გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002430747
საქმე № 3/110-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ე-–--- წ-–---–---–ი
წარმომადგენელი: მ-----–- გ------–--ე
მოპასუხე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი: ნ---- ხ----------ე
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი: უ-- მ-----------–-–---–ი
მესამე პირი (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: ნ---- მ------–---–ი
მესამე პირი (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო"
წარმომადგენელი: გ------- ქ----–-----ე
მესამე პირი (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო"
წარმომადგენელი: ს------- ჩ------ე
მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): ჯ-------, ბ-------, ლ---–-, ა-–---------- წ-–---–---–ები
მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): კ----–-- ს-------–---–ი, ზ------ ს-------–---–ი (ე----- ს-------–---–ის უფლებამონაცვლე) და მ------ თ----ე
წარმომადგენელი: ზ---- მ-----–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახლის გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში მდებარე უ---–--–--ის მუზეუმ-ნაკრძალის 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცის თხოვნის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 4 აგვისტოს № 5423 მიმართვის ბათილად ცნობა.
2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში მდებარე უ---–--–--ის მუზეუმ-ნაკრძალის 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 აგვისტოს № 882009236791-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
3. სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხულ 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" უსასყიდლო უზუფრუქტის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 3 სექტემბრის № 882009264988-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
4. სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხული 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის" უვადო სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 აგვისტოს № 882011398358-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
5. სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხული 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 2 ნაკვეთად: 1. № 6--5--0--0-- კოდით 18 952 მ2 ფართით და 2. № 6--5--0--0-- კოდით 72 მ2 ფართით დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 25 იანვრის № 882012020931-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
6. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უ---–--–--ეში მდებარე 3859 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ე----- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 ივლისის № 882012300090-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
7. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ე----- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხული 3859 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კ----–-- ს-------–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ნოემბრის № 882013563159-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
8. კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 აგვისტოს № 882015449118-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
9. კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხული 3859 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 2 ნაკვეთად: 1. № 6--5--0--1-- კოდით 271 მ2 ფართით და 2. № 6--5--0--1-- კოდით 3587 მ2 ფართით დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 20 აპრილის № 882016239441-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
10. კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--1-- და № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ფართების კვლავ 3803 მ2 ფართად გაერთიანებისა და № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდის მინიჭების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 21 სექტემბრის № 882016630232-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
11. კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 3803 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კვლავ 2 ნაკვეთად: 1. № 6--5--0--1-- კოდით 2981 მ2 ფართით და 2. № 6--5--0--1-- კოდით 822 მ2 ფართით დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 13 დეკემბრის № 882016850168-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
12. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 2981 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ------ თ----ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 მარტის № 882017182542-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
13. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 822 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ------ თ----ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 15 მარტის № 882017182602-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
14. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ------ თ----ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 822 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კვლავ კ----–-- ს-------–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 11 აპრილის № 882017291583-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
15. კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 822 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 2 ნაკვეთად: 1. № 6--5--0--1-- კოდით 520 მ2 ფართით და 2. № 6--5--0--1-- კოდით 302 მ2 ფართით დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 15 აგვისტოს № 882017727989-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
16. ე-–--- წ-–---–---–ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 27 თებერვლის № 892018056624-09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
17. ე-–--- წ-–---–---–ის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის № 152846 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
18. კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის ე-–--- წ-–---–---–ასთვის წინადადების მიცემის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 აპრილის № 892018056624-12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, ე-–--- წ-–---–---–ი (პირ. № 5----------) და მისი მეუღლე - ნ-----–---- წ-–---–---–ი (გარდაიცვალა 1999 წელს) ცხოვრობდნენ ცალკე კომლად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უ---–--–--ეში; კომლს პირად საკუთრებაში ირიცხებოდა 1968 წელს აგებული 50 მ2 საცხოვრებელი სახლი და 0,28 ჰა მამა-პაპური მიწის ნაკვეთი;
ეკოლოგიური პრობლემების გამო, ისინი გადაასახლეს სოფელ უ---–--–--ეში სხვა ადგილზე და ნაკვეთებიც მისცეს, თუმცა ძველი მიწის ნაკვეთები არ მიუტოვებიათ და დროთა განმავლობაში ამუშავებდნენ.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კუთვნილი ქონებით საცხოვრებლად გადავიდა იმავე სოფელში მცხოვრები შვილის - ა-–---------- წ-–---–---–ის კომლში; ამ კომლს, 1992 წლის მიწის პრივატიზების შედეგად ასევე ერიცხება 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი; 2018 წლის იანვარში მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს მამა-პაპური, 1 828 მ2 მიწის დარეგისტრირების მოთხოვნით, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს, ნაწილი - კ----–-- ს-------–---–ის, ხოლო ნაწილი - მ------ თ----ის სახელზე.
მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონოდ აღირიცხა როგორც სახელმწიფოს სახელზე, რომელიც შესულია უ---–--–--ის მუზეუმის ტერიტორიაში და ამჟამად რეგისტრირებულია უსასყიდლო სარგებლობის უფლება სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს" სახელზე, ასევე - ე----- ს-------–---–ის საკუთრებაში, რომლისგანაც შემდგომ გასხვისდა კ----–-- და ზ------ ს-------–---–ებსა და მ------ თ----ეზე.
საკომლო წიგნის ჩანაწერებით, ე----- ს-------–---–ის საკუთრება მდებარეობს არა სოფელ უ---–--–--ის, არამედ სოფელ ქ--------–ის ტერიტორიაზე.
2. მოპასუხეებისა და მესამე პირთა პოზიცია
მოპასუხეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ასევე მესამე პირებმა - გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ", სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ", კ----–-- ს-------–---–მა, ზ------ ს-------–---–მა და მ------ თ----ემ სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეს რაიმე უფლება სადავო ტერიტორიაზე არ გააჩნია; მათ სახელმწიფომ ადრე გამოუყო სხვა მიწის ნაკვეთები, და შეუძლებელია, ორი საკუთრება ჰქონოდათ მიწის ნაკვეთებზე. სადავო რეგისტრაციები განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; ასევე სადავო არ არის გამხდარი ფიზიკურ პირთა საკუთრების საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები. ს-------–---–ები იმ ტერიტორიას 30-35 წელია, ფლობენ და სარგებლობენ მისით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ორჯერ გადაიგზავნა მასალები სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში" ა-–---------- წ-–---–---–ის განცხადების გამო, რომელიც ითხოვდა მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემას, თუმცა მას უარი ეთქვა; იგივე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს ე-–--- წ-–---–---–იც.
მესამე პირებმა - ჯ-------, ბ-------, ლ---–- და ა-–---------- წ-–---–---–ებმა სარჩელი მთლიანად სცნეს; მიუთითეს და განმარტეს, რომ სადავო მიწა მათი მამა-პაპეულია, სახელმწიფომ და ს-------–---–ებმა კი უკანონოდ მიისაკუთრეს; ამგვარი ქმედება ს-------–---–ებმა სხვა პირთა მიმართაც განახორციელეს; იქ ტერიტორიის ნაწილი დღემდე შემოღობილია და განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გორის რაიონის სოფელ ქ--------–ის თემის საკრებულოს სოფელ უ---–--–--ის საკომლო წიგნის ჩანაწერებით 1986-1996 წლებში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ-----–---- წ-–---–---–ი; კომლის წევრები არიან: 1. ე-–--- წ-–---–---–ი (ცოლი); 2. ს-------- წ-–---–---–ი (შვილი; გასულია ცალკე კომლად 1987 წლიდან); 3-5. ს--------ს ცოლი (ლ---–-) და ორი შვილი (ბ------- და ჯ-------) გადახაზულები არიან.
ნ-----–---- წ-–---–---–ის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1968 წელს აშენებული 28 მ2 საცხოვრებელი სახლი და 1986 წლის მდგომარეობით - 0,21 ჰა მიწის ფართობი; 1987-1990 წლებში - 0,13 ჰა მიწის ფართობი, რასაც გვერდით ფანქრით უწერია 0,28 ჰა მიწის ფართობი.
მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 12 ივლისის № 27/96333 მომართვა (ტომი 2, ს. ფ. 275).
3.2.2. გორის რაიონის სოფელ ქ--------–ის თემის საკრებულოს სოფელ უ---–--–--ის საკომლო წიგნის ჩანაწერებით 1996-2007 წლებში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ-----–---- წ-–---–---–ი (გარდაცვლილია 1999 წელს); კომლის შემადგენლობაში ირიცხება მეუღლე - ე-–--- წ-–---–---–ი; 2001-2007 წლებში ე-–--- წ-–---–---–ი გადახაზულია, უწერია - კომლი გაუქმებულია და გადასულია შვილთან საცხოვრებლად;
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1968 წელს აგებული 50 მ2 სახლი და 0,28 ჰა მიწის ფართობი.
სოფელ უ---–--–--ის მიწის განაწილების სიებში 1992 წლის მდგომარეობით ნ-----–---- წ-–---–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,28 ჰა მიწის ფართობი (მეორე კატეგორია).
მტკიცებულება: გორის არქივის 2013 წლის 20 თებერვლის № AA2013003517-03 საარქივო ცნობა (ტომი 1, ს. ფ. 38).
3.2.3. გორის რაიონის სოფელ ქ--------–ის თემის საკრებულოს სოფელ უ---–--–--ის საკომლო წიგნის ჩანაწერებით ა-–---------- ნ-----–----ის ძე წ-–---–---–ის კომლის წევრები 1986-1996 წლებში არიან ლ---–- (ცოლი) და ორი შვილი - ბ------- და ჯ-------;
1987-1990 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,08 ჰა მიწის ფართობი, ,,საცხოვრებელი სახლის“ გრაფაში წერია - ცხოვრობს 715 პ/ანგარიშზე.
მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 12 ივლისის № 27/96333 მომართვა (ტომი 2, ს. ფ. 275).
3.2.4. გორის რაიონის სოფელ ქ--------–ის თემის საკრებულოს სოფელ უ---–--–--ის საკომლო წიგნის ჩანაწერებით ა-–---------- ნ-----–----ის ძე წ-–---–---–ის კომლის წევრები 1996-2007 წლებში არიან: ლ---–- (ცოლი), ორი შვილი - ბ------- და ჯ------- და დედა - ე-–--- წ-–---–---–ი.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1968 წელს აგებული 50 მ2 სახლი, ხოლო მიწის ფართის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება.
სოფელ უ---–--–--ის მიწის განაწილების სიებში 1992 წლის მდგომარეობით ა-–---------- ნ-----–----ის ძე წ-–---–---–ის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,75 ჰა მიწის ფართობი (პირველი კატეგორია).
მტკიცებულება: გორის არქივის 2013 წლის 28 მარტის № AA2013009179-04 საარქივო ცნობა (ტომი 1, ს. ფ. 35).
3.2.5. გორის რაიონის სოფელ ქ--------–ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია კ----–-- ს-------–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხება ცოლი - ე----- ს-------–---–ი.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1964 წელს აგებული 150 მ2 სახლი და 0,23 ჰა მიწის ფართი, გვერდით წერია 0,85 ჰა მიწის ფართობი (ჩანაწერი შესრულებულია ფანქრით).
მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 12 ივლისის № 27/96333 მომართვა (ტომი 2, ს. ფ. 275).
3.2.6. გორის რაიონის ქ--------–ის თემის საკრებულოს სოფელ ქ--------–ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია კ----–-- ს-------–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხება მეუღლე - ე----- ს-------–---–ი.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1964 წელს აგებული 150 მ2 სახლი და 0,85 ჰა მიწის ფართი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე.
სოფელ ქ--------–ის მიწის განაწილების სიებში 1992 წლის მდგომარეობით კ----–-- ს-------–---–ს გრაფაში ,,უფორმდება" უწერია 0,75 ჰა (მეორე კატეგორია).
მტკიცებულება: გორის არქივის 2012 წლის 14 ივნისის № AA2012018717-03 საარქივო ცნობა (ტომი 2, ს. ფ. 25).
3.2.7. კ----–-- ს-------–---–ი გარდაიცვალა 2008 წლის 17 ნოემბერს;
მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა (ტომი 2, ს. ფ. 24).
3.2.8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 4 აგვისტოს № 5423 მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს ერთხოვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში მდებარე უ---–--–--ის მუზეუმ-ნაკრძალის 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია.
მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 4 აგვისტოს № 5423 მიმართვა (ტომი 1, ს. ფ. 193).
3.2.9. ამ მიმართვისა და ტექაღრიცხვის ბიუროს ჩანაწერების საფუძველზე სახელმწიფოს სახელზე 2009 წლის 7 აგვისტოს № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით აღირიცხა 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 69,20 მ2 შენობა-ნაგებობები;
მტკიცებულება: ინდივიდუალური საბინაო ფონდის ტექნიკური პასპორტი, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 აგვისტოს № 882009236791-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 196-202)
3.2.10. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსა და სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" შორის 2009 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხულ 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე 2009 წლის 3 სექტემბერს დარეგისტრირდა სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" უსასყიდლო უზუფრუქტი;
მტკიცებულება: 2009 წლის 18 აგვისტოს უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება № 3, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 3 სექტემბრის № 882009264988-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 204-219).
3.2.11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 10 ივნისის № 74 ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხული 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა უვადო სარგებლობაში უსასყიდლოდ სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს".
მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 10 ივნისის № 74 ბრძანება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 აგვისტოს № 882011398358-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 224-229).
3.2.12. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 16 იანვრის № 05/857 მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხული 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაიყო 2 ნაკვეთად: 1. № 6--5--0--0-- კოდით 18 952 მ2 ფართით და 8 შენობა-ნაგებობით (სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" უზუფრუქტისა და უსასყიდლო სარგებლობის უფლებები დარჩა ამ ფართზე); 2. № 6--5--0--0-- კოდით 72 მ2 ფართით და 1 შენობა-ნაგებობით;
მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 16 იანვრის № 05/857 მიმართვა, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 25 იანვრის № 882012020931-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 230-250).
3.2.13. უძრავი ქონების შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2012 წლის 6 ივლისის № 55/ო ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--0-- კოდით (72 მ2 ფართით) რიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღირიცხა შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის“ სახელზე;
მტკიცებულება: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2012 წლის 6 ივლისის № 55/ო ბრძანება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის № 882012339367-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 251-265).
3.2.14. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2014 წლის 9 მარტის № 31/ო ბრძანებისა და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2014 წლის 7 აპრილის მიმართვის საფუძველზე შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის“ სახელზე № 6--5--0--0-- კოდით (72 მ2 ფართით) რიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კვლავ აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
მტკიცებულება: 2014 წლის 7 აპრილის მიმართვა, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 14 აპრილის № 882014180490-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 266-271).
3.2.15. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2014 წლის 8 მაისის № 1/1-805 ბრძანების საფუძველზე სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--0-- კოდით (72 მ2 ფართით) რიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სახელზე.
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2014 წლის 8 მაისის № 1/1-805 ბრძანება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 9 ივნისის № 882014284245-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 1-10).
3.2.16. გორის მუნიციპალიტეტის სახელზე № 6--5--0--0-- კოდით (72 მ2 ფართით) რიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე.
მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის № 882014607174-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 11-16).
3.2.17. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე № 6--5--0--0-- კოდით (72 მ2 ფართით) რიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სახელზე.
მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 1 თებერვლის № 882018084103-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 17-20).
3.2.18. საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე 2012 წლის 3 ივლისს ე----- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უ---–--–--ეში მდებარე 3859 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 91,40 მ2 დამხმარე შენობა-ნაგებობა.
მტკიცებულება: გორის არქივის 2012 წლის 14 ივნისის № AA2012018717-03 საარქივო ცნობა, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 ივლისის № 882012300090-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 21-37)
3.2.19. ე----- და კ----–-- ს-------–---–ებს შორის 2013 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ე----- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხული 3859 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 91,40 მ2 დამხმარე შენობა-ნაგებობა აღირიცხა კ----–-- ს-------–---–ის სახელზე.
მტკიცებულება: უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 22 ნოემბრის № 882013563159-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 38-48).
3.2.20. კ----–-- ს-------–---–ის განცხადების საფუძველზე, მის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში 2015 წლის 14 აგვისტოს შევიდა ცვლილება მხოლოდ შენობა-ნაგებობებსა და განაშენიანების ფართებში.
მტკიცებულება: განცხადება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 14 აგვისტოს № 882015449118-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 3, ს. ფ. 44-54).
3.2.21. კ----–-- ს-------–---–ის განცხადების საფუძველზე, მის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხული 3859 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2016 წლის 20 აპრილს დაიყო 2 ნაკვეთად: 1. № 6--5--0--1-- კოდით 271 მ2 ფართით; 2. № 6--5--0--1-- კოდით 3587 მ2 ფართით.
მტკიცებულება: განცხადება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 20 აპრილის № 882016239441-03 გადაწყვეტილება, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 49-64).
3.2.22. კ----–-- ს-------–---–ის განცხადების საფუძველზე, მის სახელზე № 6--5--0--1-- და № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ფართები კვლავ გაერთიანდა 3803 მ2 ფართით და მიენიჭა № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდი.
მტკიცებულება: განცხადება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 21 სექტემბრის № 882016630232-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 65-78).
3.2.23. კ----–-- ს-------–---–ის განცხადების საფუძველზე, მის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 3803 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კვლავ დაიყო 2 ნაკვეთად: 1. № 6--5--0--1-- კოდით 2981 მ2 ფართით; 2. № 6--5--0--1-- კოდით 822 მ2 ფართით.
მტკიცებულება: განცხადება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 13 დეკემბრის № 882016850168-03 გადაწყვეტილება, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 79-96).
3.2.24. კ----–-- ს-------–---–ის განცხადების საფუძველზე, მის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხულ 822 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 2016 წლის 28 დეკემბერს შეეცვალა მიზნობრივი დანიშნულება და გახდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
მტკიცებულება: განცხადება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 28 დეკემბრის № 8820168655528-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 3, ს. ფ. 55-58).
3.2.25. კ----–-- ს-------–---–სა და მ------ თ----ეს შორის 2017 წლის 13 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 2981 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იმავე დღეს აღირიცხა მ------ თ----ის სახელზე.
მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 მარტის № 882017182542-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 97-105).
3.2.26. კ----–-- ს-------–---–სა და მ------ თ----ეს შორის 2017 წლის 13 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 822 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2017 წლის 15 მარტს აღირიცხა მ------ თ----ის სახელზე.
მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 15 მარტის № 882017182602-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 106-114).
3.2.27. მ------ თ----ესა და კ----–-- ს-------–---–ს შორის 2017 წლის 11 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ------ თ----ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 822 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იმავე დღეს კვლავ აღირიცხა კ----–-- ს-------–---–ის სახელზე.
მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 11 აპრილის № 882017291583-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 115-123).
3.2.28. კ----–-- ს-------–---–ის 2017 წლის 11 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, მის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 822 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაიყო 2 ნაკვეთად: 1. № 6--5--0--1-- კოდით 520 მ2 ფართით; 2. № 6--5--0--1-- კოდით 302 მ2 ფართით.
მტკიცებულება: განცხადება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 15 აგვისტოს № 882017727989-03 გადაწყვეტილება, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 124-138).
3.2.29. საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ კ----–-- ს-------–---–ის 2017 წლის 31 აგვისტოს განცხადების საფუძველზე მის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 302 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2017 წლის 5 სექტემბერს აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
მტკიცებულება: განცხადება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 სექტემბრის № 882017775936-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 139-151).
3.2.30. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 19 სექტემბრის № 5/48132 მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხულ 302 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2017 წლის 25 სექტემბრიდან უვადო სარგებლობაში გადაეცა სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“.
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 19 სექტემბრის № 5/48132 მიმართვა, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 25 სექტემბრის № 882017886153-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 152-162).
3.2.31. ე-–--- წ-–---–---–მა 2018 წლის 24 იანვარს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და, გორის არქივის 2013 წლის 28 მარტის № AA2013009179-04 საარქივო ცნობით დადასტურებული საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე, მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უ---–--–--ეში მდებარე 1 828 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია;
იმის გამო, რომ ხდებოდა ზედდება № 6--5--.0--1-- და № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მონაცემებთან, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით დაინიშნა მედიაცია, ხოლო რადგამ მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა, 2018 წლის 27 თებერვალს ე-–--- წ-–---–---–ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
მტკიცებულება: განცხადება, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 9 თებერვლის № 892018056624-03 გადაწყვეტილება, 2018 წლის 13 თებერვლის № 892018056624-07 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 27 თებერვლის № 892018056624-09 გადაწყვეტილება (ტომი 2, ს. ფ. 163-187).
3.2.32. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის № 152846 გადაწყვეტილებით ე-–--- წ-–---–---–ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 27 თებერვლის № 892018056624-09 გადაწყვეტილება და შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა საქმის წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სხვა ნაკვეთებთან ზედდების გამო კორექტირებული ნახაზის წარდგენის შესახებ.
მტკიცებულება: ე-–--- წ-–---–---–ის 2018 წლის 5 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის № 152846 გადაწყვეტილება (ტომი 2, ს. ფ. 188-191, 208-212).
3.2.33. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 3 აპრილის № 892018056624-12 გადაწყვეტილებით ე-–--- წ-–---–---–ს მიეცა დრო, წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 3 აპრილის № 892018056624-12 გადაწყვეტილება (ტომი 2, ს. ფ. 213).
3.2.34. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 6 მარტის ბრძანებით დამტკიცდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უ---–--–--ეში მდებარე, კ----–-- ს-------–---–ის საკუთრებაში № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით (შემდგომში ეს ქონება დარეგისტრირდა № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით) რეგისტრირებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში კაფე-მარანის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები - არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება № 07/17, 2017 წლის 10 მარტის ბრძანებით შეთანხმდა კ----–-- ს-------–---–ის კაფე-მარანის მშენებლობის არქიტექტურულ-კონსტრუქციული პროექტი, ხოლო 2018 წლის 26 აპრილის ბრძანებით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული მშენებლობადამთავრებული კაფე-მარანი;
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 6 მარტის № 1-626, 2017 წლის 10 მარტის № 1-635 და 2018 წლის 26 აპრილის № 2373-ს ბრძანებები (ტომი 3, ს. ფ. 62-68).
3.2.35. კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში (520 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, წინა კოდი 6--5--0--1--) 2018 წლის 25 მაისს შევიდა ცვლილება ამ მიწაზე ახლად აშენებული კაფე-მარანის შენობის ექსპლუატაციაში მიღების გამო.
მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 მაისის № 892018437834-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 3, ს. ფ. 69-72).
3.2.36. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს", სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს", გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებისა და ა-–---------- წ-–---–---–ის მონაწილეობით 2014 წლის 17 აპრილს მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უ---–--–--ეში მდებარე 1 000 მ2 მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება; მას აღმოსავლეთ მხარეს ესაზღვრება № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით კერძო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ჩრდილოეთი, დასავლეთით და სამხრეთით - სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" სარგებლობაშ არსებული სახელმწიფო მიწის ნაკვეთები; დასავლეთ მხარეს ამ მიწის ნაკვეთში მოქცეულია საუბნო გზა, რაც სიტუაციური საკადასტრო გეგმის (ორთოფოტო) დათვალიერებით არ შეინიშნება; მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით განთავსებულია საზოგადოებრივი სარგებლობის საპირფარეშო, რომელიც რეგისტრირებულია № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად;
ვიზუალური დათვალიერებით 1 000 მ2 მიწის ნაკვეთი შემოღობილი და დამუშავებული არ არის, ნაკვეთის ნაწილზე განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები, ნაწილზე მოწყობილია მინი საფეხბურთო მოედანი; ამ ნაკვეთზე განთავსებულია საკანალიზაციო ჭაც;
დათვალიერებით ირკვევა, რომ ა-–---------- წ-–---–---–ი ფაქტობრივად არ ფლობს ამ მიწის ნაკვეთს.
ა-–---------- წ-–---–---–ის განმარტებით, დაახლოებით 10-15 წელია, მიწის ნაკვეთი მიტოვებული აქვს (არ უვლის), მაგრამ წარმოადგენს მის საკუთრებას და არის 2013 წლის 28 მარტის № AA2013009179-04 საარქივო ცნობაში მითითებული 0,75 ჰა მიწის ფართობის ნაწილი.
სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" მითითებით, აღნიშნულ 1 000 მ2 მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად ფლობს ,,სააგენტო" და, როგორც მისთვის ცნობილია, მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფო საკუთრება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უ---–--–--ეში მდებარე 1 000 მ2 მიწის ნაკვეთის სიტუაციური საკადასტრო გეგმის (ორთოფოტოს) დათვალიერებით ირკვევა, რომ სახელმწიფო საკუთრებად № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოქცეულია ა-–---------- წ-–---–---–ის 2014 წლის 19 თებერვლის № 7134/05 განცხადებაში მითითებული 1 000 მ2 მიწის ნაკვეთი;
მტკიცებულება: 2014 წლის 17 აპრილის ოქმი (ტომი 1, ს. ფ. 64-67).
3.2.37. სოფელ ქ--------–ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის მიერ 2015 წლის 20 თებერვლისა და 2016 წლის 20 ივნისის თარიღით შედგენილია ორი მიმართვა ,,გორის ქონების მართვისა და აღრიცხვის ეროვნული სააგენტოს", საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელზე, სადაც აღნიშნულია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უ---–--–--ეში, ე. წ. ძველ უ---–--–--ეში ა-–---------- წ-–---–---–ს ჰქონდა მამა-პაპისეულია 0,28 ჰა მიწის ფართობი, რომელიც წლების წინ მიითვისა უ---–--–--ის ძეგლთა დაცვის სააგენტომ; ა-–---------- წ-–---–---–ი ითხოვს ამ ფართობის დაბრუნებას; ამ მიწის ფართობის საკუთრებას და მფლობელობას ხელმოწერებით ადასტურებენ ა-–---------- წ-–---–---–ის მომიჯნავე ნაკვეთების მფლობელები;
მტკიცებულება: სოფელ ქ--------–ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის 2015 წლის 20 თებერვლის № 08 და 2016 წლის 20 ივნისის № 74 მიმართვები (ტომი 1, ს. ფ. 47-52).
3.2.38. სოფელ ქ--------–ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 19 ივნისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, გორის არქივის 2013 წლის 28 მარტის № AA2013009179-04 საარქივო ცნობით დადასტურებული საკომლო წიგნის ჩანაწერში მოხსენიებული ა-–---------- წ-–---–---–ის მიწის ნაკვეთებიდან 1 828 მ2 მიწის ნაკვეთი და მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახულ მიწის ნაკვეთი იდენტურია (,,გადაწყდა დადებითად").
მტკიცებულება: 2017 წლის 19 ივნისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი (ტომი 1, ს. ფ. 53-55).
3.2.39. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2018 წლის 24 ივლისის დასკვნის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ უ---–--–--ეში მდებარე, ე-–--- წ-–---–---–ის მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილ, 2016 წლის 17 ნოემბერს ინდ. მეწარმე ბ------ დ------------ ,,ს--–---ს" მიერ მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან 1 001 მ2 ფართით, № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან - 19 მ2 ფართით და № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან - 808 მ2 ფართით;
მტკიცებულება: სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2018 წლის 24 ივლისის დასკვნა № 005124018 (ტომი 2, ს. ფ. 305-311).
3.2.40. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული სისტემური რეგისტრაციების მიხედვით (ე. წ. ყვითელი ფენა), სადავო ტერიტორიაზე რეგისტრირებულია ზ------ ს-------–---–ის (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლება, ა-–---------- წ-–---–---–ის საკუთრების შესახებ კი რაიმე ჩანაწერი არ ფიქსირდება, ხოლო ნ-----–---- წ-–---–---–ის (ე-–--- წ-–---–---–ის მეუღლე) საკუთრება რეგისტრირებულია სადავო ტერიტორიიდან მოშორებით (სამხრეთ-დასავლეთით);
მტკიცებულება: სისტემური რეგისტრაციები (ე. წ. ყვითელი ფენა; ტომი 2, ს. ფ. 315-317).
3.2.41. მოსარჩელის შუამდგომლობით საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ ა------ გ-----–---–ი, გ------- ქ-----–-–---–ი, გ-------– პ----–---–ი, თ----- ნ-------–---–ი, მ------ ს-------–---–ი (ს-------–---–ებისა და წ-–---–---–ების ნაცნობები), გ----–- თ------–---–ი (40 წელი უ---–--–--ის მუზეუმის ექსკურსია-მძღოლი) და ს-------- ს------–---–ი (წ-–---–---–ების შორეული ნათესავი).
მათი ჩვენების მიხედვით, სადავო ტერიტორიაზე, მუზეუმის ტერიტორიასთან ახლოს, მიწის ნაკვეთი გააჩნდა ე-–--- წ-–---–---–ს, ხოლო კ----–-- ს-------–---–ს - არა; ე-–---ს მამა-პაპეულის მიწის ნაკვეთი შემოღობილი ჰქონდა, სადაც განთავსებული იყო პატარა ქოხი, ვენახი, ხეხილი.
იმ ნაკვეთში დღეის მდგომარეობით განთავსებულია საზოგადოებრივი დანიშნულების ტუალეტი, კაფე, ხოლო ნაწილი მოასფალტებულია, ნაწილზე კი კუსტარულად მოწყობილი სტადიონია.
ა------ გ-----–---–მა ე-–--- წ-–---–---–ის მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილდებარეობა და მოსაზღვრეები ვერ გაიხსენა;
გ------- ქ-----–-–---–ის მითითებით, ე-–--- წ-–---–---–ს ესაზღვრებოდნენ შ------ გ-----–-–---–ი და მ------- წ-–---–---–ი; გ----–- თ------–---–ის მითითებით - აღმოსავლეთით ზ------ გ-----–-–---–ი, სამხრეთით - გ------- ქ-----–-–---–ი და ს------ წ-–---–---–ი, დასავლეთით - უ–---- დ--–---–---–ი; გ-------– პ----–---–ის მითითებით - უ–---- დ--–---–---–ი; ს-------- ს------–---–ის მითითებით - გ-----–-–---–ები და წ-–---–---–ები; თ----- ნ-------–---–ის მითითებით - ი--- და ხ------- წ-–---–---–ები, გ--- ქ-----–-–---–ი, გ------ წ-–---–---–ი, ხოლო მ------ ს-------–---–ის მითითებით - ს-------–---–ი, ბ------–---–ი და ხ------- წ-–---–---–ი.
გ------- ქ-----–-–---–ის, გ-------– პ----–---–ის, ს-------- ს------–---–ისა და თ----- ნ-------–---–ის ჩვენებით, ,,კომუნისტების" პერიოდში იქ მცხოვრები მოსახლეობა გადასახლებული იქნა სხვა ადგილზე და მისცეს 0,08 ჰა მიწის ნაკვეთები სასახლკარედ, ძველი ნაკვეთები კი ისევ მათ დარჩათ და უვლიდნენ.
გ----–- თ------–---–ის მითითებით, 1980-იანი წლებიდან ე-–--- წ-–---–---–ი იქ ნაკვეთს აღარ ფლობდა, ხოლო მ------ ს-------–---–ის ჩვენებით (მუშაობდა მიწათმომწყობად უ---–--–--ეში და მუზეუმის დაცვაში), უ---–--–--ეში მოსახლეობას ჰქონდათ ნაკვეთები; შემდეგ მოიშალა სარწყავი სისტემა და მოსახლეობამ მიატოვა ეს ადგილი; წ-–---–---–ების შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს, და სისტემურ რეგისტრაციებში ე-–--- წ-–---–---–ი რატომ არ აღმოჩნდა, მისთვის უცნობია.
მტკიცებულება: სხდომის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ე-–--- წ-–---–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა, რაც მითითებულია საარქივო ცნობაში, მდებარეობს მოსარჩელის მიერ მითითებულ ადგილზე.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის № 949 დადგენილება, ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის № 29 დეკრეტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ნ" ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი საკომლო წიგნიდან ამონაწერია.
ე-–--- წ-–---–---–ი თავისი საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიიჩნევს სწორედ საკომლო წიგნის ჩანაწერებს.
ე-–--- წ-–---–---–თან მიმართებაში საქმეზე წარმოდგენილია გორის არქივის 2018 წლის 12 ივლისის № 27/96333 მომართვით (ტომი 2, ს. ფ. 275), 2013 წლის 20 თებერვლის № AA2013003517-03 (ტომი 1, ს. ფ. 38) და 2013 წლის 28 მარტის № AA2013009179-04 (ტომი 1, ს. ფ. 35) საარქივო ცნობებით დადასტურებული საკომლო წიგნის ჩანაწერები.
ე-–--- წ-–---–---–მა საჯარო რეესტრის სამსახურს მიმართა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა გორის არქივის 2013 წლის 28 მარტის № AA2013009179-04 საარქივო ცნობაში ასახული საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, როგორც ა-–---------- წ-–---–---–ის კომლის ერთ-ერთი წევრი და ამ კომლის ქონებაზე უფლებამოსილი პირი;
სარჩელი სასამართლოში ამავე საფუძვლით არის აღძრული.
მითითებული საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, ა-–---------- წ-–---–---–ი ნ-----–---- და ე-–--- წ-–---–---–ის კომლის წევრი იყო 1987 წლამდე, რის შემდეგაც, მეუღლესა და შვილებთან ერთად, გავიდა ცალკე კომლად;
ნ-----–---- და ე-–--- წ-–---–---–ების კომლს 1986-1996 და 1996-2007 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 1968 წელს აშენებული 28 მ2 საცხოვრებელი სახლი და 0,28 ჰა მიწის ფართობი, ხოლო ა-–----------ს კომლს 1987-1990 წლებში - 0,08 ჰა მიწის ფართობი, 1996-2007 წლებში - 1968 წელს აგებული 50 მ2 სახლი, ხოლო მიწის ფართის შესახებ ჩანაწერი ფიქსირდება სოფელ უ---–--–--ის მიწის განაწილების სიებში 1992 წლის მდგომარეობით - 0,75 ჰა მიწის ფართობი.
ე-–--- წ-–---–---–ი თავის კომლში გადახაზულია 2001-2007 წლებში და უწერია - კომლი გაუქმებულია და გადასულია შვილთან საცხოვრებლად;
ა-–---------- წ-–---–---–ის კომლში ე-–--- წ-–---–---–ი ფიქსირდება თავის კომლიდან ამოწერის შემდეგ - 2001-2007 წლებში.
გორის არქივის 2013 წლის 28 მარტის № AA2013009179-04 საარქივო ცნობაში ასახულია ა-–---------- წ-–---–---–ის კომლის კუთვნილი ქონების შესახებ, და იმის გამო, რომ ე-–--- წ-–---–---–ი სწორედ ამ საარქივო ცნობით დადასტურებული საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას, უნდა გაირკვეს, გააჩნია თუ არა მას რაიმე უფლება ა-–---------- წ-–---–---–ის კუთვნილი კომლის ქონებაზე.
ამ საკითხის გარკვევას მნიშვნელობა ენიჭება იქიდან გამომდინარეც, რომ სოფელ ქ--------–ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 19 ივნისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით სწორედ გორის არქივის 2013 წლის 28 მარტის № AA2013009179-04 საარქივო ცნობით დადასტურებული საკომლო წიგნის ჩანაწერში მოხსენიებული ა-–---------- წ-–---–---–ის მიწის ნაკვეთებიდან 1 828 მ2 მიწის ნაკვეთისა და მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობაა დადგენილი, ხოლო სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2018 წლის 24 ივლისის დასკვნით სადავო რეგისტრაციებთან ზედდება იგივე საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით არის დადგენილი.
გარდა ამისა, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს", სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს", გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებისა და ა-–---------- წ-–---–---–ის მონაწილეობით 2014 წლის 17 აპრილს ადგილზე დათვალიერებისას ა-–---------- წ-–---–---–მაც განმარტა, რომ დაახლოებით 10-15 წელია, ეს მიწის ნაკვეთი ( 1 000 მ2) მიტოვებული აქვს (არ უვლის), მაგრამ წარმოადგენს მის საკუთრებას და არის 2013 წლის 28 მარტის № AA2013009179-04 საარქივო ცნობაში მითითებული 0,75 ჰა მიწის ფართობის ნაწილი.
სოფელ ქ--------–ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის მიერ 2015 წლის 20 თებერვლისა და 2016 წლის 20 ივნისის თარიღით შედგენილ ორი მიმართვაშიც სწორედ ამ ფაქტის შესახებაა აღნიშნული, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უ---–--–--ეში, ე. წ. ძველ უ---–--–--ეში ა-–---------- წ-–---–---–ს ჰქონდა მამა-პაპისეული 0,28 ჰა მიწის ფართობი, რომელიც წლების წინ მიითვისა უ---–--–--ის ძეგლთა დაცვის სააგენტომ და ა-–---------- წ-–---–---–ი ითხოვს ამ ფართობის დაბრუნებას; ამ მიწის ფართობის საკუთრებას და მფლობელობას ხელმოწერებით ადასტურებენ ა-–---------- წ-–---–---–ის მომიჯნავე ნაკვეთების მფლობელები.
ამასთან, ე-–--- წ-–---–---–ი 2017 წლის 19 ივნისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმსა და სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2018 წლის 24 ივლისის დასკვნაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ საკომლო წიგნში აღნიშნული მიწის ნაკვეთი სწორედ იმ ადგილზე მდებარეობს და იმ კონფიგურაციისაა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საკოლმეურნეო კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი მახასიათებელი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით, ხოლო იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი (იხ. სუს 2014 წლის 20 მაისის № ბს-521-503 (კ-13) განჩინება).
საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობის კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და იქმნებოდა მუშა-მოსამსახურის ოჯახი, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის № 949 დადგენილების, ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის № 29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
კანონმდებლობით კომლის წევრთა საერთო ქონებად ჩაითვალა საკოლმეურნეო კომლის და არა მუშა-მოსამსახურის კომლის ქონება.
როგორც აღინიშნა, ე-–--- წ-–---–---–ი ა-–---------- წ-–---–---–ის კომლში ჩაეწერა 2001 წელს, როდესაც კომლები უკე გაუქმებული იყო, და შესაბამისად, ამა თუ იმ ოჯახში ჩაწერა/რეგისტრაცია არ წარმოშობდა ამ ოჯახის კუთვნილ ქონებაზე საკუთრების უფლებას.
ე-–--- წ-–---–---–ს გააჩნია საკუთრების უფლება მისი და მისი მეუღლის - ნ-----–---- წ-–---–---–ის ქონებაზე, ხოლო ა-–---------- წ-–---–---–ის კუთვნილ ქონებაზე, 2001 წელს რეგისტრაციის საფუძვლით, საკუთრების უფლება მას არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ა-–---------- წ-–---–---–ი 1987 წლიდან გავიდა ცალკე კომლად, ნ-----–---- და ე-–--- წ-–---–---–ების კომლთან გაერთიანება არ მომხდარა.
ისეთ ვითარებაში, როდესაც ე-–--- წ-–---–---–ს გააჩნია საკუთრების უფლება მისი და მისი მეუღლის - ნ-----–---- წ-–---–---–ის ქონებაზე, ა-–---------- წ-–---–---–ის კომლის ქონებაზე ე-–--- წ-–---–---–ის უფლებამოსილ პირად მიჩნევისას მიღებული იქნება შედეგი, რომ იგი ორი კომლის ქონებაზე აღმოჩნდება უფლებამოსილი პირი, რაც ეწინააღნდეგება კომლისა და კომლის ქონების იმ დროისათვის არსებულ საკანონმდებლო გაგებასა და რეგულაციას.
როგორც აღინიშნა, ე-–--- წ-–---–---–მა საჯარო რეესტრის სამსახურს მიმართა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა გორის არქივის 2013 წლის 28 მარტის № AA2013009179-04 საარქივო ცნობაში ასახული საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, როგორც ა-–---------- წ-–---–---–ის კომლის ერთ-ერთმა წევრმა და ამ კომლის ქონებაზე უფლებამოსილმა პირმა, თუმცა იგი არ წარმოადგენს და არც შეიძლება, ამ ქონებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდეს, როგორც კომლის წევრი, რადგან იგი ა-–---------- წ-–---–---–ის კომლში დარეგისტრირდა 2001 წელს და ამ დროს რეგისტრაცია არ წარმოშობდა ქონებაზე საკუთრების უფლებას.
აქედან გამომდინარე, 2017 წლის 19 ივნისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე თუკი დადასტურებულად მიიჩნევა, რომ სადავო ტერიტორიაზე საკუთრების უფლება გააჩნია ა-–---------- წ-–---–---–ს, სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობის მოთხოვნებთან მიმართებაში ე-–--- წ-–---–---–ი უფლებამოსილ პირად მაინც ვერ ჩაითვლება, რადგან, როგორც აღინიშნა, ა-–---------- წ-–---–---–ის კომლის ქონებაზე მას რაიმე უფლება არ გააჩნია.
ე-–--- წ-–---–---–ს გააჩნია საკუთრების უფლება მისი და მისი მეუღლის - ნ-----–---- წ-–---–---–ის ქონებაზე - 1968 წელს აშენებული 28 მ2 საცხოვრებელ სახლსა და 0,28 ჰა მიწის ფართობზე, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ეს ქონება კონკრეტულად სადავო ადგილზე და იმ კონფიგურაციისაა, როგოც ა-–---------- წ-–---–---–ის კუთვნილი ქონება.
2017 წლის 19 ივნისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ სადავო ადგილზე არა ე-–---ს, არამედ ა-–---------- წ-–---–---–ის კომლის კუთვნილი ქონება მდებარეობს.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სისტემური რეგისტრაციების ე. წ. ყვითელ ფენებში ნ-----–---- წ-–---–---–ის ქონება აღრიცხულია არა სადავო, არამედ სრულიად სხვა ადგილზე, სხვა ოდენობით და კონფიგურაციით, ხოლო მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეები ვერ ასახელებენ ე-–--- წ-–---–---–ის მიწის ნაკვეთის ზუსტ ადგილმდებარეობას, მოსაზღვრე და მომიჯნავე პირებს, და, ბუნებრივია, ვერ მიუთითებენ მიწის ნაკვეთის კონკრეტულ კონფიგურაციასა და პარამეტრებზე.
მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის დადგენას, საკომლო წიგნებში მითითებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებულ ადგილზე.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ის ფაქტი, რომ ნ-----–---- და ე-–--- წ-–---–---–ების კომლის კუთვნილი 0,28 ჰა მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს უტყუარად არ დასტურდება.
როგორც აღინიშნა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული სისტემური რეგისტრაციების მიხედვით (ე. წ. ყვითელი ფენა), სადავო ტერიტორიაზე რეგისტრირებულია ზ------ ს-------–---–ის (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლება, ა-–---------- წ-–---–---–ის საკუთრების შესახებ კი რაიმე ჩანაწერი არ ფიქსირდება, ხოლო ნ-----–---- წ-–---–---–ის (ე-–--- წ-–---–---–ის მეუღლე) საკუთრება რეგისტრირებულია სადავო ტერიტორიიდან მოშორებით (სამხრეთ-დასავლეთით), არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ, არამედ სრულიად სხვა ადგილზე, სხვა ოდენობით და კონფიგურაციით.
მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იურიდიულ საზღვრებსა და ადგილმდებარეობასთან მიმართებაში საქმეზე წარმოდგენილია საკადასტრო აზომვითი მონაცემების შემცველი მტკიცებულება: საჯარო რეესტრში დაცული გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის საფუძველზე (KFW) შესრულებული (ე. წ. ყვითელი ფენა) საკადასტრო აზომვითი ნახაზები.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირების სახელზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე, გამოიკვლიოს ამავე მიწაზე სხვა პირთა უფლების არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან, სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა თანასაკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოახდინოს მათ სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია.
სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სწორედ გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის საფუძველზე (KFW) შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზები (ე. წ. ყვითელი ფენა) დაცულია საჯარო რეესტრის სამსახურში.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი მონაცემები (ორთოფოტოზე აღნიშნულია დაშტრიხული ლურჯი ფერით) არსებითად განსხვავდება ,,ყვითელ ფენაზე” ასახული სხვა მიწის ნაკვეთების კონფიგურაციებისაგან;
ე-–--- წ-–---–---–ი სადავო აქტების ბათილად ცნობას და საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, სადაც მისი საკუთრების ზუსტი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და საზღვრები აღნიშნული არ არის, და ისეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სხვა მონაცემები (მაგალითად, სისტემური რეგისტრაციები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები და ა. შ.), ამავე დროს, სადავოა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და საზღვრების საკითხი, ერთ-ერთ მტკიცებულებად შესაძლოა, განხილულ და მხედველობაში იქნეს მიღებული ე. წ. ყვითელი ფენის მონაცემებიც.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ სწორედ სადავო ადგილზე მდებარეობს ე-–--- წ-–---–---–ის კომლის კუთვნილი ქონება.
როგორც აღინიშნა, 2017 წლის 19 ივნისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე თუკი დადასტურებულად მიიჩნევა, რომ სადავო ტერიტორიაზე საკუთრების უფლება გააჩნია ა-–---------- წ-–---–---–ს, სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობის მოთხოვნებთან მიმართებაში ე-–--- წ-–---–---–ი უფლებამოსილ პირად ვერ ჩაითვლება, რადგან ა-–---------- წ-–---–---–ის კომლის ქონებაზე მას რაიმე უფლება არ გააჩნია;
ამავე დროს, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ფაქტი, რომ ე-–--- წ-–---–---–ის კომლის ქონება სწორედ მის მიერ მოთხოვნილ სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს, წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული კონფიგურაციისაა და ამ საზღვრებშია, უტყუარად არ დასტურდება.
აქედან გამომდინარე, ფაქტი, რომ სარჩელით მოთხოვნილი სადავო რეგისტრაციები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს ე-–--- წ-–---–---–ს, არ დგინდება.
იმავე კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე (სხდომათა საჯაროობა) ან 34-ე (კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომა) მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–--- წ-–---–---–თან მიმართებაში არ არსებობს სადავოდ გამხდარი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რამდენადაც იგი არ წარმოადგენს პირს, რომლის კანონით გათვალისწინებულ უფლებებსა და ინტერესებსაც უშუალოდ ზღუდავს და ზიანს აყენებს მითითებული აქტები; შესაბამისად, მისი სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
იმის გამო, რომ უტყუარად არ დასტურდება, რომ ე-–--- წ-–---–---–ის კომლის ქონება მის მიერ მოთხოვნილ სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს, წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული კონფიგურაციისაა და ამ საზღვრებშია, სასამართლო არ მსჯელობს სადავოდ გამხდარი აქტების კანონიერება-დასაბუთებულობაზე მოსარჩელესთან მიმართებაში, რადგან ამ საკითხის გარკვევას ე-–--- წ-–---–---–თან მიმართებაში მნიშვნელობა ეკარგება.
ამავე დროს, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.
ე-–--- წ-–---–---–ის მიერ არ არის გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი სარჩელით მოთხოვნილი რეგისტრაციების საფუვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტების უმრავლესობა - ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებები.
რაც შეეხება კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის წინადადების მიცემის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 აპრილის № 892018056624-12 გადაწყვეტილებას, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს ე-–--- წ-–---–---–ი და რომელი აქტის კანონიერების შემოწმებაც შესაძლებელია სხვა სასარჩელო მოთხოვნებისაგან დამოუკიდებლად, ეს აქტი ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა გასაჩივრებულო, ხოლო შემდეგ - სასამართლოში;
აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი უნდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
იმის გამო, რომ ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მას საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი ვერ აუნაზღაურდება.
მესამე პირების - კ----–-- ს-------–---–ისა და მ------ თ----ის მიერ წარმოდგენილია საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 800-800 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რომლის წაგებულ მხარეზე დაკისრებასაც ითხოვენ ისინი (ტომი 2, ს. ფ. 234-246).
იმის გამო, რომ ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მესამე პირების მიერ გაღებული ხარჯი უნდა გადახდეს მას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე ამ მესამე პირებთან მიმართებაში, საადვოკატო მომსახურების ხარჯის 250-250 ლარით განსაზღვრა გონივრულია, და სწორედ ამ ოდენობით უნდა გადახდეს მოსარჩელეს ეს ხარჯი კ----–-- ს-------–---–ისა და მ------ თ----ის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
1.1. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში მდებარე უ---–--–--ის მუზეუმ-ნაკრძალის 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცის თხოვნის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 4 აგვისტოს № 5423 მიმართვის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.2. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში მდებარე უ---–--–--ის მუზეუმ-ნაკრძალის 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 აგვისტოს № 882009236791-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.3. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხულ 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" უსასყიდლო უზუფრუქტის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 3 სექტემბრის № 882009264988-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.4. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხული 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის" უვადო სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 აგვისტოს № 882011398358-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.5. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი სახელმწიფოს სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხული 19 024 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 2 ნაკვეთად: 1. № 6--5--0--0-- კოდით 18 952 მ2 ფართით და 2. № 6--5--0--0-- კოდით 72 მ2 ფართით დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 25 იანვრის № 882012020931-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.6. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უ---–--–--ეში მდებარე 3859 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ე----- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 ივლისის № 882012300090-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.7. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ე----- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხული 3859 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კ----–-- ს-------–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ნოემბრის № 882013563159-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.8. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 აგვისტოს № 882015449118-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.9. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რიცხული 3859 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 2 ნაკვეთად: 1. № 6--5--0--1-- კოდით 271 მ2 ფართით და 2. № 6--5--0--1-- კოდით 3587 მ2 ფართით დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 20 აპრილის № 882016239441-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.10. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--1-- და № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ფართების კვლავ 3803 მ2 ფართად გაერთიანებისა და № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდის მინიჭების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 21 სექტემბრის № 882016630232-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.11. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 3803 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კვლავ 2 ნაკვეთად: 1. № 6--5--0--1-- კოდით 2981 მ2 ფართით და 2. № 6--5--0--1-- კოდით 822 მ2 ფართით დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 13 დეკემბრის № 882016850168-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.12. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 2981 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ------ თ----ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 მარტის № 882017182542-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.13. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 822 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ------ თ----ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 15 მარტის № 882017182602-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.14. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ------ თ----ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 822 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კვლავ კ----–-- ს-------–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 11 აპრილის № 882017291583-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.15. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი კ----–-- ს-------–---–ის სახელზე № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით რიცხული 822 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 2 ნაკვეთად: 1. № 6--5--0--1-- კოდით 520 მ2 ფართით და 2. № 6--5--0--1-- კოდით 302 მ2 ფართით დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 15 აგვისტოს № 882017727989-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.16. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი მის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 27 თებერვლის № 892018056624-09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.17. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი მისი საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის № 152846 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.18. ე-–--- წ-–---–---–ის სარჩელი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის წინადადების მიცემის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 აპრილის № 892018056624-12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე მ-----–- გ------–--ის მიერ 2018 წლის 3 მაისსა და 11 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. ე-–--- წ-–---–---–ს კ----–-- ს-------–---–ის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების ანგარიშში (საადვოკატო მომსახურება) გადახდეს 250 (ორასორმოცდაათი) ლარი.
4. ე-–--- წ-–---–---–ს მ------ თ----ის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების ანგარიშში (საადვოკატო მომსახურება) გადახდეს 250 (ორასორმოცდაათი) ლარი.
5. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი