გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/882-18
№ 200210018002636618
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე -მ------------–---–ი
მოპასუხე - ბ--------–-–---–ი
წარმომადგენელი - ჯ------------–-–---–ი
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შემცირებული სასარჩელო მოთხოვნით - მოპასუხე ბ--------–-–---–ს (პირადი N2----------) არასრულწლოვანი შვილების - ლ---------–-–---–-ს (დაბადებული 2-----–-–----------------–ს, პირადი N2----------) და დ----------–-–---–ის (დაბადებული 20---–-–---------------ი, პირადი N2----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის 100-100 (ას-ასი) ლარის გადახდა თითოეული ბავშვის მიმართ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 18 სექტემბრიდან, მათ სრულწლოვანებამდე.
სარჩელის არსი:
მოსარჩელე მარიმ ქ----–---–ი 2013 წლიდან იმყოფება ქორწინებაში ბ--------–-–---–თან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ლ---------–-–---–- და დ----------–-–---–ი. 2016 წლიდან ბ--------–-–---–ი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში, დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ, გახსნა ავტომანქანის ნაწილების მაღაზია და დღემდე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ბ--------–-–---–ი ყოველთვიურად სტაბილური შემოსავლის სახით იღებს მინიმუმ 2000(ორიათასი) ლარს. დროთა განმავლობაში მოსარჩელეს მეუღლესთან გაუფუჭდა ურთიერთობა როგორ მასთან, ასევე შვილებთან. აღნიშნულის მიზეზი გახდა მოპასუხის ურთიერთობა სხვა ქალთან. 2018 წლის იანვრის თვიდან ისინი ერთმანეთს დაცილდნენ. მოპასუხესთან გაცილების შემდეგ მოსარჩელე საცხოვრებლად დარჩა მისი მშობლების სახლში და დღემდე ცხოვრობს იქ შვილებთან ერთად. მოსარჩელის განმარტებით ბავშვები არიან მცირეწლოვნები, მათი მარტო დატოვება არ შეუძლია, იგი არ არის დასაქმებული, არ აქვს საკუთარი შემოსავალი, მათი რჩენა უწევთ მოპასუხისა და მის მშობლებს. მოპასუხე არანაირი ყურადღებას არ იჩენს შვილების მიმართ, არ ზრუნავს მათზე, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებას.
1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ნაწილობრივ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელე ბავშვებთან ერთად ცხოვრობს მისი მშობლების ბინაში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოპასუხე ზრუნავს მათზე. მოპასუხე არ ეთანხმება ალიმენტის სახით 100-100 ლარის გადახდას და იგი თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი თვეში 90 ლარის ოდენობით თოთოეულ ბავშვზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მ----- ქ----–---–ი 2013 წლიდან იმყოფება ქორწინებაში ბ--------–-–---–თან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ლ---------–-–---–- და დ----------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ---------–-–---–-ს და დ----------–-–---–ის დაბადების მოწმობები (ს.ფ. 19-20);
3.1.2. 2018 წლის იანვრის თვიდან ისინი ერთმანეთს დაცილდნენ. მოპასუხესთან გაცილების შემდეგ მოსარჩელე საცხოვრებლად დარჩა მოპასუხის მშობლების სახლში და დღემდე ცხოვრობს იქ შვილებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი(ს.ფ.2-17)
-შესაგებელი(ს.ფ.28-34)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლიდან ბ--------–-–---–ი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში, დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ, გახსნა ავტომანქანის ნაწილების მაღაზია და დღემდე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 21-22);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
- “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანხმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზრდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხონით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
აღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მოპასუხე ბ--------–-–---–ს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, თითოეულის მიმართ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 100-100 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა იყო ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრება. მოპასუხემ სარჩელი სცნო თვითოეულ ბავშვზე 90-90 ლარის გადახდის ნაწილში. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს ყოველთვიურად 100-100 ლარის გადახდა დაეკისრა.
აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი - 7 ლარისა და 20 თეთრისოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე მ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს მთლიანად.
1.1. მოპასუხე ბ--------–-–---–ს (პირადი N2----------) არასრულწლოვანი შვილების - ლ---------–-–---–-ს (დაბადებული 2-----–-–----------------–ს, პირადი N2----------) და დ----------–-–---–ის (დაბადებული 20---–-–---------------ი, პირადი N2----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის 100-100 (ას-ასი) ლარის გადახდა თითოეული ბავშვის მიმართ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 18 სექტემბრიდან, მათ სრულწლოვანებამდე.
2. მოპასუხე ბ--------–-–---–ს (პირადი N2----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 7 ლარისა და 20 თეთრის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე