის მოწმობას და ზემოაღნიშნული პიროვნება კომპიუტერში ასრულებს გარკვეულ მანიპულაციებს. ზემოაღნიშნულ თანხას ინახავს სალაროში და პირადობის მოწმობის მონაცემები შეყავს კომპიუტერში, შემდგომ იყენებს მაგიდაზე განთავსებულ კალკულატორს, კვლავ აღებს სალაროს, საიდანაც სავარაუდოდ იღებს ხურდა ფულს, რომელსაც აწვდის ზემოაღნიშნულ ფანჯარაში. შემდეგ ქაღალდის ფურცელზე ახდენს ხელმოწერას, რომელსაც ასევე აწვდის ზემოაღნიშნულ ფანჯარაში. შემდგომ ზემოთაღნიშნულ ფურცელს იღებს ფანჯრიდან. რომელსაც სახაზავის მეშვეობით შუაზე ყოფს, რომლის ნაწილს კვლავ აბრუნებს ფანჯარაში. 12:21 წუთზე ზემოაღნიშნული პიროვნება აღებს სალაროს, საიდანაც იღებს კუპიურებს, რომელსაც ითვლის, ნაწილს აბრუნებს სალაროში, ნაწილს იღებს, დგება ფეხზე და გადის კადრიდან. აღნიშული ჩანაწერი მთავრდება 12:28 წუთზე. შემდეგ გაიხსნა ფოლდერი „31.03.2017“, რომლშიც მოთავსებულია ორი ფაილი „puls iparavs” o “puls iparavs.avh”. ფაილ „Puls iparavs” გახსნისას ჩანაწერის ზედა მარცხენა მხარეს ფიქსირდება წარწერა „CH3” და მის გასწვრივ თარიღი 2017-03-31 16:02. ზემოაღნიშნული ჩანაწერში 16:37 წუთზე ჩანს პიროვნება, რომელიც ვ----------------ის განმარტებით, არის მოლარე ოპერატორი ნ-----------------ე, რომელიც აღებს სალაროს, კომპიუტერში ახდენს მანიპულაციებს, დგება ფეხზე, გადის კადრიდან. 16:41 წუთზე ბრუნდება ზემოაღნიშნული პიროვნება კადრში, გაღებული სალაროდან იღებს კუპიურებს, რომლებიც სავარაუდოდ არის აშშ დოლარის ფულის კუპიურები, ზემოაღნიშნულ კუპიურებს ითვლის, რომლის ნაწილს აბრუნებს სალაროში, ნაწილს იღებს ხელში, კეტავს სალაროს, იღებს მაგიდაზე განთავსებულ საფულეს და გადის კადრიდან. აღნიშნული ჩანაწერი მთავრდება 16:57 წუთზე.
2017 წლის 23 ივნისის ცნობით დადგენილია, რომ საქართველოს ფ--------------------------------------------------------------------------------ის თბილისის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 15 მაისის „15-04-03-1287 მიმართვის საფუძველზე წარდგენილი დადგენილებისა და ამავე სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 16 მაისის N117 დავალების საფუძველზე, ამავე, დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორებს დ--------------–---–---------------–-------ს, სისხლის სამართლის N0----------- საქმესთან დაკავშირებით დაევალათ შპს „მ-----------------------------–-----------------ში“ თემატური შემოწმების ჩატარება. კერძოდ, უნდა დაედგინათ რა ოდენობის თანხას შეადგენს ნ-----------------ის (პ/ნ 2----------) მიერ 2013 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 03 აპრილამდე პერიოდში შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ (ს.ნ. 4--------) მიმართ წარმოშობილი დანაკლისის ოდენობა. შემოწმება ჩატარდა გამოძიების მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით. შპს „მ-----------------------------–-----------------ი“ გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 15 დეკემბერს. დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 13 აგვისტოს. საზოგადოების დამფუძნებლები არიან: ა-----–----–------–--ე (პ/ნ 0----------) - 20%, მ--------------------------- (პ/ნ 7--------) - 70% და ვ----------------ი (პ/ნ 0----------) - 10%. დირექტორია ვ----------------ი. შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, გ----------–-----------. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სალომბარდო და იპოთეკური მომსახურება. გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 01 თებერვლიდან 2017 წლის 03 აპრილამდე შპს „მ-----------------------------–-----------------ში“ სალომბარდე განყოფილებაში მოლარე ოპერატორის თანამდებობაზე მუშაობდა ნ-----------------ე. მას ევალებოდა კლიენტების მიერ დასაგირავებლად მიტანილი ოქროს ნივთების შეფასება, მათთან სალომბარდო სესხის ხელშეკრულების გაფორმება, ამ ხელშეკრულების საფუძველზე სალაროდან სესხის თანხების გაცემა, ასევე სესხის პროცენტების მიღება და მიღებული თანხების საბანკო ანგარიშზე შეტანა. ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 22 აპრილის ჩათვლით პერიოდში ნ-----------------ე სხვადასხვა ხერხებით ახდენდა კომპანიის კუთვნილი თანხების და ლომბარდში ჩაბარებული ძვირფასი ნივთების გამოყენებას საკუთარი მიზნებისათვის. გამოძიების მიერ წარმოდგენილია სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები, ძვირფასი ნივთების შეფასების აქტები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, სააღრიცხვო პროგრამიდან ამონაწერები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები. წარდგენილი 2013 წლის 1 მარტის სალომბარდო სესხის ხელშეკრულება N3-- თანახმად, ი---------–---–მა სესხის სახით მიიღო 10 457 აშშ დოლარი. 2014 წლის 11 მარტის სალაროს შემოსავლის ორდერით No01-000-140311-00-- აღნიშნული სესხი სარგებლით 11 460,55 აშშ დოლარი ი---------–---–ის მიერ დაფარულად ფიქსირდება. აღნიშნული თანხიდან 2 460 აშშ დოლარი შეტანილი იქნა კომპანიის სალაროში, ხოლო გამოძიებით დადგენილია, რომ დანარჩენი 9 000 აშშ დოლარი ნ-----------------ის მიერ გამოყენებული იქნა პირადი სარგებლობისათვის.
2016 წლის 11 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულება No0--ა 2016 მიხედვით, მ----–--------–მა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ-------------ს“ სესხის სახით გადასცა, წელიწადში 11%-იანი სარგებლით 10 000 აშშ დოლარი. 2017 წლის 31 მარტს გამოწერილი იქნა ორი სალაროს გასავლის ორდერი N----- და N2----, რის მიხედვითაც მ----–--------–მა მიიღო გასესხებული თანხიდან 2 000 აშშ დოლარი და სესხის პროცენტი 230 აშშ დოლარი, სულ 2 230 აშშ დოლარი. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა ნ-----------------ის მიერ გამოყენებული იქნა პირადი სარგებლობისათვის.
2017 წლის 6 მარტის სალაროს გასავლის ორდერი N2---- თანახმად, ნ-----------------ემ კომპანიის სალაროდან ბანკში შესატანად გაიტანა 1 000 აშშ დოლარი. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა ნ-----------------ის მიერ გამოყენებული იქნა პირადი სარგებლობისათვის.
ს--–--------------ის სახელზე გაფორმებულია 2015 წლის დეკემბერში და 2016 წლის იანვარში, შესაბამისად 800 და 1 500 აშშ დოლარზე სალომბარდო სესხის ხელშეკრულებები. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებული თანხები სულ 2 300 აშშ დოლარი ნ-----------------ის მიერ გამოყენებულია მისი პირადი სარგებლობისათვის.
2016 წლის 15 დეკემბერს გამოწერილია სალაროს გასავლის ორდერი N----- თანხით 1 000 აშშ დოლარი, რომელზეც მიმღებად მითითებულია ე-----------–---–ი. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ სალაროს გასავლის ორდერში მითითებული თანხა 1 000 აშშ დოლარი ნ-----------------ის მიერ გამოყენებულია მისი პირადი სარგებლობისათვის.
ი----------–--ას სახელზე გაფორმებულია ორი სალომბარდო სესხის ხელშეკრულება 1 500 და 2 500 აშშ დოლარზე. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებული თანხები სულ 4 000 აშშ დოლარი ნ-----------------ის მიერ გამოყენებულია მისი პირადი სარგებლობისათვის.
სერგო გალსტიანის სახელზე გაფორმებულია სალომბარდო სესხის ხელშეკრულება 1 400 აშშ დოლარზე. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებული თანხა 1 400 აშშ დოლარი ნ-----------------ის მიერ გამოყენებულია მისი პირადი სარგებლობისათვის.
თ---------------ის სახელზე გაფორმებულია 2012 წლის იანვარში ორი სალომბარდო სესხის ხელშეკრულება 800 და 1 500 აშშ დოლარზე. აღნიშნული თანხები 2015 წელს დაფარულია მსესხებლის მიერ. გამოძიებით დადგენილია, რომ თ---------------ის მიერ შეტანილი თანხები 2 300 აშშ დოლარი ნ-----------------ის მიერ გამოყენებულია მისი პირადი სარგებლობისათვის.
ასევე, თ---------------ის სახელზე გაფორმებულია 2012 წლის იანვარში სალომბარდო სესხის ხელშეკრულება 250 აშშ დოლარზე, რაზეც უზრუნველყოფის სახით საკრედიტო ორგანიზაციაში დაგირავებული იყო 250 აშშ დოლარად შეფასებული ოქროს ბეჭედი. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული ბეჭედი ნ-----------------ის მიერ გადაგირავებულია შპს „რ-------------ში“ და მიღებული თანხა გამოყენებულია პირადი სარგებლობისათვის.
რ----------------ას სახელზე გაფორმებულია 2013 წლის 22 ივლისს სალომბარდო სესხის ხელშეკრულება, რაზეც უზრუნველყოფის სახით საკრედიტო ორგანიზაციაში დაგირავებული იყო 460 აშშ დოლარად შეფასებული ოქროს ნივთები. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული ოქროს ნივთები ნ-----------------ის მიერ გადაგირავებულია შპს „რ-------------ში“ და მიღებული თანხა გამოყენებულია პირადი სარგებლობისათვის.
ზ----------–--ის სახელზე გაფორმებულია სალომბარდო სესხის ხელშეკრულება, რაზეც უზრუნველყოფის სახით საკრედიტო ორგანიზაციაში დაგირავებული იყო 850 აშშ დოლარად შეფასებული ოქროს ნივთები. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული ოქროს ნივთები ნ-----------------ის მიერ გადაგირავებულია შპს „რ-------------ში“ და მიღებული თანხა გამოყენებულია პირადი სარგებლობისათვის.
შ--–----------–---–ის სახელზე გაფორმებულია 2010 წლის 27 დეკემბერს და 2012 წლის 21 ოქტომბერს, შესაბამისად 1 400 და 150 აშშ დოლარზე სალომბარდო სესხის ხელშეკრულებები, რაზეც უზრუნველყოფის სახით საკრედიტო ორგანიზაციაში დაგირავებული იყო ოქროს ნივთები. მსესხებელმა ვერ შეძლო სესხის გადახდა, რის გამოც დაგირავებული ნივთები გადაეცა საფინანსო ორგანიზაციას. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული ნივთებიდან 300 აშშ დოლარის ოქროს ნაკეთობა ნ-----------------ის მიერ გადაგირავებულია შპს „რ-------------ში“ და მიღებული თანხა გამოყენებულია პირადი სარგებლობისათვის.
ლ---------------ას სახელზე გაფორმებულია 2015 წლის 30 დეკემბრით დათარიღებული N79 სალომბარდო სესხის ხელშეკრულება 1700 აშშ დოლარზე. მსესხებლის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ლ-----------ამ 2016 წლის მარტის თვეში სრულად დაფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხა, მასზე დარიცხულ პროცენტთან ერთად. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 1 700 დოლარი ორგანიზაციის სალაროში ფიზიკურად არ ფიქსირდება.
ნ------------–---–ის სახელზე გაფორმებულია 2015 წლის 9 დეკემბრით დათარიღებული N78 სალომბარდო სესხის ხელშეკრულება 80 აშშ დოლარზე. მსესხებლის სატელეფონო გასაუბრების ოქმის მიხედვით, მან ვერ შეძლო თანხის გადახდა და დაგირავებული ოქროს ბეჭედი, რომელიც შეფასებული იყო 110 აშშ დოლარად, გადავიდა კომპანიის მფლობელობაში. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული ოქროს ნივთი ორგანიზაციის საცავში არ აღმოჩნდა.
ნ------------–---–ის სახელზე გაფორმებულია 2013 წლის 1 მარტით დათარიღებული N3-- სალომბარდო სესხის ხელშეკრულება 5 000 აშშ დოლარზე. მსესხებლის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მან ვერ შეძლო თანხის გადახდა და დაგირავებული ოქროს ნივთები, რომელებიც შეფასებული იყო 5 000 აშშ დოლარად, გადავიდა კომპანიის მფლობელობაში. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული ოქროს ნივთი ორგანიზაციის საცავში არ აღმოჩნდა.
პ------–----–--ის სახელზე გაფორმებულია 2016 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებული N80 სალომბარდო სესხის ხელშეკრულება 2 300 აშშ დოლარზე. მსესხებლის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მას მარტის თვის ჩათვლით დაფარული ჰქონდა სესხის პროცენტი, ხოლო აპრილის თვეში ორგანიზაციის დირექტორმა შეატყობინა, რომ მის მიერ დაგირავებული ოქროს ნივთები, რომლებიც შეფასებული იყო 2 300 დოლარად, ორგანიზაციის საცავში არ აღმოჩნდა.
ა-----------------ის სახელზე გაფორმებულია 2013 წლის 16 აგვისტოთი დათარიღებული N37 სალომბარდო სესხის ხელშეკრულება 1 500 აშშ დოლარზე. გამოძიებით დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დაგირავებული ოქროს ნივთები, რომლებიც შეფასებული იყო 1 500
დოლარად, ორგანიზაციის საცავში არ აღმოჩნდა.
ნ---------ას სახელზე გაფორმებულია 2013 წლის 21 მარტით დათარიღებული N14 სალომბარდო სესხის ხელშეკრულება 75 აშშ დოლარზე. გამოძიებით დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დაგირავებული ოქროს ნივთი, რომლიც შეფასებული იყო 75 დოლარად, ორგანიზაციის საცავში არ აღმოჩნდა.
ამრიგად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „მ-----------------------------–-----------------ში“ თანხის და დაგირავებული ოქროს ნივთების სახით დანაკლისმა შეადგინა 10685 (1700-110+5000+2300+1500+75) აშშ დოლარი. გარდა აღნიშნულისა, გამოძიებით დადგენილია, რომ ნ-----------------ის მიერ, პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანხა და მსესხებლის კუთვნილი დაგირავებული ოქროს ნივთები სულ 25 090 (9000+2230+1000+2300+1000+4000+1400+2300+250+460+850+300) აშშ დოლარის ოდენობით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ნ-----------------ის მიერ მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ კუთვნილი, თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტი ასევე დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით.
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაზ დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია
დაზარალებულ: ვ----------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ნ-----------------ის ქმედებით შპს „მ-----------------------------–-----------------ს“ მიადგა დაახლოებით 25 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი.
2017 წლის 23 ივნისის რევიზიის აქტით-ცნობით დადგინდა, რომ შპს „მ-----------------------------–-----------------ში“ თანხის და დაგირავებული ოქროს ნივთების სახით დანაკლისმა შეადგინა 10685 (1700-110+5000+2300+1500+75) აშშ დოლარი. გარდა აღნიშნულისა, გამოძიებით დადგენილია, რომ ნ-----------------ის მიერ, პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანხა და მსესხებლის კუთვნილი დაგირავებული ოქროს ნივთები სულ 25 090 (9000+2230+1000+2300+1000+4000+1400+2300+250+460+850+300) აშშ დოლარის ოდენობით.
შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ-----------------ის მიერ მითვისებული იქნა შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ კუთვნილი თანხა 25090 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
2011 წლის 1 იანვრის შრომითი ხელშეკრულებით დადგინდა, რომ შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ დირექტორს ვ----------------სა და ნ-----------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ნ-----------------ეს დაეკისრა კომპანიის სალომბარდო საქმიანობის ადმინისტრირების სამსახურის სპეციალისტის მოვალეობის შესრულება.
2014 წლის 1 აპრილის შრომითი ხელშეკრულებით დადგინდა, რომ შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ დირექტორს - ვ----------------სა და ნ-----------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ნ-----------------ეს დაეკისრა საკრედიტო ოფიცრის მოვალეობის შესრულება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეზე დაკითხული და უდავოდ ცნობილი მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ შპს „მ-----------------------------–-----------------ში“ 2011 წლის იანვრიდან 2017 წლის 3 აპრილამდე მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობდა ნ-----------------ე, რომლის უშუალო გამგებლობაში იმყოფებოდა კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხები და ოქროს ნივთები.
შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ-----------------ემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2013-2017 წლებში სალაროდან და შემნახველი სეიფიდან მიითვისა და პირადი სარგებლობისათვის გამოიყენა, საზოგადების კუთვნილი, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული თანხა და ოქროს ნივთები 25 090 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:
დაზარალებულ ვ----------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2010 წლიდან არის შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ დირექტორი. გ-----------ის რეკომენდაციით სამსახურში აიყვანა ნ-----------------ე მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. ნ-----------------ე ხელმძღვანელობდა სალაროს და მას ჰქონდა სეიფის გასაღები. ნ-----------------ემ მიითვისა მისი ორგანიზაციის კუთვნილი თანხა და ოქროს ნივთები, დაახლოებით 25 000 აშშ დოლარის ოდენობით. დაზარალებულის განმარტებით, შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ ოფისში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში დაფიქსირებულია, თუ როგორ ითვისებს ნ-----------------ე ფულადი თანხას და ოქროს ნივთებს.
დაზარალებულის ჩვენება დადასტურდა მისი მოადგილის გ-----------ის და ბუღალტერის - რ---------–--ის ჩვენებებით, რომლებმაც განაცხადეს, რომ შპს „მ-----------------------------–-----------------ის“ სალაროსთან და სეიფთან ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ნ-----------------ეს. ნ-----------------ის სამუშაო ოთახის და სეიფის გასაღები ჰქონდა სწორედ მას და მის გარდა არავის. გ-----------ემ დაადასტურა, რომ მისი რეკომენდაციით სამსახურში აყვანილი იქნა ნ-----------------ე. ნ-----------------ეს ესაუბრა მომხდარი ფაქტის შემდეგ, რომელმაც საუბარში დაადასტურა, რომ მან მიითვისა კომპანიის კუთვნილი გარკვეული თანხა და ოქროს ნივთები, თუმცა აპირებდა თანხის დაბრუნებას. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა ის გარემოებაც, რომ ისინი ესწრებოდნენ შპს „მ-----------------------------–-----------------ში“ ჩატარებულ ინვენტარიზაციას, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ ნ-----------------ის სამუშაო ოთახში არსებულ სეიფში და სალაროში ნამდვილად არ იყო ის ოქროს ნივთები და ფულადი თანხა, რაც ბუღალტრული აღრიცხვით უნდა ყოფილიყო სეიფში და სალაროში.
მოწმეების: ე-----------–---–ის, ლ-------------ას, თ---------------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მათ შპს „მ-------------------------------–ია ბ-------------ში“ დალომბარდებული ჰქონდათ ოქროს ნივთები, თუმცა მათ მიერ გადახდილი იქნა დავალიანება და დაიბრუნეს ოქროს ნივთები, ხოლო რისი საფასურიც ვერ გადაიხადეს, დარჩა კომპანიაში.
საქმეზე გამოკვლეული დათვალიერების ოქმებით დადგინდა, რომ სწორედ ნ-----------------ის მიერ მოხდა ოქროს ნივთების და ფულადი თანხის მითვისება. ასევე საქმეზე გამოკვლეული სალომბარდო ხელშეკრულებებით დადგინდა, რომ ნ-----------------ის მიერ შპს „მ-----------------------------–-----------------იდან“ მითვისებული ნივთები ჩაბარებული იქნა საფინანსო ორგანიზაცია „რ-------------ში“.
საქმეზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ-----------------ე სამუშაო პროგრამაში ასახავდა სხვადასხვა რეალურად არ არსებულ ოპერაციას, სალაროს შემოსავლის ორდერებს, რომ თითქოსდა გაცემული ჰქონდა თანხა, ასევე, კომპანიის აქტიური სესხის კლიენტის მიერ დაფარვის შემდგომ პროგრამაში არ ასახავდა სესხის დაფარვის ოპერაციას და პროგრამულად მითითებული რჩებოდა, რომ სესხი იყო აქტიური, ახდენდა სხვადასხვა მანიპულაციებს, რომელსაც შემდგომ შლიდა კვალის დაფარვის მიზნით. აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია 2014 წლის 11 მარტის სალაროს შემოსავლის N0------------------ ორდერით, აღნიშნულ სალაროს შემოსავლის ორდერზე დართული ნ-----------------ის სამსახურებრივი კომპიუტერიდან ამოღებული პროგრამული ამონაწერით, სადაც მითითებულია, რომ სალაროს შემოსავლის ორდერზე მითითებულია სტატუსი - „წაშლილი.“ 2017 წლის 6 მარტის სალაროს გასავლის N2---- ორდერით დადასტურდა, რომ შპს „ბ-------------იდან“ ნ-----------------ის ანგარიშზე სს „ვი-----“ ბანკში გადაირიცხა 1000 აშშ დოლარი. აღნიშნულ სალაროს ორდერზე დართული 2017 წლის 31 მარტის პროგრამული ამონაწერით დასტურდება, რომ ნ-----------------ეს აღნიშნული ორდერის მონაცემები წაშლილი აქვს. ის გარემოება, რომ ნ-----------------ის მიერ პროგრამულად ხდებოდა არასწორი მონაცემების დაფიქსირება და ამ გზით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული თანხისა და ოქროს ნივთების მითვისება, დადასტურებულია ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმეების ჩვენებებით.
2017 წლის 23 ივნისის თემატური რევიზიის აქტით დადგინდა, რომ ნ-----------------ის მიერ შპს „ბ-------------ის“ სალაროდან და სეიფიდან მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის და ოქროს ნივთების ღირებულებამ საერთო ჯამში შეადგინა 25 090 აშშ დოლარი. აღნიშნული აქტი დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, იმ საბუღალტრო დოკუმენტებს და პროგრამულ მონაცემებს, რაც გამოთხოვილი იქნა შპს „ბ-------------იდან,“ რომლებიც შედგენილი იქნა ნ-----------------ის მიერ.
ის გარემოება, რომ ნ-----------------ის მიერ სხვადასხვა დროს ხდებოდა შპს „ბ-------------ის“ კუთვნილი თანხისა და ოქროს ნივთების მითვისება, დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული ვიდეო მასალის დათვალიერების ოქმებით და გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერებით, სადაც ერთმნიშვნელოვნად და თვალნათლივ არის დაფიქსირებული უშუალოდ ნ-----------------ის მიერ თანხისა და ოქროს ნივთების მითვისების ფაქტი.
ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული ნ-----------------ე 2011 წლის იანვრიდან 2017 წლის 3 აპრილამდე შპს „მ-----------------------------–-----------------ში“ მუშაობდა მოლარე ოპერატორის პოზიციაზე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოეყო სამუშაო ოთახი და სეიფი, რომლის გასაღები და სეიფთან წვდომა ჰქონდა მხოლოდ ნ-----------------ეს. დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებებითა და ზემოთგანხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ნ-----------------ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებული იქნა ორგანიზაციის კუთვნილი ფულადი თანხა და ოქროს ნივთები, რომლებიც ჩააბარა ლომბარდებში, ხოლო აღებული თანხა მოიხმარა პირადი შეხედულებით, რითაც ორგანიზაციას მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ-----------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით: პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ითვისებს ან ფლანგავს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ითვალისწინებს რომ თავისი ქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს კიდეც ზიანის მიყენება. ამ დროს იგი ხელმძღვანელობს ანგარების მოტივით და მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე. ამ მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტი არ შეიძლება იყოს თანამდებობის პირი. ეს ის პირია, რომელსაც კონკრეტული ნივთის მიმართ აქვთ იურიდიული წვდომა და მის მიმართ სხვაგვარი იურიდული წვდომა და რაც მთავარია მის მიმართ სხვაგვარი სამართლებრივი უფლებამოსილება გააჩნიათ. თუ მიმთვისებელი ამგვარი პირია, მისი მოქმედება დაკვალიფიცირდება 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სადაც საუბარია მითვისებაზე სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. სწორედ სამსახურეობრივ მდგომარეობასთან დაკავშრებით აღმოჩნდა ეს ქონება მის მართლზომიერ გამგებლობაში. ამ მაკვალიფიცირებელი გარემოების ამსრულებელი შეიძლება იყოს არა მარტო სამოხელეო დანაშაულის სუბიექტი (მოხელე, მასთან გათანაბრებული პირი ან სახელმწიფო-პოლოტიკური თანამდებობის პირი), არამედ სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციის (კერძოდ სექტორის) ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს დიდი ოდენობით ზიანს, კერძოდ: დაზარალებულს მიადგა 25 090 აშშ დოლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ნ-----------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ნ-----------------ის წარსული არაფრით არ არის შებღალული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ-----------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მას უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 10 ცალი ელექტრონული დისკი, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
2. ნ------------------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
3. ნ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
- 10 ცალი ელექტრონული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი პროკურორის ან ადვოკატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
7. მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენი გასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი