განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2951-18
(006090518002)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ მაია ჟვანიას,ბრალდებულ რ---------------------ის,ადვოკატ ხ-------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-------------------------------------ის (პ/№0----------) - დაბადებულის 1--- წლის 30 ივლისს, რეგისტრირებულის: თ---–------------–--–-----------------–- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თ---–----------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
რ---------------------ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნავთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
რ---------------------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 13 აპრილს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ პუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, სსკ 50 მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2018 წლის 09 მაისს, დაახლოებით 02:27 საათიდან 02:33 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ---–--–----------------------7-ში მდებარე შპს „ო----------ის“ სუპერმარკეტიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სარეალიზაციო პროდუქციას: „JIM BEAM”-ის ფირმის ვისკს, „ასკანელის“ ფირმის კონიაკს, შოკოლადის ფილა „ნესტლეს“ და „ნესკაფეს“ ფირმის ყავას, რითაც დაზარალებულს მიადგა 66 ლარის და 40 თეთრის ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ რ---------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
რ---------------------ს ბრალად ედება ასევე ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნავთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
რ---------------------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 13 აპრილს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ პუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, სსკ 50 მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2018 წლის 15 მაისს, დაახლოებით 02:40 საათიდან 02:50 საათამდე დროის შუალედში ქ-------–--–------------------------ში მდებარე „ნ----------------ის“ მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სარეალიზაციო პროდუქციას: „აბსოლუტის“ ფირმის არაყს, „იაკობს მონარქის“ ფირმის ყავას, „ბაუნტის“ და „ლინდორის“ ფირმის შოკოლადებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 67 ლარის და 30 თეთრის ქონებრივი ზიანი.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: იო------–-----------–-–--–---–----------------------------------–-------------------–-------------------------------–-----------------–--–---–-- გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტები; სათვალთვალო ვიდეოკამარებეის ჩანაწერები; განჩინება; დათვალიერების ოქმები; რ---------------------ის აღიარებითი ჩვენება; ნასამართლობის ცნობა; 2016 წლის 13 აპრილის განაჩენი; 2009 წლის 16 ივნისის განაჩენი; პრეზიდენტის განკარგულება; 2018 წლის პრობაციის ბიუროს წერილი) ერთობლიობა რ---------------------ის მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. ამასთანავე, მართალია სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, მაგრამ სასამართლო არ იყენებს სსკ 58-ე მუხლით დადგენილ სასჯელის განსაზღვრის წესს და აღნიშნული მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არ იქნება მიჩნეული, რადგან ის წარმოადგენს ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის (მაღაზია „ო----------ის“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
რ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის (მაღაზია „ნ----------------ის“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ერთი ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ---------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
რ---------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 ივნისიდან.
გაუქმდეს რ---------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
ნივთიერი მტკიცებულება:
შპს „ო----------იდან“ მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად დაუფლებული, რ---------------------ისაგან ამოღებული ნივთები, რომლებიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოცხრილი ერთ ცალ დისკზე, რომელიც თან ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
საგამოძიებო ექსპერიმენტების ფოტოცხრილები მაღაზია „ო----------იდან“ და მაღაზია „ნ----------------იდან“, რომელიც თან ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შპს „ო----------ის“ და „ნ----------------ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც თან ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი