გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.10.2018
საქმის ნომერი
330310018002609275
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/5521-18

30 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი თამთა კაკიაშვილი, გვანცა გერმანიშვილი

მოსარჩელე - პ----------------ე

წარმოამდგენელი - დ--------------ე

მოპასუხე - სსიპ ქ. თბილისის N1-- საჯარო სკოლა, დირექტორი მ-----------------–---

წარმომადგენლები - მე-----------------ე

დავის საგანი - ქ. თბილისის N1-- საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქ. თბილისის N1-- საჯარო სკოლა) 2-------- წელს პ----------------ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ქ. თბილისის N1-- საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქ. თბილისის N1-- საჯარო სკოლა) 2-------- წელს პ----------------ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე - სსიპ ქ. თბილისის N1-- საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განცხადეს, რომ მოსარჩელე სადაო პერიოდში საერთოდ არ ირიცხებოდა თბილისის N1-- საჯარო სკოლის მოსწავლედ. 2-------- სასწავლო წელს მან დაამთავრა თბილისის N 2- საჯარო სკოლის ცხრა კლასი და მიიღო საბაზო განათლების ატესტატი ად N 0-----1. შესაბამისად, მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის აღიარებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. პაატა ბაღდაველიძემ 2018 წლის 1- ივნისს 50-------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1- ივლისის N0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ.13)

 

3.1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1- ივლისის N0---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა პ----------------ის განცხადება სრული განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1- ივლისის N0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ.13)

 

3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 0- აგვისტოს N 0---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა პ----------------ის წარმომადგენელ დ--------------ის 2018 წლის 1- ივლისის N1----- საჩივარი პ----------------ისათვის ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 0- აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ.15-17)

 

3.1.4. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 1---ვნისის N 715568 წერილით მიმართა ქალაქ თბილისის დ---------------------- რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სსიპ -ქალაქ თბილისის N 1-- საჯარო სკოლიდან გამოითხოვა პ----------------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 0- აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ.15-17)

- ქალაქ თბილისის დ---------------------- რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 1---ვნისის MES 3------------ მიმართვა (ს.ფ. 55)

 

3.1.5.სსიპ ქალაქ თბილისის N 1-- საჯარო სკოლაში პ----------------ის მიერ 2-------- სასწავლო წლებში საჯარო სკოლის დამთავრების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქალაქ თბილისის N1-- საჯარო სკოლა) 2-------- სასწავლო წლის ატესტატების გაცემის წიგნში აღნიშნული მოქალაქე არ იძებნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქალაქ თბილისის N 1-- საჯარო სკოლის 2018 წლის 04------- MES 3------------ მიმართვა (ს.ფ. 56).

- სსიპ ქალაქ თბილისის N 1-- საჯარო სკოლის 2018 წლის 2-------------- MES 7------------ მიმართვა (ს.ფ. 67).

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 0- აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ.15-17)

-საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლადამთავრებულთა ჟურნალის ამონარიდი (სფ.44-51)

 

3.1.6. სსიპ ქალაქ თბილისის N1-- საჯარო სკოლის დირექტორის მ-----------------–იძის 2018 წლის 4 ა-----–-- N MES31--------- წერილის თანახმად, 2-------- წლების პერიოდში, პ----------------ის ქ. თბილისის N1-- საშუალო სკოლაში ჩარიცხვის, კლასიდან კლასში გადაყვანის, ამორიცხვის და შესაბამისად, საშუალო საფეხურზე სწავლის ფაქტი არ დასტურდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ ქალაქ თბილისის N1-- საჯარო სკოლის დირექტორის მ-----------------–იძის 2018 წლის 4 ა-----–-- N MES31--------- წერილი (ს.ფ. 54)

 

3.1.7. 2-------- სასწავლო წლებში პ----------------ემ დაამთავრა სსიპ ქალაქ თბილისის N-- საჯარო სკოლის ცხრა კლასი და მიიღო საბაზო განათლების ატესტატი ად N0-----1 ( პედსაბჭოს ოქმი N 7-------–------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქალაქ თბილისის N-- საჯარო სკოლის 2018 წლის 0- მაისის MES 5------------ მიმართვა (ს.ფ. 57)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პ----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201- წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება, შემდგომ მისი ნამდვილობის აღიარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - სწავლების შედეგად პ----------------ის მიერ სსიპ ქ. თბილისის N1-- საჯარო სკოლაში კანონით დადგენილი სრული საშუალო განათლების მიღების ფაქტი არ დასტურდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ პ----------------ემ (დაბ. 1--- წელს) 2--- წელს სსიპ ქ. თბილისის N1-- საჯარო სკოლაში გაიარა საშუალო განათლების პროგრამა და მიიღო სრული ზოგადი განათლება, რის გამოც უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა აღიარებულ იქნეს მის მიერ ქ. თბილისის N1-- საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქ. თბილისის N1-- საჯარო სკოლა) 2-------- წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

6.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201- წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის დადასტურებული პ----------------ის მიერ 2--- წელს სსიპ ქ. თბილისის N1-- საჯარო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმის გათვალისწინებით, რომ პ----------------ემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს არ დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 25-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 208-ე; 2-3-2-4-ე, 2-8-2-9-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. პ----------------ის სარჩელი ქ. თბილისის N1-- საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქ. თბილისის N1-- საჯარო სკოლა) 2-------- წელს მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-1- კილომეტრი, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი