გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1----17
(საქმე № 3-----------------)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- ივანე აღნიაშვილი
სხდომის მდივნები- ნინო გუგავა, ნათია ფურელიანი, მანანა გოგიბედაშვილი, ბეჟან ნემსაძე
მოსარჩელე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ე-----------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ა----------- ო---------–-------------–----------------–---------–-----–------ი“
წარმომადგენლები - ი-–----------------–ი, მ-----------–---–ი
მესამე პირი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინ ო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (ასკ 16.2 მუხლი)
წარმომადგენელი-თ----------------–--ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს - შპს ,,ო---------–-------------–----------------–---------–-----–------ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 757 531.26 (შვიდასორმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასოცდათერთმეტი ლარი და ოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა.
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე- შპს ,,ო---------–-------------–----------------–---------–-----–------ის“ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე (იხ. შესაგებელი. ტომი 1. ს.ფ. 146-154).
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ი” ახორციელებს სახელმწიფო პროგრამის ,,რეფერალური დახმარების” ქვეკომპონენტის ფარგლებში მომსახურებას. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის №-------- (10.10.14) და №-------- (23.10.14) ბრძანებების საფუძველზე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით განახორციელა შპს ,,ა----------- ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ში” სახელმწიფო პროგრამების ,,რეფერალური დახმარების” ქვეკომპონენტის ფარგლებში 01.01.08წ.-01.1014წ. პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზია (აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღის (01.05.09წ.) გათვალისწინებით)). შპს ,,ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის” ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდის 1 336 ,,სამივლინებო ბარათი” (არ იქნა წარდგენილი ,,გამოძახებების” რეგისტრაციის დავთარი). აღნიშნულის გამო, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების სახელმწიფო პროგრამის რეფერალური დახმარების ფარგლებში, კომისიის მიერ განხორციელდა, მხოლოდ 2013 წლის 01 ოქტომბრიდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზია.
შემოწმების შედეგად სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, 2014 წლის 12 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად განისაზღვრა, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ,,რეფერალური დახმარების” ქვეკომპონენტის ფარგლებში განხორციელებული ,,გამოძახებების” რეგისტრაციის დავთარის წარუდგენლობის გამო ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” №-- (15.03.12) და ,,2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” №--- (31.10.13) საქართველოს მთავრობის დადგენილებების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-10 ქვეპუნქტის (,,სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნა რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”) თანახმად, შპს ,,ა----------- ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ს” უნდა გადაეხადა ჯარიმა ანაზღაურებული თანხის (212 054 ლარის) 10%, რაც შეადგენდა - 21 205,4 ლარს. ამასთან, განისაზღვრა, რომ 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზიის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, 54 758,4 ლარი ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში აღდენას. სულ კი, 2009 წლის მაისიდან 2014 წლს 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,რეფერალური დახმარების” ფარგლებში, შპს ,,ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის” მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილი უნდა ყოფილიყო - 1 167 854,3 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 12 ნოემბრის შემოწმების აქტი - ს/ფ 21-30.
3.1.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 1 დეკემბრის შემოწმების აქტით ირკვევა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის N-------- 10.10.14) და N-------- (23.10.14.) ბრძანებების საფუძველზე, შპს ,,ა------------------–-----------------------–--------–-----–------ში“, განახორციელა სახელმწიფო პროგრამების ,,რეფერალური დახმარების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში 01.01.08-01.10.14. პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზია (აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღის (01.05.09.) გათვალისწინებით) და 2014 წლის 12 ნოემბერს, შპს ,,აკ-----------------–-----------------------–---------–-----–------ის“ ადმინისტრაციას გადასცა „შემოწმების აქტი“, სადაც ასახულ იქნა დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის - 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის შესაბამისი ,,სამივლინებო ბარათების“ (1 336 ბარაყი) რევიზიის შედეგები. ასევე, ასახულ იქნა 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის ,,სამივლინებო ბარათები“ და ,,გამოძახებათა სარეგისტრაციო ჟურნალები“) არწარმოდგენაზე კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია.
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 1 დეკემბრის შემოწმების აქტით ცვლილება იქნა შეტანილი 2014 წლის 12 ნოემბრის შემოწმების აქტში და განისაზღვრა, რომ 2014 წლის 12 ნოემბრის შემოწმების აქტის მე-10 გვერდზე დაფიქსირებული 1 167 854,3 ლარის ნაცვლად, სულ 2009 წლის მაისიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,რეფერალური დახმარების” ფარგლებში, შპს ,,ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის” მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილი უნდა ყოფილიყო - 739 948,66 ლარი (მათ შორის: 2009 წლის მაისიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის დოკუმენტაციის (,,სარეგისტრაციო” ჟურნალები, ,,ბარათები”) არწარმოდგენისთვის - 623 333,72 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,სამივლინებო ბარათების” არწარმოდგენისთვის - 48 343,74 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,გამოძახებათა ჟურნალების” შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე - 34 718,2 ლარი; 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,სამივლინებო ბარათების” შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე - 33 553 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 1 დეკემბრის შემოწმების აქტი - ს/ფ 21-30.
3.1.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის შემოწმების აქტით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის N-------- (10.10.14.) და N--------- (23.10.14.) ბრძანებების საფუძველზე, შპს ,,ა------------------–-----------------------–--------–-----–------ში“, განახორციელა სახელმწიფო პროგრამების რეფერალური დახმარების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში 01.01.08-01.10.14. პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზია (აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღის (01.05.09.) გათვალისწინებით) და 2014 წლის 12 ნოემბერს, შპს ,,აკ-----------------–-----------------------–---------–-----–------ის“ ადმინისტრაციას გადასცა „შემოწმების აქტი“, სადაც ასახულ იქნა დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის - 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის შესაბამისი ,,სამივლინებო ბარათების“ (1 336 ბარათი) რევიზიის შედეგები. ასევე, ასახულ იქნა 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის (,,სამივლინებო ბარათები“ და ,,გამოძახებათა სარეგისტრაციო ჟურნალები“) არწარმოდგენაზე კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია.
შემოწმების აქტის თანახმად, 2014 წლის 1 დეკემბრის „შემოწმების აქტის“ მე-2 გვერდზე მე-2 აბზაცი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: - 2014 წლის 12 ნოემბრის „შემოწმების აქტის“ მე-6 პუნქტში, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევისთვის (2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,სარეგისტრაციო“ ჟურნალების არწარმოდგენისთვის) დაფიქსირებული 21 205 ლარის ოდენობის ჯარიმა, არ უნდა დაეკისროს დაწესებულებას და იმავე, „შემოწმების აქტი (12.11.14.) მე-10 გვერდზე დაფიქსირებული 54 758,4 ლარის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტი აღდგენას ექვემდებარება - 33 395 ლარი;“ ამასთან, 2014 წლის 1 დეკემბრის „შემოწმების აქტის“ ბოლო აბზაცი (მე-5 და მე-6 გვერდებზე) დაფიქსირებული ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხების თაობაზე, უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2014 წლის 12 ნოემბრის „შემოწმების აქტის“ მე-10 გვერდზე დაფიქსირებული 1 167 454,3 ლარის ნაცვლად, სულ, 2009 წლის მაისიდან 2014 წლის ოქტომბრამდე პერიოდის ,,რეფერალური დახმარებას“ ფარგლებში, შპს „აკად. ო. ღუდუშაურ სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილ უნა იქნას - 739 790,66 ლარი (მათ შორის: 2009 წლის მაისიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის სარეგისტრაციო ჟურნალები, „ბარათები“) არწარმოდგენისთვის - 623 333,77 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის „სამივლინებო ბარათების“ არწარმოდგენისათვის - 48 343,74 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,გამოძახებათა სარეგისტრაციო ჟურნალების“ შესწავლით - გამოვლენილ დარღვევებზე - 34 718,2 ლარი; 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომრამდე პერიოდის „სამივლინებო ბარათების“ შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე 33 395 ლარი).“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის შემოწმების აქტი - ს/ფ 31-33.
3.1.4. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2015 წლის 13 მარტის შემოწმების აქტით ცვლილება იქნა შეტანილი 2014 წლის 1 დეკემბრის შემოწმების აქტის მე-5 გვერდზე დაფიქსირებულ დასკვნაში, რომელიც ეხებოდა 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,გამოძახებათა სარეგისტრაციო ჟურნალების” რევიზიით გამოვლენილ დარღვევებს და აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, 2014 წლის 13 მარტის შემოწმების აქტით განისაზღვრა, რომ 2009 წლის მაისიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,რეფერალური დახმარების” ფარგლებში, შპს ,,ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის” მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილი უნდა ყოფილიყო სულ - 757 531,26 ლარი (მათ შორის: 2009 წლის მაისიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის დოკუმენტაციის (,,სარეგისტრაციო” ჟურნალები, ,,ბარათები”) არწარმოდგენისათვის - 623 333,72 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,სამივლინებო ბარათების” არწარმოდგენისთვის - 48 343,74 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,გამოძახებათა ჟურნალების” შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე - 52 458,8 ლარი; 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,სამივლინებო ბარათების შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე - 33 395 ლარი).”
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2015 წლის 13 მარტის შემოწმების აქტი - ს/ფ 34-36.
3.1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 9 თებერვალის №------- წერილით შპს ,,ა----------- ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ს” ეცნობა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების შედეგად, შპს ,,ა----------- ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ს” დაეკისრა - 739 790,66 ლარის ოდენობით ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება. ამავე წერილით, შპს ,,ა----------- ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ს” განემარტა, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესის (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №--; 2013 წლის 31 ოქტომბრის №--- დადგენილებების) თანახმად, აღნიშნული ვალდებულება უნდა შესრულებულიყო აღიარებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 9 თებერვალის №------- წერილი - ს/ფ 37.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები’’, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ). აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, ქმედების განხორციელების მოთხოვნით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
6.2. სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშველოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენეტში (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ „სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვარტური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლება ასახვა პოვა ასევე საქართველოს კოსნტიტუციაში, რომლის 37-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ხოლო მესამე მუხლის ჰ7 ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომპეტენტური სამსახურია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონით, ასევე თავისი დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის აღსრულებას და ამ სფეროში შესაბამისი მარეგულირებელი ფუნქციების შესრულებას.
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე შეიმუშავებს და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეფერალური დახმარების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს სარევიზიო პერიოდის განმავლობაში, შპს ,,ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ი” აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებდა ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №-- და 2013 წლის 31 ოქტომბრის ,,2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” №--- დადგენილებებით დამტკიცებული სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №-- დადგენილებით განისაზღვრა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი, რომელიც 2013 წლის 1 ნოემბრიდან იმავე ნორმებით დარეგულირდა უკვე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №--- დადგენილებით. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების’’ მე-8 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) შესაბამისი პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება (შემდგომში – განმახორციელებელი); ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო). ამავე დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – სამინისტრო); ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – სააგენტო); გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – ცენტრი). განსახილველ შემთხვევაში მითითებული დადგენილების №15 დანართის (,,რეფერალური მომსახურება”) მე-7 მუხლის თანახმად კი, პროგრამის განმახორციელებელია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.
ამ დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით; ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, პროგრამების ზედამხედველობას ახორციელებენ შესაბამისი პროგრამის განმახორციელებლები და/ან რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული); ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს, თუ ცალკეული პროგრამის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის შერჩევითი შემოწმება (შემდგომში – შერჩევითი შემოწმება); დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; ზ) გაწეული მომსახურების კონტროლი და ვალდებულებების ინსპექტირება (შემდგომში – შესრულებული სამუშაოს რევიზია).
სასამართლო მიუთითებს ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების’’ მე-20 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან: ა) ანგარიშის წარდგენა; ბ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; გ) ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; დ) შესრულებული სამუშაოს რევიზია.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს რევიზია, რომლის განმარტებასაც იძლევა ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების’’ მე-17 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. მე-2 პუნქტის თანახმად, რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას, ხოლო დაწესებულება ვალდებულია სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №-- დადგენილების 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოსაყენებელი სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციებს, კერძოდ: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში გამოყენებული იქნება დამატებითი ფინანსური ჯარიმები. დამატებითი ფინანსური ჯარიმა შემსრულებელს არ ათავისუფლებს გამოვლენილი ხელშეკრულების პირობების დარღვევით მოთხოვნილი თანხების უკან დაბრუნებისაგან.
შესრულებული სამუშაოს რევიზია წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამაზე ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ერთ-ერთი სუბიექტის - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას. მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, განახორციელა შპს ,,ა----------- ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ში” სახელმწიფო პროგრამების ,,რეფერალური დახმარების” ქვეკომპონენტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს რევიზია (გაწეული მომსახურების კონტროლი და ვალდებულებების ინსპექტირება (შესრულებული სამუშაოს რევიზია) და გამოვლენილი დარღვევები ასახა შემოწმების აქტში. თავის მხრივ, შემოწმების აქტი ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საფუძვლად უნდა დადებოდა შპს ,,ა----------- ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ის” მიმართ პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენებას, ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 9 თებერვლის №------- წერილით შპს ,,ა----------- ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ს” დაეკისრა - 739 790,66 ლარის ოდენობით ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება. ამასთან, შემოწმების აქტით გათვალისწინებული იქნა შპს ,,ა----------- ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ის” ვალდებულება ჯარიმის თანხის, კერძოდ, ანაზღაურებული თანხის 10%-ის ოდენობით გადახდის თაობაზეც. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შედგენილი 2014 წლის 12 ნოემბრის, 01 დეკემბრის, 12 დეკემბრისა და 2015 წლის 13 მარტის შემოწმების აქტების საფუძველზე.
დადგენილია, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით განახორციელა შპს ,,ა----------- ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ში” სახელმწიფო პროგრამების ,,რეფერალური დახმარების” ქვეკომპონენტის ფარგლებში 01.01.08წ.-01.1014 წწ. პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზია (აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღის (01.05.09 წ.) გათვალისწინებით). შემოწმების შედეგად სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, 2014 წლის 12 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად განისაზღვრა, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ,,რეფერალური დახმარების” ქვეკომპონენტის ფარგლებში განხორციელებული ,,გამოძახებების” რეგისტრაციის დავთარის წარუდგენლობის გამო ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” №-- (15.03.12) და ,,2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” №--- (31.10.13) საქართველოს მთავრობის დადგენილებების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-10 ქვეპუნქტის (,,სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნა რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”) თანახმად, შპს ,,ა----------- ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ს” უნდა გადაეხადა ჯარიმა ანაზღაურებული თანხის (212 054 ლარის) 10%, რაც შეადგენდა - 21 205,4 ლარს. ამასთან, განისაზღვრა, რომ 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზიის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, 54 758,4 ლარი ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში აღდენას. სულ კი, 2009 წლის მაისიდან 2014 წლს 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,რეფერალური დახმარების” ფარგლებში, შპს ,,ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის” მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილი უნდა ყოფილიყო - 1 167 854,3 ლარი.
დადგენილია, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 1 დეკემბრის შემოწმების აქტით ცვლილება იქნა შეტანილი 2014 წლის 12 ნოემბრის შემოწმების აქტში და განისაზღვრა, რომ 2014 წლის 12 ნოემბრის შემოწმების აქტის მე-10 გვერდზე დაფიქსირებული 1 167 854,3 ლარის ნაცვლად, სულ 2009 წლის მაისიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,რეფერალური დახმარების” ფარგლებში, შპს ,,ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის” მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილი უნდა ყოფილიყო - 739 948,66 ლარი (მათ შორის: 2009 წლის მაისიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის დოკუმენტაციის (,,სარეგისტრაციო” ჟურნალები, ,,ბარათები”) არწარმოდგენისთვის - 623 333,72 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,სამივლინებო ბარათების” არწარმოდგენისთვის - 48 343,74 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,გამოძახებათა ჟურნალების” შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე - 34 718,2 ლარი; 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,სამივლინებო ბარათების” შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე - 33 553 ლარი).
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის შემოწმების აქტით ცვლილება იქნა შეტანილი და განისაზღვრა, რომ 2014 წლის 12 ნოემბრის „შემოწმების აქტის“ მე-6 პუნქტში, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევისთვის (2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,სარეგისტრაციო“ ჟურნალების არწარმოდგენისთვის) დაფიქსირებული 21 205 ლარის ოდენობის ჯარიმა, არ უნდა დაეკისროს დაწესებულებას და იმავე, „შემოწმების აქტი (12.11.14.) მე-10 გვერდზე დაფიქსირებული 54 758,4 ლარის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტი აღდგენას ექვემდებარება - 33 395 ლარი;“ ამასთან, 2014 წლის 12 ნოემბრის „შემოწმების აქტის“ მე-10 გვერდზე დაფიქსირებული 1 167 454,3 ლარის ნაცვლად, სულ, 2009 წლის მაისიდან 2014 წლის ოქტომბრამდე პერიოდის ,,რეფერალური დახმარებას“ ფარგლებში, შპს „აკად. ო. ღუდუშაურ სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილ უნა იქნას - 739 790,66 ლარი (მათ შორის: 2009 წლის მაისიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის სარეგისტრაციო ჟურნალები, „ბარათები“) არწარმოდგენისთვის - 623 333,77 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის „სამივლინებო ბარათების“ არწარმოდგენისათვის - 48 343,74 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,გამოძახებათა სარეგისტრაციო ჟურნალების“ შესწავლით - გამოვლენილ დარღვევებზე - 34 718,2 ლარი; 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომრამდე პერიოდის „სამივლინებო ბარათების“ შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე 33 395 ლარი).“
დადგენილია რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2015 წლის 13 მარტის შემოწმების აქტით ცვლილება იქნა შეტანილი 2014 წლის 1 დეკემბრის შემოწმების აქტის მე-5 გვერდზე დაფიქსირებულ დასკვნაში, რომელიც ეხებოდა 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,გამოძახებათა სარეგისტრაციო ჟურნალების” რევიზიით გამოვლენილ დარღვევებს და აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, 2014 წლის 13 მარტის შემოწმების აქტით განისაზღვრა, რომ 2009 წლის მაისიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,რეფერალური დახმარების” ფარგლებში, შპს ,,ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის” მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილი უნდა ყოფილიყო სულ - 757 531,26 ლარი (მათ შორის: 2009 წლის მაისიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის დოკუმენტაციის (,,სარეგისტრაციო” ჟურნალები, ,,ბარათები”) არწარმოდგენისათვის - 623 333,72 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,სამივლინებო ბარათების” არწარმოდგენისთვის - 48 343,74 ლარი; 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,გამოძახებათა ჟურნალების” შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე - 52 458,8 ლარი; 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის ,,სამივლინებო ბარათების შესწავლით გამოვლენილ დარღვევებზე - 33 395 ლარი).”
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 12 ნოემბრის, 1 დეკემბრის, 12 დეკემბრისა და 2015 წლის 13 მარტის შემოწმების აქტებში დაფიქსირებული დარღვევები მიჩნეული უნდა იქნეს დადასტურებულად და სწორედ აღნიშნული აქტების საფუძველზე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ მოთხოვნილი თანხის - 757 531.26 ლარის გადახდა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მართალია მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო არ იხილავს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 12 ნოემბრის, 1 დეკემბრის, 12 დეკემბრისა და 2015 წლის 13 მარტის შემოწმების აქტების კანონიერების საკითხს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის მასში მითითებულ გარემოებებს და არ ეთანხმება შემოწმების აქტში დაფიქსირებულ დარღვევებს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშული დარღვევები ცალსახად არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევების უდავო ფაქტობრივ გარემოებებად მიჩნევასთან დაკავშირებით, მით უფრო მაშინ, როდესაც შემოწმების აქტები გამოცემის დროისთვის არ მიიჩნეოდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და იგი არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას სასარჩელო წარმოების წესით.
6.3. სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებას (№ბს-413-402(კ-13), სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ: „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ადმინისტრაციული სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპი _ ოფიციალობის პრინციპი განსაზღვრავს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების როლს. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან სასამართლო პროცესუალური აქტივობის ცენტრში იმყოფება, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალურთიერთობაში სასამართლოს აკისრებს საპროცესო მხარეთა საპროცესო უფლებებში ბალანსის მიღწევისთვის აუცილებელ საპროცესო მოქმედებების შესრულებას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სადავო გარემოებების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საკუთარი შინაგანი რწმენით, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოახდინოს საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევა და მათი შეფასება.
სასამართლო კიდევ ერთხელ მოიხმობს და მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან) მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. . . . .
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. საქმე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასმაართლომ საქმეში Stummer v. Austria ([GC], no.37452/02, ECHR 07/07/2011 § 89) განმარტა, რომ კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს შეფასების ფართო ზღვარი აქვს, როდესაც საკითხი ეხება სოციალური ან ეკონომიკური სტრატეგიის ზომებს. იმის გამო, რომ ის უშუალოდ იცნობს თავის საზოგადეობას და მის საჭიროებებს, ეროვნული ხელისუფლება, პრინციპში, უკეთეს მდეგომარეობაშია, ვიდრე საერთაშოსიო მოსამართლე, რომ განსაზღვროს, რა წარმოადგენს საჯარო ინტერესს სოციალური თუ ეკონომიკური კუთხით და [ევრო] სასამართლო ზოგადად პატივს სცემს საკანონმდებლო ხელისუფლების არჩევანს, თუ ის არ არის „აშკარად გონივრულ საფუძველს მოკლებული“. საქმეში El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia ([GC], no. 39630/09 , ECHR 2012. §151) სასამართლომ განმარტა, რომ საქმეებში, რომლებშიც სადავო ფაქტებია, სასამართლო გვერდს ვერ აუვლის წინააღმდეგობას ფაქტების დადგენისას იგივე სირთულით, როგორი სირთულის წინაშეც შეიძლება პირველი ინსტანციის სასამართლო იყოს. ევროსასამართლო იმეორებს, რომ მტკიცებულების შეფასებისას მან შეიმუშავა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა” მტკიცებულებითი სტანდარტი, თუმცაღა, მისი მიზანი არასოდეს ყოფილა ამ მიდგომას დასესხებოდა ეროვნულ სამართლებრივ სისტემებს. სასამართლოს როლი არ მდგომარეობს სისხლის სამართლის ბრალის ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის, არამედ, კონვენციის საფუძველზე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის დადგენაში. კონვენციის მე-19 მუხლის საფუძველზე მისი ამოცანის სპეციფიურობა - უზრუნველყოს ხელშემკვრელი მხარეების მიერ მათი ვალდებულებების შესრულება, დაიცვან კონვენციაში დაცული ძირითადი უფლებები - განსაზღვრავს მის მიდგომას მტკიცებულებისა და მტკიცების საკითხებისადმი. სასამართლო პროცესებში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების დასაშვებობასთან დაკავშირებით ან წინასწარ განსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. ის იყენებს დასკვნებს, რომლებიც შეიცავენ ისეთ შეფასებებს, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა განმარტებებიდან. მის მიერ დადგენილი პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მტკიცება შეიძლება ემყარებოდეს საკმარისად ძლიერ, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებს ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობას. უფრო მეტიც მტკიცების ხარისხი, რაც საჭიროა განსზღვრული დასკვნის გასაკეთებლად და ამასთან დაკავშირებით, მტკიცების განაწილების ტვირთი, არსებითად არის დაკავშირებული ფაქტების სპეციფიკასთან, საჩივრის ხასიათსა და რისკის ქვეშ არსებულ კონვენციის მუხლთან. ... უფრო მეტიც, უნდა აღინიშნოს, რომ ევროსასამართლოს პროცეცესებში ყველა საქმეში არ მოითხოვება პრინციპის affirmanti incumbit probatio [დამტკიცების ტვირთი მასზეა, ვინც ამტკიცებს] მკაცრად დაცვა. სასამართლო იმეორებს მის პრეცედენტულ პრაქტიკას კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებით, როდესაც სადავო საკითხები დამოკიდებულია ხელისუფლების ექსკლუზიურ ცოდნაზე, როგორც იმ საქმეებშია, რომლებიც ეხება საპატიმროებში პიროვნებებზე ზედამხედველობას, რომ ფაქტის ძლიერი პრეზუმფციები წარმოიშობა, როდესაც საკითხი ეხება პატიმრობის დროს მომხდარ გარდაცვალებებსა და დაზიანებებს. მტკიცების ტვირთი ასეთ შემთხვევაში ეკისრება ხელისუფლებას, რათა მან წარმოადგინოს საკმარისი და დამაჯერებელი ახსნა. დაახლოებით იგივე დასკვნა გვხდება საქმეში Salman v. Turkey ([GC], no. 21986/93 , ECHR 2000-VII. § 100).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „იედამსკი და იედამსკა პოლონეთის წინააღმდეგ“ განმარტა, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ წარმოადგენს აბსოლიტურ უფლებას, შესაბამისად სახელმწიფოს უფლება აქვს დაადგინოს შეზღუდვები სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შეზღუდვების ამა თუ იმ კონკრეტული გზით არ მოხდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების არსის ხელყოფა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ვერ იქნება შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან, თუ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და შეზღუდვების განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს შორის არ იქნება დაცული სამართლიანი ბალანსი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტებში არსებულ დარღვევებს,- სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მასში არსებულ დარღვევებს, ხოლო მარტოოდენ შემოწმების აქტზე დაყრდნობით კი შპს ,,ა----------- ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ის” დაჯარიმებას სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩატარებული რევიზიის საფუძველზე, შპს ,,ა----------- ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ს” დააკისრა 739 790,66 ლარის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებული თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება, მათ შორის, საჯარიმო სანქციის (ანაზღაურებული თანხის 10%-ის ოდენობით) გადახდაც, თუმცა არ დაუსაბუთებია აღნიშნული საჯარიმო სანქციების წარმოშობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულების შეფასებისას ზოგადად იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა” მტკიცებულებით სტანდარტს (he Ireland v. the United Kingdom) მით უფრო, რომ მართალია, ასეთი მტკიცება უნდა მომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებულ დასკვნათა ერთობლიობიდან ან იგივეობრივი ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციებიდან, როდესაც საქმის გარემოებები დამოკიდებულია, სრულად ან მნიშვნელოვნად, ხელისუფლების ექსკლუზიურ ცოდნაზე, რა თქმა უნდა, მტკიცების ტვირთი შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაც უნდა წარმოადგინონ საკმარისი და დამარწმუნებელი განმარტება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ არის დასაბუთებული და სათანადო მტკიცებულებით გამყარებული, შესაბამისად მოსარჩელის მიერ მხოლოდ შემოწმების აქტზე მითითება, რომელიც არაერთხელ შესწორდა და ისე გამოიცა, ვერ იქნება გაზიარებული, რამეთუ მოკლებულია მტკიცების მაღალ სტანდარტს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამდენად, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, ამასთან იმ პირობებში, როდესაც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, არ არსებობს მოპასუხეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი შპს ,,ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ი''-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ივანე აღნიაშვილი